You are on page 1of 3

ადისონის დაავადება

ადისონის დაავადება — თირკმელზედა ჯირკვლის პირველადი ქრონიკული


უკმარისობა. მას საფუძვლად უდევს თირკმელზედა ჯირკვლის ქერქოვანი შრის
დესტრუქცია (სტრუქტურის დარღვევა), რომელსაც თირკმელზედა ჯირკვლის
ჰორმონების - გლუკოკორტიკოიდების (კორტიზოლის) და მინერალკორტიკოიდების
(ალდოსტერონის) - წარმოქმნის დაქვეითება მოჰყვება.ადისონის დაავადება, იგივე
ადრენალური უკმარისობა ან ბრინჯაოს დაავადება, ინგლისელმა ექიმმა თომას
ადისონმა აღწერა 1855 წელს. ამ დროს თირკმელზედა ჯირკვლის ქერქოვანი შრე ვერ
გამოიმუშავებს საკმარისი რაოდენობის ჰორმონს: წესისამებრ –კორტიზოლს ,
ზოგჯერ – ალდოსტერონსაც. მიზეზი, როგორც წესი, თირკმელზედა ჯირკვლის
ავტოიმუნური დაავადებაა, შედარებით იშვიათად – თირკმელზედა ჯირკვლის
ტუბერკულოზი, სიმსივნე და ზოგიერთი სხვა პათოლოგია. ცალკე გამოვყოფთ
ჯირკვლების მეორეულ უკმარისობას, რომლის მიზეზადაც შეიძლება იქცეს
ჰიპოფიზის პათოლოგია, პრედნიზოლონის მიღების უეცარი შეწყვეტა... დაავადება
იშვიათია – 100 000-დან ერთ ადამიანთან გვხვდება.

სიმპტომები

მოყავისფრო-ბრინჯაოსფერი პიგმენტაცია კანისა და ლორწოვანი გარსის იმ


ადგილებში, რომლებიც სინათლის ზემოქმედებას განიცდის: სახეზე, კისერზე, ხელის
მტევნებზე. პიგმენტაცია ძლიერდება იდაყვების, იღლიების, საზარდულის ,
ნაწიბურების მიდამოშიც. ყავისფერი ლაქები ჩნდება ღრძილებზე, ენაზე, ტუჩებზე,
ლოყის შიგნითა, ლორწოვან ზედაპირზე;

არტერიული ჰიპოტენზია

გულის ზომების შემცირება;

ნერვულ-ფსიქიკური დარღვევები - პარესთეზია, კრუნჩხვა, მეხსიერების დაქვეითება ,


აგზნებადობა, დეპრესია;

ჰიპოგლიკემია;

იღლიებსა და ბოქვენზე თმიანობის შემცირება, განსაკუთრებით - ქალებში.

დაავადება უფრო ძლიერად ვლინდება ინფექციის, ტრავმის, ორსულობის,


სტრესული ზემოქმედების დროს. მოსალოდნელია, განვითარდეს თირკმელზედა
ჯირკვლის მწვავე უკმარისობა - ე. წ. ადისონის კრიზი. მისთვის დამახასიათებელია
მუცლის ძლიერი ტკივილი, გულისრევა, ღებინება, ცხელება, ჰიპოგლიკემია,
არტერიული წნევის მკვეთრი დაცემა, სისუსტე.კლასიკურ ნიშნებად მიიჩნევა კანის
გამუქება, სისუსტე და დაბალი წნევა. სიმპტომების უეცარი აღმოცენება
(განსაკუთრებით – მუცლის, წელის ან ფეხების მწვავე ტკივილი, წნევის მკვეთრი
დაცემა, ერთბასად დაწყებული ღებინება და დიარეა) ადრენალურ კრიზზე
მიუთითებს. ეს გადაუდებელი მდგომარეობაა და სასწრაფო სამედიცინო ჩარევას
მოითხოვს, სხვაგვარად შესაძლოა ლეტალური შედეგით დასრულდეს.

დიაგნოსტირება

ჩივილებსა და ობიექტურ გამოვლინებებთან ერთად დიდი მნიშვნელობა აქვს


თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის გამოკვლევას. აუცილებელია სისხლის საერთო და
ბიოქიმიური ანალიზი, რათა დადგინდეს სისხლის პლაზმაში თირკმელზედა
ჯირკვლის ჰორმონების დონე. საჭიროა თირკმელზედა ჯირკვლის
რენტგენოლოგიური კვლევა და კომპიუტერული ტომოგრაფია.

მკურნალობა

მკურნალობა ეფუძნება ჩანაცვლებით თერაპიას გლუკოკორტიკოიდებისა და


მინერალკორტიკოიდების კომბინაციით. აქტიური და ადეკვატური თერაპიის
შემთხვევაში პროგნოზი საიმედოა. მკურნალობის შემდეგ უმრავლესობა ცხოვრების
ჩვეულ რიტმს უბრუნდება.მკურნალობა ითვალისწინებს თირკმელზედა ჯირკვლების
მიერ საკუთარი ჰორმონების სინთეზის სტიმულაციას და შენაცვლებით თერაპიას
კორტიკოსტეროიდებით. ინიშნება დიეტა ნახშირწყლების მაღალი შემცველობით,
სუფრის მარილის საკმარისი რაოდენობით, ცილოვანი საკვების და ვიტამინების ,
განსაკუთრებით კი ასკორბინ მჟავას შემცველობით. თუ ავადმყოფის მდგომარეობა
კარგია, შენაცვლებითი თერაპია გლუკოკორტიკოიდებით შეიძლება დაინიშნოს
მხოლოდ სტრესული მდგომარეობის არსებობისას.

თუმცა, ასეთ პაციენტების მკურნალობა ძირითადად ეყრდნობა


გლუკოკორტიკოიდების მუდმივ მიღებას, ზოგიერთს კი დამატებით უნიშნავენ
მინერალოკორტიკოიდებს. ძირითად სამკურნალო პრეპარატს წარმოადგენს
ჰიდროკორტიზონი (კორტიზოლი, კორტეფი). იშვიათად გამოიყენება
პრედნიზოლონი, დექსამეტაზონი და ტრიამცინოლონი.

თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის პირველადი უკმარისობის მკურნალობის


ძირითადი პრინციპი მდგომარეობს იმაში, რომ მკურნალობის კომპენსაციისთვის ,
შენაცვლებითი თერაპიის დროს საკმარისი რაოდენობით უნდა დაინიშნოს
ჰორმონები, დოზის გადაჭარბების გარეშე.

თუ ადისონის დაავადებით დაავადებულ ავადმყოფს ესაჭიროება ოპერაციული


ჩარევა რომელიმე ორგანოზე, ოპერაცია ტარდება ოპერაციის დროს ვენაში
ჰიდროკორტიზონის შეყვანის თანხლებით და პოსტოპერაციული პერიოდის დროს
ჰორმონების ჩვეულებრივი დოზა იზრდება. პირველადი ქრონიკული უკმარისობით
დაავადებულ ახალგაზრდა ქალებში, შესაძლებელია ორსულობა და მშობიარობა ,
მისაღები ჰორმონალური პრეპარატების დოზის გაზრდის პირობებში.

ადისონის დავადების დროული დიაგნოსტიკის და შესაბამისი მკურნალობის


დროულად დაწყების შემთხვევაში, პროგნოზი კეთილსაიმედოა. თუმცა ,
ავადმყოფებს არ შეუძლიათ მძიმე ფიზიკური შრომა და მათ კარგად უნდა იცოდნენ,
რომ ნებისმიერი სახის სტრესული ზემოქმედება მოითხოვს დანიშნული
ჰორმონალური პრეპარატების დოზის გაზრდას.

You might also like