You are on page 1of 10

ჟანგბადი სისხლში

ჟანგბადის სატურაცია
ჟანგბადით გაჯერებული ჰემოგლობინის რაოდენობას სისხლში
განსაზღვრავს ჟანგბადის სატურაცია. პულსოქსიმეტრს შეუძლია გვიჩვენოს
ჰიპოქსემიის მდგომარეობა (ჟანგაბდის დაბალი კონცენტრაცია) კლინიკური
სიმპტომებისა და ნიშნების გაჩენამდე, როგორიცაა კანის შეფერილობისა და
ფრჩხილის საფარველის ცვლილება.
პულსოქსიმეტრი არის არაინვაზიური მოწყობილობა, რომლის
საშუალებითაც შესაძლებელია არტერიულ სისხლში ჟანგბადის
კონცენტრაციის შეფასება. აღნიშნული მაჩვენებლის შესაფასებლად
გამოიყენება პაციენტის თითები, როგორც ხელზე ისე ფეხზე, ცხვირი, ყურის
ბიბილო, შუბლი (ხელის ირგვლივ და ტერფის ირგვლივ ახალშობილებში ).
ჟანგბადის სატურაცია
პულსოქსიმეტრს აქვს ორი ნაწილი:
 ორნათურიანი ემისიური დიოდი: ერთი წითელი , მეორე ინფრარედი , რომელიც აგზავნის
სინათლის სხივს ფრჩხილში, ქსოვილში, ვენურ და არტერიულ სისხლძარღვებში ;
 ფოტო დეტექტორი, რომელიც მოთავსებულია დიოდის საწინააღმდეგო მხარეს და ზომავს
ჟანგბადით გაჯერებული და ჟანგბადით გაუჯერებელი ჰემოგლობინის მიერ შთანთქმულ
ინფრარედის სხივის რაოდენობას პერიფერიულ არტერიულ სისხლში .
ადამიანის ორგანიზმი ფუნქციონირებისთვის საჭიროებს ზუსტი რაოდენობის ჟანგბადს .
ნორმალურ არტერიულ სისხლში ჟანგბადი 95-100% გაჯერებული . თუ ეს მაჩვენებელი 90 %
დაბალია, იწყება ჰიპოქსემია, რომელიც იწვევს ყველა მეტაბოლური პროცესის შენელებას ,
როგორც უჯრედებში, ისე ქსოვილებში;
80 % ვარდნა იწვევს თავის ტვინის და გულის ფუნქციონირების შეზღუდვას . მაჩვენებლის
კიდევ უფრო შემცირებისას მაღალია გულის გაჩერების რისკი ;
სისხლში ჟანგბადის საკმარისი დონის შესანარჩუნებლად ადამიანი საჭიროებს ჟანგბადის
სპეციალურ თერაპიას. ჟანგბადით მომარაგება პროცესია , რომლის დროსაც ჟანგბადის
მოლეკულები აღწევენ ორგანოს ქსოვილში .
ფაქტები, რომელიც მოქმედებს ჟანგბადის სატურაციაზე
 ჰემოგლობინის დონე სისხლში;
 სისხლის მიმოქცევა;
 ფიზიკური აქტივობა;
 ნახშირორჟანგთან კონტაქტი მოქმედებს ჟანგბადის კონცენტრაციასა და
სისხლში ჰემოგლობინის გაჯერებაზე;
• ანემია;
• ცირკულაცია ‒ პულსოქსიმეტრის მაჩვენებელი არასანდო იქნება, თუ
პულსოქსიმეტრის დამაგრების ადგილზე არ იქნება ნორმალური ცირკულაცია;
• ფიზიკური აქტივობა ‒ კუნთების კანკალი და გასაზომი ადგილის
გადაჭარბებული მოძრაობა ხშირად იძლევა მცდარ მონაცემს;
• ნახშირორჟანგით მოწამვლა ‒ პულსოქსიმეტრს არ აქვს იმის შესაძლებლობა,
რომ განასხვაოს ჰემოგლობინი რომელი ნივთიერებით იქნება გაჯერებული:
ჟანგბადით თუ ნახშიროჟანგით. ამიტომ საჭიროა დამატებითი კვლევები
ნახშირორჟანგით მოწამვლისას.
რატომ უნდა ვაკონტროლოთ ჟანგბადის სატურაცია
პულსოქსიმეტრია გამოიყენება იმის დასადგენად , არის თუ არა
საკმარისი ჟანგბადი სისხლში, იმისათვის რომ ორგანიზმმა
ნორმალურად იფუნქციონიროს.
• ისეთი ოპერაციების ან პროცედურების დროს ან შემდეგ, რომლებიც იყენებენ
სედაციას;
• იმის დასადგენად, თუ რამდენად ეფექტურად მოქმედებენ მედიკამენტები
ფილტვებზე;
• იმისათვის, რომ შემოწმდეს ადამიანის უნარი გაუმკლავდეს გაზრდილ
აქტივობის დონეს;
• რათა გავიგოთ, საჭიროა თუ არა სუნთქვის აპარატი ორგანიზმის
დასახმარებლად, ან რამდენად კარგად მუშაობს იგი;
• ძილის აპნოეს (მომენტი, როდესაც ძილის დროს სუნთქვა ჩერდება )
შესამოწმებლად;
ჟანგბადის სატურაცია
 პულსოქსიმეტრია გამოიყენება ისეთი  ჟანგბადის კლების ადრეული სიმპტომებია:
მდგომარეობების დროს, როგორიცაა: • სწრაფი სუნთქვა;
• ინფარქტი; • ძილიანობა;
• გულის ქრ. უკმარისობა; • ზოგადი სისუსტე;
• ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული • დაბალი არტერიული წნევა;
დაავადება (COPD); • ტკივილი გულმკერდის არეში;
• ანემია; • თავბრუსხვევა;
• ფილტვის კიბო; • თავის ტკივილი;
• ასთმა; • ტაქიკარდია;
• ფილტვების ანთება; • ქოშინი;
• ფილტვების ემფიზემა • ადვილად დაღლა;
• ფილტვების ფიბროზი • კანის სიფერმკრთალე;
• ციანოზი.
• ცისტური ფიბროზი
• ფილტვის არტერიის ქრ. თრომბოემბოლია.
ჟანგბადი სისხლში

ჟანგბადის კლების გვიანი ჟანგბადის


ნიშნებია : კლების შესაძლო
• გულის და სუნთქვის გართულებები.
უკმარისობის სიმპტომები, • ენცეფალოპათია;
როგორიცაა ქვედა კიდურების
შეშუპება, ტაქიკარდია; • ჰიპოტენზია;
• თავის ტვინის მხრივ • ინსულტი;
დარღვევები, როგორიცაა
გონების დაკარგვა, უძილობა,
• ფილტვის შეშუპება;
მეხსიერების დაქვეითება, • არითმია;
შფოთვა და სხვა.
• კრუნჩხვები.
პროცედურის შესრულება
1. პრეცედურის ჩატარებამდე გაეცანით პაციენტს. გააცანით პროცედურის მნიშვნელობა, არსი და
გამოყენება. ასევე მიაწოდეთ ინფორმაცია კონკრეტულად რაში იქნება ეს მაჩვენებელი
გამოყენებული და რამდენად იქნება გათვალისწინებული მკურნალობის გეგმაში. გააცანით
პაციენტს რა ქმედებაა საჭირო მისი მხრიდან აღნიშნული პროცედურის შესრულებისას;
2. ჩაიტარეთ ხელის ჰიგიენა პროტოკოლის შესაბამისად;
3. დაიცავით პაციენტის კონფიდენციალობა;
4. შეარჩიეთ პაციენტის წონისა და ზომის შესაბამისად სენსორი. პედიატრიული სენსორი
გამოიყენება სკოლამდელი ასაკის ბავშვებშიც;
• იმ შემთხვევაში, თუ პაციენტს აქვს ალერგია წებოვან სამაგრებზე, გამოიყენეთ წებოვანის გარეშე
სენსორი. თუ იყენებთ კიდურებს სენსორის დასამაგრებლად, შეაფასეთ პროქსიმალური
პულსაცია და კაპილარული ავსება, რაც შეიძლება ახლოს სენსორის დასამაგრებელ ადგილას;
• თუ პაციენტს აქვს პერიფერიული ვასკულარული დაავადება და იღებს სისხლძარღვების
შემავიწროვებელ მედიკამენტებს, გამოიყენეთ ცხვირის ან შუბლის სენსორი. ინფუზიის დროს
მოერიდეთ აღნიშნულ კიდურზე სენსორის გამოყენებას, უპირატესობა ენიჭება ინვაზიურ
მონიტორინგს.
5. ადგილის მომზადება:
გაასუფთავეთ შესაბამისი ადგილი სპირტიანი ხელსახოცით;
მოაშორეთ ფრჩხილზე ლაქი;
მოათავსეთ სენსორი თითზე;
პროცედურის შესრულება
6. სენსორი მიუერთეთ პულსოქსიმეტრს
დარწმუნდით, რომ მოწყობილობა გამართულად მუშაობს და ფოტოდეტექტორი ნამდვილად შეფასების
ადგილის საწინააღმდეგო მხარეს მდებარეობს. აღნიშნულ მოწყობილობებს ხშირ შემთხვევაში აქვთ
მარკირება, რაც დაგეხმარებათ გაარჩიოთ ფოტოდეტექტორის მხარე;
7. მუდმივი მონიტორინგისას ჩართეთ გამაფრთხილებელი სიგნალი
 წინასწარ შეამოწმეთ ჟანგბადის სატურაციისა და პულსის სიხშირის ზღვარი, რა შემთხვევაში ჩართავს
მოწყობილობა მაფრთხილებელ სიგნალს.
8. დარწმუნდით პაციენტის უსაფრთხოებაში
 შეამოწმეთ და/ან შეცვალეთ სენსორის ადგილმდებარეობა. ყოველ 4 საათში თითის სენსორის შემთხვევაში
და ყოველ 2 საათში ზამბარისებრი სენსორის შემთხვევაში;
 შეამოწმეთ კანის ზედაპირი (კანის გაღიზიანება).
9. დარწმუნდით გაზომილი მონაცემების სისწორეში.
 ხელის მოძრაობამ, სადაც დამაგრებულია სენსორი, შეიძლება შეცვალოს მონაცემები. გააფრთხილეთ
პაციენტი ამის შესახებ;
 ჩვენების შემთხვევაში შემოახვიეთ პულსოქსიმეტრს ნაჭერი ან პირსახოცი გარე სინათლის შესამცირებლად.
ძალიან ნათელი ოთახის შემთხვევაში ფოტოდეტექტორმა შეიძლება გარემოს სინათლეც აღიქვას და
შეცვალოს რეალური მაჩვენებელი; პერიოდულად შეადარეთ პულსოქსიმეტრის მიერ გაზომილი პულსის
სხივის არტერიაზე პულსის სიხშირეს. თუ ამ ორ მონაცემს შორის იქნება დიდი სხვაობა, ეს მიუთითებს
პულსოქსიმეტრის გაუმართაობაზე.
10. ჩაინიშნეთ მონაცემები შესაბამის სამედიცინო დოკუმენტაციაში.
ასაკობრივი თავისებურებები
ახალშობილი
 შესაბამისი ზომის სენსორის არარსებობის შემთხვევაში გამოიყენეთ ყურის
ბიბილოს ან შუბლის სენსორი;
 ახალშობილებში SpO2-ის დონე ფასდება შემდეგნაირად: მაღალია >95% ,
დაბალია <80%;
 ახალშობილებში პულსის სიხშირის მომატების და დაკლების დროს,
გამაფრთხილებელი სიგნალი ირთვება მაშინ, თუ პულსი 200-ზე მეტი ან 100-ზე
ნაკლებია;
 ოქსიმეტრის დამაგრება საჭიროა სპეციალური ელასტიური სამაგრებით.
ბავშვები
 წინასწარ გააფრთხილეთ ბავშვი რომ, პულსოქსიმეტრის დამაგრება არ ეტკინება.
მოზრდილები
 სისხლის მიმოქცევის პრობლემა, სისხლძარღვების შემავიწროვებელი
მედიკამენტების გამოყენება, გასქელებული ფრჩხილები თითის სენსორის
გამოყენების შემთხვევაში მცდარ მონაცემს გვიჩვენებს.

You might also like