You are on page 1of 1

N 9761

31/03/2020

აქციზური მარკის გარეშე ან კანონმდებლობით დადგენილი წესის დარღვევით ნიშანდებული აქციზური მარკებით
სავალდებულო ნიშანდებას დაქვემდებარებული საქონლის გამოვლენის შემთხვევაში, მისი ჩამორთმევის (ამოღების)
შესახებ

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N996 ბრძანებით დამტკიცებული „გადასახადების
ადმინისტრირების შესახებ“ ინსტრუქციის 83-ე მუხლის მე-3 პუნქტისა, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-13
ნაწილისა და შემოსავლების სამსახურის 2011 წლის 2 ივნისის #2742 ბრძანებით დამტკიცებული ,,საჯარო სამართლის
იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის დებულების” (დანართი N10) მე-6
მუხლის მე-4 პუნქტის ,,თ“ ქვეპუნქტის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული საქონლის აქციზური მარკის გარეშე გამოშვება, შენახვა,
რეალიზაცია ან გადაზიდვის წესების დარღვევის ფაქტის გამოვლენის მიზნით განხორციელდეს დათვალიერების
პროცედურა ქვეყნის მასშტაბით.
2. დათვალიერების პროცედურის განხორციელება დაევალოს საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის,
მონიტორინგის სამართველოს თანამშრომლებს (დანართი N1-ის შესაბამისად).
3. დათვალიერების პროცედურა განხორციელდეს 2020 წლის 01 აპრილიდან 30 აპრილის ჩათვლით.
4. განხორციელებული დათვალიერების პროცედურის შედეგად აქციზური მარკის გარეშე ან დადგენილი წესის დარღვევით
ნიშანდებული აქციზური მარკებით სავალდებულო ნიშანდებას დაქვემდებარებული საქონლის გამოვლენის შემთხვევაში,
მისი ჩამორთმევის (ამოღება) დაევალოს დანართი N1-ით განსაზღვრულ პირებს საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010
წლის 31 დეკემბრის N996 ბრძანებით დამტკიცებული „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ ინსტრუქციის 83-ე
მუხლის შესაბამისად.
5. ბრძანების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მონიტორინგის
სამმართველოს უფროსს გოჩა ჩხაიძეს.
6. ბრძანების გასაჩივრება შესაძლებელია საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით,
შემოსავლების სამსახურში, მისამართი: გორგასლის ქ. #16, ასევე საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად,
სასამართლოში.

თეიმურაზ გაბადაძე

დეპარტამენტის უფროსი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი

You might also like