You are on page 1of 18

სტუდენტი: ლევან ქართლოსიშვილი

ჯგუფი: 19 ა
MINOCA ( MYOCARDIAL INFACTION
WITH NON-OBSTRUCTIVE CORONARY
ARTERIES)
მინოკა არის მიოკარდიუმის ინფარქტი,რომელიც განვითარებულია გვირგვინოვანი
არტერიების ობსტრუქციის გარეშე. იგი რჩება სამედიცინო პრაქტიკის სერიოზულ
პრობლემად, ვინაიდან დღესდღეობითაც არ არსებობს მეცნიერულად დასაბუთებული
მონაცემები მისი პათფიზიოლოგიის, პროგნოზისა და მეორადი პროფილაქტიკის
შესახებ.
ეპიდემიოლოგია

სხვადასხვა პოპულაციაში ჩატარებული კვლევებით დადგინდა,რომ მინოკას


პრევალენტობა მერყეობს ყველა მიოკარდიუმის ინფარქტის 5-25% შორის.VIRGO_ს
კვლევამ აჩვენა,რომ 18-55 წლის ქალებში 5_ჯერ მეტად ვლინდება მინოკა კაცებთან
შედარებით,ასევე აღმოჩნდა რომ შავკანიან პაციენტებში მისი განვითარების რისკი
2_ჯერ მეტია.
ეტიოლოგია
მინოკას ეტიოლოგია ჰეტეროგენულია და შესაბამისად არსებობს მისი განვითარების
სხვადასხვა პოტენციური მიზეზი.
• კორონარული მიზეზებია: კორონარული არტერიის სპაზმი,კორონარული არტერიის
დისექცია,კორონარული ემბოლიზაცია და კორონარულ მიკროსისხლძარღვთა
დარღვევები
• გულისმიერი მიზეზები: კარდიომიოპათია,გულის ტრავმა,ტაქი-ბრადი
არითმიები,ტაკოცუბოს სინდრომი

• ექსტრაკარდიული მიზეზები: ინსულტი,ფილტვის არტერიის


ემბოლია,სეფსისი,თირკმლის უკმარისობა,ჰიპოქსემია
რისკ-ფაქტორები

კორონარული არტერიების დაავადებები

ჰიპერკოაგულაციური სტატუსი

შფოთვა და დეპრესია

სიმსივნე

ორსულობა და ჰორმონალური თერაპია

ინფექციური დაავადებები

ანთებითი და აუტოიმუნური დაავადებები


მიოკარდიუმის მწვავე
ინფარქტი (მმი)-ის
უნივერსალური
კრიტერიუმები შემდეგია:
•პოზიტიური კარდიოსპეციფიური ბიომარკერები
• იშემიური სიმპტომები (ტკივილი გულმკერდის
მიდამოში და /ან სუთქვის უკმარისობა)
•ეკგ-ს
იშემიური ცვლილებები ST სეგმენტის
ცვლილება ან ჰისის კონის მარცხენა ფეხის
ბლოკადა
•ახალი პათოლოგიური Q კბილი
•მიოკარდიუმის ულტრაბგერითი გამოკვლევით ან
მიოკარდიუმის პერფუზიის შეფასებით
მიოკარდიუმის ახალი სიცოცხლისუნარიანი
უბნების დაკარგვა
•მარცხენაპარკუჭის კედლების რეგიონალური
კუმშვადობის ახალი დარღვევები.
არა-ობსტრუქციული
კორონარული არტერიების მქონე
მიოკარდიუმის ინფარქტის
დიაგნოსტიკის რეკომენდებული
ალგორითმი
 როდესაც საქმე გვაქვს MINOCA -სთან,
აუცილებლად უნდა გამოვრიცხოთ
მიოკარდიტი, რადგან ის ბევრი რამით გავს
მიოკარდიუმის ინფარქტს: ტკივილით 
გულის მიდამოში, ტროპონინის დონის
ზრდით, სპეციფიკური ბიოქიმიკური
ცვლილებების  არ არსებობით, ეკგ
ცვლილებებით. ამ დროს ბიოფსიის
ჩატარება სარისკოა, ამიტომაც MINOCA -ს
და მიოკარდიტის დიფერენციაციისთვის
„ოქროს სტანდარტია“ -  მრტ.
  მიოკარდიტი ყველაზე უფრო ფართოდ
გავრცელებული მდგომარეობაა და მის
დასადგენად მრტ ყველაზე უფრო მიზანშეწონილი
კვლევაა, რაც მთავარია არინვაზიურია და სწრაფია.
ასევ შესალებელია ჩატარებული იქნას ინვაზიური
კვლევა ბიოფსია, თუმცა იგი შეიცავს პაციენტისთვის
უფრო მეტ რისკს. ვსაზღვრავთ რა თქმა უნდა C-
რეაქციულ ცილასაც (CPR)
 უნდა გამოვიკვლიოთ კორონარული მიზეზები და
გავუკეთოთ ტრანსთორაკალური ექოკარდიოგრაფია
ყველა პაციენტს მიოკარდიუმის ინფარქტით. გულის
რეგიონალუეი კედლების კუმშვადობის პათოლოგიის
დასადგენად.
 მცირე ზომის ინფარქტების გამოსაკვლევად ასევე
გამოსადეგია მრტ.
 ტრანსეზოფაგული ექო შეიძლება ჩატარდეს
ალტერნატიულად. იგი გვაძლევს საშუალებას
აღმოვაჩინოთ კრიპტოგენული კორონრული
თრომბოზის/ემბოლიზმის წყარო, ჰაერის ბუშტუკების
კონტრასტირებით
ისეთი ინვაზიური ჩარევები,
როგორიცაა IVUS (ინტრავასკულუ
რი ულტრაბგერითი გამოკვლევა)
და OCT (ოპტიკურ კოჰერენციული
ტომოგრაფია) გამოიყენება
არასტანდარტულად, ზოგიერთ
შემთხვევაში  -   კორონარული
სისხლძარღვის გამსკდარი
ფოლაქის ან
დისექციის აღმოსაჩენად
 ახალი მეთოდები - წნევის და დოპლერის მავთულები
( pressure/Doppler wire) კორონარული სისხლძარღვის
ნელი ნაკადის (coronary slow flow) გამოსაკვლევად და
მიკროცირკულაციური დისფუნქციის დასადგენად
- კორონარული დინების რეზერვი (Coronary flow
reserve). კორონარული ნელი დინების დასადგენად
აგრეთვე გამოიყენება (TIMI frame count) მონაცემი,
რომლის მიღება ჩვეულებრივი ანგიოგრაფიითაც
შეიძლება
ერგონოვინის ან აცეტილქოლინის პროვოკაციული ტ
ესტი გამოიყენება კორონარულის სისხლძაღვის
სპაზმისდმი მიდრეკილების დასადგენად.
 წამლის სკრინინგი (მაგ. კოკაინი) -
სიმპატომიმეტიკური სპაზმის დასადგენად.
 თრომბოფილიის გამოსარიცხად ვაკეთებთ -
თრომბოფილური დაავადებების სკრინინგს (ლეიდენის
V ფაქტორი, C&S პროტეინის დეფიციტი).
MINOCA-ს სინდრომის მკურნალობა მეორადი პოფილაქტიკა გაძნელებულია და
საბოლოოდ შემუშავებული არაა. MINOCA -ს მკურნალობა ემპირიულია და განისაზღვრება
მისი გამომწვევი მიზეზის გათვალისწინებით.
მკურ ნალობა

MINOCA - ს რაციონალური მკურნალობა, როგორც ვახსენეთ გამომდინარეობს


ეტიოლოგიური დიაგნოზიდან, რადგან ერთი მკურნალობა, რომელიც შესაძლია შესაბამისის
იყოს ერთი ეტიოლოგიისთვის (მაგალითად ანტიკოაგულაციური მკურნალობა კორონარული
სისხლძარღვის თრომბოემბოლიზმის დროს ან კალციუმის არხების ბლოკატორების
გამოყენება ვაზოსპაზმისთვის) არ იქნება შესაბამისი MINOCA-ს ყველა პაციენტისთვის. (მაგ
ტაკო-ცუბო კადიომიოპათიის მკურნალობისთვის.)
ხშირად კორონარული დისექცია მიმდინარეობს ათეროსკლეროზული დაავადების გარეშე,
ამიტომ ამ დროს სტატინებით თერაპია არ არის რეკომენდებული. გაურთულებელ
შემთხვევებში რეკომენდებულია კონსერვატიული თერაპია ბეტა- ბლოკატორებით და
ანტოკოაგულანტებით, რადგან კორონარულ ინტერვენციას და სტენტირებას შეუძლია
გამოიწვიოს კორონარული დისექციის გაფართოება და გაძლიერება.
ტაკო-ცუბოს კარდიომიოპათიის ოპტიმალური მკურნალობა მოიცავს სიმპათომიმეტიკური
ნივთიერებისგან თავის შეკავებას. პაციენტებს, რომლებასც აღენიშნებათ მარცხენა პარკუჭის
გამომავალი ტრაქტის ობსტრუქცია - ენიშნებათ სელექტიური ბეტა-ბლოკატორები, ხოლო
პაციენტებს მარცხენა პარკუჭის მყარი დისფუნქციის დროს - აგე-ინჰიბიტორები. ტაკო-ცუბოს
კარდიომიოპათიის დროს მიღებულია მცირე ხანგრძლივობით ანტთრომბული საშუალებების
დანიშვნა, ამ დროს პოტენციურად პროთრომბული მექანიზმის არსებობის გამო.
მკურნალობა
მიოკარდიტის მკურნალობა მიმდინარეობს გულის უკმარისობის მსგავსად. ზოგჯერ საჭიროა
სისხლის მიმოქცევის მექანიკური აპარატის ჩაყენება, როგორც ხიდი კუმშვადობის ფუნქციის
აღდგენამდე ან გულის ტრანსპლანტაციამდე.
ტიპი 2 მიოკარდიუმის ინფარქტის სხვა ფორმების მკურნალობის დროს, რაც გამოწვეულია
დისბალანსით ჟანგბადის მიწოდებასა და მოთხოვნილებას შორის, უნდა გავითვალისწინოთ, რომ
ეს მდგომარეობა ხშირად აღდგენადია. ზოგადად ამ დროს იყენებენ ბეტა-ბლოკატორებს და
ასპირინს.
მიღებულია რომ ნიტრატები და განსაკუთრებით კალციუმის არხის ბლოკატორები
ეფექტურია კორონარული არტერიის სპაზმისთვის. არამარტო სპაზმის მოსახსნელად არამედ
აგრეთვე კარდიული მოვლენების თავიდან ასაცილებლად.
როგორც ეპიკარდიალური სისხლძაღვების, აგრეთვე მიკროცირკულარული სპაზმის დროს
გამოიყენება ახალი ანტიანგინალური პრეპარატი ფასუდილი, რომელიც წარმოადგენს Rho
კინაზის ინჰიბიტორს, რომელიც თავის მხრივ იწვევს სხვადასხვა სტიმულატორებით გამოწვეული
გლუვკუნთოვანი უჯრედების მოდუნებას, თუმცა ამ პრეპარატებით მკურნალობა ჯერჯერობით
დაშვებული მხოლოდ იაპონიასა და ჩინეთში
ახლახანს ჩატარებულმა საკმაოდ მაშტაბურმა კვლევამ ფინეთში Lindhal et al. რომელიც მოიცავდა
9.466 რიგით პაციენტს MINOCA-ს დიაგნოზით გვიჩვენა, რომ ანგიოტენზინ გარდამქმნელი
ფერმენტის ინჰიბიტორის (აგფ-ი)/ანგიოტენზინ რეცპტორის ბლოკერის (არბ) გამოყენება
ასოცირებული იყო შემცირებულ დიდ არაკეთილსაიმედო კარდიულ მოვლენებთან 12 თვის
თავზე. გარდა ამისა არაკეთილსაიმედო მოვლენების შემცირების ტენდეცია აღინიშნა ბეტა
ბლოკატორების გამოყენებისას, მაგრამ რაც არ უნდა გასაოცარი იყო - არავითარი სარგებელი არ
დაფიქსირდა ორმაგი ანტი-თრომბოციტული თერაპიის გამოყენების შედეგად. ამ კვლევამ
პირველად აჩვენა რომ MINOCA-ს პროგნოზი შესაძლოა გაუმჯობესებელი იყოს მედიკამენტური
თერაპიით.
დასკვნა
• მინოკა შეესაბამება მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტის
დიაგნოზის კრიტერიუმებს
• მინოკას სინდრომი არის ჰეტეროგენული,რადგან მისთვის
არ არსებობს ერთი საერთო პათოფიზიოლოგიური მექანიზმი
• მინოკა სამუშაო მექანიზმია და მკურნალმა ექიმმა უნდა
განაგრძოს პაციენტის კვლევა მისი გამომწვევი მიზეზის
დასადგენად
• გამომწვევი მიზეზის ვერ დადგენამ შესაძლოა გამოიწვიოს
პაციენტის არასაკმარისი ან არასწორი მკურნალობა
• მრტ გამოიყენება სტანდარტულად,როდესაც გამომწვევი
მიზეზის იდენტიფიცირება ვერ ხერხდება
• მინოკას სინდრომის მკურნალობა,მეორადი პროფილაქტკია
გაძნელებულია და საბოლოოდ შემუშავებული არაა.
 მადლობა ყურადღებისთვის

ბიბლიოგრაფია:
1. ESC WORKING GROUP POSITION PAPER ON MYOCARDIAL INFARCTION WITH NON-OBSTRUCTIVE CORONARY ARTERIES- STEFAN
AGEWALLJOHN F. BELTRAMEHARMONY R. REYNOLDSALEXANDER NIESSNERGIUSEPPE ROSANOALIDA L. P. CAFORIORAFFAELE DE
CATERINAMARCO ZIMARINOMARCO ROFFIKELD KJELDSEN... SHOW MOREEUROPEAN HEART JOURNAL, VOLUME 38, ISSUE 3, 14
JANUARY 2017, PAGES 143–153.

2. RHO KINASE AS A THERAPEUTIC TARGET IN CARDIOVASCULAR DISEASE -MICHELLE SURMA, LEI WEI & JIANJIAN SHI- FUTURE
CARDIOLOGY RHO KINASE AS A THERAPEUTIC TARGET IN CARDIOVASCULAR DISEASEREVIEW

3. MEDICAL THERAPY FOR SECONDARY PREVENTION AND LONG-TERM OUTCOME IN PATIENTS WITH MYOCARDIAL INFARCTION
WITH NONOBSTRUCTIVE CORONARY ARTERY -LINDAHL B, BARON T, ERLINGE D, ET AL. - DISEASE. CIRCULATION 2017;135:1481-9.

You might also like