You are on page 1of 3

აორტის კოარქტაცია

აორტს კოარქტაცია არის მისი სანათურის ლოკალური შევიწროება.

გავრცელება

აორტის კოარქტაცია გულის მანკების ყველა შემთხვევათა 7%ია. მამაკაცებში იგი 2-ჯერ
უფრო ხშირია, ვიდრე ქალებში. ხშირად გვხვდება აორტის ორსაგდულან სარქველთან
ერთად.

ჰემოდინამიკა

აორის კოარქტაცია ძირითადად მდებარეობს მარცხენა ლავიწქვეშა არტერიის აორტიდან


გამოსვლის ქვემოთ. შევიწროების ზევით ხდება სისტოლური და დიასტოლური არტერიული
წნევის მომატება, ხოლო შევიწროების ქვემოთ წნევა დაქვეითებულია. სისხლის მიმოქცევის
კომპენსაცის მიზნით სხეულის ქვედა ნახევარში ხდება ანასტამოზების გაფართოება.
მარცხენა პარკუჭის სისტოლის დროს სისხლის ნაკადის მიმართ წინააღმდეგობის მომატების
შედეგად ხდება მისი გადატვირთვა და ჰიერტროფია. შემდგომში ვითარდება მარცხენა
პარკუჭის ქრონიკული პროგრესირებადი უკმარისობა.

კლინიკური სურათი და დიაგნოსტიკა

ჩივილები

ხანგრძლივი დროის განმავლობაში შეიძლება არ აღინიშნებოდეს. არტერიული წნევის


მომატებისას ვითარება არტერიული ჰიპერტენზიისთვის დამახასიათებელი სიმპტომები:
თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, თვალების წინ „ბუზების ფრენა“, სისხლდენების
შემთხვევები ცხვირიდან. ასევე, სისუსტე და სისხლის მიმოქცებვის უკმარისობით
გამოწვეული ქვედა კიდურების კრუნჩხვები.

დათვალიერება

აორტის კოარქტაციის ტიპური ნიშნებია სხეულის დისპროპორცია: შედარებით


განვითარებული ზედა ნაწილი და ნაკლებად განვითარებული ქვედა. ქვედა კიდურები
ხელის შეხებით ცივია, ხშირად პულსი არ ისინჯება. აღინიშნება ნეკკნთაშუა არტერიების
პულსაცია.

დიაგნოსტიკა

აორტის კოარქტაციის დიაგნოსტიკისთვის მნიშვნელოვანია ქვედა კიდურებზე არტერიული


წნევის სწორად გაზომვა. ამ მიზნით პაციენტს აწვენენ მუცელზე, მანჟეტს ადებენ ბარძაყის
ქვედა მესამედზე და ატარებენ აუსკულტაციას მუხლქვეშა ფოსოში იგივე მეთოდით,
როგორც ხელზე წნევის გაზომვისას, ნორმის ფარგლებში, წნევა კიდურებზე 20-30 მმ ვწყ.სვ-
ით მეტია ვიდრე ზედ კიდურებზე. აღნიშნული დაავადების დროს წნევა ქვედა კიდურებზე
მნიშვნელოვნადაა დაქვეითებული ან საერთოდ არ განისაზღვრება. აორტის კოარქტაციის
დიაგნოსტიკურ ნიშნად მიჩნეულია სისტოლური არტერიული წნევს სხვაობა ხელებზე და
ქვედა კიდურებზე 10-20 მმ ვწყ.სვ-ზე მეტად. ხშირია ხელებზე და ქვედა კიდურებზე თანაბარ
არტერიული წნევა თუმცა ფიზიკური დატრვირთვის შემდეგ აღინიშნება მნშვნელოვანი
განსხვავება. მარჯვენა და მარცხენა ხელებზე სისტოლურ არტერიულ წნევებს შორის
განსხვავება იმაზე მიუთითებს , რომ ლავიწქვეშა ერთ-ერთი არტერიისგამოსვლის ადგილი
არის ობსტრუქციის ზემოთ ან ქვემოთ.

პალპაცია

აღინიშნება ქვედა კიდურებზე პულსის შესუსტება ან საერთოდ გაქრობა, ასევე,


გადიდებული პულსირებადი კოლატერალები ნეკნთშუა და ბეჭებს შორის სივრცეში.

გულის აუსკულტაცია

ვლინდება აღალი არტერიული წნევით გამოწვეულ მეორე ტონზე აქცეტი აორტის ზემოთ.
დამახასიათებელის სისტოლური შუილი ბოტკინ-ერბის წერტილში, მარცენა ლავიწქვეშა,
ასევე, ბეჭქვეა არეში და კისრის სისხლძარღვებზე. კარგად გამოხატული კოლატერალების
დროს მოისმინება სისტოლური შუილი ნეკნთაშუა არტერიების ზემოთ. ჰემოდინამკური
დარღვევების შემდგომი პროგრესის შემთხვევაში მოისმინება უწყვეტი შუილი.

ელექტროკარდიოგრაფია

ვლინდება მარცხენა პარკუჭის ჰიერტროფიის ნიშნები.

ექოკარდიოგრაფია

ორგანზომილებიან რეჟიმში აორტის სუპრასტერნული გამოკვლევისას აღინიშნება


შევიწროების ნიშნები. დოპლერით გამოკვლევისას განისაზღვრება ტურბულენტური
სისტოლური ნაკადი შევიწროების ქვევით, დაითვლება წნეს გრადიენტი აორტის
შევიწროებულ და გაფართოებულ ნაწილებს შორის, რასაც ხშირად გადამწყვეტი
მნიშვნელობა აქვს ოპერაციული მკურნალობის გადაწყვეტილების მიღებისას.

რენტგენოლოგიური გამოკვლევა

კოლატერალების ხანგრძივად არსებობისას აღინიშნება ნეჯნების ქვედა კიდეების უზურაცია,


რომელიც გამოწვეულია გაფართოებული და დაკლაკნილი ნეკნთაშუა არტერიების მიერ
მათი მოჭყლეტის შედეგად. დიაგნოზის დასაზუსტებლად წარმოებს აორტოგრაფია,
რომელიც ზუსტად ავლენს კოარქტაციის ადგილს და ხარისხს.

მკურნალობა

აორტის კოარქტავიის კურალბის რადიკალური მეთოდია შევიწროებული უბნის


ქირურგიული ამოკვეთა. მედიკამენტური მკურნალობა წარმოებს მანკის კლინიკური
გამოვლინების მიხედვით. გულის უკმარისობის ნიშნების არსებობისას პაციენტებს
უნიშნავენ საგულე გლუკოზიდებს, შარდმდენებს, ანგიოტენზინ-მაკონვერტირებელი
ფერმენტების ინჰიბიტორებს. შეიძლება საჭირო გახდეს არტერიუი ჰიპერტენზიის
მკურნალობაც.
პროგნოზი და გართულებები

ოპერაციული მურნალობის გარეშე პაციენტთა 75% იღუპება 50 წლამდე ასაკში. მაღალი


არტერიულიი წნევის გამო შეიძლება განვითრდეს ტიპური გართულებები: ნსულტი და
თირკმლის უკმარისობა. არტერიული ჰიპერტენზიის არატიპური გართულებებია
ნევროლოგიური აშლილობები: ქვედა პარაპარეზი, შარდის გამოყოფის დარღვევა, რომლებიც
გამოწვეულია ნეკნთაშუა გაფართოებული არტერიების მიერ ზურგის ტვინის ფესვების
მოჭყლეტვით. იშვიათ გართულებებია: ინფექციური ენდოართრიტი და გაფართოებული
აორტის გასკდომა.

You might also like