You are on page 1of 4

გულის ტრანსპლანტაცია არის პროცედურა,როდესაც ხდება დაზიანებული

გულის ამოკვეთა და მისი შეცვლა დონორის გულით. დონორის გულის


გამოყენება შესაძლებელი ხდება იმ შემთხვევაში თუ მის ტვინის სიკვდილს
დაადასტურებს ორი ან მეტი პასუხისმგებელი პირი.

ტრანსპლანტაციის წინააღმდეგჩვენებებია:

 პაციენტის ხანდაზმულობა,რომელიც ხელს შეუშლის ოპერაციის


შემდგომ რეაბილიტაციას

 ისეთი დაავადებები,რომლებიც თავისმხრივ წარმოადგენენ


სიკვდილის სერიოზულ რისკს და ეს რისკი არ შემცირდება გულის
ტერანსპლანტაციით

 აქტიური ინფექცია

 ოონკოლოგიური პაციენტები

 პაციენტები,რომლებიც არ არიან თანახმა ან არ შეუძლიათ ცხოვრების


წესის შეცვლა ოპერაციის შემდგომ

გულის ტრანსპლანტაციის საჭიროების მიზეზები


ძირითადი მიზეზი ხდება გულის უკმარისობა
გულის უკმარისობის შესაძლო მიზეზებია :

 მიოკარდიუმის ინფარქტი
 გულის კუნთის ვირუსული ინფექცია
 მაღალი არტერიული წნევა
 სისხლძარღვების სხვადასხვა დაავადება
 თანდაყოლილი მანკები
 არითმია
 პულმონალური ჰიპერტენზია
 ალკოჰოლისა და ნარკოტიკების მოხმარება
 ფილტვის ქრონიკული დაავადებები (ემფიზემა,ფქოდი)
 კარდიომიოპათია
 ანემია

ოპერაციამდე:
 ფსიქოლოგიური და სოციალური შეფასება - რომელიც მოიცავს
სტრესს,ფინანსურ ასპექტს, ოჯახისა და ახლობლების თანადგომას. ამ
ყველაფერს დიდი გავლენა აქვს პოსტ-ოპერაციულ მდგომარეობაზე

 სისხლის ანალიზები

 დიაგნოსტიკური ტესტები - უნდა მოხდეს პაციენტის ფილტვებისა და


ზოგადი ჯანმრთელობის განსაზღვრა. შეიძლება ჩატარდეს
რენტგენი,ექოსკოპია,კტ კვლევა, ფილლტვის ფუნქციის განსაზღვრა. ასევე
შესაძლოა გაკეთდეს პაპ ტესტი,გინეკოლოგიური გამოკვლევები და
მამოგრამა

 პაციენტს შეიძლება გაუკეთდეს სხვადასხვა ვაქცინა რათა შემცირდეს


დონორის გულის უარყოფის შანსები

როდესაც დონორის გული ხელმისაწვდომი ხდება,კანდიდატებიდან აირჩევა


ისეთი,რომელიც ყველაზე მეტად აკმაყოფილებს სხვადასხვა კრიტერიუმს
(დაავადების სირთულე,სხეულის ზომა,სისხლის ჯგუფი). ძირითად შემთხვევაში
გულის გადანერგვა უნდა მოხდეს დონორის სხეულიდან ამოკვეთიდან 4 საათში.

LVAD (მარცხენა პარკუჭის ასისტენტ მოწყობილობა)

წარმოადგენს იმპლანტს. ის ეხმარება გულს მარცხენა პარკუჭიდან სისხლი დიდ


წრეში, ანუ მთელ ორგანიზმში გადარტყორცნოს. კონტროლერი, რომლის
მეშვეობითაც ხდება მოწყობილობის კონტროლი, დამაგრებულია სხეულის
გარეთ, ისევე როგორც მისი ელემენტები. ხოლო შიდა მექანიზმს ის კანქვეშა
იმპლანტით უერთდება.

LVAD- ის გამოყენება შესაძლებელია გულის ქრონიკული უკმარისობის მქონე


პაციენტებისთვის, რომლებიც გულის გადანერგვას ელოდება.

ოპერაციისას

ოპერაციისას ხდება პაციენტის გულის დონორის გულით ჩანაცვლება,რის


შემდეგადაც ქირურგი ზრუნავს სისხლმომარაგების აღდგენაზე. მისი წარმატებით
აღდგენის შემთხვევაში გული დამოუკიდებლად იწყებს მუშაობას. რიგ
შემთხვევებში საჭირო ხდება ელექტრული შოკის გამოყენება.

გულის ტრანსპლანტაციის გართულებები

 ინფექცია
 ოპერაციის მსვლელობისას ან შემდგომ სისხლდენა
 თრომბები,რომლებსაც შეუძლიათ გამოიწვიონ ინფარქტი,ინსულტი ან
ფილტვღთან დაკავშირებული პრობლემები
 სუნთქვის გაძნელება
 თირკმლის უკმარისობა
 კორონარული ალოგრაფტის ვასკულოპათია - გულის კუნთის
მომმარაგებელი სისხლძარღვების გასქელება,რომელიც თავისხმრივ იწვევს
გულის კუნთის დაზიანებას
 დონორის გულის უკმარისობა
 სიკვდილი 

პოსტოპი

გაწერის შემდგომ პაციენტი უნდა იმყოფებოდეს მკაცრი მონიტორინგის ქვეშ,რათა


გამოირიცხოს გულის ორგანიზმის მიერ უარყოფა. საყურადღებოა ჩივილები
როგორიცაა სუნთქვის გაძნელება,მაღალი ტემპერატურა,მარტივად დაღლა,
წონაში მატება.

უარყოფის გამოსარიცხად აუცილებელია ჩატარდეს პერიოდული ბიოფსია


ტრანსპლანტაციიდან რამდენიმე თვის მანძილზე.

იმუნოსუპრესორების მიღება ეს მედიკამენტები ამცირებენ იმუნური


სისტემის აქტივობას და ხელს უშლიან მას უარყოს დონორის გული

სხვა მედიკამენტები და ცხოვრების წესი

გულის ტრანსპლანტაციის შემდეგ აუცილებელია დანიშნული მედიკამენტების


ზედმიწევნით ზუსტად და სწორად მიღება

ექიმს შეუძლია გასცეს ცხოვრების წესთან დაკავშირებული


რეკომენდაციები,მაგალითად მზისგან დამცავის ხმარება,ვარჯიში,სწორი
კვება,იმუნოსუპრესორების მოქმედების ფონზე ინფექციების მაქსიმალურად
თავიდან არიდება,თამბაქოსა და ალკოჰოლზე უარის თქმა.

გულის რეაბილიტაცია

ეს პროგრამა გულისხმობს ვარჯიშსა და საგანმანათლებლო ღონისძიებებს,რაც


ეხმარება პაციენტს ჯანმრთელობის გაუმჯობესებაში და ზოგად რეაბილიტაციაში.
ეს ყოველივე თავისმხრივ გულისხმობს პაციენტის დროულ გამოჯანმრთელებასა
და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას.

You might also like