You are on page 1of 17

ჭეშმარიტი

პოლიციტემ
ია
საგანი: ჰემატოლოგია/ ტრანსფუზიოლოგია
ლექტორი: პროფ. მარინა აბაშიძე
სტუდენტი: დავით აბაშიძე
რა არის პოლიციტემია?
● ჭეშმარიტი (პირველადი) პოლიციტემია ძვლის ტვინში სისხლის
წინამორბედი უჯრედების დაავადებაა, რომელიც ერითროციტების
ზომაგადასულ პროდუქციას იწვევს.
● დაავადების მიზეზი უცნობია;
● პაციენტები უჩივიან დაღლილობასა და სისუსტეს,
თავბრუხვევას ან ქოშინს;
● დიაგნოზისთვის სისხლის ანალიზები ტარდება;
● ორგანიზმიდან ჭარბი რაოდენობით სისხლის წითელი უჯრედების
მოსაშორებლად ფლებოტომია გამოიყენება.
● ჭეშმარიტი პოლიციტემიის
დროს, წითელი უჯრედების
სიჭარბის გამო, სისხლის
მოცულობა იზრდება, ის
სქელდება, რის გამოც
ფერხდება სისხლის
მოძრაობა წვრილ
სისხლძარღვებში. ზოგჯერ
ელენთა და ღვიძლიც
წარმოქმნის დიდი
რაოდენობით
● ჭეშმარიტი პოლიციტემიით
100000-დან 2 ადამიანი
ავადდება, საშუალოდ 60
წლის ასაკში, იშვიათია – 20
წლამდე ასაკში.
● დაავადება მამაკაცებს
შორის უფრო ხშირია. მისი
მიზეზი უცნობია.
მიზეზები:
● ჭეშმარიტი პოლიციტემიის მიზეზი
სისხლის უჯრედების გენეტიკურ
მასალაში განვითარებული
პერმანენტული ცვლილებები,
მუტაციებია. მუტაცია ვითარდება იმ
გენებში, რომლებიც პასუხისმგებელნი
არიან უჯრედის გამრავლებაზე. ნორმაში,
ორგანიზმში რეგულირდება სისხლის
ყველა უჯრედის გამრავლების
ინტენსივობა და მათი რაოდენობა
ნარჩუნდება გარკვეულ საზღვრებში.
● ჭეშმარიტი პოლიციტემიის დროს ორგანიზმი
კარგავს კონტროლს ერითროციტების
გამრავლებაზე და ძვლის ტვინი მათ ძალიან
დიდი რაოდენობით წარმოქმნის.
● კონკრეტულად რა იწვევს მუტაციებს
ჭეშმარიტი პოლიციტემიის დროს, ცნობილი არ
არის, თუმცა ვიცით, რა ზრდის მუტაციების
განვითარების რისკებს
რისკ-ფაქტორები

● ჭეშმარიტი პოლიციტემია შეიძლება


განვითარდეს ნებისმიერ ასაკში, თუმცა
ყველაზე ხშირად, იგი ვითარდება 50-დან
75 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში.
დაავადების განვითარებისკენ კაცები
მეტად არიან მიდრეკილები, თუმცა
ქალებში უფრო ხშირია დაავადების უფრო
ადრეულ ასაკში განვითარება.
სიმპტომები და გართულებები
● ჭეშმარიტი პოლიციტემიით დაავადებულებს ხშირად წლების
მანძილზე არაფერი აწუხებთ. ყველაზე ადრეული
გამოვლინებებია სისუსტე, დაღლილობა, თავის ტკივილი,
თავბრუხვევა, ქოშინი და ღამით ოფლიანობა. ზოგჯერ
მხედველობაც ირღვევა – ბრმა ლაქები ჩნდება ან მოციმციმე
სინათლეს ხედავენ პაციენტები.
● ხშირია სისხლდენა ღრძილებიდან და მოსალოდნელზე
ჭარბი სისხლდენა პატარა ჭრილობებიდან. კანი,
განსაკუთრებით სახეზე, წითელია. შესაძლოა ქავილი მთელ
სხეულზე, განსაკუთრებით აბაზანის ან შხაპის მიღების
შემდეგ, წვის შეგრძნება მტევნებსა და ტერფებზე, უფრო
იშვიათად – ძვლების ტკივილი.
სპეციფიკური
სიმპტომებია
● კანის ქავილი, განსაკუთრებით ცხელი
აბაზანის ან შხაპის შემდეგ;
● კიდურების დაბუჟება, წვის, წიწკვნის
შეგრძნება ან/და მათი სისუსტე;
● მცირე კვების შემდეგ სავსეობის შეგრძენბა,
სიმძიმე და ტკივილი მუცლის მარცხენა ზედა
ნაწილში, რაც გამოწვეულია ელენთის
გადიდებით;
● უჩვეულო სისხლდენები, მაგალითად
ცხვირიდან და/ან ღრძლიებიდან;
● რომელიმე ერთი სახსრის მტკივნეული
შეშუპება;
● სუნთქვის გაძნელება, განსაკუთრებით
● ზოგჯერ პირველი სიმპტომები თრომბის
წარმოშობასთან არის დაკავშირებული. ის
შეიძლება ნებისმიერ სისხლძარღვში
ჩამოყალიბდეს, მათ შორის ხელების, ფეხების,
გულის (რაც გულის ინფარქტს გამოიწვევს),
თავის ტვინის (ინსულტი განვითარდება) ან
ფილტვების. ზოგჯერ თრომბები ღვიძლიდან
სისხლის გამომტან სისხლძარღვებსაც ახშობს
(ბად-კიარის სინდრომი).
● პაციენტთა ნაწილს სისხლში თრომბოციტების
(უჯრედისმაგვარი ნაწილაკები, რომლებიც
თრომბის ჩამოყალიბებაში მონაწილეობს)
რაოდენობა მომატებული აქვს. შეიძლება
გადიდდეს ელენთა და ღვიძლი, რადგან
სისხლის უჯრედების წარმოქმნაში ისინიც
დიაგნოზი
● ჭეშმარიტი პოლიციტემია შეიძლება სიმპტომების
გამოვლენამდე სისხლის ანალიზის სხვა მიზეზით
ჩატარებისას აღმოჩნდეს. ჟანგბადის გადამტანი ცილის
ჰემოგლობინის დონე და სისხლის პლაზმისა და
უჯრედების მოცულობითი შეფარდება პათოლოგიურად
მაღალია. შესაძლებელია ასევე გაზრდილი იყოს
თრომბოციტებისა და ლეიკოციტების რაოდენობაც.
● ექიმთა უმრავლესობა ჰემატოკრიტის მომატებულ
მაჩვენებელს ჭეშმარიტი პოლიციტემიის
დამადასტურებლად მიიჩნევს, თუმცა, დიაგნოზისთვის
03 მხოლოდ ეს მაჩვენებელი არ არის საკმარისი. ზოგჯერ
საჭიროა კვლევა, რომელიც რადიოაქტიურად მონიშნულ
სისხლის უჯრედებს იყენებს და განსაზღვრავს სხეულში
ერითროციტების მომატებული იზომება ერითროპოეტინის – ძვლის
მასის (პოლიციტემიის) დადგენისას ტვინში სისხლის წითელი
საჭიროა გაირკვეს, ის ჭეშმარიტი უჯრედების წარმოქმნის
პოლიციტემიის გამოვლენაა თუ მასტიმულირებელი ნივთიერების
სხვა რომელიმე დარღვევით არის დონე. ჭეშმარიტი პოლიციტემიის
განპირობებული. მათი გარჩევა დროს ამ ნივთიერების შემცველობა
პაციენტის სამედიცინო ძალიან დაბალია, მეორადის დროს
ისტორიითაც არის შესაძლებელი, ხშირად, თუმცა არა ყოველთვის,
მაგრამ ზოგჯერ დამატებითი ნორმაშია ან მაღალია.
კვლევები ხდება საჭირო.
პროგნოზი და
მკურნალობა
● მკურნალობის გარეშე სიმპტომების მქონე
პაციენტთა ნახევარი 2 წელიწადში იღუპება;
მკურნალობის ჩატარებისას პაციენტები 15-20 წელი
ცხოვრობენ.
● ჭეშმარიტი პოლიციტემია არ იკურნება, მაგრამ
შესაძლებელია მისი მართვა და გართულებების
შემცირება. მკურნალობის მიზანია სისხლის წითელი
უჯრედების რაოდენობის შემცირება. ხშირად
სისხლის ჭარბი მოცულობის მოსაშორებლად
ფლებოტომიას მიმართავენ, რაც დონორობისას
სისხლის ჩაბარების მსგავსი პროცედურაა.
ფლებოტომია ზოგჯერ თრომბოციტების რიცხვს
ზრდის, არ ამცირებს გადიდებული ელენთის ან
ღვიძლის ზომას, ამიტომ პაციენტებს დამატებით
ესაჭიროებათ მედიკამენტები, რომლებიც
დათრგუნავენ სისხლის წითელი უჯრედებისა და
თრომბოციტების წარმოქმნას. ხშირად ინიშნება
ჰიდროქსიურეა – ქიმიოთერაპიული საშუალება,
მაგრამ მრავალი წლის განმავლობაში მისმა
გამოყენებამ შესაძლოა დაავადების ლეიკემიად
გარდაქმნის რისკი გაზარდოს, თუმცა ეს
დამტკიცებული არ არის.
ახალგაზრდები, რომლებსაც დიდხანს
ესაჭიროებათ მკურნალობა, თრომბოციტების
რაოდენობის შესამცირებლად შესაძლოა სხვა
მედიკამენტების, მაგალითად, ალფა-
ინტერფერონის და ანაგრელიდის დანიშვნა.
ზოგ პაციენტს რადიოაქტიურ ფოსფორს
უსხამენ ვენაში, თუმცა ექიმები ამ მეთოდს
მხოლოდ 70 წელზე მეტი ასაკის პაციენტებისთვის
იყენებენ ლეიკემიად გარდაქმნის რისკის გამო.
დამტკიცებულია, რომ ბავშვთა ასპირინი
ამცირებს თრომბების წარმოქმნის საშიშროებას.
გამოყენებული
ლიტერატურა

 https://www.hopkinsmedicine.org/health/conditions-and-diseases/polycythemia-vera

 https://my.clevelandclinic.org/health/diseases/17742-polycythemia-vera

 https://emedicine.medscape.com/article/205114-overview

 https://www.nhlbi.nih.gov/health/polycythemia-vera

 https://www.webmd.com/cancer/polycythemia-vera
დიდი მადლობა
ყურადღებისთვის :)

You might also like