You are on page 1of 23

ივანე ჯავახიშვილის სახელობის

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

თემა: გულის უკმარისობა


სტუდენტი: ქეთევან ხვიჩია
გულის უკმარისობა
gulis ukmarisoba paTologiuri mdgomareobaa, romlis drosac guli ver uzrunvelyofs, metaboluri
moTxovnilebebis Sesabamisad, organoebis da qsovilebis sisxliT momaragebas. gulis ukmarisoba
warmoadgens gul-sisxlZarRvTa sistemis an sxva organoTa paTologiis garTulebis Sedegs. gulis
ukmarisobis dros guli ver uzrunvelyofs venebidan modinebuli sisxlis arteriul sistemaSi mTlianad
gadatumbvas.
გულის უკმარისობის გამომწვევი მიზეზები
• gadatvirTvა (sisxlis gazrdili moculobა, sisxlis
nakadisadmi gazrdili winaaRmdegobა)
• miokardis dazianebა
• perikardis dazianebა
• miokardis dazianebა da gadatvirTvა _ Sereuli
forma
• კარდიოსკლეროზი
• არტერიული ჰიპერტენზია
• გულის მანკები
• ზოგჯერ ანემია, ზედმეტი ალკოჰოლის
მიღება, ფარისებრი ჯირკვლის
ჰიპერფუნქცია ან ფილტვის ჰიპერტენზია
გადატვირთვის ფაქტორები
პრედატვირთვა
პრედატვირთვა განპირობებულია ვენებიდან პარკუჭებში მოდინებული სისხლის
მოცულობით (საბოლოო დიასტოლური მოცულობის მომატება). მომატებული
პრედატვირთვა იწვევს გადაძაბვას მოცულობით.

ჰიპერვოლემია გულის სარქველების მანკები

პოლიციტემია
გადატვირთვის ფაქტორები
პოსტდატვირთვა
პოსტდატვირთვა წინააღმდეგობაა, რომელიც წარმოიქმნება პარკუჭებიდან
აორტაში და ფილტვის არტერიაში სისხლის განდევნის დროს

არტერიული აორტის და ფილტვის


ჰიპერტენზია გულის სარქველების არტერიის შევიწროება
სტენოზი
გულის უკმარისობის სიმპტომები

 საერთო სისუსტე

ქოშინი

შეშუპება

ცივი კანი და ციანოზი


ქოშინი. ქოშინი დომინირებს გულის დისფუნქციის
კლინიკურ სურათში, რომელიც ფილტვებში სისხლის
შეგუბებით არის გამოწვეული (იზოლირებული მარჯვენა
გულის უკმარისობა დიდ წრეში შეგუბებით
გამოვლინდება). ავადმყოფთა გარკვეულ ჯგუფს
ჰორიზონტალურ მდგომარეობაში უნვითარდება
ქოშინის პაროქსიზმი - პაროქსიზმული ღამის ქოშინი,
რომელიც მცირდება მჯდომარე მდგომარეობაში.
ღამის ქოშინი აიხსნება გულმკერდში დაბრუნებული
სისხლის რაოდენობის გაზრდით, მიოკარდში
სიმპათიკური ნერვული სისტემის ზემოქმედების
შემცირებით და სუნთქვის ცენტრის დათრგუნვით.
ქოშინს, რომელიც ვითარდება მარცხენა გულის
კუმშვადობის დაქვეითებისას, იწვევს ფილტვების
კაპილარებში წნევის მომატება, ინტერსტიციური
ქსოვილის შეშუპება, ფილტვების ელასტიურობის
დაქვეითება, სუნთქვითი ზედაპირის შემცირება.
ფილტვებში სისხლის შეგუბება და ინტერსტიციური
შეშუპება იწვევს ჰაერის გამტარი გზების შემცირებას
და წინააღმდეგობის გაზრდას. ქოშინს აძლიერებს
ჰიპოქსია, მეტაბოლური აციდოზი (სისხლში, ქსოვილში,
სასუნთქ ცენტრში), სითხის დაგროვება პლევრაში და
პერიკარდიუმის ღრუში, ასციტი (ზღუდავს დიაფრაგმის
მოძრაობას).
შეშუპება - გულის გამოხატული უკმარისობის ერთ-ერთი
დამახასიათებელი სიმპტომია. შეშუპებას ხელს უწყობს
თირკმელებში Na+ და წყლის გაძლიერებული რეაბსორბცია.
გულის უკმარისობას ახასიათებს სიმპათიკური ნერვული
სისტემის აქტივაცია. გულის უკმარისობისთვის
დამახასიათებელია ნიქტურია, რომელიც განპირობებულია
ჰორიზონტალურ პოზიციაში თირკმელების სისხლის
მიმოქცევის გაუმჯობესებით. ვითარდება ჰეპატომეგალია,
ასციტი, ჰიდროთორაქსი, ჰიდროპერიკარდიუმი. გულის
უკმარისობისას შეიძლება განვითარდეს კახექსია. იგი აიხსნება
სასუნთქი კუნთების გაძლიერებული მუშაობით, უმადობით, კუჭ-
ნაწლავის ტრაქტში შეწოვის ფუნქციის მოშლით, ღვიძლში
ცილების სინთეზის დაქვეითებით, ჩონჩხის კუნთების ატროფიით.
ცივი კანი და ციანოზი. აღნიშნული ნიშნები აიხსნება
ჰემოგლობინის ოქსიგენაციის დაქვეითებით (ცენტრალური
კომპონენტი), ასევე კაპილარული სისხლის მიმოქცევის
მოშლით (პერიფერიული კომპონენტი).
სისხლის ნაკადის მკვეთრი შენელება აძლიერებს ჟანგბადის
ექსტრაქციას ოქსიჰემოგლობინიდან პერიფერიულ
ქსოვილებში, რაც იწვევს ჟანგბადის არტერიო-ვენურ
სხვაობას. ვინაიდან ვენურ სისხლში ჰემოგლობინი
ჟანგბადით არ არის გაჯერებული, გულის ქრინიკული
უკმარისობის დროს ჭარბობს აკროციანოზი
(პერიფერიული ციანოზი - ყურების, ტუჩების, ცხვირის წვერის,
თითების მიდამოში). ავადმყოფთა უმეტესობას, გულის
უკმარისობის დროს, აღენიშნება ტაქიკარდია, რითმის
მოშლა, ეკგ-ზე ვლინდება ძირითადი დაავადებისთვის
დამახასიათებელი ცვლილებები (ჰიპერტროფია, გულის
გადატვირთვა, რითმის და ავტომატიზმის მოშლა).
არსებობს გულის უკმარისობის ოთხი ფუნქციური
კლასი:
I კლასი პაციენტს აქვს გულის პათოლოგია, რომელიც არ იწვევს
ფიზიკური აქტივობის შეზღუდვას. ჩვეული ფიზიკური დატვირთვისას არ
ვითარდება ადვილად დაღლა, გულის ფრიალის შეგრძნება , დისპნოე და
ანგინური ტკივილი.
II კლასი პაციენტს აქვს გულის პათოლოგია, რომელიც იწვევს ფიზიკური
აქტივობის მცირედ შეზღუდვას. ჩვეული ფიზიკური დატვირთვისას
ვითარდება ადვილად დაღლა, გულის ფრიალის შეგრძნება , დისპნოე და
ანგინური ტკივილი.
III კლასი პაციენტს აქვს გულის პათოლოგია, რომელიც მნიშვნელოვნად
ზღუდავს ფიზიკურ აქტივობას. მცირე ფიზიკური დატვირთვისასაც კი
ვითარდება ადვილად დაღლა, გულის ფრიალის შეგრძნება , დისპნოე და
ანგინური ტკივილი.
IV კლასი პაციენტს აქვს გულის პათოლოგია, სიმპტომურია მინიმალურ
დატვირთვასა და მოსვენებულ მდგომარეობაშიც .
გულის უკმარისობის კლასიფიკაცია
მწვავე (გადატვირთვითი) - ვითარდება დროის მოკლე პერიოდში,
წუთების ან საათების განმავლობაში.

ქრონიკული (მიოკარდიუმის დაზიანებით, პერიკარდიუმის დაზიანებით,


შერეული) - ვითარდება კვირების, თვეების ან წლების განმავლობაში.
 გულის შეგუბებით უკმარისობაზე ლაპარაკობენ მაშინ
როდესაც გულის ქრონიკული უკმარისობის დროს
შეგუბებითი მოვლენები ვითარდება სისხლის მიმოქცევის
მცირე და დიდ წრეში. გულის უკმარისობის საწყის სტადიაზე
კომპენსაციური მექანიზმების გამო გულის უკმარისობის
კლინიკური ნიშნები არ ვლინდება. მაგრამ თუ განვითარდა
აღნიშნული მოვლენები უკვე საუბარია გულის უკმარისობის
დეკომპენსაციის პერიოდზე.
გულის მწვავე უკმარისობა
• მარცხენა პარკუჭის მწვავე უკმარისობა ვითარდება მიოკარდიუმის ინფარქტის,
აორტული ჰიპერტენზიის, აორტული მანკების,მიოკარდიტის,კარდიოსკლეროზის
დროს.
• მის განვითარებას ხელს უწყობს: რითმის მძიმე დარღვევა,არტერიულო წნევის
მატება,ფიზიკური გადაძაბვა,გვირგვინოვანი სისხლის მიმოქცევის
გაუარესება,ორგანიზმში სითხის დიდი რაოდენობით შეყვანა.
• კლინიკური გამოვლინებები: საერთო სისუსტე,ადინამია, ადვილად
დაღლა,ტაქიკარდია, ქოშინი, მოხრჩობის გრძნობა, შეშუპება, ციანოზი, ტკივილი
მარჯვენა ფერდქვწშა არეში,ნიქტურია, ხველა, დისპეფსიური მოვლენები...
• მარცხენა პარკუჭის მწვავე უკმარისობის კლინიკური სურათი ვლინდება გულის ასთმით
და ფილტვის შეშუპებით
 გულის ანუ კარდიული ასთმას საფუძვლად უდებს ფილტვის
ქსოვილის ინტესტიციური შეშუპება.ავადმყოფი იღებს
იძულებით მჯდომარე პოზას, აწუხებს ჰაერის უკმარისობა
განსაკუთრებით ღამე. სუნთქვა გახშირებული და
გაძნელებულია, აღინიშნება მშრალი ხველა.გულმკერდის
პერკუსიული ხმიანობა ქვედა წილებში დამოკლებულია,
სუნთქვა შეიძლება იყო ვეზიკულური, შესუსტებული ან
მკვრივი.ზოგჯერ ისმის მშრალი ხიხინი. გულის მწვერვალზე
ტონები შესუსტებულია, გვაქვს ჭენების რითმი, ფილტვის
არტერიაზე გაძლიერებულია მეორე ტონი.
 ფილტვების შეშუპება გულის ასთმის შორსწასული
ფორმაა.ამ დროს ხდება შეგუბებითი სითხის გამოჟონვა და
დაგროვება ალვეოლებში, ბრონქში ტრაქეაში. ამ დროს
ნახველი არის მოვარდისფრო ქაფიანი, ალვეოლაში
სისხლის გადასვლის გამო. აღინიშნება ციანოზი, ცივი
ოფლი. აუსკულტაციით გულმკერდის ქვედა უკანა
მიდამოებში დასაწყისში მოისმინება წვრილბუშტუკოვანი
სველი ხიხინი. ჩნდება საშუალო და მსხვილბუშტუკოვანი
სველი ხიხინი. არტერიული წნევა დასაწყისში მომატებულია
შემდეგ კი საგრძნობლად ქვეითდება.
 მარცხენა წინაგულის მწვავე
უკმარისობის სინდრომი
ვითარდება მიტრალური სტენოზის
დროს. ის ხასიათდება მარცხენა
პარკუჭის მწვავე უკმარისობისთვის
დამახასიათებელი კლინიკური
გამოვლინებებით.
 მარჯვენა პარკუჭის მწვავე
უკმარისობა ვითარდევა
ძირითადად ფილტვის არტერიის
თრომბოემბოლიის გამო. ასევე
შეიძლება იყოს მიზეზი მარჯვენა
პარკუჭის ინფარქტი და ძგიდის
დიდი ზომის ინფარქტი
ანევრიზმით და შემდგომი
რუპტურით. ამ დროს შეინიშნება
ციანოზი, კისრის ვენების შებერვა,
ვენური წნევის მომატება,
არტერიულის დაქვეითება...
გულის ქრონიკული უკმარისობა
gulis qronikul ukmarisobas safuZvlad udevs gulis mtumbavi funqciis darRvevis
Sedegad ganviTarebuli wuTmoculobis Semcireba, rac iwvevs qsovilebis da organoebis
hipoperfuzias (gulis, Tirkmelebis, kunTebis). gulis perfuziis daqveiTebas mohyveba
simpaTikuri nervuli sistemis aqtivacia da gulis ritmis gaxSireba.
 მარცხენა პარკუჭის ქრონიკული უკმაროსობა ვითარდება: აორტული
მანკების, მიტრალური ნაკლივანებების, არტერიული ჰიპერტენზიის,
მიოკარდიუმის ინფარქტის, კარდიოსკლეროზის დროს. გამოწვეულია მცირე
წრეში სისხლის ხანგრძლივი შეგუბებით, რის გამოც მცირდება ფილტვის
სუნთქვითი ზედაპირი. კლინიკური ნიშნებია: სისუსტე, ქოშინი, ადვილად
დაღლა. აღინიშნება ტაქიკარდია, ციანოზი, რომელიც სხეულის დისტალურ
ნაწილშია გამოხატული. ავადმყოფს აქვს ხველა შეგუბებითი ბრონქიტის
გამო.ამ დროს შეიძლება განვითარდეს პერიფერიული შეშუპება. ფილტვის
ქვედა წილებში მოისმინება არახმოვანი წვრილბუშტუკოვანი სველი ხიხინი.
 მარცხენა წინაგულის ქრონიკული უკმარისობის სიმპტომოკომპლექსი
უვითარდება ავადმყოფებს მიტრალური სტენოზით. კლინიკურის
სურათისთვის დამახასიათებელია: ტაქიკარდია, ციანოზი, სისხლიანი
ნახველი. მცირე წრეში ვენური შეგუბება იწვევს წნევის მაგებას ფილტვის
არტერიაში, რაც ქმნის მომატებულ დატვირთვას მარჯვენა პარკუჭის
მუშაობისთვის და საბოლოოდ იწვევს მარჯვენა პარკუჭის უკმარისობას.
გულის მარჯვენა პარკუჭის უკმარისობა ვითარდება
პირველადად: ემფიზემის, პნევმოსკლეროზის,
ბრონქული ასთმის, ქრონიკული ბრონქიტის,
ფილტვის არტერიის და სამკარიანი სარქვლის
მანების და პერიკარდიტების დროს.
მეორადად:გულის მარცხენა ნაწილის დაზიანების
გამო, მიტრალური მანკების, ზოგიერთი
თანდაყოლილი მანკის შემთხვევაში, რომლის
დროსაც მცირე წრის სისხლძარღვებში ვითარდება
ჰიპერტენზია, რაც იწვევს მარჯვენა გულის
გადაძაბვას და ბივენტიკულურ უკმარისობას.
გულის მარჯვენა პარკუჭის უკმარისობა
ძირითადად ვლინდება შეგუბებით სისხლის
მიმოქცევის დიდი წრის ვენურ სისტემაში.
კლინიკური ნიშნებია: სისუსტე, ტაქიკარდია,
ანორექსია, მეტეორიზმი, სიმძიმის შეგრძნება
მარჯვენა ფერდქვეშა მიდამოში, დიფუზური
ციანოზი, ნიქტურია. დიდდება ღვიძლი, ვითარდება
ქვედა კიდურების შეშუპება, პეიოფერიული ვენების
შებერვა. მოგვიანებით სტადიაში
დამახასიათებელია: ასციტი, ჰიდროთორაქსი,
ანასარკა. ასევე ვითარდება გულის საზღვრების
გადაადგილება მარჯვნივ.
 გულის ბივენტრიკულური ანუ ტოტალური უკმარისობის
დროს ხდება ვენური შეგუბება სისხლის მიმოქცევის
როგორც დიდ ასევე მცირე წრეში. მისი განვითარება
დაკავშირებულია: გულის უკმარისობის ქრონიკულ
ფორმებთან, არტერიულ ჰიპერტენზიასთან, მიოკარდიტი,
კარდიომიოოათია და სხვა.
პერიკარდიუმის დაზიანებით გამოწვეული
გულის უკმარისობა
პერიკარდის ღრუში სითხის დაგროვება იწვევს
წნევის მომატებას. გული და მსხვილი
სისხლძარღვები განიცდიან კომპრესიას.
იზრდება ვენური, მცირდება არტერიული წნევა
და გულის წუთმოცულობა - ვითარდება სისხლის
მიმოქცევის დეკომპენსაცია. კომპენსატორულად
ხდება სითხის შეკავება, თუმცა მიოკარდის
კუმშვადი ფუნქციის დაქვეითების გამო, ეს ჭარბი
სითხე გროვდება ქსოვილებსა და ორგანოებში
(ფილტვებში, ღვიძლში, მუცლის ღრუში,
კიდურებში). თირკმლის არტერია ვიწროვდება,
რაც თავის მხრივ, იწვევს იმ ბიოქიმიური
რეაქციების ამოქმედებას, რომლებიც ზრდიან
არტერიულ წნევას. გაზრდილი სითხის
გადატუმბვის მიზნით
იზრდება გულის შეკუმშვათა სიხშირე
(ვითარდება სინუსური ტაქიკარდია), რაც თავის
მხრივ, აღრმავებს ცვლილებებს გულის კუნთში.
გულის ჰიპერტროფია
kompensaciis meqanizmebis CarTva iwvevs
gulis hiperfunqcias, rac ganapirobebs
kardiocitebis genetikuri aparatis aqtivacias,
miokardis cilebis da nukleinis mJavebis sinTezis
gazrdas da misi masis momatebas – miokardis
hipertrofias. hipertrofia viTardeba gulis im
nawilebSi, romlebic moxvedrilia gazrdili
winaaRmdegobis arealSi. gulis ukmarisoba
viTardeba misi kompensaciuri hiperfunqciis da
hipertrofiis fonze. kompensaciuri hiperfunqcia da
hipertrofia sabolood iwvevs miokardiis
disfunqcias sistoluri an diastoluri funqciis moSlis
Sedegad
მადლობა ყურადღებისთვის!

You might also like