You are on page 1of 3

ზრდასრულთა რესპირაციული დისტრეს-სინდრომი

ეწოდება სუნთქვის მწვავე უკმარისობას, რომელიც ვითარდება ფილტვის სხვადასხვა


დაზიანების დროს და ასიათდება ფილტვების არაკარდიოგენული შეშუპებით, გარეგანი
სუნთქვის დარღვევებითა და ჰიპოქსიით, ორმხრივი ფილტვის ინფილტრაციით
რენტგენოგრამაზე და ფილტვის კალარების დახშობით მცირე წრეშ მომატებული წნევის
ფონზე მიკროთრომბებით.

ეტიოლოგია

ზრდასრულთა რესპირაციული დისტრეს-სინდრომი აღინიშნება სხვადასხვა მწვავე


პროცესების დროს, რომლებიც პირდაპირ ან ირიბად იწვევენ ფილტვების დაზიანებას.
მექანიკური მინარევებსა და სისხლის ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების სიჭარბე,
რამაც შეიძლება გამოიწვიოს ფილტვების დაზიანება, აღინიშნებამასიური ინფუზიების,
ხეოვნური სისხლის მიმოქცევის, სისხლის რეოლოგიური თვისებებისა და თრომბოციტევის
აგრეგაციის დარღვევის დროს.

პათოგენეზი

გააქრიურებული ლეიოციტეი და თრომბოციტები გროვდება აგრეგატების სახით


ფილტვების კაპილარებში, ინტერსტციასა და ალვეოლებშ და გამოყოფს ციტოტოქსიურ
ნივთიერებებს რომლებიც ასტიმულირებენ ფიბროზის განვითარებასდა ცვლიან ბრონქებისა
და სისხლძარღვების რეაქტიულობას. ხდება ფილტვის კაპილარების ენდოთელიმისა და
ალვეოლების ეპითელიუმის დაზიანება, პლაზმის და სისხლის გაჟონვა, რაც საბოლოოდ
იწვევს ალვეოლების სითხით გავსებას და ატელექტაზს. ინტერსტიციულ სივტცეშ იქმნება
ჰიალინურ სტრუქტურები, კოლაგენის გამომუშავების გამო ალვეოლების ძგიდეები
სქელდება და თნდათან ქსოვილი ფიბროზდება, ფილტვის ჭიმვადობა ქვეითდება და ეს
იწვევს ფილტვისმიერ ჰიპერტენზიას, არათანაბარ ვენტილაციურ-პერფუზიულ შეფარდებას
და ჰიპოქსემიას.

კლინიკური სურათი და დიაგნოსტიკა

პირველიი კლინიკური სიმპტომი ჩნდება - ქოშინი ხშირი ზედაპირული სუნთქვით,


ჰიპოქსეია. სინდრომის სურათი სრულად ვლინდება 24-48 საათში. შეიძლება შეინიშნებოდეს
ციანოზი ან ლაქოვანება, რომელიც ყოველთვის არ ქრება ჟანგბადის ინჰალაციის დროს.
ანამნეზის შეგროვებისას უნდა გავიგოთ რამგამოიწვია ამ სინდრომის განვითარება,
მიზეზები: ტრამვა, ოპერაცია, სამკურნალო საშუალებები, ჰემორანსფუზია, სეფსისი, კუჭის
შიგთვსის ასპირაცია, ღვიძლის ფერმენტების აქტიურობა, კრეატინნის დონის მატება,
პანკრეატიტი.

აუსკულტაცით შეიძლება გამოვლინდეს სველი ან სხვადასვა ყალიბის მშრალი ხიხინი,


ზოგჯერ ნორმალურია.

კვლევის ლაბორატორიული და სპეციალური მეთოდები


სისხლის საერთო ანალიზი. პლაზმის ელექტროლიტების, სისხლში აზოტის, კრეატნინის და
შარდოვანას დონის განსაზღვრა.

რენტგენოლოგიურად განისაზღვრება ალვეოლებისდიფუზიური ორმხრივი ინფილტრაცია,


რომელიც ფილტვებსის მწვავე კარდიოგენულ შეშუპებას ჰგავს მაგრამ გულის ჩრდილი
ნორმაშა.

გულის უკმარისობაზე ეჭვისას, ფილტვის კაპილარების დახშობისას წნევის განსაზღვრის


მიზნით შეჰყავთ ფილტვის არტერიაშ კათეტერი, თუ დახშობისას წნევა დაბალია
რესპირაციული სინდრომია, ხოლო თუ მაღალი გულის უკმარისობა.

მიმდინარეობა

4 ფაზას გამოყოფენ. მწვავე დაზიანების ფაზა - ობიექტური ცვლილებები არაა. ლატენტური


ფაზა - 6-8 საათის შემდეგ ტაქიპნიე, ჰიპოქსემია და ჰიპოკანია, რესპირაციული აკლალოზი
ვითარდება. მწვავე ფილტვისმიერი უკმარისობის ფაზა - ტაქიპნოე, გაფანტული სველი
წვრილბუშტუკოვანი ან მშრალი ხიხინი. ფილტვის ქსოვილიე ელასტიურობა ქვეითდება
გულმკერდის რენტგენზე ჩანს ლაქოვანი დიფუზიური ორმხრივი ღრუბლისებრი
ინფილტრატი. ფილტვშიდა შუნტირების ფაზა - ჰიპოქსემია, მეტაბოლური და
რესპირაციული აციდოზი, ჰიპოქსემიური კომა.

მკურნალობა

მკურნალობა არ არის დამოკიდებული ეტიოლოგიაზე და საჭიროა სასწრაფო


ჰოსპიტალიზაცია იმ შემთხვევაში თუ: პრეჰოსპიტალურ ეტაპზე სუნთქვის მკვეთრი
უკმარისობისა და დიაგნოსტიკური მონაცემების არარსებობის დროს საჭიროა სუნთქვის
უზრუნველყოფა ჟანგბადით. დიაგნოზზე ევის დროსაც აუცილებელიაჰიპოსემიის აღკვეთა,
მაღალი შემცველობის აეროვანი ნაერთებით და რეგულარულად უნდა შევაფასოთ სისხლის
აიროვანი შემადგენლობა. როცა სუნთქვის სიხშირე წუთში 30-ია, ინტუბაციაა საჭირო
ოქსიგენოთერაპიის და ვენტლაციისთვის. დამოუკიდებელ სუნთქვაზე გადაყვანა შეიძლება
ფილტვების ფუნქცის გაუმჯობესების შემდეგ, რენტგენოლოგიური სურათი რომ
გაუმჯობესდებადა ტაქიპნოეც გაქრება. ხშირად ამ სინდრომს თან ერთვის ჰიპოვოლემია და
საჭიროა სითხის ვენაში შეყვანა და პერფუზიის აღდგენა, შარდის გამოყოფა და არტერიული
წნევა რომ მოწესრიგდეს. არ შეიძლება ვაზოპრესული პრეპარატების გამოყენებაწნევის
მოსამატებლად თუ ამავდროულად არ ხდება ჰიპოვოლემიის კორექცია.

მნიშვნელოვანია მოცირკულირე სისხლის მოცულობის მონიტორინგი

თუ სინდრომის მიზეზი სეფსისია, მაშნ ბაქტერიოლოგიური კვლევის შედეგების მიღებამდე


იწყებენ ანტიბიოტიკთერაპიას ემპირიულად შერჩეული პრეპარატებით. ასევე ხდება
ინფექციის დახურული კერებიდ დრენირება და სანაცია, და გლუკოკორტიკოიდების მაღალი
დოზების შეყვანა. მიზანშეწონილია ნახველის დროული მოცლება აეროზოლური
საშუალებების და ვიბრაციული მასაჟის საშუალებით.

პროგნოზი და გართულებები
სწორი მკურნალობის დროს გადარჩება პაციენტთა 50%. სინდრომი რთულდება ფილტვების
მეორადიბაქტერიული სუპერინფექციისთ და მრავალი ორგანოთა სისტების უკმარისობით.
ცენტრალური ვენების კათეტერიზაციის და ვენტილაციისდროს შესაძლებელიადაჭიმული
პნევმოთორაქსის უეცარი განვითარება. გულის გადმონასროლის დაქვეითება, რაც
დაკავშირებულა ვენური მოდინების დაქვეითებასთან. შენარჩუნებული ჰიპოვოლემიის
ფონზე, შეიძ₾ება გახდეს სხვა ორგანოებს უკმარისობის განვითარების მიზეზი.

You might also like