You are on page 1of 2

თირკმლების უკმარისობა renal insufficiency

თირკმელების უკმარისობა - თირკმელების უკმარისობა ეს არის სინდრომი, რომელიც ვითარდება


თირკმელებში მიმდინარე პროცესების მძიმე მოშლის შედეგად, რაც იწვევს ჰომეოსტაზის დარღვევასა
და ხასიათდება აზოტემიით, წყალ – ელექტროლიტური და მჟავა – ტუტოვანი წონასწორობის
დარღვევებით. თირკმელების მწვავე უკმარისობა შესაძლებელია განვითარდეს მწვავე, ხშირად
თირკმელების შექცევადი დაავადებების შედეგად. თირკმელების ქრონიკული უკმარისობა
ვითარდება თანდათანობით, ფუნქციონირებადი პარენქიმის პროგრესირებადი და შეუქცევადი
ცვლილებებით.

თირკმელების მწვავე უკმარის

ობა

ეტიოლოგია, პათოგენეზი. მიზეზები მრავალგვარია: 1. თირკმლის ჰემოდინამიკის დარღვევა (შოკი,


კოლაფსი და სხვ.); 2. ეგზოგენური ინტოქსიკაციები; 3. ინფექციური დაავადებები; 4. თირკმელების
მწვავე დაავადებები (მწვავე გლომერულონეფრიტი ან მწვავე პიელონეფრიტი); 5. საშარდე გზების
ობსტრუქცია; 6. არენალური მდგომარეობები (ტრავმა ან ერთადერთი თირკლის მოცილება).
თირკმლის ჰემოდინამიკის დარღვევები და ეგზოგენური ინტოქსიკაციები იწვევენ თირკმელების
მწვავე უკმარისობას შემთხვევათა 90% – ში. თირკმელების დაზიანების ძირითად მექანიზმს
თირკმელების უკმარისობის ამ ორი ფორმის დროს წარმოადგენს თირკმლის მილაკების ანოქსია.
თირკმელების უკმარისობის ამ ფორმების დროს ვითარდება მილაკების ეპითელის ნეკროზი,
ინტერსტიციული ქსოვილის შეშუპება და უჯრედული ინფლტრაცია, თირკმლის კაპილარების
დაზიანება, ანუ ვითარდება ნეკროზული ნეფროზი. უმრავლეს შემთხვევაში ეს დაზიანებები
შექცევადია.

სიმპტომები, მიმდინარეობა. დაავადების საწყის პერიოდში წინა პლანზე გამოდის სიმპტომები


(ტკივილი, ანაფილაქსური ან ბაქტერიული), რომლებიც გამოწვეულია შოკით, ჰემოლიზით, მწვავე
მოწამვლებით, ინფექციური დაავადებებით; მაგრამ უკვე პირველივე დღეებში ვლინდება დიურეზის
შემცირება (დღეში 500 მლ – ზე ნაკლები), ანუ ვითარდება ოლიგურია – ანურიის პერიოდი, ირღვევა
ჰომეოსტაზი. პლაზმაში კრეატინინის, შარდოვანას, ნარჩენი აზოტის, სულფატების, ფოსფატების,
მაგნიუმის, კალიუმის დონის მატებასთან ერთად ქვეითდება ნატრიუმის, ქლორისა და კალციუმის
დონეები. ჰუმორული დარღვევების ერთობლიობა განაპირობებენ მწვავე ურემიის მზარდ
სიმპტომებს. ადინამია, მადის დაქვეითება, გულისრევა, ღებინება აღინიშნება უკვე ოლიგურია –
ანურიის პირველივე დღეებში. აზოტემიის, აციდოზის, ჰიპერჰიდრატაციისა და ელექტროლიტური
დარღვევების ზრდასთან ერთად ვლინდება კუნთების კანკალი, ძილიანობა, ცნობიერების
დამუხრუჭება, ძლიერდება ქოშინი აციდოზისა და ფილტვების შეშუპების გამო, რომლის ადრეული
სტადია ვლინდება რენტგენოლოგიურად. დამახასიათებელია ტაქიკარდია, გულის საზღვრების
გაფართოება, ტონების მოყრუება, სისტოლური შუილი მწვერვალზე, ზოგჯერ – პერიკარდის ხახუნი,
ავადმყოფთა ნაწილში – არტერიული ჰიპერტენზია. რიტმის დარღვევა ხშირად დაკავშირებულია
ჰიპერკალიემიასთან: იგი განსაკუთრებით საშიშია და შესაძლებელია გახდეს სიკვდილის მიზეზი.
ჰიპერკალიემიის დროს 6,5 მმოლ/ლ – ზე ზემოთ, ეკგ – ზე ” კბილი მაღალია, წამახვილებული, QRS
კომპლექსი გაფართოებულია, შესაძლებელია დაქვეითებული R კბილი. გულის ბლოკადა ან
პარკუჭების ფიბრილაცია შესაძლებელია დამთავრდეს გულის გაჩერებით. ანემია შენარჩუნებულია
თირკმელების მწვავე უკმრისობის მთელს პერიოდში; ლეიკოციტოზი აღინიშნება ოლიგურია –
ანურიის პერიოდში. მწვავე ურემიის ხშირი სიმპტომებია ტკივილი მუცლის არეში, ღვიძლის
გადიდება. სიკვდილი დგება ურემიული კომის, ჰემოდინამიკის დარღვევებისა და სეფსისის გამო.
თირკმელების მწვავე უკმარისობის დროს საწყისი პერიოდიდანვე ვითარდება ჰიპოიზოსტენურია.
შარდში ცილის შემცველობა და შარდის ნალექის ხასიათი დამოკიდებულია თირკმლის უკმარისობის
მიზეზებზე. დიურეზის გაზრდა დღეში 500 მლ – ზე ზევით მიუთითებს დიურეზის აღდგენის
პერიოდზე. კლინიკური გაუმჯობესება აღინიშნება თანდათანობით, აზოტემიის დაქვეითებასთან და
ჰომეოსტაზის აღდგენასთან ერთად. პოლიურიის პერიოდში შესაძლებელია ჰიპოკალიემია (3,8
მმოლ/ლ – ზე ნაკლები), ეკგ – ს ცვლილებებითა და ექსტრასისტოლიით. სისხლში ნარჩენი აზოტის
შემცველობის ნორმალიზაციასთან ერთად ჰომეოსტაზი ძირითადად აღდგება; ამ პერიოდში ხდება
თირკმლის ფუნქციის აღდგენა. იგი მიმდინარეობს წელიწადზე მეტხანს. თუმცა ავადმყოფთა
ნაწილში გორგლოვანი ფილტრაციისა და თირკმლის კონცენტრაციული უნარი კვლავ
შემცირებულია, ხოლო ზოგიერთებში თირკმლის უკმარისობა ღებულობს ქრონიკულ ხასიათს,
ამასთან მნიშვნელოვან როლს ასრულებს თანდართული პიელონეფრიტი.
დიაგნოზის დადგენა ხდება ზემოთ მოყვანილი ერთ – ერთი მიზეზის შედეგად დიურეზის უეცარი
დაქვეითებით, აზოტემიის ზრდისა და ჰომეოსტაზის სხვა ტიპიური დარღვევებით. თირკმლის
ქრონიკული უკმარისობის გამწვავებასთან, ან მის ტერმინალურ სტადიასთან დიფერენციალური
დიაგნოზის გატარებაში გვეხმარება ანამნეზის მონაცემები, თირკმელების ზომების შემცირება
ქრონიკული გლომერულინეფრიტისა და პიელონეფრიტის დროს, ქრონიკული უროლოგიური
დაავადების გამოვლინება. მწვავე გლომერულონეფრიტის დროს აღინიშნება მაღალი პროტეინურია.

მკურნალობა. დაავადების პირველივე საათებიდან ნაჩვენებია პათოგენეტიკური თერაპია, რომლის


ხასიათი დამოკიდებულია თირკმლის მწვავე უკმარისობის გამომწვევ მიზეზებზე. უპირველეს
ყოვლისა საჭიროა ჩატარდეს პლაზმოფერეზი, რომლის მოცულობა განისაზღვრება ავადმყოფის
მდგომარეობის სიმძიმით, ინტოქსიკაციის ხარისხით. საჭიროა მოცილებული პლაზმის ჩანაცვლება
ახლადგაყინული პლაზმით, ალბუმინით. ჰემოდინამიკის დრაღვევების დროს ნაჩვენებია
ანტიშოკური ღონისძიებები. მწვავე მოწამვლების დროს შოკის საწინააღმდეგო თერაპიასთან ერთად
ატარებენ ორგანიზმიდან შხამის მოცილების ღონისძიებებს. შემდგომი თერაპია მიმართულია
ჰომეოსტაზის რეგულაციისაკენ. დიეტა უნდა იყოს საკმაოდ კალორიული, ნახშირწყლებისა და
ცხიმების საკმარისი რაოდენობის ხარჯზე. შეყვანილი სითხის რაოდენობა უნდა აღემატებოდეს
დიურეზს, ასევე წყლის რაოდენობა, რომელიც დაკარგულია ღებინებისა და ფაღარათის დროს, არ
უნდა აღემატებოდეს 500 მლ – ს. გახანგრძლივებული ოლიგურისა და ურემიის სიმპტომების ზრდის
დროს საჭიროა ავადმყოფის გადაყვანა ჰემოდიალიზის განყოფილებაში, სადაც მას უტარდება
ექსტრაკორპორალური გაწმენდა ხელოვნური თირკმლით ან პერიტონეალური დიალიზი.
ჰემოდიალიზის ან პერიტონეალური დიალიზის ჩვენებაა სისხლის პლაზმაში შარდოვანას
შემცველობა 2 გ/ლ, კალიუმის – 6,5 მმოლ/ლ; დეკომპენსირებული მეტაბოლური აციდოზი და მწვავე
ურემიის კლინიკური სურათი. ჰემოდიალიზის უკუჩვენებაა: ტვინში სისხლჩაქცევა, კუჭისა და
ნაწლავური სისხლდენები, ჰემოდინამიკის მძიმე დარღვევები არტერიული წნევის დაცემით.
პერიტონეალური დიალიზის უკუჩვენებაა მუცლის ღრუს ორგანოებზე ჩატარებული ოპერაცია და
შეხორცებითი პროცესები მუცლის ღრუში.

პროგნოზი. მკურნალობის დროულად და სწორად ჩატარებისას ავადმყოფთა უმრავლესობა


თირკმელების მწვავე უკმარისობით გამოჯანმრთელდებიან და უბრუნდებიან ცხოვრების ნორმალურ
რეჟიმს.

You might also like