You are on page 1of 2

ფილტვის ტუბერკულოზი

ტუბერკულოზი ბაქტერიული ინფექციაა, რომელსაც ტუბერკულოზის მიკობაქტერია


იწვევს. დაავადება, უპირატესად, ფილტვებში ლოკალიზდება, მაგრამ პროცესში შეიძლება
ჩართული იყოს სხვა ორგანოებიც.

ინფექციის ძირითადი წყარო ადამიანია. ადამიანი მაშინაა გადამდები,


როდესაც ხველისას, დაცემინებისას, საუბრისას გარემოში ბაქტერიებს გამოყოფს. ე.ი.
დაავადება გადაეცემა ჰაერ-წვეთოვანი გზით, თუმცა შესაძლებელია ალიმენტური
(საკვებისმიერი) ან კონტაქტური (კანიდან, ლორწოვანიდან) გზით ინფიცირებაც, რისი
ალბათობაც ნაკლებია.

ჰაერ-წვეთოვანი გადაცემის გზა განაპირობებს პროცესის ლოკალიზაციას სასუნთქ


სისტემაში, ძირითადად, ფილტვებში, თუმცა ზოგჯერ მიკობაქტერია სისხლში მოხვდება და
იქიდან სისხლძარღვებისა და ლიმფური სისტემის საშუაებით მთელს ორგანიზმში
ვრცელდება.

ტუბერკულოზის განვითარებაში გამოყოფენ ორ განსხვავებულ სტადიას:

ინფიცირებას და დაავადებას. ინფიცირებული ადამიანების უმრავლესობას მთელი


სიცოცხლის განმავლობაში არ უნვითარდება კლინიკურად გამოხატული ტუბერკულოზი.
ხოლო ინფიცირების შემდეგ დაავადების ჩამოყალიბება უკვე დამოკიდებულია ადამიანის
ორგანიზმის იმუნური სისტემის მდგომარეობაზე.

ფაქტორები, რომლებიც გავლენას ახდენს იმუნურ სისტემაზე:

 სოციალური: არასრულფასოვანი კვება, ნერვული სტრესი, ცუდი

საყოფაცხოვრებო პირობები, მძიმე ფიზიკური სამუშაო, ნარკომანია და სხვა.

 სამედიცინო: ყველა ქრონიკული დაავადება (შაქრიანი დიაბეტი, კუჭის და 12

გოჯას დაავადება, რევმატული დაავადებები) და შიდსი.

არსებობს ტუბერკულოზური დაავადების ორი თანმიმდევრული პერიოდი:


პირველადი და მეორეული.

პირველადია, როდესაც კლინიკურ-მორფოლოგიური ცვლილებები ყალიბდება


პირველადი ინფიცირების შემდეგ, ხოლო მეორეული ტუბერკულოზი არის ფილტვებში
ტუბერკულოზური კერების ხელახლა გააქტიურების შედეგი.

აქვე მინდა აღვნიშნო, რომ 1982 წლიდან მოყოლებული ყოველი


წლის 24 მარტს აღინიშნება ტუბერკულოზთან ბრძოლის მსოფლიო დღე.
სიმპტომები:
 სუბფებრილური ტემპერატურა
 ოფლიანობა ღამით
 უმადონა
 წონაში დაკლება
 საერთო სისუსტე
 ადვილად დაღლა
 ხველა (სისხლიანი ნახველით)
 სუნთქვის გაძნელება
 სიფერმკრთალე

მკურნალობა:
 ტუბერკულოზის საწინააღმდეგო ქიმიოთერაპია
 წოლითი რეჟიმის დაცვა
 კანის ჰიგიენური დასუფთავება
 ცილებით, ცხიმებითა და ნახშირწყლებით მდიდარი საკვების მიღება
 მედიკამენტებიდან - რიფამპიცინის, სტრეპტომიცინისა და კანამიცინის მიღება
 ინტოქსიკაციის შემთხვევაში - ჰორმონული პრეპარატებით მკურნალობა
 ოპერაციული ჩარევა (თუ ქიმიოთერაპია უშედეგოა)

პროფილაქტიკა:
 ბცჟ ვაქცინაცია - ბცჟ ვაქცინაცია ტარდება ბავშვის დაბადებიდან პირველივე დღეს.
ვაქცინაციის შემდეგ ჩამოყალიბებული იმუნიტეტი ახალშობილს აღენიშNება 5-7
წლის განმავლობაში. ამის შემდეგ საჭიროა რევაქცინაცია, თუმცა არსებობს
რევაქცინაციის უკუჩვენებები.
 ქიმიური პროფილაქტიკა - ტუბერკულოზის საწინააღმდეგო პრეპარატების
გამოყენებას დაავადების თავიდან აცილების მიზნით იმ პირებისთვის, რომლების
იმყოფებიან დაინფიცირების რისკის ქვეშ. ქიმიოპროფიაქტიკა გრძელდება 3 თვე.
 სანიტარული პროფილაქტიკა - გულისხმობს ავადმყოფის საცხოვრებელ კერაში
ჰიგიენისა და სანიტარული ნორმების დაცვას.

You might also like