You are on page 1of 37

პროცედურული

სედაცია/ანალგეზია
პროცედურული სედაცია/ანალგეზია

მიზნები
• უსაფრთხო სედაცია/ანალგეზიის უზრუნველყოფა
• უარყოფითი ფიზიოლოგიური პასუხის დაქვეითება
• პროცედურის გაადვილება შემდეგის მიღწევით:
- პროცედურასთან დაკავშირებული ტკივილის მინიმუმამდე დაყვანა
- შიშისა და შფოთვის მინიმუმამდე დაყვანა
- ქცევის მართვა
- ამნეზიის უზრუნველყოფა
პროცედურული სედაცია/ანალგეზია

პროცედურული სედაცია/ანალგეზიის ჩვენებები


• მოტეხილობის და ამოვარდნილობის გასწორება
• უცხო სხეულის მოცილება
• ჭრილობის გაკერვა
• ენდოსკოპია
• CT, MRI
• გინეკოლოგიური გასინჯვა
• ინვაზიური პროცედურები
- ლუმბალური პუნქცია
- აბსცესის დრენირება
- ცენტრალური ვენის კათეტერიზაცია
- არტერიის კათეტერიზაცია
- გულმკერდის დრენირება
- ძვლის ტვინის ასპირაცია
პროცედურული სედაცია/ანალგეზია

პროცედურული სედაცია/ანალგეზიის განმხორციელებელს უნდა ჰქონდეს შემდეგი


კომპეტენციები:
• ფლობდეს სედაციის სხვადასხვა მეთოდებს
• შეეძლოს შესაფერისი მონიტორინგის განხორციელება
• მოახდინოს რეაგირება გართულებებზე
• შეეძლოს არსებული ანტიდოტების გამოყენება
• სულ მცირე შეეძლოს ბაზისური გულ-ფილტვის რეანიმაციის ჩატარება
პროცედურული სედაცია/ანალგეზია

პროცედურული სედაცია/ანალგეზიის განმხორციელებლის პასუხისმგებლობები


• ინფორმირებული თანხმობის მიღება
• პროცედურამდე პაციენტის შეფასება
• შეფასების მონაცემების სათანადო დოკუმენტაცია
• ანესთეზიის განყოფილებაში პაციენტის გადაყვანა საჭიროებისას
• მედიკამენტების შეყვანა
• პაციენტის მონიტორინგი
• ადგილზე დარჩენა პროცედურის მსვლელობის და პაციენტის გამოღვიძების
მთელი პერიოდის განმავლობაში
• პაციენტის გაწერის უზრუნველყოფა
პროცედურული სედაცია/ანალგეზია

დოკუმენტაცია
• ASA კლასიფიკაცია
• სასუნთქი გზების კლასიფიკაცია
• ფიზიკური შეფასება
• ლაბორატორული შედეგები
Copyrights apply
პროცედურული სედაცია/ანალგეზია

სასუნთქი გზების კლასიფიკაცია მალამპატის მიხედვით


პროცედურული სედაცია/ანალგეზია

მინიმალური სედაცია (ანქსიოლიზი)


• მედიკამენტებით მიღწეული მდგომარეობა, რომლის დროსაც პაციენტი
პასუხობს ნორმალურად ვერბალურ ბრძანებებზე. შემეცნება და კოორდინაცია
შეიძლება იყოს დარღვეული, მაგრამ რესპირატორული და გულ-სისხლძაღვთა
ფუნქცია შენარჩუნებულია
პროცედურული სედაცია/ანალგეზია

ზომიერი სედაცია
• მედიკამენტებით მიღწეული ცნობიერების დაქვეითება, როდესაც პაციენტის
ადვილად გამოღვიძება ვერ ხერხდება, მაგრამ ის პასუხობს განმეორებით ან
მტკივნეულ სტიმულაციაზე. სასუნთქი გზების გამავლობის უზრუნველსაყოფად
არ არის საჭირო ჩარევა და სპონტანური ვენტილაცია ადექვატურია. გულ-
სისხლძარღვთა ფუნქცია შენარჩუნებულია
პროცედურული სედაცია/ანალგეზია

ღრმა სედაცია
• მედიკამენტებით მიღწეული ცნობიერების დაქვეითება, როდესაც პაციენტის
ადვილად გამოღვიძება ვერ ხერხდება, მაგრამ ის პასუხობს განმეორებით ან
მტკივნეულ სტიმულაციაზე. რესპირატორული ფუნქციის შენარჩუნების უნარი
შეიძლება იყოს დარღვეული. პაციენტს შეიძლება ესაჭიროებოდეს დახმარება
სასუნთქი გზების გამავლობის უზრუნველსაყოფად და სპონტანური სუნთქვა
შეიძლება იყოს არაადექვატური, გულ-სისხლძარღვთა ფუნქცია
შენარჩუნებულია
პროცედურული სედაცია/ანალგეზია

სედაცია/ანალგეზიისთვის ყველაზე ხშირად გამოყენებული მედიკამენტები


• ბენზოდიაზეპინები
• ოპიოიდები
• სედაციურ-ჰიპნოზური საშუალებები
• ნეიროლეფსიური საშუალებები
• საანესთეზიო საშუალებები
პროცედურული სედაცია/ანალგეზია

სედაცია/ანალგეზიისთვის გამოყენებული პრეპარატების მიმართ წაყენებული


მოთხოვნები
• ხანმოკლე მოქმედება
• კუმულაციური ეფექტების არარსებობა
• სწრაფი გამოღვიძების ხელშეწყობა
• მინიმალური გვერდითი ეფექტები
• ნარჩენი ანალგეზია

სამწუხაროდ არც ერთი ფარმაკოლოგიური აგენტი არ აკმაყოფილებს ყველა


მოთხოვნას. უხშირესად საჭირო ხდება მედიკამენტების კომბინირება
პროცედურული სედაცია/ანალგეზია

ბენზოდიაზეპინები
• აძლიერებენ ნეიროინჰიბიტორ GABA ეფექტებს, რაც იძლევა ანტიკონვულსიურ,
ამნეზიურ და სედაციურ ეფექტებს
• ემსგავსება გლიცინის ინჰიბიტორულ მოქმედებას, რაც იწვევს კუნთების
რელაქსაციას და ანქსიოლიზს
• ზემოქმედებას ახდენს ლიმბურ სისტემაზე, თალამუსზე და ჰიპოთალამუსზე
პროცედურული სედაცია/ანალგეზია

ბენზოდიაზეპინების გამოყენების ჩვენებები:


• შფოთვა
• უძილობა
• კრუნჩხვა
• კუნთების რელაქსაცია
• ზოგადი ანესთეზიის ინდუქცია
• პრეოპერაციული სედაცია
• სედაცია შენახული ცნობიერებით
• ალკოჰოლის მოხსნის ეფექტი
პროცედურული სედაცია/ანალგეზია

ყველაზე ხშირად გამოყენებული ბენზოდიაზეპინები:


• დიაზეპამი
• ლორაზეპამი
• მიდაზოლამი
პროცედურული სედაცია/ანალგეზია

ბენზოდიაზეპინები
• არ გააჩნია ანალგეზიური თვისებები
• სედაციური პრეპარატებისა და ოპიოიდების კომბინირების დროს მიიღება
სინერგიული მოქმედება
• ერთდროული გამოყენების დროს რეკომენდებულია ბენზოდიაზეპინების და
ოპიოიდების დოზის 1/3 შემცირება
პროცედურული სედაცია/ანალგეზია

ბენზოდიაზეპინების გვერდითი ეფექტები


• რესპირატორული
- სუნთქვის დათრგუნვა, აპნოე, სუნთქვის გაჩერება (განსაკუთრებით
მიდაზოლამი)
• გულ-სისხლძარღვთა
- დიაზეპამი: სისტემური სისხლძარღვოვანი რეზისტენტობის და გულის
წუთმოცულობის დაქვეითება
- მიდაზოლამი: ჰიპოტენზია და ბრადიკარდია
• ცნს
- დიაზეპამი: ძილიანობა, კონფუზია, აბნეული მეტყველება, სინკოპე
- დიაზეპამი: აგზნება, მომატებული მგრძნობელობა, უნებლიე მოძრაობა
პროცედურული სედაცია/ანალგეზია

მიდაზოლამი
• მოქმედების სწრაფი დაწყება
• ხანმოკლე მოქმედება 20-30 წუთი
• დოზა
- IV: 0.1 მგ/კგ; მაქსიმუმ 5 მგ; მოქმედების დაწყება 2-3 წუთი
- ორალური: 0.5 მგ/კგ; მოქმედების დაწყება 20-25 წუთი
- ინტრანაზალური: 0.4 მგ/კგ; მოქმედების დაწყება 15-20 წუთი
- რექტალური: 0.5 მგ/კგ; მოქმედების დაწყება 5-10 წუთი
პროცედურული სედაცია/ანალგეზია

ოპიოიდები
• უზრუნველყოფს ანალგეზიას და სედაციის გარკვეულ დონეს
• ხასიათის და გარემოს აღქმის ცვლილება
• შეიძლება დათრგუნოს ხველის რეფლექსი
პროცედურული სედაცია/ანალგეზია

ყველაზე ხშირად გამოყენებული ოპიოიდები


• მორფინი
• ჰიდრომორფონი
• მეპერიდინი
• ფენტანილი
პროცედურული სედაცია/ანალგეზია

მეპერიდინი (პეტიდინი)
• სინთეზური ოპიოიდი
• სიფრთხილით გამოიყენება თირკმლის/ღვიძლის დაავადებების და კრუნჩხვის
დროს, რაც განპირობებულია აქტიური მეტაბოლიტის მორმეპერიდინის
დაგროვებით
• დოზა: 0.5-2 მგ/კგ IV, განმეორებითი შეყვანა საჭიროებისას
• არ გამოიყენება პედიატრიულ პაციენტებში
პროცედურული სედაცია/ანალგეზია

ფენტანილი
• სინთეზური ოპიოიდი
• 100-ჯერ ძლიერის ვიდრე მორფინი
• სწრაფი შეყვანისას შეიძლება გამოიწვიოს გულმკერდის კედლის და ხორხის
რიგიდობა, რაც აძნელებს მანუალურ ვენტილაციას
• შეყვანის გზა: IV
• მოქმედების დაწყება: 1-3 წუთი
• მოქმედების ხანგრძლივობა 30-60 წუთი
• დოზა: 2-5 მკგ/კგ/დოზა
პროცედურული სედაცია/ანალგეზია

მორფინი
• მოქმედების დაწყება: 3-5 წუთი
• მოქმედების ხანგრძლივობა: 4-6 სთ
• ჰისტამინის გამოთავისუფლება
• დოზა: 0.1-0.2 მგ/კგ IV

24
პროცედურული სედაცია/ანალგეზია

პროპოფოლი (დიპრივანი)
• ახასიათებს ფართო გავრცელება და გამოიყოფა ორგანიზმიდან ღვიძლის და
პულმონარული გზით
• არ არის საჭირო დოზის შეცვლა ღვიძლის/თირკმლის დაავადებების დროს
• ჰიპოტენზიის თავიდან ასაცილებლად რეკომენდებულია დოზის შემცირება
ჰიპოტენზიურ პაციენტებში და სხვა სედაციურ/ნარკოტიკურ საშუალებებთან
კომბინაციის დროს
• ხელს უწყობს ბაქტერიების ზრდას, ამიტომ საჭიროა განადგურდეს გახსნიდან 6
სთ-ის შემდეგ
პროცედურული სედაცია/ანალგეზია

პროპოფოლი (დიპრივანი)
• ხანმოკლე მოქმედების არაოპიოიდური სედაციურ-ჰიპნოზური საშუალება
• დოზა: 1-2 მგ/კგ IV 1-2 წუთის განმავლობაში, რომელსაც მოსდევს ინფუზია 6
მგ/კგ/სთ
• მოქმედების ხანგრძლივობა: 8-10 წუთი
• გვერდითი ეფექტები
- ღრმა სედაცია
- კარდიორესპირატორული დეპრესია
- ტკივილი შეყვანის დროს
- უკუნაჩვენებია პრეპარატზე მომატებული მგრძნობელობის დროს
პროცედურული სედაცია/ანალგეზია

კეტამინი
• სედაცია
• ამნეზია
• ანალგეზია
• ზოგადი ანესთეზია
პროცედურული სედაცია/ანალგეზია

კეტამინი
• მოქმედების დაწყება: 45-60 წამი IV შეყვანისას
• მოქმედების ხანგრძლივობა: 10-20 წუთი
• ძლიერი ბრონქოდილატატორი
• IV დოზა: 1-2 მგ/კგ

28
პროცედურული სედაცია/ანალგეზია

კეტამინის გვერდითი ეფექტები


• ცნს: ჰალუცინაციები, დელირიუმი, ტრემორი, ინტრაკრანიული წნევის
მომატება
• გულ-სისხლძარღვთა: არტერიული წნევის მომატება, ტაქიკარდია
• რესპირატორული: მომატებული სეკრეტი სასუნთქ გზებში. შესაძლებელია
ატროპინის წინასწარ შეყვანა
პროცედურული სედაცია/ანალგეზია

კეტამინის უკუჩვენებები
• ჰიპერტენზია, გულის უკმარისობა, გულ-სისხლძარღვთა დაავადებები
• მომატებული ინტრაკრანიული წნევა
• მომატებული ინტრააბდომინური წნევა
• მომატებული ინტრაოკულური წნევა
• მწვავე ფსიქიატრიული დაავადება
• თირეოტოქსიკოზი
პროცედურული სედაცია/ანალგეზია

გამანეიტრალებელი აგენტები - ნალოქსონი


• ოპიოიდების ანტაგონისტი
• ანეიტრალებს ოპიოიდების ყველა ეფექტს, მათ შორის ანალგეზიას
• შეყვანის გზები: IV, IM, SC
- ტიტრაცია 0.01-0.1 მგ/კგ სასურველ ეფექტამდე
- გამეორება შესაძლებელია ყოველ 2-3 წუთში
• მოქმედების დაწყება: 1-2 წუთი
• მოქმედების ხანგრძლივობა: 20-60 წუთი
პროცედურული სედაცია/ანალგეზია

გამანეიტრალებელი აგენტები - ფლუმაზენილი


• ანეიტრალებს ბენზოდიაზეპინების ეფექტებს
• შეყვანის გზები: IV, IM
- დოზა: 0.01-0.2 მგ/კგ; მაქსიმალური დოზა 0.2 მგ. შესაძლებელია ½ დოზის
გამეორება ყოველ 1 წუთში
• მოქმედების დაწყება: 1-5 წუთი
• მოქმედების ხანგრძლივობა: 20-60 წუთი
პროცედურული სედაცია/ანალგეზია

მონიტორინგი/აღჭურვილობა - SOAPME
• S – საქაჩი აპარატი და სხვადასხვა ზომის საქაჩი კათეტერები
• O – ჟანგბადის წყარო
• A – სასუნთქი გზების მართვის მოწყობილობები
• P – ფარმაკოლოგიური საშუალებები - ყველა სარეანიმაციო მედიკამენტი,
სედაციური საშუალებები და ანტაგონისტები
• M - მონიტორები (სასიცოცხლო მაჩვენებლები, ამოსუნთქვის ბოლოს CO2
მონიტორი, ეკგ, არაინვაზიური არტერიული წნევის მონიტორი)
• E – დამატებითი აღჭურვილობა (დეფიბრილატორი და სხვა)

- მჭიდრო მონიტორინგი მნიშვნელოვანია ზედოზირების და სხვა პოტენციური


გართულებების თავიდან ასაცილებლად
პროცედურული სედაცია/ანალგეზია

სუნთქვის დათრგუნვა და ჰიპოვენტილაცია


• ვლინდება:
- ჟანგბადის სატურაციის დაქვეითებით
- სუნთქვის სიხშირის და სიღრმის დაქვეითებით
• მკურნალობა
- ჩაატარეთ პაციენტის სტიმულაცია
- გახსენით სასუნთქი გზები
- მიაწოდეთ ჟანგბადი
- უეფექტობის შემთხვევაში ჩაატარეთ ვენტილაცია ნიღბით და ტომრით.
უეფექტობის დროს ან აპნოეს განვითარების დროს ჩაატარეთ ინტუბაცია
პროცედურული სედაცია/ანალგეზია

გულ-სისხლძარღვთა სისტემის გართულებები


• არითმიები
- სწრაფი ამოცნობა და მკურნალობა შესაბამისი ალგორითმის მიხედვით
• ჰიპოტენზიის მკურნალობა
- IV ხსნარების შეყვანა
- ჟანგბადის მიწოდება
- ვაზოპრესორების შეყვანა
პროცედურული სედაცია/ანალგეზია

ანესთეზიოლოგის კონსულტაცია
• მოზრდილი პაციენტი ASA III ან მეტი
• პედიატრიული პაციენტი ASA IV ან მეტი
• პაციენტი სასუნთქი გზების პრობლემებით
• წინა სედაციასთან/ანალგეზიასთან დაკავშირებული პრობლემები
• პაციენტი ASA I ან მეტი დიაგნოსტიკური და/ან თერაპიული პროცედურების
დროს, როდესაც ექიმს არ შეუძლია პროცედურული სედაცია/ანალგეზიის
ჩატარების კომპეტენციები
პროცედურული სედაცია/ანალგეზია

გაწერის კრიტერიუმები
• პროცედურა უნდა იყოს საკმარისად დაბალი რისკის, რომ გართულებების
დამატებითი მონიტორინგის საჭიროება არ არსებობს
• სიმპტომები, როგორიცაა ტკივილი, გაბრუება და გულისრევა კარგად
კონტროლირებულია
• სასიცოცხლო ნიშნები, რესპირატორული და გულ-სისხლძარღვთა ფუნქცია
სტაბილურია
• ცნობიერება და მდგომარეობა უბრუნდება იმ დონეს, როდესაც პაციენტს არ
ესაჭიროება გარეშე პირის დახმარება
• პაციენტი არ უნდა დარჩეს მარტო სულ მცირე რამდენიმე საათის განმავლობაში

You might also like