You are on page 1of 16

პულსზე დაკვირვება

სასიცოცხლო მაჩვენებელზე დაკვირვება

• პულსი წარმოადგენს სისხლის ტალღას, რომელიც წარმოიქმნება მარცხენა


პარკუჭის შეკუმშვის შედეგად. პულსი აღწერს პარკუჭების შეკუმშვის შედეგად
არტერიებში გადატყორცნილი სისხლის რაოდენობას. ასევე აღწერს
სისხლძარღვის უნარს, რომელსაც შეუძლია გაფართოება ან შევიწროება.
• გულის წუთმოცულობა ესაა სისხლის ის მოცულობა, რომელიც გადაიტუმბება გულის
მიერ და ტოლია გადატუმბული მოცულობა გამრავლებული 1 წუთში გულის
შეკუმშვაზე, მაგ.,70 მლX65=4.55ლ წუთში. მოსვენებულ მდგომარეობაში მოზრდილი
ადამიანის გული წუთში გადატუმბავს 5 ლიტრ სისხლს.
• ჯანმრთელ ადამიანში პულსი და გულისცემის სიხშირე ერთმანეთს ემთხვევა.
პულსის სიხშირე ემთხვევა გულის შეკუმშვას. თუმცა, ზოგიერთი ტიპის
გულსიხლძარღვთა სისტემის დაავადებების დროს გულისცემის სიხშირე და პულსი
განსხვავებულია.
პულსზე დაკვირვება
ფაქტორები რომელიც ცვლის პულსს
 ასაკი
 სქესი
 ფიზიკური დატვირთვა
 ცხელება
 მედიკამენტები
 ჰიპოვოლემია/დეჰიდრატაცია
 სტრესი
 სხეულის პოზიციები
 პათოლოგია
 და სხვა...
პულსის შესაფასებელი
წერტილები

საფეთქელი
საძილე არტერია
აპიკალი
მხარი
სხივი
ბარძაყი
მუხლქვეშა არტერიის პროექცია
დიდი წვივის ძვლის უკანა არტერია
ტერფის დორსალური არტერია
 პერიფერიული პულსი არის პულსი, რომელიც იზომება
გულისგან მოშორებით მაჯაზე ან ტერფზე.
 აპიკალური პულსი კი არის ცენტრალური პულსი, რომელიც
იზომება გულის აპიკალურ ნაწილში. აპიკალურ პულსს ასევე
ახასიათებენ, როგორც მაქსიმალური იმპულსის წერტილს.
პულსზე დაკვირვება
 საფეთქლის არტერია -გადის საფეთქლის ძვლის ზემოთ,
ლატერალურად თვალის ზედა წერტილში;
 საძილე არტერია ‒ ადგილი კისერზე, სადაც გადის საძილე
არტერია ტრაქეასა და მკერდლავიწდვრილისებრ კუნთს
შორის;
 აპიკალური ‒ გულის მწვერვალთან. მოზრდილებში ეს
წერტილი მოთავსებულია გულმკერდის ძვლიდან მარცხნივ 8
სმ-ში მეხუთა ნეკნთაშუა სივრცის გადაკვეთის ადგილზე.
ხანდაზმული ადამიანის გულის ზომების გაფართოების გამო ,
მწვერვალის გადანაცვლება ხდება უფრო მარცხნივ, ვიდრე
ჯანმრთელ ადამიანში. ოთხ წლამდე ასაკის ბავშვებში
მწვერვალი მოთავსებულია ლავიწის შუა ხაზის მარცხნივ. 4-6
წლამდე გულის მწვერვალი მოთავსებულია ზუსტად ლავიწის
შუა ხაზზე. 7-9 წლამდე პულსის დათვლა შესაძლებელია
მეოთხე ან მეხუთე ნეკნთაშუა სივრცეზე;
 მხრის არტერია – წარმოადგენს იღლიის არტერიის უშუალო
გაგრძელებას. იწყება მკერდის დიდი კუნთის ქვემო
ნაპირიდან, წვება ნისკარტ-მხრის კუნთის წინ, შემდეგ ორთავა
კუნთის მედიალურ ღარში მიემართება ქვემოთ, აღწევს
იდაყვის ფოსოს. მხრის არტერიაზე პულსის შეფასება
შესაძლებელია ბიცეფსის კუნთის შიდა ზედაპირზე იდაყვის
სახსრის შუა ხაზზე;
პულსზე დაკვირვება
 ბარძაყის არტერია - გადის საზარდულის იოგის გასწვრივ;
 მუხლქვეშა არტერიის პროექციაზე;
 დიდი წვივის უკანა არტერია – წარმოადგენს მუხლქვეშა
არტერიის ტოტს. წვივის უკანა ზედაპირზე ეშვება ქვემოთ .
მიემართება რა ქვემოთ და მცირედით მედიალურად, დიდი
წვივის უკანა არტერია აღწევს მედიალურ გოჯს, რომელსაც
შემოუვლის უკნიდან;
 ტერფის დორსალური არტერია – მიემართება ტერფის
ზურგზე, ექცევა ფეხის ცერის გრძელ გამშლელ კუნთსა და
ფეხის ცერის მოკლე გამშლელ კუნთს შორის; აღწევს წინა
ტერფის I და II ძვალთაშუა სივრცეს და იყოფა: ტერფძირის
ღრმა ტოტად – და წინა ტერფის პირველ დორსალურ
არტერიად.
 მოზრდილ ადამიანებში ყველაზე ხშირად ვიყენებთ სხივის
არტერიის წერტილს, რადგან უმეტეს ადამიანებში პულსაციის
პოვნა ამ წერტილში შედარებით მარტივია.
 არასდროს დააწვეთ ორივე საუღლე არტერიას
ერთდროულად, რადგან შესაძლებელია გამოვიწვიოთ
სისხლის წნევისა და პულსის სიხშირის შემცირება.
პულსის შეფასება
პულსის ადგილი რატომ ვიყენებთ
საფეთქელი ვიყენებთ მაშინ, როცა სხივის არტერიაზე ვერ ფასდება
პულსის სიხშირე

საძილე • გამოიყენება გულის გაჩერების და შოკის დროს;


• ფასდება თავის ტვინის სისხლმომარაგება;

აპიკალი • რუტინულად გამოიყენება ახალშობილებსა და ბავშვებში


>3 წლის;
• გამოიყენება სხივის არტერიაზე პულსის სიხშირის
შესაბამისობისას;

მხარი • გამოიყენება წნევის გასაზომად;


• გამოიყენება ახალშობილებში გულის გაჩერების დროს;

სხივი მარტივად მოსაძებნია

ბარძაყი • გამოიყენება გულის გაჩერების დროს/შოკის დროს;


• ქვედა კიდურების სისხლმომარაგების შესაფასებლად;

მუხლქვეშა ქვედა კიდურების სისხლმომარაგების შესაფასებლად

დიდი წვივის უკანა არტერია გამოიყენება ტერფის სისხლმომარაგების შესაფასებლად

ტერფის დორსალური ნაწილი გამოიყენება ტერფის სისხლმომარაგების შესაფასებლად


დაკვირვება პულსზე
 პულსის შეფასება ვაკვირგებით:
• პალპაციას ვასრულებთ ხელის II, III, IV თითის
ბალიშების საშუალებით, მსუბუქი ძალისმიერი
დაწოლით. ზედმეტი დაწოლის შემთხვევაში პულსი
შესაძლებელია საერთოდ არ იგრძნობოდეს ან • სიხშირეს
პირიქით.
• რიტმულობას
• აუცილებელია პულსის შეფასებამდე პაციენტი თავს
გრძნობდეს კომფორტულად. • მოცულობას
 გასათვალისწინებელია: • არტერიის კედლის ელასტიურობას
 არ შევაფასოთ საკვების, ნიკოტინის,ალკოჰოლის ან
მედიკამენტის მიღებისთანავე; • ბილატერალურად ერთნაირია თუ არა
 მძიმე ფიზიკური,გონებრივი თუ ემოციური დატვირთვის ეს მონაცემები.
დროს;
 მასაჟის, ჰიგიენური პროცედურების, გარემოს
ტემპერატურის მკვეთრი მერყეობისას;
• ნებისმიერი მდგომარეობისას, რამაც შეიძლება
გამოიწვიოს გულისცემის სიხშირის შეცვლა;
• პაციენტის პოზიციონირებისთანავე. მისი სწრაფად
შეცვლის დროს შესაძლებელია შეიცვალოს სისხლის
ნაკადის მოცულობა და აუტონომიური ნერვული
სისტემის აქტივობა.
 1 თვემდე ახალშობილბი 100- 165 დარტ/წ;
 ახალშობილი 1თვიდან წლამდე 90-160 დარტ/წ;
 ბავშვი ( 1წლიდან 2 წლამდე) 85- 140 დარტ/წ;
 სკოლანდელი ასაკი (2დან 5წლამდე) 80-120 დარტ/წ;
 სკოლის ასაკი ( 5დან 9 წლამდე) 75-110 დარტ/წ;
 პრე მოზარდული პერიოდი ( 9დან - 11წლამე) 70- 110 დარტ/წ;
 მოზარდი( 12დან- 16წლამდე) 65-100 დარტ/წ;
 ხრდასრული(16წელს ზემოთ) 60-95 დარტ/წ.
დაკვირვება პულსზე
 პულსის სიხშირის ცვლილება  პულსის სიხშირის ცვლილება
• ტაქიკარდია ‒ ვითარდება მაშინ, როდესაც • ბრადიკარდია ‒ ვითარდება მაშინ, როდესაც გულის
გულისცემის სიხშირე >100 დარტყმა/წთ. ცემის სიხშირე <60 დარტყმა/წთ. იმ შემთხვევაში თუ
პაციენტს აქვს ან ტაქიკარდია ან ბრადიკარდია,
 ფიზიოლოგიური ფაქტორები: აუცილებელია ასევე აპიკალური პულსის შეფასება .
ფიზიკური დატვირთვა;  ფიზიოლოგიურად ძილის და მოსვენების დროს
ბრადიკარდია ნორმალური მოვლენაა;
სხეულის t მატება;
 ბრადიკარდიას შეიძლება არც ახლდეს კლინიკური
მღელვარება; რაიმე გამოვლინება, ან ჩივილები ლავირებდეს
ნიკოტინი; ისეთ ფარგლებში, როგორიცაა ადვილად დაღლა,
ზოგადი საერთო სისუსტე, თავბრუსხვევა, ცივი
ნარკოტიკი; ოფლი, არტერიული წნევის მკვეთრი ცვალებადობა,
სინკოპე.
კოფეინი;
 პათოლოგიური ცვლილებები დაკავშირებულია:
ზოგიერთი მედიკამენტი; მიოკარდიუმის ინფარქტთან;
 პათოლოგიური ცვლილებები; სხვადასხვა გენეზის მიოკარდიტთან;
გულ-სისხლძარღვთა დაავადებები; ქალასშიდა წნევა;
მეტაბოლური და ენდოკრინული დარღვევები ; ვირუსულ და ინფექციურ დაავადებებთან;
ინტროქსიკაცია; ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითებასთან ;
დეჰიდრატაცია;
 ახასიათებს არტერიული წნევის დაქვეითება ,
ჰიპოქსია, ორგანოებისა და ქსოვილების
პერფუზიის შემცირება.
დაკვირვება პულსზე
 პულსის რითმულობა გულისხმობს პულსური ტალღების  არითმიისთვის დამახასიათებელი სიმპტომები:
სიმაღლისა და მათ შორის ინტერვალების თანაბრობას. ამ • გამოტოვებული გულისცემის შეგრძნება
თვისებათაგან ერთ-ერთის უწესრიგობა პულსის არითმიას • მკერდში ჩხვლეტა
მოასწავევს. • თავბრუსხვევა ან გაბრუების შეგრძნება
 არითმია პათოლოგიური მდგომარეობაა, რაც გულის ცემის
• ჰაერის უკმარისობა
რითმის დარღვევას ნიშნავს. არითმიის დროს პულსი
შეიძლება იყოს აჩქარებული, შენელებული ან რითმიდან • გულმკერდის ტკივილი/დისკომფორტი ან
ამოვარდნილი შეკუმშვებით; შებოჭილობა
 გულის არითმია ვითარდება, როცა ელექტრული • სისუსტე ან დაღლილობა (ძლიერი დაღლილობის
იმპულსები, რაც იწვევს გულის შეკუმშვას, ფუნქციონირებს შეგრძნება)
არასწორად და აიძულებს გულს იმუშაოს ძალიან სწრაფად • შფოთი
ან ძალიან ნელა, არარეგულარულად ან არარითმულად .
• ბუნდოვანი ხედვა
 გულის რითმის ცვლილების მაპროვოცირებელი
ფაქტორებია:  რისკ ფაქტორები
• მაღალი არტერიული წნევა • ასაკი - არითმიის ჩამოყალიბების შანსი იზრდება
• გულის იშემიური დაავადებები ასაკის მატებასთან ერთად;
• კარდიომიოპათიები • გენეტიკური ფაქტორი;
• ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიები • ცხოვრების წესი - ალკოჰოლი, თამბაქო და
• შაქრიანი დიაბეტი ნარკოტიკი;.
• თამბაქოს, ალკოჰოლისა და ყავის/კოფეინის მოხმარება , • ჰაერის დაბინძურება;
• ძლიერი სტრესი • ჯანმრთელობის მდგომარეობა - მაღალი
• ზოგი მედიკამენტის ჭარბი დოზით მიღება არტერიული წნევა, დიაბეტი, დაბალი შაქარი
• სისხლში ელექტროლიტების დეფიციტი სისხლში, სიმსუქნე, ძილის აპნოე და აუტოიმუნური
დარღვევები, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიოს
გულის რითმის პრობლემები.
არითმიის ფორმები
 სუთქვითი არითმია-ჩასუნთქვისას პულსი ხშირდება, ხოლო ამოსუნთქვისას იშვიათდება, რაც
შეიძლება არ ჩაითვალოს ცვლილებად;
 ბრადიარითმია - ელექტრონული იმპულსების წარმოშობის ან გამტარიანობის დარღვევა;
 ტაქიარითმია
 მოციმციმე არითმია - აღინიშნება პულსის ტალღების არათანაბარი სიდიდე და ინტერვალების
არათანა-ბრიობა. რა დროსაც ხშირია პულსის დეფიციტი(ნაკლებობა). გულის კუნთის ყოველი
შეკუნმშვა იმდენად სუსტია, რომ პულსური ტალღა ვერ აღწევს პერიფერიულ არტერიებამდე და არც
ისინჯება. პულსის დეფიციტის ქვეშ ვგულისხმობთ მოჩვენებით ბრადიკარდიას, რომელიც
წარმოიქმნება გულის კუნთის არასაკმარისი შეკუმშვით;
 ექსტრასისტოლური არითმია, ესაა რითმის გარეშე გულის ნაადრევი შეკუმშვა. გამოწვეულია გულის
კუნთის რომელსამე ნაწილში წარმოშობილი აგზნებით. ექსტრასისტოლის დროს გულის ორ მორიგ
შეკუმშვას შორის დამატებითი სისტოლა- ექსტრასისტოლა წარმოიქმნება, შედეგად პაუზა შედარებით
ხანგრძლივია და მას კომპენსაციური პაუზა ეწოდება;
 ბიგიმენია- ორ დარტყმიანი პულსი, ყოველ სისტოლას თან სდევს ექსტრასისტოლა. შედარებით
გრძელი საკომპენსაციო პაუზა, რომელიც მოსდევს ნორმალურ სისტოლას და ექსტრასისტოლის
მონაცვლეობის შედეგად გულის ორჯერ სწრაფ შეკუმშვას;
პულსის შეფასება სხვადასხვა ასაკის შემთხვევაში

ახალშობილი
• უნდა შეფასდეს ახალშობილისა და 3 წლამდე ბავშვების აპიკალური პულსი და მისი რიტმულობა.
• დააწვინეთ ბავშვი ზურგზე და აპიკალური პულსი გაზომეთ იმ პერიოდში, როცა ხდება სხეულის
ტემპერატურას შეფასება. რადგან თუ ბავშვმა ტირილი დაიწყო, ეს აუცილებლად შეცვლის
მონაცემებს (ტირილის დროს პულსის სიხშირე იმატებს);
• აპიკალური პულსის განსასაზღვრად გამოიყენეთ მეოთხე ინტერკოსტალური სივრცე;
• ბავშვებში პულსის შესაფასებლად ყველაზე კარგი წერტილებია მხრის არტერიის, ტერფის და
საზარდულის მიდამო;
 ახალშობილებს შესაძლებელია ჰქონდეთ გულის შუილები, რაც ყოველთვის პათოლოგიას არ
ნიშნავს.
 ბავშვები
• პერიფერიული პულსის შეფასებისას უზრუნველყავით რომ მშობელი იყოს მასთან ახლოს . ეს შეამცირებს ბავშვის
გაღიზიანებას;
• შეაფასეთ აპიკალური პულსი დაწოლილი ან დამჯდარ პოზიციაში ;
• სათამაშოების გამოყენებით გაართეთ ბავშვი, ისე რომ რომ სტეტოსკოპის გამოყენების უფლება მოგცეთ ;
• სკოლამდელი ასაკის ბავშვებში გულის მწვერვალი მოთავსებულია მეოთხე ინტერკოსტალურ სივრცეში , ხოლო
ბავშვებში 7 წლიდან ‒ მეხუთე ინტერკოსტალურ სივრცეში;
• აპიკალური პულსის მოსასმენი წერტილია მედიოკლავიკულარ ხაზსა და აქსილარულ ხაზს შორის ;
• განსაზღვრეთ პულსი ყველა ჩასატარებელ პროცედურაზე ადრე , რადგან თავიდან ავიცილოთ სტრესით
გამოწვეული პულსის აჩქარებული მაჩვენებელი;

 იმ შემთხვევაში თუ პაციენტს აქვს ტრემორი, მაჯაზე პულსის დათვლა გაძნელდება ;


 მოზრდილ ადამიანებში, რომელთაც აქვთ შემცირებული გულის წუთმოცულობა , გულის სარქვლოვანი
დაავადებები, არითმიები, აპიკალური პულსი განსაკუთრებული სიზუსტით უნდა შეფასდეს ;
 გერიატრიულ ასაკში მცირდება პერიფერიული სისხლმომარაგება . ამიტომაც საჭიროა ტერფზე პულსის
მახასიათებლის, სიხშირისა და რეგულარობის შეფასება ;
 გერიატრიულ ასაკში ფიზიკური დატვირთვის შემდეგ მომატებული პულსის სიხშირე ნელა უბრუნდება საწყისს
მაჩვენებელს ახალგაზრდებთან შედარებით .
აპიკალური პულსი

 შეფასება ნაჩვენებია როცა პერიფერიული პულსი არარეგულარულია


ან ვერ ხდება შეფასება.
 რეკომენდირებულია აპიკალური პულსის შეფასდეს მანამ, სანამ
პაციენტი მიიღებს ისეთ მედიკამენტს, რომელმაც შესაძლოა
გამოიწვიოს გულისცემის სიხშირის ცვლილება.
 პულსის შესაფასებლად აპიკალური წერტილი კარგად გამოიყენება
ახალშობილებში და ბავშვებში 2- 3 წლამდე.
 აპიკალურ-რადიალური პულსის შეფასება საჭირო ხდება იმ
პაციენტებში, რომელთაც დიაგნოსტირებული აქვს გარკვეული ტიპის
კარდიოვასკულარული დაავადებები. ნორმაში ეს ორი მაჩვენებელი
ერთმანეთის ტოლია. იმ შემთხვევაში, როცა აპიკალური პულსის
სიხშირე მეტია რადიალურ პულსზე, გულიდან სისხლის ნაკადის
გადმორტყორცნა პერიფერიაზე შესუსტებულია და შესაბამისად
პულსი უფრო ნაკლებია სხივის არტერიაზე. ამ მდგომარეობის
მიზეზად შეიძლება სისხლძარღვოვანი დაავადება ჩაითვალოს.
ნებისმიერ გადახრაა ამ ორ მაჩვენებელს შორის ახასიათებენ,
როგორც პულსის დეფიციტს.

You might also like