You are on page 1of 240

დერმატო-ვენეროლოგია

1. გონორეით დაავადებულ ავადმყოფთან სქესობრივ კონტაქტში მყოფ პირზე


ივსება
ა) ვენერული სენით დაავადებულის ამბულატორიული ბარათი
*ბ) ამბულატორიული ავადმყოფის სამედიცინო ბარათი
გ) პროფილაქტიკური გასინჯვის ბარათი
დ) დასკვნითი დიაგნოზის რეგისტრაციის სტატისტიკური ბარათი
ე) დისპანსერული მეთვალყურეობის საკონტროლო ბარათი

2. სიფილისზე აუცილებელ სეროლოგიულ გამოკვლევას ექვემდებარება


ა) ნევროლოგიური ამბულატორიული ავადმყოფები
*ბ) ორსული ქალები
გ) თერაპიული ამბულატორიული ავადმყოფები
დ) ინფექციურ დაავადებათა სტაციონარების ავადმყოფები

3. ტრიქომონიაზით დაავადებულზე ივსება


ა) ვენერული სენით დაავადებულის ამბულატორიული ბარათი
*ბ) ამბულატორიული ავადმყოფის სამედიცინო ბარათი
გ) დისპანსერული დაკვირვების საკონტროლო ბარათი
დ) დასკვნითი დიაგნოზის რეგისტრაციის სტატისტიკური ტალონი

4. ქვემოთ ჩამოთვლილიდან რომელი შეიძლება ჩაითვალოს ავადმყოფის


პროფილაქტიკური მიზნით მომართვად
ა) ავადმყოფის მომართვა შრომის უუნარობის ფურცლის დასახურად
ბ) ეგზემით დაავადებული ავადმყოფის მომართვა გასინჯვის მიზნით
დისპანსერული მეთვალყურეობის დროს
*გ) ქალების მომართვა ხელოვნური აბორტის წინა გამოკვლევისათვის
დ) მიმართვა საექიმო საექსპერტიზო კომისიაზე გასასვლელი
დოკუმენტაციის გაფორმების მიზნით
ე) მიმართვა სანიტარულ-საკურორტო ბარათის გასაფორმებლად

5. მოქალაქე ვენერულ დაავადებაზე შემოწმებას ექვემდებარება, თუ


ა) მეზობელმა განაცხადა, რომ აღნიშნული პირი დადის გარყვნილების
ადგილებში
*ბ) ვენერული სენით დაავადებულის მიერ აღნიშნული პირი დაავადების
"წყაროდ" არის დასახელებული
გ) თანამშრომელმა განაცხადა, რომ აღნიშნული პირი იმყოფებოდა
სამედიცინო გამოსაფხიზლებელ დაწესებულებაში
დ) ყველა შემთხვევაში

6. ანთროპონოზული მიკროსპორიით დაავადებულის სამედიცინო ბარათში


უნდა ჩაიწეროს მონაცემები
*ა) ძმისა და დის შესახებ
ბ) მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის შესახებ, რომელთანაც კონტაქტი
ჰქონდა ავადმყოფს
გ) მისი ძაღლის შესახებ
დ) მისი კატის შესახებ

7. გონორეაზე აუცილებელ გამოკვლევას არ ექვემდებარება


ა) ორსულები
ბ) ავადმყოფები პირველადი უშვილობით
გ) ავადმყოფები მეორადი უშვილობით
*დ) ფსორიაზით დაავადებული ქალები
ე) გონორეით დაავადებულთან კონტაქტში მყოფი ქალები

8. რუბროფიტიით დაავადებულზე ივსება


*ა) ამბულატორიული ავადმყოფის სამედიცინო ბარათი
ბ) სოკოვანი დაავადებით ავადმყოფის სამედიცინო ბარათი
გ) დისპანსერული მეთვალყურეობის საკონტროლო ბარათი
დ) პროფილაქტიკური გასინჯვის ბარათი
ე) ვენავადმყოფის სამედიცინო ბარათი

9. ექიმის მიერ გამოწერილ რეცეპტში წამლის მიღების წესი აღნიშნული


უნდა იყოს შემდეგნაირად
ა) "გარეგანი" საშუალება
ბ) "შინაგანი" საშუალება
*გ) მიეთითოს მიღების დოზა, სიხშირე, დრო და ხანგრძლივობა

10. ქალებისათვის ვენერულ დაავადებათა პროფილაქტიკა არ მოიცავს


ა) მოშარდვას, ხელებისა და სასქესო ორგანოების საპნით დაბანას და
ჰიბიტანის ხსნარით დამუშავებას
*ბ) ანტიბიოტიკების და სულფანილამიდების დანიშვნას
გ) სტერილური დოლბანდის მასალის გამოყენებას

11. დერმატო-ვენეროლოგიაში პროფილაქტიკური მიმდინარეობის განვითარება


გულისხმობს ყველა ქვემოთ ჩამოთვლილს, გარდა
ა) მოსახლეობის სანიტარულ-ჰიგიენური აღზრდის გაუმჯობესება
ბ) ცხოვრების ჯანსაღი წესის, ფიზკულტურისა და სპორტის პროპაგანდის
გაძლიერება
გ) მავნე ჩვევების აღმოფხვრა
*დ) საავადმყოფოების ქსელის გაფართოვება
ე) მასობრივი პროფგასინჯვების გაფართოვება

12. სიფილისით დაავადებულთან კონტაქტში მყოფ პირზე ივსება


*ა) ამბულატორიული ავადმყოფის სამედიცინო ბარათი
ბ) ვენერული ავადმყოფის სამედიცინო ბარათი
გ) პროფგასინჯვის ბარათი
დ) დისპანსერული მეთვალყურეობის ბარათი
ე) დასკვნითი დიაგნოზის რეგისტრაციის სტატისტიკური ტალონი

13. მამაკაცებისათვის ვენდაავადებათა პროფილაქტიკა არ მოიცავს


*ა) ანტიბიოტიკების და სულფანილამიდური პრეპარატების დანიშვნას
ბ) ხელების და სასქესო ორგანოების საპნით დაბანას
გ) ურეთრაში ჰიბიტანის ხსნარის რამდენიმე წვეთის შეყვანას

14. ექიმი დერმატო-ვენეროლოგის პროფილაქტიკური მუშაობის ძირითადი


მიმართულება არ არის
ა) პროფილაქტიკურ გასინჯვებში მონაწილეობა
ბ) საექიმო შრომითი ექსპერტიზის ჩატარება
გ) სანიტარულ-საგანმანათლებლო მუშაობის ჩატარება
დ) დისპანსერული მეთვალყურეობა
*ე) სანატორიულ-კურორტული მკურნალობის ორგანიზება

15. გონორეით დაავადებულ ავადმყოფებზე ივსება


*ა) ამბულატორიული ავადმყოფის სამედიცინო ბარათი
ბ) ვენერული ავადმყოფის სამედიცინო ბარათი
გ) დისპანსერული მეთვალყურეობის საკონტროლო ბარათი
დ) პერიოდული მეთვალყურეობის ბარათი
ე) დასკვნითი დიაგნოზის რეგისტრაციის სტატისტიკური ტალონი

16. პირველი ხანის სიფილისით დაავადებულის სამედიცინო ბარათში უნდა


აღინიშნოს
ა) მონაცემები და-ძმის შესახებ
ბ) მონაცემები მშობლებზე
*გ) მონაცემები მასთან სქესობრივ კონტაქტში მყოფ პირებზე
დ) მონაცემები თანამშრომლების შესახებ

17. სიფილისზე ყოველწლიურ აუცილებელ გასინჯვას ექვემდებარებიან


*ა) კვების პროდუქტების მაღაზიების გამყიდველები
ბ) საკანცელარიო მაღაზიების გამყიდვლები
გ) ბოსტნეულის მაღაზიის დირექტორები
დ) ბოსტნეულის ბაზების საქონელმცოდნეები

18. მიკროსპორიით დაავადებულთან კონტაქტში მყოფ პირზე ივსება


*ა) ამბულატორიული ავადმყოფის სამედიცინო ბარათი
ბ) სოკოვანი დაავადებით ავადმყოფის სამედიცინო ბარათი
გ) პროფილაქტიკური გასინჯვის სამედიცინო ბარათი
დ) დასკვნითი დიაგნოზის რეგისტრაციის სტატისტიკური ტალონი
ე) დისპანსერული დაკვირვების საკონტროლო ბარათი

19. საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის თანახმად რა დაავადებაზე არ


ივსება ფორმა № 089
ა) სიფილისზე
ბ) გონორეაზე
გ) ტრიქომონიაზზე
*დ) ჰერპესზე

20. სიფილისით დაავადებულ თითოეულ ავადმყოფზე ივსება


*ა) ეპიდანალიზის ფორმა №089
ბ) ფორმა №289
გ) სტატისტიკური ფორმა №06
დ) საკონტროლო ბარათი

21. სიფილისით დაავადებული ავადმყოფის კონტაქტებიდან სავალდებულო


შემოწმებას ექვემდებარება
ა) ახლო მეზობლები
ბ) თანამშრომლები
*გ) დაავადების წყარო და სქესობრივი კონტაქტი
დ) ყველა ზემოთ ჩამოთვლილი

22. სიფილისით დაავადებაზე სავალდებულო შემოწმებას ექვემდებარება


ა) პირი, რომელიც ეწყობა სამსახურში
ბ) საზღვარგარეთ წამსვლელი ტურისტი
*გ) ორსულები
დ) ახალდაქორწინებული წყვილი

23. სიფილისის პროფილაქტიკური მკურნალობა არაა აუცილებელი ჩაუტარდეს


ა) სიფილისით დაავადებული დედის ახალშობილს დაბადებისთანავე
ბ) სიფილისით დაავადებული დედის 3 თვემდე ასაკის ბავშვს
*გ) სიფილისით დაავადებული დედის 3 თვეზე მეტი ასაკის ბავშვს
დ) თანდაყოლილი სიფილისით დაავადებულს

24. სიფილისის გადამდებ ფორმად არ ითვლება


ა) მეორე ხანის რეციდიული სიფილისი
*ბ) ნერვული სისტემის სიფილისი
გ) ნაადრევი ფარული სიფილისი
დ) პირველი ხანის სერონეგატიური სიფილისი

25. დერმატოლოგიური დიაგნოზის გაფორმებისას არ ფიქსირდება


ა) ნოზოლოგიური ფორმა
ბ) კლინიკური ფორმა
გ) მიმდინარეობის ხასიათი
დ) პროცესის სტადია
*ე) წინა მკურნალობის ეფექტურობა

26. სპეციფიკური ჰიპოალერგიული დიეტა შეიძლება დაენიშნოთ ავადმყოფებს


ა) ფსორიაზით
*ბ) კვებითი ალერგიით
გ) სკლეროდერმიით
დ) დერმატომიოზიტით

27. არასპეციფიკური ჰიპოსენსიბილიზირება არ ახასიათებს


ა) კორტიკოსტეროიდებს
ბ) ანტიჰისტამინური პრეპარატებს
გ) კალციუმის პრეპარატებს
დ) ნატრიუმის თიოსულფატს
*ე) ტრანკვილიზატორებს
28. დეზინტოქსიკაციური ეფექტით ხასიათდება
ა) ნატრიუმის ჰიპოსულფატი
ბ) პანთოტენის მჟავა
გ) ასკორბინის მჟავა
დ) გოგირდ-მჟავას მაგნიუმი
*ე) ყველა ზემოთ ჩამოთვლილი

29. სპონგიოზს არ ახასიათებს


ა) წვეტიან შრეში უჯრედშორისი შეშუპება
*ბ) გარქოვანების პროცესის დარღვევა
გ) დერმაში მიმდინარე პათოლოგიური პროცესების მეორადი გამოვლინება
დ) დესმოსომების გაწყვეტა

30. პირველადი აკონტოლიზი არ არის დამახასიათებელი შემდეგი


დერმატოზისათვის
ა) დარიეს დაავადება
ბ) ფოთლისებური პემფიგუსი
*გ) ჰერპესი

31. გლუკოკორტიკოსტეროიდული პრეპარატებით მკურნალობისას "მოხსნის


სინდრომის" დაწყებაზე მიუთითებს
ა) ანორექსია
ბ) შეუძლოდ ყოფნა
გ) ჰიპოტონია
დ) მიალგია
*ე) ყველა ჩამოთვლილი

32. დიურინგის დერმატიტით დაავადებულთა სამკურნალო დიეტა არ


მოითხოვს გამორიცხვას
ა) ხორბლისა და ჭვავის ფქვილის პროდუქტების
ბ) გლუტენის შემცველი მარცვლეულის
გ) იოდის შემცველი პროდუქტები
*დ) ნახშირწყლების

33. არასპეციფიკური ჰიპოსენსიბილიზაცია ნაჩვენებია ყველა ჩამოთვლილი


ფაქტორისას, გარდა
ა) უცნობი ალერგენით გამოწვეული დაავადების
ბ) პოლივალენტური სენსიბილიზაციის
გ) ალერგოლოგიული გამოკვლევის ჩატარების უკუჩვენების არსებობის
დ) ალერგენთან ყოველდღიური კონტაქტის თავიდან აცილების
შეუძლებლობის
*ე) მონოვალენტური სენსიბილიზაციის

34. წამლის გვერდით მოვლენებს მიეკუთვნება


ა) ტოქსიური რეაქცია
ბ) დისბაქტერიოზი
გ) მასიური ბაქტერიოლიზი
*დ) ყველა ჩამოთვლილი

35. წამალი შეიძლება შევიყვანოთ შემდეგი გზებით


ა) ვენაში
ბ) კუნთებში
გ) კანქვეშ
დ) კანში
*ე) ყველა ჩამოთვლილი სწორია

36. ეკრინული საოფლე ჯირკვლები გამოყოფენ ოფლს, რომელიც შედგება


ა) წყლისგან
ბ) კალციუმის მარილებისგან
გ) ნატრიუმის ქლორიდისაგან
დ) ორგანული ნივთიერებისაგან (შარდმჟავა, ამიაკი, ნახშირწყლები და
ა.შ.)
*ე) ყველა ჩამოთვლილისაგან

37. აპოკრინული საოფლე ჯირკვლების სეკრეტი შეიცავს ყველა ჩამოთვლილს,


გარდა
ა) წყლისა
ბ) რკინისა
გ) ქოლესტერინის და მისი ეთერებისა
დ) გლიკოგენისა
*ე) ნეიტრალური ცხიმებისა

38. ცხიმის ჯირკვლების სეკრეტის ძირითადი კომპონენტია


ა) ნეიტრალური ცხიმები
ბ) აზოტის და ფოსფორის ნაერთები
გ) სტეროიდული ჰორმონები
დ) სტეარინი
*ე) ყველა ჩამოთვლილი

39. ეპიდერმისის უჯრედთა გარქოვანების პროცესი იწყება


ა) ბაზალურ შრეში
ბ) რქოვანა შრეში
*გ) მარცვლოვან შრეში
დ) წვეტიან შრეში
ე) სწორია ყველა ზემოთ ჩამოთვლილი

40. ჰიპერკერატოზი არის გასქელება


ა) ეპიდერმისის
ბ) ბაზალური შრის
გ) წვეტიან უჯრედთა შრის
დ) მარცვლივანი შრის
*ე) რქოვანა შრის
41. ცხიმის ჯირკვლების სეკრეცია რეგულირდება ყველა ჩამოთვლილით,
გარდა
ა) ნერვული სისტემისა
ბ) სასქესო ჰორმონებისა
გ) ჰიპოფიზის ჰორმონებისა
დ) თირკმელზედა ჯირკვლის ჰორმონებისა
*ე) კუჭუკანა ჯირკვლის ჰორმონებისა

42. კანში ცილოვანი ცვლა ხორციელდება შემდეგის ხარჯზე


ა) კოლაგენის
ბ) კერატინის
გ) ალბუმინების და გლობულინების
*დ) ყველა ჩამოთვლილის

43. ორგანიზმში “B”-ჯგუფის ვიტამინების დეფიციტი განაპირობებს


ა) თმის დისტროფიას
ბ) პელაგრას
გ) გლოსიტს
დ) სტომატიტს
*ე) ყველა ჩამოთვლილს

44. გლუკოკორტიკოიდული ჰორმონების გარეგანმა მიღებამ შეიძლება მოგვცეს


შემდეგი გვერდითი ეფექტი
*ა) კანის ატროფია
ბ) კელოიდური ნაწიბური
გ) ჰიპერკერატოზი
დ) პარაკერატოზი

45. ურტიკის წარმოქმნისას ხდება


ა) სპონგიოზი
*ბ) დერმის დვრილოვანი შრის შეშუპება
გ) აკანტოზი
დ) აკანტოლიზი

46. დერმის ატროფიის დროს ხდება


ა) დვრილოვანი შრის განლევა
ბ) ბადისებრი შრის განლევა
გ) დერმა-ეპიდერმული საზღვრის გასწორება
*დ) ყველა ჩამოთვლილი

47. მორფოლოგიური ელემენტის შეფასება ითვალისწინებს ელემენტის


ა) ზომას და ფერს
ბ) ფორმას და კონფიგურაციას
გ) კონსისტენციას
დ) ზედაპირს, ფსკერს, შიგთავსს, საზღვრებს
*ე) ყველა ჩამოთვლილს
48. სპონგიოზის დროს ხდება
ა) უჯრედშორის სივრცეში შეგუბებითი სითხის დაგროვება
ბ) ეპითელური უჯრედების დაშორება
გ) უჯრედშორისი ხიდაკების გაჭიმვა და უჯრედშორისი კავშირის გაწყვეტა
დ) მიკროვეზიკულების ფორმირება
*ე) ყველა ჩამოთვლილი

49. მეორად ელემენტს, რომელიც მხოლოდ ეპიდერმისის მთლიანობის


დარღვევის შედეგად წარმოიქმნება, არ მიეკუთვნება
ა) ეროზია
*ბ) წყლული
გ) ზერელე ნახეთქი
დ) ყველა ჩამოთვლილი

50. დისკერატოზის დროს ხდება


*ა) ცალკეული უჯრედების გარქოვანების დარღვევა
ბ) მთელი ეპითელიუმის გარქოვანების დარღვევა
გ) ნებისმიერი გადახრა ნორმალური გარქოვანებიდან

51. აკანტოლიზის დროს აღინიშნება


ა) წვეტიან უჯრედთა შრეში უჯრედშორისი ხიდაკების დარღვევა
ბ) სეროზული სითხის დაგროვება
გ) ეპიდერმალური უჯრედების დეგენერაციული ცვლილებები
*დ) ყველა ჩამოთვლილი

52. გრანულოზის დროს აღინიშნება გასქელება


ა) ეპიდერმისის
ბ) წვეტიან უჯრედთა შრის
*გ) მარცვლოვანი შრის
დ) ბაზალური შრის
ე) რქოვანა შრის

53. დერმა შედგება


ა) ბოჭკოვანი სუბსტანციებისაგან
ბ) ძირითადი უჯრედშორისი ნივთიერებისაგან
გ) უჯრედული ელემენტებისაგან
დ) სისხლძარღვებისა და ნერვებისაგან
*ე) ყველა ჩამოთვლილისგან

54. კანის რქოვანა შრე უზრუნველჰყოფს ყველა ჩამოთვლილს, გარდა


ა) მექანიკური რეზისტენტობის
*ბ) ანტისხივური რეზისტენტობის
გ) ანტიქიმიური რეზისტენტობის
დ) ელექტროწინაღობის
ე) ანტიმიკრობული რეზისტენტობის

55. კანის შეღწევადობა ეს არის


ა) რქოვანას ბარიერში ნივთიერებათა განვლადობა
ბ) ეპიდერმისისა და დერმის დვრილოვან შრეში ნივთიერებათა განვლადობა
გ) ნივთიერებათა მოხვედრა სისხლში სისხლძარღვთა კედლის გავლით
*დ) სწორია ყველა

56. დერმის ანთება ხასიათდება ყველა ჩამოთვლილით, გარდა


ა) შეშუპების
ბ) სისხლძარღვთა გაფართოების
*გ) დერმის დვრილების გასწორების
დ) პერივასკულარული ან დიფუზური უჯრედული პროლიფერატების
ფორმირების

57. ღრუს გარეშე პირველად მორფოლოგიურ ელემენტებს მიეკუთვნება


ა) ლაქა
ბ) კვანძი
გ) ხორკლი
დ) ურტიკა
*ე) ყველა ჩამოთვლილი

58. კანის ფერი დამოკიდებულია


ა) მელანინის რაოდენობაზე
ბ) სისხლძარღვთა სისხლსავსეობაზე
გ) კანში კაროტინის არსებობაზე
*დ) ყველა ჩამოთვლილზე

59. პირის ღრუს მრავალშრიანი ბრტყელი ეპითელი შედგება


ა) რქოვანა და გამჭვირვალე შრისაგან
ბ) გამჭვირვალე და მარცვლოვანი შრისაგან
გ) რქოვანა, გამჭვირვალე და მარცვლოვანი შრისაგან
*დ) წვეტიან უჯრედთა და ბაზალური შრისაგან

60. თმის ძირი შედგება


ა) თმის დვრილისაგან
ბ) თმის ბოლქვისა და ყელისაგან
გ) თმის ფოლიკულის გარეთა ფესვისაგან
დ) თმის ფოლიკულის შიგნითა ფესვისაგან
*ე) ყველა ჩამოთვლილი სწორია

61. კანის გამჭვირვალე შრე უზრუნველყოფს რეზისტენტობის ყველა


ჩამოთვლილ სახეს, გარდა
ა) მექანიკურის
*ბ) დასხივების საწინააღმდეგოს
გ) ქიმიურის საწინააღმდეგოს
დ) ელექტროწინააღმდეგობისა
ე) ანტიმიკრობულისა

62. დერმის ჰიპერტროფია ხასიათდება


ა) სისხლძარღვთა გაფართოებით
ბ) ჯირკვლების რაოდენობის ზრდით
გ) ბოჭკოვანი სუბსტანციის რაოდენობის შემცირებით
*დ) დერმის ყველა კომპონენტის ზრდით
ე) კანქვეშა ცხიმოვანი ქსოვილის ატროფიით

63. კანის გამონაყარის კლინიკური შეფასება ითვალისწინებს ყველა


ჩამოთვლილს, გარდა
ა) გამონაყარის ხასიათის განსაზღვრისა (ანთებითი და არაანთებითი)
ბ) პროცესის გავრცელებისა
გ) ლოკალიზაციისა
დ) მორფოლოგიური ელემენტების განსაზღვრისა
*ე) გამონაყარის გავრცელების გზებისა

64. თმის ძირი შედგება


ა) თმის დვრილისაგან
ბ) თმის ბოლქვისაგან
გ) გარეთა და შიგნითა ფესვის ფოლიკულისგან
დ) თმის კუტიკულისგან
*ე) ყველა ჩამოთვლილი სწორია

65. კანის შეღწევადობა იზრდება


ა) რქოვანა შრის მაცერაციისას
ბ) კანში სისხლის ნაკადის გამაძლიერებელი ნივთიერებების შეზელვისას
გ) კანის ატროფიისას
*დ) ყველა ჩამოთვლილისას

66. კეტოკონაზოლის ტაბლეტებით მკურნალობის უკუჩვენებაა


ა) სისხლის მიმოქცევის უკმარისობა
*ბ) თირკმელების და ღვიძლის ფუნქციის უკმარისობა
გ) სუნთქვის ორგანოების დაავადებები
დ) კანის სიმსივნური დაზიანებები

67. ლიქენიფიკაცია ხასიათდება


ა) გამკვრივებით
ბ) პიგმენტაციით
გ) კანის გასქელებით
დ) კანის სურათის გაძლიერებით
*ე) ყველა ჩამოთვლილით

68. ჰერპესისათვის დამახასიათებელი პირველადი მორფოლოგიური ელემენტია


ა) ლაქა
ბ) კვანძი
*გ) ვეზიკულა
დ) ურტიკა
ე) ყველა ჩამოთვლილი
69. აპოკრინული საოფლე ჯირკვლების ფუნქციონირება
ა) აქტიურად იწყება სქესობრივი მომწიფების პერიოდში
ბ) დაკავშირებულია ნერვულ სისტემასთან
გ) დაკავშირებულია ენდოკრინულ სისტემასთან
*დ) ყველა ჩამოთვლილი სწორია

70. კანი მონაწილეობს


ა) ნახშირწყლების, ლიპიდების, ცილების ცვლაში
ბ) მელანინის სინთეზში
გ) ვიტამინების სინთეზში
დ) წყლისა და მარილების ცვლაში
*ე) ყველა ჩამოთვლილი სწორია

71. აპოკრინული ჯირკვლები აგებულების მიხედვით შეიძლება იყოს


*ა) ლულოვანი
ბ) ალვეოლური
გ) შერეული აგებულების
დ) აგებულება დამოკიდებულია ჯირკვლების ლოკალიზაციაზე

72. მოზრდილის კანში (კანქვეშა ქსოვილის გარეშე) წყლის შემცველობაა


ა) 60%-მდე
*ბ) 60%-დან 70%-მდე
გ) 70%-დან 80%-მდე
დ) 80%-ზე ზევით

73. იმუნოთერაპიული პრეპარატების უკუჩვენებას წარმოადგენს


ა) კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის გამწვავების სტადია
ბ) ღვიძლისა და თირკმელების მძიმე დაავადებები
გ) ფილტვის აქტიური ტუბერკულოზი
დ) გულის ფუნქციის მოშლა დეკომპენსაციის მოვლენებით
*ე) ყველა ჩამოთვლილი

74. მალამოები ინიშნება


ა) კანის დასაცავად ქიმიური, მექანიკური ტრავმისგან, ხახუნისგან
ბ) როგორც კანის დამარბილებელი და ქავილის საწინააღმდეგო
გ) როგორც სამკურნალო საშუალებების გამტარი
დ) როგორც კანის გამასუფთავებელი ქერქებისაგან
*ე) ყველა ჩამოთვლილი

75. ეპიდერმისის უჯრედების სრული განახლების დრო დამოკიდებულია


ა) სქესზე
ბ) ასაკზე
გ) ინდივიდუალურ თავისებურებებზე
*დ) ყველა ჩამოთვლილზე

76. ცხიმოვანი ჯირკვლები


ა) შეიძლება იყოს ალვეოლური
ბ) არ არის ხელის და ფეხის გულებზე
გ) დაკავშირებულია თმის ფოლიკულებთან
*დ) სწორია ყველა

77. კანის ბარიერული დაცვითი ფუნქცია მოიცავს


ა) ანტისხივურ რეზისტენტობას
ბ) ბაქტერიციდულ აქტივობას
გ) ელექტრული დენის მიმართ წინააღმდეგობას
დ) მექანიკურ რეზისტენტობას
*ე) ყველა ჩამოთვლილი სწორია

78. შეხების გრძნობას აღიქვამს


*ა) მეისნერის სხეულაკები
ბ) ფატერ-პაჩინის სხეულაკები
გ) კრაუზეს კოლბები
დ) რუფინის სხეულაკები

79. კანის ცხიმის ჯირკვლებს ახასიათებს ყველა ქვემოთ ჩამოთვლილი,


გარდა
*ა) ხელის და ფეხისგულებზე ლოკალიზაციისა
ბ) თმის ფოლიკულთან კავშირისა
გ) სეკრეტის გამოყოფისა კანის მუსკულატურის შეკუმშვით
დ) სწორია ყველა ჩამოთვლილი

80. ეპიდერმისი შედგება შემდეგი შრეებისაგან


ა) რქოვანა
ბ) გამჭვირვალე შრე
გ) მარცვლოვანი შრე
დ) წვეტიან უჯრედთა შრე
ე) ბაზალური შრე
*ვ) ყველა ჩამოთვლილი

81. ფრჩხილის ხილული ნაწილის სრული რეგენერაცია უმეტესად ხდება


ა) 1-2 თვეში
ბ) 2-3 თვეში
*გ) 3-4 თვეში
დ) 4-5 თვეში
ე) 5 თვეზე მეტი

82. საკუთრივ დერმის შრეებში არჩევენ


ა) ბაზალურს
*ბ) დვრილოვანს და ბადისებრს
გ) სისხლძარღვოვანს

83. დერმატოლოგიური ავადმყოფის გასინჯვა ითვალისწინებს შემდეგის


შეფასებას
ა) კანის ტურგორის
ბ) კანის ფერის
გ) კანის ანთებითი და არაანთებითი ცვლილებების
დ) კანის დანამატების მდგომარეობის
*ე) ყველა ჩამოთვლილის

84. ჰიპოთალამუსის ფუნქციონალური მდგომარეობა გავლენას ახდენს შემდეგი


დერმატოზების მიმდინარეობაზე
ა) კანის ატროფია
ბ) დიფუზური ნეიროდერმიტი
გ) ტოტალური ალოპეცია
დ) ცხიმოვანი სებორეა
*ე) სწორია ყველა ზემოთ ჩამოთვლილი

85. ბაზალურ შრეში არის ყველა ჩამოთვლილი უჯრედი, გარდა


ა) კერატინოციტების
ბ) მელანოციტების
გ) ლანგერჰანსის უჯრედების
დ) მერკელის უჯრედების
*ე) ჰისტიოციტების

86. ონიქობლასტების ლოკალიზაციაა


*ა) ფრჩხილის მატრიცა
ბ) ფრჩხილის გვერდითი მორგვი
გ) ფრჩხილის უკანა მორგვი
დ) ფრჩხილის ფირფიტა

87. დერმის ძირითადი უჯრედული კომპონენტებია


ა) ფიბრობლასტები
ბ) ფიბროციტები
გ) ჰისტიოციტები
დ) პოხიერი უჯრედები
*ე) ყველა ჩამოთვლილი

88. აპოკრინულ ჯირკვლებს არ ახასიათებს


ა) იღლიის ფოსოებში განლაგება
*ბ) ფუნქციონირება დაბადებიდან
გ) ლულისებური აგებულება
დ) სეკრეცია სეკრეტორული უჯრედების დაშლის ხარჯზე
ე) გამომტანი სადინარის გახსნა თმის ფოლიკულში

89. პიგმენტი მელანინი სინთეზირდება


ა) კერატინოციტებში
*ბ) მელანოციტებში
გ) ლანგერჰანსის უჯრედებში
დ) მერკელის უჯრედებში
ე) ყველა ჩამოთვლილში
90. კანის არტერიული სისხლძარღვები წარმოქმნიან
ა) სუბჰიპოდერმულ ქსელს
ბ) სუბდერმულ ქსელს
გ) დვრილების კაპილარებს
*დ) ყველა ჩამოთვლილს

91. ეპიდერმისის ზედა შრიდან მიკრობების შეღწევისას ბაქტერიციდული


დაცვა ხორციელდება
ა) ლეიკოციტების მიგრაციით სისხლძარღვებიდან დერმაში და ეპიდერმისში
ბ) ჰუმორული ბაქტერიციდული ფაქტორების მობილიზაციით
(ბაქტერიოლიზინები, აგლუტინინები, ლიზოციმი, კომპლემენტი,
ანტიმიკრობული ფერმენტები და სხვა)
გ) ლანგერჰანსის უჯრედების მიერ მაკროფაგების ფუნქციის შესრულებით
დ) კერატინოციტების ლიზოსომური ფერმენტებით
*ე) ყველა ჩამოთვლილით

92. სენსიბილიზაციის უნარის მქონე ნივთიერებები იწვევენ ყველა


ჩამოთვლილს, გარდა
*ა) არტიფიციალური დერმატიტისა
ბ) ალერგიული დერმატიტისა
გ) ატოპიური დერმატიტისა
დ) ჭინჭრის ციებისა

93. ქიმიური დამწვრობის ხარისხი დამოკიდებულია


ა) ნივთიერებების სახესა და კონცენტრაციაზე
ბ) კონტაქტის ხანგრძლივობაზე
გ) ლოკალიზაციაზე
დ) პირველადი დახმარების სწორ და დროულ აღმოჩენაზე
*ე) ყველა ჩამოთვლილზე

94. კანის კომპლექსური კლინიკური გამოკვლევა მოიცავს ყველას, გარდა


ა) მოფხეკვისა
ბ) პალპაციისა
გ) დიასკოპიისა
*დ) ელექტროწინაღობის გაზომვისა

95. დერმატოზების დიფერენციალური დიაგნოსტიკა ითვალისწინებს შემდეგის


შეფასებას
ა) ანამნეზის
ბ) დაავადების კლინიკური სურათის
გ) ლაბორატორიული და ჰისტოლოგიური კვლევის შედეგების
დ) საცდელი მკურნალობის
*ე) ყველა ჩამოთვლილის

96. ქრონიკული ანთებითი არაჩირქოვანი პროცესებისას კუპრი ახდენს შემდეგ


მოქმედებას
ა) ანთების საწინააღმდეგო და კერატოპლასტიური
ბ) ანტიპარაზიტული და ანტისეპტიკური
გ) ქავილსაწინააღმდეგო
*დ) სწორია ყველა

97. თმის ადრეული გაჭაღარავება შეიძლება შეგვხვდეს ყველა დასახელებული


დაავადების დროს, გარდა
ა) თირეოტოქსიკოზის
ბ) მიოტონური დისტროფიის
*გ) სისტემური წითელი მგლურას
დ) ტუბეროზული სკლეროზის

98. ღვიძლის უკმარისობის დროს კანზე ვლინდება ყველა ჩამოთვლილი


ცვლილება, გარდა
ა) არტერიული ობობისმაგვარი ქსელისა
ბ) ლეიკონიქიისა
გ) კანის დიფუზური პიგმენტაციისა
დ) ბოქვენისა და იღლიების არეში თმის ცვენისა
*ე) ხელისგულების ჰიპერკერატოზისა

99. ონიქოლიზისი გვხვდება ყველა ქვემოთ ჩამოთვლილი დაავადებების


დროს, გარდა
ა) ფრჩხილის მიკოზის
ბ) ფსორიაზის
გ) ტრამვის
დ) რეინოს დაავადების
ე) თირეოტოქსიკოზის
*ვ) წითელი ბრტყელი ლიქენის

100. რომელი დაავადების დროს გვხვდება ბადისებრი ლივედო


*ა) მწვავე პანკრეატიტის
ბ) თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის
გ) ღვიძლის ციროზის

101. კანის რომელი დაავადების დროს არ გვხვდება ჰიპოკალცემია


ა) ქსეროდერმის
ბ) ჰერპეტიფორმული იმპეტიგოს
*გ) სარკოიდოზის

102. რომელი დერმატოზისას ითვლება ქერცლი წამყვან მორფოლოგიურ


ელემენტად
ა) ბრტყელი ლიქენის
*ბ) იქთიოზის
გ) ეგზემის
დ) წითელი მგლურას

103. რა არ ახასიათებს ჰიპერტროფიულ ნაწიბურს


ა) ტრავმის შემდეგ სწრაფად განვითარება
ბ) გაწოვა 1-2 წლის შემდეგ
*გ) ქირურგიული ჩარევის შემდეგ გაუარესება
დ) შემოფარგვლა დაზიანების ზონით

104. წითელი დერმოგრაფიზმი ახასიათებს


ა) ატოპიურ დერმატიტს
*ბ) ურტიკარიას
გ) ფსორიაზს
დ) ნეიროდერმიტს

105. ქრონიკული მორეციდივე მიმდინარეობა არ ახასიათებს


ა) ეგზემას
ბ) ფსორიაზს
გ) დიურენგის ჰერპეტიფორმულ დერმატიტს
*დ) ვარდისფერ პიტირიაზს
ე) ტერფების ეპიდერმოფიტიას

106. სეზონურობა არ ახასიათებს


ა) წითელ მგლურას
ბ) პორფირიას
*გ) პემფიგუსს
დ) ატოპიურ დერმატიტს

107. ათერომას არ ახასიათებს


ა) ლოკალიზაცია თავის თმიან მიდამოზე
ბ) მკვრივი კონსისტენცია
გ) მტკივნეულობა
*დ) კერების ზედაპირზე თმის დაცვენა

108. საოფლე ჯირკვლების კეთილთვისებიან სიმსივნეს მიეკუთვნება


ა) ადენომა
ბ) დერმოიდული კისტა
*გ) სირინგომა
დ) კერატომა
ე) ტრიქოეპითელიომა

109. მჟავას შემცველი ხსნარით არ შეიძლება მოიწვას


ა) ვულგარული მეჭეჭები
ბ) ფეხისგულების მეჭეჭები
გ) სებორეული კერატოზი
*დ) კელოიდური ნაწიბური
ე) წვეტიანი კონდილომები

110. ვეგეტაცია წარმოადგენს


ა) პირველად მორფოლოგიურ ელემენტს
*ბ) მეორად მორფოლოგიურ ელემენტს
გ) გლუვ ზედაპირიან ელემენტს
დ) დერმის ბადისებური შრის პროლიფერაციის შედეგს

111. კანის განგრენის დროს შეიძლება ვიხმაროთ ყველა ქვემოთ ჩამოთვლილი


პრეპარატი, გარდა
ა) ანტიბიოტიკებისა
*ბ) ანტივირუსული პრეპარატებისა
გ) ანტიკოაგულანტებისა
დ) სულფანილამიდური პრეპარატებისა
ე) ჰორმონებისა

112. დერმოიდული კისტა


*ა) თანდაყოლილია
ბ) შეძენილია
გ) გვხვდება მხოლოდ მოზრდილებში
დ) ვითარდება უპირატესად გოგონებში

113. ლიქენიფიკაცია ვითარდება შემდეგი დერმატოზის დროს


*ა) ატოპიური დერმატიტი
ბ) შემოსარტყვლითი ლიქენი
გ) ურტიკარია
დ) ფსორიაზი

114. რას წარმოადგენს პოხიერი უჯრედი


*ა) ბაზოფილური ლეიკოციტების ნაირსახეობას
ბ) ეოზინოფილს
გ) მაკროფაგს

115. ჭორფლი არის


*ა) ნევოიდური წარმონაქმნი
ბ) მემკვიდრული ჰიპერკერატოზი
გ) კანის ქრონიკული ანთება

116. თმის განვითარების ციკლი მოიცავს ყველა სტადიას, გარდა


ა) ტელოგენი
ბ) ანაგენი
გ) კატაგენი
*დ) ბიოგენი

117. სიცივისა და სითბოს შეგრძნებას განაპირობებს


ა) ფატერ-პაჩინის სხეულაკები
ბ) გოლჯისა და მეისნერის სხეულაკები
*გ) რუფინის სხეულაკები და კრაუზეს კოლბები

118. დერმატიტის დროს ადგილი არ აქვს


ა) ალტერაციას
*ბ) მალიგნიზაციას
გ) პროლიფერაციას
დ) ექსუდაციას

119. მეიბომის ჯირკვლები გამოიმუშავებენ


ა) ოფლს
*ბ) ცხიმს
გ) ჰორმონს
დ) ცრემლს

120. კელოიდი არის ჭრილობის შეხორცების ადგილებში


*ა) კოლაგენის ზედმეტად ჩალაგება
ბ) კერატინის ზედმეტად ჩალაგება
გ) ეოზინოფილებით ინფილტრაცია

121. როგორი შეფერილობისაა ვუდის აპარატით გასინჯვისას ავადმყოფის


შარდი კანის მოგვიანებითი პორფირიის დროს
*ა) ნარინჯისფერი-წითელი ნათების
ბ) იისფერი ნათების
გ) მწვანე ნათების

122. ჰიპოთირეოზის დროს არ გვხვდება კანის შემდეგიდაზიანება


ა) კანი მშრალია, ფერმკრთალია
ბ) კანი ცივია, პასტოზურია
გ) წვივებზე ვითარდება წვრილი მოვარდისფერო პაპულები
დ) ვითარდება თმების დისტროფია (თმები მშრალია, მტვრევადია)
*ე) დამახასიათებელია ურტიკარიის განვითარება

123. პეტექია წარმოიქმნება


*ა) სისხლძარღვებიდან ერითროციტების გადასვლით დერმაში
ბ) სისხლძარღვებიდან ერითროციტების გადასვლით ჰიპოდერმაში
გ) სისხლძარღვებიდან ერითროციტების გადასვლით დერმაში და
ჰიპოდერმაში

124. ჰიპერთირეოზის დროს კანზე არ გვხვდება შემდეგი ცვლილებები


ა) კანი ელასტიურია, ცხელია და სველია
ბ) ფეხისა და ხელისგულები ერითემულია
გ) ქუთუთოები შეშუპებულია
დ) აღინიშნება ონიქოდისტროფია
*ე) წვივებზე გამოხატულია წვრილი ერითემული პაპულები

125. რევმატიზმის დროს კანზე არსებული ცვლილებები ვლინდება ყველა


ქვემოთ ჩამოთვლილით, გარდა
ა) კანქვეშა მკვრივი, მტკივნეული, მცირე ზომის (2-5მმ) კვანძებისა
ძირითადად ლოკალიზებული ძვლოვანი წანაზარდების არეში
ბ) მოვარდისფერო, რგოლისებური, პერიფერიისკენ სწრაფად მზარდი
ლაქებისა, რომლებიც რეგრესის შემდეგ ტოვებენ ნაზ პიგმენტაციას
*გ) კანქვეშა რბილი, უმტკივნეულო, მუხუდოს მარცვლის ოდენა კვანძები
126. პორფირიის კლინიკური ფორმებია
ა) თანდაყოლილი
ბ) მწვავე
გ) ქრონიკული ანუ გვიანი
*დ) სწორია ყველა ჩამოთვლილი

127. ანგულარული დერმატიტის დროს საჭიროა უპირატესად


*ა) მასალის ბაქტერიოლოგიური კვლევა
ბ) კუჭის წვენის მჟავიანობის განსაზღვრა
გ) დემოდექსზე გამოკვლევა

128. მზის ინსოლაციამ შეიძლება გამოიწვიოს ყველა ქვემოთ ჩამოთვლილი


დაავადების პროვოცირება, გარდა
ა) სისტემური წითელი მგლურასი
ბ) კანის პორფირიის
*გ) ატოპიური დერმატიტის
დ) ვარდისფერი ფერისმჭამელის

129. ღვიძლის ციროზის დროს კანის გამოვლინებებს მიეკუთვნება ყველა


ჩამოთვლილი, გარდა
ა) ხელისგულების ერითემიისა
ბ) იღლიის და ბოქვენის არეში ალოპეციისა
გ) თეთრი ფრჩხილებისა
დ) მრავლობითი ქსანთომებისა
*ე) მრავლობითი დეპიგმენტური კერებისა

130. დიაბეტთან დაკავშირებული კანის დაზიანებანი შეიძლება იყოს ყველა


ჩამოთვლილი, გარდა
ა) მორეციდივე სტაფილოკოკური პიოდერმიებისა
ბ) კანის ლოკალიზებული ქავილი
*გ) ჰიპერჰიდროზი
დ) მიკოზებისა

131. ჰიპოკალციემიის დროს კანზე შეიძლება იყოს ყველა შემდეგი სახის


ცვლილებები, გარდა
ა) გავრცელებული ქსეროდერმისა
ბ) მტვრევადი ფრჩხილებისა
გ) თავის თმიანი არის ალოპეციისა
*დ) ჰიპოპიგმენტური ლაქებისა
ე) კანდიდოზური პარონიქიისა

132. პირის ღრუს ლორწოვანი გარსის დაზიანება არ შეინიშნება


ნივთიერებათა ცვლის შემდეგი დარღვევის დროს
ა) პირველადი ამილოიდოზის
*ბ) გოშეს დაავადების
გ) შაქრიანი დიაბეტის
დ) ლიპოიდური პროტეინოზის
ე) ჰენდ-შულერ-ქრისჩენის დაავადების

133. კანის ჰიპოპიგმენტაცია შეიძლება იყოს ყველა ქვემოთ ჩამოთვლილი


დაავადების შედეგი, გარდა
ა) კეთრის
ბ) მარტივი პიტირიაზის
*გ) ქრონიკული ჭინჭრის ციების
დ) სხვადასხვა ფერის პიტირიაზის

134. "ყვითელი ფრჩხილების სინდრომი" დაკავშირებულია


ა) ღვიძლის პათოლოგიასთან
ბ) ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიასთან
გ) ნეფროპათიასთან
*დ) ფილტვის პათოლოგიასთან

135. პელაგრის დროს აღინიშნება ყველა ქვემოთ ჩამოთვლილი, გარდა


ა) დიარეისა
ბ) დერმატიტისა
*გ) ვიტამინი „D“-ს უკმარისობისა
დ) ვიტამინი „PP“-ს უკმარისობისა

136. ემბრიონალური მეზოდერმისაგან ფორმირდება


ა) ეპიდერმისი
*ბ) დერმა
გ) ფრჩხილები
დ) თმა

137. ემბრიონალური ექტოდერმისაგან ფორმირდება


*ა) ეპიდერმისი
ბ) დერმა
გ) ჰიპოდერმა

138. ფიზიოლოგიური აქერცვლა ხორციელდება


ა) ბაზალურ შრეში
ბ) წვეტიან შრეში
*გ) რქოვანა შრეში

139. ეპიდერმისის კერატინოციტები არ შეიცავენ ბირთვს და ორგანელებს


*ა) რქოვანა შრეში
ბ) მარცვლოვან შრეში
გ) ბაზალურ შრეში

140. მელანოციტი გვხვდება ეპიდერმისის


ა) რქოვანა შრეში
ბ) მარცვლოვან შრეში
*გ) ბაზალურ შრეში

141. ლანგერჰანსის უჯრედები არ გვხვდება ეპიდერმისის


ა) ბაზალურ შრეში
ბ) წვეტიან შრეში
*გ) მარცვლოვან შრეში

142. ემბრიონალური განვითარების რომელ ეტაპზე იწყება თმების ფორმირება


*ა) პირველ ნახევარში
ბ) მეორე ნახევარში

143. ემბრიონალური განვითარების რომელ ეტაპზე იწყება ფრჩხილების


ფორმირება
*ა) პირველ ნახევარში
ბ) მეორე ნახევარში

144. ვის მიერ იქნა შემოღებული ტერმინი "ატოპია" დერმატოლოგიაში


ა) კებნერის
ბ) ნიკოლსკის
*გ) კოკის

145. კანისა და თმის პიგმენტაციაში ძირითად როლს თამაშობს


ა) ჰისტიოციტები
ბ) ერითროციტები
*გ) მელანოციტები

146. დემოდეკოზის დროს ტკიპის საწინააღმდეგო ადგილობრივი მკურნალობა


უნდა გაგრძელდეს
ა) არაუმეტეს ერთი კვირა
ბ) ორი კვირა
*გ) არანაკლებ სამი კვირა

147. კანის ვირუსულ დაავადებებს არ მიეკუთვნება


ა) ვულგარული მეჭეჭები
ბ) კონტაგიოზური მოლუსკი
*გ) პიოდერმიები
დ) ჰერპეს ზოსტერი

148. მუნის გამომწვევია


*ა) Sarcoptes scabiei
ბ) Sporothix schenckii
გ) Trichophyton rubrum

149. ჰიდრადენიტი არის ანთება


*ა) აპოკრინული საოფლე ჯირკვლების
ბ) ეკრინული ჯირკვლების
გ) ცხიმოვანი ჯირკვლების

150. კანის ინფექციურ დაავადებებს მიეკუთვნება


ა) წითელი ბრტყელი ლიქენი
ბ) სკლეროატროფიული ლიქენი
გ) რგოლისებრი გრანულომა
*დ) კანის ლეიშმანიოზი

151. ქვემოთ ჩამოთვლილიდან რა არ ახასიათებს ჰერპეს ზოსტერს?


ა) პაპულები, ვეზიკულები, ბუშტუკები
ბ) პოსტჰერპესული ნევრალგია
გ) მორფოლოგიური ელემენტების ცალმხრივობა
*დ) რეციდივები და მორფოლოგიური ელემენტების სიმეტრიულობა

152. პირველადი მორფოლოგიური ელემენტი ჰიდრადენიტის დროს არის


*ა) ანთებადი კვანძი
ბ) ლაქა
გ) ლიქენიფიკაცია

153. რომელ ჩირქოვან დაავადებებს ახასიათებს ნაწიბური პროცესის


დასრულებისას?
ა) ფურუნკულს
ბ) კარბუნკულს
გ) ჰიდრადენიტს
*დ) ყველა ზემოთ ჩამოთვლილს

154. პიოდერმიების ჯგუფიდან რომელი დაავადება არ ტოვებს პროცესის


დასრულებისას ნაწიბურს?
*ა) ვულგარული სიკოზი
ბ) ჰიდრადენიტი
გ) ფურუნკული
დ) კარბუნკული

155. სტაფილოკოკური პროცესი არ ვითარდება


ა) თმის ფოლიკულებში
ბ) ცხიმის ჯირკვლებში
გ) საოფლე ჯირკვლებში
*დ) ლორწოვან გარსებზე

156. სტრეპტოკოკურ პიოდერმიებს მიეკუთვნება


ა) ფურუნკული
ბ) ჰიდრადენიტი
გ) სიკოზი
*დ) იმპეტიგო

157. სტრეპტოკოკური ინფექცია გვხვდება


ა) თმის ფოლიკულებში
ბ) ცხიმის ჯირკვლებში
გ) საოფლე ჯირკვლებში
*დ) კანის ბუნებრივ ნაოჭებში

158. ციმბირის წყლულის გამომწვევია


*ა) ანთრაქსის ბაცილა
ბ) ჰანსენის ჩხირი
გ) კოხის ბაცილა

159. ერითრაზმის დროს ზიანდება


*ა) სადა კანი
ბ) თმა
გ) ფრჩხილი
დ) პირის ღრუს ლორწოვანი გარსი

160. მუნის გამომწვევი ტკიპა


*ა) ექტოპარაზიტია
ბ) ენდოპარაზიტია

161. მუნის გამომწვევი ტკიპა ბუდობს


*ა) რქოვანა შრეში
ბ) მარცვლოვან შრეში
გ) ცხიმოვანი ჯირკვლის სადინარში
დ) თმის ფოლიკულში

162. რომელი ვიტამინის დეფიციტის დროს გვხვდება ქსეროდერმა?


ა) „C“ ვიტამინის
ბ) „B1“ ვიტამინის
გ) „B12“ ვიტამინის
*დ) „A“ ვიტამინის

163. ტუბერკულოზური ხორკლის სადიაგნოზოდ არ გამოიყენება


ა) „ვაშლის ჟელეს“ სიმპტომი
ბ) დიასკოპია
*გ) ბენიეს სიმპტომი
დ) ღილისებრი „ზონდის“ სიმპტომი

164. კანის რომელი დაავადებისათვის არის დამახასიათებელი "დედისეული


ბალთა"
ა) წითელი ბრტყელი ლიქენისთვის
ბ) ფსორიაზისთვის
გ) იქთიოზისთვის
*დ) ვარდისფერი პიტირიაზისთვის

165. კანის რომელი დაავადებისათვის არის დამახასიათებელი „კებნერის


ფენომენი“
ა) წითელი მგლურასთვის
ბ) ეგზემისთვის
*გ) ფსორიაზისთვის
დ) ვულგარული პემფიგუსისთვის
166. რომელი დაავადების დროს გვხვდება სამიზნის ფორმის მორფოლოგიური
ელემენტი?
*ა) მრავალფორმიანი ექსუდაციური ერითემას
ბ) ჩუტყვავილას
გ) ფსორიაზის
დ) ვულგარული იმპეტიგოს

167. რომელი დაავადების დროს გვხვდება აუსპიცის ფენომენი?


*ა) ფსორიაზი
ბ) წითელი ბრტყელი ლიქენი
გ) ეგზემა
დ) ვიტილიგო

168. ნიკოლსკის დადებითი სიმპტომი არ არის დამახასიათებელი


ა) ვულგარული პემფიგუსისთვის
*ბ) დიურინგის ჰერპეტიფორმული დერმატიტისთვის
გ) ლაიელის სინდრომისთვის
დ) სტაფილოკოკური დამდუღრული კანის სინდრომისთვის

169. "სათვალის სიმპტომი" დამახასიათებელია


ა) ეგზემისთვის
ბ) მრავალფორმიანი ექსუდაციური ერითემისთვის
გ) ფსორიაზისთვის
*დ) დერმატომიოზიტისთვის

170. დერმატომიოზიტის დროს ზიანდება


ა) შემაერთებელი ქსოვილი
ბ) განივზოლიანი და გლუვი კუნთოვანი ქსოვილი
გ) საყრდენ-მამოძრავებელი სისტემა
დ) შინაგანი ორგანოები
*ე) ყველა ზემოთ ჩამოთვლილი

171. რომელი დაავადების დროს გვხვდება „კებნერის სიმპტომი“ დადებითი


ა) დერმატომიოზიტის
ბ) მრავალფორმიანი ექსუდაციური ერითემის
გ) ეგზემის
*დ) წითელი ბრტყელი ლიქენის

172. რომელი დაავადება მიეკუთვნება დისქრომიებს


ა) ვიტილიგო
ბ) ალბინიზმი
გ) ქლოაზმა
დ) ჭორფლი
*ე) ყველა ზემოთ ჩამოთვლილი

173. პირის ღრუს ლორწოვანი გარსი ზიანდება ყველა ჩამოთვლილი


დაავადების დროს, გარდა
ა) ვულგარული პემფიგუსისა
ბ) წითელი ბრტყელი ლიქენისა
გ) წამლისმიერი ტოქსიდერმიისა
*დ) ტრიქომიკოზებისა

174. რომელი მორფოლოგიური ელემენტი არ არის დამახასიათებელი


ვარდისფერი პიტირიაზისთვის?
ა) ლაქა
ბ) ოდნავი აქერცვლა
*გ) ეროზია
დ) „დედისეული“ ბალთა

175. რომელი დაავადების დროს არის ბუშტის შიგთავსიდან აღებულ


მასალაში აკანტოლიზური უჯრედები?
ა) დიურინგის ჰერპეტიფორმული დერმატიტის
*ბ) ვულგარული პემფიგუსის
გ) ბულოზური ეპიდერმოლიზის
დ) ბულოზური სტრეპტოდერმიის

176. ასბო-ჰანსენის სიმპტომი დამახასიათებელია


*ა) პემფიგუსისთვის
ბ) დიურინგის დერმატიტისთვის
გ) მორეციდივე ჰერპესისათვის
დ) ბულოზური პემფიგოიდისთვის

177. რომელი დერმატოზის რეციდივს იძლევა ზღვის თევზით კვება


*ა) დიურინგის დერმატიტის
ბ) კვანძოვანი პანიკულიტის
გ) ბრტყელი ლიქენის
დ) პემფიგოიდის

178. კვანძოვანი პანიკულიტისას ჰიპოდერმალური კვანძები უპირატესად


ლოკალიზებულია
ა) სახეზე
ბ) ზემო კიდურებზე
*გ) ქვემო კიდურებზე
დ) მუცელზე

179. სარკოიდოზის დროს კანზე გამოვლინებისას ძირითადი ელემენტია


*ა) ხორკლი
ბ) პაპულა
გ) პუსტულა
დ) ეროზია

180. კვეიმე-სილცბახის რეაქცია დადებითია


*ა) სარკოიდოზისას
ბ) ტუბერკულოზისას
გ) ფუნგოიდური მიკოზისას
დ) ჰოჯკინის დაავადებისას

181. სეზარის სინდრომი წარმოადგენს ვარიანტს


ა) ჰოჯკინის დაავადების
*ბ) ფუნგოიდური მიკოზის
გ) სარკოიდოზის
დ) კაპოშის სარკომის

182. რომელი დაავადების დროს გამოიყენება "კასალის საყელო" გამონაყარის


ლოკალიზაციის აღსანიშნავად?
*ა) პელაგრის
ბ) დერმატომიოზიტის
გ) შავი აკანტოზის
დ) როზაცეას

183. ბიეტის ცენტრიდანული ერითემა მიანიშნებს და შეიძლება წინ


უსწრებდეს
*ა) წითელ მგლურას
ბ) კანის რეტიკულოზს
გ) კანის სარკოიდოზს
დ) კანის კიბოს

184. "ქალის ქუსლის" სიმპტომი დამახასიათებელია


*ა) წითელი მგლურასთვის
ბ) როზაცეასთვის
გ) პერიორალური დერმატიტისთვის

185. კანის რომელი უჯრედების მნიშვნელოვანი ფუნქციონალური


დარღვევებია სკლეროდერმიის დროს
*ა) ფიბრობლასტების
ბ) ლანგერჰანსის
გ) მერკელის
დ) მელანოციტების

186. ბულოზური ეპიდერმოლიზის პათოგენეზში წამყვანია


*ა) გენეტიკური ფაქტორები
ბ) ენდოკრინული პათოლოგია
გ) ნერვული სისტემის პათოლოგია
დ) გულ-სისხძარღვთა სისტემის პათოლოგია

187. ორსულთა ჰერპესი


*ა) არის აუტოიმუნური დაავადება, რომელიც მიმდინარეობს ორსულობის
ფონზე
ბ) არის ვირუსული დაავადება გამოწვეული ჰერპეს ვირუსით ორსულებში
გ) არის ვირუსული დაავადება გამოწვეული „varricella-zoster“-ით
ორსულებში
დ) ხშირად ვითარდება ორსულებში პირველ ტრიმესტრში

188. პერიორალური დერმატიტის დიფერენციალური დიაგნოზი უნდა


გატარდეს ყველა ქვემოთ ჩამოთვლილ დაავადებებთან, გარდა
ა) ვარდისფერი ფერისმჭამელასი
ბ) ჩვეულებრივი ფერისმჭამელასი
გ) სებორეული დერმატიტისა
*დ) ჰიდრადენიტისა

189. პარანეოპლაზიური დერმატოზებია ყველა ქვემოთ ჩამოთვლილი, გარდა


ა) სისტემური პირველადი ამილოიდოზის
ბ) დერმატომიოზიტის
გ) ნეიროფიბრომატოზის
*დ) ფსორიაზის

190. ორსულთა ჰერპესი უფრო ხშირად გვხვდება


ა) ორსულობის პირველ ნახევარში
*ბ) ორსულობის მეორე ნახევარში
გ) ორსულობის ნებისმიერ დროს

191. კლარკის სისტემის მიხედვით მელანომის დროს პირველი დონისათვის


დამახასიათებელია
*ა) სიმსივნური უჯრედების არსებობა მხოლოდ ეპიდერმისში
ბ) სიმსივნური უჯრედების არსებობა დერმის დვრილოვან შრეში
გ) სიმსივნური უჯრედების გავრცელება ჰიპოდერმაში
დ) სიმსივნური უჯრედების გავრცელება ადგილობრივ ლიმფურ კვანძებში

192. ბეკერის ხალს არ ახასიათებს


ა) ჰიპერპიგმენტაცია
ბ) ჰიპერტრიქოზი
*გ) ვეგეტაცია

193. ანეტოდერმია არის


*ა) კანის ატროფიის ერთ-ერთი ფორმა
ბ) კანის რქოვანა შრის თანდაყოლილი არარსებობა
გ) კონტაქტური დერმატიტის სახეობა
დ) კანის უკმარისობა

194. გამონაყარის ჭეშმარიტი პოლიმორფიზმი არ არის დამახასიათებელი


ა) დიურინგის დერმატიტისთვის
ბ) ეგზემისთვის
*გ) პემფიგუსისთვის

195. პარაფსორიაზის რომელი ფორმა ტრანსფორმირდება T-ლიმფომაში


*ა) მსხვილბალთოვანი
ბ) მცირებალთოვანი
196. ქვემოთ ჩამოთვლილი გენეტიკური ბულოზური დერმატოზებიდან
რომელია განპირობებული თუთიის დეფიციტით
*ა) ენტეროპათიული აკროდერმატიტი
ბ) ბულოზური იქთიოზიფორმული ერითროდერმია
გ) ჰეილი-ჰეილის დაავადება
დ) პიგმენტის შეუკავებლობა

197. გენერალიზებული პუსტულოზური ფსორიაზის განვითარების


მაპროვოცირებელი ფაქტორია
*ა) სისტემური კორტიკოსტეროიდები
ბ) რეტინოიდები
გ) ანტიჰისტამინური პრეპარატები
დ) ციტოსტატიკები

198. ვარიკოზული წყლულის მიმდინარეობაში გამოყოფენ ყველა ფაზას,


გარდა
ა) ექსუდაციის
ბ) რეპარაციის
გ) ეპითელიზაციის
*დ) ჰიპერკერატოზულის

199. ვარიკოზული წყლულის ექსუდაციის ფაზაში არ გამოიყენება


ა) ელასტიური კომპრესია
ბ) ფართო სპექტრის ანტიბიოტიკები
გ) მადესენსიბილიზირებელი თერაპია
*დ) სტეროიდული მალამო

200. ბოტრიომიკომა არის


*ა) პიოგენური გრანულომა
ბ) რგოლისებური გრანულომა
გ) ფუნგოიდური მიკოზი
დ) აკროქორდონი

201. ფოქს-ფორდაისის დაავადება არის ობსტრუქცია


ა) ცხიმოვანი ჯირკვლების
*ბ) აპოკრინული ჯირკვლების
გ) ეკრინული ჯირკვლების

202. რგოლისებურ გრანულომას არ ახასიათებს


ა) მკვრივი კონსისტენციის, ნახევრადსფერული სადაფისფერი-მოვარდიფრო-
ნორმალური ფერის კვანძოვანი ელემენტები
ბ) ლოკალიზაცია ხელისა და ტერფის დორზალურ ზედაპირზე
გ) ცენტრალური ციანოზური ნაწილი, ოდნავ ჩაწეული, რომელიც წააგავს
ატროფიულს
*დ) ელემენტის ზედაპირზე ვეგეტაციები და ქერქები

203. ვარდისფერი პიტირიაზის დროს დიფერენცირება საჭიროა


*ა) როზეოლურ სიფილისთან
ბ) პუსტულოზურ ფსორიაზთან
გ) ღრმა ტრიქოფიტიასთან
დ) ჰერპეტიფორმულ დერმატიტთან

204. ფიქსირებული სულფანილამინური ერითემისათვის მართებული არ არის


შემდეგი დებულება
ა) ტოქსიდერმიის ერთ-ერთი ფორმა
ბ) დაზიანება ლოკალიზებულია პირის ღრუში, კანზე, სასქესო ორგანოებზე
*გ) ელემენტის უკუგანვითარებისას რჩება ატროფია
დ) გამონაყარს თან ახლავს წვისა და ქავილის შეგრძნება

205. იადასონის სინჯი არის


ა) დიფუზური ნეიროდერმიტის დროს თეთრი დერმოგრაფიზმის
გამოვლინება
*ბ) დიურინგის ჰერპეტიფორმული დერმატიტის დროს გაღიზიანების
იზომორფული რეაქციის გამოვლინება
გ) სხვადასხვა ფერის პიტირიაზის დროს იოდის სინჯი

206. პოდაგრულ კვანძებს არ ახასიათებს


ა) ლოკალიზაცია კანქვეშა ცხიმოვან ქსოვილში
ბ) ნორმალური კანის ფერი
გ) განლაგება ფალანგთაშუა სახსრებთან და ყურის ნიჟარებზე
*დ) რბილი კონსისტენცია და წითელი ფერი

207. საოფლე ჯირკვლების დაავადებებს არ მიეკუთვნება


ა) ფოქს-ფორდაისის დაავადება
ბ) ჰიდრადენიტი
*გ) ფურუნკულოზი
დ) ფსევდოფურუნკულოზი

208. ლიქენოიდურ პარაფსორიაზს არ ახასიათებს


ა) წვრილი ლიქენოიდური წაბლისფერ-მოწითალო პაპულები ქატოსებური
ქერცლით
ბ) პაპულების ინვოლუციის შემდგომი წაბლისფერი პიგმენტაცია
გ) მოკაწვრის შემდგომი უმნიშვნელო სიწითლით
*დ) ძლიერი ქავილი
ე) ხანგრძლივი მიმდინარეობა და მკურნალობის მიმართ რეზისტენტობა

209. რომელ ფაქტორს აქვს მნიშვნელობა როზაცეას პათოგენეზში?


ა) ანგიონევროზულ დარღვევებს
ბ) მზის ჭარბ ინსოლაციას
გ) ენდოკრინოპათიებს
*დ) ყველა ჩამოთვლილს

210. სებორეა ხელს უწყობს ყველა ჩამოთვლილი დაავადების განვითარებას,


გარდა
ა) ვულგარული ფერისმჭამლების
ბ) სებორეული დერმატიტის
*გ) ქსანთელაზმის
დ) რინოფიმის

211. ტრიქონოდოზი არის


*ა) კვანძოვანი წარმონაქმნები თმის ღეროზე
ბ) მოკლე თმების კონები
გ) ჩახვეული თმები
დ) თითისტარისებური თმები
ე) გაწეწილი თმები

212. ართროპათიული ფსორიაზის სამკურნალოდ სასურველია ყველა


ჩამოთვლილის დანიშვნა, გარდა
*ა) პენიცილინის
ბ) არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების
გ) ბიოლოგიური პრეპარატების
დ) მეტოტრექსატის

213. წითელი ბრტყელი ლიქენის ტიპური გამონაყარის ელემენტებს არ


ახასიათებს შემდეგი თავისებურებება
ა) ბრტყელი პოლიგონალური, მოწითალო-იასამნისფერი პაპულები
ბ) ჩაღრმავება პაპულის ცენტრში
*გ) უპირატესად სახეზე ლოკალიზაცია
დ) პაპულის ზედაპირზე უიკხემის ბადე
ე) სანთლისებური ელფერი

214. ბალთოვან პარაფსორიაზს არ ახასიათებს შემდეგი სახის გამოვლინება


ა) მოყვითალო-წაბლისფერი, მკვეთრი საზღვრებიანი ლაქები
ბ) უმნიშვნელო აქერცვლა თხელი, ხანდახან შეუმჩნეველი ქერცლით
გ) უპირატესი ლოკალიზაცია ტანსა და ქვედა კიდურებზე
*დ) გამოხატული ინფილტრაცია და ზოგადი მდგომარეობის დარღვევა
ე) ქავილის არარსებობა

215. პიგმენტური ჭინჭრის ციება აღინიშნება


ა) ბავშვთა ასაკში
ბ) მხოლოდ მოზრდილ ავადმყოფებში
გ) დაბადებისთანავე
დ) პუბერტატულ პერიოდში
*ე) ყველა ასაკში

216. რგოლისებური გრანულომისას ჰისტოლოგიური ცვლილებები მოიცავს


ა) დერმის შუა ნაწილის კოლაგენის ფოკუსურ ნეკრობიოზს
ბ) რადიალურად განლაგებულ უჯრედოვან ინფილტრატს შემდგარს
ლიმფოციტებისაგან, ჰისტიოციტებისაგან, ეპითელური უჯრედებისაგან, უცხო
სხეულის ტიპის გიგანტური უჯრედებისაგან
გ) დერმის ზედა ნაწილის სისხლძარღვების გაფართოვებას, ენდოთელიუმის
შეშუპებას, სისხლძარღვთა კედლის გასქელებას, პერივასკულარულ
ლიმფოიდურ-ჰისტიოციტურ ინფილტრატებს
დ) დერმის შუა ნაწილის კოლაგენის ფრაგმენტაციას და შეშუპებას
*ე) სწორია ყველა ჩამოთვლილი

217. შაქრიანი დიაბეტისას განვითარებული დერმატოზების მიზეზი შეიძლება


იყოს
ა) კანის დაცვითი ფუნქციის დაქვეითება
ბ) ნივთიერებათა ცვლის მოშლა
გ) მიკროანგიოპათია
*დ) ყველა ჩამოთვლილი

218. მემკვიდრეობით ჰემორაგიულ ტელეანგიექტაზიას (რანდიუ-ოსლერის


დაავადებას) არ ახასიათებს
ა) ცხვირისა და პირის ლორწოვანი გარსის კაპილარული ვარსკვლავისებრი
ანგიომები
ბ) სახის კანზე, ტუჩებსა და თითებზე კაპილარული ვარსკვლავისებრი,
ობობისმაგვარი ანგიომები
*გ) ინსოლაციისა და ფოტოდერმატიტის შემდეგ წარმოქმნა
დ) გამოვლინება მთელი ცხოვრების მანძილზე, ბავშვობიდან დაწყებული
ე) ცხვირიდან ხშირი სისხლდენები მეორადი ანემია

219. ყურის ბიბილო უფრო ხშირად ზიანდება შემდეგი დაავადების დროს


ა) ფსორიაზის
ბ) სებორეული დერმატიტის
*გ) კონტაქტური დერმატიტის
დ) მიკოზის

220. ჰიპერელასტიური კანი (ელერს-დანლოსის სინდრომი) ხასიათდება


ყველა ჩამოთვლილით, გარდა
ა) ადრეულ ბავშვობიდან გამოვლენით
ბ) კანის ადვილი დაზიანებით, ჰემატომის წარმოქმნით, ჭრილობის ნელი
შეხორცებით და ატროფიული ნაწიბურებით
გ) სახსრების და სახის მიდამოში კანის ზედმეტად გაჭიმვით
დ) სახსრების ზედმეტი ელასტიურობით და ქვეამოვარდნილობით
*ე) თვალის ბადურაზე სისხლძარღვოვანი ზოლები

221. ფეხისა და ხელის გულების მემკვიდრეობითი ერითემა უნდა


განვასხვავოთ ყველა ჩამოთვლილი დაავადებებისაგან, გარდა
ა) ხელის გულის ერითემისაგან ღვიძლის ციროზის დროს
ბ) დევერჟის დაავადების ფეხის და ხელის გულების ფორმისაგან
გ) ფეხის და ხელის გულების რუბრომიკოზისაგან
*დ) ცენტრიდანული ერითემისაგან
ე) ფეხის და ხელის გულების ფსორიაზისაგან
222. მრავლობითი ნეიროფიბრომატოზის (რეკლინჰაუზენის დაავადების)
დროს ტიპური პიგმენტაციები ხასიათდება ყველა ჩამოთვლილით, გარდა
ა) პიგმენტაციის არსებობით სიცოცხლის პირველი წლიდან
ბ) ოვალური და მრგვალი ფორმის მსხვილი ყავისფერი ლაქებით
გ) იღლიასა და საზარდულის ნაოჭებში ჭორფლისებური პიგმენტაციით
დ) ყავისფერი ლაქების რაოდენობის თანდათანობით ზრდით (არანაკლებ
ექვსი)
*ე) პიგმენტაციის მუქი ფერით და მათ ზედაპირზე ჭარბი თმიანობით

223. ატოპიური დერმატიტის მიმდინარეობაში გამოყოფენ


ა) სეზონურ სტადიებს
ბ) ორ სტადიას, დაავადების აქტივობის მიხედვით
*გ) სამ სტადიას ასაკოვანი ევოლუციური დინამიკით
დ) ოთხ სტადიას გართულებების მიხედვით
ე) სტადიურობას არ გამოყოფენ

224. ვულგარული ფსორიაზის დროს გამონაყარის ხშირი ლოკალიზაციაა


ყველა ჩამოთვლილი, გარდა
ა) თავის თმიანი ნაწილის
*ბ) კიდურების მომხრელი ზედაპირის
გ) იდაყვისა და მუხლების
დ) კუდუსუნის მიდამოსი

225. ფსორიაზის დროს ფრჩხილების დაზიანებას ახასიათებს ყველა


ჩამოთვლილი, გარდა
ა) სათითისებური ჩაღრმავების
ბ) ონიქოლიზისის
გ) ფრჩხილქვეშა ჰემორაგიების
დ) ზეთოვანი ლაქის სიმპტომის
*ე) პლატონიქიის

226. ბარბერის პუსტულოზური ფსორიაზისათვის დამახასიათებელია ყველა


ჩამოთვლილი, გარდა
*ა) მიეკუთვნება ვულგარული ფსორიაზის გართულებულ ფორმებს
ბ) გამოირჩევა განსაკუთრებული ტორპიდულობით
გ) არ ახლავს სისტემური სიმპტომები
დ) ახასიათებს გამონაყარი ხელისგულებზე

227. ბუშკეს სკლერედემას წინ უსწრებს


ა) წამლისმიერი დაავადება
ბ) ლიმფადენიტი და ლიმფანგოიტი
გ) შიმშილი და ავიტამინოზი
*დ) ზემო სასუნთქი გზების სტრეპტოკოკული ინფექცია, ან პნევმონია

228. პაზინი-პიერინის ატროფოდერმიას ახასიათებს ყველა ჩამოთვლილი,


გარდა
ა) ყრმობის ასაკში წარმოშობისა
ბ) ლოკალიზაციისა უპირატესად ზურგზე
გ) საწყის სტადიაში ერითემატოზული, ოდნავ შეშუპებული ლაქებისა
დ) მოგვიანებით სტადიაში წაბლისფერი ჩაღრმავებული ატროფიული
ლაქებისა
*ე) პროცესის დასრულების შემდეგ ქსოვილთა სრული აღდგენისა

229. ერითროპოეზური პროტოპორფირიის დამახასიათებელი გამოვლინებაა


ყველა ჩამოთვლილი, გარდა
ა) მზის შუქის მიმართ მაღალი მგრძნობელობისა
ბ) ინსოლაციის შედეგად ერითემის, შეშუპების, მცირე ზომის ბუშტუკების
წარმოქმნისა
გ) ბუშტების გაქრობის შემდეგ წვრილი, ზედაპირული ნაწიბურების
დარჩენისა
დ) ჰიალინური გროვების ხარჯზე კანის გასქელებისა
*ე) მუტილაციისა

230. პროფესიული ჭინჭრის ციება


*ა) კლინიკურად არ განსხვავდება არაპროფესიულისაგან
ბ) განსხვავდება არაპროფესიულისაგან ალერგენის ორგანიზმში მოხვედრის
გზით და ძლიერი ქავილით
გ) ხასიათდება განსხვავებული ზომის და ფორმის ურტიკებით

231. რა გვერდითი ეფექტი შეიძლება განვითარდეს ფსორიაზით


დაავადებულთა ციკლოსპორინ „A“-თი მკურნალობის დროს
ა) არტერიული წნევის მომატება
ბ) ჰიპერტრიქოზი
გ) სისხლის შრატში კრეატინის მომატება, მიალგია
დ) ნევროტოქსიური მოქმედება
*ე) ყველა ჩამოთვლილი სწორია

232. პიგმენტური ქსეროდერმა ვითარდება პათოლოგიური გენის


მემკვიდრეობით მიღებისას
ა) მამისაგან
ბ) დედისაგან
გ) ნებისმიერი სქესის მშობლისაგან
*დ) ორივე მშობლისაგან, რომლებიც არიან ჰეტეროზიგოტური
მატარებლები

233. პროფესიული ეგზემისათვის დამახასიათებელია


*ა) მტევნისა და წინამხრის დაზიანება
ბ) რეციდივი შვებულების დროს
გ) ფსიქიკურ ტრავმებთან კავშირი
დ) სეზონური გამწვავება

234. მარტივ კონტაქტურ დერმატიტს ახასიათებს


*ა) გამაღიზიანებელთან შეხების ადგილზე კანის მწვავე ანთება
ბ) კანის მწვავე ანთება, რომელიც გამაღიზიანებელთან შეხების მონაკვეთს
შორდება
გ) არამკვეთრი საზღვარი

235. პროფესიული ფოტოდერმატიტი ხასიათდება ყველა ჩამოთვლილით,


გარდა
ა) ფოტოდინამიურ ნივთიერებასთან და მზის გამოსხივებასთან
ერთდროული კონტაქტიდან რამდენიმე საათში წარმოქმნისა
*ბ) ფოტოდინამიურ ნივთიერებასთან და მზის გამოსხივებასთან
ერთდროული კონტაქტიდან რამდენიმე დღის შემდეგ წარმოქმნისა
გ) წვისა და სინათლის შიშისა
დ) კონიუნქტივიტით, რინიტით, ზემო სასუნთქი გზების ლორწოვანის
ანთებით

236. კონტაქტური დერმატიტის დროს მეტად ზიანდება


ა) წარბები
ბ) კისერი
გ) სასქესო ორგანოები
*დ) ხელები

237. პერიორალური დერმატიტი (პერიორალური ზონის გარდა) არ შეიძლება


იყოს ლოკალიზებული
ა) ცხვირ-ტუჩის ნაოჭებზე
ბ) ნიკაპზე
გ) ლოყებზე
დ) პერიორბიტალურ მიდამოში და შუბლზე
*ე) ყურის ნიჟარასა და თავის თმიან ნაწილზე

238. შაქრიანი დიაბეტით დაავადებულებს შეიძლება განუვითარდეთ კანის


შემდეგი დაავადებები, გარდა
ა) ლიპოიდური ნეკრობიოზისა
ბ) ქსანტომატოზისა
გ) რგოლისებური გრანულომისა
დ) დიაბეტური დერმატოპათიისა
*ე) პოიკილოდერმიისა

239. ანდროგენული ალოპეციის მიზეზი შეიძლება იყოს ყველა ჩამოთვლილი,


გარდა
ა) საკვერცხეების პოლიკისტოზისა
ბ) კუშინგის სინდრომისა
*გ) ტუბერკულოზისა
დ) თირკმელზედა ჯირკვლის და საკვერცხეების სიმსივნეებისა
ე) გენეტიკური ფაქტორებისა

240. ალოპეციას იწვევს


ა) ციტოსტატიკები
ბ) ანტიკოაგულანტები
გ) რეტინოიდები
*დ) ყველა ჩამოთვლილი

241. ერითროდერმული ფორმა შეიძლება განვითარდეს შემდეგი დერმატოზის


დროს
ა) ფსორიაზის
ბ) დევერის დაავადების
გ) სარკოიდოზის
დ) პემფიგუსის
*ე) ყველა ჩამოთვლილის

242. ფუნგოიდური მიკოზი არის


ა) სოკოვანი დაავადება
*ბ) „T“-უჯრედოვანი ლიმფომა
გ) გენეტიკური დაავადება
დ) მიცეტომა

243. დიურინგის დერმატიტის სამკურნალოდ გამოიყენება ყველა


ჩამოთვლილი, გარდა
ა) კორტიკოსტეროიდული პრეპარატების
ბ) სულფანილამიდების
*გ) იოდის პრეპარატების
დ) დიამინო-დიფენილ-სულფონის

244. სადა კანის და პირის ღრუს ლორწოვანი გარსის დაზიანება გვხვდება


ყველა ქვემოთ ჩამოთვლილი დერმატოზის დროს, გარდა
ა) ბრტყელი ლიქენისა
*ბ) ატოპიური დერმატიტისა
გ) ბულოზური ეპიდერმოლიზისა
დ) ვულგარული პემფიგუსისა
ე) დიურინგის დერმატიტისა

245. ვულგარული ფერიმჭამელების განვითარებაში მნიშვნელოვანია ყველა


ქვემოთ ჩამოთვლილი ფაქტორი, გარდა
ა) ასაკისა
ბ) ცხიმოვანი სებორეისა
*გ) ცხიმიანი საკვებისა
დ) ჰიპერანდროგენემიისა

246. კონტაქტურ დერმატიტს ახასიათებს ყველა ქვემოთ ჩამოთვლილი


ნიშანი, გარდა
ა) გამონაყარის პოლიმორფიზმისა
ბ) მწვავე მიმდინარეობისა
გ) კერებში ექსუდაციისა
*დ) კერების სიმეტრიულობისა
ე) წვის, ქავილის შეგრძნებისა
247. ფრჩხილის ფირფიტების დისტროფიული ცვლილებები შეიძლება
განვითარდეს ყველა ქვემოთ ჩამოთვლილი დერმატოზის დროს, გარდა
ა) ფსორიაზისა
ბ) ალოპეციისა
*გ) სხვადასხვაფერი პიტირიაზისა
დ) ნეიროდერმიტისა
ე) წითელი მგლურასი

248. ქვემოთ ჩამოთვლილიდან რომელი ნიშანი არ ახასიათებს


სკლეროდერმიას
ა) კანის ინდურაცია
*ბ) ჰიპერკერატოზი
გ) ატროფიის სტადია
დ) კანი არ ნაოჭდება

249. ვიტილიგოსათვის დამახასიათებელია ყველა ქვემოთ ჩამოთვლილი


ნიშანი, გარდა
ა) დეპიგმენტაციის
ბ) ლაქოვანი გამონაყარის
*გ) კერებში კანის მგრძნობელობის მოშლის
დ) სახეზე ხშირი ლოკალიზაციისა

250. ბოუენის დაავადებას ახასიათებს


ა) დაავადების ნელი მიმდინარეობა
ბ) ჰისტოლოგიურად აკანტოზი
გ) ტრანსფორმირდება სიმსივნედ
დ) კლინიკური გამოვლინება წააგავს ეგზემას
*ე) ყველა ზემოთ ჩამოთვლილი

251. სათითის მსგავსი წერტილოვანი ჩანაჭდევები ფრჩხილებზე გვხვდება


შემდეგი დაავადების დროს
ა) ეგზემის
ბ) ფსორიაზის
გ) ბუდობრივი ალოპეციის
დ) რეაქტიული ართრიტის
*ე) ყველა ჩამოთვლილი სწორია

252. ანონიქია შესაძლებელია შეგვხვდეს ყველა ჩამოთვლილი დაავადების


დროს, გარდა
ა) ბრტყელი ლიქენისა
ბ) აკანტოლიზური პემფიგუსისა
*გ) ფსორიაზისა
დ) ბულოზური ეპიდერმოლიზისა
ე) ყველა ჩამოთვლილი სწორია

253. ქვემოთ ჩამოთვლილი რომელი დაავადების დროს გვხვდება


სპეციფიკური ცვლილებები ფრჩხილებზე
ა) ბაქტერიული ენდოკარდიტის
ბ) ნეფროზული სინდრომის
გ) ღვიძლის ციროზის
დ) რკინის დეფიციტის
*ე) ყველა ჩამოთვლილი სწორია

254. ქვემოთ ჩამოთვლილ რომელ პათოლოგიასთან არის დაკავშირებული


სისხლჩაქცევები ფრჩხილის ფუძესთან
ა) ბაქტერიული ენდოკარდიტი
ბ) მედიკამენტოზური ალერგია
გ) ფსორიაზი
დ) ვასკულიტები
ე) ტრიქინელოზი
*ვ) ყველა ჩამოთვლილი სწორია

255. ქვემოთ ჩამოთვლილი რომელი დაავადების დროს შესაძლოა დაზიანდეს


ფრჩხილები
ა) ფსორიაზის
ბ) ბუდობრივი თმის ცვენის
გ) წითელი ბრტყელი ლიქენის
დ) სკლეროდერმიის
ე) დარიეს დაავადების
*ვ) ყველა ჩამოთვლილი სწორია

256. ფსორიაზის დროს ფრჩხილების დაზიანება ხასიათდება


ა) სათითის მსგავსი ჩანაჭდევებით
ბ) ონიქოლიზისით
გ) ფრჩხილქვეშა ჰიპერკერატოზით
დ) ფრჩხილის ფუძესთან სისხლჩაქცევებით
*ე) ყველა ჩამოთვლილი სწორია

257. ფუნგოიდური მიკოზის დროს პათომორფოლოგიური სურათი


ხასიათდება ყველა ჩამოთვლილით, გარდა
*ა) მუნროს მიკროაბსცესებისა
ბ) ატიპური "მიკოზური" უჯრედებისა
გ) უჯრედული ინფილტრატის განლაგებისა უშუალოდ ეპიდერმისის ქვეშ
დ) პოტრიეს მიკროაბსცესებისა

258. მრავალფორმიანი ექსუდაციური ერითემის წარმოქმნას ხელს უწყობს


ყველა ჩამოთვლილი, გარდა
ა) მარტივი ჰერპესის
ბ) მიკოპლაზმოზის
*გ) ავიტამინოზის
დ) ორსულობის
ე) მედიკამენტოზური ინტოქსიკაციის
ვ) ვაქცინური დაავადების
259. პირის ღრუს ლორწოვან გარსზე პიგმენტური ლაქები და პერიორალური
პიგმენტაცია ახასიათებს
*ა) პეიტც-ეგერსის დაავადებას
ბ) დისკოიდურ მგლურას
გ) სტივენს-ჯონსონის დაავადებას
დ) პერიორალურ დერმატიტს

260. ფილტვების სარკოიდოზის ადრეული გამოვლენა კანზე შესაძლებელია


იყოს
*ა) კვანძოვანი ერითემა
ბ) ბაზენის ინდურაციული ერითემა
გ) რგოლისებური გრანულომა

261. "პეპელას" ფორმის ერითემა არ გვხვდება


ა) ვარდისფერი ფერისმჭამელას დროს
ბ) კარცინოიდული სინდრომის დროს
გ) დერმატომიოზიტის დროს
*დ) მზისმიერი ურტიკარიის დროს

262. ნაწიბუროვანი ალოპეცია შეიძლება იყოს შედეგი ყველა ჩამოთვლილის,


გარდა
ა) დისკოიდური წითელი მგლურას
ბ) თავის თმიანი არის ღრმა ფოლიკულიტის
გ) ბროკის ფსევდოპელადის
*დ) სხივური თერაპიის

263. ნიკოლსკის დადებითი სიმპტომი ახასიათებს ყველა ჩამოთვლილ


დერმატოზს, გარდა
ა) ვულგარული პემფიგუსისა
ბ) ჰეილი-ჰეილის დაავადებისა
*გ) ბულოზური პემფიგოიდისა
დ) ლაიელის სინდრომისა

264. დისჰიდროზის დროს ბუშტუკოვანი გამონაყარი არ აღინიშნება


ა) ხელის მტევნებზე
ბ) ფეხისგულებზე
გ) თითებზე
*დ) წვივებზე

265. ფოთლისებურ პემფიგუსს არ ახასიათებს


ა) კანის შეუცვლელ უბნებზე დუნე ბუშტების წარმოქმნა
ბ) ღია წითელი ფერის ეროზიები ექსუდაციით
გ) ბუშტების წარმოქმნა რქოვანა შრის ქვეშ
*დ) ბუშტების წარმოქმნა წვეტიან უჯრედთა შრეში
ე) დადებითი ნიკოლსკის სიმპტომი

266. მოვეგეტირე პემფიგუსის პათოგნომური ნიშანია


ა) აკანტოლიზის შედეგად წარმოქმნილი ბუშტების ეპიდერმისშიდა
განლაგება
*ბ) ეპიდერმისშიდა აბსცესები ეოზინოფილებით
გ) ბუშტების განლაგება ბაზალური შრის ზევით
დ) დერმის შეშუპება
ე) ანთებითი ხასიათის პერივასკულარული ინფილტრატი

267. სებორეულ პემფიგუსს სახეზე ლოკალიზაციისას არ ახასიათებს


ა) სახეზე პეპელასებური გამონაყარი
ბ) სახეზე ბუშტოვანი ელემენტები ექსუდაციით ერითემატოზულ კერებზე
*გ) სეზონური გამწვავება
დ) დადებითი ნიკოლსკის სიმპტომი

268. მრავალფორმიანი ექსუდაციური ერითემა არ არის


ა) ალერგიული დაავადება
*ბ) აუტოიმუნური დაავადება
გ) ტოქსიკოალერგიული დაავადება
დ) ინფექციურ-ალერგიული დაავადება

269. გამონაყარის ჭეშმარიტი პოლიმორფიზმი არ ახასიათებს


ა) ფუნგოიდურ მიკოზს
ბ) მრავალფორმიან ექსუდაციურ ერითემას
*გ) ვულგარულ პემფიგუსს
დ) როზაცეას
ე) დიურინგის ჰერპეტიფორმულ დერმატიტს

270. დისკოიდური წითელი მგლურას მკურნალობისას არ გამოიყენება


ა) კორტიკოსტეროიდული პრეპარატები
ბ) ანტიმალარიული პრეპარატები
*გ) სხივური თერაპია
დ) ოქროს პრეპარატები

271. კვანძოვანი ერითემა ვითარდება ყველა ქვემოთ ჩამოთვლილი პრეპარატის


მიღებისას, გარდა
ა) სულფანილამიდებისა
*ბ) ანტიბიოტიკებისა
გ) ბრომის პრეპარატებისა
დ) იოდის პრეპარატებისა
ე) პერორალური კონტრაცეპტივებისა

272. დაავადების გამოვლენისას პემფიგუსის სამკურნალოდ ინიშნება


ა) სისტემური კორტიკოსტეროიდები მაღალი დოზებით ხანმოკლედ
*ბ) სისტემური კორტიკოსტეროიდები მაღალი დოზებით ხანგრძლივად
გ) სისტემური კორტიკოსტეროიდები დაბალი დოზები ხანგრძლივად

273. ტრიქოტილომანია არის


ა) ბუდობრივი ალოპეციის სახე
*ბ) თმის გლეჯის მავნე ჩვევა
გ) თმის მიკოზური დაავადება
დ) ფრჩხილების აკვიატებული კვნეტა

274. რომელი დაავადების რისკი იზრდება პირველადი ქსანთომატოზის დროს


*ა) სისხლძარღვთა ათეროსკლეროზული დაზიანებების
ბ) სიმსივნური დაავადებების
გ) იმუნიტეტის დაქვეითებით განპირობებული ინფექციური სნეულებების
დ) აუტოიმუნური დაავადებების

275. ფსორიაზის მკურნალობისას ციკლოსპორინის დანიშვნის უკუჩვენებაა


ა) დაავადების ართროპათიული ფორმა
*ბ) თირკმელების ფუნქციის მოშლა
გ) ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგია
დ) ჰიპოტონია

276. ფსორიაზის მკურნალობისას მეტოტრექსატთან ერთად არ შეიძლება


დაინიშნოს
ა) პუვა-თერაპია
ბ) ჰეპატოპროტექტორი
*გ) რეტინოიდი
დ) ფოლიუმის მჟავა

277. პეჯეტის სიმსივნეს არ ახასიათებს


ა) ძუძუს თავის არეში ლოკალიზაცია
ბ) ეგზემის მსგავსი გამონაყარი
*გ) სიმეტრიული ლოკალიზაცია
დ) ქრონიკული მიმდინარეობა

278. ანაგენური ალოპეციის უპირატესი პათოგენეზური ფაქტორია


*ა) მედიკამენტები
ბ) ენდოკრინული პათოლოგია
გ) სტრესი
დ) რკინის დეფიციტი

279. დერმატოზების რომელ ჯგუფს მიაკუთვნებენ შარპეის სინდრომს?


ა) გენოდერმატოზებს
*ბ) კოლაგენოზებს
გ) ალერგოდერმატოზებს
დ) ბულოზურ დერმატოზებს

280. ბარბერის ფსორიაზს არ ახასიათებს


*ა) გამონაყარი ტანზე
ბ) გამონაყარი ხელისა და ფეხისგულებზე
გ) პუსტულოზური ელემენტები
დ) კერების სიმეტრიულობა
281. ესენციალური აკროციანოზი
*ა) უვითარდებათ უპირატესად გოგონებს სქესობრივი მომწიფების დროს
ბ) უვითარდებათ მამაკაცებს
გ) უვითარდებათ თანაბრად როგორც ქალებს, ასევე მამაკაცებს
დ) ვითარდება მოხუცებულებში

282. ბაზალიომა წარმოადგენს


*ა) ავთვისებიან ეპითელურ სიმსივნეს
ბ) კიბოსწინარე დაავადებას
გ) ავთვისებიან დერმულ სიმსივნეს
დ) ავთვისებიან სისხლძარღვოვან სიმსივნეს

283. ბეხჩეტის დაავადების დროს გამონაყარი არ არის


ა) პირის ღრუს ლორწოვან გარსზე
ბ) თვალზე
გ) ანოგენიტალიუმის არეში აფთების სახით
*დ) ანოგენიტალიუმის არეში პაპულების სახით

284. დიურინგის ჰერპეტიფორმული დერმატიტის დიფერენციალური


დიაგნოზი უნდა გატარდეს ყველა ჩამოთვლილთან, გარდა
ა) ბულოზური პემფიგოიდისა
ბ) ჰეილი-ჰეილის დაავადებისა
გ) ვულგარული პემფიგუსისა
*დ) ურტიკარიისა
ე) მრავალფორმიანი ექსუდაციური ერითემისა

285. ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი წარმოადგენს


ა) რეიტერის დერმატიტს
ბ) ლაიმის დაავადებას
გ) სტივენს-ჯონსონის სინდრომს
*დ) არცერთს ჩამოთვლილთაგან

286. წითელი ბრტყელი ლიქენის დიფერენციალური დიაგნოზი საჭიროა


გატარდეს ყველა ჩამოთვლილ დაავადებასთან, გარდა
ა) ფსორიაზისა
*ბ) სებორეული დერმატიტისა
გ) ნეიროდერმიტისა
დ) ბრტყელი მეჭეჭებისა
ე) პაპულოზური სიფილიდებისა

287. პელაგრის სამკურნალოდ იხმარება შემდეგი ვიტამინები


*ა) „PP“, „B1“, „B2“, „B6“
ბ) „C“, „D“
გ) „A“, „E „

288. სარკოიდოზისათვის დამახასიათებელია ყველა ჩამოთვლილი, გარდა


ა) ნევროლოგიური სიმპტომებიდან ხშირად გვხვდება თავზურგტვინის VII
წყვილი ნერვის პარეზი
*ბ) დაზიანების კერიდან ხშირად გამოიყოფა ტუბერკულოზის
მიკობაქტერიები
გ) დამახასიათებელია შენელებული ტიპის ჰიპერმგრძნობელობის რეაქციის
დაქვეითება
დ) კანის ფორმები გვხვდება უფრო ხშირად ქალებში

289. პიგმენტური ნევუსის მალიგნიზაციის ნიშნებია ყველა ჩამოთვლილი,


გარდა
ა) ნევუსის ირგვლივ პიგმენტაციის ახალი კერების გაჩენისა
ბ) პიგმენტაციის უსწორმასწორო ზედაპირის განვითარებისა
*გ) თმიანი ნევუსის არეში თმის რაოდენობის მატებისა
დ) ნევუსის დაწყლულებისა

290. ფეხისგულების დაზიანება აღინიშნება ყველა ჩამოთვლილი დაავადებების


დროს, გარდა
ა) მეორადი პაპულოზური სიფილისისა
ბ) ფსორიაზისა
გ) წითელი ტრიქოფიტონით გამოწვეული მიკოზისა
*დ) შემოფარგლული სკლეროდერმიისა

291. ჩამოთვლილიდან რომელია არასწორი წითელი ბრტყელი ლიქენისათვის


*ა) ენის ლორწოვანი გარსის დაზიანება გვხვდება იშვიათად
ბ) კანის გამონაყარის ტიპური მორფოლოგიური ელემენტია მბრწყინავი
პაპულა ზედაპირზე უიკჰემის ბადით
გ) სასქესო ასოს თავზე ტიპიურია პაპულების ანულარული განლაგება
დ) ფრჩხილების დაზიანების ყველაზე ხშირი ნიშანია ფრჩხილების
ფირფიტების განლევა

292. დერმატომიოზიტის კლინიკური ნიშნებია ყველა ჩამოთვლილი, გარდა


ა) ფრჩხილქვეშა კაპილარების გაფართოებისა
ბ) სახის ჰელიოტროპული ერითემისა
*გ) ყვითელი ფრჩხილებისა
დ) კანის კალცინოზისა

293. ბროკის ფსევდოპელადას ახასიათებს ყველა ჩამოთვლილი, გარდა


ა) ნაწიბუროვანი ალოპეციისა
ბ) შეუქცევადი კეროვანი გამელოტებისა
გ) კანის ატროფიისა და თმის ფოლიკულების დესტრუქციისა
*დ) ტალღისებური მიმდინარეობისა

294. ბოუენის დაავადების დიფერენციალური დიაგნოზი საჭიროა ჩატარდეს


შემდეგ დაავადებებთან, გარდა
ა) კანის ტუბერკულოზის მეჭეჭოვანი ფორმისა
ბ) ფსორიაზისა
*გ) სკლეროდერმიისა
დ) ბაზალიომისა

295. „LE“ უჯრედები არის


ა) სახეშეცვლილი გიგანტური კერატინოციტები
*ბ) ზომაში გაზრდილი სეგმენტბირთვიანი ნეიტროფილური
გრანულოციტები
გ) დეგენერირებული ჰისტიოციტი
დ) ზომაში გაზრდილი ლიმფოციტები

296. პემფიგუსის მკურნალობის დროს კორტიკოსტეროიდების დოზის


შემცირების მიზეზი შეიძლება იყოს
ა) ახალი ბუშტებისა და ეროზიების გამოვლინება
ბ) ახალი ბუშტების არარსებობა და ეროზიების ნაწილობრივი
ეპითელიზაცია
*გ) ახალი ბუშტების არარსებობა და ეროზიების სრული ეპითელიზაცია

297. პემფიგუსის დიაგნოზის დასმისას საჭიროა ბუშტიდან აღებულ მასალაში


*ა) აკანტოლიზური უჯრედების აღმოჩენა
ბ) დიდი რაოდენობით ეოზინოფილების აღმოჩენა
გ) ატიპიური უჯრედების არსებობა
დ) LE უჯრედების აღმოჩენა

298. ვარდისფერი ფერისმჭამელას დროს საჭიროა ჩატარდეს ყველა


ჩამოთვლილი გამოკვლევა, გარდა
ა) ანაფხეკისა დემოდექსის აღმოსაჩენად
ბ) მცირე მენჯის ღრუს ორგანოების შესწავლისა
*გ) სისხლში ქოლესტერინის განსაზღვრისა
დ) სისხლის გამოკვლევისა „LE“ უჯრედების გამოსარიცხად

299. მზისგან დამცავი კრემები შეგვიძლია არ გამოვიყენოთ შემდეგი


დაავადების დროს
ა) დერმატომიოზიტის
*ბ) ატოპიური დერმატიტის
გ) კანის გვიანი პორფირიას
დ) წითელი მგლურას

300. ალბინიზმს არ ახასიათებს


ა) აუტოსომურ-რეცესიული მემკვიდრეობის ტიპი
ბ) ფოტოფობია
გ) კანის კიბოს რისკის ზრდა
*დ) ფოტომგრძნობელობის დაქვეითება

301. მწვავე ჭინჭრის ციებას ახასიათებს


*ა) უეცარი დასაწყისი და ძლიერი ქავილი
ბ) დუნე დასაწყისი და ზომიერი ქავილი
გ) დასაწყისი ალერგენიდან კონტაქტიდან 2-3 დღის შემდეგ
302. მრავალფორმიანი ექსუდაციური ერითემის ფორმებია ყველა
ჩამოთვლილი, გარდა
ა) ლაქოვანი
ბ) პაპულოზური
გ) ბულოზური
*დ) ნოდოზური

303. სებორეა წარმოადგენს ფონს ყველა ჩამოთვლილი დერმატოზისათვის,


გარდა
ა) ვულგარული აკნე
ბ) პიოდერმიები
გ) სებორეული დერმატიტი
დ) ანდროგენული ალოპეცია
*ე) ურტიკარია

304. ვულგარული ფერისმჭამელა უპირატესად


*ა) პოლიეტიოლოგიური დაავადებაა
ბ) ალერგიული დაავადებაა
გ) ინფექციური დაავადებაა
დ) ენდოკრინული დაავადებაა

305. ვულგარული ფერისმჭამელა უმეტესად გვხვდება


ა) ბავშვთა ასაკში
*ბ) პუბერტატულ ასაკში
გ) კლიმაქტერულ ასაკში
დ) მოხუცებში

306. რა არის პომფოლიქსი


*ა) დისჰიდროზული ეგზემა
ბ) ატოპიური დერმატიტი
გ) კონტაქტური დერმატიტი
დ) სებორეული დერმატიტი

307. სტეროიდულ აკნეს არ ახასიათებს


ა) უეცარი დასაწყისი
ბ) მონომორფული გამონაყარი
გ) პრეპარატების მოხსნის შემდეგ პროცესის უკუგანვითარება
*დ) სეზონურობა

308. ჰიპერთირეოზის დროს კანი


ა) მშრალია და იქერცლება
ბ) ცივია და ფერმკრთალი
გ) კანი დიფუზურად გასქელებულია
*დ) თბილია, ტენიანია და ერითემატოზული

309. მონგოლოიდური ლაქის ლოკალიზაციის ადგილია


ა) მკერდი
ბ) ზურგი
*გ) გავა-კუდუსუნის მიდამო
დ) კეფა

310. წითელი ბრტყელი ლიქენისათვის და ფსორიაზისათვის საერთო


დამახასიათებელი ნიშანია
ა) უიკხემის ბადე
*ბ) კებნერის ფენომენი
გ) ბენიეს სიმპტომი
დ) აუსპიცის ფენომენი

311. კვანძოვან ერითემას კვანძოვანი ვასკულიტისაგან განსხვავებით


ახასიათებს
*ა) კვანძების დაშლა დაწყლულების და ნაწიბურების გარეშე
ბ) კანის ატროფიის წარმოქმნა
გ) უკუგანვითარებისას სკლეროზირება

312. ხელის გულების არეში ერითემა გვხვდება


*ა) ერითროდერმიის დროს
ბ) ტუბერკულოზის დროს
გ) წითელი მგლურას დროს

313. ფიქსირებული ტოქსიდერმია შეიძლება იყოს განპირობებული


ა) გრიზეოფულვინით
ბ) სულფანილამიდებით
გ) ოქროს პრეპარატებით
*დ) ყველა ჩამოთვლილით
ე) არცერთი ჩამოთვლილით

314. რით განსხვავდება სტეროიდული აკნე ვულგარულისაგან


ა) ლოკალიზაციით სახეზე
ბ) ლოკალიზაციით ტანის ზედა ნაწილში
*გ) გამონაყარი მონომორფულია
დ) გამონაყარი პოლიმორფულია

315. გოტრონის პაპულები გვხვდება შემდეგი დერმატოზის დროს


ა) ფსორიაზის
*ბ) დერმატომიოზიტის
გ) რევმატოიდული ართრიტის
დ) წითელი ბრტყელი ლიქენის

316. ლაიელის სინდრომი წარმოადგენს


*ა) მწვავე ეპიდერმალურ ნეკროლიზს
ბ) ქრონიკულ მორეციდივე დერმატიტს
გ) მხოლოდ ახალშობილთა დაავადებას
დ) მძიმე სტაფილოკოკურ დაავადებას
317. მელკერსონ-როზენტალის სინდრომს უპირატესად არ ახასიათებს
ა) ტუჩების მორეციდივე შეშუპება
ბ) სახის ნერვის ცალმხრივი ნევრიტი
*გ) სახის ნერვის ორმხრივი ნევრიტი

318. ლიპოიდური ნეკრობიოზი წარმოადგენს


ა) კანის ქრონიკულ დისემინირებულ ლიპოიდოზს
ბ) კანის მწვავე ლოკალურ ლიპოიდოზს
*გ) კანის ქრონიკულ ლოკალურ ლიპოიდოზს
დ) კანის მწვავე დისემინირებულ ლიპოიდოზს

319. ერითროპოეზური პორფირიის ჯგუფს მიეკუთვნება ყველა ქვემოთ


ჩამოთვლილი, გარდა
ა) უროპორფირიისა
ბ) პროტორფირიისა
გ) კოპროპორფირიისა
*დ) კანის გვიანი პორფირიისა

320. ფსორიაზის სამკურნალოდ შეიძლება გამოვიყენოთ ყველა ქვემოთ


ჩამოთვლილი სისტემური პრეპარატი, გარდა
ა) არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგოსი
ბ) სედაციურის
*გ) კორტიკოსტეროიდების
დ) რეტინოიდების

321. მელანოზი შეიძლება იყოს შემდეგი თანდაყოლილი სინდრომების


სიმპტომი, გარდა
*ა) ვარდენბურგის სინდრომის
ბ) ოლბრაიტის სინდრომის
გ) პიგმენტური ქსეროდერმის
დ) პიგმენტის შეუკავებლობის
ე) გოშეს დაავადების

322. კვანძოვანი ერითემის ეტიოლოგიურ ფაქტორებად ითვლება ყველა


ჩამოთვლილი, გარდა
ა) სარკოიდოზი
ბ) ტუბერკულოზი
გ) სტრეპტოკოკური ინფექცია
*დ) ჰერპეს-ვირუსი ტიპი 1
ე) ბეხჩეტის დაავადება

323. მცირებალთოვანი პარაფსორიაზის დიფერენციალური დიაგნოზი საჭიროა


გატარდეს ყველა ჩამოთვლილ დაავადებასთან, გარდა
ა) ფსორიაზისა
ბ) პაპულოზური სიფილიდისა
*გ) ბრტყელი ლიქენისა
დ) ვარდისფერი პიტირიაზისა
324. კაპოშის სარკომა წარმოადგენს
*ა) ავთვისებიან სიმსივნურ პროცესს განვითარებულს სისხლძარღვების
ენდოთელიუმიდან
ბ) კეთილთვისებიან სიმსივნურ პროცესს განვითარებულს სისხლძარღვების
ენდოთელიუმიდან
გ) სისტემურ დაავადებას დამახასიათებელი ეპითელურუჯრედიანი
გრანულების წარმოქმნით დისტროფიის მოვლენებით სხვადასხვა ორგანოებში

325. ბულოზური ეპიდერმოლიზი წარმოადგენს


*ა) გენეტიკურ დაავადებას
ბ) ტოქსიდერმიას ეპიდერმისის ლიზისით
გ) დაავადებას, რომელიც გამოვლინდება სქესობრივი მომწიფების პერიოდში

326. შეფერილი ოფლის გამოყოფას ეწოდება


ა) ჰემატიდროზი
*ბ) ქრომჰიდროზი
გ) ურიდროზი
დ) ბრომჰიდროზი

327. ონიქორექსისი შეიძლება შეგვხვდეს შემდეგი დაავადებების დროს,


გარდა
ა) ეგზემისა
ბ) ფსორიაზისა
გ) წითელი ბრტყელი ლიქენისა
*დ) სკლეროდერმიისა

328. რომელი პასუხია არამართებული სირინგომის დასახასიათებლად?


ა) არის ეკრინული საოფლე ჯირკვლების სიმსივნე
*ბ) არის აპოკრინული საოფლე ჯირკვლების სიმსივნე
გ) ავადდებიან უპირატესად ქალები
დ) აქვს მრავლობითი ასიმეტრიული გამონაყარი

329. წითელი ბრტყელი ლიქენისათვის დამახასიათებელი მორფოლოგიური


ელემენტის თავისებურებაა ყველა ჩამოთვლილი, გარდა
ა) პოლიგონალური მოხაზულობა
ბ) ჭიპისებური ჩაღრმავება
გ) უიკხემის ბადე
დ) ციანოზური-მოიისფრო ელფერი და სადაფისებური სიპრიალე
*ე) ტენდენცია პერიფერიული ზრდისაკენ

330. მედიკამენტოზური აკნე შეიძლება განვითარდეს ყველა ქვემოთ


ჩამოთვლილ შემთხვევაში, გარდა
ა) ბრომისა და იოდის ხანგრძლივი მიღებისას
ბ) კორტიკოსტეროიდების ხანგრძლივი მიღებისას
*გ) ანტიჰისტამინური პრეპარატების ხანგრძლივი მიღებისას
331. რა შემთხვევაში არ უნდა გამოვიყენოთ კორტიკოსტეროიდების
გამონაყრისშიდა ინექციები?
*ა) როზაცეას
ბ) კელოიდის
გ) ბუდობრივი ალოპეციის

332. ბროკის ფსევდოპელადა არის


ა) პელაგრის ნაირსახეობა
*ბ) ნაწიბუროვანი ალოპეცია
გ) ტრავმული ალოპეცია
დ) წვერის ფსევდოფოლიკულიტი

333. ბრტყელი ლიქენის სამკურნალოდ არ გამოიყენება


ა) მალარიის საწინააღმდეგო პრეპარატები
ბ) სედაციური საშუალებები
გ) კორტიკოსტეროიდები
*დ) ტუბერკულოზის საწინააღმდეგო პრეპარატები

334. რომელი დაავადება არ წარმოადგენს ცხიმოვანი ჯირკვლების


დაავადებას?
ა) სებორეა
ბ) ფოქს-ფორდაისის დაავადება
გ) ვულგარული აკნე
*დ) ანეტოდერმია

335. კანის ზოლისებური ატროფიის (სტრიების) მიზეზი შეიძლება იყოს


ყველა ქვემოთ ჩამოთვლილი, გარდა
ა) ჰიპერკორტიციზმით მიმდინარე ენდოკრინოპათია
ბ) კორტიკოსტეროიდული ჰორმონებით ხანგრძლივი თერაპია
*გ) ანტიბიოტიკოთერაპია
დ) იცენკო-კუშინგის დაავადება

336. ლეიკოპლაკიის კლინიკური ვარიანტებია ყველა ჩამოთვლილი, გარდა


ა) ბრტყელის
ბ) ვერუკოზულის
*გ) ინდურაციულის
დ) ეროზიულ-წყლულოვანის

337. კანის თანდაყოლილ ატროფიებს მიეკუთვნება ყველა ჩამოთვლილი,


გარდა
ა) კანის თანდაყოლილი აპლაზიისა
*ბ) კანის სენილური ატროფიისა
გ) თანდაყოლილი პოიკილოდერმიისა
დ) გოლც-გორლინის სინდრომისა

338. შეძენილი იმუნოდეფიციტური სინდრომის მარკერული დაავადებაა


ა) კანის ქრონიკული ჩირქოვანი დაავადებები
ბ) მორეციდივე ვირუსული ინფექციები
გ) კაპოშის სარკომა
დ) ენის ლეიკოპლაკია
*ე) ყველა ჩამოთვლილი

339. სტრეპტოკოკული იმპეტიგოსთვის დამახასიათებელია


ა) კანზე ფლიქტენების გაჩენა
ბ) ყვითელი ქერქები
გ) სწრაფი გავრცელება
დ) ფლიქტენების ირგვლივ ანთებითი რკალი
*ე) ყველა ჩამოთვლილი

340. სტრეპტოკოკული იმპეტიგოს დროს ინიშნება ყველა ჩამოთვლილი,


გარდა
ა) ანილინის საღებავის ხსნარისა
*ბ) სტეროიდების შემცველი მალამოებისა
გ) ფლიქტენების გახსნისა
დ) ანტიბიოტიკიანი პასტებისა
ე) ანტიბიოტიკიანი მალამოებისა

341. მარტივი ჰერპესისათვის დამახასიათებელია


ა) ერითემა
ბ) შეშუპება
გ) ჯგუფური ბუშტუკები
დ) ეროზია
*ე) ყველა ჩამოთვლილი

342. ჰერპეს ზოსტერისთვის დამახასიათებელია


ა) ერითემა
ბ) შეშუპება
გ) ვეზიკულები
დ) ეროზიები
*ე) ყველა ჩამოთვლილი

343. ჰერპეს ზოსტერის ფიზიოთერაპიული მკურნალობა მიზანშეწონილია


დაიწყოს
ა) დაავადების დასაწყისში
ბ) მწვავე ფაზაში
*გ) არასრული რემისიისას
დ) მკურნალობის დასრულებიდან 2 კვირაში

344. ლოკალიზაციის მიხედვით მარტივი ჰერპესის ნაირსახეობას მიეკუთვნება


ა) ლაბიალური ჰერპესი
ბ) გენიტალიუმის ჰერპესი
გ) ჰერპესული კერატიტი და გინგივოსტომატიტი
დ) ჰერპესული მენინგოენცეფალიტი
*ე) ყველა ჩამოთვლილი
345. ანტივირუსულ პრეპარატებს, რომლებიც გამოიყენება მარტივი ჰერპესისა
და ჰერპეს ზოსტერის სამკურნალოდ, არ მიეკუთვნება:
ა) ინტერფერონი
ბ) აციკლოვირი
*გ) დიაზეპამი
დ) ყველა ჩამოთვლილი

346. მორეციდივე ჰერპესის მკურნალობის მეთოდი მოიცავს


ა) ანტივირუსულ თერაპიას
ბ) სპეციფიკურ და არასპეციფიკურ იმუნოთერაპიას
გ) მკურნალობას ინტერფერონის ინდუქტორებით
დ) სიმპტომატურ თერაპიას
*ე) ყველა ჩამოთვლილს

347. ჰერპეს ზოსტერისთვის დამახასიათებელია ყველა ჩამოთვლილი ნიშანი,


გარდა
ა) მკვეთრი მტკივნეულობა
ბ) ზოგადი მდგომარეობის შეცვლა
*გ) გამონაყარის დისემინირება მთელ ტანზე
დ) გამონაყარის ასიმეტრიულობა და დაჯგუფება
ე) რეციდივის არარსებობა

348. კვანძები კანის კოლიქვატიური ტუბერკულოზისას


*ა) მკვრივია და უმტკივნეულო
ბ) რბილია და უმტკივნეულო
გ) ელასტიურია და მტკივნეული
დ) რბილია და მტკივნეული
ე) მკვრივია და მტკივნეული

349. კანის მილიარულ-წყლულოვანი ტუბერკულოზის ტიპური ლოკალიზაციაა


ყველა ჩამოთვლილი, გარდა
ა) პირის ღრუს ლორწოვანის
ბ) ცხვირის ლორწოვანის
გ) ენის
*დ) ურეთრის გარეთა ხვრელის ლორწოვანის

350. არჩევენ ტუბერკულოზური მჭამელის ყველა ჩამოთვლილ კლინიკურ


ფორმებს, გარდა
ა) ვერუკოზულის
ბ) დაწყლულებადის
გ) სერპიგინოზულის
დ) მუტილაციურის
*ე) შანკრიფორმულის

351. ტუბერკულოზური მჭამელის დაწყლულებისას


*ა) წყლულის კიდეები რბილია, არასწორია
ბ) წყლულის კიდეები მკვრივია, სწორია, დატვიფრულია
გ) წყლულის ფსკერი გლუვია, სუფთა, ნადების გარეშე

352. ტუბერკულოზური მჭამელის დიფერენციალური დიაგნოზის დროს


საჭიროა გამოირიცხოს
ა) ხორკლისებური სიფილიდი
ბ) დისკოიდური წითელი მგლურა
გ) ლეპრის ტუბერკულოიდური ტიპი
დ) ბრტყელუჯრედოვანი კიბო
*ე) ყველა ჩამოთვლილი

353. ტუბერკულოზური მჭამელის დროს დამახასიათებელია


*ა) წყლულის დანაწიბურების კერის ცენტრალური ნაწილიდან დაწყება
ბ) წყლულის დანაწიბურების კერის პერიფერიული ნაწილიდან დაწყება
გ) მკვრივი, ხორკლოვან ზედაპირიანი, პიგმენტირებული ნაწიბურები

354. კანის მეჭეჭისებური ტუბერკულოზის დიფერენცირება საჭიროა ყველა


ჩამოთვლილი დაავადებებისაგან, გარდა
ა) ქრონიკული ვეგეტირებადი პიოდერმიის
ბ) ვერუკოზული წითელი ბრტყელი ლიქენის
გ) ვულგარული მეჭეჭის
*დ) ფსორიაზის
ე) კანის კიბოსი

355. ტუბერკულოზის ლოკალიზებულ ფორმებს მიეკუთვნება ყველა


ჩამოთვლილი, გარდა
ა) მჭამელი
ბ) მეჭეჭოვანი
გ) მილიარულ-წყლულოვანი
დ) კოლიქვატიური
*ე) ლიქენოიდური

356. ლუპომაზე ზონდით დაწოლისას


ა) არის მკვეთრი მტკივნეულობა
*ბ) მტკივნეულობა არ არის ან უმნიშვნელოა
გ) მტკივნეულობა დამოკიდებულია კერის სიდიდეზე
დ) მტკივნეულობა დამოკიდებულია დაზიანების სტადიაზე

357. ტუბერკულოზის დისემინირებულ ფორმებს მიეკუთვნება ყველა


ჩამოთვლილი, გარდა
ა) მწვავე დისემინირებული მილიარულისა
ბ) ლიქენოიდურისა
გ) პაპულოზურ-ნეკროზულისა
დ) ლევანდოვსკის ინდურაციული ერითემისა
*ე) კოლიქვატიურისა

358. "ლომის სახეს" ახასიათებს ყველა ჩამოთვლილი, გარდა


ა) სახის კანისა და კანქვეშა ცხიმოვანი ქსოვილის ღრმა ინფილტრატებისა
ბ) კანზე ღრმა ნაკეცებისა
გ) ცხვირის, ტუჩების, ყურის ნიჟარის გასქელებისა
*დ) ცხვირის ფრთის და ყურის ნიჟარის განლევისა და ატროფიისა
ე) წარბების ცვენისა

359. ლეპრომატოზული ტიპის ლეპრის დროს გამომწვევის აღმოჩენა


შეუძლებელია
ა) ცხვირის ძგიდის ლორწოვანი გარსის ანაფხეკში
*ბ) ინფილტრატის ზედაპირის ანაფხეკში
გ) ჰისტოლოგიურ პრეპარატში

360. კეთრის ტუბერკულოიდური ტიპის დროს პერიფერიული ნერვული


სისტემის დაზიანების ყველაზე ხშირი სიმპტომებია
ა) პარეზი, დამბლა
ბ) ატროფია, ტროფიკული წყლული, მუტილაცია
გ) კონტრაქტურები, მტევნებისა და ტერფების დეფორმაციები
დ) ლაგოფტალმი
*ე) ყველა ჩამოთვლილი

361. კეთრის ტუბერკულოიდური ტიპის დროს შინაგანი ორგანოების,


ლიმფური კვანძებისა და თვალის დაზიანება გვხვდება
ა) მუდმივად
ბ) ხშირად
*გ) იშვიათად
დ) არ გვხვდება

362. ლეპრომატოზული ტიპის კეთრის დროს ვითარდება


ა) ქრონიკული შეშუპება
ბ) სპილოვნება
გ) დაწყლულება
დ) მგრძნობელობის მოშლა
*ე) ყველა ჩამოთვლილი

363. ტუბერკულოიდური ტიპის კეთრის მიმდინარეობა


ა) მწვავეა
ბ) ქვემწვავეა
*გ) ქრონიკულია გამწვავებით
დ) ქრონიკულია, გამწვავების გარეშე
ე) შესაძლებელია ყველა ჩამოთვლილი ვარიანტი

364. კეთრის ტუბერკულოიდური ტიპის დროს არ ზიანდება


ა) კანი
ბ) პერიფერიული ნერვული სისტემა
*გ) ცენტრალური ნერვული სისტემა

365. კანის ღრმა დიფთერიისათვის დამახასიათებელია


ა) ზოგადი მდგომარეობის დარღვევა
ბ) კერის მტკივნეულობა
გ) რეგიონული ლიმფური კვანძების გადიდება, მათი სიმკვრივე,
მტკივნეულობა
*დ) ყველა ჩამოთვლილი

366. ერიზიპელოიდს ახასიათებს ყველა ჩამოთვლილი, გარდა


ა) დაზიანების კერაში მტკივნეულობის
ბ) ფალანგთაშუა სახსრების შეზღუდული მოძრაობის
გ) რეგიონალური ლიმფური კვანძების მტკივნეულობის და გადიდების
დ) საერთო სისუსტის, სუბფებრილიტეტის, შემცივნების
*ე) დისპეფსიური მოვლენების, ღებინების, ფაღარათის, მადის
დაქვეითების

367. ერიზიპელოიდი, როგორც პროფესიული დაავადება, არ შეიძლება


ჰქონდეთ
ა) მზარეულებს
ბ) ხორცისა და თევზგადამამუშავებელი წარმოების მუშებს
*გ) კონდიტრებს

368. ერიზიპელოიდის დასაწყისში ჩნდება


ა) ერითემა
ბ) შეშუპება და დაჭიმულობა
გ) ქავილი, წვა
დ) მტკივნეულობა
*ე) ყველა ჩამოთვლილი

369. ფუზოსპირილოზისათვის დამახასიათებელია


ა) წყლულის ირგვლივ სუსტად გამოხატული ანთებითი მოვლენები
ბ) ლიმფური კვანძების უმნიშვნელო ცვლილება, ან ცვლილების არარსებობა
გ) დაზიანების კერის ზომიერი მტკივნეულობა, წყლულის დიდი ზომის
შემთხვევაშიც
დ) ზოგადი მდგომარეობის ცვლილების არარსებობა
*ე) ყველა ჩამოთვლილი

370. ვულვის მწვავე წყლულს არ ახასიათებს


ა) წყლულის ფსკერის ჩირქოვანი ნადებით დაფარვა
ბ) წყლულის მტკივნეულობა ხელის დადებით
გ) ირგვლივ მდებარე ქსოვილების სიწითლე
*დ) ინფილტრაცია წყლულის ფსკერზე

371. ვულვის მწვავე წყლული მოგვაგონებს


ა) მაგარ შანკრს
*ბ) რბილ შანკრს
გ) შანკრიფორმულ პიოდერმიას
დ) ყველა ჩამოთვლილს
372. მუნისათვის დამახასიათებელია
ა) ლენტიკულარული პაპულები
ბ) ჰემორაგიები
*გ) წერტილოვანი ქავანა ბუშტუკები და კვანძები
დ) პოლიგონალური პაპულები

373. შანკრიფორმული პიოდერმიისას, დიაგნოზის დაზუსტებამდე, უნდა


დაინიშნოს
ა) სისტემური ანტიბიოტიკები და მკრთალ სპიროქეტაზე გამოკვლევა
*ბ) საფენები ფიზიოლოგიური ხსნარით და მკრთალ სპიროქეტაზე
გამოკვლევა
გ) ანტიბიოტიკიანი მალამოები

374. შანკრიფორმული პიოდერმიისას რეგიონული ლიმფური კვანძები


ა) არ არის გადიდებული
*ბ) გადიდებულია და მკვრივ-ელასტიურია
გ) რბილია

375. შანკრიფორმული პიოდერმიისას ინფილტრატი


ა) რბილია
*ბ) მკვრივია და გამოდის წყლულის საზღვრიდან
გ) არ გამოდის წყლულის საზღვრიდან

376. წითელი ქარი


ა) კანისა და კანქვეშა ქსოვილის სტრეპტოკოკული ინფექციაა
ბ) ხშირია სახეზე ლოკალიზაცია
გ) დაზიანებული ზედაპირი შეიძლება დაიფაროს ბუშტუკებით
*დ) სწორია ყველა ჩამოთვლილი

377. ვულგარული ექთიმის დროს ავადმყოფს ენიშნება


ა) ანილინის საღებავები
ბ) ანტიბიოტიკები
გ) საფენები რივანოლით
დ) მალამო ანტიბიოტიკებით
*ე) სწორია ყველა ზემოთ ჩამოთვლილი

378. მორეციდივე წითელმა ქარმა შეიძლება გამოიწვიოს


ა) ლიმფოსტაზი და სპილოვანება
ბ) თრომბოფლებიტი
გ) შინაგანი ორგანოების დაზიანება
*დ) ყველა ჩამოთვლილი

379. იმპეტიგოს დროს ინიშნება ყველა ჩამოთვლილი, გარდა


ა) სისტემური ანტიბიოტიკებისა
ბ) ანილინის საღებავისა
*გ) პრედნიზოლონის მალამოსი
დ) ანტიბიოტიკიანი მალამოსი
ე) მადეზინფიცირებელი მალამოსი

380. ვულგალური ექთიმის დროს ავადმყოფს ენიშნება


*ა) სისტემური ანტიბიოტიკები და ანტიბიოტიკიანი მალამო
ბ) საფენები ანილინის საღებავით
გ) საფენები 2%-იანი ბორის მჟავის ხსნარით

381. ჰიდრადენიტის დროს არაა საჭირო დაინიშნოს


ა) ანტიბიოტიკები
*ბ) ნახვევი ანილინის საღებავით
გ) სუფთა ოქთიოლის კვერი

382. ფურუნკულოზის დროს არ ინიშნება


*ა) კორტიკოსტეროიდული მალამო
ბ) სუფთა იქთიოლი
გ) ანტიბიოტიკიანი მალამო
დ) ანილინის საღებავი

383. ჰიდრადენიტის დროს ანთებით პროცესში ჩართულია


*ა) აპოკრინული საოფლე ჯირკვლები
ბ) ეკრინული საოფლე ჯირკვლები
გ) ცხიმოვანი ჯირკვლები
დ) ყველა ჩამოთვლილი
ე) არცერთი ჩამოთვლილი

384. განგრენოზული პიოდერმიის დროს არ ინიშნება


ა) ანტიბიოტიკები
ბ) ნეკროზული ქსოვილების ამოკვეთა, შემდეგ ანტიბიოტიკიანი მალამო
*გ) საფენები 2%-იანი ბორის მჟავის ხსნარით

385. განგრენოზული პიოდერმია ყველაზე ხშირად გვხვდება


*ა) ქრონიკული წყლულოვანი კოლიტის ფონზე
ბ) რეგიონული ენდარტერიიტის ფონზე
გ) რევმატოიდული ართრიტის ფონზე
დ) კვანძოვანი პერიარტერიიტის ფონზე
ე) დერმატომიოზიტის ფონზე

386. ფურუნკულის ქირურგიული მკურნალობა რეკომენდირებულია


ა) საწყის ინფილტრაციის სტადიაში
ბ) ცენტრალური ნაწილის დარბილების სტადიაში
გ) ნეკროზული ღეროს ფორმირების სტადიაში
*დ) აბსცედირებისას
ე) არ არის რეკომენდებული

387. ფურუნკულოზის დროს აუცილებელია გამოკვლევა


*ა) სისხლის შაქარზე
ბ) სისხლის ბილირებინზე
გ) შარდის კრეატინინზე
დ) განავალის ჰელმინთებზე
ე) ყველა ჩამოთვლილი

388. ავადმყოფს კარბუნკულით ესაჭიროება


*ა) ანტიბიოტიკების დანიშვნა
ბ) ანტიმიკოზური ხსნარის საფენი
გ) ანტივირუსული პრეპარატები

389. პიოდერმიის გარეგანი მკურნალობისათვის საჭიროა ყველა


ჩამოთვლილი, გარდა
ა) კანის დეზინფექცია კერაში
ბ) კანის დეზინფექცია კერის გარშემო
*გ) თმის გაპარსვა
დ) ქერქების მოშორება
ე) თეთრეულის დეზინფექცია

390. პიოდერმიის ტეტრაციკლინით წარუმატებელი მკურნალობისას საჭიროა


დაინიშნოს
ა) მეტაციკლინ ჰიდროქლორიდი
ბ) დოქსიციკლინ ჰიდროქლორიდი
გ) ოქსიტეტრაციკლინ ჰიდროქლორიდი
*დ) სულფანილამიდური პრეპარატები
ე) ყველა ჩამოთვლილი

391. სტაფილოკოკური ანატოქსინი გამოიყენება


ა) ფურუნკულოზისას
ბ) კარბუნკულისას
გ) ჰიდრადენიტისას
*დ) მორეციდივე ფურუნკულოზისას
ე) ყველა ჩამოთვლილი სწორია

392. პიოდერმიის ანტიბიოტიკებით მკურნალობის ეფექტის გასაძლიერებლად


საჭიროა კომბინირება
ა) არასპეციფიკურ იმუნოთერაპიასთან
ბ) სპეციფიკურ იმუნოთერაპიასთან
გ) ზოგად გამაჯანსაღებელ საშუალებებთან
დ) ფიზიოთერაპიულ მეთოდებთან
*ე) ყველა ჩამოთვლილთან

393. ვულგარული სიკოზი არის


ა) სოკოვანი დაავადება
ბ) ვირუსული დაავადება
*გ) სტაფილოკოკური პიოდერმიის ნაირსახეობა
დ) სტრეპტოკოკური პიოდერმიის ნაირსახეობა

394. ფსევდოფურუნკულოზისას ანთებით პროცესში ჩათრეულია


*ა) ეკრინული საოფლე ჯირკვლები
ბ) აპოკრინული საოფლე ჯირკვლები
გ) თმის ფოლიკულები
დ) ყველა ჩამოთვლილი
ე) არცერთი ჩამოთვლილი

395. სტაფილოკოკური ინფექციით დაავადებისას ავადმყოფს არ ენიშნება


*ა) ყოველდღიური აბაზანები
ბ) სისტემური ანტიბიოტიკები
გ) ანტიბიოტიკებიანი მალამო

396. ბავშვებში მრავლობითი აბსცესებისას ინიშნება


ა) ანტიბიოტიკები
ბ) აბსცესის გახსნა
გ) ანილინის საღებავები
*დ) ყველა ჩამოთვლილი

397. გვიან დაწყლულებადი კანის ლეიშმანიოზისას ხორკლები


ა) ზომაში ჩქარა იზრდება
*ბ) ზომაში ნელა იზრდება
გ) არ ერთიანდება

398. კანის მწვავე ნეკროტიზირებადი ლეიშმანიოზი წარმოადგენს


*ა) ზოონოზურ დაავადებას
ბ) ანტროპონოზურ დაავადებას
გ) ერთსაც და მეორესაც
დ) არცერთს და არცმეორეს

399. კანის გვიანი დაწყლულებადი ლეიშმანიოზისას ლიმფანგოიტი


ა) გავრცელებულია
*ბ) რეგიონალურია

400. ბოტრიომიკომა წარმოადგენს


*ა) პიოგენურ გრანულომას
ბ) ღრმა მიკოზის ნაირსახეობა
გ) კანდიდოზის მძიმე ფორმას
დ) ყველა ჩამოთვლილი სწორია

401. მარტივი პიტირიაზი წარმოადგენს


*ა) სტრეპტოკოკური პიოდერმიის ფორმას
ბ) კერატომიკოზის ფორმას
გ) ჟიბერის დაავადებას
დ) კანის ტუბერკულოზის ფორმას

402. კანის გვიანი დაწყლულებადი ლეიშმანიოზისას წყლულები არის


*ა) ზერელე და არასწორი ფორმის
ბ) ღრმა
გ) მრგვალი ან ოვალური ფორმის

403. კანის გვიანი დაწყლულებადი ლეიშმანიოზი არის


ა) ზოონოზური
*ბ) ანტროპონოზური
გ) ანტროპონოზურ-ზოონოზური

404. კანის გვიანი დაწყლულებადი ლეიშმანიოზის უკუგანვითარებისას


ა) დანაწიბურება მთავრდება 1 თვის განმავლობაში
*ბ) წარმოიქმნება ჩათრეული ნაწიბური
გ) წარმოიქმნება ჰიპერტროფირებადი ნაწიბური

405. კანის გვიან დაწყლულებადი ლეიშმანიოზისას ხორკლები


ა) რბილია
ბ) ელასტიურია
*გ) მკვრივია, დაფარულია ქერცლით
დ) გლუვია

406. წითელი ქარის გამომწვევია


*ა) „A“ ტიპის ჰემოლიზური სტრეპტოკოკი
ბ) სტაფილოკოკი
გ) მიკოპლაზმა

407. რომელ ვირუსულ დერმატოზს იწვევს ჩუტყვავილის ვირუსი?


ა) მორეციდივე ჰერპესს
*ბ) ჰერპეს-ზოსტერს
გ) კაპოშის ჰერპეტიფორმულ ეგზემას
დ) ლევანდოვსკ-ლიუტცის ეპიდერმოდისპლაზიას
ე) კონტაგიოზურ მოლუსკს

408. თმის ცვენა წარბებიდან იწყება შემდეგი დაავადებებისას


ა) სუბტოტალური ალოპეცია
ბ) ტოქსიური ალოპეცია
გ) სიფილისური ალოპეცია
*დ) ლეპროზული ალოპეცია

409. ლაიმას დაავადებას იწვევს


*ა) სპიროქეტა
ბ) წამლისმიერი ალერგია
გ) სტაფილოკოკი
დ) ქლამიდია

410. მორფეა (შემოფარგლული სკლეროდერმია) გვხვდება


ა) ლაიმას დაავადების I სტადიაში
ბ) ლაიმას დაავადების II სტადიაში
*გ) ლაიმას დაავადების III სტადიაში
411. მარტივი ჰერპესის კლინიკური გამოვლინება შეიძლება იყოს ყველა
ქვემოთ ჩამოთვლილი, გარდა
ა) კერატოკონიუქტივიტი
ბ) ვულვოვაგინიტი
გ) ჰერპესული ეგზემა
*დ) ჰიპერკერატოზი
ე) მენინგოენცეფალიტი

412. წამწამების, ბოქვენის ტილით დასნებოვნებისას რომელ პრეპარატს


იხმარდით
ა) პერმეტრინის ჯგუფის რომელიმე პრეპარატს
ბ) ბრილიანტის მწვანის 2% წყალხსნარს
*გ) ვერცხლისწყლის 1% ყვითელ მალამოს

413. ბაბუას დაემართა შემოსარტყვლითი ლიქენი. ახლო კონტაქტისას


შვილიშვილს შეიძლება დაემართოს
ა) მარტივი ჰერპესი
ბ) შემოსარტყვლითი ლიქენი
*გ) ჩუტყვავილა
დ) ქუნთრუშა

414. ჩუტყვავილას არ ახასიათებს


*ა) გამონაყარის დაწყება სახიდან
ბ) გამონაყარის დაწყება ტანიდან და თმიანი ნაწილიდან
გ) ელემენტების ევოლუციური პოლიმორფიზმი
დ) გართულება მიოკარდიტით

415. ადამიანის პაპილომის ვირუსით გამოწვეული მეჭეჭის ტიპებია ყველა


ჩამოთვლილი, გარდა
ა) ჩვეულებრივი ანუ ვულგარული
ბ) ფეხის გულების
გ) წვეტიანი კონდილომები
*დ) ბრტყელი კონდილომები

416. კანის ინფექციის რა სახეს არ იწვევს ბეტა-ჰემოლიზური სტრეპტოკოკი?


ა) იმპეტიგოს
ბ) ექთიმას
გ) ნეკროტიზირებად ფასციიტს
დ) წითელ ქარს
*ე) კარბუნკულს

417. წითელ ქარს პროდრომულ პერიოდში ახასიათებს ყველა შემდეგი


სიმპტომი, გარდა
ა) სისუსტე
ბ) ცხელება
გ) თავის ტკივილი
*დ) გულის უკმარისობის ნიშნები
418. განგრენოზული პიოდერმია ხშირად გვხვდება შემდეგი დაავადებების
დროს, გარდა
ა) ქრონიკული მიელოლეიკოზის
ბ) წყლულოვანი კოლიტის
*გ) პუსტულოზური ფსორიაზის
დ) რევმატოიდული ართრიტის
ე) კრონის დაავადების

419. ტუბერკულოზური მჭამელის ძირითადი მორფოლოგიური ელემენტია


*ა) ლუპომა
ბ) ლიპომა
გ) პაპულა

420. დემოდექსის გამომწვევი ტკიპა გვხვდება ყველგან, გარდა


ა) თმის ფოლიკულისა
*ბ) თმის ღეროსი
გ) ცხიმის ჯირკვლების გამომტანი სადინარისა
დ) ცხიმის ჯირკვლების სეკრეტისა

421. პოიკილოდერმია შეიძლება იყოს შემდეგი დაავადების სიმპტომი


ა) წითელი მგლურას
ბ) დერმატომიოზიტის
გ) „T”-ლიმფომის
დ) თანდაყოლილი დისკერატოზის
*ე) ყველა ჩამოთვლილის

422. ქვემოჩამოთვლილიდან რომელი არ მიეკუთვნება კანის ატროფიის


სახესხვაობას?
ა) ანეტოდერმია
ბ) პიოკილოდერმია
გ) ორსულთა სტრიები
*დ) კელოიდი

423. პირდაპირი იმუნოფლუორესცენციის მეთოდი სადიაგნოსტიკოდ


გამოიყენება ყველა ქვემოთ ჩამოთვლილი დაავადებების დროს, გარდა
ა) ბულოზური პემფიგოიდი
ბ) ორსულთა ჰერპესი
გ) შეძენილი ბულოზური ეპიდერმოლიზი
*დ) ფსორიაზი

424. რომელმა მიკროორგანიზმმა შეიძლება გამოიწვიოს გართულება კანზე


შაქრიანი დიაბეტის დროს?
ა) კანდიდას ჯგუფის სოკოებმა
ბ) სტაფილოკოკმა
გ) სტრეპტოკოკმა
დ) წითელმა ტრიქოფიტონმა
*ე) ყველა ჩამონათვალმა

425. რომელი დერმატოლოგიური ცვლილება არაა ფიზიოლოგიური, რომელიც


გვხვდება კანზე ახალშობილებში
ა) სიყვითლე
ბ) ახალშობილთა ერითემა
გ) ტელეანგიექტაზიები
*დ) სკლერემა

426. ჩამოთვლილი ფაქტორებიდან რომელი არის 3 წლამდე ბავშვთა


სტროფულუსის გამოწვევის ყველაზე ხშირი მიზეზი
*ა) ალიმენტური
ბ) მედიკამენტოზური
გ) პროფილაქტიკური აცრები
დ) სახლის მტვერი
ე) მცენარის მტვერი

427. ინტრაეპიდერმული ბუშტი ახასიათებს


*ა) ჰერპეს ზოსტერს
ბ) ბულოზურ პემფიგოიდს
გ) კანის გვიან პორფირიას
დ) სისტემურ წითელ მგლურას

428. სუბეპიდერმული ბუშტი ახასიათებს


*ა) ბულოზურ პემფიგოიდს
ბ) ალერგიულ კონტაქტურ დერმატიტს
გ) დერმატოფიტიის ბულოზურ ფორმას
დ) ვულგარულ პემფიგუსს

429. ლეიკოდერმიის მემკვიდრეობითი ფორმებია


ა) ვაარდენბურგის სინდრომი
ბ) ვულფის სინდრომი
გ) ვიტილიგო
*დ) სწორია ყველა

430. რომელი დაავადებების უკუგანვითარებისას რჩება ჰიპოპიგმენტური


დაზიანება?
ა) სარკოიდოზის
ბ) დისკოიდური წითელი მგლურას
გ) ეგზემის
დ) ფსორიაზის
*ე) ყველას დროს

431. ორსულთა ჰერპესს ახასიათებს ყველა ჩამოთვლილი, გარდა


ა) პოლიმორფული ვეზიკულური და ბულოზური ელემენტებისა
ბ) გამონაყარის თანმხლები ძლიერი ქავილისა
*გ) ქავილი არ არსებობისა
დ) პაპულო-ურტიკარული გამონაყარისა

432. ორსულთა ჰერპესს მკურნალობენ


ა) აციკლოვირით
ბ) ანტიბიოტიკებით
*გ) კორტიკოსტეროიდებით

433. მწვავე კვანძოვან ერითემას ახასიათებს


ა) კვანძები ერწყმიან ერთმანეთს (ერთიანდებიან)
ბ) კვანძები წყლულდებიან
*გ) კვანძები არ წყლულდებიან და უკუგანვითარდებიან ნაწიბურის და
ატროფიის გარეშე

434. ჩამოთვლილთაგან რა არ არის აუცილებელი ატოპიური დერმატიტის


დიაგნოზის დასადგენად
ა) ქავილი
ბ) გამონაყარის ლოკალიზაცია ტიპიურ ადგილებზე
გ) ქრონიკული მორეციდივე მიმდინარეობა
დ) ოჯახური ანამნეზი
*ე) საერთო „IgE“-ს მომატება სისხლის შრატში

435. რომელი მედიკამენტები არ იწვევს ფსორიაზის გამწვავებას


ა) ბეტა-ბლოკატორები
ბ) მალარიის საწინააღმდეგო პრეპარატები
გ) ლითიუმის შემცველი პრეპარატები
*დ) ანტიკოაგულანტები

436. "სებორეული" ლოკალიზაცია დამახასიათებელია ყველა


ქვემოჩამოთვლილი დაავადებისათვის, გარდა
ა) ფსორიაზისა
ბ) დარიეს დაავადებისა
გ) სებორეული დერმატიტისა
დ) პემფიგუსისა
*ე) ლიქენისა

437. მელანოციტარული ნევუსის სიმსივნედ გადაგვარების ნიშნებია


ა) ელემენტის ზომაში მომატება
ბ) პიგმენტაციის ინტენსივობის მომატება
გ) სატელიტების წარმოქმნა
დ) თვით ნევუსში ანთებითი რეაქციის წარმოქმნა
*ე) ყველა ჩამოთვლილი

438. კანცეროგენეზს ახასიათებს ყველა ჩამოთვლილი, გარდა


ა) პროგრესიის სტადია
ბ) ინიციაციის სტადია, როგორც შეუქცევადი პროცესი
გ) პრომოციის სტადია, როგორც შექცევადი პროცესი
*დ) პრომოციის სტადია, როგორც შეუქცევადი პროცესი
439. კერატოაკანტომისთვის არაა დამახასიათებელი
ა) "ფსევდო-წყლული"
ბ) სპონტანური ინვოლუცია
გ) ლოკალიზაცია კანის ღია ადგილებში
*დ) ბაზალიომაში ტრანსფორმაცია

440. პირველადი ჰერპესის რომელი სახეობაა ყველაზე საშიში პაციენტისათვის


ა) პირველადი ჰერპესული გინგივოსტომატიტი
ბ) პირველადი ჰერპესული ვულვოვაგინიტი
*გ) ახალშობილთა პირველადი ჰერპესი
დ) ჰერპესული პანარიციუმი
ე) გენიტალიუმის პირველადი ჰერპესი

441. პირველ რიგში, რომელ დაავადებაზე უნდა ვიფიქროთ, როცა გვაქვს


მორეციდივე ჰერპეს ზოსტერი?
ა) ქრონიკული აქტიური ჰეპატიტი
ბ) ჭიებით ინვაზია
*გ) აივ-ინფექციის შიდსის სტადიის დროს
დ) ქრონიკული ლიმფოლეიკოზი
ე) ინტერფერონის წარმოქმნის დონის დაქვეითება

442. „მიკროსპორუმით“ გამოწვეული თავის თმიანი მიდამოს მიკოზის გამო


ნამკურნალები ბავშვი აღარ ექვემდებარება ექიმის მეთვალყურეობას
ა) ერთი უარყოფითი ანალიზის შემდეგ
ბ) მეორე უარყოფითი ანალიზის შემდეგ
*გ) მესამე უარყოფითი ანალიზის შემდეგ
დ) მეექვსე უარყოფითი საკონტროლო ანალიზის შემდეგ
ე) მკურნალობის დამთავრებისთანავე

443. იღლიის ტრიქომიკოზს იწვევს


ა) სტრეპტოკოკები
ბ) სოკოები
გ) სტაფილოკოკები
*დ) კორინებაქტერიები
ე) ვირუსები

444. კანის სამკურნალო ანტიკანდიდოზურ საშუალებებს მიეკუთვნება ყველა


ჩამოთვლილი, გარდა
ა) ნისტატინის, ამფოტერიცინის მალამოებისა
ბ) ანილინის საღებავების 0.25 % - იანი სპირტიანი ან წყალხსნარისა
გ) ლევორინის ნარევისა (2გ ლევორინი, 20 მლ 95 % - იანი ეთილის
სპირტი, 1 000მლ გამოხდილი წყალი)
*დ) ბონაფტონის, ოქსოლინის ან თებროფენის მილამოსი
ე) კლოტრიმაზოლისა

445. ლორწოვანი გარსის ქრონიკული კანდიდოზი დაკავშირებულია


ა) ჰიპოთირეოიდოზთან
ბ) ჰიპოპარათირეოიდოზთან
გ) ჰიპოკორტიციზმთან
დ) სასქესო ჯირკვლების სეკრეციული ფუნქციის დაქვეითებასთან
*ე) ყველა ჩამოთვლილთან

446. კანდიდოზის განვითარებას ხელს უწყობს ყველა ჩამოთვლილი, გარდა


ა) შაქრიანი დიაბეტისა
ბ) ანტიბიოტიკებით ხანგრძლივი მკურნალობისა
გ) ოფლიანობისა და კანის მაცერაციისა
*დ) ჰიპერტონული დაავადებისა
ე) იმუნოდეფიციტისა

447. ობის სოკოები აზიანებენ ყველა ჩამოთვლილს, გარდა


ა) კანისა
*ბ) თმებისა
გ) ფრჩხილებისა
დ) შინაგანი ორგანოებისა

448. ონიქოლიზისი შეიძლება განვითარდეს შემდეგ ფონზე


ა) კანის დაავადებების
ბ) ტრავმატიზაციის
გ) ენდოკრინული დარღვევების
დ) ბაქტერიული და სოკოვანი ინფექციის
*ე) ყველა ჩამოთვლილის დროს

449. ფრჩხილის ფირფიტის ატროფია შეიძლება განვითარდეს


ა) ცენტრალური და პერიფერიული ნერვული სისტემის დაავადებებისას
ბ) ენდოკრინოპათიებისას
გ) ტრავმატიზაციისა და სისხლის მიმოქცევის დარღვევისას
დ) სოკოვანი დაზიანებისას
*ე) ყველა ჩამოთვლილის დროს

450. სპოროტრიქოზისათვის დამახასიათებელია შემდეგი კლინიკური ფორმა


ა) ლოკალიზებული (ლიმფური)
ბ) დისემინირებული
გ) ზერელე (ეპიდერმალური და დერმალური)
დ) ვისცერალური
*ე) ყველა ჩამოთვლილი

451. სპოროტრიქოზის ინფექციის წყაროს არ წარმოადგენს


ა) ნიადაგი, ხავსი
ბ) მარცვლეული
*გ) მტრედების განავალი
დ) ხის მასალა

452. ანტროპონოზური ტრიქოფიტონის სახელწოდებაა


ა) იისფერი ტრიქოფიტონი
ბ) „ტრიქოფიტონ ტონზურანსი“
გ) მახვილბოლოებიანი ტრიქოფიტონი
დ) კრატერისებრი ტრიქოფიტონი
*ე) სწორია ყველა ჩამოთვლილი

453. ქრომომიკოზი აზიანებს


ა) კანს
ბ) კანქვეშა ქსოვილს
გ) ლორწოვან გარსს
დ) შინაგან ორგანოებს
*ე) ყველა ჩამოთვლილს

454. სხვადასხვა ფერის პიტირიაზს ახასიათებს


ა) ქრონიკული მიმდინარეობა
ბ) ლაქების არსებობა
გ) აქერცვლა
დ) ფესტონური მოხაზულობის კერები
*ე) ყველა ჩამოთვლილი

455. „ტრიქოფიტონით“ გამოწვეული თავის თმიანი მიდამოს მიკოზის


ინფილტრაციულ-დაჩირქებადი ფორმისათვის დამახასიათებელია
ა) შეუძლოდ ყოფნა ტემპერატურის მომატებით
ბ) მწვავე ანთებადი ინფილტრატების არსებობა
გ) "თაფლის ფიჭის” დადებითი სიმპტომი
*დ) ყველა ჩამოთვლილი

456. თავის თმიანი მიდამოს ანთროპონოზული ტრიქოფიტონით გამოწვეული


მიკოზისათვის დამახასიათებელია
*ა) მრავლობითი მცირე ზომის კერები, რომლებშიც ჩანს შეუცვლელი თმა
ბ) თეთრი მუფთა თმის ძირთან
გ) მკვეთრად ინფილტრირებული კერა
დ) მსხვილი კერები, თმის ტოტალური დაზიანება

457. ფავუსის სკუტულარული ფორმისათვის დამახასიათებელია ყველა


ჩამოთვლილი, გარდა
ა) ატროფიული და უსიცოცხლო თმისა
ბ) თაგვის სუნისა
გ) ქავილისა
*დ) ექთიმისა
ე) ნაწიბუროვანი ატროფიისა

458. თავის თმიანი მიდამოს მიკოზით დასნებოვნება შეიძლება მოხდეს


ა) ბავშვთა კოლექტივებში
ბ) კატებთან და ძაღლებთან კონტაქტის დროს
გ) საპარიკმახეროებში
*დ) სწორია ყველა ჩამოთვლილი
459. „მიკროსპორუმით“ გამოწვეული თავის თმიანი მიდამოს მიკოზისათვის
დამახასიათებელია ყველა ჩამოთვლილი, გარდა
*ა) კერები წვრილია, მრავლობითი
ბ) თმის ძირთან თეთრი მუფთაა
გ) კერები მკვეთრად შემოსაზღვრულია
დ) კერები დიდია, თმის დაზიანება ტოტალურია

460. „მიკროსპორუმით“ გამოწვეული თავის თმიანი მიდამოს მიკოზის დროს


თმის დაზიანებისათვის დამახასიათებელია ყველა ჩამოთვლილი, გარდა
*ა) დაზიანების კერებში თმის ნაწილობრივი გადატეხვა 1 - 2 მმ - ის
სიმაღლეზე
ბ) თმის გადატეხვა 4 - 8 მმ - ის სიმაღლეზე
გ) თეთრი მუფთის არსებობა გადატეხილი თმის ძირში
დ) ვუდის ნათურის დასხივებისას მწვანე ნათება

461. ფავუსის სკულტულარული ფორმისათვის დამახასიათებელია ყველა


ჩამოთვლილი, გარდა
ა) ერითემისა
ბ) ნაწიბუროვანი ატროფიისა
*გ) გადატეხილი თმებისა
დ) გამელოტებისა
ე) ფავუსის ფარისა

462. დერმატოფიტების სპორებს არ მიეკუთვნება


ა) ქლამიდოსპორები
ბ) ართროსპორები
*გ) ფიალოსპორები
დ) თითისტარები

463. მიკოზების ზოგადი თერაპიისათვის გამოიყენება ყველა ჩამოთვლილი


პრეპარატი, გარდა
*ა) ბონაფტოქინონისა
ბ) გრიზეოფულვინისა
გ) ნისტატინისა
დ) ლევორინისა
ე) ამფოტერიცინი „B“-სი

464. 60 წლის ავადმყოფს რამდენიმე წელია აწუხებს ფეხის და ხელის


გულებზე ქატოსებური აქერცვლა. ფეხის და ხელის ფრჩხილების ნახევარი
გასქელებულია, აღენიშნება რუხი უბნები, თავისუფალი ნაპირების
ნაწილობრივი დაშლა. სწორი დიაგნოზის დასასმელად საჭიროა
ა) ქერცლისა და დაზიანებული ფრჩხილის მიკროსკოპია
ბ) ქერცლისა და დაზიანებული ფრჩხილების კულტურალური გამოკვლევა
*გ) ორივე
დ) არცერთი
465. წითელი ტრიქოფიტონით გამოწვეული ონიქომიკოზით დაავადებულთა
მკურნალობის კომპლექსი შეიცავს
ა) ფრჩხილების მოცილებას
ბ) ფრჩხილის საწოლის აშრევებას
გ) ტერბინაფინით მკურნალობას
*დ) ყველა ჩამოთვლილს

466. კანდიდოზის კლინიკური ფორმებია


ა) ლორწოვანი გარსების კანდიდოზი
ბ) კანის ნაოჭების კანდიდოზი
გ) ვისცერალური კანდიდოზი
დ) ქრონიკული გენერალიზებული კანდიდოზი
*ე) ყველა ჩამოთვლილი

467. კანდიდოზით დაავადებულ ბავშვებში ხშირად გვხვდება თანმხლები


დაავადებები
ა) ქრონიკული მორეციდივე, მწვავე რესპირატორული ვირუსული
ინფექციები, ბრონქიტები, პნევმონიები
ბ) ჩირქოვანი ოტიტები და ქრონიკული ტონზილიტები
გ) ატოპიური დერმატიტი
დ) ასთმოიდური ბრონქიტი
*ე) ყველა ჩამოთვლილი

468. 35 წლის მამაკაცს საზარდულის ნაოჭებში აღენიშება წითელი ფერის,


ოვალური ფორმის მაცერირებული ზედაპირის მქონე კერები. კერების
ირგვლივ არის მაცერირებული ეპიდერმისის ქობა, ცენტრალური არე უფრო
ღია ფერისაა. კლინიკური გამოვლინება ეგზემას მოგვაგონებს. დაავადება
ქრონიკულად მიმდინარეობს. კერიდან აღებულ მასალაში აღმოჩენილია სოკოს
მიცელიუმი. რა დაავადებაა?
*ა) „ეპიდერმოფიტონით“ გამოწვეული საზარდულის მიკოზი
ბ) „კანდიდა ალბიკანსით“ გამოწვეული საზარდულის მიკოზი
გ) საზარდულის მიდამოს ქრონიკული ეგზემა
დ) „ტრიქოფიტონ რუბრუმით“ გამოწვეული საზარდულის მიკოზი
ე) ყველა ჩამოთვლილი სწორია

469. კანის კანდიდოზის განვითარების ხელშემწყობ ფაქტორებს მიეკუთვნება


ყველა ჩამოთვლილი, გარდა
*ა) გადაჭარბებული ინსოლაციისა
ბ) გადაჭარბებული ოფლიანობისა
გ) იმუნოდეფიციტური მდგომარეობისა
დ) ენდოკრინული და ნივთიერებათა ცვლის დარღვევებისა

470. ზოოფილური სოკოები არ იწვევენ


ა) თავის თმიანი მიდამოს მიკოზს
ბ) სადა კანის მიკოზს
*გ) სხვადასხვა ფერის პიტირიაზს
471. კანის სოკოვან დაავადებებს იწვევს ყველა ჩამოთვლილი, გარდა
ა) ტრიქოფიტონისა
ბ) ეპიდერმოფიტონისა
გ) საფუარისმაგვარი სოკოებისა
*დ) ჰანსენის ჩხირებისა
ე) მიკროსპორუმებისა

472. კანის სოკოვანი დაავადებების პროფილაქტიკა მოიცავს


ა) დაავადების წყაროს გამოვლენას, მის იზოლაციას და საცხოვრებელი
მიდამოს დეზინფექციას
ბ) კონტაქტების გამოკვლევას
გ) ცხოველებზე ვეტერინარულ მეთვალყურეობას
დ) საბავშვო და საყოფაცხოვრებო მომსახურეობის დაწესებულებებში
პერსონალის პერიოდულ სამედიცინო შემოწმებებს
*ე) ყველა ჩამოთვლილს

473. „მიკროსპორუმით“ გამოწვეული სადა კანის მიკოზისათვის


დამახასიათებელია ყველა ჩამოთვლილი, გარდა
ა) ლაქების
*ბ) არამკვეთრი საზღვრების და ჩქარი თვითგანკურნების
გ) აქერცლის

474. ობის სოკოებით ფრჩხილების დაზიანებისას ფირფიტა


ა) რუხია
ბ) შავია
გ) მომწვანო-მოყვითალოა;
*დ) ყველა ჩამოთვლილი ფერია
ე) არ იცვლის ფერს

475. ლოკალიზაციის მიხედვით არჩევენ აქტინომიკოზის შემდეგ ფორმებს


ა) ყბა - სახის
ბ) თორაკალურს
გ) აბდომინალურს, მცირე მენჯის ორგანოების და შარდსასქესო ორგანოების
*დ) ყველა ჩამოთვლილს
ე) არცერთ ჩამოთვლილს

476. ლეიკოციტების ფაგოციტური აქტივობის ასამაღლებლად ტორპიდული


სისტემური კანდიდოზური ინფექციით დაავადებულ ბავშვებში გამოიყენება
ა) ნუკლეინ-მჟავა ნატრიუმი
ბ) პენტოქსილი
გ) მეთილურაცილი
*დ) ყველა ჩამოთვლილი

477. სხვადასხვა ფერის პიტირიაზისათვის დამახასიათებელია ყველა


ჩამოთვლილი, გარდა
ა) ქრონიკული მიმდინარეობის
ბ) ლაქოვანი გამონაყარის
გ) ქატოსებური აქერცვლის
*დ) ქავილის
ე) ამორჩევითი ლოკალიზაციის

478. 5 წლის ბავშვს, რომელიც დადის საბავშვო ბაღში, დაუდგინდა თავის


თმიანი მიდამოს მიკოზის ზერელე ფორმა. ვუდის აპარატით ნათება არ არის.
ინფექციის წყარო უფრო ხშირად არის
*ა) სხვა ბავშვები
ბ) მოზრდილი ქალები
გ) მოზრდილი მამაკაცები
დ) კატები
ე) არცერთი ჩამოთვლილიდან

479. „ტრიქოფიტონით“ გამოწვეული თავის თმიანი მიდამოს მიკოზის


ინფილტრაციულ-დაჩირქებადი ფორმისათვის დამახასიათებელი კლინიკური
თავისებურებებია
ა) ერითემა და შეშუპება
ბ) ფოლიკულარული აბსცესები
გ) ჩირქოვანი ქერქები
დ) მკვეთრი საზღვრები
*ე) ყველა ჩამოთვლილი

480. ფავუსისათვის დამახასიათებელია ყველა ჩამოთვლილი, გარდა


ა) ქერქის არსებობა (სკუტულები)
*ბ) ტეხვადი თმა და პაპულების წარმოქმნა
გ) ნაწიბური
დ) თმის ატროფია
ე) ფრჩხილის ფირფიტის დაზიანება

481. 40 წლის ქალს პროფილაქტიკური გასინჯვის დროს იღლიის ფოსოებში


და სარძევე ჯირკვლების ქვეშ აღმოაჩნდა მკვეთრად შემოფარგლული
მოწითალო-მოყავისფრო ლაქები. მათი ზედაპირი დაფარულია ნაზი
ქერცლით. უფრო მეტად სავარაუდო დიაგნოზია
ა) დერმატოფიტოზი
*ბ) ერითრაზმა
გ) კანდიდოზი
დ) ქრომომიკოზი

482. ფრჩხილის ფირფიტის ფერის შეცვლა აღენიშნებათ იმ ავადმყოფებს,


რომელთაც აქვთ
ა) ჰიპოალბუმინემია
ბ) ღვიძლის ჰეპატო-ლენტიკულარული დეგენერაცია
გ) ფრჩხილის სოკოვანი დაზიანება
*დ) ყველა ჩამოთვლილი

483. არჩევენ აქტინომიკოზის ფორმებს


ა) გუმოზურ-კვანძოვანს
ბ) ხორკლოვან - პუსტულოზურს
გ) წყლულოვანს
*დ) ყველა ჩამოთვლილს
ე) არცერთს ჩამოთვლილიდან

484. აქტინომიკოზის დიფერენცირება საჭიროა


ა) გუმოზური სიფილისისაგან
ბ) ტუბერკულოზური მგლურასაგან
გ) სხვა ღრმა მიკოზებისაგან
დ) სკროფულოდერმიისაგან
*ე) ყველა ჩამოთვლილისაგან

485. ქრონიკული გენერალიზებული კანდიდოზის დროს გამოიყენება


ა) ფლუკონაზოლი
ბ) კეტოკონაზოლი
გ) ნისტატინი და ლევორინი
დ) ამფოტერიცინი „B“
*ე) ყველა ჩამოთვლილი

486. ტერფის მიკოზს ბავშვებში აქვს შემდეგი კლინიკური სახეები


ა) დისჰიდროზული
ბ) ინტერტრიგინოზული სქვამოზური
გ) არცერთი ჩამოთვლილი
*დ) ყველა ჩამოთვლილი

487. ტრიქომიკოზების გამომწვევ ანთროპოფილურ სოკოებს მიეკუთვნება


ყველა ჩამოთვლილი, გარდა
ა) ჟანგისებრი „მიკროსპორუმის“
ბ) შონლეინის „ტრიქოფიტონის“
*გ) „ტრიქოფიტონ მენტაგროფიტესის“ თაბაშირისებრი ვარიანტის
დ) „ტრიქოფიტონ ტონზურანსის“
ე) იისფერი „ტრიქოფიტონის“

488. 4 წლის ბავშვს, რომელიც დადის საბავშვო ბაღში, აღმოაჩნდა


„მიკროსპორუმით“ გამოწვეული თავის თმიანი მიდამოს მიკოზი. საჭიროა
ყველა ქვემოთ ჩამოთვლილი პროფილაქტიკური ღონისძიებების ჩატარება,
გარდა
ა) ტანსაცმლის, საწოლის, სათამაშოების კამერული დეზინფექციისა
ბ) ბავშვის საბავშვო ბაღში დასწრების აკრძალვისა
გ) კამერული დეზინფექციისა და საბავშვო ბაღის სადეზინფექციო
საშუალებებით სველი წესით დალაგებისა
დ) საბავშვო ბაღის ბავშვების პროფილაქტიკური შემოწმებისა
*ე) საბავშვო ბაღის ბავშვების პროფილაქტიკური მკურნალობისა

489. წითელი ტრიქოფიტონით გამოწვეული მიკოზი ხასიათდება ყველა


ჩამოთვლილით, გარდა
ა) ერითემატოზულ-სქვამოზური ხასიათის გამონაყარი
ბ) კერის გარშემო კვანძებისაგან შემდგარი წყვეტილი ქობის არსებობა
გ) ფეხის და ხელის ფრჩხილების დაზიანება
დ) კანისა და მისი დანამატების გენერალიზებული დაზიანება
*ე) ლორწოვანი გარსების დაზიანება

490. კანდიდოზის განვითარების ხელშემწყობ პათოგენეზურ ფაქტორებს


მიეკუთვნება
ა) სისხლის დაავადებები
ბ) ახალწარმონაქმნები
გ) ანტიბიოტიკებით, იმუნოდეპრესანტებით, სულფანილამიდებით, სასქესო
ჰორმონებით მკურნალობა
დ) შაქრიანი დიაბეტი
ე) ორსულობა
*ვ) ყველა ჩამოთვლილი

491. კერატომიკოზებს არ მიეკუთვნება


ა) სხვადასხვაფერი პიტირიაზი
ბ) პიედრა
*გ) დერმატოფიტოზი

492. ტერფის დისჰიდროზული მიკოზის სიმპტომებია ყველა ჩამოთვლილი,


გარდა
*ა) ვეგეტაციები
ბ) ბუშტუკები
გ) ერითემა
დ) ეპიდერმისის პერიფერიული აშრევება

493. საზარდულის მიკოზისთვის დამახასიათებელია


ა) ინფილტრაცია
ბ) ქერცლი და ქავილი
გ) მოყავისფრო-მოწითალო ფერი
დ) არჩევითი ლოკალიზაცია
*ე) ყველა ჩამოთვლილი

494. თეთრი კანდიდა არ არის ნორმალური ფლორის ნაწილი


ა) პირის ღრუში
ბ) ხახაში
*გ) თმაში
დ) საშოში
ე) სწორ ნაწლავში

495. კანდიდოზის მართვისას საკონტროლო გამოკვლევები ტარდება


ა) ყოველ 7 დღეში
*ბ) მკურნალობის კურსის დამთავრებიდან 7 დღეში
გ) არ ტარდება
დ) მკურნალობის კურსის დამთავრებისას
496. სოკოვანი დაავადების წყაროა
ა) დაავადებული ადამიანი
ბ) დაბინძურებული საგნები
გ) დაავადებული ცხოველები
დ) ხილი, ბოსტნეული, მცენარეები
*ე) ყველა ჩამოთვლილი

497. სადა კანის მიკოზისათვის დამახასიათებელია ყველა ჩამოთვლილი,


გარდა
ა) ერითემულ-სქვამოზური კერები
*ბ) არამკვეთრი კიდეები
გ) კერის კიდეებზე ბუშტუკები
დ) აქერცვლა
ე) პროცესში ღინღლოვანი თმის ჩათრევა

498. თავის თმიანი მიდამოს მიკოზის ინფილტრაციულ-დაჩირქებადი


ფორმისათვის დამახასიათებელია ყველა ჩამოთვლილი, გარდა
ა) "თაფლის ფიჭის" სიმპტომისა
ბ) ლიმფადენიტისა
*გ) გადატეხილი თმებისა კერის პერიფერიაში გაძლიერებული ზრდით
დ) ერთეული კერებისა

499. ტერფის მიკოზის ძირითადი ფორმებია ყველა ჩამოთვლილი, გარდა


ა) დისჰიდროზული
ბ) სქვამოზური
*გ) ზერელე
დ) ინტერტრიგინოზული

500. „ეპიდერმოფიტონით“ გამოწვეული საზარდულის მიკოზისთვის


დამახასიათებელია
ა) ლოკალიზაცია მსხვილ ნაოჭებში
ბ) ერითემა და შეშუპება
გ) ბუშტუკები
დ) ქერქები
*ე) ყველა ჩამოთვლილი

501. ონიქომიკოზისათვის დამახასიათებელი კლინიკური ნიშნებია


ა) ფრჩხილი დეფორმულია, გასქელებულია
ბ) ფრჩხილი მტვრევადია
გ) ფრჩხილი რუხი-მოყვითალო ფერისაა
*დ) სწორია ყველა ჩამოთვლილი

502. ტერფის მიკოზის დისჰიდროზული ფორმისათვის დამახასიათებელია


ა) ლოკალიზაცია ტერფის თაღის კანზე
ბ) ვეზიკულები და ეროზიები
გ) ჰიპერემია, სისველე
დ) მაცერაცია, ნახეთქები
*ე) ყველა ჩამოთვლილი

503. ქრომომიკოზის გამომწვევი იზრდება


ა) ჩალაზე
ბ) დამპალ ხეებსა და ფოთლებზე
გ) სხვადასხვა მარცვლეულობასა და შვრიაზე
*დ) სწორია ყველა

504. არჩევენ ქრომომიკოზის შემდეგ ძირითად კლინიკურ ფორმებს


ა) პაპილომატოზურ-წყლულოვანს
ბ) ხორკლოვანს
გ) კვანძოვანს ან გუმოზურს
დ) ფილტვის
*ე) ყველა ჩამოთვლილს

505. ზოოფილური ტრიქოფიტონი ანთროპოფილურისაგან განსხვავდებით


იწვევს
ა) ენდოტრიქსულ დაზიანებას
*ბ) ექტოტრიქსულ დაზიანებას

506. ტერფის მიკოზის რეციდივის პროფილაქტიკისათვის რეკომენდებულია


ა) ფეხსაცმლის და წინდების დეზინფექცია
ბ) საცხოვრებელი ბინის დეზინფექცია
გ) ოჯახის წევრების პროფილაქტიკური გასინჯვა
დ) ჰიპერჰიდროზის მკურნალობა
*ე) ყველა ჩამოთვლილი

507. ბლასტომიკოზს ახასიათებს ყველა ჩამოთვლილი ქსოვილის დაზიანება,


გარდა
ა) კანის
*ბ) ლორწოვანი გარსების
გ) კანქვეშა ცხიმოვანი ქსოვილის
დ) შინაგანი ორგანოების

508. თავის თმიანი მიდამოს მიკოზის ინფილტრაციულ-დაჩირქებადი ფორმის


დროს თმებში შეიძლება ვნახოთ შემდეგი ცვლილება
ა) სპორების უწესრიგო განლაგება
ბ) სპორების ძეწკვი და ჰაერის ბუშტები თმის ღეროში
*გ) სპორების ძეწკვი თმის ღეროს გარეთ
დ) არცერთი ჩამოთვლილი

509. კანის სოკოვანი დაზიანებისათვის დამახასიათებელია ყველა


ჩამოთვლილი, გარდა
*ა) არამკვეთრი საზღვრების მქონე, მკვეთრად ჰიპერემიული კერები
ბ) უმნიშვნელო ჰიპერემია
გ) დაზიანების მკვეთრი საზღვრები
დ) უმნიშვნელოდ ამოწეული კიდეები
ე) ქატოსებური აქერცვლა

510. წითელი ტრიქოფიტონით გამოწვეული მიკოზების კლინიკური ფორმებია


ყველა ჩამოთვლილი, გარდა
ა) ჰიპერკერატოზულის
*ბ) გრანულომატოზული და ბულოზურის
გ) ინტერტრიგინოზულის
დ) დიდი ნაოჭების დაზიანების
ე) ფრჩხილის ფირფიტის დაზიანების

511. კანის კანდიდოზის კლინიკური სიმპტომებია ყველა ჩამოთვლილი,


გარდა
*ა) კერის არამკვეთრი საზღვრისა
ბ) სველი ეროზიებისა
გ) ნაოჭებში ჭუჭყიანი-რუხი ნადებისა
დ) კერის კიდეებში აშრევებული ეპითელის საყელოსი
ე) კანდიდოზური ჰეილიტისა

512. თმის დაზიანება ახასიათებს ყველა ჩამოთვლილ სოკოს, გარდა


*ა) აქტინომიცეტებისა
ბ) ტრიქოფიტონებისა
გ) ჟანგისებრი მიკროსპორუმით გამოწვეული მიკროსპორუმისა

513. მიკოზების ლაბორატორიული დიაგნოსტიკისათვის გამოიყენება ყველა


ჩამოთვლილი მეთოდი, გარდა
ა) დაზიანებული თმისა და კანის ქერცლის მიკროსკოპიისა
ბ) კულტურალური დიაგნისტიკისა
*გ) დაზიანებული კერებიდან ნაცხი-ანაბეჭდისა
დ) ჰისტოლოგიური გამოკვლევებისა
ე) ლუმინესცენტური დიაგნოსტიკისა

514. ვუდის ნათურის სინათლეზე ფლუორესცენციის მქონე დერმატოფიტებს


მიეკუთვნება
ა) ყველა, რომელსაც შეუძლია თმის დაზიანება
ბ) „Trichophyton rubrum”
*გ) „Microsporum canis“
დ) ყველა ჩამოთვლილი სწორია

515. ანტიფუნგალური თვისება აქვს ყველა ჩამოთვლილ პრეპარატს, გარდა


*ა) ტრიქოპოლისა
ბ) უნდეცილინის მჟავა
გ) ანილინის საღებავისა
დ) რძის მჟავისა
ე) ბენზოის მჟავისა

516. მიკოზების გარეგანი მკურნალობისათვის გამოიყენება ყველა


ჩამოთვლილი პრეპარატი, გარდა
*ა) ქსეროფორმისა
ბ) გოგირდისა
გ) კუპრისა
დ) იოდისა
ე) ფუნგიციდური მალამოებისა

517. მსხვილი რქოსანი საქონლისაგან შესაძლებელია დაავადება შემდეგი


სოკოებით
ა) წითელი ტრიქოფიტონით
ბ) შონლეინის ტრიქოფიტონით
*გ) ტრიქოფიტონ ვერუკოზუმით
დ) თაბაშირისებრი მიკროსპორუმით

518. თავის თმიანი მიკოზის ქრონიკული ფორმის ძირითადი კლინიკური


ნაირსახეობებია
ა) ერითემატოზული
*ბ) შავწერტილოვანი
გ) ტრიქოფიტული გუმები
დ) სკუტულარული
ე) ატროფიული

519. ანთროპოფილური სოკოებით გამოწვეულ დაავადებებს მიეკუთვნება


ყველა ჩამოთვლილი, გარდა
ა) ჟანგისებრი მიკროსპორუმით გამოწვეული თავის თმიანი მიდამოს
მიკოზისა
*ბ) თავის თმიანი მიდამოს მიკოზის ინფილტრაციულ-დაჩირქებადი
ფორმისა
გ) წითელი ტრიქოფიტონით გამოწვეული ტერფის მიკოზისა

520. „ტრიქოფიტონ ტონზურანსი“ ხასიათდება


*ა) კულტურაში მრავლობითი მიკროპოდიით
ბ) წითელი პიგმენტით
გ) მაიოკის გრანულომით
დ) ნელა მზარდი, სანთლისებრი, დრუზების მსგავსი კოლონიებით
ე) უწესრიგოდ განლაგებული სპორებით

521. კანდიდოზის განვითარების ხელშემწყობ ფაქტორებს მიეკუთვნება


ა) დიაბეტი
ბ) ანტიბიოტიკების ხანგრძლივი მიღება
გ) მომატებული ოფლიანობა
დ) იმუნოდეფიციტი
*ე) ყველა ჩამოთვლილი

522. თმის ტეხვას კანის ზედაპირიდან 5 - 8 მმ-ით ზევით იწვევს


ა) „ტრიქოფიტონი“
*ბ) „მიკროსპორუმი“
გ) ალოპეცია
დ) „ეპიდერმოფიტონი“

523. ჩვეულებრივ „მიკროსპორუმ კანის“-ით გამოწვეული სოკოვანი


დაავადებების წყაროა
ა) ღორი
ბ) ცხვარი
გ) მსხვილფეხა რქოსან საქონელი
*დ) კატები
ე) ფრინველები

524. სხვადასხვა ფერის პიტირიაზის სამკურნალო საშუალებებს მიეკუთვნება


ყველა ჩამოთვლილი, გარდა
*ა) ნისტატინის და ლევორინის მალამოებისა
ბ) კეტოკონაზოლის ტაბლეტები
გ) კლოტრიმაზოლის კრემი
დ) 5%-იანი სალიცილ-რეზორცინიანი სპირტიანი ხსნარი

525. იისფერი ტრიქოფიტონის გავრცელების წყაროს წარმოადგენს ყველა


ჩამოთვლილი, გარდა
*ა) მსხვილფეხა რქოსანი საქონელისა
ბ) თავის თმიანი მიდამოს მიკოზით დაავადებული ბავშვებისა
გ) თავის თმიანი მიდამოს მიკოზის ქრონიკული ფორმით დაავადებული
მოზრდილებისა

526. იისფერი ტრიქოფიტონით გამოწვეული დაავადებისათვის


დამახასიათებელია შემდეგი კლინიკური ფორმები
ა) სადა კანის დერმატოფიტოზი
ბ) თავის თმიანი მიდამოს მიკოზი ბავშვთა ასაკში
გ) მოზრდილთა თავის თმიანი მიდამოს ქრონიკული მიკოზი
*დ) ყველა ჩამოთვლილი ფორმა.

527. თავის თმიანი მიდამოს მიკოზის ინფილტრაციულ-დაჩირქებადი ფორმის


სამკურნალო საშუალებებს მიეკუთვნება
ა) ანტიმიკოზურიპრეპარატები
ბ) სულფანილამიდები
გ) ანტიბიოტიკები
*დ) ყველა ჩამოთვლილი

528. სადა კანის მიკოზის მკურნალობა ტარდება


ა) კერატოლიზური საშუალებებით
ბ) ტერბინაფინით
გ) ფუნგიციდური მალამოებით
*დ) ყველა ჩამოთვლილით

529. არჩევენ კოკციდიოიდოზის შემდეგ ფორმებს


ა) მწვავეს
ბ) ქრონიკულს
გ) დისემინირებულს
*დ) ყველა ჩამოთვლილს

530. აქტინომიკოზის სამკურნალოდ გამოიყენება ყველა ჩამოთვლილი


პრეპარატი, გარდა
ა) აქტინოლიზატისა
ბ) სულფანილამიდებისა
გ) ანტიბიოტიკებისა
დ) იოდის პრეპარატებისა
*ე) პრედნიზოლონისა

531. რომელი დაავადებები არ მიეკუთვნება დერმატოფიტიებს


*ა) სხვადასხვა ფერის პიტირიაზი
ბ) მიკოზები, გამოწვეული ტრიქოფიტონით
გ) მიკოზები, გამოწვეული ეპიდერმოფიტონით
დ) მიკოზები, გამოწვეული მიკროსპორუმით

532. რომელი დერმატოფიტები იწვევს ყველაზე ხშირად სადა კანის


დაზიანებას
*ა) წითელი ტრიქოფიტონი
ბ) შონლეინის ტრიქოფიტონი
გ) „ტრიქოფიტონ მენტაგროფიტესის ვარ.ინტერდიგიტალის“

533. თავის თმიანი არის სოკოვანი დაავადებების კლინიკური ფორმებია


ყველა ჩამოთვლილი, გარდა
ა) სებორეული
ბ) შავწერტილოვანი
გ) კეროვანი
*დ) ვისცერალური

534. ონიქომიკოზის დროს დიფერენციალური დიაგნოზი არ ტარდება


შემდეგ დაავადებასთან
ა) ფსორიაზთან
ბ) ბრტყელ ლიქენთან
გ) დარიეს დაავადებასთან
დ) თანდაყოლილ პახიონიქიასთან
*ე) სხვადასხვა ფერის პიტირიაზთან

535. კანდიდოზის გამომწვევია ყველაზე ხშირად


*ა) „კანდიდა ალბიკანსი“
ბ) „კანდიდა კრუზეი“
გ) „კანდიდა პარაკრუზეი“
დ) „კანდიდა ტროპიკალისი“

536. რუბროფიტიის წყაროა


*ა) დაავადებული ადამიანი
ბ) დაავადებული ცხოველები
გ) დაავადებული ფრინველები

537. აქტინომიკოზის გამომწვევი მიეკუთვნება


ა) სოკოებს
*ბ) ბაქტერიებს
გ) ვირუსებს

538. კანდიდოზური ანგულიტი არის


*ა) პირის კუთხეების კანდიდოზი
ბ) პირის ღრუს ლორწოვანის კანდიდოზი
გ) საზარდულის კანდიდოზი
დ) საშოს კანდიდოზი

539. წითელი ტრიქოფიტონი არ აზიანებს


ა) ფრჩხილებს
ბ) სადა კანს
*გ) ლორწოვან გარსებს

540. სხვადასხვა ფერის პიტირიაზი აზიანებს


*ა) კანს
ბ) ფრჩხილებს
გ) თმებს
დ) ლორწოვან გარსს

541. მიკიდები არის


*ა) კანის მეორადი ალერგიული რეაქცია სოკოვანი დაავადებების დროს
ბ) სოკოვანი დაზიანების კერა
გ) მიკოზის კერაში კანის ანთება

542. მიკოზების ლაბორატორიული დიაგნოსტიკისათვის მასალად არ


გამოიყენება
ა) თმა დაზიანების კერიდან
*ბ) მიკიდებიდან აღებული მასალა
გ) ქერცლი თავის თმიანი მიდამოდან
დ) ქერცლი სადა კანიდან

543. მიკროსპორუმით გამოწვეული თავის თმიანი მიდამოს მიკოზით


უმთავრესად ავადდებიან
*ა) ბავშვები
ბ) მოზრდილები
გ) დაავადების სიხშირე თანაბარია ბავშვებში და მოზრდილებში

544. ვულგარული სიკოზის გამომწვევია


*ა) ოქროსფერი სტაფილოკოკი
ბ) აუდოინის „მიკროსპორუმი“
გ) „ტრიქოფიტონ ტონზურანსი“
545. თავის თმიანი არის მიკოზი საჭიროა განვასხვავოთ შემდეგი
დაავადებებისაგან
ა) ბუდობრივი ალოპეციისგან
ბ) ფსორიაზისგან
გ) სებორეისგან
*დ) ყველა ჩამოთვლილისგან

546. სოკოვანი პარონიქიების გამომწვევია ყველაზე ხშირად


ა) წითელი ტრიქოფიტონი
ბ) „ტრიქოფიტონ მენტაგროფიტესის“ ინტერდიგიტალური ვარიანტი
*გ) „კანდიდა ალბიკანსი“

547. კანდიდოზური პარონიქია ხშირი დაავადებაა


*ა) საკონდიტრო და საკონსერვო წარმოების მუშებისათვის
ბ) ფერმის მუშებისათვის
გ) მაღაროს მუშებისათვის

548. მიკოზების გენერალიზებული ფორმების განვითარებას ხელს უწყობს


შემდეგი ფაქტორები
ა) შაქრიანი დიაბეტი
ბ) იმუნოდეფიციტური მდგომარეობა
გ) მკურნალობა სტეროიდებით
*დ) ყველა ჩამოთვლილი

549. მიკიდები ვითარდება


ა) სოკოვანი დაზიანების კერაში
ბ) სოკოვანი დაზიანების კერის გარშემო
*გ) სოკოვანი დაზიანების კერიდან დაშორებით

550. სხვადასხვა ფერის პიტირიაზით დაავადების წყაროა


ა) მსხილფეხა რქოსანი საქონელი
*ბ) დაავადებული ადამიანი
გ) ფრინველები
დ) ნიადაგი

551. „პიტიროსპორუმ ორბიკულარეს“ სხვა სახელწოდებაა


ა) „ტრიქოფიტონ რუბრუმი“
*ბ) „მალასეზია ფურფური“
გ) „მიკროსპორუმ აუდოუინი“

552. “ქერიონ ცელსი” არის


*ა) თავის თმიანი არის ღრმა მიკოზი
ბ) თავის თმიანი არის ცხიმოვანი სებორეა
გ) თავის თმიანი არის სტაფილოკოკური ინფექცია

553. დაზიანების კერაში თმების ტეხვა დამახასიათებელია


ა) ფსორიაზისათვის
ბ) ფავუსისათვის
გ) სებორეისათვის
*დ) მიკოზისათვის

554. ფრჩხილის დაზიანება თავისუფალი კიდიდან უპირატესად


დამახასიათებელია
*ა) ონიქომიკოზებისათვის, რომელიც გამოწვეულია წითელი
ტრიქოფიტონით
ბ) ფსორიაზისათვის
გ) ბრტყელი ლიქენისათვის
დ) ნეიროდერმიტისათვის

555. ჩვილ ბავშვებში ლორწოვანი გარსების კანდიდუზური დაზიანების


ყველაზე ხშირი გამოვლინებაა
*ა) რძიანა
ბ) კანდიდოზური ჰეილიტი
გ) კანდიდოზური ანგულიტი
დ) კანდიდოზური ვულვოვაგინიტი

556. ონიქოკრიპტოზი არის


*ა) ჩაზრდილი ფრჩხილი
ბ) ფრჩხილის ფირფიტის შესქელება
გ) წერტილოვანი ჩანაჭდევები ფრჩხილის ფირფიტაზე

557. პარონიქია არის


ა) ფრჩხილის ფირფიტის დაზიანება
*ბ) ფრჩხილის მორგვის ანთება
გ) ფრჩხილის საწოლის დაზიანება

558. პარონიქიის გამომწვევი მიზეზებია ყველა ჩამოთვლილი, გარდა


ა) სტაფილოკოკებისა
ბ) სტრეპტოკოკებისა
*გ) პიტიროსპორუმისა
დ) კანდიდას რიგის სოკოებისა

559. თავის თმიანი არის მიკოზი განსხვავდება ბუდობრივი ალოპეციისაგან


ა) ერითემით კერაში
ბ) აქერცვლით კერაში
გ) კერიდან აღებულ მასალაში მიცელიუმების არსებობით
*დ) ყველა ჩამოთვლილით

560. რომელი მიკროორგანიზმი იწვევს "სახვევის დერმატიტის" გართულებას


*ა) კანდიდა ალბიკანსი
ბ) ოქროსფერი სტაფილოკოკები
გ) წითელი ტროქოფიტონი

561. პირობითად პათოგენური სოკოებით გამოწვეული ინფექციებია


ა) კრიპტოკოკოზი
ბ) მუკორომიკოზი
გ) ასპერგილოზი
*დ) ყველა ჩამოთვლილი

562. სპოროტრიქოზით დაავადების მაღალი რისკი აქვთ


ა) ფერმის მუშაკებს
ბ) მებაღეებს
გ) მეცხოველეობით დაკავებულ პირებს
დ) მეყვავილეებს
*ე) ყველა ჩამოთვლილს

563. სისტემურ რესპირატორულ სოკოვან ინფექციებს მიეკუთვნება


ა) ბლასტომიკოზი
ბ) ჰისტოპლაზმოზი
გ) კოკციდოიდომიკოზი
დ) პარაკოკციდოიდომიკოზი
*ე) ყველა ჩამოთვლილი

564. თმის ღეროს გარეთ მიცელიუმების არსებობა დამახასიათებელია


ა) ანტროპოფილური ტრიქოფიტონისათვის
*ბ) ზოოფილური ტრიქოფიტონისათვის
გ) ორივე შემთხვევაში

565. ასპერგილოზით დაავადების რისკ-ფაქტორებია


ა) კორტიკოსტეროიდული მკურნალობა
ბ) ნეიტროპენია
გ) ლეიკემია
დ) ძვლის ტვინის გადანერგვის შემდგომი მდგომარეობა
*ე) ყველა ჩამოთვლილი

566. მიცეტომის დროს ყველაზე ხშირად ზიანდება


ა) თმები და ფრჩხილები
*ბ) ტერფი
გ) ზემო კიდურები

567. კერატომიკოზების დროს ზიანდება


*ა) ეპიდერმისის რქოვანა შრე
ბ) ეპიდერმისის ბაზალური შრე
გ) ეპიდერმისის ყველა შრე
დ) დერმა

568. მიკროსპორუმით გამოწვეული სადა კანის მიკოზი კლინიკურად არის


*ა) ერითემულ-სქვამოზური ლაქები
ბ) მაიოკის გრანულომა
გ) "პარაზიტული აქრომია"
569. კეტოკონაზოლი ავადმყოფს ენიშნება
ა) თითო ტაბლეტი 3-ჯერ დღეში
*ბ) თითო ტაბლეტი ერთხელ დღეში
გ) თითო ტაბლეტი 2-ჯერ დღეში

570. წითელი ტრიქოფიტონით ფრჩხილის დაზიანების ფორმებია ყველა


ჩამოთვლილი, გარდა
ა) ჰიპერტროფიული
*ბ) ექსუდაციური
გ) ნორმოტროფიული
დ) ატროფიული

571. მიკიდების კლინიკური ფორმაა


ა) ლიქენოიდური
ბ) ერითემატოზური
გ) ერითემატულ-სქვამოზური
დ) ვეზიკულური
ე) კვანძოვანი
*ვ) ყველა ჩამოთვლილი

572. კანის კანდიდოზური დაზიანების ადგილობრივი მკურნალობისათვის


გამოიყენება
*ა) კეტოკონაზოლის მალამო
ბ) კლობეტაზოლის მალამო
გ) ტეტრაციკლინის მალამო

573. შემოსაზღვრული ეგზემა („ეგზემა მარგინატუმ“) არის


ა) ჭეშმარიტი ეგზემის ფორმა
*ბ) ეპიდერმოფიტონით გამოწვეული საზარდულის მიკოზი
გ) სებორეული ეგზემა
დ) მიკრობული ეგზემა

574. ონიქომიკოზების იტრაკონაზოლით მკურნალობის პულსური თერაპია


გულისხმობს პრეპარატის დანიშვნას
ა) ყოველდღიურად ორი თვის განმავლობაში, ერთთვიანი შესვენების
შემდეგ განმეორებით იგივე კურსი
*ბ) ერთი კვირა ყოველდღე, სამი კვირა შესვენება, ორი ან სამი ციკლი
გ) სამ თვეში ერთხელ ერთი თვის განმავლობაში ყოველდღიურად, ორი
ციკლი

575. თავის თმიანი მიდამოს ინფილტრაციულ-ჩირქოვანი ფორმით


დაავადებულებს პირველ რიგში არ ენიშნებათ
ა) სისტემური ანტიბიოტიკები
ბ) დაზიანებული თმის ეპილაცია
*გ) კერებში 3% ოიდის გასაჟღენთის და ანტიმიკოზური მალამოს
მონაცვლეობა
დ) ანტიმიკრობული ხსნარის საფენები
576. ქვემოთ ჩამოთვლილიდან განსაკუთრებით საშიშ მიკოზებს მიეკუთვნება
ყველა, გარდა
ა) ჰისტოპლაზმოზისა
ბ) კოკციდიოიდური მიკოზისა
*გ) ქრომომიკოზისა

577. ზოოანთროპონოზული ტრიქოფიტონის წყარო შეიძლება იყოს


ა) მღრღნელები (თაგვები, ვირთხები)
ბ) მსხვილფეხა რქოსანი ცხოველები, ბოცვრები
გ) ბავშვთა კოლექტივი
დ) ნიადაგი
ე) არცერთი ჩამოთვლილი
*ვ) ყველა ჩამოთვლილი

578. ლოკალიზაციის მიხედვით არჩევენ ასპერგილოზის შემდეგ კლინიკურ


ფორმებს
ა) ბრონქების და ფილტვების
ბ) ლორწოვანი ორგანოების
გ) თვალის და ლორწოვანი გარსების
დ) კანის და ფრჩხილების
*ე) ყველა ჩამოთვლილს
ვ) არცერთი ჩამოთვლილს

579. ცხოველური წარმოშობის ტრიქოფიტონებს მიეკუთვნება ყველა, გარდა


ა) „ტრიქოფიტონ მენტაგროფიტესის თაბაშისებური ვარიანტისა“
ბ) „ტრიქოფიტონ ვერიკოზუმისა“
*გ) „ტრიქოფიტონ ტონზურანსისა“

580. გეოფილურ სოკოებს მიეკუთვნება ყველა, გარდა


ა) „თაბაშისებრი მიკროსპორუმისა“
ბ) „ვანბროზეგემის ტრიქოფიტონისა“
გ) „ტრიქოფიტონ ტერესტრესი“
*დ) „ფავიფორმული ტრიქოფიტონისა“

581. ფსევდომიკოზებს მიეკუთვნება ყველა ჩამოთვლილი, გარდა


ა) აქტინომიკოზისა
ბ) ნოკარდიოზისა
გ) ერითრაზმისა
*დ) სპოროტრიქოზისა

582. სხვადასხვა ფერის პიტირიაზის გამომწვევს წარმოადგენს


ა) იისფერი ტრიქოფიტონი
ბ) „ეპიდერმოფიტონ ფლოკოზუმი“
გ) აქტინომიცეტი
დ) „კანდიდა ალბიკანსი“
*ე) „პიტიროსპორუმ ფურფური“
583. სხვადასხვა ფერის პიტირიაზის ლოკალიზაციაა არ არის
ა) კისერი
*ბ) პირის ღრუს ლორწოვანი
გ) გულმკერდი
დ) ზურგი, მუცელი

584. სხვადასხვა ფერის პიტირიაზის კლინიკური ფორმებია ყველა, გარდა


ა) ლეიკოდერმის ტიპის
*ბ) ინფილტრაციულ-ჩირქოვანი
გ) "ირისის" ტიპის

585. სხვადასხვა ფერის პიტირიაზის ლაქების შემდეგ რჩება


ა) ატროფიული ნაწიბურები
ბ) კელოიდი
გ) ბუშტუკები
*დ) პოსტპარაზიტული აქრომია

586. სხვადასხვა ფერის პიტირიაზის ადგილობრივი მკურნალობისათვის


გამოიყენება ყველა, გარდა
*ა) ბეტამეტაზონისა
ბ) გოგირდის მალამოსი
გ) ბენზილ-ბენზოატის ხსნარისა
დ) სალიცილის სპირტიანი ხსნარისა

587. სხვადასხვა ფერის პიტირიაზის გავრცელებული ფორმების დროს


გამოიყენება ყველა, გარდა
ა) იტრაკონაზოლისა
ბ) ტერბინაფინისა
გ) კეტოკონაზოლისა
*დ) ნისტატინისა

588. წითელი ტრიქოფიტონის წყაროდ ითვლება


ა) ძაღლები
ბ) ხბო
გ) კატა
*დ) ადამიანი

589. თავის თმიანი მიდამოს მიკოზის გამოწვევა შეუძლია ყველას, გარდა


ა) „ტრიქოფიტონ ტონსურანსისა“
ბ) იისფერი ტრიქოფიტონისა
გ) კრატერისებრი ტრიქოფიტონისა
*დ) წითელი ტრიქოფიტონისა

590. ქვემოთ ჩამოთვლილიდან რომელია ტრიქოფიტონით გამოწვეული თავის


თმიანი მიდამოს მიკოზის ზერელე ფორმის ინფექციის წყარო
ა) ცხენი
ბ) ზღვის გოჭი
გ) ბოცვერი
*დ) ადამიანი

591. სადა კანის მიკოზის ადგილობრივი მკურნალობისათვის იხმარება ყველა


ჩამოთვლილი, გარდა
ა) ფუკორცინისა
ბ) გოგირდის მალამოსი
*გ) ჰიდროკორტიზონისა
დ) იოდის 2% ნაყენისა

592. ზოოანთროპონოზული ტრიქოფიტონის წყაროა


ა) ხბო
ბ) ძაღლი
გ) ადამიანი
დ) მღრღნელები
*ე) ყველა ჩამოთვლილი

593. პარაზიტული სიკოზი ლოკალიზდება


ა) ხელის მტევნებზე და ტერფებზე
ბ) საზარდულის მიდამოში
გ) ტანზე
*დ) სახეზე

594. თავის თმიანი მიდამოს მიკოზის ინფილტრაციულ-ჩირქოვანი ფორმის


დროს დიდდება ლიმფური ჯირკვლები
ა) საზარდულის
ბ) იღლიის
გ) ყბისქვეშა
*დ) ყურსუკანა და კისრის

595. თავის თმიანი მიდამოს მიკოზის ინფილტრაციულ-ჩირქოვანი ფორმის


დროს გამოიყენება ყველა ჩამოთვლილი, გარდა
ა) ანტიმიკოზებისა
ბ) ანტიჰისტამინებისა
გ) ანტიბიოტიკებისა
*დ) კორტიკოსტეროიდებისა

596. თავის თმიანი მიდამოს მიკოზის ინფილტრაციულ-ჩირქოვანი ფორმის


ადგილობრივი მკურნალობისათვის გამოიყენება
ა) კვარცთერაპია
ბ) პირამიდონის საფენები
გ) პრედნიზოლონის მალამო
*დ) რივანოლის საფენები

597. ანთროპონოზული მიკროსპორუმია


*ა) ჟანგისფერი მიკროსპორუმი
ბ) აუდოუნის მიკროსპორუმი
გ) თაბაშირისებრი მიკროსპორუმი
დ) კატის მიკროსპორუმი

598. ვუდის ნათურის ქვეშ მიკროსპორუმით გამოწვეული კერები არის


ა) წითელი
ბ) ლურჯი
გ) შავი
*დ) მწვანე-სალათისფერი

599. ტრიქომიკოზები შედიან ჯგუფში


ა) ღრმა მიკოზების
ბ) კანდიდოზის
*გ) დერმატოფიტოზების
დ) კერატომიკოზების

600. ფორმა N089 ივსება მიკოზების შემდეგ სახეობებზე


ა) აქტინომიკოზზე
ბ) ქრომომიკოზზე
გ) კანდიდოზზე
*დ) ტრიქომიკოზებზე

601. კანდიდოზის წარმოქმნის ენდოგენური ფაქტორია


ა) დისპროტეინემია
ბ) ანემია
გ) მიქსედემა
დ) ლეიკოზი
*ე) ვეგეტოდისტონია მომატებული ოფლიანობით

602. რძიანას განვითარებას ბავშვებში ხელს უწყობს ყველა ჩამოთვლილი,


გარდა
ა) სისხლის შრატის ფუნგისტატური აქტივობის დაქვეითება
ბ) ნერწყვის გამოყოფის ფიზიოლოგიური უკმარისობა
გ) სისხლის შრატში საფუარის საწინააღმდეგო ლიზოციმის აქტივობის
დაქვეითება
*დ) ვიტამინი „D“-ს ნაკლოვანება

603. კანდიდოზის საერთო მკურნალობა ტარდება ყველა ჩამოთვლილით,


გარდა
ა) ნისტატინისა
*ბ) რუტინისა
გ) კეტოკონაზოლისა
დ) ფლუკონაზოლისა

604. ღრმა მიკოზებს მიეკუთვნება ყველა ჩამოთვლილი, გარდა


ა) ქრომომიკოზისა
*ბ) ვისცერალური კანდიდოზისა
გ) კოკციდიოიდოზისა
დ) ღრმა ბლასტომიკოზისა

605. ბლასტომიკოზის კლინიკური სახეებია ყველა, გარდა


ა) ჯილკრაისტის ბლასტომიკოზისა
*ბ) გრანულომატოზური კანდიდოზისა
გ) ბუსე-ბუშკეს ბლასტომიკოზისა

606. კრიპტოკოკოზი აზიანებს ყველა ჩამოთვლილს, გარდა


ა) შინაგანი ორგანოებისა
ბ) ცენტრალური ნერვული სისტემის
*გ) კანისა და ლორწოვანი გარსებისა

607. კრიპტოკოკის დაავადების გადამტანია


ა) კატა
ბ) ძაღლი
გ) ხბო
*დ) ფრინველები

608. კრიპტოკოკოზის მკურნალობა ტარდება


*ა) ამფოტერიცინ „B“-თი
ბ) ციტოსტატიკებით
გ) კორტიკოსტეროიდებით
დ) ანტიბიოტიკებით

609. ბლასტომიკოზის მკურნალობა ტარდება


ა) ლევორინით
ბ) ნისტატინით
გ) იმუნოსტიმულატორით
*დ) ამფოტერიცინ „B“-თი

610. ქრომომიკოზის ინკუბაციური პერიოდია


*ა) 6-8 კვირა
ბ) 21 დღე
გ) 7-10 დღე
დ) 1 წელი

611. ქრომომიკოზის დაავადების შესაძლებელი წყაროებია


ა) ადამიანი
ბ) ნიადაგი
*გ) მცენარეები და ბოსტნეული
დ) შინაური ცხოველები

612. ქრომომიკოზის დროს ზიანდება


ა) თავის თმიანი მიდამო
ბ) ფრჩხილები
გ) ზედა და ქვედა კიდურების კანი
*დ) ზედა სასუნთქი სისტემა

613. აქტინომიკოზი არის


ა) სისტემური დაავადება
ბ) ღრმა მიკოზი
გ) ბლასტომიკოზი
*დ) ფსევდომიკოზი

614. ქრომომიკოზის მკურნალობა ტარდება


*ა) კალიუმის ან ნატრიუმის იოდატით
ბ) ვიტამინი „A“-თი
გ) „ D2“ ვიტამინით
დ) კეტოკონაზოლით

615. აქტინომიკოზს უფრო ხშირად იწვევს


*ა) ჯილკაისტის ბლასტომიცეტი
ბ) ისრაელიის და ბოვისის აქტინომიცეტები
გ) ვერუკოზული ტრიქოფიტონი
დ) ოქროსფერი სტაფილოკოკი

616. აქტინომიკოზის მკურნალობა ტარდება ყველა ჩამოთვლილით, გარდა


ა) ანტიბიოტიკებისა
ბ) აქტინოლიზატისა
*გ) კორტიკოსტეროიდებისა
დ) იოდის პრეპარატებისა

617. ტრიქოფიტონი უფრო კარგად იზრდება


ა) ხორც-პეპტონიან ნიადაგზე
ბ) აგარ-აგარზე
*გ) საბუროს ნიადაგზე

618. საქართველოს რომელ კუთხეშია გავრცელებული ფავუსი


ა) ფშავში
ბ) კახეთში
გ) სვანეთში
დ) იმერეთში
*ე) არცერთში

619. „ტრიქოფიტონ შონლაინით“ გამოწვეული ფავუსის წყაროს წარმოადგენს


ა) კატა
ბ) ძაღლი
*გ) ადამიანი
დ) ბოცვერი

620. ფავუსის ძირითად ელემენტს წარმოადგენს


ა) ქერცლი
*ბ) სკუტულა
გ) ქერქი
დ) ბუშტუკი

621. ფავუსის სკუტულარული ფორმის დროს აღინიშნება შემდეგი


სპეციფიური სუნი
ა) თევზის
ბ) გოგირდწყალბადის
*გ) თაგვის და ბეღლის სუნი
დ) თივის

622. მოზრდილთა ქრონიკული დერმატომიკოზის დროს არ ზიანდება


*ა) ლორწოვანი გარსი
ბ) სადა კანი
გ) ფრჩხილები
დ) თავის თმიანი არე

623. რომელი დაავადება არ მიეკუთვნება დერმატოფიტოზებს


ა) მტევნის მიკოზი
ბ) ტერფის მიკოზი
გ) ფრჩხილის მიკოზი
*დ) პიედრა

624. ვუდის ნათურის ქვეშ სხვადასხვა ფერის პიტირიაზის კერები არის


ა) მწვანე სალათისფერი
ბ) წითელი
გ) ლურჯი
*დ) მუქი მოყვითალო ოქროსფერი

625. თეთრი პიედრის გამომწვევია


ა) წითელი ტრიქოფიტონი
ბ) „კანდიდა ალბიკანსი“
*გ) „ტრიქოსპორონ ბეიგელი“
დ) შონლეინის ტრიქოფიტონი

626. შავი პიედრას გამომწვევია


ა) „ტრიქოფიტონ მენტაგროფიტესის“ თაბაშირისებური ვარიანტი
ბ) იისფერი ტრიქოფიტონი
გ) ჟანგისფერი მიკროსპორუმი
*დ) „პიედრაია ჰორტაი“

627. ტერფების მიკოზებს არ იწვევს


ა) წითელი ტრიქოფიტონი
ბ) „ტრიქოფიტონ მენტაგროფიტესის“ ინტერდიგიტალური ვარიანტი
გ) „ეპიდერმოფიტონ ფლოკოზუმი“
*დ) იისფერი ტრიქოფიტონი

628. რომელი გეოფილური სოკო იწვევს კანის და ფრჩხილების დაზიანებას


*ა) თაბაშისებრი მიკროსპორუმი
ბ) ვანბროზეგემის ტრიქოფიტონი
გ) „ტრიქოფიტონ ტერესტრე“
დ) „კერატინომიცეს აილოი“

629. კანდიდოზის წარმოქმნის პათოგენეზური ფაქტორებია


ა) ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის მოშლა
ბ) კუჭქვეშა ჯირკვლის ფუნქციის მოშლა
გ) ჰიპო- და ავიტამინოზი
*დ) ყველა ჩამოთვლილი

630. კრიპტოკოკოზი არ აზიანებს


ა) ფილტვს
ბ) ნერვულ სისტემას
გ) ძვლოვან სისტემას
*დ) ღვიძლს

631. ჯილკრაისტის ბლასტომიკოზის გამომწვევია


*ა) „ბლასტომიცეს დერმატიტიდის“
ბ) „კრიპტოკოკუს ნეოფორმანს“
გ) „პარაკოკციდიოიდეს ბრაზილიენზის“
დ) „ჰისტოპლაზმა კაპსულატუმ“

632. ჩრდილოამერიკული ბლასტომიკოზის კლინიკურ სახეებს არ მიეკუთვნება


ა) ფილტვის ფორმა
ბ) დისემინირებული
გ) კანის ფორმა
*დ) გულ-სისხლძარღვთა დაზიანება

633. სამხრეთამერიკულ ბლასტომიკოზს არ ახასიათებს


ა) პირის ღრუს ლორწოვანის დაზიანება
ბ) კანის ფორმა
გ) ვისცერალური დაზიანება
დ) ლიმფური სისტემის დაზიანება
*ე) კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაზიანება

634. ჰისტოპლაზმოზის გამომწვევია


ა) „კრიპტოკოკის ნეოფორმანის“
ბ) „პარაკოკციდიოიდეს ბრაზილიენზის“
*გ) „ჰისტოპლაზმა კაფსულატუმ’
დ) „ბლასტომიცეს დერმატიტიდის“

635. სპოროტრიქოზის გამომწვევია


*ა) „სპოროტრიქუმ შენკი“
ბ) „კოკციდიოიდეს იმიტის“
გ) „ბლასტომიცეს დერმატიტიდის“
დ) „ჰისტოპლაზმა კაფსულატუმ’
636. სპოროტრიქოზის კლინიკური ფორმებია
ა) ლოკალიზებული
ბ) დისემინირებული
გ) ზერელე
დ) ვისცერალური
*ე) ყველა ჩამოთვლილი

637. მიკოზების სამკურნალოდ რომელი პრეპარატით ტარდება პულსთერაპია


ა) კეტოკონაზოლით
ბ) ფლუკონაზოლით
გ) გრიზეოფულვინით
*დ) იტრაკონაზოლით

638. მიკოზური ქეილიტის გამომწვევია


ა) „Microsporum gypseum”
ბ) „Trichopyton gypseum“
გ) „Trichopyton rubrum“
*დ) „Candida albicans“

639. სხვადასხვა ფერის პიტირიაზის გამომწვევი არის


*ა) „Pityrosporum orbiculare (malassesia furfur)“
ბ) „Corynebacteria minutissimum“
გ) „Trichophyton mentagraphytes var. Interdigitale“
დ) „Trichophyton rubrum”

640. „Trichophyton rubrum“ მიეკუთვნება


ა) ზოოფილურ სოკოს
ბ) ზოოანთროპოფილურ სოკოს
*გ) ანთროპოფილურ სოკოს
დ) ანთროპოზოოფილურ სოკოს

641. ფავუსს იწვევს


ა) „Trichophyton mentagraphytes var. Interdigitale“
ბ) „Candida albicans“
*გ) „Trichophyton schonleinii“
დ) „Trichophyton rubrum“

642. თავის თმიან მიდამოს აზიანებს ყველა, გარდა


ა) შონლეინის ტრიქოფიტონისა
*ბ) წითელი ტრიქოფიტონისა
გ) თაბაშირისებული მიკროსპორუმისა
დ) ფავუსისა

643. ანტიმიკოზური საშუალებების რომელ ჯგუფს მიეკუთვნება


ფლუკონაზოლი
ა) პოლიენურს
ბ) იმიდაზოლის
გ) პირიმიდინის
*დ) ტრიაზოლურს

644. კანდიდოზურ ონიქიას აუცილებლად წინ უსწრებს


*ა) კანდიდოზური პარონიქია
ბ) პირის ღრუს ლორწოვანის კანდიდოზური დაზიანება
გ) კანდიდოზური ქეილიტი

645. კანდიდოზის დროს უფრო მეტად რომელი ვიტამინების ნაკლებობა


აღინიშნება
ა) „ A“ ჯგუფის
*ბ) „B“ ჯგუფის
გ) ფოლიუმის მჟავას

646. მიცეტომა არის


ა) აქტინომიკოზი
ბ) ქრომომიკოზი
*გ) ღრმა მიკოზი

647. ბავშვთა ასაკში, განსხვავებით მოზრდილებისაგან, კანდიდოზური


ნადები ლორწოვანს
*ა) ადვილად სცილდება და არ ტოვებს ეროზიას
ბ) ძნელად სცილდება და ტოვებს ეროზიას

648. კანდიდოზური ონიქია-პარონიქიის დროს ფლუკონაზოლის ოპტიმალური


დოზირება
*ა) 150 მგ 7 დღეში ერთხელ ნორმალური ფრჩხილის წამოზრდამდე
ბ) 50 მგ კვირაში ერთხელ 6 თვის განმავლობაში
გ) 150 მგ დღეში ერთხელ 3 თვის განმავლობაში

649. კანდიდოზი ხშირად გვხვდება პირებში, რომელთაც აღენიშნებათ


ა) ესტროგენების სიჭარბე
ბ) სისხლის პლაზმაში რკინის შემცველობის ნაკლებობა
გ) „B“-ჯგუფის ვიტამინების ჰიპოვიტამინოზი
*დ) ყველა ჩამოთვლილი

650. ტერფის მიკოზის დროს პროფილაქტიკური ღონისძიებები უნდა


ჩატარდეს
ა) ოჯახში
ბ) აბანოებში
გ) საცურაო აუზებში
დ) ქარხნების საშხაპეებში
*ე) ყველა ჩამოთვლილი

651. თავის თმიანი მიდამოს მკოზების დროს კონტაქტების შემოწმება ხდება


ა) ბავშვთა კოლექტივებში
ბ) სკოლა-ინტერნატებში
გ) ბავშვთა სახლებში
დ) ოჯახში
*ე) ყველა ჩამოთვლილში

652. თავის თმიანი მიდამოს დერმატოფიტოზების დროს რა სიხშირით უნდა


შემოწმდეს კონტაქტში მყოფი პირები?
*ა) კვირაში ერთხელ
ბ) ორ კვირაში ერთხელ
გ) 10 დღეში ერთხელ
დ) თვეში ერთხელ

653. მიკოზების წინააღმდეგ სადეზინფექციოდ გამოიყენება


*ა) ქლორამინი
ბ) გიბიტანი
გ) კალიუმის პერმანგანატი
დ) ქლორიანი კირი

654. ფეხსაცმელების სადეზინფექციოდ მიკოზების საწინააღმდეგოდ


გამოიყენება
ა) ძმარმჟავა
*ბ) 40%-იანი ფორმალინი
გ) კალიუმის პერმანგანატი

655. მწვავე პროცესის დროს საფენებად შეიძლება დაინიშნოს ყველა, გარდა


ა) რეზორცინის
ბ) ბორის მჟავას
*გ) ფურაცილინის
დ) რივანოლის
ე) ტანინის

656. რომელ მარილს შეიცავს ვუდის აპარატის მინა?


ა) კალიუმის
*ბ) ნიკელის
გ) აზოტის
დ) ნატრიუმის

657. რომელი დაავადების დიაგნოსტიკისათვის გამოიყენება ვუდის აპარატი?


ა) სხვადასხვა ფერის პიტირიაზის
ბ) თავის თმიანი მიკოზის
გ) ტუბეროზული სკლეროზის
*დ) ყველა ჩამოთვლილის

658. რომელი აპარატი გამოიყენება სხვადასხვა ფერის პიტირიაზის


სადიაგნოსტიკოდ?
ა) ლაზერის
ბ) პუვას
გ) ულტრაბგერის
*დ) ვუდის

659. პარაზიტული სიკოზი გამოწვეულია


ა) ოქროსფერი სტაფილოკოკით
ბ) ჰემოლიზური სტრეპტოკოკით
გ) მუნის ტკიპით
დ) ჰანსენის ჩხირით
*ე) თაბაშირისებული ტრიქოფიტონით

660. რომელ სოკოვან დაავადებას ადასტურებს მიკროსკოპიული


დიაგნოსტიკით დრუზების აღმოჩენა?
*ა) აქტინომიკოზს
ბ) ფავუსს
გ) სხვადასხვა ფერის პიტირიაზს
დ) პიედრას

661. რომელ სოკოვან დაავადებას ადასტურებს მიკროსკოპიული


დიაგნოსტიკით სფერულების აღმოჩენა?
*ა) კოკციდიოიდოზს
ბ) აქტინომიკოზს
გ) ფავუსს
დ) კანდიდოზს

662. რომელი დერმატოფიტიაა საქართველოში ლიკვიდირებული


ა) მიკროსპორუმით გამოწვეული თავის თმიანი მიდამოს მიკოზი
ბ) წითელი ტრიქოფიტონით გამოწვეული ტერფის მიკოზი
*გ) შონლეინის ტრიქოფიტონით გამოწვეული ფავუსი
დ) ეპიდერმოფიტონით გამოწვეული საზარდულის მიკოზი

663. ზერელე კანდიდოზის მკურნალობისათვის გამოიყენება ყველა


მედიკამენტი, გარდა
ა) ფლუკონაზოლისა
ბ) კლოტრიმაზოლისა
გ) ნისტატინისა
*დ) დელაგილისა

664. ერითრაზმის ეტიოლოგიური მკურნალობა გულისხმობს შემდეგი


პრეპარატის გამოყენებას
ა) ანტიჰისტამინურის
ბ) ანტიმიკოზურის
გ) ქინოლინის
*დ) ანტიბაქტერიულის

665. რომელი პრეპარატი გამოიყენება თავის თმიანი არის სოკოვანი


დაავადების სამკურნალოდ
ა) ბეტამეტაზონი
*ბ) გრიზეოფულვინი
გ) სინტომიცინის ემულსია
დ) ნისტატინი

666. სხვადასხვა ფერის პიტირიაზის დიაგნოსტიკისათვის გამოიყენება ყველა


მეთოდი, გარდა
ა) ლუმინესცენტურისა
ბ) ბალცერის სინჯისა
გ) მიკროსკოპიული გამოკვლევისა
*დ) ალერგოტესტირებისა

667. კანდიდოზის დროს არ ზიანდება


ა) პირის ღრუს ლორწოვანი გარსი
*ბ) თმები
გ) ფრჩხილების მორგვები
დ) მსხვილი ნაოჭები

668. რომელმა ანატომიურმა თავისებურებამ შეიძლება შეუწყოს ხელი


ტერფების მიკოზებით დაავადებას
ა) ვიწრო თითებშუა ნაოჭებმა
ბ) თითების დეფორმაციამ
გ) ბრტყელტერფიანობამ
*დ) ყველა ჩამოთვლილმა

669. მიკროსპორუმით გამოწვეული სადა კანის მიკოზის კლინიკური


გამოვლინებაა
ა) ერითემატულ-სქვამოზური ლაქები
ბ) მაიოკის გრანულომა
გ) პარაზიტული აქრომია
*დ) ყველა ჩამოთვლილი

670. უჩვენეთ კლინიკური ნიშანი, რომლებიც არ ახასიათებს კერატომიკოზს


ა) ვეზიკულაცია
ბ) ლიქენიზაცია
გ) ჰიპერკერატოზი
*დ) ყველა ჩამოთვლილი

671. მენინგოვასკულარულ სიფილისს არ მიეკუთვნება


ა) მწვავე სიფილისური მენინგიტი
ბ) ქრონიკული სიფილისური მენინგიტი
*გ) პროგრესული დამბლა
დ) ტვინის გუმა

672. მწვავე სიფილისურ მენინგიტს არ ახასიათებს


ა) თავის ტკივილი
ბ) ტემპერატურის მომატება
გ) გულის რევა
*დ) პარაპლეგია

673. პარენქიმატოზულ ნეიროსიფილისს არ მიეკუთვნება


ა) პროგრესული დამბლა
ბ) ზურგის ტვინის ხმობა
*გ) მენინგომიელიტი

674. ნეიროსიფილისის დროს პათოლოგიურ პროცესში ჩართულია


ა) ტვინის უჯრედები
ბ) ტვინის გარსები
გ) ტვინის სისხლძარღვები
*დ) ყველა ჩამოთვლილი

675. სიფილისის დიაგნოსტიკის დროს იმობილიზაციის რეაქციაში ანტიგენად


გამოიყენება
ა) კარდიოლიპინი
ბ) კარდიოლიპინ-ლიცეტინი
*გ) მკრთალი ტრეპონემები

676. სიფილისის ლაბორატორიული კვლევის არაპირდაპირი მეთოდით


ანტისხეულები შეიძლება განისაზღვროს ყველგან, გარდა
ა) სისხლის შრატში
ბ) თავ-ზურგტვინის სითხეში
გ) ლიმფაში
*დ) შარდში

677. ტრეპონემული ტესტებია


ა) მკრალი ტრეპონემის იმობილიზაციის რეაქცია
ბ) იმუნოფლუორესცენციის რეაქცია
გ) პასიური ჰემაგლუტინაციის რეაქცია
*დ) ყველა ჩამოთვლილი

678. სიფილისზე იმობილიზაციის რეაქციის ჩასატარებლად აუცილებელია


*ა) ცოცხალი მკრთალი ტრეპონემების არსებობა
ბ) კარდიოლიპინის ანტიგენი
გ) ნახშირის ნაწილაკები
დ) ყველა პასუხი სწორია

679. სიფილისზე თავ-ზურგტვინის სითხის გამოკვლევა რეკომენდებულია


ა) ნევროლოგიური სიმპტომატიკის დროს
ბ) გუმოზური სიფილისის დროს
გ) თანმხლები აივ-ინფექციის დროს
*დ) ყველა ჩამოთვლილის დროს

680. სიფილისზე ცრუ უარყოფითი სეროლოგიური ტესტები აღინიშნება


ა) კეთრის დროს
ბ) ღვიძლის პათოლოგიის დროს
*გ) პროზონის ფენომენის დროს

681. მკრთალი ტრეპონემის ელექტრონული მიკროსკოპით გამოკვლევისას


ვლინდება ყველა ჩამოთვლილი წარმონაქმნი, გარდა
ა) გარსის
*ბ) შოლტების
გ) ფიბრილების
დ) ციტოპლაზმური მემბრანის

682. უჯრედული იმუნიტეტი არანამკურნალევი სიფილისის ადრეულ


სტადიაში ხასიათდება შემდეგი გამოვლინებით, გარდა
ა) ფაგოციტოზში "არაპროფესიული~ ფაგოციტების მონაწილეობით
*ბ) დასრულებული ფაგოციტოზით
გ) პოლიმემბრანული ფაგოსომების წარმოქმნით

683. სიფილისური რეგიონალური სკლერადენიტის დროს პათოლოგიურ


პროცესში ჩათრეულია
ა) ლიმფური კვანძის კაფსულა
*ბ) ლიმფური კვანძის ქსოვილი
გ) ლიმფური კვანძის გარემომცველი უჯერედისი
დ) ლიმფური კვანძის მფარავი კანი

684. შანკრი-ამიგდალიტი წარმოადგენს


ა) ნუშისებრი ჯირკვლის ეროზიას
ბ) ნუშისებრი ჯირკვლის წყლულს
*გ) ზომაში გაზრდილ, ჰიპერემიულ ნუშისებრ ჯირკვალს

685. მეორადი ახალი სიფილისის დროს გამონაყარი ჩვეულებრივ


*ა) უხვია
ბ) არასიმეტრიულია
გ) არამკვეთრი შეფერილობისაა
დ) ჯგუფებად არის განლაგებული

686. სიფილისური ალოპეციის სახეობებია ყველა ჩამოთვლილი, გარდა


ა) წვრილკეროვანის
ბ) დიფუზურის
გ) შერეულის
*დ) ტოტალურის

687. ხორკლისებრი სიფილისი საჭიროებს დიფერენცირებას ყველა


ჩამოთვლილი დაავადებებისაგან, გარდა
ა) კანის ტუბერკულოზისა
ბ) ლეიშმანიოზისა
გ) კეთრისა
დ) ღრმა მიკოზისა
*ე) წვეთისებური პარაფსორიაზისა
688. სიფილისის ძირითადი სამკურნალო პრეპარატია
*ა) პენიცილინი
ბ) ტეტრაციკლინი
გ) ცეფალოსპორინი
დ) მაკროლიდი

689. მოგვიანებითი თანდაყოლილი სიფილისისთვის დამახასიათებელია


ა) ტანზე ხორკლოვანი გამონაყარი
*ბ) ჰეტჩინსონის ტრიადა
გ) უნაგირისებური ცხვირი
დ) ხმალისებრი წვივები

690. მოგვიანებითი თანდაყოლილი სიფილისისათვის პათოგნომურია


ა) დუნდულოსებური ქალა
ბ) კარიესული კბილები
*გ) ჰეტჩინსონის კბილები
დ) ფართოდ განლგებული ზედა საჭრელი კბილები

691. ქალს წარსულში ჰქონდა მეორე ხანის რეცენტული სიფილისი,


მკურნალობის დამთავრებიდან სამი თვის შემდეგ იყო სერორეაქციების მყარი
ნეგატივაცია. აღრიცხვიდან მოხსნის ერთი წლის შემდეგ ქალი დაორსულდა.
როგორი იქნება სწორი ტაქტიკა?
*ა) ორსული მკურნალობას არ საჭიროებს, საერთო კონტროლს არ
ექვემდებარება
ბ) მას ესაჭიროება კლინიკურ-სეროლოგიური კონტროლი
გ) იგი საჭიროებს პროფილაქტიკურ მკურნალობას

692. ორსულობის დროს ქალს ჩაუტარდა პრევენციული მკურნალობა,


ვინაიდან ჰქონდა სქესობრივი კონტაქტი მეორადი რეცენტული სიფილისით
დაავადებულ პირთან. ბავშვი დაიბადა დროულად, მასა -3 200 გრ, სიგრძე
- 53 სმ. კომპლექსური გამოკვლევისას სიფილისის ნიშნები არ აღმოაჩნდა.
ბავშვს ესაჭიროება
ა) მკურნალობა თანდაყოლილი სიფილისის სქემით
ბ) კლინიკურ-სეროლოგიური კონტროლი
*გ) გამოკვლევა და მკურნალობა არ არის ნაჩვენები
დ) პრევენციული მკურნალობა

693. რბილი შანკრის გამომწვევია


ა) ქლამიდია
ბ) ვირუსი
*გ) პეტერსენ-დუკრეის სტრეპტობაცილა
დ) დოდერლეინის ბაცილა

694. სიფილისის მეორე ხანა საშუალოდ იწყება შანკრის გაჩენიდან


ა) 5 - 6 კვირის შემდეგ
*ბ) 6 - 7 კვირის შემდეგ
გ) 7 - 8 კვირის შემდეგ
დ) 8 - 9 კვირის შემდეგ

695. მეორე ხანის რეციდივული სიფილისის დროს პაპულები პირის


ლორწოვანზე ხშირად არის ლოკალიზებული ყველა ჩამოთვლილ ადგილას,
გარდა
ა) ენის ზურგისა
ბ) ნუშისებრი ჯირკვლისა
გ) პირის კუთხისა
*დ) ენის ქვეშ არისა

696. მკრთალი ტრეპონემის ხვეულების რაოდენობაა


ა) 2 - 4
ბ) 6 - 8
*გ) 8 - 12
დ) 12 - 14

697. ნაადრევი თანდაყოლილი სიფილისის დროს შინაგანი ორგანოებიდან


ყველაზე ხშირად ზიანდება
ა) კუჭი
*ბ) ღვიძლი
გ) თირკმელები
დ) ფილტვები

698. ატიპური მაგარი შანკრის ფორმებია ყველა ჩამოთვლილი, გარდა


ა) ინდურაციული შეშუპების
*ბ) ფაგედენური მაგარი შანკრის
გ) შანკრი-პანარიციუმის
დ) შანკრი-ამაგდალიტის

699. ნაადრევი ფარული სიფილისის დროს დამახასიათებელია სეროლოგიური


რეაქცია
ა) რეაგინების დაბალი ტიტრით
*ბ) რეაგინების მაღალი ტიტრით
გ) ზოგ პაციენტებში რეაგინების მაღალი ტიტრით, ზოგში - დაბალი
ტიტრით

700. პირველადი სეროპოზიტიური სიფილისის დიაგნოზის


დასადასტურებლად, კლინიკური სურათის გარდა, საჭიროა შემდეგი
რეაქციების პოზიტიური შედეგი
ა) ლანგეს
*ბ) „TPHA”
გ) მიკროპრეციპიტაციის

701. 29 წლის ავადმყოფმა მიმართა ექიმს ასოზე წყლულების გაჩენის გამო.


ჩუჩის შიგნითა ზედაპირზე აღენიშნება სამი ოვალური ფორმის წყლული,
უმნიშვნელოდ გამკვრივებული ძირით, პალპაციისას მგრძნობიარე. მკრთალი
სპიროქეტა ვერ იქნა ნაპოვნი. საზარდულის ლიმფური კვანძები არ არის
გადიდებული. TPHA უარყოფითია. ექიმის ტაქტიკა მოიცავს ყველა
ჩამოთვლილს, გარდა
ა) სქესობრივი პარტნიორის გამოკვლევას სიფილისზე
ბ) განმეორებით სეროდიაგნოსტიკას
*გ) ანტისეპტიკური ნახვევის დადებას
დ) მკრთალ სპიროქეტაზე ნაცხის გამოკვლევას

702. შანკრი პანარიციუმი წარმოადგენს


ა) ხელის თითის ეროზიას ან წყლულს
ბ) დაზიანებული ფალანგის ზომაში გადიდებას, კანზე ანთების ნიშნების
გარეშე
გ) დაზიანებული ფალანგის ზომაში გადიდებას კანზე ანთების ნიშნებით
*დ) ყველა ჩამოთვლილი სწორია

703. ნაადრევი ფარული სიფილისით დაავადებულის სქესობრივ კონტაქტს


აღმოაჩნდება
*ა) ახალი სიფილისის მანიფესტური ფორმები
ბ) მოგვიანებითი ფარული სიფილისი
გ) ფარული დაუდგენელი სიფილისი

704. სიფილისის ინკუბაციური პერიოდის გახანგრძლივება ხდება


ა) თანმხლები ინფექციური დაავადებებისას
ბ) მაგარი შანკრის ბიპოლარული განლაგებისას
*გ) ინკუბაციურ პერიოდში ანტიბიოტიკების მიღებისას
დ) ინფექციის წყაროსთან სქესობრივი კონტაქტის გაგრძელებისას

705. მეორე ხანის სიფილიდების ჰისტოლოგიური გამოკვლევისას ძირითადი


ცვლილებები ვლინდება
ა) ეპიდერმისში
*ბ) დერმაში
გ) კანქვეშა ქსოვილში
დ) კუნთებში

706. სიფილისური როზეოლის ნაირსახეობას არ მიეკუთვნება


ა) ელევირებული
ბ) მარცვლოვანი
გ) შერწყმადი
დ) ჰემორაგიული
*ე) ტოქსიური

707. 19 წლის ავადმყოფს მცირე სასირცხვო ბაგეების შიდა ზედაპირზე


აღენიშნება მრავლობითი, მტკივნეული წყლულები, არასწორი კიდეებით,
დიამეტრით 1 - 2 სმ. წყლულის ფსკერი დაფარულია სეროზულ -
ჩირქოვანი ნადებით. სხეულის ტემპერატურაა 380 „C“. პაციენტს აციებს.
საზარდულის ლიმფური ჯირკვლები უცვლელია. დიაგნოზის დასაზუსტებლად
საჭიროა ყველა ჩამოთვლილი გამოკვლევა, გარდა
*ა) მკრთალი სპიროქეტის იმობილიზაციის რეაქცია
ბ) წყლულიდან აღებული მასალის მკრთალ სპიროქეტაზე გამოკვლევა
გ) იმუნოფლუორესცენციის რეაქცია

708. მოგვიანებითი ფარული სიფილისისათვის დამახასიათებელია


ა) სქესობრივ პარტნიორთან სიფილისის მანიფესტური ფორმის გამოვლენა
*ბ) სქესობრივ პარტნიორთან სიფილისის ნიშნების არარსებობა
გ) სქესობრივ პარტნიორთან ნაადრევი ფარული სიფილისის გამოვლენა

709. პირის ღრუს ლორწოვანი გარსის სიფილისური პაპულები უნდა იქნას


დიფერენცირებული ყველა ჩამოთვლილი დაავადების გამოვლინებისაგან,
გარდა
ა) ლაკუნარული ანგინის
ბ) ხახის დიფტერიის
*გ) ნევუსის
დ) წითელი ბრტყელი ლოქენის
ე) ფუზოსპირილოზის

710. მეორე ხანის სიფილისისათვის დამახასიათებელია ყველა ჩამოთვლილი,


გარდა
ა) გამონაყარის პოლიმორფიზმის
ბ) მწვავე ანთებითი მოვლენების
*გ) ქავილის დაზიანებულ კერებში
დ) გამონაყარის თვითუკუგანვითარების

711. მეორადი სიფილიდებისათვის დამახასიათებელია შემდეგი ნიშნები


ა) არამკვეთრი კიდეები
ბ) ტკივილი, წვის შეგრძნება
გ) მწვავე ანთებითი ხასიათი
*დ) ქრებიან უკვალოდ

712. გამოყოფენ სიფილისური ლეიკოდერმის შემდეგ სახეებს, გარდა


ა) ლაქოვანი
*ბ) შეერთებადი
გ) მარმარილოსებრი
დ) მაქმანისებრი

713. კანის გუმოზური დაზიანება საჭიროა დიფერენცირებული იყოს ყველა


ჩამოთვლილი დაავადებებისაგან, გარდა
ა) სკროფულოდერმის
*ბ) პარაფსორიაზის
გ) ტროფიკული წყლულის
დ) ქრონიკული წყლულოვანი პიოდერმიის
ე) ლეიშმანიოზის

714. 42 წლის უცოლო ავადმყოფს პროფილაქტიკური შემოწმებისას დადებითი


აღმოაჩნდა მიკროპრეციპიტაციის რეაქცია კარდიოლიპინის ანტიგენით (ექსპრეს
- მეთოდით). სერორეაქცია ტრეპონემული და კარდიოლიპინური ანტიგენით
ორჯერ მკვეთრად დადებითია შემდეგი ტიტრით 1 : 160 და 1 : 320.
საზარდულის და კეფის ლიმფური კვანძები უმნიშვნელოდ გადიდებული და
გამკვრივებულია. ანამნეზში შემთხვევითი სქესობრივი კონტაქტი ჰქონდა 1
წლის უკან და ჩაიტარა თვითმკურნალობა ტეტრაციკლინით (200 მგ 4-ჯერ
დღეში 4 - 5 დღის განმავლობაში). სწორი დიაგნოზია
*ა) ნაადრევი ფარული სიფილისი
ბ) მოგვიანებითი ფარული სიფილისი
გ) დაუდგენელი ფარული სიფილისი

715. ნაადრევი თანდაყოლილი სიფილისის დროს ძვლების დაზიანების


პათოგნომიური ნიშნებია
ა) I ხარისხის ოსტეოქონდრიტი
*ბ) II ხარისხის ოსტეოქონდრიტი
გ) პერიოსტიტი
დ) ოსტეომიელიტი

716. არანამკურნალევ ავადმყოფებში მეორადი სიფილიდების უმრავლესობა


გაიწოვება
ა) 1 - 2 თვის შემდეგ
*ბ) 2 - 3 თვის შემდეგ
გ) 3 - 4 თვის შემდეგ
დ) 4 - 5 თვის შემდეგ

717. ყველაზე უფრო სპეციფიკური სეროლოგიური ტესტი სიფილისზე არის


ა) იმუნოფლუორესცენციის რეაქცია
*ბ) მკრთალი ტრეპონემის იმობილიზაციის რეაქცია
გ) ვასერმანის რეაქცია ტრეპონემული ანტიგენით
დ) კოლმერის რეაქცია
ე) მიკროპრეციპიტაციის რეაქცია

718. პირველადი სიფილისის დროს რეგიონული სკლერადენიტი ჩნდება


წყლულის გაჩენიდან
ა) 3 - 5 დღის შემდეგ
*ბ) 5 - 8 დღის შემდეგ
გ) 8 - 12 დღის შემდეგ

719. ნაადრევი თანდაყოლილი სიფილისისათვის პათოგნომურია


ა) ტანზე პაპულოზური გამონაყარი
*ბ) სიფილისური ჰემფიგუსი
გ) სიფილისური ალოპეცია

720. ნაადრევი თანდაყოლილი სიფილისის დროს ოსტეოქონდრიტი


ვითარდება
*ა) მუცლად ყოფნის მე- 5-6 თვეს
ბ) სიცოცხლის მე - 2-3 თვეს
გ) სიცოცხლის მე - 4-5 თვეს
დ) სიცოცხლის მე - 6-7 თვეს
721. ნაადრევი თანდაყოლილი სიფილისის დროს თვალის პათოგნომიურ
დაზიანებას წარმოადგენს
ა) კონიუქტივიტი
*ბ) ქორიორეტინიტი
გ) ირიტი
დ) კერატიტი

722. ავადმყოფს ჩაუტარდა სრულყოფილი მკურნალობა მეორადი


რეციდივული სიფილისის გამო. სერორეაქციების ნეგატივაციიდან ერთი თვის
შემდეგ დაორსულდა და ჩაიტარა პროფილაქტიკური მკურნალობა. ბავშვს
ესაჭიროება
ა) 2 კვირის ხანგრძლივობის პროფილაქტიკური მკურნალობა
ბ) 4 კვირის ხანგრძლივობის პროფილაქტიკური მკურნალობა
*გ) 1 წლის განმავლობაში კლინიკურ-სეროლოგიური კონტროლი
დ) 3 წლის განმავლობაში კლინიკურ-სეროლოგიური კონტროლი
ე) ერთჯერადი კლინიკურ-სეროლოგიური გამოკვლევა

723. რამდენად მიზანშეწონილია 6 თვის ბავშვის ლულოვანი ძვლების


რენტგენოგრაფია ნაადრევი ფარული სიფილისის გამოვლენის მიზნით
(ოსტეოქონდრიტის აღმოსაჩენად)?
ა) მიზანშეწონილია
*ბ) აზრი არა აქვს
გ) როგორც ექიმი ჩათვლის საჭიროდ
დ) სერორეაქციების შედეგების მიხედვით

724. თავის ტვინის გუმის დროს თვალის ფსკერის დაზიანება


*ა) ხშირად გვხვდება
ბ) არ გვხვდება
გ) კანონზომიერება არ არსებობს
დ) გვხვდება მხოლოდ დიდი ზომის გუმის დროს
ე) გვხვდება მხედველობის ნერვის დაზიანების დროს

725. მოგვიანებითი თანდაყოლილი სიფილისი ყველაზე ხშირად რომელ


ასაკში ვლინდება
ა) 2 - დან 4 წლამდე
*ბ) 4 - დან 17 წლამდე
გ) 17 - დან 25 წლამდე

726. სიფილისის მეორე ხანა საშუალოდ იწყება ინფიცირებიდან


ა) 1 - 2 თვის შემდეგ
*ბ) 2 - 3 თვის შემდეგ
გ) 3 - 4 თვის შემდეგ
დ) 4 - 5 თვის შემდეგ

727. ნაადრევი სიფილისის დროს ვისცეროპათიებიდან ყველაზე ხშირად


გვხვდება დაზიანება
ა) ფილტვის
ბ) კუჭის
*გ) ღვიძლის
დ) გულის
ე) თირკმლის

728. სიფილისური გენეზის აორტის ანევრიზმის დასადგენად ყველაზე უფრო


მნიშვნელოვანია შემდეგი გამოკვლევები
ა) აუსკულტაცია
ბ) პერკუსია
*გ) რენტგენოგრაფია და სეროდიაგნოსტიკა
დ) სეროდიაგნოსტიკა

729. მოგვიანებითი თანდაყოლილი სიფილისის დროს "ჰეტჩინსონის


ტრიადის~ შემადგენელია ნიშანია
ა) მაგარი სასის გუმა
*ბ) პარენქიმატოზული კერატიტი
გ) ხმლისებრი წვივები
დ) ნეკის დამოკლება

730. რბილი შანკრის წყლულებს ახასიათებს ყველა ჩამოთვლილი, გარდა


ა) მრავლობითობისა
ბ) მტკივნეულობისა
*გ) ფუძეზე მკვრივი ინფილტრატისა
დ) კიდეების ჩაღრმავებისა
ე) ჩირქოვანი გამონადენისა

731. ნაადრევი თანდაყოლილი სიფილისის დიაგნოზი არ ისმება, თუ ბავშვი


არის შემდეგი ასაკის
ა) 6 თვემდე
ბ) 6 თვიდან ერთ წლამდე
გ) 1 წლიდან - 2 წლამდე
*დ) 2 წლიდან - 4 წლამდე

732. მკრთალი ტრეპონემა აღმოჩენილია


ა) 1890 წ
ბ) 1895 წ
*გ) 1905 წ
დ) 1910 წ

733. ნაადრევი თანდაყოლილი სიფილისის დროს რა ცვლილებებია სისხლში?


ა) ლეიკოპენია
*ბ) ჰიპოქრომული ანემია
გ) თრომბოციტოპენია
დ) ეოზინოფილია

734. ზურგის ტვინის ტაბესის პათოგნომური გამოვლინებაა


ა) ანიზოკორია
ბ) არეფლქსია
*გ) არგაილ-რობერტსონის სინდრომი
დ) ატაქსია

735. პათოგენური მკრთალი სპიროქეტის გაყოფის ციკლი გრძელდება


ა) 6 - 8 საათი
ბ) 10 - 12 საათი
გ) 15 - 20 საათი
*დ) 30 - 33 საათი
ე) 35 - 40 საათი

736. 40 წლის მამაკაცს დაუდგინდა გვიანი ფარული სიფილისის დიაგნოზი.


15 წელია, რაც ჰყავს მეუღლე. მეუღლის გამოკვლევით სიფილისის
კლინიკური და სეროლოგიური ნიშნები არ დადგინდა. რა ღონისძიებებია
გასატარებელი ავადმყოფის მეუღლის მიმართ?
*ა) სიფილისის საწინააღმდეგო მკურნალობას და კონტროლს არ
ექვემდებარება
ბ) ექვემდებარება პრევენციულ მკურნალობას
გ) ექვემდებარება კლინიკურ-სეროლოგიურ კონტროლს 3 თვის მანძილზე
დ) ექვემდებარება კონტროლს 6 თვის მანძილზე

737. მკრთალი სპიროქეტის სიგრძე საშუალოდ შეადგენს


ა) 1-2 მკმ
*ბ) 4-14 მკმ
გ) 20-25 მკმ
დ) 30-33 მკმ

738. ნაადრევი ფარული სიფილისისათვის დამახასიათებელია ყველა


ჩამოთვლილი, გარდა
ა) წარსულში სასქესო ორგანოებზე გამონაყარი
ბ) სქესობრივ პარტნიორს აღენიშნება სიფილისის აქტიური ფორმა
*გ) სქესობრივ პარტნიორს აღენიშნება გვიანი ფარული სიფილისი
დ) რეაგინების მაღალი ტიტრი

739. სიფილისით დასნებოვნების შემდეგ შანკრი ჩნდება


ა) 1 კვირის შემდეგ
ბ) 2 კვირის შემდეგ
*გ) 3-5 კვირის შემდეგ
დ) 6-7 კვირის შემდეგ
ე) 8-9 კვირის შემდეგ

740. დასაშვებია გუმოზური სიფილიდების განვითარების ყველა შედეგი,


გარდა
*ა) "მშრალი", უკვალო გაწოვა
ბ) დაწყლულება ნაწიბურის შემდგომი განვითარებით
გ) ფიბროზი
დ) ირადიაცია შემდგომი დაწყლულებით და ნაწიბურით

741. ფარული სიფილისის დიაგნოზის დასაზუსტებლად საჭიროა ყველა


ჩამოთვლილი სპეციალისტის კონსულტაცია, გარდა
ა) თერაპევტის
ბ) რენტგენოლოგის
გ) ნევროპათოლოგის
დ) ოტოლარინგოლოგის
*ე) უროლოგის

742. სიფილისით დაავადებულთა პენიცილინოთერაპიის დროს შესაძლო


გვერდით მოვლენებს მიეკუთვნება ყველა ჩამოთვლილი, გარდა
ა) ანაფილაქსიური შოკის
ბ) დერმატიტის
*გ) ნეფროპათიის
დ) კანდიდოზის
ე) ჭინჭრის ციების

743. მოგვიანებითი სიფილისით გამოწვეული კუჭის დაზიანება ხასითდება


ყველა ჩამოთვლილი სიმპტომით, გარდა
ა) გულის რევის
ბ) ღებინების ლორწოთი და ნაღველით
გ) ეპიგასტრიუმის არეში ტკივილების
*დ) ღებინების უხვი სისხლით

744. მესამეული სიფილისის დროს გუმის შედეგად განვითარებული


ნაწიბურები
ა) შიგნით შეწეულია
*ბ) ვარსკვლავისებრია
გ) ბრტყელია
დ) მოზაიკის მსგავსია

745. პაპულოზური სიფილიდის დიფერენციალური დიაგნოსტიკა უნდა


ჩატარდეს ყველა ჩამოთვლილ დაავადებასთან, გარდა
ა) წითელი ბრტყელი ლიქენისა
ბ) წერტილოვანი პარაფსორიაზისა
გ) პემფიგუსისა
დ) ფსორიაზისა
*ე) რეკლინჰაუზენის დაავადებისა

746. მკრთალი სპიროქეტა არის


*ა) სპირალის (ზამბარას) ფორმის მიკროორგანიზმი
ბ) მრგავალი, ბურთულას ფორმის მიკროორგანიზმი
გ) ჩხირის ფორმის მიკროორგანიზმი;
დ) ძაფის ფორმის მიკროორგანიზმი
747. მესამეული სიფილისისათვის დამახასიათებელია ყველა ჩამოთვლილი,
გარდა
ა) დაზიანების კეროვანი ხასიათისა
ბ) კერების მიდრეკილებისა რღვევისადმი
გ) ნაწიბურების განვითარებისა
*დ) ტკივილისა კერების არეში

748. სიფილისის პირველადი პერიოდი გრძელდება


ა) 2-3 კვირა
ბ) 4-5 კვირა
*გ) 6-7 კვირა
დ) 8-10 კვირა
ე) 11-12 კვირა

749. ხელის და ფეხის გულების პაპულოზური სიფილიდების ნაირსახეობას


მიეკუთვნება ყველა ქვემოჩამოთვლილი, გარდა
*ა) ფოლიკულურის
ბ) ლენტიკულარულის
გ) ჰემორაგიულის
დ) გარქოვანებულის
ე) ბრტყელის

750. მაგარი შანკრის გართულებებს მიეკუთვნება ყველა ქვემოთ


ჩამოთვლილი, გარდა
ა) ფიმოზის
ბ) პარაფიმოზის
გ) განგრენიზაციის
*დ) რეგიონალური სკლერადენიტის
ე) ეროზიული ბალანოპოსტიტის

751. სიფილისური ერითემატოზური ანგინისათვის დამახასიათებელია


*ა) ხახაზე მკვეთრად შემოფარგლული ერითემა
ბ) ძლიერ შეშუპებული ნუშისებრი ჯირკვლები
გ) ყელის ძლიერი ტკივილი
დ) სხეულის მაღალი ტემპერატურა

752. სიფილისის ინკუბაციური პერიოდის შემცირება არ აღინიშნება


*ა) ანტიბიოტიკების მიღების დროს
ბ) მრავალრიცხოვანი მკვრივი შანკრების დროს
გ) მკვრივი შანკრის ბიპოლარული მდებარეობის დროს

753. სიფილისის მეორეული სტადია ვითარდება დასნებოვნებიდან


*ა) 2-3 თვის შემდეგ
ბ) 4-5 თვის შემდეგ
გ) 6-7 თვის შემდეგ
დ) 8-9 თვის შემდეგ
754. პუსტულოზური სიფილიდის ნაირსახეობას მიეკუთვნება ყველა
ჩამოთვლილი, გარდა
ა) აკნეს მსგავსისა
ბ) "ყვავილის" მსგავსისა
გ) იმპეტიგინოზურისა
დ) რუპიის მსგავსისა
*ე) პეპელას მსგავსისა

755. ფარული სიფილისის ფორმებს წარმოადგენს ყველა ჩამოთვლილი, გარდა


ა) ნაადრევი ფორმისა
ბ) გვიანი ფორმისა
გ) დაუზუსტებელი ფორმისა
*დ) სერონეგატიურისა

756. სიფილისური აორტიტის ძირითადი ლოკალიზაციაა


*ა) აორტის აღმავალი არე
ბ) აორტის რკალი
გ) დაღმავალი არე
დ) მუცლის აორტა

757. პაციენტს ჩაუტარდა სრულყოფილი მკურნალობა პენიცილინის ჯგუფის


პრეპარატებით მეორეული რეციდივული სიფილისის გამო. მკურნალობის
დაწყებამდე სეროლოგიური ანალიზის პასუხი იყო „TPHA“ 4+, ტიტრი 1:80,
ერთი წლის შემდეგ კი -„TPHA“ 2+. როგორია ექიმის ტაქტიკა?
*ა) გაგრძელდეს კლინიკურ-სეროლოგიური კონტროლი
ბ) ჩაუტარდეს დამატებითი პენიცილინოთერაპია
გ) ჩაუტარდეს დამატებითი თერაპია სხვა ანტიბიოტიკით

758. ექსპერიმენტული სიფილისის დროს ხმარებაშია ტერმინი "ნულერი". ასე


ეძახიან დასნებოვნებულ კურდღელს, რომელსაც
ა) აქვს სიფილისის კლინიკური ნიშნები, მაგრამ სერორეაქციები
უარყოფითია
ბ) სერორეაქციები დადებითია, მაგრამ არ აქვს სიფილისის კლინიკური
ნიშნები
*გ) არ აქვს სიფილისის კლინიკური ნიშნები, სეროლოგიური რეაქციები
უარყოფითია, ხოლო ლიმფურ კვანძებში და შინაგან ორგანოებში ნახულობენ
მკრთალ სპიროქეტას

759. პაციენტი არის 19 წლის ქალი, 8 კვირის პირველი ორსულობით,


სიფილისის კლინიკური ნიშნები არ აქვს, მაგრამ ყველა სეროლოგიური
რეაქცია სიფილისზე მკვეთრად დადებითია. პირველი ქორწინებაა, ქმრის
გარდა სქესობრივ კონტაქტებს უარყოფს. ქმრის კლინიკური და სეროლოგიური
გამოკვლევის პასუხები უარყოფითია. რომელია ექიმის სწორი ტაქტიკა?
ა) პაციენტზე კლინიკურ-სეროლოგიური დაკვირვება
*ბ) "საცდელი" სპეციფიკური და პროფილაქტიკური მკურნალობის
ჩატარება სიფილისის დიაგნოზის დასმის გარეშე
გ) ქალს აქვს ნაადრევი ფარული სიფილისი, ჩაუტარდეს სპეციფიკური
მკურნალობა, ქმარს - პრევენციული მკურნალობა

760. რბილი შანკრის სამკურნალოდ ეფექტურია ყველა ჩამოთვლილი


პრეპარატი, გარდა
ა) სულფანილამიდების
*ბ) პენიცილინის
გ) ერითრომიცინის
დ) ტეტრაციკლინის
ე) გენტამიცინის

761. სიფილისური სკლერადენიტისათვის დამახასიათებელია


ა) ძლიერი ტკივილი
ბ) ლიმფური კვანძები ძლიერ გადიდებულია, მათი ზედაპირი
მსხვილმარცვლოვანია
*გ) ლიმფური კვანძები მკვრივი-ელასტიური კონსისტენციისაა
დ) ლიმფური კვანძები ანთებადია, კანი ჰიპერემიულია

762. მწვავე გენერალიზებული სიფილისური მენინგიტისათვის


დამახასიათებელია ყველა ჩამოთვლილი, გარდა
ა) კერნიგის სიმპტომის
ბ) ბრუძინსკის სიმპტომის
*გ) არგაილ-რობერტსონის სიმპტომის
დ) ბაბინსკის სიმპტომის
ე) ოპენჰეიმის სიმპტომის

763. ნეიროსიფილისის მოგვიანებით ფორმებს მიეკუთვნება ყველა


ჩამოთვლილი, გარდა
ა) გვიანი ფარული სიფილისური მენინგიტის
ბ) მენინგოვასკულარული და ვასკულარული სიფილისის
*გ) სიფილისური მენინგომიელიტის
დ) ზურგის ტვინის ხმობის
ე) პროგრესული დამბლის

764. სიფილისის ახალი ფორმების დროს გვხვდება თვალის ყველა


ჩამოთვლილი დაზიანება, გარდა
ა) ირიტის და ირიდოციკლიტის
ბ) ქორიორეტინიტის
გ) მხედველობის ნერვის ანთების
*დ) მხედველობის ნერვის პირველადი ატროფიის
ე) უვეიტის

765. 20 კვირის ორსულს დაუდგინდა მეორეული რეციდივული სიფილისი.


მიიღო სპეციფიკური, შემდეგ პროფილაქტიკური მკურნალობა
ბენზილპენიცილინის პრეპარატებით. მშობიარობა დადგა დროულად. ბავშვს
სიფილისის გამოვლინება არ აქვს. ბავშვს უნდა ჩაუტარდეს
ა) პროფილაქტიკური მკურნალობა და 1 წლის მანძილზე კლინიკურ-
სეროლოგიური კონტროლი
*ბ) კლინიკურ-სეროლოგიური კონტროლი 1 წლის მანძილზე
გ) კლინიკურ-სეროლოგიური კონტროლი 3 წლის მანძილზე
დ) მკურნალობას და კონტროლს არ ექვემდებარება

766. სიფილისის ახალი ფორმების დროს გვხვდება ძვალ-სახსართა ყველა


ჩამოთვლილი დაზიანება, გარდა
ა) პერიოსტიტის
ბ) ოსტეოპერიოსტიტის
გ) ართრალგიის
*დ) კლეტონის სინოვიტის
ე) ოსტეოართრიტის

767. სუპერინფექცია არ არის


*ა) სიფილისისაგან განკურნებული პირის სიფილისით განმეორებითი
დასნებოვნება
ბ) სიფილისის მოგვიანებითი ფორმით დაავადებულ ავადმყოფის ხელახლა
დაავადება
გ) სიფილისის დაავადების წყაროსგან განმეორებითი ინფიცირება მასთან
ინკუბაციური პერიოდის პირველი 2 კვირის განმავლობაში თანმიმდევრული
სქესობრივი კონტაქტების დროს

768. 18 კვირის ორსულს დაუდგინდა მეორეული რეციდივული სიფილისის


დიაგნოზი და ჩაუტარდა სრულყოფილი სპეციფიკური და პროფილაქტიკური
მკურნალობა. მშობიარობისას სერორეაქციები ტრეპონებული ანტიგენით იყო
მკვეთრად დადებითი (4+). მშობიარობა იყო დროული. ბავშვის წონა -
2950გ, სიგრძე - 50 სმ, ღვიძლი სცილდება ნეკნთა რკალს 1,5 სმ-ით.
სახეზეა პირველი ხარისხის ოსტეოქონდრიტი, ტრეპონემული სერორეაქციების
შედეგი (3+). რა აღენიშნება შავშვს?
ა) მანიფესტური თანდაყოლილი სიფილისი
ბ) ფარული თანდაყოლილი სიფილისი
გ) თანდაყოლილი სიფილისი არ აღენიშნება
*დ) დიაგნოზი დაისმება შემდგომი დაკვირვების შედეგად

769. იმუნოფლუორესცენციის რეაქციის იზოლირებული დადებითი შედეგი


პრევენციული მკურნალობის დროს მეტყველებს იმაზე რომ, პაციენტს
აღენიშნება
ა) ნაადრევი ფარული სიფილისი
*ბ) სიფილისის ინკუბაციური პერიოდი
გ) ფარული სერონეგატიური სიფილისი

770. რეინფექციის დიაგნოზი შესაძლოა დადგინდეს, თუ პაციენტს აღენიშნება


სიფილისის ყველა ჩამოთვლილი სტადიის ნიშნები, გარდა
ა) პირველადი სიფილისის
ბ) მეორეული ახალი სიფილისის
გ) მეორეული რეციდივული სიფილისის
*დ) მოგვიანებითი ფარული სიფილისის

771. ვის უნდა უმადლოდეს კაცობრიობა "სიფილისის" სახელწოდებით?


ა) ჰიპოკრატეს
ბ) ავიცენას
გ) სუსრუტას
*დ) ფრაკასტოროს

772. რომელ წელს იქნა შემუშავებული სეროლოგიური დიაგნოსტიკა


სიფილისზე?
ა) 1896
*ბ) 1906
გ) 1916

773. ვის მიერ იყო შემუშავებული სეროლოგიური რეაქცია სიფილისზე?


ა) ვასერმანის
ბ) ნეისერის
გ) ბრუკის
*დ) სამივეს მიერ

774. რომელი პრეპარატი იყო გამოყენებული ერლიხის მიერ სიფილისის


მკურნალობისათვის?
*ა) სალვარსანი
ბ) ბიოქინოლი
გ) პენიცილინი

775. რომელ წელს იყო პირველად გამოყენებული პენიცილინი სიფილისის


მკურნალობისათვის?
ა) 1929
*ბ) 1943
გ) 1949

776. რომელ ტემპერატურაზე კვდება უეცრად მკრთალი სპიროქეტა?


ა) 600
ბ) 800
*გ) 1000

777. რა სახის იმუნიტეტი ვითარდება სიფილისით დაავადების დროს?


ა) შეძენილი
*ბ) არასტერილური
გ) თანდაყოლილი

778. თუ ავადმყოფს აღენიშნება ფიმოზი, რომელი ჯგუფის პრეპარატების


მიცემა შეიძლება საბოლოო დიაგნოზის დადგენამდე?
ა) პენიცილინის
ბ) ცეფალოსპორინების
გ) მაკროლიდების
*დ) სულფანილამიდების

779. რას წარმოადგენს ჰექსჰეიმერის რეაქცია სიფილისით მკურნალობის დროს


*ა) ტემპერატურის მომატებას
ბ) ღებინებას

780. მკურნალობის დაწყებამდე ავადმყოფს დაესვა პირველი ხანის


სეროპოზიტიური სიფილისის დიაგნოზი, შესაძლებელია თუ არა მკურნალობის
დაწყების შემდეგ შეიცვალოს დიაგნოზი?
*ა) დიახ
ბ) არა

781. მეორეული რეციდივული სიფილისის ელემენტებისათვის


დამახასიათებელია ყველა ჩამოთვლილი, გარდა
ა) ნაკლები სიუხვისა
ბ) ჯგუფებად განლაგებისა
*გ) სიმეტრიულობისა

782. როზეოლები გვხდება ყველა ჩამოთვლილ ადგილზე, გარდა


ა) ტანისა
ბ) გულმკერდისა
გ) მუცლისა
*დ) სახისა

783. უმთავრესად რა ახასიათებს სიფილისურ როზეოლას?


ა) წვა
ბ) ქავილი
*გ) უკვალოდ გაქრობა
დ) აქერცვლა

784. რომელი გამონაყარის დროს გვხდება "ბიეტის საყელო"?


ა) როზეოლოზურის
*ბ) პაპულოზურის
გ) ფართე კონდილომების

785. რას წარმოადგენს "ბიეტის საყელო"?


ა) ელემენტების განლაგებას
*ბ) აქერცვლას

786. რა არ ახასიათებს ტრანსფუზიულ სიფილისს?


*ა) შანკრი
ბ) როზეოლები
გ) პაპულები

787. სიფილისური თმის ცვენა უმთავრესად გამოხატულია


*ა) თავზე
ბ) წარბებზე
გ) სახეზე
დ) კიდურებზე

788. სიფილისური ლეიკოდერმა სპეციფიკური მკურნალობის შემდეგ


ა) რჩება ცხოვრების ბოლომდე
ბ) მცირდება ან მატულობს ზომაში
*გ) ქრება უკვალოდ

789. რა განაპირობებს სიფილისური ინფექციის ტალღისებურ მიმდინარეობას?


ა) კლიმატური პირობები
ბ) ცხოვრების პირობები
*გ) მაკრო- და მიკროორგანიზმების ურთიერთობა

790. კონფრონტაციის შედეგად დადგინდა რომ ავადმყოფს 4 თვის წინ


ჰქონდა სქესობრივი კავშირი მეორეული სიფილისით დაავადებულ პირთან.
მას უნდა ჩაუტარდეს
ა) პრევენციული მკურნალობა
*ბ) კლინიკურ-სეროლოგიური კონტროლი 3 თვის მანძილზე
გ) მკურნალობას ან დაკვირვებას არ საჭიროებს

791. სერონეგატიური სიფილისის საბოლოო დიაგნოზი ისმება


ა) მკურნალობის დაწყებამდე
ბ) მკურნალობის დამთავრებიდან 6 თვის შემდეგ
*გ) მკურნალობის დამთავრებისთანავე

792. სიფილისით დაავადებულებში პიროთერაპია გამოიყენება ყველა


შემთხვევაში, თუ თანმხლები არ არის
ა) ჰეპატიტი
ბ) კუჭის წყლული
გ) საშვილოსნოს ფიბრომა
დ) ორსულობა
*ე) საერთოდ არ გამოიყენება

793. თანდაყოლილი სიფილისის თავიდან ასაცილებლად საჭიროა


სეროლოგიური გამოკვლევა
ა) ორსულობის პირველ ტრიმესტრში
ბ) ორსულობის ყოველ თვეს
გ) მშობიარობამდე ერთი თვით ადრე
*დ) ორსულობის პირველ და მეორე ნახევარში

794. ახალდაბადებულ ბავშვებს პრევენციული მკურნალობა ენიშნებათ, თუ


*ა) დედას აქვს აქტიური სიფილისი
ბ) დედამ სიფილისის მკურნალობა ჩაიტარა ორსულობის დროს
გ) დედამ სიფილისის მკურნალობა ჩაიტარა ორსულობამდე

795. ავადმყოფს ასოზე აღენიშნება წყლული და ბალანოპოსტიტის


მოვლენები. დიაგნოზის დადგენამდე მიზანშეწონილია დაენიშნოს საფენები
ა) რივანოლის
*ბ) ფიზიოლოგიური ხსნარის
გ) ჰიბიტანის
დ) ტყვიის წყლის

796. ატიპიური შანკრის ნაირსახეობას წარმოადგენს ყველა ჩამოთვლილი,


გარდა
ა) შანკრი ამიგდალიტი
*ბ) რბილი შანკრი
გ) შანკრი პანარიციუმი
დ) ინდურაციული შეშუპება

797. სქესობრივ პარტნიორებს (ცოლ-ქმარი) ჩაუტარდათ სიფილისის


მკურნალობა. დაკვირვების პერიოდში ერთ-ერთს დაუდასტურდა
სერორეზისტენტული სიფილისი. პარტნიორს უნდა ჩაუტარდეს
ა) პრევენციული მკურნალობა
ბ) სრული მკურნალობა
*გ) მკურნალობას არ საჭიროებს

798. რა შემთხვევაში ვითარდება ფიმოზი?


ა) მრავლობითი წყლულების დროს
*ბ) ინფექციის შეჭრის დროს
გ) „ KmnO4“-ის აბაზანების გამოყენების დროს
დ) ანტიბიოტიკების მოღების დროს

799. რა შემთხვევაში ვითარდება პარაფიმოზი?


*ა) მექანიკური გაღიზიანების დროს
ბ) ჰერპესის დროს
გ) ტეტრაციკლინის ჯგუფის ანტიბიოტიკების მიღების დროს
დ) ფილტვების ანთების დროს

800. სიფილისის რომელი ფორმის დროს გვხვდება ლინფანგიიტი?


ა) ფარული ათაშანგის დროს
ბ) მოგვიანებითი ათაშანგის დროს
გ) ნერვული სისტემის ათაშანგის დროს
*დ) პირველი ხანის ათაშანგის დროს

801. რა შემთხვევაში ვითარდება სპეციფიკური ბუბონი?


*ა) სიფილისური ინფექციის დროს
ბ) გონორეის დროს
გ) ტრიქომონიაზის დროს
დ) მიკოზური პროცესის დროს
ე) ტრავმის დროს

802. ვის მიერ იყო შემოტანილი ევროპაში სიფილისი ერთ-ერთი ვერსიის


მიხედვით?
*ა) ქრისტეფორე კოლუმბის მეზღვაურის მიერ
ბ) ვასკო-დე გამას თანამზრახველების მიერ
გ) მიკლუხო მაკლაის თანამშრომლების მიერ
დ) მარკო-პოლოს მეზღვაურების მიერ

803. რომელი სპიროქეტა არის სიფილისის გამომწვევი?


ა) „Spirochaeta Plaut-Vincenti”
ბ) „Spirochaeta dentium”
გ) „Spirochaeta buccalis”
*დ) „Spirochaeta pallida”
ე) „Spirochaeta refringens”

804. როგორ არეში ისინჯება მკრთალი სპიროქეტა კლინიკური დიაგნოზის


დასადგენად?
*ა) ბნელ არეში
ბ) განათებულ არეში
გ) ორივეში

805. რით უნდა მოხდეს წყლულის დამუშავება სპიროქეტაზე მასალის აღების


დროს?
ა) გამოხდილი წყლით
ბ) ღვინის სპირტით
გ) იოდის ხსნარით
დ) ფილიფსის ხსნარით
*ე) ფიზიოლოგიური ხსნარით

806. შესაძლებელია თუ არა სიფილისის დროს ლიმფურ ჯირკვალში ინახოს


მკრთალი ტრეპონემა?
ა) არ შეიძლება
*ბ) შეიძლება
გ) თეორიულად შეუძლებელია

807. რომელი ინსტრუმენტით ხდება სიფილისური წყლულიდან სპიროქეტაზე


მასალის აღება?
ა) შპრიცით
ბ) პინცეტით
გ) შპადელით
*დ) მარყუჟით
ე) ტამპონით

808. სიფილისის დროს შანკრი შეიძლება ინახოს


ა) პირის ღრუში
ბ) ანუსის ირგვლივ
გ) საშვილოსნოს ყელზე
*დ) ყველა ჩამოთვლილ ადგილზე

809. რამდენად აუცილებელია შანკრის გაჩენისთვის კანისა და ლორწოვანი


გარსის მთლიანობის დარღვევა?
ა) არ არის საჭირო
ბ) ზოგჯერ მნიშვნელოვანია
*გ) აუცილებელია

810. სად ხდება სპიროქეტის ინტენსიური გამრავლება?


*ა) შეჭრის ადგილზე ლიმფურ ჯირკვლებში
ბ) გულის კუნთში
გ) კუნთებში
დ) ელენთაში
ე) ძვლის ტვინში

811. მაგარი შანკრის ლოკალიზაციის ადგილი შეიძლება იყოს


ა) პირის ღრუ
ბ) ქვედა ტუჩის შიგნითა ზედაპირი
გ) მაგარი სასა
დ) ასოზე
ე) დიდ და მცირე სასირცხო ბაგეებზე
*ვ) ყველა ჩამოთვლილი სწორია

812. ექსტრაგენიტალური შანკრი მდებარეობს


ა) ასოს თავზე
ბ) დიდ და მცირე სასირცხო ბაგეებზე
გ) ჩუჩის შიგნითა ფურცელზე
*დ) თითზე

813. შანკრი ანაბეჭდი გვხვდება


ა) დიდ და მცირე სასირცხო ბაგეებზე
ბ) ჩუჩის შიგნითა ფურცელზე და ასოს თავზე
გ) ტუჩებზე
*დ) ყველა ჩამოთვლილზე

814. შანკრის არსებობის დროს შეიძლება თუ არა სუპერინფექციის


განვითარება?
ა) არ განვითარდება
ბ) განვითარდება კლიმატური პირობების გათვალისწინებით
*გ) განვითარდება

815. სქესობრივი გზით გადამდებ დაავადებებს მიეკუთვნება


ა) „B“-ჰეპატიტი
ბ) „C“- ჰეპატიტი
გ) სიფილისი
დ) გონორეა
*ე) ყველა ჩამოთვლილი

816. სქესობრივი გზით გადამდებ დაავადებებს მიეკუთვნება ყველა, გარდა


ა) B-ჰეპატიტისა
ბ) C- ჰეპატიტისა
გ) სიფილისისა
დ) გონორეისა
*ე) პოლიომიელიტისა

817. მამაკაცებში ინდურაციული შეშუპება გვხვდება


*ა) სათესლე ჯირკვლების პარკზე
ბ) თვალის ქუთუთოზე
გ) პირის ღრუში
დ) ფეხის და ხელის თითებზე

818. ქალებში ინდურაციული შეშუპება გვხვდება


ა) თვალის ქუთუთოზე
ბ) პირის ღრუში
*გ) სასირცხო ბაგეებზე და კლიტორზე
დ) სარძევე ჯირკვლებზე

819. სიფილისის პირველი სტადიის დროს ასოს თავზე შეიძლება აღინიშნოს


ა) დიფუზური სიწითლე
ბ) ეპითელიუმის ეროზიები
გ) ზერელე ეროზიები
დ) წყლულები
ე) ქსოვილის შეშუპება
*ვ) ყველა ჩამოთვლილი

820. ფიმოზის დროს ავადმყოფს აღენიშნება


ა) ჩუჩის შეშუპება
ბ) ჩუჩა ასოს თავზე არ გადადის
გ) ჩუჩის შიგნითა ფურცლიდან ჩირქოვანი გამონადენი
*დ) ყველა ჩამოთვლილი

821. სპიროქეტა ლორწოვან გარსში შეჭრის შემდეგ აზიანებს


ა) ეპიდერმისის უჯრედშორის მილაკებს
ბ) დვრილოვან შრეს
გ) დვრილქვეშა ფენების ლიმფურ კაპილარებს
*დ) ყველა ჩამოთვლილს

822. ნერვული სისტემის ათაშანგის დროს ზიანდება


ა) ძვლის ტვინი
ბ) თირკმელები
გ) ზედა სასუნთქი გზები
*დ) ნერვული სისტემა

823. ჰექსჰეიმერის რეაქციის დროს ავადმყოფს შეიძლება ჰქონდეს ნებისმიერი


ქვემოთ ჩამოთვლილი ტემპერატურა, გარდა
ა) 38°C-39°C - ისა
ბ) 37°C-38°C - ისა
*გ) 34°C-35°C- ისა
დ) 40°C-41°C- ისა
824. მკურნალობის შემდეგ სიფილისური პოლიადენიტის მაქსიმალური
გაწოვის პერიოდია
ა) 2-3 თვე
ბ) 1-2 თვე
გ) 3-4 თვე
*დ) 6-8 თვე

825. რომელი სპეციალისტის კონსულტაციაა აუცილებელი ნეიროლუესის


დიაგნოზის დასადგენად?
ა) ოკულისტის
ბ) ნევროპათოლოგის
გ) ფსიქიატრის
*დ) ყველა ჩამოთვლილის

826. ნეიროლუესის მკურნალობის დროს თვალის ნერვის დაზიანებისას


რომელი პრეპარატი არ ინიშნება
ა) ტეტრაციკლინის ჯგუფი
ბ) ვიტამინები
გ) ანალგეტიკები
*დ) იოდის პრეპარატები
ე) კორტიკოსტეროიდები

827. სიფილისის მკურნალობისას პროლონგირებული ჯგუფის ანტიბიოტიკები


რამდენ მომენტად კეთდება?
ა) ერთ მომენტად
*ბ) ორ მომენტად
გ) სამ მომენტად
დ) ოთხ მომენტად

828. პროლონგირებული ანტიბიოტიკის მიღების დროს რა შეიძლება


განვითარდეს?
ა) თავის ტკივილი
ბ) ურტიკარული გამონაყარი
გ) ანაფილაქსიური შოკი
დ) გულისრევა ღებინებით
*ე) ყველა ჩამოთვლილი

829. პაპულოზური სიფილიდების სახეებია


ა) მონეტისებური
ბ) ნუმულარული
გ) ლენტიკულარული
*დ) ყველა ჩამოთვლილი

830. პენიცილინის ჯგუფის ანტიბიოტიკების აუტანლობის შემთხვევაში


სიფილისით დაავადებულ ავადმყოფს ენიშნება
ა) მეტრონიდაზოლი
ბ) მეთილურაცილი
გ) იოდის პრეპარატები
დ) ვიტამინები
*ე) ერითრომიცინი

831. პაპულოზური სიფილიდების დიფერენციალური დიაგნოსტიკა უნდა


ჩატარდეს
ა) პაპულურ-ნეკროზულ ტუბერკულოზთან
ბ) ბრტყელ ლიქენთან
გ) ფსორიაზთან
*დ) ყველა ჩამოთვლილთან

832. როზეოლების წარმოქმნის მექანიზმია


ა) ღრმა ვენების დაზიანება
ბ) ზედაპირული ვენების დაზიანება
გ) აორტის დაზიანება
*დ) ზედაპირული კაპილარების გაფართოვება

833. პუსტულოზური სიფილიდის სახეა


ა) სიფილისური აკნე
ბ) ყვავილისებური სიფილიდი
გ) იმპეტიგოსებური სიფილიდი
დ) სიფილისური ექთიმა
ე) სიფილისური რუპეა
*ვ) ყველა ჩამოთვლილი

834. სიფილისური ალოპეცია შეიძლება იყოს


ა) ბუდობრივი
ბ) დიფუზური
გ) შერეული
*დ) ყველა ჩამოთვლილი

835. სიფილისური ანგინის ნაირსახეობას მიეკუთვნება ყველა, გარდა


ა) ფოლიკულარული ანგინისა
ბ) ვენსენის ანგინისა
*გ) ჩირქოვანი ანგინისა

836. რომელი მიკროსკოპით შეიძლება მკრთალი ტრეპონემის გამოკვლევა?


ა) სინათლის
ბ) ლუმინესცენტური
გ) ელექტრონული
*დ) ყველა ჩამოთვლილით

837. რომელი ადგილიდან შეიძლება ავიღოთ მასალა მკრთალ სპიროქეტაზე


გამოსაკვლევად?
ა) ლიმფური ჯირკვლიდან
ბ) ფართე კონდილომებიდან
გ) შანკრიდან
*დ) ყველა ჩამოთვლილიდან

838. რომელი კონდილომები ახასიათებს სიფილისს?


ა) წვეტიანი კონდილომები
*ბ) ფართე კონდილომები
გ) კონტაგიოზური მოლუსკი
დ) ნევუსი

839. სიფილისის აქტიურ ფორმებს მიეკუთვნება


ა) პირველი ხანის სეროპოზიტიური სიფილისი
ბ) მეორე ხანის რეცენტული სიფილისი
გ) მეორე ხანის რეციდიული სიფილისი
*დ) ყველა ჩამოთვლილი

840. ნერვული სიფილისისათვის დამახასიათებელია


*ა) მხედველობის ნერვის ატროფია
ბ) აორტის დაზიანება
გ) შინაგანი ორგანოების დაზიანება
დ) ფრჩხილების დაზიანება

841. სიფილისისათვის დამახასიათებელია


ა) რბილი შანკრი
*ბ) მაგარი შანკრი
გ) ფურუნკულოზი
დ) წვეტიანი კონდილომები
ე) კარბუნკულოზი

842. რა დიაგნოზი დაისმება ხელის და ფეხის გულებზე პაპულების


არსებობის დროს?
ა) ფარული ხანის სიფილისი
ბ) ნეიროლუესი
გ) პირველი ხანის სიფილისი
*დ) მეორე ხანის რეციდიული სიფილისი

843. რა დიაგნოზი დაისმება სიფილისზე დადებითი სეროლოგიური


რეაქციების დროს, სიფილისის კლინიკური ნიშნების არ არსებობისას?
ა) პირველი ხანის სეროპოზიტიური სიფილისი
ბ) მეორე ხანის რეცენტული სიფილისი
გ) მეორე ხანის რეციდიული სიფილისი
*დ) ფარული ხანის სიფილისი

844. მკრთალი სპიროქეტისათვის დამახასიათებელი მოძრაობაა


ა) როტაციული
ბ) ქანქარისებური
გ) წინსვლითი
*დ) ყველა ჩამოთვლილი
845. რომელ საუკუნეში იყო პირველად სიფილისის ეპიდემია ევროპაში?
ა) მე-18 საუკუნეში
ბ) მე-15 საუკუნეში
*გ) მე-16 საუკუნეში
დ) მე-20 საუკუნეში

846. რას ეწოდება მკრთალი სპიროქეტის “ნეგატიური” შეღებვა?


ა) მკრთალი სპიროქეტა ლურჯია
*ბ) მკრთალი სპიროქეტა არ იღებება
გ) მკრთალი სპიროქეტა წითელია
დ) მკრთალი სპიროქეტა შავია

847. ლიმფური ჯირკვლიდან პუნქტატის აღება ითვლება ხარისხიანად,


როდესაც პრეპარატში ჭარბად არის
ა) ლეიკოციტები
ბ) თრომბოციტები
*გ) ლიმფოციტები
დ) ეოზინოფილები

848. ვასერმანის რეაქციის დადგმის დროს რომელი ცხოველის ერითროციტები


იხმარება?
ა) კურდღლის
ბ) ვირთხის
გ) ზღვის გოჭების
*დ) ცხვრის
ე) ღორის

849. რამდენ დღეში ახასიათებს აუტოინოკულაცია მაგარ შანკრს?


ა) 2-3 დღის შემდეგ
*ბ) 8-10 დღეში
გ) 15-20 დღეში
დ) 3 დღეში

850. რა იწვევს მაგარი შანკრის გართულებას?


ა) არასათანადო ჰიგიენა
ბ) მაღალი კონცენტრაციის სადეზინფექციო მედიკამენტების ხმარება
გ) გაღიზიანება შარდით
დ) ურეთრიდან გამონადენი
ე) გარეშე ინფექციის დამატება
*ვ) ყველა ჩამოთვლილი

851. სიფილისის გამომწვევი მკრთალი ტრეპონემისთვის დამახასიათებელი


ფორმა არ არის
ა) სპირალური
ბ) ცისტის
გ) L-ფორმა
*დ) მარცვლოვანი

852. მკრთალი სპიროქეტის ცხოველმყოფელობის ოპტიმალური ტემპერატურა


არის
*ა) 27°C
ბ) 37°C
გ) 42°C
დ) 55°C

853. სიფილისით დაავადებულს აღენიშნება წყლულის კვალი სასქესო


ორგანოზე, ტანზე უხვი როზეოლოზური გამონაყარი, პოლიადენიტი, ისმება
დიაგნოზი
ა) პირველი ხანის სეროპოზიტიური სიფილისი
ბ) მეორე ხანის რეციდიული სიფილისი
*გ) მეორე ხანის ახალი (რეცენტული) სიფილისი
დ) ნაადრევი ხანის ფარული სიფილისი

854. ლაბორატორიულ პირობებში მკრთალი ტრეპონემის აღმოვაჩენას ვერ


შევძლებთ
ა) ლიმფური კვანძებიდან აღებულ მასალაში
*ბ) წყლულის ახლომდებარე სისხლძარღვიდან აღებულ სისხლში
გ) წყლულიდან ან პაპულიდან აღებულ მასალაში

855. სიფილისისათვის დამახასიათებელი მაგარი შანკრი ჩნდება


*ა) მიკროორგანიზმის შეჭრის ადგილას
ბ) აუცილებლად სასქესო ორგანოებზე
გ) სქესობრივი აქტის შემდგომ მიღებული ტრავმის ადგილას
დ) ყველა ზემოჩამოთვლილ ადგილზე

856. სიფილისურ ატიპიურ შანკრს განეკუთვნება


ა) შანკრი ამიგდალიტი
ბ) შანკრი პანარიციუმი
გ) ინდურაციული შეშუპება
*დ) ყველა ჩამოთვლილი

857. პაპულოზური გამონაყარი ხელის და ფეხის გულებზე უმეტესად


სიფილისის რომელ სტადიას ახასიათებს
ა) მეორე ხანის რეცენტულ სიფილისს
*ბ) მეორე ხანის რეციდიულ სიფილისს
გ) ნაადრევი ხანის ფარულ სიფილისს
დ) მამოძრავებელი აპარატის სიფილისურ დაზიანებას

858. ავადმყოფს აღენიშნება ბუდობრივი თმის ცვენა, პოლიადენიტი,


სისხლის სეროლოგიური რეაქციები სიფილისზე დადებითია. სწორი
დიაგნოზია
*ა) მეორე ხანის რეციდიული სიფილისი
ბ) თავის თმიანი მიდამოს სიფილისი
გ) ვისცერალური სიფილისი
დ) ნერვული სისტემის სიფილისი

859. ძვლის სიფილისური დაზიანებებია


ა) პერიოსტიტი
ბ) ოსტიტი
გ) ოსტეომიელიტი
*დ) ყველა ჩამოთვლილი

860. სიფილისისათვის "უსაყვარლესი"ძვალია


ა) ბარძაყის ძვალი
ბ) მხრის ძვალი
*გ) დიდი წვივის ძვალი
დ) მცირე წვივის ძვალი

861. ძვლების სიფილისური ტკივილი შემდეგი ხასიათისაა


*ა) ღამის
ბ) დღის
გ) მუდმივი, დროის განურჩევლად

862. სიფილისით ნაყოფის დასნებოვნება ხდება


ა) ჰემატოგენური გზით
ბ) ლიმფოგენური გზით
*გ) ორივე პასუხი სწორია

863. ნაყოფის ინფიცირებასიფილისით მუცლად ყოფნის რომელ პერიოდში


ხდება?
ა) ორსულობის პირველ ნახევარში
ბ) ორსულობის მეორე ნახევარში: პლაცენტარული სისხლის მიმოქცევის
ფუნქციონირების დაწყებისას
*გ) პერიოდულობას მნიშვნელობა არ აქვს

864. თანდაყოლილი ათაშანგის დროს მომყოლი


*ა) ზომაში გადიდებულია
ბ) ზომაში შემცირებულია
გ) ზომაში შეუცვლელია

865. თანდაყოლილი ათაშანგის დროს პლაცენტაში ვითარდება შემდეგი


ჰისტოლოგიური ცვლილებები
ა) ენდოვასკულიტი
ბ) მეზოვასკულიტი
გ) პერივასკულიტი
დ) ხაოების სკლეროზი
*ე) ყველა ჩამოთვლილი

866. თანდაყოლილი ათაშანგის დროს სახეზე დიფუზური პაპულოზური


ცვლილებები ძირითადად ლოკალიზდება
ა) პირის ირგვლივ
ბ) ნიკაპზე
გ) შუბლზე
დ) წარბებზედა რკალზე
*ე) ყველა ჩამოთვლილზე

867. რას ეწოდება რობინსონ-ფურნიეს ნაწიბურები


*ა) თანდაყოლილი ათაშანგის შემდეგ პირის ირგვლივ დარჩენილ
რადიალურ ნაწიბურებს
ბ) გუმოზური ელემენტების ალაგების შემდეგ განვითარებულ ნაწიბურებს

868. სიფილისის ინკუბაციურ პერიოდში ანტიბიოტიკების მიღება


*ა) ახანგრძლივებს ინკუბაციურ პერიოდს
ბ) ამცირებს ინკუბაციურ პერიოდს
გ) არ ცვლის ინკუბაციური პერიოდის ხანგრძლივობას

869. უხვი როზეოლური გამონაყარი ახასიათებს


ა) პირველი ხანის სიფილისს
*ბ) მეორე ხანის რეცენტულ სიფილისს
გ) მეორე ხანის რეციდიულ სიფილისს
დ) მესამე ხანის სიფილისს

870. პენიცილინის პრეპარატების გარდა რომელი ჯგუფის მედიკამენტებია


სიფილისის სამკურნალოდ რეკომენდებული?
*ა) ტეტრაციკლინის
ბ) სულფანილამიდების
გ) ამინოგლიკოზიდების

871. პეტერსონ-დუკრეის სტრეპტობაცილა იწვევს


ა) სიფილისს
ბ) გონორეას
*გ) რბილ შანკრს
დ) ტრიქომონიაზს

872. სეროლოგიური რეაქცია რეაგინების მაღალი ტიტრით არ არის


დამახასიათებელი
ა) პირველი ხანის სიფილისისათვის
ბ) მეორე ხანის სიფილისისათვის
*გ) მესამე ხანის სიფილისისათვის

873. ინკუბაციურ პერიოდში ანტიბიოტიკების მიღება იწვევს ყველა


ჩამოთვლილს, გარდა
ა) ინკუბაციური პერიოდის გახანგრძლივებისა
*ბ) ინკუბაციური პერიოდის შემცირებისა
გ) ფარული სიფილისის განვითარებისა
874. თუ ავადმყოფს აღმოაჩნდა სიფილისის მანიფესტური ფორმა, ინფექციის
წყაროს შესაძლოა ჰქონდეს
ა) მეორე ხანის რეციდივული სიფილისი
ბ) ნაადრევი ფარული სიფილისი
*გ) ორივე შესაძლებელია

875. ტანზე მეორადი სიფილიდებისათვის არ არის დამახასიათებელი


ა) მწვავე ანთება
ბ) ტკივილი
გ) წვის შეგრძნება
*დ) არცერთი ზემოთ ჩამოთვლილი

876. პირველადი სიფილისის დროს რეგიონალური სკლერადენიტი ჩნდება


ა) საზარდულში
ბ) ყბის ქვეშ
გ) იღლიის ქვეშ
*დ) შესაძლოა ყველა ზემოთ ჩამოთვლილ ადგილზე

877. არგაილ-რობერტსონის სინდრომი გამოვლინებაა


ა) ნაადრევი ფარული სიფილისის
ბ) მოგვიანებითი ფარული სიფილისის
*გ) ზურგის ტვინის ტაბესის
დ) თვალის ნერვის ატროფიის

878. გულ-სისხლძარღვთა სიფილისის დიაგნოსტიკისათვის ყველაზე


ინფორმაციულია
*ა) რენტგენოლოგიური გამოკვლევა
ბ) ელექტროკარდიოგრამა
გ) სისხლის საერთო ანალიზი

879. ანალური ლოკალიზაციის მაგარი შანკრი მიუთითებს


*ა) ანალურ სექსზე
ბ) საყოფაცხოვრებო ინფიცირებაზე
გ) დაავადების ატიპიურ მიმდინარეობაზე

880. ნეიროსიფილისის დროს მკურნალობას იწყებენ


ა) იოდის პრეპარატებით
*ბ) პენიცილინით
გ) პიროთერაპიით

881. ტოტალური ალოპეცია ახასიათებს


ა) მეორე ხანის რეცენტულ სიფილისს
ბ) მეორე ხანის რეციდივულ სიფილისს
გ) მესამე ხანის სიფილისს
დ) პროგრესულ დამბლას
*ე) არცერთი პასუხი არ არის სწორი
882. ფართე კონდილომები უკუგანვითარების შემდეგ ტოვებენ
ა) ნაწიბურს
*ბ) უკვალოდ ქრებიან
გ) რჩება მეჭეჭები
დ) ძნელად შესახორცებელ იარას

883. რომელი მოძრაობა არ ახასიათებს მკრთალ სპიროქეტას?


ა) როტაციული
ბ) ტალღოვანი
გ) ქანქარისებული
*დ) წრიული

884. რომელი მიკროსკოპი გამოიყენება მკრთალი სპიროქეტის „L“ -ფორმის


აღმოსაჩენად?
ა) სინათლის
ბ) ლუმინესცენტური
*გ) ელექტრონული

885. სიფილისის შემთხვევაში ლაბირინთული სიყრუვე პათოგნომური


სიმპტომია
ა) მესამე ხანის სიფილისის
ბ) ფარული ხანის სიფილისის
გ) ნაადრევი თანდაყოლილი სიფილისის
*დ) მოგვიანებითი თანდაყოლილი სიფილისის

886. სიფილისის დროს უმთავრესად სად არის გამოხატული ლეიკოდერმა


ა) ზედა კიდურებზე
ბ) ქვედა კიდურებზე
*გ) კეფის არეში

887. ავადმყოფს დაუდგინდა მწვავე გონორეა და ნაადრევი ფარული


სიფილისი. ამბულატორიული მკურნალობის პირობებში ექიმის სწორი ტაქტიკა
იქნება
ა) უპირველესად გონორეის მკურნალობა
ბ) უპირველესად სიფილისის მკურნალობა
*გ) ორივე დაავადების ერთდროული მკურნალობა

888. კანის დიფუზური ინფილტრაცია სიფილისის დროს პირველად აღწერა


ა) ჰერბამ
ბ) რიკორმა
გ) ფურნიემ
*დ) გოხზინგერმა

889. პაროს დაავადების დროს ზიანდება


ა) მხედველობა
ბ) სმენა
გ) ღვიძლი
*დ) კიდურები

890. თანდაყოლილი სიფილისის პენიცილინით მკურნალობის დროს


სადღეღამისო დოზა განისაზღვრება
ა) ბავშვის ასაკის მიხედით
ბ) ბავშვის წონის მიხედვით
*გ) ორივეს გათვალისწინებით

891. პირველი ხანის სიფილისის კლინიკურ-სეროლოგიური კონტროლი


გრძელდება
*ა) ერთი წელი
ბ) ორი წელი
გ) სამი წელი

892. ნაადრევი ფარული სიფილისის კლინიკურ-სეროლოგიური კონტროლი


გრძელდება
ა) ხუთი წელი
*ბ) ორი წელი
გ) ერთი წელი

893. რომელ პერიოდშია უფრო გადამდები სიფილისით დაავადებული


დონორის სისხლი?
ა) ინკუბაციურში
*ბ) აქტიურში
გ) ფარულში

894. სიფილისის გადადების წყაროა


ა) შარდი
ბ) ოფლი
*გ) სპერმა

895. შანკრი-პანარიციუმი შესაძლებელია განვითარდეს მაშინ, როცა


ა) მკურნალობა დროულად არ არის დაწყებული
ბ) ავადმყოფი არღვევს რეჟიმს
*გ) პეტინგის დროს

896. ინდურაციული შეშუპების დროს ზიანდება


ა) არტერიები
ბ) ვენები
*გ) კანის ლიმფური სადინარები

897. ფართე კონდილომების განვითარების ადგილია


ა) ანუსის მიდამო
ბ) საზარდულის ნაოჭები
გ) სათესლე ჯირკვლების პარკი
*დ) ყველა ჩამოთვლილი

898. ჰექსჰეიმერის რეაქცია დაკავშირებულია


ა) წამლის აუტანლობასთან
ბ) ალკოჰოლის მიღებასთან
*გ) სპიროქეტების დაღუპვასთან
დ) ინფექციის გამწვავებასთან

899. რომელი პრეპარატი კეთდება ორ მომენტად?


ა) პენიცილინი
*ბ) ბიცილინი
გ) პრედნიზოლონი
დ) ცეფტრიაქსონი

900. აორტის ანევრიზმამ შეიძლება გამოიწვიოს


ა) თრომბოემბოლია
ბ) ქოშინი
გ) აფონია
დ) დისფაგია
*ე) ყველა ჩამოთვლილი

901. ჯვარედინი ბუბონი ეწოდება ლიმფადენიტს, თუ ის მდებარეობს


საზარდულში
ა) შანკრის მდებარეობის მხარეს
*ბ) შანკრის მდებარეობის მეორე მხარეს
გ) შანკრის მდებარეობის ორივე მხარეს

902. ნეიროსიფილისის განვითარებას ხელს უწყობს ყველა ჩამოთვლილი,


გარდა
ა) ახალი ფორმების არასაკმარისი მკურნალობისა
ბ) თანმხლები ქრონიკული ინფექციებისა
გ) იმუნური სტატუსის დაქვეითებისა
დ) ინტოქსიკაციებისა
*ე) დაავადებულ პირთან ხშირი სქესობრივი კონტაქტისა

903. გონორეის გამომწვევი მიკროორგანიზმი - გონოკოკი განეკუთვნება


*ა) გრამ-უარყოფით დიპლოკოკებს
ბ) გრამ-დადებით დიპლოკოკებს
გ) გრამ-ვარიაბელურ დიპლოკოკებს
დ) გრამ-უარყოფით კოკობაცილებს
ე) გრამ-ვარიაბელურ კოკობაცილებს

904. გონოკოკის ბაქტერიოსკოპიული იდენტიფიკაცია ეფუძნება ყველა


ჩამოთვლილ ნიშნებს, გარდა იმისა, რომ იგი
ა) დიპლოკოკია
ბ) გრამ-უარყოფითია
*გ) გრამ-დადებითია
დ) უჯრედ-შიდა განლაგებით ხასიათდება
905. გონოკოკი შაქრის შემცველ საკვებ ნიადაგებში რომელი შაქრის
ფერმენტაციას იწვევს?
ა) ლაქტოზის
ბ) გალაქტოზის
*გ) დექსტროზის
დ) საქაროზის
ე) რიბოზის

906. გონორეის რეციდივების ყველაზე ხშირი მიზეზია გონოკოკის ასოციაცია


ა) ქლამიდიასთან
ბ) კანდიდასთან
*გ) ტრიქომონასთან
დ) ურეაპლაზმასთან
ე) გარდნერელასთან

907. გონორეის ექსპერიმენტული მოდელი მიღებულია შემდეგ ცხოველებში


ა) მაიმუნებში
ბ) ზღვის გოჭებში
გ) კურდღლებში
დ) ძაღლებში
*ე) არც ერთი ჯიშის ცხოველებში

908. გონოკოკები იოლად აზიანებენ


ა) მრავალშრიან ბრტყელ გაურქოვანებად ეპითელიუმს
ბ) გარდამავალ ეპითელიუმს
*გ) ცილინდრულ ეპითელიუმს
დ) მრავალშრიან ბრტყელ გარქოვანებად ეპითელიუმს
ე) კუბურ ეპითელიუმს

909. გონოკოკები ორგანიზმში ვრცელდება ყველა ჩამოთვლილი გზით, გარდა


ა) ლიმფოგენურის
ბ) ჰემატოგენურის
გ) გენიტალიუმის ლორწოვანი გარსის ზედაპირის
*დ) ჰაერ-წვეთოვანის

910. გონორეის კლინიკური ფორმები ითვალისწინებს ყველა ჩამოთვლილ


ფორმას, გარდა
ა) ახალი მწვავისა
ბ) ახალი ქვემწვავისა
გ) ახალი ტორპიდულისა
*დ) რეცენტულისა
ე) ქრონიკულისა

911. ფორმა №089 შეივსება იმ ავადმყოფებზე, რომელთაც გონორეის


დიაგნოზი დაუდგინდათ
*ა) ლაბორატორიული გამოკვლევებით
ბ) ურეთროსკოპიით
გ) კონფრონტაციით
დ) ანამნეზით
ე) კლინიკური სურათის მიხედვით

912. ახალი მწავე წინა ურეთრიტი ხასიათდება ყველა ჩამოთვლილი ნიშნით,


გარდა
ა) უხვი ჩირქოვანი გამონადენისა
ბ) ტკივილისა შარდვის დროს
გ) ურეთრის ბაგეების ჰიპერემიისა
*დ) ჩირქოვანი ფიფქებისა შარდის ორივე ულუფაში
ე) ჩირქოვანი ფიფქებისა შარდის პირველ ულუფაში

913. გონორეით დაავადებულ ქალებს უმეტესად აღენიშნებათ შემდეგი


კლინიკური ფორმა
ა) ახალი მწვავე
ბ) ახალი ქვემწვავე
*გ) ახალი ტორპიდული
დ) ლატენტური

914. ქალებში ახალი მწვავე ურეთრიტი ხასიათდება ყველა ჩამოთვლილი


ნიშნით, გარდა
ა) ურეთრის ბაგეების ჰიპერემიისა
ბ) ურეთრის კედლების მკვრივი ელასტიური კონსისტენციისა
გ) ურეთრიდან ჩირქოვანი გამონადენისა
დ) გახშირებული შარდვისა
*ე) ურეთრის კედლების ატროფიისა

915. მამაკაცებში გონორეული ტოტალური ურეთრიტი ხასიათდება ყველა


ჩამოთვლილი ნიშნით, გარდა
ა) ურეთრის ბაგეების ჰიპერემიისა და ციანოზისა
ბ) მცირე ჩირქოვანი გამონადენისა ურეთრიდან
გ) შარდვის ბოლოს ტკივილისა
დ) შარდის ორივე ულუფაში მცირე ოდენობის ჩირქოვანი ფიფქებისა
*ე) შარდის პირველ ულუფაში მცირე ოდენობის ჩირქის, ძაფების და
ფიფქებისა

916. ქრონიკული ფოლიკულური პროსტატიტის ნიშნებია


ა) სწორი ნაწლავის არეში უცხო სხეულის შეგრძნება
ბ) ურეთრიდან გამონადენი
გ) პროსტატის წვენში მაღალი ლეიკოციტოზი
დ) პალპაციით ვლინდება კვანძოვანი წარმონაქმნები
*ე) ყველა ჩამოთვლილი

917. მწავე გონორეული ორქოეპიდიდიმიტით დაავადებულს მიზანშეწონილია


ჩაუტარდეს ყველა ჩამოთვლილი გამოკვლევა, გარდა
*ა) წინამდებარე ჯირკვლის წვენის გამოკვლევისა
ბ) ურეთრის გამონადენის გამოკვლევისა შერეული ინფექციის დასადგენად
გ) შარდის საერთო ანალიზისა
დ) სისხლის საერთო ანალიზისა
ე) შარდის ულუფის სინჯის გამოკვლევისა

918. ტოტალური ურეთროსკოპიის ჩატარება ნაჩვენებია ყველა ჩამოთვლილი


დაავადების დროს, გარდა
ა) ქრონიკული პროსტატიტისა
*ბ) მწვავე პროსტატიტისა
გ) ლითრეიტისა
დ) ქრონიკული ურეთრიტისა
ე) იმპოტენციისა

919. მწვავე პარენქიმატოზული პროსტატიტის დიაგნოზი ეფუძნება ყველა


ჩამოთვლილ გამოკვლევას, გარდა
ა) ნაცხის ბაქტერიოსკოპიული გამოკვლევისა
*ბ) ურეთროსკოპიისა
გ) შარდის სამი ულუფის გასინჯვისა
დ) წინამდებარე ჯირკვლის პალპაციისა
ე) წინამდებარე ჯირკვლის ექოსკანირებისა

920. ურეთრის სტრიქტურის ნიშნებია ყველა ჩამოთვლილი, გარდა


ა) ურეთრალური გამონადენისა
ბ) გაძნელებული და გახანგრძლივებული შარდვისა
გ) ბუჟირების და ურეთროსკოპიის ჩატარების გაძნელებისა
დ) ურეთროსკოპიით ურეთრის ნაწიბურების აღმოჩენისა
*ე) შარდვის შეუკავებლობისა

921. გონორეის მწვავე და ქვემწვავე ფორმებით დაავადებულთა სამკურნალოდ


ნაჩვენებია თერაპია
ა) გონოვაქცინით
*ბ) ანტიბიოტიკებით
გ) ტრიქოპოლით
დ) პიროგენალით

922. მწვავე და ქვემწვავე გონორეით დაავადებულთა კომპლექსური


მკურნალობა შეიცავს ყველა ჩამოთვლილს, გარდა
ა) ანტიბიოტიკების
*ბ) გონოვაქცინის
გ) სპაზმოლიზური პრეპარატების

923. გონორეის მწვავედ მიმდინარე რეციდივის დროს მკურნალობა ტარდება


ა) გონოვაქცინით
ბ) პიროგენალით
გ) პროდიგიოზანით
*დ) ფლორის მგრძნობელობის სპექტრის მიხედვით შერჩეული
ანტიბიოტიკით
ე) იგივე ანტიბიოტიკით
924. მიუთითეთ გონორეის ტორპიდული და ქრონიკული ფორმებით
დაავადებულთა მკურნალობის სწორი ტაქტიკა
ა) იმუნოთერაპია, ანტიჰისტამინური პრეპარატები
*ბ) ანტიბაქტერიული პრეპარატები, ადგილობრივი პროცედურები
გ) ადგილობრივი პროცედურები

925. ფიტც-ჰიუ-კურტისის სინდრომია


*ა) მწვავე ქლამიდიური პერიტონიტისა და მწვავე ფიბროზული
პერიტონიტის თანაარსებობა
ბ) მწვავე ქლამიდიური პერიტონიტისა და მწვავე სალპინგოოოფორიტის
თანაარსებობა
გ) მწვავე ფიბროზული პერიტონიტისა და მწვავე ქლამიდიური
ენდომეტრიტის თანაარსებობა

926. ქალს დაუდგინდა გონორეული ეთიოლოგიის ქრონიკული ურეთრიტი


და ენდოცერვიციტი. ექიმის სწორი ტაქტიკა იქნება
ა) ანტიბიოტიკოთერაპია
ბ) არასპეციფიკური იმუნოთერაპია
გ) ადგილობრივი მკურნალობა
*დ) ყველა ჩამოთვლილი

927. ავადმყოფს დაუდგინდა ქლამიდიური ეთიოლოგიის წინა ურეთრიტი.


რომელი პრეპარატი უნდა დაუნიშნოთ?
ა) ამინოგლიკოზიდი
*ბ) ფტორირებული ქინოლონი
გ) მე-4 გენერაციის ცეფალოსპორინი
დ) მეტრონიდაზოლი
ე) ფლუკონაზოლი

928. ტრიქომონადული ეთიოლოგიის ვულვოვაგინიტისათვის


დამახასიათებელია ყველა ჩამოთვლილი სიმპტომი, გარდა
ა) მტკივნეული შარდვისა
ბ) წვა და ქავილისა გენიტალიუმის არეში
გ) ქაფიანი გამონადენისა
დ) გენიტალიუმის ლორწოვანის ჰიპერემიისა
*ე) ხაჭოსებრი გამონადენისა

929. რეიტერის დაავადების ინფექციურ-ტოქსიკური სტადიის დროს ზოგადი


მკურნალობა შეიცავს ყველა ჩამოთვლილს, გარდა
ა) დეზინტოქსიკაციური თერაპიისა
ბ) ჰიპოსენსიბილიზაციისა
გ) ანტირევმატული პრეპარატებისა
დ) ტეტრაციკლინის ჯგუფის პრეპარატებისა
*ე) სულფანილამიდური პრეპარატებისა
930. გონორეული ეთიოლოგიის ქრონიკული ენდოცერვიციტით დაავადებულ
ორსულთა მკურნალობა ტარდება
*ა) ორსულობის ყველა პერიოდში
ბ) ორსულობის მეორე ნახევარში
გ) ორსულობის მეორე ტრიმესტრიდან, საშვილოსნოს ყელის არხში
სამკურნალო პრეპარატების შეყვანის გარეშე
დ) ორსულობის მესამე ტრიმესტრიდან
ე) არ ტარდება

931. მწვავე გონორეული ენდოცერვიციტით დაავადებულ ორსულთა


სამკურნალოდ გონოვაქცინა გამოიყენება
ა) ორსულობის ყველა პერიოდში
ბ) პირველ ტრიმესტრში, შემცირებული დოზირებით
გ) მე-2 და მე-3 ტრიმესტრში გაზრდილი დოზირებით
დ) მე-2 და მე-3 ტრიმესტრში შემცირებული დოზირებით
*ე) არ გამოიყენება

932. როგორც წესი, ქვემოთ ჩამოთვლილი რომელი კერიდან არ აიღება


მასალა გონორეაზე გამოსაკვლევად?
ა) ურეთრიდან
ბ) პარაურეთრალური და ბართოლინის ჯირკვლებიდან
გ) სწორი ნაწლავიდან
*დ) საშოს უკანა თაღიდან
ე) საშვილოსნოს ყელის არხიდან

933. ქრონიკული გონორეული ინფექციით დაავადებულთა მკურნალობა


შეიცავს
ა) ეთიოლოგიურ მკურნალობას
ბ) სიმპტომურ მკურნალობას
გ) ადგილობრივ მკურნალობას
*დ) ყველა ჩამოთვლილს

934. გონორეის საწინააღმდეგო კომპლექსური მკურნალობის დასრულებიდან


10-12 დღის შემდეგ ქალს კვლავ აღენიშნება კლინიკური სიმპტომები, თუმცა
ეთიოლოგიური განკურნება მიღწეულია. ამ შემთხვევაში საჭიროა
ა) მკურნალობის განმეორებითი კურსის ჩატარება გონოკოკის სუფთა
კულტურის მგრძნობელობის თანახმად
*ბ) ჩატარდეს გამოკვლევა თანმხლები ინფექციების დასადგენად და
დაენიშნოს ადექვატური მკურნალობა
გ) ჩატარდეს სადიაგნოსტიკო ლაპაროსკოპია
დ) განმეორებით ჩატარდეს გამოკვლევა გონორეაზე მენსტრუაციის დროს
ე) დაენიშნოს იმუნოთერაპია ადგილობრივი მკურნალობის ფონზე

935. გონორეულ-ქლამიდიურ-ურეაპლაზმურ ინფექციაზე გამოკვლევის


ჩვენებებს წარმოადგენს ყველა ჩამოთვლილი, გარდა
ა) უნაყოფო ქორწინებისა
*ბ) ფარისებრი ჯირკვლის დისფუნქციისა
გ) ორსულობის პათოლოგიისა
დ) მცირე მენჯის ორგანოთა ქრონიკული ანთებითი დაავადებებისა
ე) მენსტრუალური ციკლის დარღვევებისა

936. ქვემოთ ჩამოთვლილ რომელ არაგონორეული ეთიოლოგიის


ვულვოვაგინიტთან უნდა გატარდეს გონორეული ეთიოლოგიის
ვულვოვაგინიტის დიფერენციალური დიაგნოსტიკა?
ა) ნივთიერებათა ცვლის დარღვევის შედეგად განვითარებულ
ვულვოვაგინიტთან
ბ) მექანიკური და თერმული გაღიზიანების შედეგად განვითარებულ
ვულვოვაგინიტთან
გ) ენტერობიოზის შედეგად განვითარებულ ვულვოვაგინიტთან
დ) ტრიქომონიაზის და კანდიდოზის შედეგად განვითარებულ
ვულვოვაგინიტთან
*ე) ყველა ჩამოთვლილთან

937. თვალის გონორეის კლინიკურ სიმპტომებს წარმოადგენს ყველა


ჩამოთვლილი, გარდა
ა) ქუთუთოს შეშუპება
*ბ) ეგზოფტალმი
გ) ჩირქდენა
დ) კონიუნქტივის ჰიპერემია

938. დისემინირებული გონორეული ინფექციისათვის დამახასიათებელია ყველა


ქვემოთ ჩამოთვლილი, გარდა
ა) გონორეული ართრიტის
*ბ) თვალის გონორეული დაზიანების
გ) კანის გონორეული დაზიანების
დ) გონორეული პერიჰეპატიტის
ე) გონორეული სეფსისის

939. მიუთითეთ რომელია სრულად ჩამოყალიბებული დიაგნოზი


ა) გონორეული ეთიოლოგიის ახალი წინა ურეთრიტი
*ბ) გონორეულ-ქლამიდიური ქრონიკული ურეთრიტი, ენდოცერვიციტი,
ენდომეტრიტი
გ) ახალი ტორპიდული ურეთრიტი, ენდოცერვიციტი, პროქტიტი
დ) ქრონიკული აღმავალი გონორეა
ე) გონორეულ-ურეაპლაზმურ-კანდიდოზური ენდოცერვიციტი

940. 9 კვირის ორსულს დაუდგინდა ახალი ტორპიდული გონორეული


ურეთრიტი. დაენიშნა კომპლექსური მკურნალობა. ქვემოთ ჩამოთვლილიდან
რისი დანიშვნა არ შეიძლებოდა?
ა) როვამიცინი
ბ) პაპავერინი
*გ) ტეტრაციკლინი
დ) ალოეს ექსტრაქტი
ე) ურეთრის ადგილობრივი მკურნალობა
941. გონორეით დაავადებულთა მკურნალობა მშობიარობის შემდგომ
პერიოდში შეიცავს ყველა ქვემოთ ჩამოთვლილს, გარდა
ა) ანტიბიოტიკოთერაპიისა ქრონიკული გონორეის მკურნალობის სქემის
თანახმად
*ბ) ვაქცინოთერაპიისა
გ) ურეთრის და სწორი ნაწლავის ადგილობრივი მკურნალობისა
მშობიარობისთანავე, ხოლო საშვილოსნოს ყელის - მშობიარობიდან 5-6
კვირის შემდეგ
დ) ფერმენტული პრეპარატებისა, რომლებიც ხელს უწყობს საჭმლის
მონელებას

942. უროგენიტალური ტრაქტის ქვედა ნაწილების გონორეით დაავადებულთა


სამკურნალოდ ადგილობრივი მკურნალობა ინიშნება
ა) ანტიბიოტიკების აუტანლობისას
ბ) რეციდივის დროს
გ) ახალი ტორპიდული ფორმების დროს
დ) ქრონიკული ფორმების დროს
*ე) ყველა ჩამოთვლილის დროს

943. ქლამიდიების სადიაგნოსტიკოდ ხშირად გამოიყენება შემდეგი


უჯრედები, გარდა
ა) ტცანკის უჯრედებისა
ბ) „L-929“-ისა
გ) მაკ-კოის უჯრედებისა
*დ) აკანტოლიზური უჯრედებისა

944. ორგანიზმის არასპეციფიკურ რეაქტიულობაზე მოქმედი პრეპარატებია


ყველა ჩამოთვლილი, გარდა
ა) პიროგენალისა
ბ) პროდიგიოზანისა
*გ) გონოვაქცინისა
დ) ლევამიზოლისა
ე) მეთილურაცილისა

945. პაციენტს დაუდგინდა გონორეული პროქტიტი. 2 კვირაა, რაც ავადაა.


მიუთითეთ სწორი დანიშნულება
ა) იმუნოთერაპია, ანტიბიოტიკოთერაპია მწვავე გონორეის სქემით
*ბ) ანტიბიოტიკოთერაპია ქრონიკული გონორეის სქემით, ადგილობრივი
მკურნალობა
გ) იმუნოთერაპია, ანტიბიოტიკოთერაპია ქრონიკული გონორეის სქემით,
ადგილობრივი მკურნალობა
დ) ანტიბიოტიკოთერაპია ქრონიკული გონორეის სქემით,
რექტორომანოსკოპია
ე) იმუნოთერაპია, ადგილობრივი მკურნალობა, რექტორომანოსკოპია
946. 23 წლის ქალს, როგორც გონორეით დაავადებულის შესაძლო
"წყაროს", ჩაუტარდა კომპლექსური გამოკვლევა; კლინიკური სურათის
მიხედვით დაუდგინდა ქრონიკული ენდოცერვიციტი, საშვილოსნოს ყელის
ექტოპია. გონოკოკი არ აღმოჩნდა არც ბაქტერიოსკოპიულად, არც
ბაქტერიოლოგიურად. ექიმის სწორი ტაქტიკა იქნება
ა) მკურნალობა არ ჩაუტარდეს
ბ) ჩაუტარდეს მკურნალობა მწვავე გონორეის სქემით
*გ) ჩაუტარდეს მკურნალობა ქრონიკული გონორეის სქემით
დ) ჩაუტარდეს ადგილობრივი მკურნალობა

947. 3 წლის გოგონას, კლინიკური გასინჯვისას და მეთილენის ლილით


შეღებილი ნაცხების ბაქტერიოსკოპიის საფუძველზე დაუდგინდა წინასწარი
დიაგნოზი - გონორეული ეთიოლოგიის მწვავე ვულვოვაგინიტი. დიაგნოზის
დასაზუსტებლად უნდა ჩატარდეს
*ა) გრამის წესით შეღებილი ნაცხების ბაქტერიოსკოპია და სრული
ბაქტერიოლოგიური გამოკვლევა
ბ) გრამის წესით შეღებილი ნაცხების ბაქტერიოსკოპია
გ) ვაგინოსკოპია
დ) ბაქტერიოლოგიური გამოკვლევით მიღებული კულტურის ფერმენტული
თვისებების შესწვლა
ე) მშობლების გამოკვლევა გონორეაზე

948. პაციენტს დაუდგინდა შერეული გონორეულ-ტრიქომონადული ინფექცია.


ანტიბაქტერიული და ანტიტრიქომონადული პრეპარატების ერთდროული
დანიშვნა მიზანშეწონილია შემდეგი ფორმის დროს
*ა) ახალი მწვავე, ქვემწვავე
ბ) ახალი ტორპიდული
გ) ქრონიკული
დ) ქრონიკული, გართულებული
ე) არ არის მიზანშეწონილი არც ერთი ფორმის დროს

949. გონორეის განკურნების კრიტერიუმის დასადგენად პაციენტს არ უნდა


ჩაუტარდეს
ა) კლინიკური გასინჯვა
ბ) ბაქტერიოსკოპიული და ბაქტერიოლოგიური გამოკვლევა
*გ) ექოსკენირება

950. მწვავე გონორეით დაავადებული გოგონას ჩივილები და კლინიკური


ნიშნებია
ა) დიზურია
ბ) წვა გენიტალიუმის არეში
გ) ჩირქოვანი გამონადენი სასქესო ორგანოებიდან
დ) ვულვის ჰიპერემია
*ე) ყველა ზემოხსენებული

951. საფუარას მსგავსი სოკოთი გამოწვეული ურეთრიტის სამკურნალოდ


მიზანშეწონილია გამოვიყენოთ
ა) კანამიცინი
ბ) ცეპორინი
გ) პოლიმიქსინი
დ) პენიცილინი
*ე) ფლუკონაზოლი

952. ურეთრის ქიმიური დამწვრობის შემთხვევაში ექიმის დახმარება


გულისხმობს
ა) ურეთრის გამორეცხვას მჟავე რეაქციის მქონე ხსნარებით
ბ) ურეთრის გამორეცხვას ტუტე ხსნარებით
გ) ურეთრაში ლიაპისის ინსტილაციას
*დ) ურეთრაში ზეთოვანი სითხეების ინსტილაციას
ე) ურეთრის ბუჟირებას

953. კომბინირებული პროვოკაციის შემდეგ კულტურალური გამოკვლევა


მიზანშეწონილია ჩატარდეს
ა) 3 საათის შემდეგ
ბ) 6 საათის შემდეგ
გ) 12 საათის შემდეგ
დ) 24 საათის შემდეგ
*ე) 48-72 საათის შემდეგ

954. გონორეით დაავადებული ორსულების მკურნალობისათვის არ უნდა


გამოვიყენოთ
ა) ბენზილპენიცილინი
ბ) როვამიცინი
*გ) ტეტრაციკლინი
დ) სულფანილამიდები

955. მწვავე აღმავალი გონორეის ნიშნებია ყველა ჩამოთვლილი, გარდა:


ა) შეტევითი ხასიათის ტკივილისა მცირე მუცლის არეში
ბ) ჩირქოვანი სისხლნარევი გამონადენისა საშვილოსნოს ყელიდან
*გ) უხვი ქაფიანი ვაგინალური გამონადენისა
დ) სხეულის ტემპერატურის მომატებისა
ე) პერიტონიტის ნიშნებისა

956. მამაკაცებში ტრიქომონიაზის სადიაგნოსტიკო საკვლევ მასალას


ძირითადად წარმოადგენს ყველა ჩამოთვლილი, გარდა
ა) ურეთრიდან გამონადენისა
ბ) პროსტატის წვენისა
გ) შარდში არსებული ძაფების და ფიფქებისა
*დ) სწორი ნაწლავის გამონარეცხ წყლებში არსებული ძაფებისა
ე) პარაურეთრალური მილაკების გამონადენისა

957. ქალებში ტრიქომონიაზის სადიაგნოსტიკო მასალად იყენებენ


ა) ურეთრიდან გამონადენს
ბ) შარდში არსებულ ძაფებს და ფიფქებს
გ) საშვილოსნოს ყელის გამონადენს
დ) საშოდან გამონადენს
*ე) ყოველივე ზემოხსენებულს

958. სახსრების დაზიანება აღინიშნება ყველა ქვემოჩამოთვლილი


დაავადებების დროს, გარდა
ა) გონორეის
*ბ) ტრიქომონიაზის
გ) ქლამიდიოზის

959. ქალებში უროგენიტალური ქლამიდიოზის სადიაგნოსტიკო მასალას


ძირითადად წარმოადგენს
ა) ურეთრის ლორწოვანი გარსის ანაფხეკი
*ბ) ურეთრის და საშვილოსნოს ყელის ლორწოვანი გარსის ანაფხეკი
გ) საშოს გამონადენი
დ) ურეთრის და სწორი ნაწლავის გამონადენი

960. მწვავე გონორეით დაავადებულებს ადგილობრივი მკურნალობა


ძირითადად უტარდებათ
ა) ანტიბიოტიკოთერაპიის დაწყებამდე
ბ) ანტიბიოტიკოთერაპიასთან ერთად
გ) ანტიბიოტიკოთერაპიის შემდეგ
*დ) ანტიბიოტიკების აუტანლობის შემთხვევაში
ე) არ უტარდებათ

961. დედა ავადაა ქრონიკული გონორეით. ოჯახში სამი ბავშვია - 3 წლის


გოგონა, 4 და 9 წლის ვაჟები. გონორეაზე გამოკვლევას ექვემდებარება
ა) ყველა ბავშვი
*ბ) გოგონა
გ) 9 წლის ვაჟი
დ) 4 წლის ვაჟი, თუ დედასთან საერთო საწოლი აქვს
ე) არც ერთი ბავშვი

962. მშობიარობის შემდგომ პერიოდში გონორეით დაავადებულთა


სამკურნალოდ გამოიყენება
ა) ანტიბიოტიკოთერაპია აღმავალი გონორეის მკურნალობის სქემით
*ბ) ანტიბიოტიკოთერაპია ქრონიკული გონორეის მკურნალობის სქემით
გ) არასპეციფიკური იმუნოთერაპია
დ) ანტიბიოტიკოთერაპია მწვავე გონორეის მკურნალობის სქემით
ე) სპეციფიკური იმუნოთერაპია

963. გონორეით დაავადებულ ორსულთა სამკურნალოდ გონოვაქცინა


გამოიყენება
ა) ორსულობის ვადების მიუხედავად
ბ) ორსულობის პირველ ტრიმესტრში
გ) ორსულობის მეორე და მესამე ტრიმესტრში შემცირებული დოზებით
*დ) არ გამოიყენება
ე) ორსულობის მეორე და მესამე ტრიმესტრში საყოველთაოდ მიღებული
დოზებით

964. გონორეის დიაგნოზის დასადგენად გამოსაკვლევ მასალას იღებენ


ა) ურეთრიდან
ბ) საშოდან
გ) სწორი ნაწლავიდან
დ) საშვილოსნოს ყელიდან
*ე) ყველა ჩამოთვლილი არედან

965. ენდოცერვიციტის ნიშნებია ყველა ჩამოთვლილი, გარდა


*ა) ლორწოვანი საცობისა საშვილოსნოს ყელის არხში
ბ) საშვილოსნოს ყელიდან ლორწოვან - ჩირქოვანი გამონადენისა
გ) საშვილოსნოს ყელის ეროზიისა
დ) საშვილოსნოს ყელის რეტენციული კისტებისა
ე) საშვილოსნოს ყელის ჰიპერტროფიისა

966. გონორეის რომელი ქვემოთ ჩამოთვლილი ფორმის დროს არ იკვლევენ


პროსტატას
*ა) ახალი, მწვავე, ქვემწვავე გონორეის
ბ) ახალი ტორპიდული გონორეის
გ) ქრონიკული გონორეის
დ) ექსტრაგენიტალური გონორეის
ე) გონორეული ართრიტის

967. გონორეის განკურნების კრიტერიუმის დადგენა მკურნალობის


დასრულებიდან რამდენ ხანში უნდა დავიწყოთ?
*ა) მამაკაცებში, ქალებში და ბავშვებში 7 - 10 დღის შემდეგ
ბ) მამაკაცებში და ქალებში - 1 თვის შემდეგ
გ) ქალებში - პირველსავე მენსტრუაციის დროს
დ) ბავშვებში - მკურნალობის დასრულებისთანავე
ე) მამაკაცებში, ქალებში და ბავშვებში 3 თვის შემდეგ

968. ქალთა გონორეის დროს ანთებითი პროცესი უმეტესად აზიანებს


ა) ვულვას
ბ) საშოს
*გ) ურეთრას, საშვილოსნოს ყელის არხს
დ) ბართოლინის ჯირკვლებს
ე) პარაურეთრალურ მილაკებს

969. ჩამოთვლილიდან რომელი დაავადება არ მიეკუთვნება სქესობრივი გზით


გადამდებ დაავადებებს?
ა) ტრიქომონიაზი
*ბ) კრაუროზი
გ) ქლამიდიოზი
დ) ურეაპლაზმოზი
ე) ბაქტერიული ვაგინოზი
970. ტრიქომონიაზის ლაბორატორიული დიაგნოსტიკის მიზნით გამოიყენება
ყველა ჩამოთვლილი მეთოდი, გარდა
ა) მეთილენის ლილით შეღებილი ნაცხის მიკროსკოპიისა
ბ) გრამის წესით შეღებილი ნაცხის მიკროსკოპიისა
*გ) პაპანიკოლაუს მეთოდით შეღებილი ნაცხის მიკროსკოპიისა
დ) კულტურალური გამოკვლევისა
ე) ნატივური პრეპარატის მიკროსკოპიისა

971. ურეთრიტით დაავადებულთა ადგილობრივი მკურნალობა გულისხმობს


ყველა ჩამოთვლილი მეთოდის გამოყენებას, გარდა
ა) ინსტილაციისა
ბ) მიკროოყნისა
*გ) ბუჟირებისა
დ) ტამპონადისა
ე) მასაჟისა

972. რეიტერის სინდრომის მკურნალობა გულისხმობს ყველა ჩამოთვლილი


საშუალების გამოყენებას, გარდა
*ა) ეთიოტროპული მკურნალობისა
ბ) კორტიკოსტეროიდული ჰორმონებისა
გ) არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებისა
დ) სულფანილამიდებისა

973. ურეთროსკოპიის დროს შესაძლებელია ანთების ყველა ქვემოთ


ჩამოთვლილი ნიშნის აღმოჩენა, გარდა
ა) რბილი ინფილტრატის
ბ) მკვრივი ინფილტრატის
გ) კუპერიტის
*დ) ფოლიკულიტის
ე) ლიტრეიტის

974. ოროფარინგეალური გონორეისათვის დამახასიათებელია ყველა ქვემოთ


აღნიშნული, გარდა
ა) ნუშისებრი ჯირკვლებისა და საყლაპავი მილის ლორწოვანი გარსის
ჰიპერემიის
ბ) ნუშისებრი ჯირკვლების და საყლაპავი მილის ლორწოვანი გარსის
შეშუპების
*გ) ნუშისებრ ჯირკვლებზე ჩირქოვანი აპკის
დ) რბილი ხახის ეროზიების და წყლულების
ე) რეგიონარული ადენიტის

975. ცოლ-ქმარს დაუდგინდა ქრონიკული გონორეა. ოჯახში ორი ვაჟიშვილია


-2 და 7 წლის. გონორეაზე გამოკვლევას ექვემდებარება
ა) 2 წლის ვაჟი
ბ) ორივე ბავშვი
*გ) არ ექვემდებარება არცერთი ბავშვი
976. რამდენ ხანს უნდა ინახებოდეს ნაცხები გონორეის დიაგნოზის დადგენის
შემდეგ?
ა) 1 თვე
ბ) 2 თვე
*გ) 3 თვე
დ) 6 თვე
ე) 1 წელი

977. 26 კვირის ორსულს დაუდგინდა ახალი მწვავე გონორეული


ენდოცერვიციტი. დასაშვებია თუ არა მისი ამბულატორიულ პირობებში
მკურნალობა
ა) დასაშვებია ყველა შემთხვევაში
*ბ) დასაშვებია გამონაკლისის სახით მკურნალი ექიმის გადაწყვეტილებით
გ) საკითხი წყდება ავადმყოფის სურვილისამებრ

978. ბართოლინიტის ადგილობრივი მკურნალობისათვის გამოიყენება ყველა


ქვემოთ ჩამოთვლილი, გარდა
ა) იქთიოლის კომპრესისა
ბ) ინექციის სახით ანტიბიოტიკების ადგილობრივად შეყვანისა
გ) ქირურგიული კვეთისა
*დ) პარაფინოთერაპიისა
ე) ჯდომითი აბაზანებისა ანტისეპტიკური ხსნარების გამოყენებით

979. ქალს, რომელსაც ჩაუტარდა სრულფასოვანი მკურნალობა ქრონიკული


გონორეული ენდოცერვიციტის გამო, პირველი საკონტროლო კლინიკურ-
ლაბორატორიული გამოკვლევის დროს ნაცხში კვლავ აღმოაჩნდა გონოკოკები.
რეინფექციაზე საფიქრებლად აუცილებელია ქვემოთ ჩამოთვლილი ყველა
პირობის არსებობა, გარდა
ა) მკურნალობის შემდეგ ჩივილების არ არსებობისა
ბ) მკურნალობის შემდეგ კლინიკური გაჯანსაღებისა
გ) მკურნალობის შემდეგ ნაცხში ლეიკოციტების რაოდენობის
ნორმალიზაციისა
დ) შემთხვევითი სქესობრივი კონტაქტისა მკურნალობის დასრულების
შემდეგ
*ე) მკურნალობის შემდეგ დაავადების კლინიკური სურათისა და ნაცხში
მაღალი ლეიკოციტოზის არსებობა

980. გოგონებში გონოკოკები უფრო ხშირად აზიანებენ


*ა) საშოსა და ურეთრის ლორწოვან გარსს
ბ) საშვილოსნოს ყელის ლორწოვან გარსს
გ) საშვილოსნოს და მის დანამატებს

981. რა გზით ვითარდება თვალის გონორეა?


*ა) დაბინძურებული ხელით ინფექციის თვალში შეტანით
ბ) ინფექცია ვრცელდება ლიმფოგენური გზით
გ) ინფექცია ვრცელდება ჰემატოგენური გზით
დ) ყველა ზემოჩამოთვლილი გზით

982. გონორეის მკურნალობის დასრულების შემდეგ ადრეული რეციდივები


უმეტესად ვითარდება
ა) 1 - 2 დღის შემდეგ
*ბ) 3 დღიდან - 1 თვემდე ვადაში
გ) 1 -2 თვის შემდეგ
დ) 2 - 6 თვის შემდეგ
ე) 6 - 8 თვის შემდეგ

983. გონობლენორეის პროფილაქტიკის მიზნით ახალშობილებს თვალში უნდა


ჩაეწვეთოს
ა) სულფაცილნატრიუმის 30% ხსნარი დაბადებისთანავე
ბ) სულფაცილნატრიუმის 30% ხსნარი დაბადებიდან 2 საათის შემდეგ
გ) რეზორცინის 2% ხსნარი დაბადებისთანავე
დ) რეზორცინის 2% ხსნარი დაბადებისთანავე და 3 საათის შემდეგ
*ე) სულფაცილნატრიუმის 30% ხსნარი დაბადებისთანავე და 2 საათის
შემდეგ

984. 5 წლის გოგონას დაუდგინდა ქრონიკული გონორეული


ვულვოვაგინიტი. რომელი დანიშნულებაა სწორი?
*ა) სისტემური ანტიბიოტიკოთერაპია ადგილობრივი მკურნალობის ფონზე
ბ) მხოლოდ სისტემური ანტიბაქტერიული პრეპარატების გამოყენება
გ) მხოლოდ ადგილობრივი მკურნალობა

985. ჩამოთვლილიდან რომელი ანტიბიოტიკი შეიძლება დაენიშნოს ორსულს?


ა) ერიციკლინი
ბ) დოქსიციკლინი
*გ) დორამიცინი
დ) მეტაციკლინი

986. ვენეროლოგიაში ფიზიოთერაპიული მკურნალობის ძირითადი მეთოდია


ა) ელექტროდენით მკურნალობა
ბ) ულტრაბგერით მკურნალობა
გ) მიკროტალღებისა და ზემაღალი სიხშირის ბგერების გამოყენება
დ) სხივური ენერგიის, სითბოს გამოყენება
*ე) ყველა ჩამოთვლილი

987. ქრონიკული ნაწიბურების და შეხორცებების მკურნალობისათვის


ნაჩვენებია ელექტროფორეზი
ა) სტეროიდული ჰორმონით
ბ) ნოვოკაინით
გ) ანტიბიოტიკებით
*დ) ყველა ზემოთ ჩამოთვლილით

988. საშოს ქვემწვავე ექსუდაციური ანთების დროს ნაჩვენებია


ელექტროფორეზი
ა) თუთიის გოგირდმჟავა მარილით
*ბ) ანტიბიოტიკებით
გ) ნოვოკაინით

989. გონორეით დაავადებულ ქალთა სამკურნალოდ ზემაღალი სიხშირის


ბგერების გამოყენება ნაჩვენებია
*ა) მწვავე აღმავალი პროცესის დროს
ბ) ახალი ტორპიდული პროცესის დროს
გ) ქრონიკული პროცესის დროს
დ) ქრონიკული აღმავალი პროცესის დროს

990. ჯდომითი აბაზანების დანიშვნის ძირითადი უკუჩვენებებია


ა) შიდა სასქესო ორგანოთა მწვავე ანთებითი პროცესები
ბ) სისხლდენა
გ) ორსულობა
*დ) ყველა ჩამოთვლილი

991. სამკურნალოდ ზემაღალი სიხშირის ბგერების გამოყენებას გააჩნია


შემდეგი ეფექტი
ა) ანთების საწინააღმდეგო
ბ) გამწოვი
გ) ჰიპოტენზიური
დ) ბაქტერიოციდული და ბაქტერიოსტატიკური
*ე) ყველა ჩამოთვლილი

992. ჩამოთვლილიდან რომელი ანტიბიოტიკი შეიძლება დაენიშნოს ორსულს:


ა) ტეტრაციკლინი
*ბ) პენიცილინი
გ) რიფამპიცინი
დ) კანამიცინი

993. ახალშობილის გონობლენორეის შემთხვევის განხილვისას ეპიდემიოლოგმა


და ვენეროლოგმა დაადგინეს, რომ სულფაცილნატრიუმის 30% ხსნარი
თვალების დასამუშავებლად დამზადებული იყო 3 დღის წინ. დარღვეულია
თუ არა ხსნარის შენახვის ვადა?
*ა) დარღვეულია
ბ) არ არის დარღვეული
გ) მზადდება გამოყენების წინ

994. ბაქტერიული ვაგინოზისთვის დამახასიათედებელია


ა) "უჯრედი გასაღების" აღმოჩენა
ბ) გამონადენის ტუტე რეაქცია
გ) ამინების სუნი 10% „KOH“ ტესტის გამოყენებისას
დ) საშოს უკანა თაღში სქელი, ჰომოგენური გამონადენი
*ე) ყველა ჩამოთვლილი
995. ტრიქომონიაზის, ბაქტერიული ვაგინოზის და კანდიდოზის საერთო
ნიშნებია
ა) საშოდან გამონადენი
ბ) გამონადენის მძაფრი სუნი
გ) გენიტალიუმის არეში ქავილი, წვა, დისკომფორტი
დ) გენიტალიუმის ლორწოვანი გარსის ეროზირება
*ე) ყველა ჩამოთვლილი

996. უროგენიტალური ქლამიდიოზის დიაგნოსტიკის მეთოდია


ა) ციტოლოგიური გამოკვლევა
ბ) სეროლოგიური გამოკვლევა
გ) მაკ-კოის უჯრედებზე გამომწვევის გამოყოფა
დ) პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციის გამოყენება
*ე) ყველა ჩამოთვლილი მეთოდი

997. ურეაპლაზმური ინფექცია ქალებში შეიძლება ხასიათდებოდეს ყველა


ჩამოთვლილით, გარდა
ა) ურეთრიტის და ენდოცერვიციტის
ბ) ენდომეტრიტის და სალპინგოოფორიტის
*გ) საკვერცხის სიმსივნის
დ) მენსტრუაციული ციკლის დარღვევის
ე) უშვილობის

998. ჩამოთვლილი პრეპარატების რომელი ჯგუფი არ გამოიყენება


გონორეულ-ქლამიდიურ-კანდიდოზური ინფექციის სამკურნალოდ?
ა) ანტიბაქტერიული პრეპარატები
ბ) ანტიმიკოზური პრეპარატები
გ) ფტორქინოლონები
*დ) ანტიპროტოზოული პრეპარატები

999. რა მიკროორგანიზმია ვაგინალური გარდნერელა?


ა) გრამ-უარყოფითი კოკობაცილა
*ბ) გრამ-ვარიაბელური კოკობაცილა
გ) გრამ-დადებითი კოკის ფორმის მიკროორგანიზმი
დ) გრამ-დადებითი ბაცილას ფორმის მიკროორგანიზმი
ე) გრამ-ვარიაბელური კოკის ფორმის მიკროორგანიზმი.

1000. რა სახის მიკროორგანიზმია ვაგინალური გარდნერელა


*ა) ფაკულტატური ანაერობი
ბ) ფაკულტატური აერობი
გ) ობლიგატური ანაერობი
დ) ობლიგატური აერობი

1001. ვაგინალური გარდნერელას ფერმენტაციის ძირითადი პროდუქტებია


ა) რძემჟავა;
*ბ) ძმარმჟავა
გ) ჭიანჭველმჟავა
დ) ქარვის მჟავა

1002. რომელი პრეპარატებისადმია მგრძნობიარე ვაგინალური გარდნერელას


შტამების უმრავლესობა?
ა) ამინოგლიკოზიდებისადმი
ბ) ტეტრაციკლინის ჯგუფისადმი
*გ) მეტრონიდაზოლის ჯგუფისადმი
დ) ცეფალოსპორინებისადმი

1003. მიკროორგანიზმთა რომელ ჯგუფს მიეკუთვნება ვაგინალური


გარდნერელა?
ა) ობლიგატურ პათოგენთა ჯგუფს
*ბ) პირობითად პათოგენურ მიკროორგანიზმებს
გ) უმარტივესებს
დ) ყველა ზემოჩამოთვლილი არასწორია

1004. ბაქტერიული ვაგინოზის განვითარებაში მნიშვნელობა აქვს ყველა


ქვემოთ ჩამოთვლილ ფაქტორს, გარდა
ა) მაკროორგანიზმის იმუნოლოგიური რეაქტიულობისა
*ბ) გარემოს რადიაციული დაბინძურებისა
გ) ვაგინალური გარდნერელას ვირულენტობისა
დ) სქესობრივ პარტნიორთა ხშირი ცვლისა

1005. ანაერობული მიკროორგანიზმებით გამოწვეული უროგენიტალური


ინფექციები შეიძლება განვითარდეს ყველა ჩამოთვლილი მიზეზის გამო,
გარდა
ა) ინფიცირებულ პარტნიორთან სქესობრივი კონტაქტისა
ბ) ჰიპოესტროგენიისა
გ) შიდა სასქესო ორგანოთა გამოკვლევის ინვაზიური მეთოდების
გამოყენებისა
დ) საშვილოსნოსშიდა და ორალური კონტრაცეპტივების გამოყენებისა
*ე) აბანოთი, საუნით, საცურაო აუზით, საზოგადოებრივი მოხმარების
სხვა ობიექტით სარგებლობისა

1006. ბაქტერიული ვაგინოზის ლაბორატორიული დიაგნოსტიკის მეთოდებია


ყველა ქვემოთ ჩამოთვლილი, გარდა
ა) გრამის წესით შეღებილი ნაცხის მიკროსკოპიისა
ბ) მიკრობიოლოგიური გამოკვლევისა
გ) ქრომატოგრაფიისა
*დ) მაკ-კოის უჯრედებზე იზოლაციისა
ე) დნმ-ჰიბრიდიზაციის, პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციისა

1007. ვაგინალური გარდნერელას იდენტიფიკაციის მიზნით პრეპარატების


მიკროსკოპიული გამოკვლევა მოიცავს ყველა ჩამოთვლილს, გარდა
ა) ნატივური პრეპარატის გამოკვლევისა
ბ) 0,5% ბრილიანტის მწვანეს წყლიანი ხსნარით შეღებვისა
გ) გრამის წესით შეღებვისა
*დ) გიმზა-რომანოვსკის მეთოდით შეღებვისა

1008. გრამის წესით შეღებილი ნაცხების მიკროსკოპიის დროს გარდნერელას


ეთიოლოგიური დიაგნოზი ისმება ყველა ჩამოთვლილი ნიშნის საფუძველზე,
გარდა
ა) "უჯრედი გასაღების" აღმოჩენისა
ბ) მხედველობის არეში ლეიკოციტების რიცხვის 1 - 2-მდე შემცირებისა
*გ) ატიპიის ნიშნების მქონე უჯრედების აღმოჩენისა
დ) დოდერლეინის ჩხირების რიცხვის შემცირების ან გაქრობისა
ე) მობილუნკუსის და ლეპტოტრიქსის გვარის ორგანიზმების არსებობისა

1009. რომელი გამოკვლევის საფუძველზე შეიძლება დადგინდეს ბაქტერიული


ვაგინოზის დიაგნოზი?
ა) მიკროსკოპიული გამოკვლევის
ბ) მიკრობიოლოგიური გამოკვლევის
გ) იმუნოფლუორესცენციის რეაქციის
დ) დნმ-ჰიბრიდიზაციის, ჯაჭვური პოლიმერაზული რეაქციის
*ე) ყველა ჩამოთვლილის

1010. 25 წლის ქალს კლინიკურ - ლაბორატორიული გამოკვლევებით


დაუდგინდა ბაქტერიული ვაგინოზი. სქესობრივ პარტნიორს ჩივილები არ
აქვს, ლაბორატორიული გამოკვლევებით გამომწვევი არ აღმოაჩნდა. ექიმის
სწორი ტაქტიკა პარტნიორის მიმართ არის
ა) კლინიკურ-ლაბორატორიული დაკვირვება 1,5 თვის მანძილზე
ბ) კლინიკური დაკვირვება 1,5 თვის მანძილზე
*გ) მკურნალობის აუცილებლად ჩატარება
დ) მკურნალობის ჩატარება პაციენტის სურვილის შესაბამისად
ე) მკურნალობას არ უტარებს

1011. რა არის "უჯრედი-გასაღები"?


ა) ცილინდრული ეპითელიუმის უჯრედი შიდაციტოპლაზმური ჩანართებით
ბ) ვაგინალური ეპითელიუმის უჯრედი, დაფარული მონომორფული, გრამ-
ვარიაბელური ბაცილარული ფლორით
*გ) ვაგინალური ეპითელიუმის უჯრედი, მთლიანად ან ნაწილობრივ
დაფარული გრამ-ვარიაბელური კოკობაცილარული მიკროორგანიზმებით
დ) ვაგინალური ეპითელიუმის უჯრედი მთლიანად ან ნაწილობრივ
დაფარული გრამ-დადებითი ბაცილარული ფლორით
ე) მიკროორგანიზმის სპორის ფორმა

1012. ბაქტერიული ვაგინოზის მონოინფექციისათვის დამახასიათებელია


ა) მწვავე ადგილობრივი ანთება, გრამის წესით შეღებილ ნაცხში მაღალი
ლეიკოციტოზი
ბ) მწვავე ადგილობრივი ანთება, გრამის წესით შეღებილ ნაცხში
ლეიკოციტების რიცხვი ნორმის ფარგლებში
გ) მინიმალური ანთებითი მოვლენები, გრამის წესით შეღებილ ნაცხში
მაღალი ლეიკოციტოზი
*დ) მინიმალური ანთებითი მოვლენები ან მათი არ არსებობა, გრამის
წესით შეღებილ ნაცხში ლეიკოციტების მცირე რაოდენობა

1013. 28 კვირის ორსულს კლინიკურ-ლაბორატორიული გამოკვლევების


საფუძველზე დაუდგინდა ბაქტერიული ვაგინოზი. შესაძლო გართულებებია
ყველა ჩამოთვლილი, გარდა
ა) ნაადრევი მშობიარობისა
ბ) ნაყოფის ჰიპოტროფიისა
გ) მშობიარობის შემდგომი ენდომეტრიტისა
*დ) მხედველობის ნერვის ანთებისა
ე) ნაყოფის ჰიპოქსიისა

1014. 28 კვირის ორსულს კლინიკურ-ლაბორატორიული გამოკვლევების


საფუძველზე დაუდგინდა ბაქტერიული ვაგინოზი. რომელ პრეპარატს ენიჭება
უპირატესობა?
ა) პენიცილინის ჯგუფის პრეპარატებს
ბ) ერითრომიცინს
*გ) მეტრონიდაზოლს
დ) ამინოგლიკოზიდებს
ე) ცეფალოსპორინებს

1015. ქლამიდიების იდენტიფიკაციის მიზნით ახალშობილთა


მიკრობიოლოგიური გამოკვლევა ტარდება
*ა) დაბადებისთანავე და განმეორებითი 5-6 დღის ასაკში
ბ) დაბადებიდან მე-5-6 დღეს
გ) დაბადებისთანავე
დ) დაბადებიდან 1 თვის შემდეგ
ე) თვეში ერთხელ დაბადებიდან 3 თვის მანძილზე

1016. ქლამიდიებით ინფიცირებულ ახალშობილებში ქლამიდიების მაღალი


გამოვლინება ახასიათებს მასალას, რომელიც აღებულია
ა) ცხვირის ლორწოვანი გარსიდან
*ბ) ხახის უკანა კედლის ლორწოვანი გარსიდან
გ) გარეთა სასმენი მილიდან
დ) საზარდულის ნაოჭიდან
ე) ჭიპლარიდან

1017. ბაქტერიული ვაგინოზით დაავადებულ ქალთა წამყვანი ჩივილებია


ყველა ჩამოთვლილი, გარდა
ა) სქელი ჰომოგენური გამონადენისა საშოდან
*ბ) მენსტრუალური ციკლის დარღვევისა
გ) მენსტრუაციის დროს გამონადენის სუნის გამძაფრების
დ) გარეთა სასქესო ორგანოების ქავილის და წვისა
ე) სქესობრივი აქტის დროს გამონადენის სუნის გამძაფრებისა

1018. ბაქტერიული ვაგინოზის ფორმაა


ა) ახალი მწვავე
ბ) ქრონიკული
გ) ახალი ქვემწვავე
დ) ახალი ტორპიდული
*ე) ყველა ჩამოთვლილი

1019. ბაქტერიული ვაგინოზის დროს სასქესო ორგანოების ლორწოვანი გარსის


ჰიპერემია და შეშუპება
ა) ამ დაავადების დამახასიათებელი ნიშანია
*ბ) თანმხლები ინფექციის შედეგია
გ) ანთებითი პროცესის სიმძლავრის ამსახველი ნიშანია
დ) დაავადების ხანგრძლივობის ნიშანია
ე) დაავადების გამომწვევი ინფექციური აგენტის ვირულენტობის ამსახველი
ნიშანია

1020. 22 წლის ქალმა მიმართა ვენეროლოგს ჩივილებით საშოდან ჭარბ,


მძაფრი სუნის მქონე გამონადენზე, რომელიც 2 თვის მანძილზე აწუხებს.
გასინჯვისას აღენიშნებოდა საშოს ლორწოვანი გარსის ჰიპერემია და შეშუპება,
10% „KOH“ სინჯი დადებითია. გრამის წესით შეღებილი ნაცხის
მიკროსკოპიით დადგინდა მცირე ოდენობით ლეიკოციტები, "უჯრედი -
გასაღები". რომელია სწორი დიაგნოზი
*ა) ბაქტერიული ვაგინოზი
ბ) უროგენიტალური კანდიდოზი
გ) უროგენიტალური ქლამიდიოზი
დ) უროგენიტალური მიკოპლაზმოზი
ე) უროგენიტალური ტრიქომონიაზი

1021. 22 წლის ქალმა მიმართა ვენეროლოგს ჩივილებით საშოდან ჭარბ,


მძაფრი სუნის მქონე გამონადენზე, რომელიც 2 თვის მანძილზე აწუხებს.
გასინჯვისას აღენიშნებოდა საშოს ლორწოვანი გარსის ჰიპერემია და შეშუპება,
10% „KOH“ სინჯი დადებითია. გრამის წესით შეღებილი ნაცხის
მიკროსკოპიით დადგინდა მცირე ოდენობით ლეიკოციტები, "უჯრედი -
გასაღები". რა უნდა დაენიშნოს ავადმყოფს?
ა) ანტიბიოტიკები პერორალურად და ადგილობრივად
*ბ) მეტრონიდაზოლის პრეპარატები პერორალურად და ადგილობრივად
გ) მეტრონიდაზოლის პრეპარატები პერორალურად და ადგილობრივად,
აგრეთვე ფართო სპექტრის ანტიბიოტიკები
დ) ფართო სპექტრის ანტიბიოტიკები, ანტიმიკოზური პრეპარატები
პერორალურად და ადგილობრივად

1022. 22 წლის ქალმა მიმართა ვენეროლოგს ჩივილებით: საშოდან ჭარბ,


მძაფრი სუნის მქონე გამონადენზე, რომელიც 2 თვის მანძილზე აწუხებს.
გასინჯვისას აღენიშნებოდა საშოს ლორწოვანი გარსის ჰიპერემია და შეშუპება,
10% KOH სინჯი დადებითია. გრამის წესით შეღებილი ნაცხის მიკროსკოპიით
დადგინდა მცირე ოდენობით ლეიკოციტები, "უჯრედი - გასაღები".
პაციენტს მიზანშეწონილია დაენიშნოს ქვემოთ ჩამოთვლილი სამკურნალო
საშუალებები, გარდა
ა) მეტრონიდაზოლისა
*ბ) ფართო სპექტრის ანტიბიოტიკებისა
გ) ანტიმიკოზური პრეპარატებისა

1023. ბაქტერიული ვაგინოზისათვის, რომელიც მიმდინარეობს გართულებების


გარეშე, დამახასიათებელია
*ა) მცირე ოდენობის ვაგინალური გამონადენი მძაფრი სუნით, რომელიც
ძლიერდება მენსტრუაციის და სქესობრივი აქტის დროს
ბ) უხვი ვაგინალური გამონადენი, ქავილი და წვა გენიტალიუმის არეში
გ) დიზურია, წვა, ქავილი გენიტალიუმის არეში
დ) მცირე მუცლის არეში ყრუ ტკივილი, უხვი ვაგინალური, მძაფრი
სუნის მქონე გამონადენი
ე) ყველა ზემოთ ჩამოთვლილი

1024. 23 წლის ქალმა მიმართა ექიმს ჩივილებით: წვა, ქავილი


გენიტალიუმის არეში, უხვი, თეთრი ფერის, მძაფრი სუნის მქონე
ვაგინალური გამონადენი. კლინიკურად: მწვავე კოლპიტი, უხვი ხაჭოსებრი
გამონადენი უკანა თაღში. 10% „KOH“ სინჯი დადებითია. ნაცხში - მაღალი
ლეიკოციტოზი, "უჯრედი-გასაღები"; საფუარა უჯრედები,
ფსევდომიცელიუმი. თქვენი დიაგნოზია
ა) ბაქტერიული ვაგინოზი
*ბ) მწვავე უროგენიტალური კანდიდოზი და ბაქტერიული ვაგინოზი
გ) მწვავე უროგენიტალური კანდიდოზი
დ) დიაგნოზი არ არის ნათელი. საჭიროა ჩატარდეს კომბინირებული
პროვოკაცია და ბაქტერიოლოგიური გამოკვლევა
ე) დიაგნოზი გაურკვეველია, საჭიროა ჩატარდეს კულტურალური
გამოკვლევა ურეაპლაზმოზზე.

1025. 23 წლის ქალმა მიმართა ექიმს ჩივილებით: წვა, ქავილი


გენიტალიუმის არეში, უხვი, თეთრი ფერის, მძაფრი სუნის მქონე
ვაგინალური გამონადენი. კლინიკურად: მწვავე კოლპიტი, უხვი ხაჭოსებრი
გამონადენი უკანა თაღში. 10% „KOH“ სინჯი დადებითია. ნაცხში აღინიშნება
მაღალი ლეიკოციტოზი, "უჯრედი -გასაღები", საფუარა უჯრედები,
ფსევდომიცელიუმი. პაციენტს უნდა დაენიშნოს
ა) ანტიბიოტიკები, მეტრონიდაზოლის ჯგუფის პრეპარატები
ბ) ანტიბიოტიკები, ანტიმიკოზური პრეპარატები, მეტრონიდაზოლის
ჯგუფის პრეპარატები
*გ) ანტიმიკოზური პრეპარატები, მეტრონიდაზოლის ჯგუფის პრეპარატები,
ადგილობრივი მკურნალობა
დ) ანტიბიოტიკები, ადგილობრივი მკურნალობა
ე) მეტრონიდაზოლის ჯგუფის პრეპარატები, ადგილობრივი მკურნალობა

1026. პაციენტს დაუდგინდა გონორეული ეთიოლოგიის ახალი ქვემწვავე


ენდოცერვიციტი. ექიმის ტაქტიკა ითვალისწინებს
ა) გონოკოკის კულტურის ანტიბიოტიკებისადმი მგრძნობელობის
განსაზღვრას
*ბ) ანტიბიოტიკოთერაპიას ახალი გონორეის მკურნალობის სქემით
გ) ანტიბიოტიკოთერაპიას და ადგილობრივ თერაპიას ვერცხლის
პრეპარატებით
დ) მკურნალობას ქრონიკული გონორეის სქემით

1027. ახალშობილს, დაბადებიდან მე-3 დღეს მარჯვენა თვალის შიდა


კუთხეში დაეწყო ჩირქოვანი გამონადენი. დაენიშნა თვალების დამუშავება
პენიცილინის ხსნარით. აუცილებელია
ა) გამონადენის ბაქტერიოსკოპიული გამოკვლევა (გრამის წესით შეღებილი
ნაცხი) და ბაქტერიოლოგიური გამოკვლევა
ბ) დედისა და ახალშობილის იზოლაცია
გ) ექიმი-ვენეროლოგის და ოფთალმოლოგის კონსულტაციები
*დ) ყველა ზემოხსენებული ქმედება აუცილებელია

1028. ტრიქომონიაზის დროს მამაკაცებში პროვოკაციის მიზნით გამოიყენება


ყველა ჩამოთვლილი საშუალება, გარდა
*ა) გონოვაქცინისა
ბ) ალიმენტური პროვოკაციისა
გ) ურეთრის ბუჟირებისა
დ) ინსტილაციისა
ე) ურეთრის მასაჟისა

1029. ქრონიკული გონორეით დაავადებულმა პირმა მკურნალობის


დამთავრებიდან 2 თვის შემდეგ საჩივრით მიმართა ჯანმრთელობის დაცვის
სამინისტროს, სადაც აღნიშნავდა, რომ დიაგნოზს არ ეთანხმება. გამოიყო
კომისია, რომელმაც მიმართა დიაგნოზის დამდგენელ სამკურნალო
დაწესებულებას, მაგრამ დიაგნოზის დამადასტურებელი ნაცხები
ლაბორატორიაში არ აღმოჩნდა. დარღვეულია თუ არა ნაცხის შენახვის
ვადები?
*ა) დარღვეულია
ბ) არ არის დარღვეული
გ) ნაცხი შენახვას არ ექვემდებარება

1030. მამაკაცებში ქლამიდიოზზე გამოსაკვლევი მასალაა


ა) ურეთრის გამონადენი
ბ) რექტუმის გამონარეცხი წყლები
გ) კუპერის ჯირკვლების წვენი
*დ) ურეთრის ლორწოვანი გარსის ანაფხეკი

1031. ექსტრაგენიტალურ გონორეას მიეკუთვნება ყველა ჩამოთვლილი, გარდა


*ა) ლიტრეიტისა
ბ) ართრიტისა
გ) პროქტიტისა
დ) ფარინგიტისა
ე) კონიუნქტივიტისა
1032. 5 წლის ბავშვი, რომელიც საბავშვო ბაღის აღსაზრდელია, ავადაა
ქრონიკული ვულვოვაგინიტით. ეთიოლოგიური დიაგნოზის დასადგენად მას
უნდა ჩაუტარდეს ყველა ჩამოთვლილი გამოკვლევა, გარდა
ა) ურეთრისა და სწორი ნაწლავის გამონადენის ბაქტერიოსკოპიული და
ბაქტერიოლოგიური გამოკვლევისა
ბ) ვაგინოსკოპიისა
*გ) მშობლების, საბავშვო ბაღის აღმზრდელების და თანაჯგუფელ ბავშვთა
გამოკვლევისა
დ) განავლის გამოკვლევისა ჭიის კვერცხებზე და ენტერობიოზზე

1033. პროსტატიტის ფორმებია ყველა ჩამოთვლილი, გარდა


ა) კატარალურის
ბ) ფოლიკულურის
*გ) წვეტიანი
დ) პარენქიმატოზულის

1034. ქრონიკული პროსტატიტის მკურნალობა მოიცავს ყველა ქვემოთ


ჩამოთვლილ მეთოდს, გარდა
ა) მასაჟისა
ბ) დიათერმიისა
*გ) ზემაღალი სიხშირის დენის გამოყენებისა
დ) ინსტილაციისა ურეთრაში
ე) მიკროოყნისა

1035. მწვავე აღმავალი გონორეის მკურნალობა იწყება


*ა) ანტიბიოტიკებით
ბ) ბიოგენური სტიმულატორებით
გ) ადგილობრივი მკურნალობით

1036. ორსულობის რომელ პერიოდში შეიძლება გონორეით დაავადებულ


ორსულს ჩაუტარდეს ურეთრის, სწორი ნაწლავის და ვესტიბულარული
ჯირკვლების ადგილობრივი მკურნალობა?
ა) მხოლოდ I ტრიმესტრში
ბ) მხოლოდ II ტრიმესტრში
გ) მხოლოდ III ტრიმესტრში
*დ) ორსულობის პერიოდის განურჩევლად
ე) საერთოდ არ ტარდება

1037. გონორეის დასადგენად ქალებში ვიკვლევთ


ა) ურეთრას
ბ) საშოს
გ) რექტუმს
დ) საშვილოსნოს ყელს
*ე) ყველა ჩამოთვლილს

1038. ინფექციის გამოვლინების მიზნით გამოიყენება ყველა ჩამოთვლილი


პროვოკაციის მეთოდი, გარდა
ა) ქიმიურის
ბ) მექანიკურის
გ) ალიმენტურის
დ) თერმულის
ე) ფიზიოლოგიურის
*ვ) რადიოლოგიურის

1039. რა არის ტომსონის სინჯი?


ა) შარდვის სიხშირის განსაზღვრა
ბ) შარდვის შეკავების უნარის განსაზღვრა
*გ) შარდის I-II ულუფაში ლორწოვან-ჩირქოვანი ძაფების არსებობის,
შარდის სიმღვრივის ან ოპალესცირების განსაზღვრა
დ) წვის შეგრძნება შარდვის დროს

1040. უროგენიტალური ქლამიდიოზის ძირითადი კლინიკური


გამოვლინებებია
*ა) უმნიშვნელო წვა და ქავილი შარდვის დროს, ორიფიციუმი მცირედ
ჰიპერემული. მწირი ლორწოვანი გამონადენი საშოდან და ურეთრიდან
ბ) უმნიშვნელო წვა და ქავილი შარდვის დროს, ორიფიციუმი ძლიერ
ჰიპერემული. უხვი ლორწოვან-ჩირქოვანი გამონადენი საშოდან და
ურეთრიდან
გ) უმნიშვნელო წვა და ქავილი შარდვის დროს, ორიფიციუმი
ჰიპერემული. უხვი ლორწოვან-ჩირქოვანი გამონადენი საშოდან და
ურეთრიდან

1041. მამაკაცებში ურეთრის ბუჟირება მიზანშეწონილია:


ა) ქრონიკული გონორეის დროს
ბ) ქრონიკული პროსტატიტების დროს
*გ) ურეთრის შევიწროების დროს
დ) ქლამიდიური ურეთრიტის დროს

1042. ქლამიდიურმა ინფექციამ შეიძლება გამოიწვიოს ყველა ჩამოთვლილი,


გარდა
ა) ოფტალმოქლამიდიოზისა
ბ) პნევმონიისა
გ) ენდომეტრიტისა
დ) პერიტონიტისა
*ე) დერმატიტისა

1043. ექსტრაგენიტალურ ქლამიდიოზს მიეკუთვნება ყველა ჩამოთვლილი,


გარდა
ა) ქლამიდიური პროქტიტისა
ბ) ქლამიდიური ფარინგიტისა
*გ) ქლამიდიური სალპინგიტისა
დ) ქლამიდიური კონიუნქტივიტისა
1044. ქრონიკული ტრიქომონიაზის მკურნალობის შემდეგ პირველი
საკონტროლო გამოკვლევა უნდა ჩატარდეს
ა) მკურნალობის დამთავრებისთანავე
*ბ) მკურნალობის დამთავრებიდან 7-10 დღის შემდეგ
გ) მენსტრუალური ციკლის დამთავრებისთანავე
დ) მკურნალობის დამთავრებიდან 1 თვის შემდეგ

1045. ქრონიკული პროსტატიტის ნიშნებია ყველა ქვემოთ ჩამოთვლილი,


გარდა
ა) წელის ტკივილისა
ბ) სქესობრივი უნარის დაქვეითებისა
*გ) სმენის დაქვეითებისა
დ) უშვილობისა

1046. მწვავე გონორეის კლინიკური ნიშანია ყველა ჩამოთვლილი, გარდა


ა) ურეთრიდან უხვი ჩირქოვანი გამონადენისა
ბ) შარდვის დროს წვის შეგრძნებისა
გ) ხშირი შარდვისა
*დ) სქესობრივი უნარის დაქვეითებისა

1047. წინა მწვავე გონორეული ურეთრიტისათვის დამახასიათებელია ყველა


ჩამოთვლილი, გარდა
ა) შარდის I ულუფაში ჩირქოვანი ძაფების არსებობისა
*ბ) შარდის I-II ულუფაში ლორწოვან-ჩირქოვანი ძაფების არსებობისა
გ) შარდის შემღვრევისა I ულუფაში
დ) შარდის I ულუფის ოპალესცირებისა

1048. ფოლიკულური პროსტატიტისათვის დამახასიათებელია ყველა


ჩამოთვლილი, გარდა
ა) წინამდებარე ჯირკვლის ზედაპირის უსწორმასწორობისა
ბ) წინამდებარე ჯირკვლის შუა არამკაფიო ხაზისა
გ) წინამდებარე ჯირკვლის სითხეში ლეიკოციტების დიდი რაოდენობისა
*დ) წინამდებარე ჯირკვლის სადა ზედაპირისა

1049. ტრიქომონიაზის დროს გამონადენი უმთავრესად არის


ა) ჩირქოვან-ლორწოვანი
ბ) ლორწოვანი
*გ) ლორწოვან-ქაფიანი
დ) უხვი ლორწოვანი

1050. ქრონიკული კატარალური პროსტატიტისთვის დამახასიათებელია ყველა


ჩამოთვლილი, გარდა
ა) წინამდებარე ჯირკვლის სადა ზედაპირისა
ბ) პროსტატის სითხეში ლეიკოციტების საშუალო რაოდენობისა
*გ) წინამდებარე ჯირკვლის უსწორმასწორო ზედაპირისა
დ) ურეთრიდან ჭინთვების დროს ლორწოვანი გამონადენისა
1051. წვეტიანი კონდილომები არის დაავადება
ა) ბაქტერიული
ბ) პარაზიტული
*გ) ვირუსული
დ) სოკოვანი

1052. მამაკაცებში ურეაპლაზმური ურეთრიტის დროს ავადმყოფს აღენიშნება


ა) ლორწოვან-ჩირქოვანი გამონადენი
ბ) ჩირქოვანი გამონადენი
გ) დიდი რაოდენობით ლორწოვანი გამონადენი
*დ) მცირე რაოდენობით ლორწოვანი გამონადენი

1053. პარენქიმატოზური პროსტატიტის სამკურნალოდ მიზანშეწონილია ყველა


ჩამოთვლილი, გარდა
ა) ქირურგიული ჩარევისა
ბ) ფიზიო-თერაპიული საშუალებებისა
გ) მედიკამენტოზური მკურნალობისა
*დ) პროსტატის მასაჟისა

1054. მწვავე გონორეის დიაგნოზის დასაზუსტებლად საჭიროა ყველა


ჩამოთვლილი გამოკვლევა, გარდა
ა) ნაცხის ბაქტერიოსკოპიისა
ბ) ბაქტერიოლოგიური კვლევისა
გ) ქლამიდიაზე ურეთრის ანაფხეკის გამოკვლევისა
*დ) პროსტატის სითხის ბაქტერიოსკოპიისა

1055. ბალანოპოსტიტის დროს ავადმყოფს რა გამოკვლევა არ უტარდება?


ა) სისხლის ანალიზი სერორეაქციებზე
*ბ) პროსტატის სითხის აღება
გ) ნაცხი გონორეაზე
დ) ნაცხი ტრიქომონაზე

1056. მწვავე გონორეამ ჩამოთვლილიდან რა შეიძლება გამოიწვიოს?


ა) მიოზიტი
ბ) ენცეფალიტი
გ) ვასკულიტი
*დ) მენინგიტი

1057. ქლამიდიური ურეთრიტი მამაკაცებში შეიძლება მიმდინარეობდეს


ა) მწვავედ
ბ) ქვემწვავედ
გ) ტორპიდულად
*დ) ყველა ჩამოთვლილი ფორმით

1058. ქლამიდიურმა ინფექციამ შეიძლება დააზიანოს


ა) ურეთრა
ბ) წინამდებარე ჯირკვალი
გ) საშვილოსნოს ყელი
დ) სწორი ნაწლავი
*ე) ყველა ჩამოთვლილი

1059. მამაკაცებში მწვავე გონორეის დროს უკანა ურეთრის დაზიანებისას


ა) შარდის პირველი ულუფა მღვრიეა
ბ) შარდის მეორე ულუფა მღვრიეა
გ) შარდის პირველი ულუფა მღვრიეა, ხოლო მეორე - გამჭვირვალე
დ) შარდის მეორე ულუფა მღვრიეა, ხოლო პირველი - გამჭვირვალე
*ე) შარდის ორივე ულუფა მღვრიეა

1060. მწვავე გონორეამ შეიძლება გამოიწვიოს შემდეგი გართულება


ა) პარაურეთრიტი
ბ) ლიტრეიტი
გ) პერიურეთრიტი
დ) კუპერიტი
ე) პროსტატიტი და ეპიდიდიმიტი
*ვ) ყველა სწორია

1061. მწვავე გონორეის შემთხვევაში სად ვითარდება პერიურეთრალური


ინფილტრატი
ა) ვეზიკულებში
*ბ) შარდსაწვეთის ირგვლივ მყოფ ქსოვილში
გ) შარდსაწვეთში
დ) შარდის ბუშტში
ე) სათესლე ჯირკვლებში და მის დანამატებში

1062. მწვავე გონორეის დროს მკურნალობა ტარდება ყველა ჩამოთვლილი


პრეპარატით, გარდა
ა) დოქსიციკლინის
ბ) პენიცილინის
*გ) სტრეპტომიცინის
დ) ტრობიცინის
ე) ციპროფლოქსაცინის

1063. ქრონიკული პროსტატიტის მკურნალობა ტარდება


*ა) ანტიბიოტიკებით
ბ) სულფანილამიდური პრეპარატებით
გ) სწორი ნაწლავის გამორეცხვებით და მიკროოყნებით
დ) პროსტატის მასაჟით

1064. ოროფარინგული გონორეის შემთხვევაში მკურნალობის რომელ სქემას


მიმართავენ
ა) მწვავე გონორეის მკურნალობის
ბ) ტორპიდული გონორეის მკურნალობის
*გ) ქრონიკული გონორეის მკურნალობის
დ) ქვემწვავე გონორეის მკურნალობის
1065. გონობლენორეის შემთხვევაში რომელი სპეციალისტის კონსულტაციის
შემდეგ ტარდება მკურნალობა?
ა) დერმატო-ვენეროლოგის
ბ) ბაქტერიოლოგის
გ) ეპიდემიოლოგის
*დ) ოფთალმოლოგის
ე) სიფილიდოლოგის

1066. გონობლენორეის კლინიკური მიმდინარეობისათვის დამახასიათებელია


ყველა ჩამოთვლილი, გარდა
ა) ინფილტრაციისა
ბ) ჩირქდენისა
*გ) კატარაქტისა ან მხედველობის ნერვის ატროფიისა
დ) პაპილარული ჰიპერტროფიისა

1067. გონორეული სეფსისისათვის დამახასიათებელია


ა) ციება
ბ) პოლიართრიტი
გ) გამონაყარი კანზე
დ) გონოკოკური სეპტიცემია
*ე) ყველა ჩამოთვლილი

1068. მეოთხე ვენერულ დაავადებას უწოდებენ


ა) ვენერულ ლიმფოპათიას
ბ) საზარდულის ლიმფოგრანულომას
გ) საზარდულის ლიმფოგრანულომატოზს
დ) ნიკოლა-ფავრის დაავადებას
*ე) ყველა ჩამოთვლილს

1069. ლიმფოგრანულომატოზს იწვევს


ა) ტრიქომონა
ბ) გონოკოკი
*გ) ქლამიდია
დ) გარდნერელა

1070. უროგენიტალური ქლამიდიოზის გამომწვევი მიეკუთვნება


ა) გრამ-დადებით კოკებს
*ბ) გრამ-უარყოფით ბაქტერიებს
გ) გრამ-უარყოფით დიპლოკოკებს
დ) გრამ-ვარიაბელურ კოკობაცილებს

1071. ქლამიდიების განვითარების ციკლი გრძელდება


ა) 12 სთ-ს
ბ) 12-24 სთ-ს
*გ) 24-48 სთ-ს
დ) 48-72 სთ-ს
1072. გოგონებში ქლამიდიური მანიფესტირებური ინფექცია ხშირად არ არის
ლოკალიზებული
ა) ვულვაში
ბ) საშოს შესავალში
გ) საშოში
*დ) ურეთრაში

1073. ურო-ოკულო-სინოვიალური სინდრომია


ა) ნიკოლა-ფავრის დაავადება
ბ) გონორეა
გ) ქლამიდიოზი
*დ) რეიტერის დაავადება

1074. არასპეციფიკური ვაგინიტის ფორმებია ყველა ჩამოთვლილი, გარდა


ა) მარტივი ვაგინიტისა
ბ) გრანულარული ვაგინიტისა
*გ) ბაქტერიალური ვაგინოზისა
დ) სეროზულ-ჩირქოვანი ვაგინიტისა
ე) დიფუზური ვაგინიტისა

1075. ახალგაზრდა ქალმა მიმართა ვენეროლოგს ჩივილებით: წვა, ქავილი


გენიტალიუმის არეში, თეთრი ფერის მძაფრი სუნის მქონე ვაგინალური
გამონადენი. კლინიკურად: მწვავე კოლპიტი, უხვი სქელი გამონადენი,
ერთეული ეროზია. ნაცხში არის მაღალი ლეიკოციტოზი, "უჯრედი გასაღები"
არ არის, ბევრი ჩამოფცქვნილი ეპითელური უჯრედი. სწორი დიაგნოზია
ა) ბაქტერიული ვაგინოზი
ბ) უროგენიტალური კანდიდოზი
*გ) დიაგნოზი გაურკვეველია, საჭიროა ჩატარდეს კომბინირებული
პროვოკაცია და ბაქტერიოლოგიური გამოკვლევა

1076. მიკოპლაზმების გამრავლების გზებია ყველა ჩამოთვლილი, გარდა


ა) ბინარული დაყოფისა
ბ) დაკვირტვისა
*გ) სპორებით გამრავლებისა

1077. ვირუსები ოილად აზიანებენ


*ა) ცილინდრულ და მრავალშრიან ბრტყელ ეპითელიუმს
ბ) ცილინდრულ და კუბურ ეპითელიუმს
გ) გარდამავალ და მრავალშრიან ეპითელიუმს
დ) მრავალშრიან ბრტყელ და კუბურ ეპითელიუმს

1078. უროგენიტალური ჰერპესი დაკავშირებულია


ა) სტრეპტოკოკურ ინფექციასთან
ბ) პირველი ტიპის ჰერპესის ვირუსთან
*გ) მეორე ტიპის ჰერპესის ვირუსთან
დ) „A“ და „B“ ჰეპატიტის ვირუსთან
1079. ელსბერგის სინდრომი არის
ა) ჰერპესული გამონაყარი გენიტალიუმზე
ბ) გახშირებული მტკივნეული შარდვა
გ) შარდის შეუკავებლობა
*დ) შარდის მწვავე შეკავება

1080. პაპილომავირუსულ ინფექციას მიეკუთვნება ყველა ჩამოთვლილი,


გარდა
ა) წვეტიანი კონდილომები
*ბ) ფართო კონდილომები
გ) ინვერტირებადი კონდილომები
დ) ინტრაეპითელური კონდილომები

1081. ციტომეგალოვირუსი მიეკუთვნება


*ა) ჰერპესის ვირუსს
ბ) „C" ჰეპატიტის ვირუსს
გ) „A“ და „B“ ჰეპატიტის ვირუსს
დ) პაპილომა-ვირუსს
ე) არცერთს

1082. ციტომეგალოვირუსული ინფექციის მიმდინარეობა ძირითადად


ა) მწვავეა
ბ) ქვემწვავეა
გ) ტორპიდულია
*დ) ლატენტურია
ე) ქრონიკულია

1083. ურეაპლაზმა არის


ა) გრამ-უარყოფითი დიპლოკოკი
ბ) გრამ-ვარიაბელური კოკობაცილა
*გ) გრამ-უარყოფითი კოლიბაცილა
დ) გრამ-დადებითი კოლიბაცილა

1084. ქრონიკული კანდიდოზური ვულვო-ვაგინიტისათვის დამახასიათებელია


ა) მწვავე ადგილობრივი ანთება მენსტრუაციის დამთავრებისთანავე
*ბ) მწვავე ადგილობრივი ანთება მენსტრუაციამდე 5-7 დღით ადრე
გ) მწვავე ადგილობრივი ანთება მენსტრუაციამდე და მენსტრუაციის
დამთავრებისთანავე

1085. რამდენ ხანს გრძელდება ქლამიდიების ინკუბაციური პერიოდი?


ა) 1-2 კვირა
*ბ) 2-3 კვირა
გ) 3-4 კვირა

1086. ქალებში ტრიქომონა უფრო ხშირად აზიანებს


ა) ურეთრას
ბ) პარაურეთრალურ მილაკებს
*გ) საშოს
დ) საშვილოსნოს ყელს

1087. ტრიქომონიაზის ლაბორატორიული დიაგნოსტიკის მიზნით გამოიყენება


ყველა ჩამოთვლილი მეთოდი, გარდა
ა) ბაქტერიოსკოპიულის
ბ) ბაქტერიოლოგიურის
*გ) სეროლოგიურის

1088. ტრიქომონიაზით დაავადებულ ორსულთა მკურნალობა ტარდება


ა) ორსულობის ყველა პერიოდში
ბ) ორსულობის I-II ტრიმესტრში
გ) ორსულობის II-III ტრიმესტრში
*დ) ორსულობის მე-III ტრიმესტრში

1089. გონორეის ინკუბაციური პერიოდია ძირითადად


*ა) 2-3 დღემდე
ბ) 10-15 დღემდე
გ) 2-3 კვირამდე
დ) 3-4 კვირამდე

1090. გონოკოკმატარებლობის დიაგნოზი ისმება


*ა) გონოკოკის გამოვლენის და ანთებითი მოვლენების არ არსებობისას
ბ) გონოკოკის გამოვლენის და ანთებითი მოვლენების არსებობისას
გ) ანთებითი მოვლენების არსებობისას გონოკოკის გამოვლენის გარეშე

1091. ქალის უროგენიტალური სისტემის ზედა ნაწილის გონორეას


მიეკუთვნება ყველა, გარდა
ა) ენდომეტრიტის
ბ) სალპინგიტის
*გ) ბართოლინიტის
დ) პელვეოპერიტონიტის

1092. ბართოლინიტის ფორმებს მიეკუთვნება


ა) ზედაპირული კანალიკულიტი
ბ) კანალიკულიტი
გ) ჯირკვლის ცრუ აბსცესი
დ) ჯირკვლის ჭეშმარიტი აბსცესი
ე) გამომტანი სადინარის კისტა
*ვ) ყველა ჩამოთვლილი

1093. პელვეოპერიტონიტის კლინიკური სურათისათვის დამახასიათებელია


ყველა, გარდა
ა) მუცლის ფარის დაჭიმულობისა
ბ) ტკივილის, ყაბზობის, მეტეორიზმისა
*გ) სეპტიკური მოვლენების არ არსებობისა
დ) შჩოტკინ-ბლუმბერგის დადებითი სიმპტომისა

1094. შერეული ტრიქომონადულ-ქლამიდიურ-ურეაპლაზმური ინფექციის


მკურნალობის სწორი ტაქტიკა და თანმიმდევრობა
*ა) ანტიპროტოზოული თერაპია, ანტიბიოტიკოთერაპია, ადგილობრივი
მკურნალობა
ბ) ანტიბიოტიკოთერაპია, ადგილობრივი მკურნალობა, ანტიპროტოზოული
თერაპია
გ) იმუნოთერაპია, ანტიბიოტიკოთერაპია, ანტიპროტოზოული თერაპია
დ) იმუნოთერაპია, ანტიპროტოზოული თერაპია

1095. 25 წლის ქალმა მიმართა ვენეროლოგს ჩივილებით: წვა, ქავილი


გენიტალიუმის არეში, ხაჭოსებრი გამონადენი საშოდან. გასინჯვისას: მწვავე
კოლპიტი, ლორწოვანი გარსის ჰიპერემია, უხვი ხაჭოსებრი გამონადენი,
მიკროსკოპიულად ნაცხში აღინიშნება მაღალი ლეიკოციტოზი, ტრიქომონა და
საფუარას უჯრედები. სწორი დიაგნოზია
ა) ბაქტერიული ვაგინოზი
ბ) მწვავე უროგენიტალური ტრიქომონიაზი
გ) მწვავე უროგენიტალური კანდიდოზი
დ) დიაგნოზის დასაზუსტებლად საჭიროა კულტურალური გამოკვლევა
გონორეაზე
*ე) მწვავე ტრიქომონადულ-კანდიდოზური კოლპიტი

1096. ქალებში გენიტალური ჰერპესისათვის დამახასიათებელი ლოკალიზაცია


არის
ა) დიდი და პატარა სასირცხო ბაგეები
ბ) ვულვა
გ) კლიტორი
დ) საშო
ე) საშვილოსნოს ყელი
*ვ) ყველა ჩამოთვლილი

1097. მორეციდივე გენიტალური ჰერპესის კლინიკური ფორმაა


ა) მანიფესტური
ბ) ატოპიური
გ) აბორტული
დ) სუბკლინიკური
*ე) ყველა ჩამოთვლილი

1098. ტრიქომონიაზის კლინიკური ფორმაა


ა) ახალი
ბ) ქრონიკული
გ) ასიმპტომური
*დ) ყველა ჩამოთვლილი

1099. დონოვანოზი არის


ა) ვენერული გრანულომა
ბ) ტროპიკული წყლულოვანი გრანულომა
გ) მეხუთე ვენერული დაავადება
*დ) ყველა ჩამოთვლილი

1100. გონორეის გამომწვევი ნეისერის დიპლოკოკის აღმოჩენის წელია


ა) 1981
*ბ) 1879
გ) 1925

1101. გონოკოკზე ნაცხის შეღებვა ხდება აღებული მასალის


*ა) გაშრობის შემდეგ
ბ) გაშრობამდე
გ) აღებისთანავე

1102. მწვავე გონორეის დროს ორიფიციუმი


*ა) ანთებადია
ბ) არ არის ანთებადი

1103. შეიძლება გონოკოკმა ენდოკარდიტი გამოიწვიოს?


*ა) შეიძლება
ბ) არ იწვევს

1104. გონორეის მკურნალობის შემდეგ იმუნიტეტი


ა) რჩება
*ბ) არ რჩება

1105. გონორეული ეპიდიდიმიტის განვითარების მიზეზია


ა) გონოკოკების დიდი რაოდენობა
*ბ) სათესლე სადინარების ანტიპერისტალტიკური მოძრაობა
გ) გონოკოკების მცირე რაოდენობა

1106. ტოპიკური დიაგნოზის თვალსაზრისით ურეთრიტი არ შეიძლება იყოს


ა) წინა
*ბ) საშუალო
გ) უკანა

1107. ქრონიკული გონორეის დიაგნოზი დგინდება


ა) კლინიკური მონაცემებით
ბ) ანამნეზური მონაცემებით
*გ) კლინიკურ-ლაბორატორიული და ანამნეზური მონაცემებით

1108. შეიძლება გონოკოკმა გამოიწვიოს ბალანოპოსტიტი?


*ა) დიახ
ბ) არა

1109. რომელი გამომწვევის მიერ ხდება გონოკოკის ფაგოციტოზი


ა) გარდნერელის
*ბ) ტრიქომონის
გ) ურეაპლაზმის
დ) ჰერპეს ვირუსის

1110. ეპიდიდიმიტი შეიძლება იყოს


ა) გონორეული
ბ) ტრავმული
გ) ტუბერკულოზური
*დ) ყველა ჩამოთვლილი

1111. რომელი სეროლოგიური რეაქცია გამოიყენება გონორეული აღმავალი


ინფექციის დროს
ა) „TPHA“
*ბ) „ბორდე-ჟანგუს“
გ) „RPR“

1112. გონორეის დროს გართულება


ა) ვითარდება ყველა შემთხვევაში
*ბ) შეიძლება განვითარდეს
გ) არ ვითარდება

1113. უროგენიტალური კანდიდოზის კლინიკური ფორმაა


ა) მწვავე
ბ) კანდიდამტარებლობა
გ) ქრონიკული მორეციდივე
*დ) ყველა ჩამოთვლილი

1114. ადამიანისათვის უფრო მეტად პათოგენურია


*ა) „კანდიდა ალბიკანსი“
ბ) „კანდიდა ტროპიკანისი“
გ) „კანდიდა ფსევდოტროპიკანსი“
დ) „კანდიდა კრუზეი“
ე) „კანდიდა პარაკრუზეი“

1115. საფუარას მსგავსი სოკოსათვის დამახასიათებელია


ა) ჭეშმარიტი მიცელიუმი
*ბ) ფსევდო-მიცელიუმი
გ) ორივე ჩამოთვლილი

1116. უროგენიტალური კანდიდოზისათვის ხელშემწყობი ფაქტორია


ა) ორგანიზმის ზოგიერთი ფიზიოლოგიური მდგომარეობა
ბ) ენდოკრინული დაავადებები
გ) ჰორმონალური კონტრაცეპტივები
დ) ანტიბიოტიკოთერაპია
ე) ოპერაციული ჩარევა
*ვ) ყველა ჩამოთვლილი
1117. უროგენიტალური კანდიდოზის სამკურნალო პრეპარატებია ყველა
ჩამოთვლილი, გარდა
ა) ფლუკონაზოლისა
ბ) კეტოკონაზოლისა
*გ) გენტამიცინისა
დ) ამფოგლუკამინისა

1118. კანდიდამტარებლობა გულისხმობს


ა) კლინიკური გამოვლინებების სრულ არ არსებობას
ბ) ბიოლოგიურ ნიადაგზე ფსევდომიცელიუმების მუდმივად აღმოჩენას
*გ) ორივე ჩამოთვლილს

1119. ქვემოთ ჩამოთვლილ რომელ დაავადებასთან უნდა გატარდეს


გენიტალური ჰერპესის დიფერენციალური დიაგნოსტიკა?
ა) პირველ და მეორე ხანის სიფილისთან
ბ) ლიპშუტ-ჩაპინის მწვავე წყლულთან
გ) კეირას ერითროდისპლაზიასთან
დ) ტრიქომონადულ წყლულსა და ეროზიასთან
ე) კანდიდოზთან
*ვ) ყველა ჩამოთვლილთან

1120. შიდსის გამომწვევია


ა) პირველი ტიპის რეტროვირუსი
ბ) მეორე ტიპის რეტროვირუსი
*გ) მესამე ტიპის რეტროვირუსი

1121. ქვემოთ ჩამოთვლილიდან რომელი ნივთიერების დაშლას იწვევს


ურეაპლაზმა?
ა) გლუკოზის
ბ) ლაქტოზის
გ) ფრუქტოზის
*დ) შარდოვანას

1122. მიკოპლაზმების ტიპიური თავისებურებაა


*ა) არ შეიცავს დიამინოპიმელინის მჟავას
ბ) არ შეიცავს ძმარმჟავას
გ) შეიცავს არგინინის მჟავას
დ) ყველა ზემოთ ჩამოთვლილი

1123. საზარდულის ლიმფოგრანულომატოზის გამომწვევი ქლამიდიების


სეროტიპებია
*ა) ქლამიდიის „L1-L3“ სეროტიპი
ბ) ქლამიდიის „D-K“ სეროტიპი
გ) ქლამიდიის „A“ სეროტიპი
დ) ქლამიდიის „B“ სეროტიპი
1124. 26 წლის პაციენტმა მიმართა ვენეროლოგს ჩივილებით: ურეთრიდან
უხვი ჩირქოვანი გამონადენი, წვა შარდვის დროს, რაც დაეწყო შემთხვევითი
კონტაქტიდან 6 დღის შემდეგ. ნაცხში აღმოჩენილია მნიშვნელოვანი
ლეიკოციტოზი, უჯრედშიდა დიპლოკოკები და შოლტისებური უმარტივესები.
თქვენი დიაგნოზი
ა) გონორეული ურეთრიტი
ბ) ბაქტერიული ურეთრიტი
გ) ტრიქომონადული ურეთრიტი
*დ) შერეული გონორეულ-ტრიქომონადული ურეთრიტი

1125. პაციენტს დაუდგინდა შერეული გონორეულ-ტრიქომონადული


ენდოცერვიციტი. მკურნალობის რომელი ვარიანტია მისაღები?
ა) დასაწყისში გონორეის მკურნალობა, შემდეგ ტრიქომონიაზის
*ბ) დასაწყისში ტრიქომონიაზის, შემდეგ გონორეის მკურნალობა
გ) მხოლოდ გონორეის
დ) მხოლოდ ტრიქომონიაზის

1126. რომელი უროგენიტალური ინფექცია გადაეცემა უპირატესად


სქესობრივი გზით?
ა) ქლამიდიოზი
ბ) მარტივი ჰერპეს-ვირუსული ინფექცია
გ) გონორეა
დ) ურეაპლაზმოზი
*ე) ყველა ზემოთ ჩამოთვლილი

1127. უროგენიტალური მიკოპლაზმოზის გამომწვევია ყველა ჩამოთვლილი,


გარდა
ა) „Micoplasma hominis“
ბ) „Micoplasma genitalium“
გ) „Ureaplasma urealyticum“
*დ) „Micoplasma pneumoniae“

1128. ტოქსოპლაზმოზი არის


*ა) პარაზიტული დაავადება
ბ) ვირუსული დაავადება
გ) ბაქტერიული დაავადება
დ) ინფექციური დაავადება

1129. რა სახის პარაზიტია ტოქსოპლაზმა


*ა) უჯრედშიდა ობლიგატური
ბ) ფაკულტატური ანაერობი
გ) ფაკულტატური აერობი
დ) ბაცილარული ფორმის მიკროორგანიზმი

1130. ტოქსოპლაზმოზის დიაგნოსტიკისათვის გამოიყენება შემდეგ


ლაბორატორიული მეთოდები, გარდა
ა) სისხლიდან, ზურგისტვინის სითხიდან და სხვა მასალიდან პარაზიტების
გამოყოფა
ბ) ექსპერიმენტული ცხოველების დასნებოვნება
გ) პარაზიტის გამოვლენა მიკროსკოპიით
დ) სეროლოგიური რეაქციები
*ე) ბორდე-ჟანგუს რეაქცია

1131. პროცესის ლოკალიზაციის მიხედვით გონორეის კლინიკური ფორმებია


ა) გენიტალური
ბ) ექსტრაგენიტალური
გ) დისემინირებული
*დ) ყველა ჩამოთვლილი

1132. ჩვილ ბავშვთა განგრენოზული წითელი ქარის ძირითადი მიზეზია


ა) ბავშვის ორგანიზმის დაბალი იმუნური პასუხი
*ბ) სტრეპტოკოკული დაზიანების მეორადი ინფიცირება
გ) სტრეპტოკოკების დიდი რაოდენობა
დ) ახალშობილთა ტოქსიური ერითემა

1133. კანის პიგმენტურ - დვრილოვანი დისტროფია (შავი აკანტოზი)


ბავშვებში დაკავშირებულია
ა) კუჭის ადენოკარცინომასთან
ბ) „T“ - უჯრედოვან ლიმფომასთან
გ) „B“ - უჯრედოვან ლიმფომასთან
დ) ენდოკრინულ დაავადებებთან
*ე) გენეტიკურ ფაქტორებთან

1134. ბავშვებში ხშირად გვხვდება პიოდერმიის ყველა ჩამოთვლილი ფორმა,


გარდა
ა) ვეზიკულურ-პუსტულოზურისა
ბ) მრავლობითი აბსცესების (ფსევდოფურუნკულოზის) სიცოცხლის მე - 3
- 7 თვეში
გ) ინტერტრიგინოზული იმპეტიგოსი ნაოჭებში, ყურის ნიჟარის უკან,
სიცოცხლის მე - 3 თვის შემდეგ, განსაკუთრებით ხშირად მე - 8- 10 თვეში
დ) სტრეპტოკოკული იმპეტიგოსი სიცოცხლის 6 თვის შემდეგ
*ე) ხშირი ფურუნკულებისა სიცოცხლის პირველ წელს

1135. მაცერაცია ხშირად გვხვდება ბავშვებში ყველა ჩამოთვლილი მიზეზის


გამო, გარდა
ა) ატოპიური დერმატიტისა
ბ) ახალშობილთა სებორეული დერმატიტისა
გ) ბავშვის ცუდი მოვლისა
*დ) ადიპონეკროზისა
ე) უხეში სახვევისა

1136. ატოპიური დერმატიტის პირველი გამოვლინება უფრო ხშირია


ა) დაბადებისთანავე
*ბ) 2 - 3 თვის ასაკში
გ) ერთი წლის შემდეგ
დ) სკოლამდელ ასაკში
ე) ყველა ასაკში ერთნაირი სიხშირით

1137. სტროფულუსით დაავადებულ ბავშვს საჭიროა ჩაუტარდეს ყველა


ჩამოთვლილი გამოკვლევა, გარდა
ა) განავლის ანალიზისა ჰელმინთებსა და ლამბლიებზე
ბ) ბიოქიმიური ჰეპატოგრამის
გ) კოპროგრამის
*დ) სისხლის გამოკვლევის „C „- რეაქტიულ ცილაზე
ე) განავლის ანალიზისა დისბაქტერიოზზე

1138. პიოდერმიის განვითარებას წლამდე ასაკის ბავშვებში ხელს უწყობს


ყველა ჩამოთვლილი, გარდა
ა) კანის ზედაპირის ტუტე არისა
ბ) კანის ადსორბციის მაღალი დონისა
*გ) ბავშვის აქტივობისა
დ) თერმორეგულაციის პროცესების არასრულფასოვნებისა
ე) რქოვანა შრის გაფხვიერებისა

1139. ახალშობილთა სკლერემას ახასიათებს ყველა ჩამოთვლილი


თავისებურება, გარდა
ა) მძიმე ზოგადი მდგომარეობის
ბ) ტემპერატურის დაწევის
გ) სუნთქვის შენელების
*დ) ტემპერატურის მომატების, აღგზნებადობის, ტაქიკარდიის
ე) იშვიათი პულსის

1140. ახალშობილთა კანქვეშა ადიპონეკროზისათვის დამახასიათებელია ყველა


ჩამოთვლილი ნიშანი, გარდა
ა) დაავადების დაწყებისა სიცოცხლის პირველ 7-10 დღეში
ბ) დაავადების დაწყებისა ტრავმასთან დაკავშირებით
გ) დაავადების ხელშეწყობისა ახალშობილის ჭარბი წონით
*დ) დაავადების განვითარებისა სტაფილოკოკური ინფექციის შედეგად

1141. სეტონის ნევუსი არის


*ა) პერინევოიდური ლეიკოდერმა (პერინევოიდური ვიტილიგო)
ბ) ანემიური ნევუსი
გ) მეორადი ანთების შემდგომი აქრომია
დ) ცისფერი ნევუსი
ე) ბრტყელი ნევუსი

1142. ტუბეროზული სკლეროზის (პრინგლ - ბურნევილის დაავადება)


ყველაზე ნაადრევ გამოვლენებას ბავშვებში სიცოცხლის პირველ წლებში
წარმოადგენს
ა) ფსევდოადენომები
*ბ) ფოთლისებური თეთრი ლაქები
გ) შემაერთებელ ქსოვილოვანი ნევუსი
დ) კოენის ფრჩხილქვეშა ფიბრომა
ე) ლიპომა

1143. ახალშობილთა ეპიდემიური პემფიგუსი არის


ა) კანის ქრონიკული არაინფექციური დაავადება
ბ) პემფიგუსის ნაირსახეობა
*გ) სტაფილოკოკური პიოდერმია
დ) ვირუსული დაავადება

1144. რიტერის ექსფოლიაციური დერმატიტი არის


ა) ახალშობილთა თანდაყოლილი პათოლოგია
ბ) მოზრდილთა ქრონიკული არაინფექციური დერმატოზი
გ) ტუბერკულოზური ეტიოლოგიის დაავადება
*დ) ახალშობილთა პიოდერმიის ნაირსახეობა

1145. კაპოშის ეგზემით ავადდებიან


ა) დიაბეტით დაავადებული ავადმყოფები
*ბ) ეგზემით დაავადებული ბავშვები
გ) სიფილისით დაავადებული მამაკაცები
დ) იმუნოდეფიციტის ვირუსის მატარებლები
ე) ყველა ჩამოთვლილი სწორია

1146. ფინგერის ფსევდოფურუნკულოზი არის


ა) სიფილისის თანმხლები დაავადება ბავშვებში
*ბ) სტაფილოდერმიის ნაირსახეობა
გ) ქლამიდიოზის ნაირსახეობა ბავშვებში
დ) ქრონიკული ვირუსული პათოლოგია

1147. ფინგერის ფსევდოფურუნკულოზისათვის დამახასიათებელია ყველა


ქვემოთ ჩამოთვლილი ნიშანი, გარდა
ა) დაავადება გვხვდება ახალშობილებსა და ძუძუმწოვარა ბავშვებში
ბ) დამახასიათებელია მრავალრიცხოვანი კონუსის ფორმის კვანძები
გ) დაავადება ვითარდება ეკრინული საოფლე ჯირკვლებში ინფექციის
შეჭრის შედეგად
*დ) დაავადების მიზეზია წითელი ტრიქოფიტონი

1148. სტაფილოკოკური დამწვრობის კანის სინდრომი არის


ა) თანდაყოლილი პათოლოგია
ბ) პენფიგუსის ნაირსახეობა
გ) ბულოზური ეპიდერმოლიზის ფორმა
*დ) სტაფილოდერმიის ფორმა

1149. მონილექტრიქსი არის


*ა) თმის აპლაზია
ბ) პიოდერმიის ფორმა
გ) ვირუსული დაავადება
დ) ფსორიაზული ონიქოდისტროფია

1150. ატოპიური დერმატიტით დაავადებულ ბავშვებში ენდოგენური


ინფექციის წყარო შეიძლება იყოს აუტოფლორა
ა) კანის
ბ) კუჭ - ნაწლავის ტრაქტის
გ) შარდგამომყოფი და სასქესო ორგანოების
დ) სუნთქვის ორგანოების
*ე) ყველა ჩამოთვლილი

1151. ჰენდი-შიულერ-ქრისჩენის დაავადება არის


*ა) რეტიკულოჰისტიოციტოზის ერთერთი ფორმა
ბ) ალერგოდერმატოზური
გ) კანის ტუბერკულოზის ერთ-ერთი ფორმა
დ) კანის ლეიშმანიოზის ერთ-ერთი ფორმა

1152. წლამდე ბავშვების პიოდერმიას ახასიათებს ყველა ჩამოთვლილი,


გარდა
ა) სიცოცხლის პირველ თვეებში სტაფილოდერმიის სიჭარბისა
ბ) ახალშობილებში სეფსისის შესაძლო განვითარების გამო კანის ჩირქოვანი
დაზიანების განსაკუთრებით საფრთხისა
გ) მოზრდილთან შედარებით უფრო გადამდები ფორმების განვითარებისა
*დ) ფურუნკულების გაჩენისა, ცხიმოვან - თმიანი სტრუქტურების
დაჩირქებისაკენ მიდრეკილებისა

1153. სახვევისაგან გამოწვეული დერმატიტის წარმოშობას ხელს უწყობს


ყველა ჩამოთვლილი, გარდა
ა) აციდოზის ან რაქიტის დროს შარდში ამიაკის შემცველობის გაზრდისა
ბ) განავლის ტუტე რეაქციის დროს მასში ამიაკის რაოდენობის სიჭარბისა
(ამიაკის მწარმოებელი ბაქტერიები ვითარდება მსხვილი ნაწლავის ტუტე არეში
ჩვილის ძროხის რძით კვების დროს)
გ) განავალში სიმჟავის მომატებისა
დ) სახვევების სინთეტიკური სარეცხი საშუალებებით გარეცხისა, რომლებიც
შეიცავენ ქლორს, ძლიერ ტუტეებს
*ე) ხშირი დაბანვისა

1154. ბავშვებში პიოდერმიას ყველაზე ხშირად იწვევენ


*ა) ჩირქმბადი კოკები (სტაფილოკოკი, სტრეპტოკოკი)
ბ) პნევმოკოკი
გ) ვულგარული პროტეუსი
დ) ნაწლავის ჩხირი

1155. ბავშვებში მრავალრიცხოვანი აბსცესები (ფსევდოფურუნკულები)


ხასიათდება ყველა ჩამოთვლილით, გარდა
ა) უპირატესად 3 - 7 თვის ასაკში განვითარებისა
ბ) ეკრინული საოფლე ჯირკვლების სტაფილოკოკურ ინფექციასთან
დაკავშირებისა
*გ) ცხიმოვან - თმიანი სტრუქტურების სტრეპტოკოკულ ინფექციასთან
დაკავშირებისა
დ) დანაწიბურებისა
ე) უპირატესად კეფაზე, ზურგზე, დუნდულებზე, ბარძაყის უკანა
ზედაპირზე ლოკალიზაციისა

1156. ჩვილ ბავშვთა პაპულოზურ - ეროზიული სტრეპტოდერმია


პაპულოზური სიფილიდებისაგან განსხვავდება ყველა ჩამოთვლილით, გარდა
ა) პაპულის ზედაპირზე - ფლიქტენის არსებობისა
ბ) აშრევებული რქოვანა შრისაგან შემდგარი პერიფერიული გვირგვინისა
გ) ლორწოვან გარსზე გამონაყარის არარსებობისა
*დ) წითელი სპილენძის ფერისა

1157. ვებერ- კოკეინის სინდრომი არის


ა) თანდაყოლილი იქთიოზის ფორმა
ბ) ფსორიაზის გამწვავებული ფორმა
*გ) მარტივი ბულოზური ეპიდერმოლიზის ფორმა
დ) სტაფილოდერმიის ფორმა

1158. რა არის მასტოციტოზით დაავადებულ ბავშვებში გამონაყარი


ელემენტების ირიტაციის მიზეზი ზოგიერთი წამლის მიღებისას?
*ა) პოხიერ უჯრედებზე მოქმედება
ბ) მაღალი ტოქსიურობა
გ) კუმულაციის ეფექტი
დ) დისბაქტერიოზი

1159. ბლოხ- სულცბერგერის სინდრომი არის


*ა) პიგმენტის შეუკავებლობა
ბ) პარაზიტული დაავადება
გ) ატოპიური დერმატიტის კლინიკური ფორმა
დ) ბულოზური ეპიდერმოლიზის კლინიკური გამოვლინება

1160. ბავშვებში და მოზარდებში წითელ ბრტყელ ლიქენს აქვს ყველა ქვემოთ


აღნიშნული თავისებურება, გარდა
ა) ხშირი შეუძლოდ ყოფნისა დაავადების დასაწყისში, თუმცა ქავილი
ნაკლებად აწუხებს
ბ) ხშირი მწვავე დასაწყისის და ქვემწვავე მიმდინარეობისა
გ) მონომორფული კლინიკური სურათისა პოლიგონალური ლიქენოიდური
პაპულის სახით
დ) ეგზოგენურ ფაქტორებთან დაკავშირებული მანიფესტაციისა
*ე) ლიქენოიდურ რეაქციასთან ერთად შემაერთებელქსოვილოვანი
დაზიანების გამოვლენისა, როგორიცაა ატროფია, ფიბროზი, პოიკილოდერმია

1161. ატოპიური დერმატიტის, ლიმფოადენოპათიით და მეორადი ინფექციით


გართულების ხელშემწყობია ყველაზე ხშირად
*ა) კანის მიკრობიოცენოზის დარღვევა, პირობით პათოგენური
მიკროორგანიზმების მომატება კანის აუტოფლორაში
ბ) კანის სიმშრალე
გ) სხვა მულტიფაქტორული ბუნების მემკვიდრულ დაავადებასთან
თანხვედრა
დ) კვებით პროდუქტებზე იდიოსინკრაზია
ე) ვიტამინების ნაკლებობა

1162. ატოპიური დერმატიტით დაავადებულის გენეოლოგიის დადგენა


აუცილებელია იმისათვის, რომ
ა) გამოირიცხოს ატოპიური დერმატიტის სავარაუდო დიაგნოზი, თუ
ნათესავებში არ არის გამოვლინებული ანალოგიური დაავადება
*ბ) განისაზღვროს გენეტიკური პროგნოზი, შთამომავლობაში და სიბსებში
დაავადებისადმი გენეტიკური განწყობა
გ) განისაზღვროს ატოპიური დერმატიტის კლინიკური ფორმა
დ) დადგინდეს გამწვავების რისკის ხელშემწყობი გარემოს ფაქტორები

1163. ჰენდი-შიულერ-ქრისჩენის დაავადებისათვის დამახასიათებელია ყველა


ჩამოთვლილი ნიშანი, გარდა
ა) ეგზოფტალმისა
ბ) ძვლების მრავლობითი დესტრუქციული ცვლილებებისა
გ) უშაქრო დიაბეტისა
*დ) ალოპეციისა

1164. გაურთულებელი ფსორიაზით დაავადებული ბავშვისათვის


უკუნაჩვენებია ყველა ჩამოთვლილი საშუალება გარდა
ა) ციკლოსპორინისა
ბ) ფოტოქიმიოთერაპიისა
გ) რეტინოიდებისა
დ) სისტემური სტერიდებისა
*ე) კორტიკოსტეროიდული მალამოებისა

1165. ქვემოჩამოთვლილი რომელი დაავადების დროს აღინიშნება ხელისა და


ფეხისგულების კერატოდერმია, ანჰიდროზი, კბილების და ფრჩხილების
დისტროფია
*ა) ქრისტ-სიმენს-ტურენის სინდრომის
ბ) ფსორიაზის
გ) ეგზემის
დ) ბლოხ-სულცბერგერის სინდრომის

1166. კონტაგიოზური მოლუსკი არის


*ა) ვირუსული დაავადება
ბ) სოკოვანი დაავადება
გ) პარაზიტული დაავადება
დ) ქრონიკული პიოდერმია

1167. სტაფილოკოკური დამდუღრული კანის სინდრომს არ აქვს კავშირი


*ა) თერმულ დამწვრობასთან
ბ) სასუნთქი გზების სტაფილოკოკურ ინფექციასთან
გ) უმეტესად მე-2 ფაგური ჯგუფის ოქროსფერ სტაფილოკოკთან
დ) სტაფილოკოკურ ტოქსინებთან
ე) სტაფილოკოკების მიერ გამოყოფილ ეპიდერმოლიზინებთან

1168. ახალშობილთა რომელი დაავადებაა დაკავშირებული კანის


სტაფილოკოკურ ინფექციასთან?
ა) თანდაყოლილი პემფიგუსი
*ბ) ახალშობილთა ეპიდემიური პემფიგუსი
გ) სიფილისური პემფიგუსი
დ) ვაქცინოფორმული პუსტულოზი

1169. ჩვილ ბავშვებში მუნი ხასიათდება ყველა ჩამოთვლილი ნიშნით, გარდა


იმისა, რომ
ა) ღამის ქავილი შესაძლოა ბავშვს არ აწუხებდეს
ბ) მუნისათვის დამახასიათებელი ხვრელები უმეტესად ფეხის გულის არეში
მდებარეობს
გ) ხშირია პარონიქია და ონიქია
დ) გამონაყარი ექსუდაციური ხასიათისაა (ვეზიკულა, ბუდგი, შეშუპებული
პაპულები)
*ე) ყველა ჩამოთვლილი ახასიათებს

1170. ლეინერ-მუსუს დესქვამატიური ერითროდერმიის ძირითადი


გამოვლინებაა ყველა ჩამოთვლილი, გარდა
ა) ერითროდერმიისა
ბ) დიარეისა
გ) სხეულის მასის მომატების უნარის დაკარგვისა
დ) ინფექციური გართულებებისა, ტოქსიკო-სეპტიური მდგომარეობისა
*ე) ნიკოლსკის დადებითი სიმპტომისა

1171. გუჯერო-ბლუმის პურპუროზული ლიქენოიდური პიგმენტური


დერმატიტი ხასიათდება ყველა ჩამოთვლილი ნიშნით, გარდა
ა) პოლიმორფიზმისა
ბ) პროცესის უმეტესად ქვედა კიდურებზე დაიწყებისა და შემდეგ ტანზე,
ზედა კიდურებზე და სახეზე გავრცელდებისა
გ) ჰემოსიდერინით გამოწვეული პიგმენტაციისა, რომელიც რეგრესის
პერიოდსა და გამონაყარის საბოლოო გაწოვის შემდეგ ვითარდება
*დ) ზოგადი მდგომარეობის ძლიერი მძიმისა, მაღალი ტემპერატურით და
ძლიერი ტკივილებით

1172. ჰისტიოციტოზის რომელი ფორმა ვლინდება ბავშვის დაბადებიდან


პირველ თვეებში?
*ა) აბტ-ლეტერერ-სივეს დაავადება
ბ) ტარატინოვის დაავადება
გ) ჰენდ- შიულერ-ქრისჩენის დაავადება
დ) ყველა ჩამოთვლილი
1173. ლეინერის ერითროდერმია ხასიათდება ყველა ჩამოთვლილი ნიშნით,
გარდა
ა) დიდი ზომის ერითემატოზური კერებისა
ბ) კანის მაცერაციისა დიდ ნაოჭებში
გ) დაავადების განვითარებისა დისპეფსიის ფონზე
*დ) ხელის და ფეხის გულების ჰიპერკერატოზისა

1174. ბავშვებში კვანძოვანი ერითემის განვითარებას შესაძლოა ხელი შეუწყოს


ყველა ჩამოთვლილმა ფაქტორმა, გარდა
ა) ტუბერკულოზის მიკობაქტერიაზე ჰიპერერგიული რეაქციისა
ბ) ფოკალურ ინფექციასთან, პიოკოკურ ფლორასთან, პათოგენურ ნაწლავის
ჩხირთან დაკავშირებული ტოქსიკოალერგიული რეაქციებისა
გ) ვაქცინების, შრატების, ანტიბიოტიკების მიმართ ზემგრძნობელობისა
*დ) მიქსედემისა

1175. ჩვილებში და მცირეწლოვან ბავშვებში ფსორიაზი ხასიათდება ყველა


ჩამოთვლილი ნიშნით, გარდა
ა) ხშირი ლოკალიზაციისა სასქესო ორგანოებზე, კანის ნაოჭებში, სახეზე
ბ) ექსუდაციური ფორმების სიჭარბისა
გ) მსხვილი ბალთისებრი გამონაყარის სიჭარბისა
დ) ინტენსიური ქავილისა
*ე) გამოხატული ონიქოდისტროფიისა

1176. ბელცის სიმპტომი დაკავშირებულია


ა) ვირუსულ ჰეპატიტთან
*ბ) კაროტინოდერმიასთან
გ) მასტოციტოზთან
დ) ატოპიურ დერმატიტთან
ე) ფსორიაზთან

1177. ჰისტიოციტოზ „X“-ის რომელ ფორმას გააჩნია ყველაზე მძიმე


პროგნოზი.
*ა) აბტ-ლეტერერ-სივეს დაავადებას
ბ) ჰენდ-შიულერ-ქრისჩენის დაავადებას
გ) ტარატინოვის დაავადებას
დ) ყველა ჩამოთვლილს

1178. ქვემოთ ჩამოთვლილი რომელი დაავადება მიეკუთვნება პიოდერმიებს


ა) ახალშობილთა ტოქსიური ერითემა
ბ) ვაქცინია
გ) ქრონიკული გრანულომატოზური კანდიდოზი
*დ) რიტერის ექსფოლიაციური დერმატიტი

1179. აბტა-ლეტერერ-სივეს დაავადების დერმატოლოგიური გამოვლინებები


შეიცავს ყველა ჩამოთვლილ ნიშანს, გარდა
ა) პეტექიის, ფრჩხილებქვეშა პურპურისა
ბ) მოყვითალო-მოყავისფრო ლიქენოიდური პაპულებისა, დაფარული
ცხიმოვანი ქერქებით და ქერცლით
გ) ცენტრალური ნეკროზის მქონე პაპულებისა, რომლებიც ნაწიბურს
ტოვებს
დ) ინფილტრაციულ-სიმსივნური წარმონაქმნებისა
*ე) ბუშტებისა

1180. აბტ-ლეტერერ-სივეს დაავადების არაკეთილსაიმედო პროგნოზის ნიშანს


წარმოადგენს
ა) ლიქენოიდური გამონაყარი
ბ) სებორეის მსგავსი დაზიანებანი
*გ) ფრჩხილების დაზიანებები (ფრჩხილქვეშა პურპურა, ონიქოლიზისი,
ფრჩხილქვეშა ჰიპერკერატოზი, ონიქია, პარონიქია)
დ) ქავილი
ე) სისველე დაავადების კერებში

1181. კაპოშის ჰერპეტიფორმული ეგზემა დაკავშირებულია


ა) დაუყოვნებელი ტიპის ალერგიულ რეაქციასთან
*ბ) პირველი ტიპის ჰერპესის ვირუსთან
გ) გლუტენის აუტანლობასთან
დ) სტრეპტოკოკულ ინფექციასთან
ე) „ A“ და „B“ ჰეპატიტის ვირუსთან

1182. ენტეროპათიული აკროდერმატიტით დაავადებულ ჩვილს უნდა


დაენიშნოს
ა) ცინკის პრეპარატები
ბ) ოქსიქინოლინის ჰალოიდური პრეპარატები
გ) ფართო სპექტრის ანტიბიოტიკები და ანტიმიკოზური პრეპარატები
დ) ნაწლავის ფერმენტები
*ე) ყველა ჩამოთვლილი

1183. ომფალიტი არის


*ა) ჭიპის გარშემო მდებარე კანისა და კანქვეშა ცხიმოვანი გარსის ანთება
ბ) ეგზემის ნაირსახეობა
გ) გენოდერმატოზი

1184. ფსორიაზით დაავადებული ბავშვების სამკურნალოდ სალიცილის მჟავას


მალამო შეიძლება გამოყენებული იყოს შემდეგი სახით
ა) 5% კონცენტრაციის
ბ) 2% კონცენტრაციით, ხანგრძლივად კანის დიდ უბნებზე
*გ) 1% კონცენტრაციით კანის მცირე უბნებზე
დ) ხანგრძლივად, ნებისმიერი კონცენტრაციით, გლუკოკორტიკოიდულ
სტეროიდულ მალამოებთან ერთად

1185. მასტოციტოზის კანის ფორმით დაავადებულ ჩვილს მიზანშეწონილია


დაენიშნოს
*ა) მემბრანის სტაბილიზატორები
ბ) გლუკოკორტიკოიდული ჰორმონები
გ) ციტოსტატიკები
დ) „PUVA“- თერაპია

1186. ატოპიური დერმატიტი შემოფარგლული ნეიროდერმიტისაგან


განსხვავდება შემდეგი ნიშნით
*ა) პირველადი გამონაყარის ელემენტების პოლიმორფიზმით
ბ) ლიქენიფიკაციით
გ) პოლიგონალური ლიქენოიდური პაპულებით
დ) ქავილის ინტენსიურობით
ე) დისქრომიით

1187. ვირუსული დაავადებებია ყველა ჩამოთვლილი, გარდა


ა) ბრტყელი მეჭეჭებისა
*ბ) ფართო კონდილომებისა
გ) ვულგარული მეჭეჭებისა
დ) წვეტიანი კონდილომებისა

1188. ატოპიური დერმატიტით დაავადებულ ბავშვებში მეორადი ინფექციის


ხშირ განვითარებას ხელს უწყობს ყველა ჩამოთვლილი ფაქტორი, გარდა
ა) იმუნიტეტის დაქვეითებისა
*ბ) ხშირი დაბანისა
გ) შიდა ოჯახური ინფიცირებისა
დ) ჰორმონალური მალამოების გამოყენებისა

1189. "ლეოპარდის" სინდრომს ახასიათებს


ა) ჭორფლის მსგავსი პიგმენტური ლაქები
ბ) პიგმენტური ლაქები ჩნდება დაბადებისთანავე ან სიცოცხლის პირველ
თვეებში
გ) კანის სიმპტომებს ერწყმის გულის თანდაყოლილი მანკები,
განუვითარებელი სასქესო ორგანოები
დ) ავადმყოფები ფიზიკური განვითარებით გონებრივად ჩამორჩებიან
თანატოლებს
*ე) ყველა ჩამოთვლილი

1190. ბავშვთა ასაკში ქეილიტის გავრცელებულ კლინიკურ ფორმებს


მიეკუთვნება ყველა ჩამოთვლილი, გარდა
ა) ეგზემატოზურისა
ბ) ექსფოლიაციურისა
გ) აქტინიურისა
დ) მიკოზურისა
ე) გლანდულარულისა
*ვ) ლეპრომატოზურისა

1191. ბავშვთა პრურიგოსათვის დამახასიათებელია ყველა ჩამოთვლილი


ნიშანი, გარდა
ა) გამონაყარის უმეტესად კიდურების გამშლელ ზედაპირზე,
დუნდულებზე, ტანზე განლაგებისა
ბ) ბუშტებისა, ცენტრალურად მდებარე მკვრივი პატარა კვანძებით
გ) პაპულო-ვეზიკულებისა
*დ) უნას სიმპტომისა

1192. ბავშვთა პრურიგოსათვის დამახასიათებელია ყველა ჩამოთვლილი


ნიშანი, გარდა
ა) ექსუდაციური დიათეზით დაავადებული ბავშვების უპირატესი ავადობისა
ბ) წამყვან პათოგენეზურ ფაქტორად ალიმენტური ალერგიზაციისა
გ) ძუძუმწოვარა ბავშვებში დედის რძის ცილის მიმართ შესაძლო
სენსიბილიზაციისა
*დ) ტუბერკულოზური ბრონქადენიტით დაავადებული ბავშვების
უპირატესი ავადობისა

1193. ტრიქოტილომანია არის


ა) წითელი ტრიქოფიტონით გამოწვეული დაავადება
ბ) ქრონიკული ტრიქოფიტიის ფორმა
*გ) თმის ამოგლეჯის შეუპოვარი სურვილი
დ) ყველა ჩამოთვლილი სწორია

1194. ბროკის ფსევდოპელადა არის


*ა) ალოპეციის ნაირსახეობა
ბ) სოკოვანი დაავადება
გ) მასტოციტოზის ფორმა
დ) ჰისტიოციტოზის ფორმა

1195. ბავშვებში ჰორმონალური მალამოების ხანგრძლივი დანიშვნა ხელს


უწყობს ყველა ჩამოთვლილი პროცესის განვითარებას, გარდა
*ა) ცილის სინთეზის ანაბოლური პროცესების გაძლიერებისა
ბ) კანის აუტოფლორის შეცვლისა და აქტივაციისა
გ) თირკმელზედა ჯირკვლის გლუკოკორტიკოიდული ფუნქციის
დათრგუნვისა
დ) კანის პიოკოკური და მიკოზური დაზიანებების განვითარებისა

1196. რანდიუ-ოსლერის დაავადება არის


*ა) ჰემორაგიული ანგიომატოზი
ბ) ვირუსული დაავადება
გ) სებორეული დერმატიტი
დ) ხელის და ფეხის გულების ერითროზი

1197. ატოპიური დერმატიტის ხშირ გართულებებს მიეკუთვნება ყველა


ჩამოთვლილი, გარდა
ა) ატოპიური დერმატიტის კერებში მეორადი ინფექციის განვითარებისა
ბ) ატოპიური დერმატიტის გამწვავებისას საშარდე გზების ეპითელიუმში
მემბრანო-დესტრუქციული პროცესების განვითარებისა
გ) აგზნებადობის და ცუდი ძილისა
დ) პოლიადენიტისა
*ე) ჰიპერთირეოზისა

1198. ატოპიური დერმატიტით დაავადებულ ბავშვთა გამოკვლევის მიზნებია


ყველა ჩამოთვლილი, გარდა
ა) მიკრობული სენსიბილიზაციის წყაროს დადგენისა
ბ) სხვა მაალერგიზირებელი ფაქტორების დადგენისა
გ) ენდოგენური ინტოქსიკაციის მაჩვენებლების შეფასებისა
დ) იმუნოდეფიციტის მდგომარეობის გამოვლენისა
*ე) არცერთი პასუხი არაა სწორი

1199. "ატოპიური სახის" ნიშნები შეიცავს ყველა ჩამოთვლილს, გარდა


ა) სახის შეშუპებისა
ბ) სახის კანის სიმშრალისა
გ) ქუთუთოების ჰიპერპიგმენტაციის ან დეპიგმენტაციისა
დ) ქეილიტისა
*ე) "პეპელას" სიმპტომისა

1200. წარბების შეთხელება და მათი ცალკეულ უბნებზე გაცვენა არ


აღინიშნება შემდეგი დაავადების დროს
ა) ატოპიური დერმატიტის
*ბ) ვარდისფერი პიტირიაზის
გ) მეორე ხანის რეციდიული სიფილისის
დ) თანდაყოლილი იქტიოზის

1201. ალერგოდერმატოზების მძიმე ფორმების მკურნალობა ემყარება ყველა


ჩამოთვლილს გარდა
ა) დროული დიაგნოსტიკისა
ბ) ალერგენის და ალერგიის მედიატორების ელიმინაციისა
გ) ფერმენტოთერაპიისა
დ) ადგილობრივი თერაპიისა
*ე) ფტორქინოლონების ფართო გამოყენებისა

1202. კაროტინოდერმიას ახასიათებს ყველა ჩამოთვლილი ნიშანი, გარდა


ა) კაროტინის, პროვიტამინ „ A“-ს ჩალაგებისა ეპიდერმისში ან დერმის
დვრილოვან შრეში
ბ) უმეტესად ხელის და ფეხის გულებზე, ცხვირტუჩის და ლოყის
ნაოჭებში ლოკალიზაციისა
გ) სისხლის შრატსა და შარდში კაროტინის აღმოჩენისა
დ) ლიპოქრომების შემცველი საკვების მიღებით გამოწვევისა
*ე) უმეტესად ლორწოვან გარსებზე ლოკალიზაციისა

1203. თანდაყოლილი იქთიოზით დაავადებულ ახალშობილთა ტიპურ


გართულებებს არ მიეკუთვნება
ა) პნევმონია
ბ) სეფსისი
გ) ჰიპოტროფია
დ) კანქვეშა ცხიმოვანი ქსოვილის აბსცესები
*ე) ყველა ჩამოთვლილი

1204. თანდაყოლილი იქთიოზით დაავადებულ უფროსი ასაკის ბავშვებში


დაავადების გართულებად შეიძლება ჩაითვალოს
ა) ცრემლდენა, კონიუქტივიტი, იშვიათად კერატიტი
ბ) თერმორეგულაციის დარღვევა, ოფლის ელიმინაციის შეფერხება
გ) ფიბროზული ზოლები თითებზე
დ) ნევროზული მდგომარეობა მუდმივი დისკომფორტის (ქავილი, კანის
დაჭიმვა, ტკივილი ნახეთქების არეში) და დამამახინჯებელი დაზიანებების
გამო
*ე) ყველა ჩამოთვლილი

1205. ბულოზური ეპიდერმოლიზით დაავადებულთა მკურნალობა


ითვალისწინებს
ა) ანაბოლიურ პრეპარატებს
ბ) კოლაგენაზას სინთეზის ინჰიბიტორებს (რეტინოიდები, დიფენინი)
გ) კორტიკოსტეროიდებს
დ) იმუნოსტიმულატორებს
*ე) ყველა ჩამოთვლილს

1206. პიგმენტის შეუკავებლობა (სულცბერგერ-ბლოხის სინდრომი)


მიმდინარეობს ყველა ჩამოთვლილი სტადიის ცვლით, გარდა
ა) ერითემატოზულ-ვეზიკულოზურისა
ბ) ჰიპერტროფულისა
გ) პიგმენტურისა
დ) დისქრომიის სტადიისა შემდგომი დეპიგმენტაციით და მსუბუქი
ატროფიით
*ე) სიმსივნურისა

1207. ბავშვებში პიგმენტური ჭინჭრის ციება წარმოადგენს


*ა) მასტოციტოზის ერთ-ერთ ფორმას
ბ) ბავშვთა პრურიგოს
გ) რეტიკულოჰისტიოციტოზს
დ) დიფუზური ნეიროდერმიტის ნაირსახეობას

1208. ჩამოთვლილიდან რომელი დაავადებისთვისაა დამახასიათებელი სახის


ცვლილებების კომპლექსი: ექტროპიონი, ექსლაბიონი, თვალების
მონგოლოიდური ჭრილი, ყურის ნიჟარების თანდაყოლილი დეფორმაცია?
*ა) თანდაყოლილი იქთიოზისტვის
ბ) ატოპიური დერმატიტისტვის
გ) ბულოზური ეპიდერმოლიზისთვის
დ) მასტოციტოზისტვის
ე) თანდაყოლილი დისკერატოზისთვის
1209. ძუძუმწოვარა ბავშვებს შესაძლოა გაუჩნდეთ პიგმენტური ლაქები,
რომელიც ინსოლაციით არ ძლიერდება, ყველა ჩამოთვლილი
მდგომარეობისას, გარდა
*ა) ჭორფლისა
ბ) რეკლინჰაუზენის დაავადებისა
გ) სახის ცენტრის ლენტიგინოზისა (ტურენის სინდრომი)
დ) პეიტც-ტურენ-ეგერსის სინდრომისა (პერიორიფიციალური
ლენტიგინოზი)
ე) მემკვიდრეობითი თანდაყოლილი ლენტიგინოზისა

1210. ატოპიური დერმატიტით დაავადებულ ბავშვს სველ კერებში


მიზანშეწონილია დაენიშნოს
*ა) საფენები ანტისეპტიკურ და გამშრობ საშუალებათა დაბალი
კონცენტრაციის, თბილი ხსნარების გამოყენებით
ბ) ფურაცილინის ცივი საფენები
გ) პრედნიზოლონის მალამო
დ) ფუკორცინი
ე) გოგირდ-კუპრის პასტა

1211. დერმატოზებით დაავადებულ ბავშვებში თუთიის პრეპარატების


დანიშვნისას ეყრდნობიან მის ყველა ქვემოთ ჩამოთვლილ მოქმედებას, გარდა
ა) გარეგანი გამოყენებისას გამშრობი და შემკვრელი ეფექტისა
ბ) გარეგანი გამოყენებისას ანტიმიკრობული ეფექტისა
გ) კერატოგენეზზე ხელშემწყობი მოქმედებისა, წყლულების შეხორცებისა
დ) ლიმფოციტებში ცინკშემცველი ფერმენტ ნუკლეოზიდფოსფორილაზას
აქტივაციით იმუნური პასუხის გაუმჯობესებისა
*ე) ანტიჰისტამინური მოქმედებისა

1212. ენტეროპათიური აკროდერმატიტის მიზეზს მიეკუთვნება


ა) თორმეტგოჯა ნაწლავში ცინკის შეწოვის თანდაყოლილი მოშლა
ბ) კუჭუკანა ჯირკვლის მიერ გამომყოფ ცინკის შემბოჭველი ფაქტორის
გენეტიკურად განპირობებული აქტივაციის მოშლა
გ) ჰიპოცინკემიით და მეტალის შებოჭვის, შეწოვის,
ტრანსპორტირებისათვის აუცილებელი ცილა-ლიგანდის სინთეზის მოშლით
გამოწვეული ტრიპტოფანის ცვლის დარღვევა, უჯრედების გადატვირთვა
ცხიმოვანი მჟავეებით და ტრიგლიცერიდებით
დ) პანკრეატული ცილა-ლიგანდით გამოწვეული ჰიპოცინკემიის შედეგად
უჯრედული და ჰუმორული იმუნიტეტის დარღვევები
*ე) ყველა ჩამოთვლილი

1213. ახალშობილს თბილ შენობაში ყოფნისას და შეფუთვის შემთხვევაში


აღენიშნება ტემპერატურის მატება, ოფლის გამოყოფა არ აღენიშნება,
ტირილის დროს არ აქვს ცრემლები და ხმა (ადგილი აქვს აფონიას). რა
დიაგნოზი შეიძლება დაისვას?
*ა) კრისტ-სიმენსის სინდრომი
ბ) იადასონ-ლევანდოვსკის სინდრომი
გ) სიმენსის სინდრომი
დ) ბლოხ-სულცბერგერის სინდრომი
ე) ბარტის სინდრომი

1214. ნეტერტონის სინდრომს ახასიათებს ყველა ჩამოთვლილი ნიშანი, გარდა


ა) თანდაყოლილი ერითროდერმიისა
ბ) თმის დისტროფიისა (ბამბუკისმაგვარი თმები)
*გ) სახის თანდაყოლილი დისპლაზიისა
დ) უხვი აქერცვლისა თხელ მსხვილ ფენებად
ე) ქავილისა

1215. რასთანაა დაკავშირებული ახალშობილთა ჰორმონალური კრიზისი


ა) თანდაყოლილ ენდოკრინულ დაავადებასთან
ბ) ორსულობის პათოლოგიასთან
გ) ნაადრევ სქესობრივ მომწიფებასთან
დ) გლუკოკორტიკოსტეროიდული ჰორმონების მიღებასთან
*ე) ახალშობილთა სისხლში ფეტოპლაცენტური ჰორმონების მაღალ
დოზასთან და ესტროლის მკვეთრ დაქვეითებასთან პირველი კვირის
განმავლობაში

1216. რას წარმოადგენს ახალშობილთა ესტროგენური ფერისმჭამელა?


*ა) ჰორმონული კრიზის დროს ახალშობილებში ცხიმოვან კისტებს
ბ) ფოლიკულიტებს
გ) ექსკორირებულ აკნეს
დ) აბტ-ლეტერერ-სივეს დაავადების გამოვლინებას
ე) ახალშობილის ენდოკრინული დაავადების გამოვლინებას

1217. მასტოციტოზით დაავადებულ ბავშვებს არ უნდა დაენიშნოს


*ა) კოდეინი
ბ) მემბრანოსტაბილიზატორები
გ) ანტიჰისტამინები
დ) კალციუმის ბლოკატორები

1218. ჭინჭრის ციებით დაავადებულს არ უნდა დაენიშნოს


*ა) კალციუმის ბლოკატორები
ბ) მემბრანოსტაბილიზატორები
გ) ანტიჰისტამინები
დ) სისტემური სტეროიდები

1219. კანის რომელი დაავადება არ გვხვდება ნეონატალურ პერიოდში


ა) მონგოლოიდური ლაქა
ბ) ახალშობილთა ტოქსიური ერითემა
გ) პერიანალური დერმატიტი
დ) სკლეროდერმია
*ე) ატოპიური დერმატიტი

1220. ქრისტ-სიმენსის სინდრომის სინონიმია


ა) თანდაყოლილი იქთიოზი
ბ) ტუბეროზული სკლეროზი
გ) ნეიროფიბრომატოზი
*დ) ანჰიდროზული ექტოდერმული დისპლაზია

1221. ატოპიური დერმატიტის დიაგნოზი უნდა დადასტურდეს


ა) კანის პათომორფოლოგიური გამოკვლევით
ბ) IgE-ს დონის განსაზღვრით სისხლის შრატში
გ) იმუნომარეგულირებელი ინდექსის განსაზღვრით
*დ) არ არის აუცილებელი ლაბორატორიული გამოკვლევა

1222. პერორალური რეტინოიდების გვერდითი ეფექტია


ა) ალოპეცია
ბ) ქეილიტი
გ) ქავილი
დ) ქსეროზი
*ე) ყველა ჩამოთვლილი

1223. რა საყოფაცხოვრებო ღონისძიებანი უნდა ურჩიოს ექიმმა იმ ბავშვის


დედას, რომელსაც დაესვა ანჰიდროზული ექტოდერმული დისპლაზიის
დიაგნოზი
ა) სხეულის გათბობა, შენობაში საკმარისი სითბოს უზრუნველყოფა
*ბ) სხეულისა და შენობის ჰაერის ხშირი თერმომეტრია, ბავშვის
გაგრილება ტემპერატურის მომატებისას
გ) საკვების გულდასმით გათბობა და გათხიერება
დ) ინტენსიური ფიზიკური ვარჯიშები გაკაჟებისათვის

1224. ახალშობილთა რომელი დაავადებაა დაკავშირებული კანის


სტაფილოკოკურ ინფექციასთან
ა) თანდაყოლილი პემფიგუსი
*ბ) ახალშობილთა ეპიდემიური პემფიგუსი
გ) სიფილისური პემფიგუსი
დ) ვაქცინოფორმული პუსტულოზი
ე) ქრისტ-სიმენსის სინდრომი

1225. რა არის ახალშობილთა ვეზიკულოპუსტულოზი


ა) პიოკოკური პემფიგუსი
ბ) პაპულოეროზიული სტრეპტოდერმია
გ) ბუშტუკოვანი ლიქენი
*დ) ოსტიოფოლიკულიტი

1226. ჩამოთვლილიდან რა ნიშანი არ ახასიათებს "ატოპიურ სახეს" (ფაციეს


ატოპიკა)
ა) მორგანის ნაოჭები
ბ) ჰეილიტი
*გ) თანდაყოლილი დისპლაზიები
დ) სიფერმკრთალე ან შეგუბებითი ჰიპერემია
1227. რომელმა მედიკამენტმა შეიძლება გამოიწვიოს აკნე ან გააუარესოს მისი
მიმდინარეობა
ა) კორტიკოსტეროიდებმა
ბ) ბარბიტურატებმა
გ) ანტიეპილეფსიურმა პრეპარატებმა
*დ) ყველა ჩამოთვლილმა

1228. ჩამოთვლილიდან ჩვილ ბავშვთა ასაკში რომელ დაავადებას არ


ახასიათებს უკიდურესად მძიმე მიმდინარეობა სერიოზული პროგნოზით
*ა) ახალშობილთა ტოქსიურ ერითემას
ბ) ლეინერის დაავადებას
გ) ვაქცინოფორმულ პუსტულოზს
დ) ქრონიკულ გრანულომატოზურ კანდიდოზს
ე) რეიტერის ექსფოლიაციურ დერმატიტს

1229. კაპოშის ჰერპეტიფორმული ეგზემის დროს ბუშტუკები და პუსტულები


ჭიპისებრი ჩაღრმავებით ჩნდება თავდაპირველად და ძირითადად
ა) ხელის და ფეხის გულებზე
*ბ) სახეზე და მტევნის ზურგზე
გ) ნერვების გაყოლებით
დ) გენიტალიუმის არეში
ე) იდაყვებზე და მუხლებზე

1230. ბავშვს დისტროფიული ბულოზური ეპიდერმოლიზით არ უნდა


დაენიშნოს
ა) ქიმოტრიპსინი და სხვა პროტეოლიზური ფერმენტები
ბ) ნაწლავის ფერმენტები
*გ) მჭიდრო შეფუთვა
დ) ცხელი აბაზანები
ე) ანტიობიოტიკიანი მალამოები

1231. ჩვილებს მასტოციტოზის კანის ფორმით მიზანშეწონილია დაენიშნოთ


*ა) მემბრანოსტაბილიზატორები
ბ) გლუკოკორტიკოიდული ჰორმონები
გ) ციტოსტატიკები
დ) პუვა-თერაპია

1232. ჩამოთვლილიდან რომელი არ მიეკუთვნება მარტივი ბულოზური


ეპიდერმოლიზის ჯგუფს
ა) კალენის სინდრომი
ბ) დიურინგ-მეარის გენერალიზებული ჰერპეტიფორმული ბულოზური
ეპიდერმოლიზი
გ) კებნერის გენერალიზებული ბულოზური ეპიდერმოლიზი
დ) ვებერ-კოკეინის ლოკალიზებული ბულოზური ეპიდერმოლიზი
*ე) კოკეინ-ტურენის ჰიპერპლასტიური ბულოზური ეპიდერმოლიზი
1233. ბავშვებში ხაზოვანი „IgA“ დაავადების განვითარების ხელშემწყობი
ფაქტორი შეიძლება იყოს ყველა, გარდა
ა) მწვავე რესპირატორული ინფექციებისა
ბ) ვაქცინაციისა
გ) პენიცილინით მკურნალობისა
დ) ჰისტოშეთავსების მთავარ კომპლექსში „HIA-B8“ ანტიგენის არსებობისა
*ე) ჰიპოტროფიისა

1234. ლეინერის დაავადების პათოგენეზში მნიშვნელობა აქვს ყველა


ჩამოთვლილს, გარდა
ა) იმუნოლოგიური დარღვევებისა
ბ) საფუარას მსგავსი სოკოების მიმართ სისხლის შრატის ოფსონური
აქტივობის დაქვეითებისა
გ) კომპლემენტის მეხუთე კომპონენტის დეფექტისა
დ) ფაგოციტოზის დარღვევისა
*ე) თუთიის დეფიციტისა

1235. ჩამოთვლილიდან რომელი ფაქტორით არ ხორციელდება კანის


ანტიმიკრობული დაცვა
ა) ეპითელიუმის ქერცლებით მიკრობების მექანიკური მოცილებით
ბ) კოლონიზაციური რეზისტენტობით
გ) საოფლე და ცხიმოვანი ჯირკლების სეკრეტის ანტიბაქტერიული
აქტივობით, რომლებიც იწვევენ კერატინის ნივთიერებების გახსნას
*დ) ანტიბაქტერიული პრეპარატების რეგულარული მიღებით

1236. ჩამოთვლილი მემკვიდრული დაავადებებიდან უფრო ხშირად


რომელთან ერთად არ გვხვდება ატოპიური დერმატიტი
ა) ანჰიდროზული ექტოდერმული დისპლაზია I ტიპი
ბ) ვულგარული აუტოსომურ-დომინანტური იქთიოზი
გ) ქრისტ-სიმენსის სინდრომი II ტიპი
დ) სქესთან შეჭიდული ვულგარული იქთიოზი
*ე) ფენილკეტონურია

1237. თანდაყოლილი ბულოზური ეპიდერმოლიზის დისტროფიული ფორმის


დროს ანტიკოლაგენოზურ აქტივობას ავლენს ყველა ჩამოთვლილი საშუალება,
გარდა
ა) ერითრომიცინისა
ბ) ვიტამინი „E“-სი
გ) რეტინოიდისა
*დ) ტრიფსინისა

1238. რომელი ბულოზური დაავადება არ ვითარდება ბავშვებში ნეონატალურ


პერიოდში
*ა) პიგმენტის შეუკავებლობა
ბ) ლევერის პემფიგოიდი
გ) ტრანზიტორული პუსტულოზური მელანოზი
დ) ახალშობილთა ტოქსიური ერითემის ბულოზური ფორმები
1239. ჩამოთვლილი ვეზიკულო-ბულოზური დაზიანებებიდან, რომლებიც
შეიძლება ბავშვებში განვითარდეს, აუტოსომურ-რეცესიულ გენოდერმატოზებს
მიეკუთვნება
ა) რიტერის ექსფოლიაციური დერმატიტი
ბ) კრისტალური მილიარია
გ) პიგმენტური ჭინჭრის ციების ბულოზური ფორმა
*დ) ენტეროპათიული აკროდერმატიტი
ე) ლაიელის სინდრომი

1240. თანდაყოლილი იქთიოზით დაავადებულ ახალშობილებში არსებული


ხშირი გართულებებიდან რომელი არ მიეკუთვნება ტიპიურ გართულებას
ა) პნევმონია
ბ) სეფსისი
გ) ჰიპოტროფია
დ) კანქვეშა ქსოვილის აბსცესები
*ე) ანაფილაქსიური შოკი

1241. რომელი დაავადებისთვისაა დამახასიათებელი კანზე ცვლილებები,


რომელიც გამოწვეულია ჰიპერკერატოზული კანის საფარველის დაჭიმვით
ანტენატალურ პერიოდში
*ა) თანდაყოლილი იქთიოზისთვის
ბ) სქესთან შეჭიდულ იქთიოზისთვის
გ) ბულოზური იქთიოზიფორმული ერითროდერმიისთვის
დ) ვულგარული აუტოსომურ-დომინანტური იქთიოზისთვის

1242. ანთების საწინააღმდეგო და ანტიტოქსიური მოქმედების


საშუალებებიდან რომელი არ უნდა გამოვიყენოთ ფსორიაზით დაავადებულ
ბავშვებში
ა) ანტიჰისტამინური პრეპარატები
ბ) რუტინი
გ) კალციუმის პანთოტენატი
დ) ნატრიუმის ჰიპოსულფატი
*ე) პრედნიზოლონის ტაბლეტები

1243. ღვიძლის და ნაღვლის სადინრების ქრონიკული დაავადების დროს


კანზე აღინიშნება ყველა ჩამოთვლილი სიმპტომი, გარდა
ა) სიყვითლისა
ბ) პიგმენტაციის შეცვლისა
გ) ვარსკვლავისებრი ანგიომებისა
დ) ხელისგულების ერითემისა
*ე) ჰიპერტრიქოზისა

1244. რა არის კაპილარული ჰემანგიომა


ა) ავთვისებიანი სიმსივნე
*ბ) სისხლძარღვის განვითარების მანკი
გ) სისხლის შედედების სისტემის პათოლოგია
1245. უპირატესად სახეზე ლოკალიზაცია არ ახასიათებს
ა) ბაზალიომას
*ბ) სკლერო-ატროფიულ ლიქენს
გ) დისკოიდურ წითელ მგლურას
დ) ვარდისფერ ფერისმჭამელას

1246. მწვავე ეგზემისათვის არ არის დამახასიათებელი


ა) სიწითლე
ბ) ბუშტუკები
*გ) ხორკლები
დ) ქავილი
ე) სისველე

1247. დერმოგრაფიზმი არის


*ა) კანის ნერვულ-სისხლძარღვოვანი აპარატის პასუხი მექანიკურ
გაღიზიანებაზე
ბ) კანზე ნაკაწრები
გ) კანის სურათის გაძლიერება
დ) ალერგია

1248. "ბატის კანი" არის


*ა) თმა-კუნთის რეფლექსი
ბ) ატროფიული უბნების არსებობა
გ) კანის ლიქენიფიკაცია
დ) კანის ვეგეტაცია

1249. ბავშვებში ნერვული სისტემის ფუნქციის დარღვევის დროს სედაციური


მიზნით გამოიყენება
ა) ბრომიდები
ბ) ტრანკვილიზატორები
გ) ნეიროლეპტიკები
*დ) ყველა ჩამოთვლილი

1250. კაროტინოდერმია შეიძლება განვითარდეს, თუ ბავშვმა მიიღო დიდი


რაოდენობით
ა) იოდის შემცველი პროდუქტები
*ბ) ციტრუსები
გ) ნახშირწყლები
დ) თხილი

1251. ბავშვის კანის ფუნქციებია


ა) დამცველობითი
ბ) თერმორეგულაციური
გ) სეკრეტორული
დ) ექსკრეტორული
*ე) ყველა ჩამოთვლილი
1252. ახალშობილთა ფიზიოლოგიურ სიყვითლეს ახასიათებს ყველა
ჩამოთვლილი ნიშანი, გარდა
ა) გამოლინება დაბადებიდან 2-3 დღის შემდეგ
ბ) სიყვითლე აღინიშნება კანზე , ლორწოვან გარსებსა და სკლერებზე
*გ) ბილირუბინის დონე სისხლში დაქვეითებულია
დ) სიყვითლე გაივლის მკურნალობის გარეშე

1253. ტრიქოპტილოზი არის


ა) თმის კვანძოვანი შემსხვილება
*ბ) თმის ბოლოების გაყოფა
გ) თმის სოკოვანი დაზიანება
დ) თმის ცვენა

1254. ჩვილ ბავშვთა წითელი ქარით დაავადების წყარო შეიძლება იყოს


*ა) სტრეპტოდერმიით დაავადებული მეანი
ბ) სტაფილოდერმიით დაავადებული მომვლელი
გ) ტუბერკულოზით დაავადებული დედა

1255. ბავშვთა ასაკში წითელი ქარის ფორმებია ყველა ჩამოთვლილი, გარდა


ა) ერითემატოზულისა
ბ) ვეზიკულურისა
გ) ბულოზურისა
დ) განგრენოზულისა
*ე) ჰიპერკერატოზულისა

1256. გენოდერმატოზებს არ მიეკუთვნება


ა) ბლოხ-სულცბერგერის სინდრომი
ბ) ქსეროდერმია
*გ) კაროტინოდერმია
დ) დარიეს დაავადება
ე) კერატოდერმია

1257. რომელ დაავადებას არ უდევს საფუძვლად მელანოგენეზის დარღვევა


ა) ვიტილიგოს
ბ) ქლოაზმას
გ) ალბინიზმს
*დ) ერითრაზმას
ე) ბლოხ-სულცბერგერის სინდრომს

1258. საოფლე ჯირკვლები ფორმირდება


ა) ორი თვის ასაკში
ბ) სამი თვის ასაკში
*გ) მუცლადყოფნის მეოთხე-მეხუთე თვეში
დ) მუცლადყოფნის პირველ თვეში

1259. პირველადი თმა (ლანუგო) ჩნდება


ა) დაბადების შემდეგ
*ბ) ემბრიონალურ პერიოდში
გ) ორი თვის ასაკში

1260. რომელ ჯირკვალში ფორმირდება ჰასალის სხეულაკები


ა) თირკმელზედა
ბ) ფარისებრი
გ) კუჭქვეშა
*დ) მკერდუკანა

1261. რომელ ასაკშია დამახასიათებელი ფიზიოლოგიური იმუნური


უკმარისობა
*ა) ახალშობილობის პერიოდში
ბ) ორი-სამი წლის ასაკში
გ) 5-10 წლის ასაკში

1262. რომელი ჯირკვლის პათოლოგიასთანაა დაკავშირებული დი-ჯორჯის


სინდრომი
ა) თირკმელზედა
ბ) კუჭქვეშა
გ) ფარისებრი
*დ) თიმუსი

1263. თიმუსის ჰიპერპლაზია იწვევს ყველა ჩამოთვლილს, გარდა


ა) დისგამაგლობულინემიას
ბ) იმუნოგლობულინების შემცირებას
გ) „T“-ლიმფოციტების შემცირებას
*დ) ქოლესტერინის მომატებას

1264. დერმოგრაფიზმი არის ყველა ფერის გარდა


*ა) ლურჯისა
ბ) წითლისა
გ) თეთრისა

1265. რომელ ასაკში წარმოიქმნება ცხიმოვანი კისტა


ა) 5 წლის
ბ) 2 წლის
*გ) დაბადებისთანავე
დ) 1 წლის

1266. რომელი დაავადების დროს აღინიშნება უფრო ხშირად ქეილიტი


ბავშვებში
ა) პიოდერმიის
ბ) მიკროსპორიით გამოწვეული მიკოზის
გ) მუნის
*დ) ქრონიკული ალერგიული დერმატოზების
1267. ჰიპელ-ლანდაუს დაავადება წარმოადგენს
*ა) ალერგიულ ვასკულიტს
ბ) სოკოვან დაავადებას
გ) ანგიომატოზს

1268. რომელი დაავადებისთვისაა დამახასიათებელი ძახილის ნიშნის ფორმის


თმები
ა) დისკოიდური წითელი მგლურასთვის
ბ) თავის თმიანი არის მიკოზისთვის
გ) ანდროგენული ალოპეციისთვის
*დ) ბუდობრივი ალოპეციისთვის

1269. რომელი დაავადების დროს არ არის დამახასიათებელი


ტრიქოტილომანია ბავშვებში
*ა) თავის თმიანი არის სოკოვანი დაავადებების დროს
ბ) ნერვულ-ფსიქიკური დარღვევებისას
გ) ჭკუასუსტობის დროს
დ) ასთენო-ნევროზული მდგომარეობის დროს

1270. კეროვანი სკლეროდერმიის მკურნალობისათვის ყველაზე ეფექტურია


ა) სულფანილამიდები
ბ) ციტოსტატიკები
გ) ნისტატინი
*დ) პენიცილინი

1271. ვასკულიტების განვითარების ეტიოლოგიაში მნიშვნელობა აქვს


ა) ალერგიულ მექანიზმებს
ბ) მემკვიდრეობით ფაქტორებს
გ) ჰორმონულ დარღვევებს
დ) ინფექციურ დაავადებებს
*ე) ყველა ჩამოთვლილს

1272. რომელი დაავადების ხელშემწყობია ადგილობრივი სტეროიდების ხშირი


გამოყენება სახეზე
*ა) პერიორალური დერმატიტის
ბ) ვულგარული აკნესი
გ) კონტაქტური დერმატიტის

1273. შონლაინ-ჰენოხის დაავადება არის


*ა) ანაფილაქსიური პურპურა
ბ) თანდაყოლილი იქთიოზის ფორმა
გ) ბუდობრივი ალოპეციის ფორმა

1274. შონლაინ-ჰენოხის დაავადების დროს შეიძლება დაზიანდეს


ა) მხოლოდ კანი
ბ) თირკმელები
გ) ძვალ-სახსროვანი სისტემა
*დ) ყველა ჩამოთვლილი

1275. ფიქსირებული ერითემის გამომწვევია ყველა ჩამოთვლილი, გარდა


ა) სულფანილამიდებისა
*ბ) ვიტამინებისა
გ) ტეტრაციკლინისა
დ) ბარბიტურატებისა

1276. თანდაყოლილი ჩუტყვავილას სინდრომისათვის არ არის


დამახასიათებელი
ა) განვითარება ორსულობის პირველ ტრიმესტრში დედის ინფიცირებისას
ბ) კიდურების ჰიპოპლაზია
გ) ზოსტერის მსგავსი ნაწიბურები და ატროფიები კანზე
*დ) თანდაყოლილი ალოპეცია

1277. ფაკომატოზი ეს არის


*ა) სისტემური თანდაყოლილი ექტოდერმოდისპლაზიური დაავადება
ბ) გარქოვანების პროცესების დარღვევით მიმდინარე თანდაყოლილი
დაავადებების ჯგუფი
გ) პიგმენტაციის პროცესების დარღვევით მომდინარე დაავადებების ჯგუფი

1278. იუვენილური ბაზოფილიზმისათვის დამასახიათებელია


ა) კანის ტურგორისა და ელასტიურობის დაქვეითება
ბ) მრავლობითი ატროფიული ზოლების გაჩენა თეძოების,მუცლის, სარძევე
ჯირკვლების არეში
გ) ჰიპერპიგმენტაცია პირის გარშემო, კისერზე
*დ) ყველა ჩამოთვლილი

1279. "კოლოიდური ნაყოფი" არის


*ა) ლამელარული იქთიოზის ფორმა
ბ) თანდაყოლილი სიფილისის დროს კანის დაზიანების ფორმა
გ) ახალშობილთა სკლეროდერმიის ფორმა

1280. ახალშობილთა ეპიდემიური პემფიგუსი უნდა განვასხვავოთ შემდეგი


დაავადებისგან
ა) სიფილისური პემფიგუსისგან
ბ) ჩუტყვავილასგან
გ) ბულოზური ეპიდერმოლიზისგან
*დ) ყველა ჩამოთვლილისგან

1281. მარტივი ჰერპესის განვითარებას ხელს უწყობს ყველა ჩამოთვლილი


ფაქტორი, გარდა
ა) გადაცივებისა
ბ) მწვავე რესპირატორული ინფექციებისა
გ) ტრამვებისა
*დ) ძლიერ ალერგენებთან კონტაქტისა
1282. დევერჟეს დაავადების სინონიმია
*ა) წითელი თმიანი პიტირიაზი
ბ) ვიტილიგო
გ) იქთიოზიფორმული ერითროდერმია
დ) კერატოდერმია

1283. ფრინოდერმას არ ახასიათებს


ა) ვიტამინი“A”-ს ნაკლებობა
ბ) კანის სიმშრალე, ფოლიკულური ჰიპერკერატოზი
გ) ფოლიკულების განლაგება კიდურების გამშლელ ზედაპირზე, ზურგზე,
ბარძაყებზე
*დ) გამონაყარი სახეზე

1284. რა ცვლილებაა დამახასიათებელი თანდაყოლილი


ციტომეგალოვირუსული ინფექციისათვის
ა) პეტექიები, პურპურა
ბ) მაკულოპაპულური გამონაყარი
გ) პაპულონოდულური გამონაყარი
დ) იშვიათად ვეზიკულური გამონაყარი
*ე) ყველა ჩამოთვლილი

1285. ჩვილის სახვევების მოწითალოდ შეფერვა მიუთითებს


*ა) ერითროპოეზურ პორფირიაზე (გიუნტერის დაავადება)
ბ) ალკაპტონურიაზე
გ) ადისონის დაავადებაზე

1286. კოკეინის სინდრომისათვის დამახასიათებელია


ა) ჰიპოდერმის პროგრესული ატროფია
ბ) კანის სიმშრალე და დანაოჭება
გ) მზის სხივებისადმი მომატებული მგრძნობელობა
დ) კბილების დისტროფია, ნაადრევი გაჭაღარავება, ყურის ნიჟარების
დისპლაზია, სმენის დაქვეითება
ე) არაპროპორციული ნანიზმი
*ვ) ყველა ჩამოთვლილი

1287. მონგოლოიდური ლაქა ეს არის


*ა) თანდაყოლილი ჰიპერპიგმენტური ლაქა
ბ) თანდაყოლილი დეპიგმენტური ლაქა
გ) ქლოაზმა

1288. კანის მოგვიანებითი პორფირიისათვის დამახასიათებელია ყველა


ჩამოთვლილი, გარდა
ა) ძირითადად გვხვდება 40-70 წლის მამაკაცებში
ბ) კანის ღია ადგილები ტრამვირებადია, კანზე ჩნდება ბუშტები
*გ) თავის თმიანი არის ჰიპოტრიქოზი
დ) ღვიძლის დაზიანება
1289. სამიზნეს მსგავსი გამონაყარი ცენტრში ბუშტუკით დამახასიათებელია
ძირითადად
ა) ინფექციური ერითემისათვის
*ბ) მრავალფორმიანი ექსუდაციური ერითემისათვის
გ) რგოლისებური ცენტრიდანული ერითემისათვის
დ) ერითრაზმისათვის
ე) ქრონიკული დისკოიდური წითელი მგლურასათვის

1290. ქვემოთ ჩამოთვლილი რომელი სიმპტომი არ გვხვდება მელკერსონ-


როზენტალის სინდრომის დროს
ა) გრანულომატოზური ქეილიტი
ბ) ნაოჭიანი ენა
გ) სახის ნერვის პარეზი
*დ) დეპიგმენტაცია

1291. ტელეანგიექტაზიები ტიპიური სიმპტომია ყველა ჩამოთვლილი


დაავადებისათვის, გარდა
ა) როზაცეასი
ბ) ქრონიკული რადიოდერმატიტისა
*გ) ქრონიკული ერითემისა
დ) დერმატომიოზიტისა

1292. მრავალფორმიანი ექსუდაციური ერითემის მწვავე ფორმას მიეკუთვნება


ა) ელერს-დანდოს სინდრომი
*ბ) სტივენს-ჯონსონის სინდრომი
გ) აბტ-ლეტერეს-სივეს სინდრომი
დ) კროსტი-ჯანოტის სინდრომი

1293. რომელი დაავადების დროს იხმარება სისტემური გლუკოკორტიკოიდები


*ა) პემფიგუსი
ბ) აკნე
გ) როზაცეა
დ) კანდიდოზი

1294. ჩამოთვლილიდან რომელია პოხიერი უჯრედების სინონიმი


ა) ჰისტიოციტები
ბ) რეტიკულოციტები
გ) ფიბრობლასტები
დ) ლიმფოციტები
*ე) მასტოციტები

1295. რომელ დაავადებას ახასიათებს აუსპიცის („სისხლის წვეთის“) ნიშანი


ა) ეგზემას
ბ) ნეიროდერმიტს
გ) მუნს
*დ) ფსორიაზს
1296. რომელ დაავადებას ახასიათებს უიკჰემის ბადე
ა) ფსორიაზს
ბ) იმპეტიგოს
გ) სკლეროზულ ლიქენს
*დ) წითელ ბრტყელ ლიქენს

1297. ჩამოთვლილიდან რომელი პათოლოგია ახასიათებს ქრისტ-სიმენს-


ტურენის სინდრომს
ა) ჰიპოპლასტიური ანჰიდროზი
ბ) ჰიპოპლასტიური უნივერსალური ჰიპოტრიქოზი
გ) მრავლობითი თანდაყოლილი ადენტია
დ) სახის დისმორფია
*ე) ყველა ჩამოთვლილი

1298. რა ფერისაა პიგმენტური ლაქები რეკლინჰაუზენის დაავადების დროს


ა) შავი
ბ) ლურჯი
გ) თეთრი
*დ) მოყავისფრო-მოყვითალო (რძიანი ყავისფერი)

1299. ჩამოთვლილი სინდრომებიდან რომელი არ მიეკუთვნება ფაკომატოზს


ა) სტერჟ-ვებერის სინდრომი
ბ) ვონ ჰიპელ ლინდაუს სინდრომი
გ) ტუბეროზული სკლეროზი
*დ) კრისტ-სიმენსის სინდრომი

1300. ანჰიდროზული ექტოდერმული დისპლაზიისათვის დამახასიათებელია


ა) პიგმენტური ცვლილებები კანზე
ბ) ყბების და კბილების დეფორმაცია
გ) სახის დისმორფია
*დ) ყველა ჩამოთვლილი

1301. ჩამოთვლილიდან რომელი პრეპარატები გამოიყენება ენტეროპათიული


აკროდერმატიტის სამკურნალოდ
ა) „B" - ჯგუფის ვიტამინები
ბ) ვიტამინი "C"
გ) ანტიჰისტამინები
*დ) თუთიის შემცველი პრეპარატები

1302. რა ცვლილება გვხვდება ვიტამინი "A"-ს ნაკლებობით გამოწვეული


ავიტამინოზის დროს
ა) ჰემერალოპია
ბ) თვალის მხედველობის ფერადი ველის შევიწროება
გ) მადის დაქვეითება, წონაში დაკლება
დ) ადვილად დაღლა
ე) კანის სიფერმკრთალე
*ვ) ყველა ჩამოთვლილი
1303. რა ცვლილება გვხვდება ვიტამინი "B2"-ს ნაკლებობის დროს
ა) ენაზე წვის შეგრძნება
ბ) ჰიპერსალივაცია
გ) ენის ჰიპერტროფია
დ) კბილების ჩანაჭდევები ენის გვერდით ზედაპირებზე
*ე) ყველა ჩამოთვლილი

1304. ვიტამინი "C"-ს ნაკლებობით გამოწვეული პათოლოგიებიდან გვხვდება


ყველა ჩამოთვლილი, გარდა
ა) ადვილად დაღლა
ბ) მოდუნება
გ) ძილიანობა
*დ) ადისონის დაავადება

1305. ბავშვებში ერითემატოზურ-პაპულოზური აკროდერმატიტის გამომწვევია


ა) სტრეპტოკოკები
ბ) სტაფილოკოკები
გ) სოკოები
*დ) ვირუსები

1306. ენტეროპათიული აკროდერმატიტის გამომწვევია


ა) უმარტივესები
ბ) სტრეპტოკოკები
გ) სტაფილოკოკები
დ) კანდიდას ჯგუფის სოკოები
*ე) არცერთი ჩამოთვლილიდან

1307. ენტეროპათიული აკროდერმატიტისთვის დამახასიათებელია


ა) ფრჩხილების დაზიანება
ბ) ლორწოვანი გარსების დაზიანება
გ) ტოტალური ალოპეცია
დ) სტეატორეა
*ე) ყველა ჩამოთვლილი

1308. აკროკერატოზის გამომწვევია


ა) ვირუსი
ბ) სოკო
გ) სტაფილოკოკები
*დ) მემკვიდრეობითი ფაქტორი

1309. ჩამოთვლილიდან რისი დაავადებაა მონილეტრიქსი


ა) ფრჩხილების
ბ) ცხიმის ჯირკვლების
გ) საოფლე ჯირკვლების
*დ) თმების
1310. მონილეტრიქსის გამომწვევია
ა) ვირუსი
ბ) სოკო
გ) სტაფილოკოკი
დ) სტრეპტოკოკი
*ე) გენეტიკური ფაქტორი

1311. მამაკაცებში ვულგარული სიკოზის გამომწვევია


ა) სოკო
ბ) ვირუსი
გ) მემკვიდრეობითი ფაქტორი
*დ) სტაფილოკოკი

1312. ჩამოთვლილიდან რომელი დაავადების სახესხვაობაა სახის


პროგრესირებადი ჰემიატროფია
ა) ფსორიაზის
ბ) ეგზემის
გ) ნეიროდერმიტის
*დ) სკლეროდერმიის

1313. ქვემოთ ჩამოთვლილიდან რომელი პროდუქტების ხანგრძლივი და


დიდი რაოდენობით მიღებისას ვითარდება კანის აურანტიაზი
ა) რძის პროდუქტების
ბ) ხორცის პროდუქტების
გ) თევზის პროდუქტების
*დ) ციტრუსების

1314. რა ტიპის გამონაყარია დამახასიათებელი კანის დიფტერიისათვის


ა) ბუშტუკები
ბ) ბუშტები
გ) პუსტულები
დ) ეროზია
ე) წყლული
*ვ) ყველა ჩამოთვლილი

1315. ბავშვთა მიკოზური ერითემის გამომწვევია


ა) „Trichopyton rubrum“
ბ) „Trichopyton violaceum“
გ) „Trichopyton gipseum“
*დ) „Candida albicans“

1316. ახალშობილთა წითელი ქარის გამომწვევია


*ა) სტაფილოკოკი
ბ) ვირუსი
გ) სოკო

1317. გლანდულარული ქეილიტი გამოვლინდება


ა) კატარალური ანგინისას
ბ) პირის ღრუს კანდიდოზისას
გ) აქტინომიკოზისას
*დ) სანერწყვე ჯირკვლების ჰიპერპლაზიისას

1318. ბავშვთა რომელი ინფექციური დაავადების დროს გვხვდება ფილატოვ-


კოპლაკის ლაქები
ა) ქუნთრუშას
*ბ) წითელას
გ) ჩუტყვავილას
დ) წითურას

1319. ბავშვთა რომელი ინფექციური დაავადებისათვის არის დამახასიათებელი


აქერცვლა ხელის და ფეხის გულებზე და ჟოლოსებური ენა
*ა) ქუნთრუშასთვის
ბ) წითელასთვის
გ) ჩუტყვავილისთვის
დ) წითურასთვის

1320. ბავშვთა ასაკის რომელი მძიმე დაავადებისათვის არის დამახასიათებელი


მუქი წითელი პაპულები, რომლებიც დაფარულია ქერქით, აქერცვლადია და
მოგვაგონებს სებორეულ გამონაყარს თავის თმიან არესა და საზარდულში
*ა) ჰისტიოციტოზისათვის
ბ) სკლეროდერმიისათვის
გ) ჰეილი-ჰეილის დაავადებისათვის

1321. რომელი თანდაყოლილი იქთიოზი გვხვდება ნეონატალურ პერიოდში


ა) ვულგარული იქთიოზი
ბ) „ X“-შეჭიდული იქთიოზი
გ) არლეკინის ნაყოფი
*დ) ყველა ჩამოთვლილი

1322. დარიეს დაავადება პირველად გამოვლინდება


ა) დაბადებისთანავე
ბ) პოსტნატალურ პერიოდში
*გ) პუბერტატულ ან პრეპუბერტატულ პერიოდში

1323. პორტვეინის ფერის ლაქა სახეზე და ცალმხრივი ლეპტომენინგიალური


ანგიომატოზი დამახასიათებელია
*ა) სტერჟ-ვებერის სინდრომისთვის
ბ) რეკლინჰაუზენის დაავადებისთვის
გ) პრინგლის დაავადებისთვის
დ) რანდიუ-ოსლერის დაავადებისთვის

1324. „Adenoma sebaceum“-ისთვის (პრინგლის დაავადება)


დამახასიათებელი არ არის
ა) ეპილეფსია
ბ) გონებრივი ჩამორჩენა
გ) ჰიპოპიგმენტური ლაქები
დ) კიონენის სიმსივნე
ე) ფიბრომატოზული ბალთები შუბლზე
ვ) ანგიოფიბრომები სახეზე
*ზ) ცხიმოვანი ჯირკვლების სიმსივნეები

1325. ბავშვს დაბადებისთანავე აღმოაჩნდა 6 მკვეთრად შემოსაზღვრული ღია


ყავისფერი ლაქა. რომელ დაავადებაზე ვფიქრობთ
*ა) ნეიროფიბრომატოზზე
ბ) პრინგლის დაავადებაზე
გ) სტერჟ-ვებერის სინდრომზე
დ) ვიტილიგოზე

1326. რომელი გენოდერმატოზის დროს არ აღინიშნება მომატებული


მგრძნობელობა სინათლისადმი
ა) კოკეინის სინდრომი
ბ) ბლუმის სინდრომი
გ) როტმუნდის სინდრომი
*დ) ელერს-დანლოსის სინდრომი

1327. 5 წლის ბავშვს დაესვა რგოლისებრი გრანულომას დიაგნოზი. ექიმის


ტაქტიკა მკურნალობისას
*ა) ელოდება დაავადების თვითგანკურნებას
ბ) უნიშნავს მაღალი სიძლიერის სტეროიდული მალამოების ხანგრძლივ
გამოყენებას
გ) უტარებს ანტიბიოტიკოთერაპიას

1328. 10 წლის გოგონას მტევნის დორზალურ ზედაპირზე აღენიშნებოდა


ერთი მცირე ზომის ანულარული ელემენტი. დიაგნოსტიკის მიზნით კერიდან
ჩატარებული ბიოფსიის შემდეგ ავადმყოფს პათოლოგიური კერა გაუქრა.
სავარაუდო დიაგნოზია
*ა) რგოლისებური გრანულომა
ბ) პიოგენური გრანულომა
გ) უცხო სხეულის გრანულომა

1329. რომელი დაავადება არ ითვლება ფაკომატოზად


ა) პრინგლ-ბურნევილის დაავადება
ბ) რეკლინჰაუზენის დაავადება
გ) სტერჟ-ვებერის სინდრომი
*დ) ანეტოდერმია

1330. გოტრონის სინდრომი არის


*ა) პროგერიების აბორტული ფორმა
ბ) თანდაყოლილი იქთიოზის ფორმა
გ) თანდაყოლილი პოიკილოდერმიის ფორმა
1331. 10 წლის გოგონას დაესვა ვარდისფერი პიტირიაზის დიაგნოზი.
რეკომენდირებულია მკურნალობა
ა) სტეროიდული მალამოებით
*ბ) ნეიტრალური მისაფრქვევებით
გ) ანტიბიოტიკის შემცველი მალამოებით

1332. იადასონ-ლევანდოვსკის სინდრომი (თანდაყოლილი პაქიონიქია) არის


*ა) თანდაყოლილი პოლიკერატოზი
ბ) ფოტოდერმატოზი
გ) თანდაყოლილი იქთიოზის ერთ-ერთი ფორმა
დ) ექტოდერმული დისპლაზია

1333. ჰეილი-ჰეილის დაავადება არის


*ა) კეთილთვისებიანი ოჯახური პემფიგუსი
ბ) ჩვეულებრივი პემფიგუსი
გ) მოვეგეტირე პემფიგუსი
დ) ბულოზური პემფიგოიდი

1334. როთმუნდის სინდრომი არის


*ა) თანდაყოლილი პოიკილოდერმია
ბ) თანდაყოლილი იქთიოზი
გ) ექტოდერმული დისპლაზია
დ) ანეტოდერმია

1335. თანდაყოლილი ციტომეგალოვირუსული ინფექციისას კანზე შეიძლება


შეგვხვდეს შემდეგი სახის გამონაყარი
ა) პეტექიები
ბ) პურპურა
გ) მაკულოპაპულოზური გამონაყარი
დ) პაპულონოდულარული გამონაყარი
ე) ვეზიკულური გამონაყარი
*ვ) ყველა ჩამოთვლილი

1336. ბავშვთა პროგერია არის


ა) ინფექციური დაავადება
ბ) კოლაგენოზი
გ) ფოტოდერმატოზი
*დ) გენოდერმატოზი

1337. დერმატომიოზიტისათვის ბავშვთა ასაკში დამახასიათებელია ყველა


ჩამოთვლილი, გარდა
ა) გოტრონის პაპულებისა
ბ) ბალთებისა იდაყვებზე და მუხლებზე
*გ) შინაგანი ორგანოების ავთვისებიან სიმსივნეებთან კავშირისა
დ) სინათლისადმი მგრძნობიარე გამონაყარისა

1338. კანის რომელი ცვლილება ითვლება ბავშვთა ასაკში პათოლოგიად


ა) ზომიერი ერითემა
ბ) ტელეანგიექტაზიები შუბლზე და კეფის არეში
გ) ფიზიოლოგიური სიყვითლე
დ) ფიზიოლოგიური ალოპეცია
*ე) არც ერთი ჩამოთვლილი

1339. რა ნიშნით გამოვლინდება ჰორმონული კრიზი ბავშვთა ასაკში


ა) პიოდერმიით
ბ) კანდიდოზით
გ) იმპეტიგოთი
*დ) სებორეული დერმატიტით

1340. ბავშვთა ასაკში არ გვხვდება


ა) ალოპეცია
ბ) ეგზემა
გ) ფსორიაზი
დ) ატოპიური დერმატიტი
*ე) ვარდისფერი ფერისმჭამელა

1341. ბავშვთა ასაკში არ გვხვდება


ა) კანდიდოზი
ბ) პიოდერმია
გ) ალოპეცია
დ) იმპეტიგო
*ე) კანის მოგვიანებითი პორფირია

1342. რომელი დაავადება ახდენს გავლენას დერმატოზების პათოგენეზზე


ბავშვთა ასაკში
ა) ტონზილიტი
ბ) ჰაიმორიტი
გ) ნაწლავების დისბაქტერიოზი
დ) ჰელმინთოზი
*ე) ყველა ჩამოთვლილი

1343. ონიქოფაგიის გამომწვევი შესაძლოა იყოს


ა) ოქროსფერი სტაფილოკოკი
ბ) სტრეპტოკოკი
გ) კანდიდა ალბიკანსი
დ) წითელი ტრიქოფიტონი
*ე) არც ერთი ჩამოთვლილი

1344. რომელ ჯგუფს მიეკუთვნება გოშეს დაავადება


ა) რეტიკულოზებს
ბ) ქავანა დერმატოზებს
გ) გენოდერმატოზებს
დ) კერატოდერმიებს
*ე) ლიპიდოზებს
1345. რომელ ასაკში გვხვდება ტოქსიური ეპიდერმალური ნეკროლიზი
ა) 0-12 თვე
ბ) 1-10 წელი
გ) 16-85 წელი
*დ) ყველა ჩამოთვლილ ასაკში

1346. რა სახელწოდებითაა ცნობილი ტოქსიური ეპიდერმალური ნეკროლიზი


ა) რიტერის დერმატიტი
ბ) პაროს დაავადება
გ) პეჯეტის დაავადება
*დ) ლაიელის დაავადება

1347. აკროსკლეროზის დროს ზიანდება


ა) შინაგანი ორგანოები
ბ) თმები
გ) ფრჩხილები
*დ) სახე და მაჯები

1348. დაავადებათა რომელ ჯგუფს მიეკუთვნება მასტოციტოზი


ა) პიოდერმიებს
ბ) ბულოზურ დერმატიტებს
გ) დერმატოზოონოზებს
დ) ვასკულიტებს
*ე) რეტიკულოზებს

1349. მასტოციტოზის სამკურნალო პრეპარატს მიეკუთვნება


ა) ანტიჰისტამინები
ბ) ეპინეფრინი
გ) სტეროიდები
*დ) ყველა ჩამოთვლილი

1350. კანის რომელი დაავადების სინონიმია მუცინოზი


ა) მილიუმის
*ბ) კანის მიქსედემის
გ) მონგოლოიდური ლაქების
დ) მიობლასტომის

1351. მელედას დაავადება (პალმოპლანტარული ჰიპერკერატოზი) არის


ა) სოკოვანი
ბ) სტრეპტოკოკური
გ) ალერგოდერმატოზი
*დ) მემკვიდრული
ე) პარაზიტული

1352. რომელი ვიტამინის დეფიციტის დროს აღინიშნება ჰეილოზი


ა) ვიტამინი „A”-ს
ბ) ვიტამინი „E“-ს
გ) ვიტამინი „D3“-ს
*დ) ვიტამინი „B2“-ს
ე) ვიტამინი „C“-ს

1353. რომელი ვიტამინის დეფიციტის დროს გვხვდება ბარლოუს დაავადება


ა) ვიტამინი „A”-ს
ბ) ვიტამინი „E“-ს
გ) ვიტამინი „D3“-ს
დ) ვიტამინი „B2“-ს
*ე) ვიტამინი „C“-ს

1354. რომელი დაავადების დროს გვხვდება სკლეროდაქტილია


ა) სკლერემა
ბ) სკროფულოდერმა
გ) სკლერედემა
*დ) სისტემური სკლეროდერმია

1355. რომელი კლინიკური სიმპტომი იჩენს თავს ყველაზე ადრე მწვავე


სხივური დაავადების დროს
*ა) გულისრევა, ღებინება
ბ) ლეიკოპენია
გ) კანის ერითემა
დ) თმის ცვენა

1356. მამაკაცის სასქესო ჯირკვლების სხივური თერაპიით გამოწვეული


ყველაზე დამახასიათებელი გვერდითი ეფექტია
ა) პოტენციის დარღვევა
*ბ) ჰიპოსპერმია
გ) ჰიდროცელე
დ) სისხლში ტესტოსტერონის შემცველობის დაქვეითება

1357. რა პირველადი სამედიცინო დახმარება უნდა აღმოვუჩინოთ


რადიაციული დაზიანებით გამოწვეულ მძიმე მდგომარეობაში მყოფ პაციენტს
ა) კანის დეზაქტივაცია
ბ) რადიოპროტექტორის მიღება
*გ) რეანიმაციული ღონისძიებები
დ) ჰემოსორბცია
ე) ღებინების კუპირება

1358. რას ეწოდება აქტინიური დერმატიტი


*ა) მზის, რენტგენის, რადიუმის და სხვა სხივების მოქმედებით
გამოწვეულ კანის ანთებას
ბ) ქიმიური ნივთიერებებით გამოწვეულ კანის ანთებას
გ) მექანიკური ტრავმის შედეგად კანის დაზიანებას
დ) აქტინომიკოზის თანმხლებ დერმატიტს
1359. მოგვიანებითი ქრონიკული სხივური დერმატოზი ვითარდება
ა) მწვავე ბულოზური სხივური დერმატიტის ყოფილ კერებზე
ბ) მწვავე ნეკროზული დერმატიტის ყოფილ არეებზე
გ) ინდურაციული შეშუპების სახით
დ) მოგვიანებითი წყლულის სახით
ე) სხივური კიბოს სახით
*ვ) ყველა ჩამოთვლილის დროს

1360. მწვავე ბულოზური სხივური დერმატიტისათვის დამახასიათებელია


ა) კანის შეშუპების და სიწითლის ფონზე ბუშტების წარმოქმნა
ბ) ეროზიები ან ზედაპირული წყლულები, ქერქები
გ) კანის ატროფია
დ) "ჭრელი კანი"
*ე) ყველა ჩამოთვლილი

1361. მწვავე ნეკროზული სხივური დერმატიტისათვის დამახასიათებელია


ყველა ჩამოთვლილი, გარდა
ა) საერთო მდგომარეობის დამძიმებისა
ბ) მტკივნეული წყლულების წარმოქმნისა
*გ) წყლულების სწრაფად შეხორცებისა
დ) წარმოქმნილი ნაწიბურების ტრამვატიზაციისას ტროფიული წყლულების
წარმოქმნისა
ე) წარმოქმნილი ნაწიბურების ტრამვატიზაციისას მტკივნეული
წერტილოვანი სისხლჩაქცევების წარმოქმნისა

1362. რომელი დაავადების დროს არ გვხვდება ნოდოზური ბართოლინიტი


*ა) მწვავე გონორეის
ბ) ტორპიდული გონორეის
გ) ლატენტური გონორეის
დ) ქრონიკული გონორეის

1363. აივ ინფექციის მიმდინარეობის კლასიფიკაცია მოიცავს


ა) ინკუბაციის სტადიას
ბ) პირველადი გამოვლინებების სტადიას
გ) მეორადი დაავადების სტადიას
დ) ტერმინალურ სტადიას
*ე) ყველა ჩამოთვლილს

1364. შიდსთან ასოცირებული დაავადებაა


ა) ფსორიაზი
ბ) ეგზემა
გ) სებორეა
*დ) კაპოშის სარკომა

1365. უროგენიტალური ინფექციის გამომწვევი ქლამიდიის სეროტიპებია


ა) „A-E“ სეროტიპი
*ბ) „D-K“ სეროტიპი
გ) „M-Z“ სეროტიპი

1366. ტრიქომონადული ვაგინიტისთვის დამახასიათებელია


ა) მაკულოზური ტიპი
ბ) გრანულოზური ტიპი
გ) ეროზიული ტიპი
*დ) ყველა ჩამოთვლილი

1367. დონოვანოზი არის


*ა) გენიტალიუმის ორგანოების კანისა და კანქვეშა ქსოვილების
გრანულომატოზური დაწყლულება
ბ) საზარდულის ლიმფადენიტი
გ) არავენერიული ტრეპონემატოზი

1368. დონოვანოზის გამომწვევია


*ა) „Calymmatobacterium granulomatis“
ბ) „Giardia Lamblia“
გ) „Trichomona Vaginalis“
დ) „Ureaplasma Urealyticum“

1369. ციტომეგალოვირუსმა შეიძლება გამოიწვიოს ყველა ჩამოთვლილი,


გარდა
ა) ცნს-ს დაზიანებისა
ბ) თრომბოციტოპენიისა
გ) ჰეპატიტისა
*დ) პანკრეატიტისა

1370. ახალშობილებში ქლამიდიოზით დაინფიცირება იწვევს ყველა


ჩამოთვლილს, გარდა
ა) კონიუნქტივიტისა
ბ) ოტიტისა
გ) პნევმონიისა
*დ) კოლიტისა

1371. ვირუსულ და ქლამიდიურ ინფექციას ქალებში შეუძლია გამოიწვიოს


ა) უშვილობა
ბ) თვითნებური აბორტები
გ) მკვრადშობადობა
დ) ახალშობილთა პათოლოგიები
*ე) ყველა ჩამოთვლილი

1372. ქვემოთ ჩამოთვლილი რომელი ვირუსი უკავშირდება სიმსივნურ


დაავადებებს
ა) პაპილომავირუსები
ბ) ჰერპესვირუსი ტიპი VIII
გ) “B” ჰეპატიტის ვირუსი
*დ) ყველა ჩამოთვლილი
1373. რა გართულება შეიძლება გამოიწვიოს ციტომეგალოვირუსმა
ნეონატალურ პერიოდში და ახალშობილებში
ა) ცნს-ის დაზიანებები
ბ) პნევმონიები
გ) ჰეპატიტები
დ) მიოკარდიტი
*ე) ყველა ჩამოთვლილი

1374. სგგი-ის გავრცელების მაღალი რისკის ჯგუფს მიეკუთვნებიან


ა) კომერციული სექსმუშაკები
ბ) მამაკაცები, რომელთაც აქვთ სექსი მამაკაცებთან (მსმ)
გ) ინტრავენური მოხმარების ნარკომანები
დ) მოზარდები
*ე) ყველა ჩამოთვლილი

1375. წინამდებარე ჯირკვლის ავთვისებიანი სიმსივნის დროს


ა) ჯირკვალი გადიდებული არ არის
*ბ) ჯირკვალი გაიდებულია ხორკლიანი ზედაპირით
გ) ჯირკვალი გადიდებულია სადა ზედაპირით

1376. სქესობრივი კონტაქტიდან რამდენი ხნის განმავლობაშია ეფექტური


ადგილობრივად პროფილაქტიკის ჩატარება
*ა) 2-3 საათამდე
ბ) 4-6 საათამდე
გ) 12 საათმდე
დ) 24 საათის განმავლობაში

1377. გონორეულ-ქლამიდიური შერეული ინფექციების დროს შარდში


აღინიშნება
ა) ლორწოვანი ძაფები
ბ) ჩირქოვანი ძაფები
*გ) ლორწოვან-ჩირქოვანი ძაფები
დ) შარდი სუფთაა

1378. ექსტრაგენიტალურ ქლამიდიოზებს მიეკუთვნება


ა) ქლამიდიური პროქტიტი
ბ) ქლამიდიური ფარინგიტი
გ) ქლამიდიური კონიუნქტივიტი
დ) ქლამიდიური პიელონეფრიტი
*ე) ყველა ჩამოთვლილი

1379. რომელი მეთოდი გამოიყენება მიკოპლაზმოზის დიაგნოსტირებისთვის


ა) კულტურალური
ბ) სეროლოგიური
გ) იმუნოფლუორესცენტული
*დ) ყველა ზემოთ ჩამოთვლილი
1380. ბაქტერიული ვაგინოზის განვითარების ხელშემწყობი ფაქტორია
ა) სქესობრივი ცხოვრების ადრეულ ასაკში დაწყება
ბ) ანტიბიოტიკების მიღება
გ) ორსულობა
დ) კონტრაცეპტივების ხმარება
ე) შაქრიანი დიაბეტი
*ვ) ყველა ჩამოთვლილი

1381. აღმავალ გონორეულ დაავადებებს მიეკუთვნება ყველა, გარდა


ა) ენდომეტრიტისა
ბ) სალპინგიტისა
გ) ოოფორიტისა
*დ) ბართოლინიტისა
ე) პელვეოპერიტონიტისა

1382. რომელი სინჯის საშუალებით არის შესაძლებელი ურეთრაში ანთებითი


პროცესის ლოკალიზაციის დადგენა
ა) რებერგის ნიმუშის
ბ) კაკოვსკო-ადისის ნიმუშის
*გ) შარდის ორჭიქიანი ნიმუშის
დ) ნეჩიპორენკოს ნიმუშის

1383. არასპეციფიური პროსტატიტის რომელი სინონიმი შეიძლება ჩაითვალოს


უფრო მართებულად
ა) არაგონორეული პროსტატიტი
*ბ) ბაქტერიული პროსტატიტი
გ) არატრიქომონადული პროსტატიტი
დ) ინფექციური პროსტატიტი

1384. რომელი გრამუარყოფითი ბაქტერია არ შეიცავს უჯრედის გარსს?


ა) გონოკოკი
ბ) ნაწლავის ჩხირი
გ) პროტეინული ბაქტერიები
დ) ქლამიდიები
*ე) ურეაპლაზმები, მიკოპლაზმები

1385. რომელი უროგენიტალური ინფექციების დროს აღენიშნებათ ქალებს


ცვლილებები საშოში სპეციფიური სუნით (გაფუჭებული თევზის სუნი)
ა) ქლამიდიოზის
ბ) ჰერპეს ვირუსით ინფიცირებისას
გ) მიკოპლაზმოზის გამოვლენისას
დ) ურეაპლაზმოზისას
*ე) გარდნერელოზისას

1386. პროსტატიტის კლასიფიკაციის საფუძვლად მიჩნეული რომელი


პრინციპები შეიძლება ჩაითვალოს მართებულად
ა) ანატომიური
ბ) კლინიკური
გ) ეტიოლოგიური
დ) პათოგენეზური
*ე) ყველა ჩამოთვლილი

1387. მწვავე პროსტატიტის მიზეზია


ა) პიელონეფრიტი
ბ) ცისტიტი
*გ) ურეთრიტი
დ) კოლიტი

1388. დაასახელეთ მწვავე კატარალური პროსტატიტის ძირითადი სიმპტომი


*ა) მწვავე ტკივილი შორისის მიდამოში, პოლაკიურია
ბ) ტერმინალური ჰემატურია
გ) დიარეა
დ) ტკივილი ეპიგასტრიუმში

1389. მწვავე ფოლიკულარული პროსტატიტის დროს წინამდებარე ჯირკვალი


ა) ზომებში დაპატარავებულია
ბ) ასიმეტრიულია
გ) ჩვეულებრივი ზომისა და კონსისტენციისაა გამოხატული ტკივილით
*დ) არაჰომოგენური კონსისტენციისაა ინფილტრირებული კერებით
ე) 3-5-ჯერ გადიდებულია მჭიდრო-ელასტიური კონსტიტენციით,
მკვეთრად მტკივნეული

1390. სამჭიქიანი სინჯით ურეთროპროსტატიტის დიაგნოზი ისმება მაშინ,


როცა
ა) არცერთ 3 პორციაში არ არის ლეიკოციტურია
ბ) ლეიკოციტურიაა პირველ პორციაში
გ) ლეიკოციტურიაა მე-3 პორციაში
*დ) ლეიკოციტურიაა პირველ და მე-3 პორციაში
ე) ტოტალური ლეიკოციტურიაა შარდის ყველა სამ პორციაში

1391. პროსტატის სეკრეტის ანალიზის რომელი ლაბორატორიული


მაჩვენებელი მიუთითებს წინამდებარე ჯირკვლის ატონიაზე
ა) მხედველობის არეს მთლიანად ფარავს ლეიკოციტები, ლეციტინური
სხეულები მცირე რაოდენობითაა
ბ) ლეიკოციტები გროვების სახით მხედველობის არეში, ლეციტინური
სხეულები საშუალო რაოდენობითაა
გ) ლეიკოციტები 30-40 მხედველობის არეში, ლეციტინური მარცვლები
მცირე რაოდენობითაა
დ) ლეიკოციტები 12-17 მხედველობის არეში, ლეციტინური მარცვლები
მცირე რაოდენობითაა
*ე) ლეიკოციტები 0-1 მხედველობის არეში, ლეციტინური მარცვლები არ
ისაზღვრება
1392. რომელი დაავადებების დროს გვხვდება ჰემოსპერმია
ა) პროსტატიტის
ბ) ცისტიტის
*გ) კოლიკულიტის
დ) მენჯის ვენის თრომბოზის

1393. რომელი დაავადების სიმპტომია ლორწოვან-ჩირქოვანი გამონადენი


ურეთრიდან დეფეკაცისას
*ა) პროსტატიტის
ბ) კოლიკულიტის
გ) ვეზიკულიტის
დ) ჩირქოვანი ცისტიტის
ე) პიელონეფრიტის

1394. ურეთროსკოპიის ჩვენებას წარმოადგენს


ა) მწვავე ურეთრიტი
ბ) წინა ურეთრიტი
გ) უკანა ურეთრიტი
დ) ტოტალური ურეთრიტი
*ე) ქრონიკული ურეთრიტი

1395. ურეთრიტის უეჭველი ნიშანი სამი ჭიქის ნიმუშისას შეიძლება იყოს


*ა) ლეიკოციტების არსებობა შარდის პირველ პორციაში
ბ) ლეიკოციტების არსებობა შარდის მეორე პორციაში
გ) ლეიკოციტების არსებობა შარდის მესამე პორციაში
დ) ლეიკოციტების არსებობა შარდის ყველა პორციაში

1396. უფრო ხშირად რა ეტიოლოგიის ურეთრიტის დროს ვითარდება


რეიტერის სინდრომი
ა) გონორეული
ბ) ვირუსული
გ) მიკოპლაზმური
*დ) ქლამიდიური
ე) მიკოზური

1397. რეიტერის დაავადება განპირობებულია


ა) გამომწვევისადმი ანტისხეულების არსებობით
ბ) ალერგიული რეაქციით
გ) იმუნიტეტის დაქვეითებით
*დ) გენეტიკური ფაქტორებით
ე) დამატებითი ტრავმით

1398. რითია განპირობებული ჰემატოტესტიკულური ბარიერი


ა) ლეიდიგის უჯრედებით
ბ) სპერმატოგენიებით
*გ) სერტოლეს უჯრედების ციტოპლაზმითა და არხის გარსით
დ) სპერმატიდებით
ე) სერტოლეს უჯრედებით

1399. რომელი ბაქტერიალური ფლორა გვხვდება შარდში უფრო ხშირად


მწვავე არასპეციფიური ეპიდიდიმიტისას
ა) ლურჯ-მწვანე ჩირქოვანი ჩხირი
ბ) პროტეი
გ) კლებსიელა
დ) ნაწლავური ჩხირი
*ე) მიკროფლორა არ არსებობს

1400. რითი რთულდება ორმხრივი ეპიდიდიმიტი კონსერვატული


მკურნალობის შემდგომ
*ა) საკვერცხეების ატროფიით
ბ) ობსტრუქციული ასპერმიით
გ) ოლიგოსპერმიით
დ) საკვერცხის გადაბრუნებით
ე) ორქიტით

1401. რომელი ეტიოლოგიური ფაქტორის დროს წარმოიქმნება


ორქოეპიდიდიმიტი
*ა) ტუბერკულოზის
ბ) გონორეის
გ) ქლამიდიოზის
დ) ბრუცელოზის
ე) სიფილისის

1402. რა გართულებებს იწვევს უროგენიტალური ქლამიდიოზი


ა) პეირონის დაავადებას
ბ) პრიაპიზმს
*გ) რეიტერის დაავადებას
დ) კავერნიტს

1403. რას ნიშნავს ტერმინი "აზოსპერმია"


ა) სპერმიების არსებობას
*ბ) სპერმატოგენეზის უჯრედების არსებობას სპერმის გარეშე
გ) უმოძრაო ფორმის სპერმების არსებობას
დ) დეგენერაციული ფორმის სპერმების არსებობას
ე) სპერმების არ არსებობას

1404. 26 წლის პაციენტმა მიმართა ვენეროლოგს ჩივილებით: ურეთრიდან


უხვი ჩირქოვანი გამონადენი, წვა შარდვის დროს, რაც დაეწყო შემთხვევითი
კონტაქტიდან 6 დღის შემდეგ. ნაცხში აღმოჩენილია მნიშვნელოვანი
ლეიკოციტოზი, უჯრედშიდა დიპლოკოკები და შოლტისებური უმარტივესები.
თქვენი დიაგნოზი
ა) გონორეული ურეთრიტი
ბ) ბაქტერიული ურეთრიტი
გ) ტრიქომონადული ურეთრიტი
*დ) შერეული გონორეულ-ტრიქომონადული ურეთრიტი

1405. პროცესის ლოკალიზაციის მიხედვით გონორეის კლინიკური ფორმებია


ა) გენიტალური
ბ) ექსტრაგენიტალური
გ) დისემინირებული
*დ) ყველა ჩამოთვლილი

1406. აივ ინფიცირებულებში კაპოშის სარკომის გამომწვევია


ა) ადამიანის ჰერპესვირუსის I ტიპი
ბ) ადამიანის ჰერპესვირუსის II ტიპი
*გ) ადამიანის ჰერპესვირუსის VIII ტიპი
დ) ყველა ჩამოთვლილი

1407. პაციენტს ჩაუტარდა პაპილომავირუსული კონდილომის


კრიოდესტრუქცია. მის სქესობრივ პარტნიორს ესაჭიროება
ა) პროფილაქტიკური მკურნალობა
ბ) კლინიკურ-სეროლოგიური კონტროლი
*გ) ექიმის კონსულტაცია

1408. პაციენტს ჩაუტარდა მკურნალობა გენიტალური ჰერპესის პირველი


ეპიზოდის გამო. მის სქესობრივ პარტნიორს ესაჭიროება
ა) პროფილაქტიკური მკურნალობა
ბ) კლინიკურ-სეროლოგიური კონტროლი
*გ) ექიმის კონსულტაცია

1409. რომელი ჯგუფის პრეპარატებს განეკუთვნება აციკლოვირი


ა) ანგიოპროტექტორებს
ბ) იმუნომოდულატორებს
გ) ამინოგლიკოზიდებს
*დ) ანტივირუსულებს

1410. პელაგრისთვის დამახასიათებელი სიმპტომია ყველა, გარდა


ა) დიარეისა
*ბ) დიათეზისა
გ) დერმატიტისა
დ) დემენციისა

1411. მწერებით გადამდებ დაავადებებს მიეკუთვნება


ა) ლეიშმანიოზი
ბ) ლაიმის დაავადება
გ) ერლიხიოზი
დ) მალარია
*ე) ყველა ჩამოთვლილი

1412. ინფექციური დერმატოზია


ა) პელაგრა
*ბ) დერმატოფიტია
გ) ვულგარული პემფიგუსი
დ) პორფირია

1413. რომელ დერმატოზს ახასიათებს ინტრაეპიდერმული ბულები


ა) ბულოზურ პემფიგოიდს
ბ) პორფირიას
გ) სისტემურ წითელ მგლურას
*დ) მარტივი ჰერპესი

1414. რომელ დერმატოზს ახასიათებს სუბეპიდერმული ბულები


ა) ვულგარულ პემფიგუსს
*ბ) ბულოზური პემფიგოიდს
გ) ჰერპეს ზოსტერს
დ) მარტივ ჰერპესს

1415. დიურინგის დერმატიტის დროს დიფერენციალური დიაგნოზი ტარდება


ყველა ჩამოთვლილ დაავადებასთან, გარდა
ა) პემფიგუსისა
ბ) ბულოზური პემფიგოიდისა
*გ) ატოპიური დერმატიტისა
დ) ბულოზური ტოქსიდერმიისა
ე) სუბკორნეალური პუსტულოზისა

1416. რომელი დაავადების პათოგნომური ნიშანია გოტრონის პაპულები და


გოტრონის სიმპტომი
ა) ბრტყელი ლიქენის
ბ) პემფიგუსის
*გ) დერმატომიოზიტის
დ) დარიეს დაავადების

1417. რომელი დაავადება ექვემდებარება გარეგან სტეროიდულ თერაპიას


ა) კანის ინფექციური დაავადებები
ბ) ვულგარული აკნე
გ) იქთიოზი
*დ) ფსორიაზი

1418. კრიოდესტრუქციის გამოყენება მიზანშეწონილია შემდეგი კანის


დაავადებების დროს, გარდა
ა) მეჭეჭების
ბ) სებორეული კერატოზის
*გ) პერიორალური დერმატიტის
დ) კონტაგიოზური მოლუსკის

1419. იზოტრეტინოინის დანიშვნის ჩვენებაა ყველა ქვემოთ ჩამოთვლილი


დაავადების მძიმე ფორმა, გარდა
ა) ვულგარული აკნესი
ბ) ჩირქოვანი ჰიდრადენიტის
გ) აკნე როზაცეას
*დ) ვულგარული პემფიგუსის

1420. "დამდუღრული" კანის სინდრომის გამომწვევია


*ა) სტაფილოკოკი
ბ) სტრეპტოკოკი
გ) ჰერპეს-ვირუსი ტიპი I
დ) ჰერპეს-ვირუსი ტიპი II
ე) ქლამიდია

1421. რომელი ჰორმონი აძლევს კანს მუქ (გარუჯულ) შეფერილობას


*ა) ადრენოკორტიკოტროპული
ბ) სომატოტროპული
გ) გონადოტროპული
დ) თირეოტროპული

1422. კანის როგორი დაზიანებები გვხვდება შაქრიანი დიაბეტის დროს


ა) კანის გასქელება
ბ) დიაბეტური დერმოპათია
გ) სახის კანის ჰიპერემია
დ) ყვითელი კანი და ფრჩხილები
*ე) ყველა ჩამოთვლილი

1423. პემფიგუსის სამკურნალოდ გამოიყენება


ა) კორტიკოსტეროიდები
ბ) მეტოტრექსატი
გ) ფოტოქიმიოთერაპია
*დ) ყველა ჩამოთვლილი

1424. სტეროიდების ხანგრძლივი მიღების შედეგად შეიძლება განვითარდეს


ა) კუჭის წყლული, სისხლდენა, პერფორაცია
ბ) იცენკო-კუშინგის სინდრომი
გ) ჰიპოკალიემია
დ) ოსტეოპოროზი, სპონდილოპათია
*ე) ყველა ჩამოთვლილი

1425. კანის გვიანი პორფირიის დროს ვუდის აპარატით სინჯავენ


ა) სისხლს
*ბ) შარდს
გ) ქსოვილოვან სითხეს

1426. სალიცილის მჟავას აქვს


ა) კერატოპლასტიური მოქმედება
ბ) კერატოლიზური მოქმედება
*გ) ორივე ერთად
დ) არცერთი
1427. ჩვეულებრივი ფერისმჭამელას სამკურნალოდ ადგილობრივად არ
იხმარება
ა) ბენზოილპეროქსიდი
ბ) აზელაინის მჟავა
*გ) კორტიკოსტეროიდული კრემები
დ) იზოტრეტინოინი

1428. რომელმა მიკროორგანიზმებმა შეიძლება გამოიწვიოს გართულება კანზე


შაქრიანი დიაბეტის დროს
ა) კანდიდას ჯგუფის სოკოებმა
ბ) სტაფილოკოკებმა
გ) სტრეპტოკოკებმა
დ) წითელმა ტრიქოფიტონმა
*ე) ყველა ჩამოთვლილმა

1429. პირველადი ჰერპესის რომელი ნაირსახეობა არის ყველაზე საშიში


პაციენტისათვის
ა) პირველადი ჰერპესული გინგივოსტომატიტი
ბ) პირველადი ჰერპესული ვულვოვაგინიტი
*გ) ახალშობილთა პირველადი ჰერპესი
დ) ჰერპესული პანარიციუმი
ე) გენიტალიუმის პირველადი ჰერპესი

1430. პირველ რიგში, რომელ დაავადებაზე უნდა ვიფიქროთ მორეციდივე


ჰერპეს ზოსტერის დროს
ა) ქრონიკულ აქტიურ ჰეპატიტზე
ბ) ჭიებით ინვაზიაზე
*გ) აივ-ინფექციის შიდსის სტადიაზე
დ) ქრონიკულ ლიმფოლეიკოზზე

1431. რომელი დაავადების დიაგნოსტიკისათვის გამოიყენება ვუდის აპარატი


ა) სხვადასხვაფერი პიტირიაზის
ბ) მიკროსპორიუმით გამოწვეული მიკოზის
გ) ტუბეროზული სკლეროზი;
*დ) ყველა ჩამოთვლილის

1432. ებშტეინ-ბარის ვირუსი იწვევს


ა) კაპოშის სარკომას
*ბ) ინფექციურ მონონუკლეოზს
გ) „T“-უჯრედულ ლეიკოზს-ლიმფომას
დ) მწვავე კონიუნქტივიტს

1433. ადამიანის „T“-ლიმფოტროპული ვირუსი იწვევს


ა) კაპოშის სარკომას
ბ) ინფექციურ მონონუკლეოზს
*გ) T-უჯრედულ ლეიკოზს-ლიმფომას
დ) მწვავე კონიუნქტივიტს

1434. რომელი სოკოვანი დაავადებები გვხვდება დიაბეტის დროს


ა) კანდიდოზური ქეილიტი
ბ) კანდიდოზური ვულვოვაგინიტი
გ) პერონიქია
დ) ონიქომიკოზი
*ე) ყველა ჩამოთვლილი

1435. პარაზიტული სიკოზი გამოწვეულია


ა) ოქროსფერი სტაფილოკოკით
ბ) ჰემოლიზური სტრეპტოკოკით
გ) მუნის ტკიპით
დ) ჰანსენის ჩხირით
*ე) თაბაშირისებული ტრიქოფიტონით

1436. რომელ სოკოვან დაავადებას ადასტურებს მიკროსკოპიული


დიაგნოსტიკით დრუზების აღმოჩენა
*ა) აქტინომიკოზს
ბ) დერმატოფიტოზს
გ) სხვადასხვაფერ პიტირიაზს
დ) კანდიდოზს

1437. კანდიდოზის დროს არ ზიანდება


ა) პირის ღრუს ლორწოვანი გარსი
*ბ) თმები
გ) ფრჩხილების მორგვები
დ) მსხვილი ნაოჭები

1438. სიფილისის დროს გადამდებია


ა) შარდი
ბ) ოფლი
*გ) სპერმა

1439. შანკრი-პანარიციუმი შესაძლებელია განვითარდეს მაშინ, როდესაც


ა) მკურნალობა დროულად არ არის დაწყებული
ბ) ავადმყოფი არღვევს რეჟიმს
*გ) პეტინგის დროს

1440. ფართე კონდილომების განვითარების ადგილია


ა) ანუსის მიდამო
ბ) საზარდულის ნაოჭები
გ) სათესლე ჯირკვლების პარკი
*დ) ყველა ჩამოთვლილი

1441. ჯვარედინი ბუბონი ეწოდება ლიმფადენიტს თუ ის მდებარეობს


საზარდულში
ა) შანკრის მდებარეობის მხარეს
*ბ) შანკრის მდებარეობის მეორე მხარეს
გ) შანკრის მდებარეობის ორივე მხარეს

1442. ნეიროსიფილისის განვითარებას ხელს უწყობს ყველა ჩამოთვლილი,


გარდა
ა) ახალი ფორმების არასაკმარისი მკურნალობაისა
ბ) თანმხლები ქრონიკული ინფექციებისა
გ) იმუნური სტატუსის დაქვეითებისა
დ) ინტოქსიკაციებისა
*ე) დაავადებულ პირთან ხშირი სქესობრივი კონტაქტისა

1443. მენინგოვასკულარულ სიფილისს მიეკუთვნება ყველა ჩამოთვლილი,


გარდა
ა) მწვავე სიფილისური მენინგიტისა
ბ) ქრონიკული სიფილისური მენინგიტისა
გ) მენინგოენცეფალიტისა
*დ) პროგრესული დამბლისა

1444. არატრეპონემულ ტესტებს მიეკუთვნება ყველა ჩამოთვლილი, გარდა


ა) „RPR“
ბ) „VDRL“
*გ) „TPHA“

1445. ტრეპონემული ტესტებია


ა) მკრალი ტრეპონემის იმობილიზაციის რეაქცია
ბ) იმუნოფლუორესცენციის რეაქცია
გ) პასიური ჰემაგლუტინაციის რეაქცია
*დ) ყველა ჩამოთვლილი

1446. იმობილიზაციის რეაქციის ჩასატარებლად აუცილებელია


*ა) ცოცხალი მკრთალი ტრეპონემების არსებობა
ბ) კარდიოლიპინის ანტიგენი
გ) ნახშირის ნაწილაკები
დ) ყველა ჩამოთვლილი

1447. თავ-ზურგტვინის სითხის გამოკვლევა რეკომენდებულია


ა) ნევროლოგიური სიმპტომატიკის დროს
ბ) გუმოზური სიფილისის დროს
გ) თანმხლები აივ-ინფექციის დროს
*დ) ყველა ჩამოთვლილის დროს

1448. სიფილისით დააავადებულ ქალებში რომლებსაც არ ჩაუტარდათ


ანტილუესური მკურნალობა, ორსულობის შესაძლო გამოსავალია
ა) მუცლის მოშლა
ბ) მკვდრადშობადობა
გ) დაავადებული ახალშობილი
დ) ჯანმრთელი ბავშვის დაავადება
*ე) ყველა ჩამოთვლილი

1449. რა ინტენსივობით უნდა შევიყვანოთ ბენზილპენიცილინი, რომ


შევინარჩუნოთ ტრეპონემოციდული კონცენტრაცია სისხლის შრატში
*ა) ყოველ 3 საათში
ბ) ყოველ 6 საათში
გ) ყოველ 12 საათში
დ) ყოველ 24 საათში

1450. ნეიროსიფილისის დიაგნოზს ამტკიცებს თავ-ზურგტვინის სითხის


კვლევისას
ა) დადებითი ტრეპონემული ტესტები
*ბ) დადებითი არატრეპომენული ტესტები
გ) ცილის მომატებული რაოდენობა

1451. მკრთალი ტრეპონემით ნაყოფის დაინფიცირება შეიძლება მოხდეს


ა) ორსულობის პირველ ნახევარში
ბ) ორსულობის მეორე ნახევარში
*გ) ორსულობის ნებისმიერ სტადიაზე

1452. ნაყოფში სიფილისისთვის დამახასიათებელი პათოლოგიური კერები


შეიძლება განვითარდეს
ა) ორსულობის პირველ ნახევარში
*ბ) ორსულობის მეორე ნახევარში
გ) ორსულობის ნებისმიერ სტადიაზე

1453.მზისმიერი გეროდერმიის გამოხატულების ხარისხი დამოკიდებულია


ა) ბავშვობიდან მიღებული მზის სხივების ჯამურ დოზაზე
ბ) მზის დასხივების ხანგრძლივობასა და ინტენსივობაზე
*გ) ყველა ჩამოთვლილზე

1454. მზისმიერი ელასტოზისათვის დამახასიათებელია


*ა) სახეზე კანის მოყვითალო-კრემისფერი არათანაბარი უბნების არსებობა
ბ) სახეზე კანის ელასტიურობის მომატება
გ) სახეზე ცხიმგროვებისა და მილიუმის კვანძების არსებობა

1455. ფავრა-რაკუშოს დაავადებისთვის დამახასიათებელია


ა) ჰიპერპიგმენტაცია კისრის წინა ზედაპირზე
*ბ) კომედონები, განსაკუთრებით თვალბუდის არეში
გ) ახალგაზრდა ასაკში გამოვლინება

1456. ფავრა-რაკუშოს დაავადება დამახასიათებელია


ა) აქტინიური კერატოზისათვის
ბ) ბრტყელუჯრედოვანი კიბოსათვის
*გ) მზისმიერი გეროდერმიისათვის
დ) ბაზალიომისთვის
1457. მზისმიერი გეროდერმია არის
*ა) მზის სხივებით გამოწვეული კანის დაბერება
ბ) მზის სხივებით გამოწვეული კანის ცხიმიანობის მომატება
გ) მზისგან გამოწვეული კანის ერითემა

1458. მზისმიერი გეროდერმიის დროს სახეზე


ა) კანი ატროფიულია და მშრალია
ბ) ტელეანგიექტაზიები და ჰემორაგიული გამონაყარია
გ) კანი გასქელებული და გაუხეშებულია
*დ) სწორია ყველა

1459. აქტინიური კერატოზის მკურნალობისათვის არ გამოიყენება


ა) კრიოთერაპია
ბ) ფტორურაცილი
*გ) ფტორქინოლონი
დ) რეტინოიდები

1460. აქტინიური კერატოზის დროს პათოლოგიური პროცესი


ლოკალიზებულია
*ა) ეპიდერმისში
ბ) დერმაში
გ) ჰიპოდერმაში
დ) ყველა ჩამოთვლილში

1461. აქტინიური კერატოზის მალიგნიზაციის შედეგად შესაძლოა


განვითარდეს
ა) მელანომა
*ბ) ბრტყელუჯრედოვანი კიბო
გ) ბაზალურუჯრედოვანი კარცინომა
დ) ბოუენის დაავადება

1462. მზისმიერი გეროდერმიის განვითარებაში ყველაზე დიდ როლს


თამაშობს
ა) ულტრაიისფერი „A” სხივები
*ბ) ულტრაიისფერი „B” სხივები
გ) ულტრაიისფერი „C” სხივები
დ) ინფრაწითელი სხივები
ე) ხილული სხივები

1463. მზისმიერი გეროდერმიის სინონიმია


ა) აქტინიური კერატოზი
ბ) მზისმიერი ელასტოზი
*გ) დერმატოჰელიოზი
დ) მზისმიერი ლენტიგო

1464. მზისმიერი გეროდერმიის დროს პათოლოგიური ცვლილებები


აღინიშნება
ა) ეპიდერმისში
ბ) დერმაში
გ) თმის ფოლიკულსა და ცხიმის ჯირკვლებში
*დ) ყველა ჩამოთვლილში

1465. მოხუცებულობის ლენტიგოს სინონიმია


ა) მოხუცებულობითი კერატოზი
ბ) აქტინიური კერატოზი
*გ) მზისმიერი ლენტიგო
დ) კანის ნაადრევი (მზისმიერი) დაბერება

1466. მოხუცებულობის ლენტიგოს განვითარებისათვის აუცილებელია:


ა) მოხუცებულობის ასაკი
*ბ) მზის სხივების ზემოქმედება
გ) ტონალური კრემების ჭარბი მოხმარება
დ) ყველა ჩამოთვლილი

1467. მოხუცებულობითი ლენტიგოს ახასიათებს გამონაყარის


*ა) მონომორფიზმი - მხოლოდ ლაქები
ბ) მონომორფიზმი - მხოლოდ კვანძები
გ) პოლიმორფიზმი - ლაქები და კვანძები
დ) პოლიმორფიზმი - კვანძები ანთების შემდგომი ჰიპერპიგმენტაციით

1468. აქტინიური კერატოზის რისკის ჯგუფებია


ა) მებადურეები
ბ) ალპინისტები
გ) ტენისისტები
დ) გოლფის მოთამაშეები
*ე) სწორია ყველა

1469. აქტინიური კერატოზის ტიპიური ლოკალიზაციაა


ა) სახე
ბ) კისრის გვერდითი ზედაპირები
გ) წინამხრები და მტევნები
*დ) ყველა ჩამოთვლილი

1470. აქტინიური კერატოზის პათომორფოლოგიური სურათია


*ა) კერატინოციტების პროლიფერაცია ეპიდერმისში
ბ) მელანოციტების პროლიფერაცია ბაზალურ შრეში
გ) კერატინოციტების პროლიფერაცია საკუთრივ დერმაში

1471. აქტინიური კერატოზის დიფერენციალური დიაგნოზი საჭიროა:


ა) დისკოიდურ წითელ მგლურასთან
ბ) ბრტყელ მეჭეჭებთან
გ) ბრტყელუჯრედოვან კიბოსთან
*დ) ყველა ჩამოთვლილთან
1472. სხივური დერმატიტის სინონიმებია:
ა) რადიაციული დერმატიტი
ბ) რენტგენისმიერი დერმატიტი
გ) რადიაციული დერმატოზი
*დ) ყველა ჩამოთვლილი

1473. ფსორიაზისათვის მაპროვოცირებელ ფაქტორებს წარმოადგენს


ა) კანის მექანიკური ტრავმა
ბ) ემოციური და ფიზიკური დატვირთვა
გ) ინფექციური დაავადებები
*დ) ყველა ჩამოთვლილი

1474. ჩამოთვალეთ მედიკამენტები, რომლებიც იწვევენ ფსორიაზის


პროვოცირებას
ა) სისტემური გლუკოკორტიკოსტეროიდები
ბ) ლითიუმის პრეპარატები
გ) „ ბეტა”- ადრენობლოკატორები
*დ) ყველა ზემოთ ჩამოთვლილი

1475. ბავშვებში, რომელთა ორივე მშობელი დაავადებულია ფსორიაზით, ამ


დაავადების განვითარების რისკი იზრდება
ა) 10%-ით
ბ) 3%-ით
*გ) 41%-ით
დ) 80%-ით

1476. ფსორიაზის პათოგენეზში მთავარ როლს ასრულებს


*ა) კერატინოციტების პროლიფერაციის კინეტიკური ცვლილებები
ბ) მელანოციტების რაოდენობრივი ცვლილებები
გ) დერმის დენდრიტული უჯრედების პათოლოგიური ცვლილებები
დ) ყველა ჩამოთვლილი

1477. ფსორიაზის პათოგენეზში ერთ-ერთ ძირითად როლს ასრულებს


სისხლის შემდეგი უჯრედები
ა) მონოციტები
ბ) პოლიმორფულბირთვიანი ნეიტროფილები
*გ) „T“-ლიმფოციტები
დ) თრომბოციტები

1478. მწვავე წვეთოვანი ფსორიაზის მაპროვოცირებელი ფაქტორებიდან


განსაკუთრებით მნიშვნელოვანია
ა) ალკოჰოლი
ბ) სტაფილოკოკური ინფექცია
*გ) მწვავე სტრეპტოკოკული ინფექცია
დ) არც ერთი ჩამოთვლილი

1479. კლასიფიკაციის მიხედვით, ვულგარულ ფსორიაზს არ მიეკუთვნება


ა) მწვავე წვეთოვანი ფსორიაზი
ბ) ქრონიკული ბალთოვანი ფსორიაზი
გ) კანის ნაოჭების ფსორიაზი
*დ) ცუმბუშის პუსტულოზური ფსორიაზი

1480. აუსპიცის ფენომენი არის


ა) ტრავმირების ადგილზე ფსორიაზული ელემენტების გაჩენა
*ბ) წერტილოვანი სისხლდენის ფენომენი ფსორიაზის დროს
გ) ფარული აქერცვლის ფენომენი
დ) არც ერთი ჩამოთვლილი

1481. კლასიკურად, მწვავე წვეთოვანი ფსორიაზის დროს პაპულების ზომებია


ა) დიამეტრი - 0,5 მმ
*ბ) დიამეტრი 2 მმ - 1 სმ
გ) დიამეტრი 4-5 სმ
დ) დიამეტრი - 10 სმ და მეტი

1482. ფსორიაზული პაპულების ორმხრივი სიმეტრიული განლაგება


ახასიათებს შემდეგი სახის ფსორიაზს
ა) მწვავე წვეთოვან ფსორიაზს
*ბ) ქრონიკულ ბალთოვან ფსორიაზს
გ) ფსორიაზულ ერითროდერმიას
დ) არც ერთს ჩამოთვლილთაგან

1483. ფსორიაზის დროს ფრჩხილების დაზიანება არის შემდეგი სახის


ა) ფრჩხილის ფირფიტის მოყვითალო შეფერილობა
ბ) ფრჩხილქვეშა ჰიპერკერატოზი
გ) ონიქოლიზისი
*დ) ყველა ჩამოთვლილი

1484. ფრჩხილების დაზიანება „“სათითის სიმპტომით“ ახასიათებს შემდეგ


დაავადებას
ა) წითელ ბრტყელ ლიქენს
ბ) წითელ მგლურას
*გ) ვულგარულ ფსორიაზს
დ) ვულგარულ პემფიგუსს

1485. ფსორიაზის დროს პათომორფოლოგიურ სურათში არ არის


ა) აკანტოზი
ბ) მანროს მიკროაბსცესები
გ) ჰიპერკერატოზი პარაკერატოზით
*დ) აკანტოლიზი

1486. ფსორიაზის დროს პათომორფოლოგიურ სურათში მიტოზის ფაზაში


იმყოფებიან შემდეგი უჯრედები
ა) კერატინოციტები
ბ) ფიბრობლასტები
გ) ენდოთელური უჯრედები
*დ) ყველა ჩამოთვლილი

1487. მწვავე წვეთოვანი ფსორიაზის დროს ანტისტრეპტოლიზინი „O“-ს


მომატებული ტიტრი გამოვლინდება შემდეგი გამოკვლევით
ა) სისხლის საერთო ანალიზით
ბ) კანის პათომორფოლოგიით
*გ) სისხლის სეროლოგიური რეაქციით
დ) დნმ-დიაგნოსტიკით

1488. კანის ნაოჭების ფსორიაზის დიფერენციალური დიაგნოსტიკა არ


ტარდება
ა) კანდიდოზთან
*ბ) ვარდისფერ პიტირიაზთან
გ) დერმატოფიტიასთან
დ) ექსტრამამილარულ კიბოსთან

1489. ფსორიაზული ართრიტის კლინიკური ფორმაა


ა) პერიფერიული ფორმა
ბ) მუტილაციური ართრიტი
გ) ენტეზოპათია
*დ) ყველა ჩამოთვლილი

1490. ფსორიაზული ართრიტის დროს იზრდება შემდეგი ანტიგენის


რაოდენობა
ა) „HLA-II“ კლასის
ბ) „HLA- B17“ კლასის
*გ) „HLA-I“ კლასის
დ) არც ერთის ჩამოთვლილთაგან

1491. ალოპოს მყარი პუსტულოზური აკროდერმატიტი წარმოადგენს შემდეგი


სახის ფსორიაზის ვარიანტს
ა) ფსორიაზული ერითროდერმიის
*ბ) პუსტულოზური ფსორიაზის
გ) კანის ნაოჭების ფსორიაზის
დ) ქრონიკული ბალთოვანი ფსორიაზის

1492. ალოპოს პუსტულოზური აკროდერმატიტის დროს გამონაყარის


ძირითადი ელემენტია
ა) პაპულა
ბ) ბალთა
*გ) პუსტულა
დ) ლაქა

1493. ცხელება და დიდი რაოდენობით პუსტულები, რომლებიც ქმნიან კანზე


„ჩირქის ტბას“, ახასიათებს შემდეგი სახის ფსორიაზს
*ა) ცუმბუშის პუსტულოზურ ფსორიაზს
ბ) ბარბერის პუსტულოზურ ფსორიაზს
გ) მწვავე წვეთოვან ფსორიაზს
დ) ყველა ჩამოთვლილს

1494. ჰებრი-კაპოშის ჰერპეტიფორმული იმპეტიგო უფრო ხშირად


დამახასიათებელია
ა) ბავშვებისათვის
ბ) მოხუცებულისათვის
*გ) ორსულებისთვის
დ) ყველა ჩამოთვლილისთვის

1495. “ნიკოლსკის“ სიმპტომი დადებითია შემდეგი სახის ფსორიაზის დროს


ა) კანის ნაოჭების ფსორიაზი
*ბ) ცუმბუშის პუსტულოზური ფსორიაზი
გ) ქრონიკული ბალთოვანი ფსორიაზი
დ) მწვავე წვეთოვანი ფსორიაზი

1496. ტერფის მიკოზის დისჰიდროზული ფორმის დროს ყველაზე ხშირი


დერმატოფიტიდია
ა) სხეულზე ჰიპერემიულ-სქვამოზური გამონაყარი
*ბ) მტევნების თითებსა და ხელისგულებზე ვეზიკულური გამონაყარი
გ) ხელისგულებზე შემოფარგლული აქერცვლა და ჰიპერემია
დ) სხეულზე პაპულები და პუსტულები

1497. რომელი არ არის ტერფის სოკოს რისკის ფაქტორი?


*ა) წონა
ბ) ოფლიანობა
გ) საცურაო აუზები და გასახდელი ოთახები
დ) დიაბეტი

1498. 34 წლის მორბენალ მამაკაცს აქვს ძლიერი მაცერაცია მე-4 და მე-5


თითებს შორის და ქუსლებზე ორივე მხარეს ჰიპერკერატოზი. „KOH“
ტესტით და ბაქტერიოლოგიურად აღმოჩენილია „Trichophyton
mentagrophytes“. მან 2 კვირის განმავლობაში ჩაიტარა ანტიმიკოზური
მკურნალობის კურსი და გეგმავს 4 კვირით მარათონში მონაწილეობის
მიღებას. რა იქნება მკურნალობის შემდეგი ნაბიჯი?
ა) ადგილობრივი კომბინირებული ანტიმიკოზური და სტეროიდული
თერაპია
*ბ) სისტემური ანტიმიკოზური თერაპია
გ) ადგილობრივი ანტიმიკოზური თერაპიის გაგრძელება კიდევ 2 კვირის
განმავლობაში
დ) ფართო სპექტრის ანტიმიკოზური კრემის ხშირი გამოყენება

1499. ტერფის მიკოზის ინტერტრიგინოზული ფორმის ყველაზე ხშირი


გამომწვევია
ა) „Trichophyton rubrum“
ბ) „Epidermophyton floccosum“
გ) „Candida albicans“
*დ) „Trichophyton mentagrophytes“

1500. განსაკუთრებით მძიმე მიმდინარეობით და შესაძლო ლეტალური


გამოსავალით გამოირჩევა პუსტულოზური ფსორიაზის შემდეგი ფორმა
ა) ბარბერის პუსტულოზური ფსორიაზი
ბ) რგოლისებური პუსტულოზური ფსორიაზი
*გ) ცუმბუშის პუსტულოზური ფსორიაზი

1501. რა მოვლენა უდევს საფუძვლად ფსორიაზით დაავადებულისათვის


რჩევის მიცემას - არ მოაგლიჯოს ქერცლები ფსორიაზულ პაპულებს
*ა) კებნერის ფენომენი
ბ) აუსპიცის სიმპტომი
გ) ნიკოლსკის სიმპტომი

1502. ქრონიკული ბალთოვანი ფსორიაზის სამკურნალოდ „PUVA“- თერაპია


გამოიყენება, როდესაც დაზიანებულია კანის საფარის
ა) 1%
ბ) 5%
*გ) 10%

1503. დაზიანებული კანის ფართობის გამოსაანგარიშებლად დერმატოლოგიაში


გამოიყენება
ა) სპეციალური საზომი მოწყობილობა
ბ) ჩვეულებრივი სახაზავი
*გ) ხელისგულის ფართობი

1504. რას უდრის ადამიანის ერთი ხელისგულის ფართობი


*ა) მთელი სხეულის საფარველის 1%-ს
ბ) მთელი სხეულის საფარველის 5%-ს
გ) მთელი სხეულის საფარველის 10%-ს

1505. ტოპიკური სტეროიდებით ხანგრძლივი მკურნალობის საჭიროებისას


ნაოჭების ფსორიაზის დროს გვერდითი ეფექტების ასაცილებლად იგი
შეიძლება შეიცვალოს
ა) აციკლოვირის კრემით
*ბ) კალციპოტრიოლის კრემით
გ) კლოტრიმაზოლის კრემით

1506. ტოპიკური სტეროიდების გარდა ნაოჭების ფსორიაზის სამკურნალოდ


ადგილობრივი პრეპარატებიდან გამოიყენება
ა) ნიზორალი
*ბ) პიმეკროლიმუსი
გ) აციკლოვირი

1507. ფსორიაზის სამკურნალოდ „”UVB”- თერაპია „”PUVA”- თერაპიასთან


შედარებით
*ა) ნაკლებად ეფექტურია
ბ) მეტად ეფექტურია
გ) თანაბრად ეფექტურია

1508. ფსორიაზის რომელი ფორმის სამკურნალოდ ინიშნება ანტიბიოტიკი


ა) პუსტულოზური ფსორიაზი
*ბ) მწვავე წვეთოვანი ფსორიაზი
გ) ფსორიაზული ერითროდერმია
დ) ფსორიაზული ართრიტი

1509. ფრჩხილების დაზიანებისას ფსორიაზის დროს ყველაზე ეფექტურია


ა) ძლიერმოქმედი სტეროიდის აპლიკაცია
ბ) ადგილობრივი „PUVA”- თერაპია
*გ) პერორალურად ციკლოსპორინის მიღება
დ) ფრჩხილების დამუშავება აპარატული მეთოდით

1510. ულტრაიისფერი „A” სხივები „B”-სთან შედარებით


*ა) კანში უფრო ღრმად აღწევენ
ბ) კანში ნაკლები სიღრმით აღწევენ
გ) კანში თანაბრად აღწევენ

1511. ფსორიაზის სამკურნალოდ პუვა-თერაპიის გამოყენებისას


*ა) დასხივების დოზას თანდათან ზრდიან ეფექტური დოზის მიღწევამდე
ბ) მკურნალობა იწყება „„დარტყმითი“ მაღალი დოზებით სწრაფი ეფექტის
მისაღწევად დოზის შემდგომი კლებით
გ) კანის ტიპის გათვალისწინებით დასხივების დოზა თავიდანვე შეირჩევა
და თანაბარია ყველა სეანსის დროს

1512. პუვა-თერაპიის გვერდითი ეფექტია


ა) კანის ატროფია
ბ) სტრიები
*გ) კერატოზი
დ) დეპიგმენტაცია

1513. ვულგარული ფსორიაზის მკურნალობისას პუვა-თერაპიის ჩატარებისას


დასხივების დოზის შესამცირებლად შეიძლება დამატებით დაინიშნოს
*ა) რეტინოიდები
ბ) ანტიბიოტიკები
გ) ციტოსტატიკები
დ) ყველა ჩამოთვლილი

1514. ქრონიკული ბალთოვანი ფსორიაზის შეუპოვარი მიმდინარეობისას


შეგვიძლია გამოვიყენოთ შემდეგი თერაპიების კომბინაცია
ა) რეტინოიდები და „UVB“- თერაპია
ბ) „PUVA“- თერაპია და კალციპოტრიოლი
გ) მეტოტრექსატი და ტოპიკური სტეროიდები
*დ) ყველა ჩამოთვლილი
1515. „„PUVA“- თერაპიის ჩატარებისას ფსორიაზის სამკურნალოდ
ადგილობრივი თერაპია
ა) სასურველია არ ჩატარდეს
ბ) კატეგორიულად აკრძალულია
*გ) შეიძლება ჩატარდეს ნებისმიერი საყოველთაოდ მიზანშეწონილი
ადგილობრივი პრეპარატით

1516. ტერფის მიკოზის სქვამოზური ფორმის ყველაზე ხშირი გამომწვევია


*ა) „Trichophyton rubrum“
ბ) „Epidermophyton floccosum“
გ) „Candida albicans“
დ) „Trichophyton mentagrophytes“

1517. ფსორიაზის სამკურნალოდ „REPUVA“ თერაპიის ჩატარებისას ქალებს


სჭირდებათ კონტრაცეპცია
*ა) მკურნალობისას და მკურნალობის დამთავრებიდან 2 თვე
ბ) მკურნალობისას და მკურნალობის დამთავრებიდან 2 კვირა
გ) მხოლოდ მკურნალობისას
დ) არ სჭირდებათ კონტრაცეპცია

1518. ქალასშიდა წნევის რისკის გამო იზოტრეტინოინის გამოყენება არ


შეიძლება შემდეგ ანტიმიკრობულ პრეპარატთან ერთად
*ა) ტეტრაციკლინი
ბ) ლევოფლოქსაცინი
გ) პენიცილინი
დ) ბისეპტოლი

1519. მეტოტრექსატით ხანგრძლივი მკურნალობისას გვერდითი ეფექტის


გამოვლენის მიზნით საჭიროა პერიოდულად ჩატარდეს
*ა) სისხლის ბიოქიმიური ანალიზი
ბ) შარდში გლუკოზის განსაზღვრა
გ) სისხლში „HSV” - ანტისხეულების განსაზღვრა

1520. ფსორიაზის მეტოტრექსატით მკურნალობისას ანტაგონისტური


მოქმედების გამო საჭიროა მასთან ერთად დაინიშნოს
*ა) ფოლიუმის მჟავა
ბ) ვიტამინი „A”
გ) ვიტამინი „C”

1521. მეტოტრექსატის ხანგრძლივად გამოყენებისას ჰეპატოტოქსიურობის


რისკი ვლინდება მისი საერთო დოზის მიღწევისას
ა) 100 მგ-მდე
ბ) 150 მგ-მდე
გ) 1000 მგ-მდე
*დ) 1500 მგ-მდე
1522. ფსორიაზის სამკურნალოდ მეტოტრექსატით მკურნალობის ვაინშტეინის
სქემა ითვალისწინებს
ა) პრეპარატის ყოველდღიურად მიღებას
*ბ) პრეპარატის კვირაში ერთხელ მიღებას 3-ჯერადად 12 საათიანი
შუალედით
გ) პრეპარატის თვეში ერთხელ მიღებას 3-ჯერადად 24 საათიანი
შუალედით

1523. მეტოტრექსატის გამოყენებისას ფსორიაზის სამკურნალოდ სისხლის


საერთო ანალიზი, ღვიძლის ფუნქციური სინჯები და შრატში კრეატინინის
დონის განსაზღვრას აწარმოებენ:
ა) მკურნალობის დაწყების წინ
ბ) საცდელი დოზის მიღებიდან 1 კვირაში
გ) ყოველკვირეულად დოზის ზრდის შემთხვევაში
დ) ხანგრძლივი მიღებისას ყოველ 3 თვეში
*ე) სწორია ყველა

1524. ფსორიაზის მეტოტრექსატით მკურნალობისას


*ა) დოზას თანდათან ზრდიან სასურველ ეფექტამდე
ბ) თერაპია იწყება „დარტყმითი“ მაღალი დოზით შემდგომი კლებით
გ) დოზა განისაზღვრება პაციენტის წონის მიხედვით და არ იცვლება

1525. სტივენს-ჯონსონის სინდრომის დროს კანის ნეკროზის და ჩამოფცქვნის


ფართი არის მთლიანი კანის საფარის:
ა) 50%
*ბ) 10-30%-ზე ნაკლები
გ) 80% და მეტი

1526. სტივენს-ჯონსონისა და ლაიელის სინდრომის განვითარების რისკ-


ფაქტორებს წარმოადგენს
ა) სისტემური წითელი მგლურა
ბ) „HLA-B12”-ის არსებობა
გ) აივ ინფექცია
*დ) ყველა ჩამოთვლილი

1527. ლაიელის სინდრომის ყველაზე ხშირი გამომწვევი მიზეზი არის


*ა) მედიკამენტების მიღება
ბ) ქიმიურ ნაერთებთან კონტაქტი
გ) ვირუსული ინფექციები
დ) ვაქცინაცია

1528. სტივენს-ჯონსონის სინდრომის დროს სისხლის რომელი უჯრედები


გამოიმუშავებენ ციტოტოქსიურ ნივთიერებებს ეპიდერმისის უჯრედების
მიმართ
ა) თრომბოციტები
ბ) ერითროციტები
*გ) ლიმფოციტები
დ) ყველა ჩამოთვლილი

1529. რომელია სტივენს-ჯონსონის სინდრომის განვითარების ძირითადი


მექანიზმი
ა) მელანოციტების რაოდენობრივი ცვლილებები
*ბ) კერატინოციტების აპოპტოზი
გ) დერმის დენდრიტული უჯრედების დეგენერაცია
დ) ყველა ჩამოთვლილი

1530. სტივენს-ჯონსონის სინდრომის დროს პროდრომალური სიმპტომების


გამოვლენა ხდება გამონაყარის გაჩენამდე
ა) 2 კვირით ადრე
ბ) 3 საათით ადრე
*გ) 1-3 დღით ადრე
დ) არცერთი ჩამოთვლილთაგან

1531. სტივენს-ჯონსონის სინდრომის დროს პროდრომალური სიმპტომია:


ა) ციებ-ცხელება
ბ) საერთო სისუსტე
გ) თავისა და კუნთების ტკივილი
*დ) ყველა ჩამოთვლილი

1532. სტივენს-ჯონსონის სინდრომის დროს კანზე სუბიექტურ შეგრძნებას


მიეკუთვნება
ა) ტკივილი
ბ) მომატებული მგრძნობელობა
გ) პარესთეზია
*დ) ყველა ჩამოთვლილი

1533. სტივენს-ჯონსონისა და ლაიელის სინდრომის დროს რომელ სტადიაშია


დადებითი ნიკოლსკის სიმპტომი
ა) პროდრომულ პერიოდში
ბ) ადრეულ სტადიაში
*გ) მოგვიანებით სტადიაში
დ) გამოჯანმრთელების სტადიაში

1534. ლაიელის სინდრომის დროს დაზიანების ფართი არის მთლიანი კანის


საფარის
ა) 10%-ზე ნაკლები
*ბ) 30%-ზე მეტი
გ) 20%
დ) არც ერთი ჩამოთვლილთაგან

1535. სტივენს-ჯონსონისა და ლაიელის სინდრომის დროს სისხლის საერთო


ანალიზის რომელი მაჩვენებელია პროგნოზულად განსაკუთრებით ცუდი
ა) თრომბოკრიტის დაქვეითება
ბ) ერითროპენია
*გ) ნეიტროპენია
დ) ეოზინოფილია

1536. სტივენს-ჯონსონის სინდრომის დროს ადრეულ სტადიაში ეპიდერმისის


რომელ შრეში გვხვდება პათომორფოლოგიური ცვლილებები
ა) რქოვანა შრეში
*ბ) ბაზალურ შრეში
გ) მარცვლოვან შრეში
დ) არც ერთ ჩამოთვლილთაგანში

1537. სტივენს-ჯონსონის სინდრომის დროს მოგვიანებით სტადიაში ნეკროზი


გვხვდება ეპიდერმისის
ა) რქოვანა შრეში
ბ) ბაზალურ შრეში
გ) მარცვლოვან შრეში
*დ) ყველა შრეში

1538. სტივენს-ჯონსონისა და ლაიელის სინდრომის დროს ადრეულ


სტადიაში დიფერენციალური დიაგნოსტიკა ტარდება
ა) მრავალფორმიან ექსუდაციურ ერითემასთან
ბ) ფოტოტოქსიურ რეაქციასთან
გ) ტოქსიურ შოკთან
*დ) ყველა ზემოთ ჩამოთვლილთან

1539. სტივენს-ჯონსონის სინდრომის დროს დაავადების პროგრესირება


ჩვეულებრივ წყდება
ა) 2-3 საათში
ბ) 2-3 კვირაში
*გ) 4 დღე-ღამეში
დ) 10 დღე-ღამეში

1540. სტივენს-ჯონსონისა და ლაიელის სინდრომების დროს პაციენტის


გარდაცვალების მიზეზია
ა) სეფსისი
ბ) სისხლდენა საჭმლის მომნელებელი ტრაქტიდან
გ) წყალ-ელექტროლიტური ბალანსის დარღვევა
*დ) ყველა ჩამოთვლილი

1541. სტივენს-ჯონსონისა და ლაიელის სინდრომის დროს „შეგრენის“


სინდრომი ვითარდება
ა) კანზე
ბ) სასქესო ორგანოების ლორწოვან გარსებზე
*გ) თვალში
დ) პირის ღრუში

1542. სტივენს-ჯონსონის სინდრომის დროს შესაძლებელია განვითარდეს


ა) სეფსისი
ბ) თირკმელების მწვავე უკმარისობა
გ) ინტერსტიციული პნევმონია
*დ) ყველა ჩამოთვლილი

1543. ლაიელის სინდრომის დროს მსგავსი ინფუზიური თერაპია ტარდება,


როგორც
ა) ტოქსიდერმიის დროს
*ბ) თერმული დამწვრობის მესამე სტადიის დროს
გ) არტერიული ჰიპოტონიის დროს
დ) არც ერთი ჩამოთვლილის მსგავსად

1544. სტივენს-ჯონსონის სინდრომი ლაიელის სინდრომთან შედარებით


ა) მძიმე მდგომარეობაა
*ბ) მსუბუქი მდგომარეობაა
გ) ორივე ერთი სიმძიმისაა

1545. ჰემოსიდეროზების ჯგუფში არ ერთიანდება


ა) შამბერგის დაავადება
ბ) მაიოკის დაავადება
*გ) ჰანსენის დაავადება
დ) ჰუჟერო-ბლუმის დაავადება

1546. ჰემოსიდეროზების მაპროვოცირებელ ფაქტორად შეიძლება იქცეს


შემდეგი მედიკამენტის მიღება
ა) პარაცეტამოლის
ბ) ამპიცილინის
გ) არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების
*დ) ყველა ჩამოთვლილის

1547. ჰემოსიდეროზების დროს პათომორფოლოგიურად ეპიდერმისში ადგილი


აქვს
ა) ბაზალური შრის ჰიდროპულ დისტროფიას
ბ) სპონგიოზს
გ) ლიმფოციტების ეგზოციტოზს
*დ) ყველა ჩამოთვლილს

1548. ჰემოსიდეროზების დროს ჰემორაგიული გამონაყარის არსებობისას


დიფერენციალური დიაგნოსტიკა ტარდება
ა) ქრონიკულ ვენურ უკმარისობასთან
ბ) ვარიკოზულ ეგზემასთან
გ) თრომბოციტოპენიურ პურპურასთან
*დ) ყველა ზემოთ ჩამოთვლილთან

1549. პალპირებადი პურპურის დროს დიფერენციალური დიაგნოსტიკა


ტარდება
ა) პარაფსორიაზთან
ბ) ფუნგოიდურ მიკოზთან
*გ) ალერგიულ ვასკულიტთან
დ) თრომბოციტოპენიურ პურპურასთან

1550. მედიკამენტოზური ჰემოსიდეროზის დროს გამონაყარის უკუგანვითარება


ხდება წამლის მიღების შეწყვეტიდან
ა) 12-24 საათში
*ბ) რამდენიმე თვეში
გ) სამ კვირაში
დ) არც ერთი ჩამოთვლილთაგან

1551. ჰემოსიდეროზების დროს სამკურნალო ღონისძიებები მოიცავს


ა) ტეტრაციკლინის მიღებას
ბ) ადგილობრივი გლუკოკორტიკოსტეროიდების გამოყენებას
გ) ელასტიური წინდების ტარებას
*დ) ყველა ზემოთ ჩამოთვლილს

1552. ჰემოსიდეროზების ჯგუფიდან რომელ დაავადებას ახასიათებს


პაპულების და ბალთების არსებობა
ა) შამბერგის დაავადებას
*ბ) ჰუჟერო-ბლუმის დაავადებას
გ) მაიოკის დაავადებას
დ) არცერთ ზემოთ ჩამოთვლილს

1553. მრავალფორმიანი ექსუდაციური ერითემის დროს დიფერენციალური


დიაგნოსტიკა ტარდება
ა) მედიკამენტოზურ ტოქსიდერმიასთან
ბ) მეორე ხანის სიფილისთან
გ) სვიტის სინდრომთან
*დ) ყველა ზემოთ ჩამოთვლილთან

1554. მრავალფორმიანი ექსუდაციური ერითემის მძიმე ფორმის დროს


პათომორფოლოგიურად ნეკროზი გავრცელებულია ეპიდერმისის ყველა შრეში,
ისევე, როგორც
ა) სვიტის სინდრომის დროს
*ბ) ლაიელის სინდრომის დროს
გ) ვაგნერის სინდრომის დროს

1555. სისტემური წითელი მგლურას დროს სისხლის საერთო ანალიზში არ


არის შემდეგი ცვლილება
ა) ანემია
ბ) ედს-ის მომატება
*გ) ლეიკოციტოზი
დ) თრომბოციტოპენია

1556. სისტემური წითელი მგლურას დროს პრედნიზოლონის დანიშვნის


ჩვენებას წარმოადგენს
ა) ცნს-ის დაზიანება
ბ) ნეფრიტი
გ) თრომბოციტოპენია, ჰემოლიზური შოკი
*დ) ყველა ჩამოთვლილი

1557. დისკოიდური წითელი მგლურას დროს ტუჩების ლორწოვანი გარსის


ცვლილებები შეიძლება იყოს
ა) ჯგუფად დალაგებული ბუშტუკები
*ბ) ჰიპერპიგმენტური ნაწიბურები
გ) ბულები
დ) ყველა ჩამოთვლილი

1558. დისკოიდური წითელი მგლურას დიფერენციალური დიაგნოსტიკა არ


ტარდება
ა) ვულგარულ ფსორიაზთან
ბ) ტუბერკულოზურ მგლურასთან
*გ) ვიტილიგოსთან
დ) პოლიმორფულ ფოტოდერმატოზთან

1559. კანის მოლურჯო შეფერილობას დისქრომიების დროს განაპირობებს


შემდეგი პიგმენტის არსებობა
ა) კაროტინი
ბ) მელანინი
გ) ოქსიჰემოგლობინი
*დ) დეზოქსიჰემოგლობინი

1560. კანის მოყავისფრო შეფერილობას დისქრომიების დროს განაპირობებს


შემდეგი პიგმენტის არსებობა
ა) კაროტინი
ბ) ოქსიჰემოგლობინი
*გ) მელანინი
დ) არც ერთი ჩამოთვლილი

1561. ჰიპომელანოზი შეიძლება გამოწვეული იყოს შემდეგი ფაქტორებით


ა) გენეტიკური მიდრეკილებით
ბ) აუტოიმუნური დარღვევებით
გ) ანთების მიერ
*დ) ყველა ჩამოთვლილი

1562. ინდუცირებული პიგმენტაცია არის


ა) ქლოაზმა
ბ) ვიტილიგო
*გ) ნარუჯი
დ) ალბინიზმი

1563. სისტემური წითელი მგლურას პათოგენეზში მთავარ როლს ასრულებს


ა) „T”- ლიმფოციტების რაოდენობრივი ცვლილებები
*ბ) „B”-ლიმფოციტების პოლიკლონალური აქტივაცია
გ) ლანგერჰანსის უჯრედების პათოლოგიური ცვლილებები

1564. სისტემური წითელი მგლურას დროს კლინიკურად გამოვლინდება


ა) ართრიტი
ბ) ცნს-ის დაზიანება
გ) გულისა და ფილტვების პათოლოგია
*დ) ყველა ზემოთ ჩამოთვლილი

1565. სისტემური წითელი მგლურას პათოგენეზური მექანიზმი არის


ა) ინფექციური
ბ) ანთებითი
*გ) აუტოიმუნური
დ) არც ერთი ჩამოთვლილთაგანი

1566. სისტემური წითელი მგლურას მიმდინარეობა შეიძლება იყოს


ა) მწვავე
ბ) ქვემწვავე
გ) ქრონიკული
*დ) ყველა ზემოთ ჩამოთვლილი

1567. სისტემური წითელი მგლურას დროს სეროლოგიური რეაქციებიდან


დადებითია სისხლში
ა) ანტინუკლეარული ანტისხეულები
ბ) ანტისხეულები ნატივური დნმ-ის მიმართ
გ) ანტისხეულები ფოსფოლიპიდების მიმართ
*დ) ყველა ჩამოთვლილი

1568. გილიამის მიხედვით წითელი მგლურას სპეციფიკური გამონაყარია


ა) ურტიკარიული ვასკულიტი
ბ) რეინოს სინდრომი
*გ) ერითემა-„პეპელა“
დ) კანის მუცინოზი
ე) ყველა ჩამოთვლილი

1569. გილიამის კლასიფიკაციით დისკოიდური წითელი მგლურა წარმოადგენს


წითელი მგლურას
ა) მწვავე ფორმას
ბ) ქვემწვავე ფორმას
*გ) ქრონიკულ ფორმას

1570. სისტემური წითელი მგლურას პათომორფოლოგიური გამოკვლევით


დამახასიათებელია
ა) ეპიდერმისის ატროფია
ბ) ბაზალური შრის ჰიდროპული დისტროფია
გ) შემაერთებელი ქსოვილის ფიბრინოიდული ნეკროზი
*დ) ყველა ჩამოთვლილი
1571. თეთრი კომედონი არის
*ა) რქოვანა მასებით დახურული თმის ფოლიკული
ბ) მცირე ზომის მაგარი ფიბრომა
გ) მინიატურული ეპიდერმალური კისტა
დ) ჩირქით სავსე კისტა

1572. ლაიელის სინდრომის სინონიმებია


ა) ბადერის დერმატოსტომატიტი
*ბ) ტოქსიკური ეპიდერმალური ნეკროზი
გ) ავთვისებიანი ექსუდაციური ერითემა

1573. სტივენს-ჯონსონის სინდრომის სინონიმია


ა) ტოქსიკური ეპიდერმალური ნეკროლიზი
ბ) მწვავე ტოქსიკური ეპიდერმოლიზი
*გ) ბადერის დერმატოსტომატიტი

1574. ჰემოსიდეროზებისათვის არ არის დამახასიათებელი


ა) ჰემორაგიული გამონაყარი
ბ) ჰისტოლოგიურად კანში ჰემოსიდერინის ჩალაგება
*გ) მელანინის ჭარბი გამომუშავება
დ) კაპილარების ანთება

1575. მაიოკის დაავადების დროს სხვა ჰემოსიდეროზებისაგან განსხვავებით


კლინიკურად
ა) ჰემორაგიული ლაქებია გაფანტულად მდებარე, ზოგი გაერთიანებული
დიდ კერებად
*ბ) ჰემორაგიული ლაქები ქმნიან რგოლებს
გ) ჰემორაგიული ლაქების ფონზე შეინიშნება პაპულები

1576. ჰერპეტიფორმული დერმატიტი, როგორც წესი, შეუღლებულია


ა) კრონის დაავადებასთან
ბ) ქრონიკულ წყლულოვან კოლიტთან
*გ) ცელიაკიასთან
დ) საყლაპავის დივერტიკულთან

1577. ჰერპეტიფორმული დერმატიტის მაპროვოცირებელ ფაქტორებს


მიეკუთვნება
ა) იოდის პრეპარატების მიღება
ბ) საკვებად მარცვლეულის გამოყენება
გ) გლუტენით მდიდარი საკვების მიღება
*დ) ყველა ჩამოთვლილი

1578. ჰერპეტიფორმული დერმატიტის დროს კანზე შეიძლება შეგვხვდეს


გამონაყარის შემდეგი ელემენტები
ა) პაპულები
ბ) ვეზიკულები
გ) ექსკორიაციები და ქერქები
*დ) ყველა ჩამოთვლილი

1579. ჰერპეტიფორმული დერმატიტის დროს გამონაყარის ელემენტები


დალაგებულია
ა) ხაზოვნად
ბ) გაფანტულად
*გ) ჯგუფებად
დ) რგოლისებურად

1580. იმუნოფლუორესცენტული გამოკვლევით ჰერპეტიფორმული დერმატიტის


დროს „IgA“ ანტისხეულები ჩალაგებულია
ა) ეპიდერმისის რქოვანა შრეში
*ბ) დერმის დვრილების ზედაპირზე
გ) ეპიდერმისის წვეტიან შრეში
დ) ეპიდერმისის მარცვლოვან შრეში

1581. ჰერპეტიფორმული დერმატიტის დროს დიფერენციალური დიაგნოსტიკა


ტარდება
ა) ალერგიულ კონტაქტურ დერმატიტთან
ბ) მუნთან
გ) ნევროგენულ ქავილთან
*დ) ყველა ჩამოთვლილთან

1582. ჰერპეტიფორმული დერმატიტის დროს საჭიროა დიეტა შემდეგი


ნივთიერების გამორიცხვით
ა) ქოლესტერინის
*ბ) გლუტენის
გ) ვიტამინი „C“-ს
დ) ფოლიუმის მჟავას

1583. ლიქენოიდური პარაფსორიაზის დროს რომელი პათოლოგიური


ცვლილება არ გვხვდება ეპიდერმისში
ა) სპონგიოზი
ბ) კერატინოციტების ნეკროზი
*გ) ქრონიკული ანთებითი ინფილტრატი
დ) ერითროციტების ეგზოციტოზი

1584. ქრონიკული პარაფსორიაზის სინონიმია


ა) მუხი-ჰაბერმანის პარაფსორიაზი
ბ) ჩუტყვავილასებური პარაფსორიაზი
*გ) წვეთოვანი პარაფსორიაზი
დ) არც ერთი ჩამოთვლილთაგან

1585. ფიბრომების მკურნალობის მეთოდია


ა) „ PUVA“ თერაპია
ბ) დარსონვალიზაცია
*გ) ელექტროკოაგულაცია
დ) არც ერთი ჩამოთვლილთაგან

1586. რბილი ფიბრომა ყოველთვის თან ახლავს


ა) სებორეულ კერატოზს
ბ) კერატოაკანტომას
გ) კონტაგიოზურ მოლუსკს
*დ) შავ აკანტოზს

1587. „ორმოს“ სიმპტომი დადებითია


ა) ლიპომის დროს
ბ) ეპიდერმალური ნევუსის დროს
*გ) დერმატოფიბრომის დროს
დ) კელოიდური ნაწიბურების დროს

1588. ფაბრის დაავადება არის


ა) ვენოზური ჰემანგიომა
ბ) ლიმფანგიომა
გ) ეპიდერმული კისტა
*დ) დიფუზური ანგიოკერატომა

1589. „ფორდაისის“ ანგიოკერატომა გვხვდება


ა) პირის ღრუს ლორწოვან გარსებზე
ბ) ანუსის არეში
*გ) ვულვასა და სათესლე პარკზე
დ) ყველა ჩამოთვლილზე

1590. მიბელის ანგიოკერატომა გვხვდება


*ა) მხოლოდ გოგონებში
ბ) მხოლოდ ვაჟებში
გ) ორივე სქესის წარმომადგენლებში
დ) მხოლოდ ორსულ ქალებში

1591. ანგიოკერატომის ჰისტოლოგიური სურათია


ა) კაპილარების ენდოთელიუმის დისპლაზიური ცვლილებები და
კერატინოციტების პროლიფერაცია
ბ) დერმის უჯრედოვანი ელემენტების და კერატინოციტების პროლიფერაცია
გ) ატიპური პოლიმორფული ენდოთელური უჯრედები და ატიპური
კერატინოციტები
*დ) გაფართოებული კაპილარები და ეპიდერმისში ჰიპერკერატოზი და
აკანტოზი

1592. გროვერის დაავადებისათვის დამახასიათებელი პათოლოგიური პროცესია


ა) ვაკუოლური დისტროფია
ბ) აკანტოზი
*გ) აკანტოლიზი
დ) ჰიდროპული დისტროფია
1593. გროვერის დაავადების მაპროვოცირებელი ფაქტორებია
ა) ხანგრძლივად ქარში ყოფნა
ბ) გარემოს დაბალი ტემპერატურა
*გ) ხანგრძლივი ცხელება და ოფლი
დ) ყველა ზემოთ ჩამოთვლილი

1594. გროვერის დაავადების დროს დიფერენციალური დიაგნოსტიკა არ


ტარდება
ა) დარიეს დაავადებასთან
ბ) მუნთან
გ) ჰერპეტიფორმულ დერმატიტთან
*დ) ჰერპეს ზოსტერთან

1595. გროვერის დაავადების დროს გამონაყარის ელემენტები კანზე ჩნდება


ა) რამოდენიმე დღის ინტერვალით
ბ) ერთმანეთის მიყოლებით
*გ) ერთდროულად
დ) არც ერთი პასუხი არ არის სწორი

1596. დარიეს დაავადების დროს პათომორფოლოგიურად დამახასიათებელია


ა) პარაკერატოზი
ბ) აკანტოზი
გ) სპონგიოზი
*დ) დისკერატოზი

1597. დარიეს დაავადების სინონიმს წარმოადგენს


*ა) ფოლიკულური დისკერატოზი
ბ) პაპილარულ-პიგმენტური დისტროფია
გ) ტრანზიტორული აკანტოლიზური დერმატოზი
დ) არც ერთი ჩამოთვლილთაგანი

1598. ეპიდერმოლიზური იქთიოზის დროს ბულები ჩნდებიან


ა) მოხუცებულობის ასაკში
*ბ) დაბადებიდან ცოტა ხნის შემდეგ
გ) ორსულობის პერიოდში
დ) არც ერთი ჩამოთვლილთაგანი

1599. ეპიდერმოლიზური იქთიოზისათვის დამახასიათებელია


ა) ბუშტები კანზე
ბ) მეჭეჭისმაგვარი ნადებები
გ) არასასიამოვნო სუნი
*დ) ყველა ჩამოთვლილი

1600. ვულგარული იქთიოზისათვის დამახასიათებელია


ა) კანის სიმშრალე და აქერცვლა
ბ) ფოლიკულური კერატოზი
გ) ატოპიური დაავადებებისადმი მიდრეკილება
*დ) ყველა ზემოთ ჩამოთვლილი

1601. ყველაზე ხშირად რომელ დაავადებასთან არის შეუღლებული


ვულგარული იქთიოზი
ა) ვულგარულ პემფიგუსთან
ბ) ვულგარულ ფსორიაზთან
*გ) ატოპიურ დერმატიტთან
დ) არც ერთ ჩამოთვლილთან

1602. ვულგარული იქთიოზის დროს სამკურნალოდ გამოიყენება


ა) ადგილობრივი დამარბილებელი საშუალებები
ბ) ადგილობრივი კერატოლიზური საშუალებები
გ) სისტემური რეტინოიდები
*დ) ყველა ჩამოთვლილი

1603. იქთიოზით დაავადებულ პირებში ხდება იმ გენების მუტაცია,


რომლებიც აკოდირებენ
ა) მელანინს
*ბ) კერატინს
გ) მუცინს
დ) ყველა მათგანს

1604. ეპიდერმოლიზური იქთიოზის დროს ადგილობრივი მკურნალობისათვის


გამოიყენება
ა) რძისა და გლუკოლის მჟავა
ბ) ანტიმიკრობული თერაპია
გ) რეტინოიდები
*დ) ყველა ჩამოთვლილი

1605. ეპიდერმოლიზური იქთიოზის დროს თმის ცვლილებებია


ა) ნაწიბუროვანი ალოპეცია
*ბ) თმის ცვლილებები არ აღინიშნება
გ) თმები გადატეხილია კანის საფარიდან 5 მმ-ზე
დ) ჰიპერტრიქოზი

1606. იქთიოზების დროს მთავარი პათომორფოლოგიური პროცესია


ა) დისკერატოზი
ბ) სპონგიოზი
გ) პარაკერატოზი
*დ) ჰიპერკერატოზი

1607. მილიუმი არის


ა) მცირე ზომის მაგარი ფიბრომა
*ბ) მინიატურული ეპიდერმული კისტა
გ) რქოვანა მასებით დახურული თმის ფოლიკული
დ) ცხიმით გადავსებული ცხიმოვანი ჯირკვალი
1608. მრავალფორმიანი ექსუდაციური ერითემის ტიპური მორფოლოგიური
ელემენტი
*ა) სამიზნეს მქონე პაპულაა
ბ) კონუსისებური პაპულაა
გ) ბრტყელი პაპულაა
დ) არ არის პაპულა

1609. კანის ყვითელ შეფერილობას განაპირობებს


*ა) კაროტინი
ბ) მელანინი
გ) ოქსიჰემოგლობინი
დ) დეზოქსიჰემოგლობინი

1610. კანის წითელ შეფერილობას განაპირობებს


ა) კაროტინი
ბ) მელანინი
*გ) ოქსიჰემოგლობინი
დ) დეზოქსიჰემოგლობინი

1611. ადამიანის კონსტიტუციონალურ პიგმენტაციას განაპირობებს შემდეგი


პიგმენტის რაოდენობა და განაწილება
ა) კაროტინის
*ბ) მელანინის
გ) ოქსიჰემოგლობინის
დ) დეზოქსიჰემოგლობინის

1612. ფიცპატრიკის მიხედვით მზის სხივების მიმართ კანის მგრძნობელობის


ტიპები არის
ა) სამი სახის
ბ) ხუთი სახის
*გ) ექვსი სახის

1613. ფიცპატრიკის მიხედვით კანის მგრძნობელობას მზის სხივების მიმართ


განსაზღვრავს
ა) კონსტიტუციონალური პიგმენტაცია
ბ) ინდურაციული პიგმენტაცია
*გ) კონსტიტუციონალური და ინდურაციული პიგმენტაცია
დ) პიგმენტაციაზე არ არის დამოკიდებული

1614. ფიცპატრიკის მიხედვით პირველი ტიპის მგრძნობელობის კანი


ა) შავია და მზეზე უფრო მუქდება
*ბ) თეთრია, მზეზე ვითარდება დამწვრობა და არ ირუჯება
გ) თეთრია, მზეზე ადვილად ვითარდება დამწვრობა და ძნელად ირუჯება
დ) ყავისფერია და მზეზე ადვილად ირუჯება

1615. მელანოციტარული ტიპის ჰიპომელანოზი აღინიშნება


*ა) ვიტილიგოს დროს
ბ) ალბინიზმის დროს
გ) ადისონის დაავადების დროს
დ) ლენტიგოს დროს

1616. მელანოციტარული ტიპის ჰიპერმელანოზი აღინიშნება


ა) ვიტილიგოს დროს
ბ) ქლოაზმის დროს
*გ) ლენტიგოს დროს
დ) ალბინიზმის დროს

1617. მელანინური ტიპის ჰიპომელანოზი აღინიშნება


ა) ვიტილიგოს დროს
*ბ) ალბინიზმის დროს
გ) ადისონის დაავადების დროს
დ) ლენტიგოს დროს

1618. მელანინური ტიპის ჰიპერმელანოზი აღინიშნება


ა) ვიტილიგოს დროს
*ბ) ქლოაზმის დროს
გ) ლენტიგოს დროს
დ) ალბინიზმის დროს

1619. ვიტილიგოს განვითარების მექანიზმის ასახსნელად არსებობს შემდეგი


თეორია
ა) აუტოიმუნური
ბ) ნეიროგენული
გ) მელანოციტების თვითგანადგურების (ტოქსიკური)
*დ) ყველა ჩამოთვლილი სწორია

1620. ბავშვის ვიტილიგოთი დაავადების ალბათობა, რომლის ერთ-ერთი


მშობელი დაავადებულია ვიტილიგოთი, შეადგენს
ა) 100%-ს
*ბ) დაახლოებით 10%-ს
გ) მემკვიდრეობას არ აქვს მნიშვნელობა
დ) საჭიროა ორივე მშობელი იყოს დაავადებული ვიტილიგოთი

1621. დონოვანოზის სინონიმია


ა) საზარდულის გრანულომა
ბ) ვენერული გრანულომა
გ) მეხუთე ვენერული დაავადება
დ) ტროპიკული წყლულოვანი გრანულომა
*ე) სწორია ყველა

1622. დონოვანოზის კლინიკური ფორმა არ არის


ა) წყლულოვანი
ბ) ვერუკოზული
*გ) სქვამოზური
დ) სკლეროზირებადი

1623. დონოვანოზისთვის დამახასიათებელია


ა) თანამგზავრი ბუბონი
*ბ) ფსევდობუბონი
გ) მაგარი შანკრი ექსტრაგენიტალური ლოკალიზაციით

1624. ვენერული ლიმფოგრანულომის მოგვიანებითი გართულებაა


ა) სასქესო ორგანოების სპილოვანება
ბ) შარდსადინრის და სწორი ნაწლავის სტრიქტურები და ფისტულები
გ) სასქესო ორგანოს ნაწიბუროვანი დეფორმაციები
*დ) ყველა ჩამოთვლილი

1625. ვენერული ლიმფოგრანულომის სინონიმია


ა) საზარდულის ლიმფოგრანულომატოზი
ბ) მეოთხე ვენერული დაავადება
გ) ტროპიკული ბუბონი
*დ) სწორია ყველა

1626. შიდსზე გამოკვლევის აბსოლუტური ჩვენებაა


ა) კაპოშის სარკომა
ბ) პირის ღრუს „თმიანი“ ლეიკოპლაკია
გ) ეოზინოფილური ფოლიკულიტი
დ) ქრონიკული წყლულოვანი ჰერპესი ერთ თვეზე მეტი ხანგრძლივობით
*ე) სწორია ყველა ჩამოთვლილი

1627. ბროკის ფსევდოპელადა წარმოადგენს


ა) ნაწიბუროვან ალოპეციას ჰიპერტროფული ნაწიბურებით
*ბ) ატროფიულ ნაწიბუროვან ალოპეციას
გ) ანდროგენეტიკურ ალოპეციას
დ) ტელოგენურ ალოპეციას

1628. ტელოგენური ალოპეციის დროს ტრიქოგრამის მიხედვით


ა) თმის 80-90%-ზე მეტი კატაგენის ფაზაშია
ბ) თმის 80-90%-ზე მეტი ანაგენის ფაზაშია
*გ) თმის 80-90%-ზე მეტი ტელოგენის ფაზაშია

1629. ონიქომალაცია არის


ა) ფრჩხილის მტვრევადობა
ბ) ფრჩხილის მატრიქსის ანთება
*გ) ფრჩხილის ფირფიტის დარბილება
დ) ფრჩხილის სოკოვანი ინფექცია

1630. ონიქაუქსისი არის


*ა) ფრჩხილის ფირფიტის გასქელება ფრჩხილქვეშა ჰიპერკერატოზის გამო
ბ) საკუთარი ფრჩხილების აკვიატებული დაზიანება
გ) ფრჩხილის ფირფიტის შრეებად დაყოფა მისი თავისუფალი კიდიდან
დ) ფრჩხილის ფირფიტის მომატებული მტვრევადობა სიგრძივი დახეთქვით

1631. ონიქოშიზისი არის


ა) ფრჩხილის ფირფიტაზე სათითესმაგვარი ჩაღრმავებები
*ბ) ფრჩხილის ფირფიტის შრეებად დაყოფა მისი თავისუფალი კიდიდან
გ) ფრჩხილის მატრიქსის ანთება
დ) ფრჩხილის ფირფიტის გასქელება და ბრჭყალივით ზრდა

1632. ონიქოტილომანია არის


ა) ფრჩხილის ფირფიტის მტვრევადობა სიგრძივი დახეთქვით
ბ) ფრჩხილის ფირფიტის შრეებად დაყოფა მისი თავისუფალი კიდიდან
*გ) საკუთარი ფრჩხილების აკვიატებული დაზიანება
დ) ფრჩხილის ფირფიტის გასქელება და ბრჭყალივით ზრდა

1633. ონიქოლიზისი არის


ა) ფრჩხილის ფირფიტის დაშლა და განლევა
*ბ) ფრჩხილის ფირფიტის მოცილება ფრჩხილის საწოლიდან
გ) ფრჩხილის ფირფიტის შრეებად დაყოფა მისი თავისუფალი კიდიდან

1634. „მწვანე ფრჩხილების“ სინდრომის გამომწვევია


*ა) „ Pseudomonas aureginosa“
ბ) „Staphylococcus aureus“
გ) „Streprococcus pyogenes“
დ) „Trichophyton rubrum“

1635. კოილონიქია არის


ა) ფრჩხილის ფირფიტის დაყოფა
ბ) ფრჩხილის ფირფიტის დარბილება
*გ) ჩაზნექილი ფორმის ფრჩხილის ფირფიტა
დ) ფრჩხილის ფირფიტის ფერის შეცვლა

1636. სასქესო ასოს პაპულოზური (მარგალიტის) სამკაული არის


ა) წვეტიანი კონდილომები
ბ) კონტაგიოზური მოლუსკი
გ) სკლეროატროფიული ლიქენი
*დ) ნორმის ვარიანტი

1637. „დედისეული“ ბალთის არსებობა ახასიათებს


ა) ვულგარულ ფსორიაზს
ბ) სხვადასხვაფერ პიტირიაზს
*გ) ვარდისფერ პიტირიაზს
დ) ვულგარულ იქთიოზს

1638. „სვიტის” სინდრომს სისხლის საერთო ანალიზში ახასიათებს


ა) ერითროციტოზი
ბ) ეოზინოფილია
*გ) ნეიტროფილური ლეიკოციტოზი
დ) ჰემატოკრიტის დაქვეითება

1639. „სეტონის“ ხალის ირგვლივ, ჩვეულებრივ, შეინიშნება


ა) ერითემა
ბ) ექსუდაცია
გ) აქერცვლა
*დ) დეპიგმენტაცია

1640. მილიუმის პაპულის შიგთავსი არის


ა) ჩირქი
*ბ) კერატინი
გ) ფიბრინი
დ) ცხიმი

1641. ვუდის ნათურის ქვეშ შარდის მკვეთრი წითელი შეფერილობა


ახასიათებს
ა) დერმატომიოზიტს
ბ) სისტემურ წითელ მგლურას
*გ) კანის პორფირიას
დ) ბულოზურ პემფიგოიდს

1642. ვეგენერის გრანულომატოზის ტრიადისთვის დამახასიათებელი არ არის


ა) ზემო სასუნთქი გზების ნეკროზული გრანულომები
*ბ) კანის კალცინოზი
გ) ვასკულიტი
დ) გლომერულონეფრიტი

1643. პათომიმია მიეკუთვნება


ა) კანის დისქრომიებს
ბ) იმუნური სისტემის დაავადებებს
გ) კანის სოკოვან ინფექციებს
*დ) ფსიქოგენურ დაავადებებს

1644. ლეპრის მიკობაქტერიის დნმ-ს აღმოჩენისათვის ყველაზე მგრძნობიარე


მეთოდია
ა) “ELISA მეთოდი”
ბ) წყლულიდან აღებული მასალის ბაქტერიოსკოპია
*გ) პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქცია
დ) მასალის ბაქტერიოლოგიური კვლევა

1645. ბულოზური პემფიგოიდი მიეკუთვნება


ა) კანის ინფექციურ დაავადებებს
*ბ) აუტოიმუნურ დაავადებებს
გ) კანის სოკოვან დაავადებებს
დ) ვირუსულ დაავადებებს
1646. ატოპიური დერმატიტის მქონე პირებში უპირატესად მომატებულია
შემდეგი იმუნოგლობულინის ტიტრი
ა) „Ig G“
*ბ) „Ig E“
გ) „Ig M“
დ) „Ig A“

1647. ლეპრის სინონიმს წარმოადგენს


ა) ტოქსიური შოკის სინდრომი
ბ) ლაიმის დაავადება
*გ) ჰანსენის დაავადება
დ) კავასაკის დაავადება

1648. ლეპრის ინკუბაციური პერიოდი მოიცავს


ა) 1-2 წელს
*ბ) 2-40 წელს
გ) 3-6 თვეს
დ) 45-50 წელს

1649. წითელი ბრტყელი ლიქენის დრო გამონაყარის ტიპური შეფერილობა


არის
ა) მკვეთრი წითელი
ბ) ღია ვარდისფერი
*გ) შეგუბებითი ციანოზური
დ) შეუცვლელი კანის ფერი

1650. ”უიკჰემის ბადის” არსებობა ახასიათებს


ა) ვულგარულ ფსორიაზს
ბ) ვულგარულ პემფიგუსს
*გ) წითელ ბრტყელ ლიქენს
დ) დისკოიდურ წითელ მგლურას

1651. კანის გვიანი პორფირიის სპორადიული ფორმის დროს, ოჯახური


ფორმისგან განსხვავებით, უროპორფირინოგენდეკარბოქსილაზას უკმარისობა
აღინიშნება მხოლოდ
*ა) ღვიძლში
ბ) ერითროციტებში
გ) ფიბრობლასტებში
დ) ჩამოთვლილთაგან არცერთში

You might also like