You are on page 1of 4

გულის შეძენილი მანკები

1. მიტრალური სარქვლის ნაკლოვანება

ეტიოლოგია: მიტრალური სარქვლის ნაკლოვანება ჩვეულებრივ ვითარდება


რევმატიზმის შედეგად, შედარებით იშვიათად – ინფექციური ენდოკარდიტის დროს.

პათოგენეზი: მარცხენა პარკუჭის სისტოლის დროს მიტრალური სარქვლის კარედების


არასრული დახურვის გამო სისხლი გადადის არა მხოლოდ აორტაში, არამედ ბრუნდება უკან,
მარცხენა წინაგულში. მარცხენა წინაგული იძულებულია დაიტიოს ნორმაზე მეტი
რაოდენობის სისხლი (ფილტვის ვენებიდან ჩამოსულ სისხლს ემატება პარკუჭიდან
დაბრუნებული სისხლი), ამიტომ ის განიცდის ღრუს დილატაციას. დიასტოლის ფაზაში
მარცხენა წინაგულიდან მარცხენა პარკუჭში გადადის ნორმასთან შედარებით მეტი
რაოდენობის სისხლი, ამიტომ მარცხენა წინაგულის კუნთი, მომეტებული დატვირთვის გამო,
განიცდის ჰიპერტროფიას. მარცხენა პარკუჭი დიასტოლის ფაზაში ჭარბი რაოდენობით
სისხლის მიღების გამო განიცდის ღრუს დილატაციას. შემდგომი სისტოლის ფაზაში დიდი
რაოდენობით სისხლის აორტაში გადატვირთვის გამო მარცხენა პარკუჭი ასრულებს ზედმეტ
სამუშაოს, რის გამოც მისი კუნთი ჰიპერტროფირდება. პროცესის კომპენსირება ხდება
მარცხენა პარკუჭის კუნთის საშუალებით, რასაც ის ხანგრძლივი დროის განმავლობაში
ახერხებს.

ამრიგად, მიტრალური სარქვლის ნაკლოვანების დროს ვითარდება მარცხენა


წინაგულის დილატაცია-ჰიპერტროფია და მარცხენა პარკუჭის დილატაცია-ჰიპერტროფია.

კლინიკური სურათი: ჩივილები არ ვლინდება მრავალი წლის მანძილზე (კომპენსაციის


პერიოდი). დეკომპენსაციის პერიოდში ავადმყოფები უჩივიან ქოშინს, გულის ფრიალს,
ტკივილს გულის არეში (იშემიური ტკივილი).

ინსპექციით: აღინიშნება ციანოზი;

პალპაციით: საძგერი გაძლიერებულია და გადაწეულია მარცხნივ;

პერკუსიით: გადიდებულია გულის მარცხენა და ზედა საზღვრები, თეორიულად შეიძლება


გაიზარდოს მარჯვენა საზღვარიც მარჯვენა პარკუჭის ჰიპერტროფიის გამო;

აუსკულტაციით: I და II ტონი შესუსტებულია მწვერვალზე, აქვე ისმის სისტოლური შუილი.


პულსი და არტერიული წნევა ნორმალურია.

რენტგენზე: აღინიშნება მიტრალური კონფიგურაციის გული;

მკურნალობა ოპერაციულია
2. მიტრალური ხვრელის სტენოზი

ეტიოლოგია: ამ მანკის განვითარების უხშირესი მიზეზი არის რევმატული


ენდოკარდიტი.

პათოგენეზი: მიტრალური ხვრელი ვიწროვდება ანთებითი შეხორცებების გამო. თავის მხრივ,


ხვრელის შევიწროვების გამო დიასტოლის ფაზაში მარცხენა წინაგულს უწევს დიდი
მუშაობის შესრულება სისხლის გადასატვირთად მარცხენა პარკუჭში, რაც იწვევს მარცხენა
წინაგულის კუნთის ჰიპერტროფიას. დიასტოლის დასრულებისას მარცხენა წინაგული
სრულყოფილად არ იცლება, მას ემატება ფილტვის ვენებიდან ჩასული სისხლი, რაც იწვევს
მარცხენა წინაგულის სისხლით გადატვირთვას და მისი ღრუს დილატაციას. მარცხენა
წინაგულის კუნთი მალე სუსტდება, რაც იწვევს სისხლის დაგროვებას ჯერ მარცხენა
წინაგულში, ხოლო შემდეგ _ მცირე წრის სისხლძარღვებში, რაც მცირე წრის ჰიპერტენზიის
განვითარების მიზეზია. ეს უკანასკნელი იწვევს მარჯვენა პარკუჭის კუნთის გადატვირთვას
და მის ჰიპერტროფიას (მოგვიანებით- მარჯვენა პარკუჭის ღრუს დილატაციას).

ამრიგად, მიტრალური სტენოზის დროს ვითარდება მარცხენა წინაგულის


ჰიპერტროფია-დილატაცია და მარჯვენა პარკუჭის ჰიპერტროფია-დილატაცია.

კლინიკური სურათი: ძირითადი ჩივილია ქოშინი, ხველა ზოგჯერ სისხლიანი


ნახველით, სისუსტე, ადვილად დაღლა, ტკივილი გულის არეში. მოგვიანებით შეიძლება
განვითარდეს კარდიული ასთმის მსგავსი შეტევა.

ინსპექციით: აღინიშნება ე.წ. ,,მიტრალური სახე” (ციანოზი, ლოყებზე მოლურჯო-


მოწითალო შეფერვით, ავადმყოფი წამომჯდარია ქოშინის გამო - ორთოპნოეს მდგომარეობა).
პალპაციით: მწვერვალის არეში აღინიშნება დიასტოლური ,,კატის კრუტუნი” (ვიბრაცია);
პერკუსიით: აღინიშნება გულის ზედა და მარჯვენა საზღვრის გადიდება.

აუსკულტაციით: მწვერვალზე მოისმინება I ტკაცუნა ტონი, დიასტოლური შუილი, მწყერის


რიტმი (მიტრალური სარქვლის გაღების ხმიანობა) - მიტრალური მელოდია. ფილტვის
არტერიაზე ისმის II ტონის აქცენტი და ფუნქციური დიასტოლური შუილი, რომელსაც
გრეჰემ-სტილის შუილი ეწოდება.

პულსი არითმულია (მოციმციმე არითმია)

რენტგენზე აღინიშნება მიტრალური კონფიგურაციის გული.

მკურნალობა ოპერაციულია.

3. აორტის სარქვლის ნაკლოვანება

ეტიოლოგია: აორტის სარქვლის ნაკლოვანებას ძირითადად იწვევს ინფექციური


ენდოკარდიტი, სიფილისი, რევმატიზმი და სხვ.
პათოგენეზი: ამ მანკის დროს აორტის სარქველი დიასტოლის ფაზაში სრულყოფილად ვერ
ხურავს აორტის ხვრელს და სისხლი აორტიდან ბრუნდება უკან, მარცხენა პარკუჭში. ამავე
დროს, მარცხენა პარკუჭში ჩადის სისხლი მარცხენა წინაგულიდან, ამიტომ მარცხენა
პარკუჭში ხვდება ნორმულზე მეტი რაოდენობით სისხლი, რაც იწვევს მარცხენა პარკუჭის
ღრუს დილატაციას, ხოლო შემდეგ ხდება მისი კედლის ჰიპერტროფია (ზედმეტი მუშაობის
გამო).

ამრიგად, აორტის სარქვლის ნაკლოვანების დროს ადგილი აქვს მარცხენა პარკუჭის


ღრუს დილატაციას და მისი კუნთის ჰიპერტროფიას.

კლინიკური სურათი: ეს მანკი დიდი ხნის განმავლობაში უსიმპტომოა, ვინაიდან


კომპენსაციას ახდენს მარცხენა პარკუჭის კუნთი. დეკომპენსაციის განვითარების შემდეგ
ავადმყოფები უჩივიან ადვილად დაღლას, ქოშინს, პულსაციის შეგრძნებას, ტკივილს გულის
არეში და სხვ. პულსი სწრაფი და ძლიერია (კორიგანის პულსი), სისტოლური წნევა იმატებს,
დიასტოლური-მცირდება (პულსური წნევა მომატებულია).

ინსპექციით: აღინიშნება სიფერმკრთალე, ჩანს საძილე არტერიების გაძლიერებული


პულსაცია (ე.წ.,,კაროტიდების ცეკვა”), მიუსეს სიმპტომი (ავადმყოფი თავს იქნევს
გულისცემის სინქრონულად), კვინკეს ფენომენი (შუბლზე ან ფრჩხილზე თითის დაჭერისას
წარმოქმნილი სიფერმკრთალის პულსაცია).

პერკუსიით აღინიშნება გულის მარცხენა საზღვრის გადიდება, რომელმაც შეიძლება


მიაღწიოს წინა აქსილარულ ხაზს.

აუსკულტაციით აორტის მოსასმენ წერტილში მოისმინება შესუსტებული გულის


ტონები, დიასტოლური შუილი. მწვერვალზე ისმის ფუნქციური დიასტოლური ფლინტის
შუილი. ბარძაყის არტერიაზე ისმის ტრაუბეს ორმაგი ტონი და დიუროზიეს ორმაგი შუილი.

რენტგენზე ჩანს აორტული კონფიგურაციის (ჩექმისებური ფორმის) გული.


მკურნალობა ოპერაციულია

4. აორტის ხვრელის სტენოზი

ეტიოლოგია: მისი განვითარების მიზეზია ათეროსკლეროზი, რევმატიზმი და ა.შ.

აორტის ხვრელის შევიწროვების გამო მარცხენა პარკუჭს სისტოლის დროს უწევს დიდი
წინააღმდეგობის გადალახვა, რაც იწვევს მისი კუნთის ჰიპერტროფიას. ამავე დროს, იგი
სისტოლის დროს სრულყოფილად ვერ იცლება, მას ემატება მარცხენა წინაგულიდან ჩასული
სისხლი, რაც მოგვიანებით იწვევს მარცხენა პარკუჭის სისხლით გადატვირთვას და მისი
ღრუს დილატაციას.

ამრიგად, აორტის ხვრელის სტენოზის დროს ადგილი აქვს მარცხენა პარკუჭის


ჰიპერტროფია-დილატაციას.
კლინიკური სურათი: კომპენსაციის დროს ჩივილები არ აღინიშნება, დეკომპენსაციის
სტადიაში ავადმყოფი უჩივის თავბრუს, გულის წასვლას, ტკივილს გულის არეში და სხვა.
პულსი მცირე და იშვიათია, წნევა –დაქვეითებული.

ინსპექციით: ავადმყოფები ფერმკრთალები არიან

პალპაციით: აღინიშნება სისტოლური ,,კატის კრუტუნი” აორტის წერტილში

პერკუსიით: გადიდებულია გულის მარცხენა საზღვარი

აუსკულტაციით: აორტის მოსასმენ წერტილში ისმის შესუსტებულიI და II ტონი,


სისტოლური შუილი.

რენტგენზე ჩანს აორტული კონფიგურაციის გული. მკურნალობა ოპერაციულია.

You might also like