You are on page 1of 11

სისხლძარღვების ფიზიოლოგია

ჰემოდინამიკის ძირითადი პრინციპეპი

სისხლძარღვთა სისტემაში სისხლის მოძრაობას ჰემოდინაკია შეისწავლის . ეს ის


განხრაა , რომელიც სწავლობს სითხეების მოძრაობას . ჰიდროდინამიკის კანონების
მიხედვით ნებისმიერ მილში გამავალი სითხის რაოდენობა პირადპირპროპორციულია
წნევათა სხვაობისა - მილის დასაწყისსა და ბოლოში . უკუპროპორციულია სითხის ნაკადის
წინაღობისა . ამიტომ წნევა ღრუს ბოლოს ადამიანში - ის ტოლია . ამის ფორმულა კი ესეა :
Q=P/R.

ამ განტოლებიდან გამომდინარეობს , რომ აორტის შერთვის ადგილას წნევა P -


პირადპირპროპორციულია სისხლის იმ მოცულობისა , რომელსაც გული გადაისვრის
არტერიებში ერთი წუთის დროში . თუ ეს ორივე სიდიდე ცნობილია მაშინ გამოითვლება
მარტივად პერიფერიული წინაღობა .

სისხლძარღვთა სისტემის პერიფერიული წინაღობა ჯამდება თითოეული სისხლძარღვის


წინაღობისგან . ნებისმიერ სისხლძარღვი მიესადაგება მილს , რომლის წინაღობაც
განისაზღვრება პუაზერილის ფორმულით : R = 8 l y / pr4 . აქ l - მილის სიგრძეა , y - მასში
გამავალი სითხის სიბლანტე , p - გარშემოწერილობის შეფარდება დიამეტრთან , r - მილის
რადიუსი .

სისხლძარღვთა სისტემა სხვადასხვა გაფართოევებისაგანშედგება . მათ მიმდევრობითი


შეერთებას უწოდებენ და მათი საერთო წინაღობა ტოლია სხვადასხვა სისხლძარღვის
წინაღობის ჯამების : R = r1 + r2 + r3და ასე შემდეგ .

მილების პარალელური შეერთებისას ჯამური წინაღობა შემდეგნაირად გამოითვლება : R =


1 / 1/R1 + 1/R2 + 1/R3 და ასე შემდეგ . ეს ზუსტი რიცხვები არ არის . თუ სისხლი მიედინება 1მმ
- ზე ნაკლები დიამეტრის სისხლძარღვებში , სისხლის სიბლანტე მნიშვნელოვდან
მცრიდება , რაც ნაკლებია სისხლძარღვის დიამეტრია მიც მცირეა მასში სისხლის
სიბლანდე . რაც უფრო წვრილია სისხლძარღვი მით უფრო მეტი ფართი აქვს მასში
დაკავებული მინიმალურსიბლანტიან ფენას , რაც ამცირებს სისხლის სიბლანტის საერთო
სიდიდეს და შესაბამისად ამცირებს წინაღობას . კაპილარების წინაღობის ზუსტი
გაანგარიშება თეორიულადაც კი შეუძლებელია , რადგან ნორმაში კაპილარების
მხოლოდ ანწილია ღია დანარჩენი კი სარეზერვოს წარმოადგენს და იხსნება ქსოვილებში
ნივთიერებათა ცვლის გაძლიერების შესაბამისად .

ყველაზე დიდი წინაღობა კაპილარს უნდა ჰქონდეს , მაგრამ აქ არის პარალელური


შეერთების ჯამური წინაღობა , ამიტომ ნაკლებია მათი წინაღობა .

სისხლის ნაკადს ძირითადი წინაღობა ხვდება წვრილ არტერიებსა და არტერიოლებში .


ამიტომაც წვრილ არტერიებსა და არტერიოლებს წინაღობის სისხლძარღვებს უწოდებენ .

არტერიოლები - წვრილი სისხლძარღვებია . მათი კედელი შეიცავს ირგვლივი გლუვი


მასკულატურის სქელ შრეს , რაც მკვეთრად ზრდის არტერიოლების წინაღობას .
არტერიოლები ონკანივით მოქმედებენ , მათ შეუძლიათ დაკეტვა და გაღება
სისხლიძარღვოვანი კალაპოტის . მათი გაღებით უმჯობესდება სისხლის მიმოქცევა ,
ხოლო დაკეტვისას უარესდება სისხლის მიმოქცევა და წნევაც იზრდება .
ამრიგად არტერიოლები ასრულებენ ორმაგ როლს :

1 . მონაწილეობენ ორგანიზმის წნევის შენარჩუნებაში

2 . სისხლის დინების სიჩქარეს აკონტროლებენ . ამით კი უშუალოდ კონკრეტულ ორგანოს


მიეცემა კონრეტულად საკვები და ჟანგვადი .

მომუშავე ორგანოში არტერიოლების ტონუსი მცირდება რაც უზრუნველყოფს სისხლის


ნაკადის მატებას . ამიტომ იმ ორგანოებთან მიმავალი არტერიოლები რომლებიც იმ
დროისთვის შეჩერებულია და არტერიოლების ტონუსი მატულობს .

რაც უფრო მაღალია სისხლის ნაკადის მიმართ წინაღობა , მით მეტი ძალა იხარჯება მის
გადაადგილებაზე და შესაბამისად მით უფრო მნიშვნელოვნად დაეცემა წნევა მოცემულ
სისხლძარღვებში მის მთელ სიგრძეზე .

წნევის გაზომვამ უშუალოდ სისხლძარღვებში აჩვენა , რომ : მსხვილი და საშუალო


არტერიების გასწვრივ წნევა 10 % - ით ეცემა , ხოლო არტერიოლებსა და კაპილარებში - 85
% - ით . ამით კი ვმსჯელობთ რომ გულიდან გამოსული ენერგიის 10 % იხარჯება მსხვილი
და საშუალო არტერიებში სისხლის გადადგილებაზე და 85 % კი არტერიოლებსა და
კაპიალრებში .

თუ ვიცით სისხლის ნაკადის მოცულობითი სიჩქარე რომელიც მილილიტრებით წამში


იზომება , მაშინ შეიძლება ხაზოვანი სიჩქარის გაანგარიშება , რომლებიც სანტიმეტრებით
წამში იზომება . ხაზოვანი სიჩქარე - სისხლის ნაწილაკების გადადგილებას
სისხლძარღვის გასწვრივ , რომელიც ტოლია მოცულობითი სიჩქარის განაყოისა
სისხლძარღვის განიკვკეთის ფართზე . ხაზოვანი სიჩქარე სისხლძარღვის ცენტრში
მაქსიმალურია , ხოლო სისხლძარღვთა კედელთან - მინიმალურია .

აორტაში - ღრუ ვენებში და ფილტვის არტერიაში , ფილტვის ვენებში 1 წუთის


განმავლობაში გავლილ ისისხლის მოცულობა თანაბარია . გულიდან განდევნილი
სისხლის მოცულობა შეეესაბამება გულში მოსულს .

სისხლძარღვთა სისტემაში ყველაზე ვიწრო ადგილს აორტა წარმოადგენს . არტერიების


განტოტვისას ჯამური კალაპოტი იზრდება , რადგანაც არტერიული ტოტების განიკვეთების
ჯამი მეტია გაყოფადი არტერიის განიკვეთის ფართზე .

კალაპოტის ყველაზე მეტი ფაგართოება აღინიშნება კაპილარულ ქსელში :

ყველა კაპილარის განიკვეთის ფართის ჯამი დაახლოებით 500 – 600 ჯერ მეტია აორტის
განიკვეთის ფართზე , შესაბამისად კაპილარებში სისხლი მოძრაობს 500 – 600 ჯერ ნელა .

ვენებში სისხლის ნაკადის ხაზოვანი სიჩქარე კვლავ მატულობს , რადგან ვენების


ერთმანეთთან შეერთებისას სისხლძარღვთა კალაპოტის განიკვეთი ვიწროვდება .

ღრუ ვენებში სისხლის ნაკადის ხაზოვანი სიჩარე აორტაში არსებული სიჩქარის ნახევარს
წარმოადგენს . ჰემოდინამიკის ზოგიერთი მაჩვენებელი სისხლძარღვთა სისხტემის
სხვადასხვა უბანში სხვადასხვა ნაირია .
გულის მიერ სისხლი ულუფებად გადადის და სისხლძარღვებში ამას პულსური ხასიათი
აქვს . კაპილარებსა და ვენებში სისხლის ნაკადი მუდმივია და ამიტომაც ხაზოვანი
სიჩქარეც მუდმივია .

სისხლის პულსური ნაკადის მუდმივ ნაკადად გარდაქმნაში გადამწყვეტი მნიშვნელობა


აქვს არტერიების კედლის თვისებებს . სისხლის ნაკადი მუმდმივად მოძრაობს რაც
განაპირობებს აორტისა და მსხვილი არტერიების მკვეთრად გამოხატულ დრეკად
თვისებებს . გულ - სისხლძარღვთა სისტემაში იმ კინეტიკური ენერგიის ნაწილი ,
რომელსაც ავითარებს გული სისტოლის დროს , იხარჯება აორტისა და მისგან
გამომდინარე მსხვილი არტერიების გაჭიმვაზე . ეს კი სისხლძარღებს მეტ ელასტიურობას
ანიჭებს . სისტოის დასრულების შემდეგ გაჭიმული კედლები დუნდებიან და სისხლი
კაპილარებისკენ გადადის , ამით კი ნარჩუნდება სისხლის ნაკადის უწყვეტობა
დიასტოლის დროს .

სისხლის არტერიული წნევა

არტერიებში წნევის გაზომვას ახდენენ არტერიაში ნემსის შეყვანით რომელიც


დაკავშირებულია მანომეტრთან . ნემსის შეყვანის შემდეგ სისხლი რომ არ შედედდეს
შეყავთ ანტიკოაგულანტები სისხლში . ეს არის არტერიული წნევის გაზომვის პირდაპირი
წესი

არაპირდაპირი წესი არტერიული წნევის გაზომვისა ეს არის : ჰაერის იმ წნევის გაზომვა ,


რომლითაც უნდა იმოქმედონ მოცემულ სისხლძარღვზე გარედან , რათა მასში სისხლის
ნაკადი შეწყდეს . ეს ხდება კორიტკოვის მეთოდით რივა - როჩის სფიგმომანომეტრით .
პაციენტს მხარზე შემოახვევენ მანჟეტს , რეზინის ბალონთან არის შეერთებული და
მანომეტრთან . ჰაერით ივსება მანჟეტი და ეს მოქმედებს სისხლძარღვებზე , ამით ის
უტოლდება არტერიული წნევის სიდიდეს . ისმინება ტონები , რომლებიც ჩნდება მხარზე
მანჟეტის დადების ადგილის ქვემოთ , იდაყვის არტერიის პულსაციის მიდამოში .

არტერიაში რომელიც ზეწოლას არ განიცდის სისხლის მოძრაობისას ტონი არ ისმის . თუ


მანჟეტის წნევა სისტოლურ წნევას გადააჭარბებს მაშინ მანჟეტი ახშობს არტერიის
სანათურს . თუ ჰაერს ნელ ნელა გამოვუშვებთ მანჟეტიდან ის უტოლდება სისტოლურ
არტერიულ წნევას რაღაც მომენტში , სისტოლისას სისხლი გადალახავს არტერიას
ხმაურით . როცა მანჟეტში უფრო შევამცირებთ ჰაერს ის უტოლდება დიასტოლურ წნევას .
ამ მომენტში ტონები არტერიაში მანჯეტს ქვევით ქრება . ამიტომ ამით მსჯელობენ
დიასტოლური წნევის შესახებ .

„სისიხლის არტერიული წნევა“


კოროტკოვის მეთოდში, ტონები ხუთ ფაზად ვითარდება:
I. ხმების ინტენსიობა, მანჟეტში ჰაერის შეყვანისას და
გამოშვებისას. ეს არის სისტოლური არტერიული წნევის
მაჩვენებელი ტონი;
II. „მბერავი“ ხმაურის ხმა;
III. ტონების და ხმაურის ხმა ძალიან ხმამაღლა ისმის;
IV. ტონები სუსტდება, ხმაური ქრება. ეს დიასტოლური
არტერიული წნევის მაჩვენებელია და გარდა ამისა V ფაზის
მქონე პავიენტებისა;
V. ტონები ისმის სფიგმომანომეტრის ნულოვან
მაჩვენებელზეც, ქრება ტონები. დიასტოლის მაჩვენებელია
ეს.
არტერიული წნევა მუდმივად მერყეობს. მას სხვადასხვა სახე
აქვს.
პირველი რიგის ტალღები (პულსური)-დამოკიდებულია გულის
შეკუმშვების სიხშირესა და ძალაზე. სისტოლის დროს არტერიები
იჭიმება და წნევა მატულობს. ხოლო, დიასტოლისას პარკუჭებიდან
სისხლის არტერიებში გადასვლა წყდება, ამიტომ წნევა ეცემა. წნევის
მერყეობის ამპლიტუდას პულსურ წნევას უწოდებენ. პულსური წნევა
პროპორციულა სისტოლისას გადმოსული სისხლის წნევისა .
არტერიოლებსა და კაპილარებში პულსური წნევა არა რის,
რადგან სისტოლა-დისტოლის წნევა მუდმივია.
საშუალო არტერიული (საშუალო დინამიკური) წნევა- წნევის
საშუალო სიდიდე, რომელიც აღინიშნება ისეთივე სიდიდით,
რგორითაც სისხლის ნორმალური წნევის მერყეობისას. საშუალო
წნევა უფრო ახლოსაა დიასტოლურთან. იგი გამოითვლება შემდეგი
ფორმულებით: pa=pd+ (ps-pd)/3, ან Pa=(ps+2pd)/3, სადაც Pa საშუალო
დინამიკური წნევაა, Ps-სისტოლური წნევაა, Pd - დიასტოლური, (Ps-Pd)-
პულსური წნევა.
სუნთქვითი ტალღები (იგივე მეორე რიგის ტალღები)-
შესუნთქვისას წნევა ეცემა, ამოსუნთქვისას იმატებს.
შესაძლოა აღინისნოს აგრეთვე მესამე რიგის ტაღები. ეს
აღინისნება ტვინის ქსოვილის ჟანგბადით არასაკმარისი
მომარაგებისას, შხამით მოწამვლისას, სიმაღლეზე ასვილისას და ა.შ.
ზრდასრული, საშუალო ასაკის ადამიანის სისტოლური
არტერიული წნევა პირდაპირი გაზომვისას 110-125 მმ-ია.
არტერიულ წნევა საზღვრავენ მხრის არტერიაში, ანუ ბრაქიული
წნევის მაჩვენებელით.
საშუალო ასაკის ადამიანის დიასტოლური არტერიული წნევა
მხრის არტერიაში 60-80 მმ-ია. პულსური წნევა 35-50 მმ-ია. საშუალო
დინამიკური 90-95 მმ-ია.
აბსოლიტურ სამედიცინო ნორმად ითვლება არტერიული წნევა
120/80-ზე. ამ მაჩვენებლის მერყეობის სადაშვები დიაპაზონი
სისტოლისას 91-139 მმ-ია, დიასტოლისას 61-89 მმ-ია

„არტერიული პულსი“
სისიტოლის პერიოდში წნევის აწევით არტერიული კედლის
რხევებს არტერიულ პილსს უწოდებენ.
პულსური ტალღა წარმოიქმნება აორტაში, პარკუჭებიდან
სისხლის განდევნის პროცესში.
პულსური ტალღის სიჩქარე არ არის დამოკიდებული სისიხლის
მოძრაობის სიჩქარეზე. არტერიებში სისხლის ნაკადის ხაზოვანი
სიჩქარე არ აჭარბებს 0,3-0,5 მ/წმ-ს, ხოლო პულსური ტალღის
გავრცელების სიჩქარე 5,5-8,0 მ/წმ-ს, პერიფერიულ არტერიებში კი
6,0-9,5 მ/წმ.
პულსური ტალღების ანალიზისთვის გამოიყენება-
სფიგმოგრაფი. არტერიების და მსხვილი არტერიების პულსური
ტალღის ანალიზისას სფიგმოგრამაზე არჩევენ ორ ნაწილს-
აღმავალს და დაღმავალს.
აღმავალი ნაწილი-ანაკროტა- განპირობებულია არტერიული
წნევის აწევით.
დაღმავალი ნაწილი-კატაკროტა- ხდება პარკუჩების სისტოლის
ბოლოს, წნევის დაცემისასა.
სისხლის მოძრაობა უკან გულისკენ ფერხდება ნემგლისებური
სარქველების დახურვის გამო. გულში სისხლი ვეღარ შედის, ამიტომ
მისი წნევა აისახება სარქველებიდან და იწვევს მეორე ტალღას. ეს
პროცესი სფიგროგრამაზე აისახება ჩნდება მეორადი, ანუ
დიკროტული შემაღლება, ხოლო მის წინ არსებულ არტერიების
პულსურ მრუდზე ჩნდება ღრმა ამონაჭდევი-ინციზურა.
„სისიხლის ნაკადის მოცულობითი სიჩქარე“
ორგანიზმში მომუშავე ორგანოებში სისხლძარღვები
ფართოვდება, ამიტომ მცირდება წინააღმდეგობა. მომუშავე
ორგანოებში იზრდება სისიხლის ნაკადის მოცულობითი სიჩქარე .
ადამიანზე სისიხლის ნაკადის მოცულობითი სიჩქარის
განსაზღვრა შეიძლება პლეტიზმოგრაფიის საშუალებით. არსი
მდგომარეობს იმაში, რომ განისაზღვროს ორგანოს ან სხეულის
ნაწილის მოცულობითი ცვლილებები, რაც დამოკიდებულია ორგანოს
სისხლსავსეობაზე. ამ პროცესისას ორგანოს ათავსებენ ჰერმეტულად
დახურულ ჭურჭელში, რომელის შეერთებულია მანომეტრთან.
ორგანოს მოცულობის ცვლილებისასა იზრდება ჰაერის ან წყლის
ნაკადი, რომელშიც მოთავსებულია ორგანო. ეს ყველაფერი აისახება
მრუდის სახით პლეტიზმოგრამაზე. ამ დროს ახშობენ ვენებს, სისიხლი
ვეღარ გადის და მხოლოდ არტერიებიდან სემოდის სისიხლი. ამ
დროს ორგანოს მოცულობა იზრდება, რაც შეესაბამება მოტანილი
სისხლის მოცულობას. კვლევის ამ მეთოდს ოკლუზიური (ოკლუზია-
დახშობა, დაცობა) პლეტიზმოგრაფია ეწოდება.

სისხლის მიმოქცევა კაპილარებში


კაპილარების კედლის გავლით ხდება ნივთიერებათა მიმოცვლა სისხლსა
და ქსოვილებს შორის. ეს კედლები წარმოქმნილია ენდოთელიუმის
უჯრედების 1 შრით, რომელსაც გარე ნაწილზე
შემაერთებელქსოვილოვანი ბაზალური მემბრანა გააჩნია. კაპილარების
დიამეტრია 5-7 მკმ, სიგრძე-5-7 მკმ. ადამიანის სხეულის ყველა
კაპილარის ჯამური სიგრძე 100.000 კმ-ს შეადგენს, რომელიც 3ჯერ
შეიძლება შემოევლოს დედამიწას ეკვატორის გარშემო. სისხლის ნაკადის
სიჩქარე კაპილარებში მცირეა. კაპილარებში სისხლის უწყვეტი დინება
უზრუნველყოფს ნივთიერებათა ცვლის შესაძლებლობას სისხლსა და
უჯრედშორის სითხეს შორის. კაპილარული ქსელის განვითარების
ხარისხი დამოკიდებულია ქსოვილის მდგომარეობაზე, ტრენირების
ხარისზე და განისაზღვრება ასევე გენური მეხსიერებითაც.
არჩევენ ფუნქციონირებადი კაპილარების 2 სახეს.
1.მაგისტრალური კაპილარები-ისინი ქმნიან უმოკლეს გზას
არტერიოლებსა და ვენულებს შორის. მაგისტრალური კაპილარები
მნიშვნელოვან როლს ასრულებენ კაპილარულ ქსელში სისხლის
განაწილებაში.
2.გვერდით განტოტებები-ისინი გამოდიან მაგისტრალური კაპილარების
არტერიუი ბოლოდან და უერთდებიან მათ ვენურ ბოლოს. გვერდითი
განტოტებები ქმნიან კაპილარულ ქსელს.

კაპილარულ წნევას ზომავენ სხეულის ისეთი მდგომარეობისას, რომლის


დროსაც გამოსაკვლევი მიდამოს კაპილარები გულის დონეზეა. და ის
იზომება პირდაპირი წესით: ბინოკულური მიკროსკოპის ქვეშ კაპილარში
შეჰყავთ კანულა, რომელიც ელექტრომანომეტრთან არის
დაკავშირებული. (ადამიანში კაპილარის არტერიულ ბოლოში წნევა
ვერცხლისწყის სვეტის 32-მმ-ია, ხოლო ვენურ ბოლოში-15-მმ).მცირეა
წნევა ფილტვის კაპილარებში, 6-მმია. არტერიოლების გაფართოებისას
წნევა კაპილარებში მატულობს, ხოლო შევიწროვებისას კლებულობს.
თითოეულ ორგანოში სისხლი მოძრაობს მხოლოდ ‘’მორიგე’’
კაპილარებში, ხოლო კაპილარების ნაწილი სისხლის მიმოქევიდან
გამოთიშულია. როდესაც ორგანოებში ნივთიერებათა ცვლა ძლიერდება,
ფუნქციონირებადი კაპილარების რაოდენობა მატულობს. კაპილარული
სისხლის მიმოქცევის რეგულირება არტერიებზე და არტერიოლებზე
ნერვული სისტემის მოქმედების მეშვეობით მიმდინარეობს.

არტერიულ-ვენური ანასტომოზები
კანში,ფილტვებსა და თირკმელებში გვხვდება არტერიოლებისა და
ვენებიოს არტერიულ-ვენური ანასტომოზები. ძირითადად
ანასტომოზები დაკეტილია და სისხლი კაპილარების მეშვეობით
მოძრაობს, თუმცა თუ გაიხსნება ანასტომოზები მაშინ შესაძლოა
სისხლის ნაწილი ვენებში მოხვდეს კაპილარებში გავლის გარეშე. ისინი
ერთგვარი შუნტების როლს ასრულებენ და არგულირებენ კაპილარული
სისხლის მიმოქცევას. ფიზიკური თერმორეგულაციის პროცესებში დიდ
როლს ასრულებს.

სისხლის მოძრაობა ვენებში


ვენებში სისხლის მოძრაობა განსაზღვრავს გულის ღრუების გავსებას
დიასტოლის დროს.
ვენების კედლები ადვილად ჭიმვადია, რაც გამოიწვია კუნთოვენი შრის
მცირე სისქემ და ამის გამო შესაძებელია დაგროვდეს სისხლი დიდი
რაოდენობით. ვენების ტევადობა შეიძლება შეიცვალოს ვენების
კედლების გლუვი კუნთების შეკუმშვის ან მოდუნებისას. ამიტომ ვენები
ცვლადი ტევადობის რეზერვუარია და ამიტომ უწოდებენ ტევადობით
ისხლძარღვებს მათ.
ვენური წნევა
ვენური წნევის გაზომვისთვის აუცილებელია ვენა გულის დონეზე
მდებარეობს, იმიტომ რომ სისხლის წნევის სიდიდეს ემატება ვენებში
არსებული სისხლის სვეტის წონა.
შესუნთქვისას, როდესაც გულმკერდის ღრუ ფართოვდება, წნევა ეცემა
და ხდება უარყოფითი, ანუ ატმოსფერულზე ნაკლები. ამოსუნთქვისას კი
პირიქით. გულმკერდის ღრუსთან ახლოს არსებულ ვენებში შესუნთქვის
მომენტში წნევა უარყოფითია, ამ ვენების ჭროლობა საშიშია,
შესაძლებელია ჰაეროვანი ემბოლიის განვითარება, ანუ შესუნთქვისას
შეიძლება ჰაერი შევიდეს ვენის სანათურში.
სისხლის ნაკადის სიჩქარე ვენებში
ვენებში სისხლი მოძრაობის წვრილსა და მსხვილ ვენებს შორის
არსებული წნევათა სხვაობის გამო. რადგანაც ეს სხვაობა მცირება. მისი
ნაკადის სიჩქარეს სხვა ფაქტორებიც იწვევს. მაგალითად: ვენების
ენდოთელიუმი წარმოქმნის სარქველებს, რომლებიც უზრუნველყოფენ
ვენებში სისხლის გადაადგილებას მხოლოდ გულისკენ, ანუ ერთი
მიმართულებით. ასევე სარქველების არსებობის გამო სისხლი უკან ვერ
მოდი. გარდა აისა ვენებში სისხლის მოძრაობის სხვა ფაქტორებიც
არსებობს: გულმკერდის მიმწოვი მოქმედება და ჩონჩხის კუნთების
შეკუმშვა.

ვენური პულსი
გულთან ახლოს არსებულ მსხვილ ვენებშია-ვენური პულსი. იგი
განპირობებულია წინაგულებისა და პარკუჭების სისტოლის დროს
ვენებიდან გულში სისხლის გადასვლის გართულებით.ამ
განყოფილებებში სისტოლის დროს იმატებს წნევა, რაც იწვევს გულის
კედლების რხევას.
ვენური პულსის მრუდზე-ფლებოგრამაზე- 3 კბილია, a,c,v.
კბილი a – ემთხვევა მარჯვენა წინაგულის სისტოლას.
კბილი c- იგი განპირობებულია საუღლე ვენასთან ახლოს მდებარე
საძილე არტერიის ბიძგით.
კბილი v- რომლის შემდეგაც აღინიშნბა მრუდის დაღმავალი მონაკვეთი,
რომელიც შეესაბამება პარკუჭების დიასტოლას წინა გულებიდან მათში
სისხლის გადასვლას.

სისხლის წრებრუნვის დრო


სისხლის სრული წრებრუნვის დრო რამდენიმე მეთოდით
განისაზღვრება.
1. ვენაში შეჰყავთ ნივთიერება და იკვლევენ დროში იწვევს ამ
ნივთიერებისთვის დამახასიათებელ ეფექტს. სისხლის წრებრუნვის
სიჩქარე სისხლის მიმოქცევის ორივე წრეში შეიძლება
განისაზღვროს ნატრიუმის რადიაქტიური იზოტოპისა და
ელექტრონების მთვლელვის მეშვეობით.

ადამიანის ორგანიზმში სისხლის სრული წრებრუნვის დრო გულის 27


სისტოლას შეადგენს. 70-80 შეკუმშვისას წუთში სისხლის სრული
წრებრუნვა ხდება 20-23 წამის განმავლობაში.

სისხლძარღვთა სისხლის მოძრაობის რეგულაცია


სისხლის მიმოქცევის სარეგულაციო მექანიზმები 2 ნაწილად იყოფა:
1.ცენტრალური, რომელიც განსაზღვრას არტერიული წნევის სიდიდეს
და სისტემური სისხლის მიმოქცევას.
2.ადგილობრივი-რომელიც აკონტროლებს თითოეულ ორგანოსა და
ქსოვილში სისხლის ნაკადის სიდიდეს.
ადგილობრივი პროცესები მიმდინარეობს ცენტრალური მექანიზმების
მონაწილეობით, ხოლო სისტემური სისხლის მიმოქცევის მართვა,
დამოკიდებულია ადგილობრივ სარეგულაციო მექანიზმებზე.

სისხლის მიმოქცევის რეგულაციის ცენტრალური


მექანიზმები
ბაზალური ტონუსი- არის როცა სისხლძარღვთა გლუვი კუნთები
მუდმივად იმყოფებიან ნაწილობრივი შეკუმშვის მდგომარეოაში მაშნ,
როცა სისხლძარღვებზე ყველა ნერვული და ჰუმორული
მარეგულირებელი მოხსნილია. მისი წარმოქმნა დაკავშირებულია
ავტომატიის კერებთან, რომლებიც რიტმულ იმპულსებს გენერირებენ. ამ
პულსების გავრცელება, დანარჩენ გლუვკუნთოვან უჯრედებზე იწვევს
მათ აგზნებას და ქმნის ბაზალურ ტონუსს. გარდა ამისა გვაქვს
სისხლძარღვთა კედლების გლუბი კუნთები, და ისინი იმყოფებიან
მუდმივი ტონური იმპულსაციის გავლენის ქვეშ რომელიც სიმპათიკური
ნერვების ბოჭკოებით ვრცელდება. ისინი უზრუნველყოფენ
სისხლძარღვთა გლუვი მუსკულატურის შეკუმშვის ხარისხს.

You might also like