You are on page 1of 16

სწორი ნაწლავის ატრეზია

კურსი : VI
ჯგუფი : 9
ნიკა ბრეგვაძე
სწორი ნაწლავისა და ყითას
განვითარება დაკავშირებულია კლოაკის
გარდაქმნასთან.კლოაკა წარმაოდგენს
საერთო ღრუს,სადაც თავდაპირველად
იხსნება უკანა ნაწლავის საშარდე და
სასქესო გზები.მას აქვს ბრმა პარკის სახე
და გარედან დაფარულია კლოაკის
აპკით. ემრიონის განვითარების მე-4
კვირიდან კლოაკის შიგნით წარმოიშვება
ფრონტალური ტიხარი,რომელიც ყოფს
მას ვენტრალურ და დორსალურ
ნაწილებად. მე-8 კვირის
ბოლოს,კლოაკის აპკის გარღვევის
შედეგად ეს ორივე ნაწილი იხსნება
ხვრელებით: შარდსასქესო სინუსი-
წინათი (შარდსასქესო ხვრელი), ხოლო
სწორი ნაწლავი–უკანათი (ყითა).
აღნიშნული განვითარების პროცესის
დარღვევა რაიმე მიზეზის გამო
წარმოშობს განვითარების მანკს.
სიხშირე : 5000 დან 1 შემთხვევაში
სწორი ნაწლავისა და ყითას განვითარების
მანკებისთვის მოწოდებულია ა.ლიონუშკინის
კლასიფიკაცია:
ატრეზიები ხვრელ- ხვრელ-მილები ნორმალურად
სრული ატრეზიები ფორმირებული უკანა გასავლის დროს
მილებით
• მიფარებული უკანა გასავალი • სასქესო სისტემაში (საშოს • სასქესო სისტემაში (საშოს
• ყითას ატრეზია კარიბჭეში,საშოში,საშვიოსნოში) კარიბჭეში,საშოში,საშვიოსნოში)
• სწორი ნაწლავის ატრეზია • საშარდე სისტემაში • საშარდე სისტემაში (შარდსადენში,შარდის ბუშტში)
(შარდსადენში,შარდის ბუშტში)
• სწორი ნაწლავისა და ყითას ატრეზია • შორისის არეში
• შორისის არეში

უკანა გასავლის ექტოპია სწორი ნაწლავისა და კლოაკა


ყითას შევიწროვება
• შორისის არეში • ყითას • შარდისბუშტისმიერი
• საშოს კარიბჭეში • სწორი ნაწლავის • საშოსმიერი
• ყითას და სწორი
ნაწლავის
სრული ატრეზიები
კლინიკა და დიაგნოსტიკა.
თუ დროულად არ მოხდება სათანადო
დახმარების აღმოჩენა ბავშვისათვის,
ნაწლავთა გაუვალობის ნიშნები
პროგრესირებს. ხშირდება ღებინება ,
ვითარდება ტოქსიკოზისა და ექსიკოზის
მოვლენები. შორს წასულ შემთხვევაში
დაავადება რთულდება ასპირაციული
პნევმონიითა და პერიტონიტით, რამაც
შეიძლება ბავშვის უეცარი სიკვდილი
გამოიწვიოს!
ატრეზიის დროული გამომჟღავნებისთვის აუცილებელია
დაბადებისთანავე შორისის პროფილაქტიკური გასინჯვა.დიაგნოზი
სიძნელეს არ წარმოადგენს, ვინაიდან ვიზუალურად შეგვიძლია მისი
დანახვა. ლოკალური ცვლილებები დამოკიდებულია ატრეზიის
ფორმაზე. მიფარებული უკანა გასავლის შემთხვევაში მის ადგილას
აღინიშნება გათხელებული კანი აპკის სახით,რომელიც ტირილის ან
ჭინთვის დროს იბერება და მისგან გამოსჭვივის მოწოლილი მეკონიუმი.
სწორი ნაწლავისა და სწორი ნაწლავის
ყითას ატრეზიის დროს იზოლირებული ატრეზიის
ანუსის არეში აღინიშნება დროს უკანა გასავალი
ყრუდ სწორადაა ფორმირებული,
ხოლო დაბრკოლება
დახურული,ჰიპერტოფირე
აღინიშნება
ბული შუა ნაკერის სიღრმეში(ანუსიდან
ამობურცულობა. რამოდენიმე სანტიმეტრში).
ზუსტი დიაგნოსტიკისთვის მოწოდებულია
რენტგენოლოგიური კვლევა ვანგესტინის
მეთოდით,რაც გულისხმობს: ანუსის
საპროექციო არეში მეტალის პატარა
ნაჭრის დამაგრებას,ბავშვის ქვემო
კიდურების ზემოთ და თავის ქვემოთ
მდგომარეობაში ვიღებთ მუცლის ღრუს
მიმოხილვით რენტგენოგრამას ორ
პროექციაში - პირდაპირი და
გვერდითი.მანძილით, რომლითაც
დაშორებულია ატრეზირებული ბოლო
ანუსის საპროექციო არიდან, ვსაზღვრავთ
ატრეზიის სიმაღლეს. აღნიშნული
მეთოდი ინფორმატიულია მხოლოდ
დაბადებიდან 14-16სთ-ის შემდეგ,
ვინაიდან მანამდე აირები ვერ ახერხებენ
ნაწლავის ატრეზირებულ ბოლოში
ჩამოსვლას მასში დიდი რაოდენობით
მეკონიუმის არსებობის გამო.
ატრეზიები ხვრელ-მილებით

ხვრელ-მილოვანი ატრეზიების ფორმების წარმოშობა მიეკუთვნება


ადრეული და მოგვიანებით ემბრიონალური განვითარების
სტადიებს.ხვრელ-მილები შეიძლება იხსნებოდეს სასქესო სისტემაში,
საშარდე სისტემაში და შორისის არეში.
ხვრელ-მილები სასქესო სისტემაში.
• გვხვდება უპირატესად გოგონებში

• უკანა გასავალი არ არსებობს

• სწორი ნაწლავი ხვრელ-მილის


საშუალებით იხსნება მის წინ მდებარე
სასქესო ორგანოებში

• ყველაზე ხშირად საშოს კარიბჭეში

• იშვიათად საშოში.
კლინიკა და დიაგნოსტიკა

დამოკიდებულია მის ლოკალიზაციაზე. ხვრელ-მილის


დიამეტრზე და სიგრძეზე

იმ შემთხვევაში, როდესაც ხვრელ-მილი არის მოკლე და მისი


დიამეტრი ფართე, დასაწყისში ავადმყოფს აღენიშნება
შედარებით თავისუფალი დეფეკაცია
დიაგნოსტიკა არ არის რთული,
ვინაიდან ეს მხოლოდ გარეგანი
დათვალიერებითაც შესაძლებელია.
საბოლოო დიაგნოსტიკა ხდება
რენტგენოლოგიურად-ანუსის
საპროექციო არეში ამაგრებენ
ლითონის პატარა ნაჭერს. მსხვილ
ნაწლავში ფისტულიდან შეყავთ
ბარიუმის ფაფა. ლითონის ნიშანსა
და ატრეზირებულ ბოლოს შორის
მანძილის გაზომვით ადგენენ
ატრეზიის სიმაღლეს.
ხვრელ-მილები საშარდე სისტემაში
• ძირითადად გვხვდება ბიჭებში. კლინიკა და
• აღინიშნება უკანა გასავლის არ დიაგნოსტიკა.
არსებობა და სწორი ნაწლავის • თუ ხვრელ-მილი იხსნება
შეერთება ხვრელ-მილით მის წინ შარდის ბუშტში, აირები და
მდებარე შარდის გამომტან მეკონიუმი შედის მასში,
სისტემასთან. ირევა შარდთან და
მოშარდვის დროს
შეფერილია მწვანედ.
• თუ ხვრელ-მილი იხსნება
შარდსადენში, დასაწყისში
მეკონიუმი გამოიყოფა
თითქმის შეუცვლელი
სახით,ხოლო აირების
გამოსვლა აღინიშნება
მოშარდვის აქტის გარეშეც.
ხვრელ-მილები შორისის არეში
• გვხვდება როგორც ბიჭებში, ასევე გოგონებში.
• ხვრელ-მილი იხსნება შორისის არეში უკანა
გასავლის საპროექციო არის წინ.
• სწორი ნაწლავი უმეტეს შემთხვევაში
განვითარებულია ნორმალურად.
• უკანა გასავალი ფორმირებულია და
მიფარებულია ჰიპერტოფირებული შორისის შუა
ნაკერით.
• გარეთა ხვრელი შეიძლება იხსნებოდეს
უშუალოდ ყითას საპროქციო არის გვერდით, ან
სათესლე პარკის არეში.
მკურნალობა
მანკების კორექცია ხდება
მხოლოდ ოპერაციული
ჩარევით.
დაბალი ატრეზიის დროს
მიმართავენ შორისის მხრიდან
პროქტოპლასტიკას. ატარებენ
განაკვეთს ყითას საპროექციო
არეში,გარეთა სფინქტერის
ცენტრში.შრეობრივად,ძალზე
ფრთხილად მიადგებიან სწორი
ნაწლავის ატრეზირებულ
ბოლოს. გამოყოფენ მას
ირგვლივმდებარე
ქსოვილებიდან და
მობილიზაციის შემდგომ
გამოიტანენ ანალური ხვრელის
გარეთ. ხსნიან, მეკონიუმიდან
დაცლის შემდეგ ჩამოტანილ
ნაწლავის კედელს
ცირკულარულად აკერებენ კანს.
გმადლობთ ყურადღებისთვის !

You might also like