You are on page 1of 9

სტუდენტი:მანანა ძულიაშვილი

საგანი: ზოგადი ადმინისტრაციული სამართალი I (საჯარო მმართველობა)


შუალედური გამოცდა - 07.11.2020
საგნის ხელმძღვანელი: მაია კოპალეიშვილი

სტუდენტი ამოხსნის კაზუსს სქემის მხოლოდ პირველი კომპონენტის


(individualuri administraciul-samarTlebrivi aqtiს დადგენა ) მიხედვით.
სტუდენტი კაზუსის ამოხსნისას იყენებს ოთხივე საფეხურს - ჰიპოთეზა, ნორმა,
სუბსუმცია, დასკვნა.
კაზუსს თან ერთვის საჭირო ნორმატიული მასალა.
დრო: 2 სთ და 30 წთ.
კაზუსის ამოხსნა, გთხოვთ, გააგზავნეთ სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელთან
ელფოსტაზე.

ერთმანეთისაგან გადაწერის შემთხვევაში ნაშრომები განულდება!

კაზუსი

სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის უფლებამოსილმა პირებმა


შეამოწმეს, შპს „სკას“ საქმიანობა შეესაბამებოდა თუ არა საგადასახადო
კანონმდებლობის მოთხოვნებს. შემოწმების შედეგად სსიპ შემოსავლების სამსახურის
აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა საგადასახადო შემოწმების აქტი შპს „სკას“ მიმართ.
ამ აქტის თანახმად, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტმა „საწარმოთა
ჯგუფში“ (ურთიერთდამოკიდებული კომპანიები- ე.წ. „შვილობილი კომპანიები“)
შემავალი კომპანიებისათვის შპს „სკას“ მიერ გაწეული სარეკლამო ხარჯები მიიჩნია ამ
კომპანიებზე მომსახურების გაწევად და ბიუჯეტის საარგებლოდ დამატებით დაარიცხა
თანხის გადახდა. კერძოდ, საგადასახადო შემოწმების აქტის თანახმად, შპს „სკა“
აღნიშნავს, რომ მან გასწია სარეკლამო ხარჯები „საწარმოთა ჯგუფში“ შემავალი
სამშენებლო კომპანიების სხვადასხვა პროექტების საზოგადოებისთვის გასაცნობად.
სხვადასხვა კომპანიის სასარგებლოდ გაწეული სარეკლამო ხარჯი შპს „სკა“-ს არ მიაჩნია
სარეკლამო მომსახურებად. ხოლო შემოსავლების სამსახურის მიერ აღნიშნული
განხილული იქნა შპს „სკას“ მიერ სარეკლამო მომსახურების მიწოდებად (მოგების
გადასახადის და დღგ-ს დარიცხვის მიზნებისათვის). შესაბამისად, შემოსავლების
სამსახურმა გადასახადებით დაბეგრა ყველა დაბეჭდილი რეკლამა, სადაც რეკლამა
უკეთდება ურთიერთდამოკიდებული კომპანიების სამშენებლო პროექტებს.

სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის საგადასახადო შემოწმების


აქტის საფუძველზე გამოიცა შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2020
წლის 23 ივნისის #28 ბრძანება „გადასახადების თანხების დარიცხვის შესახებ“, რომლის
თანახმად, გადასახადის გადამხდელს (შპს „სკას“) გადასახდელად დაერიცხა 600 000
ლარი (რომელიც მოიცავდა ძირითად გადასახადს, ჯარიმას და საურავს).
დასახელებული ბრძნების საფუძველზე ამოიწერა ამავე დეპარტამენტის 2020 წლის 23
ივნისის #6-32 საგადასახადო მოთხოვნა იგივე თანხების გადახდის შესახებ.
შპს „სკა“ მიიჩნევს, რომ მის მიმართ მიღებული აქტები უკანონოა და გადაწყვიტა
სადავო აქტები გაასაჩივროს.

დავალება: ამოხსენით კაზუსი სქემის მხოლოდ პირველი კომპონენტის


(ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დადგენა) მიხედვით.
შენიშვნა: ამასთან, რადგან კაზუსში რამდენიმე აქტია მითითებული, და ყველა აქტი
ერთობლივად საჩივრდება, თქვენ იმსჯელეთ მხოლოდ ერთი ინდივიდუალური
ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დადგენაზე.
კერძოდ, განსაზღვრეთ ამ ორი დოკუმენტიდან რომელს აირჩევდით დასადგენად:
1)შეშემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2020 წლის 23 ივნისის #28
ბრძანება „გადასახადების თანხების დარიცხვის შესახებ“, რომლის თანახმად,
გადასახადის გადამხდელს (შპს „სკას“) გადასახდელად დაერიცხა 600 000 ლარი
(რომელიც მოიცავდა ძირითად გადასახადს, ჯარიმას და საურავს), 2) დასახელებული
ბრძნების საფუძველზე ამოიწერა ამავე დეპარტამენტის 2020 წლის 23 ივნისის #6-32
საგადასახადო მოთხოვნა იგივე თანხების გადახდის შესახებ.

ამონარიდი კანონმდებლობიდან
საქართველოს კანონი

საქართველოს საგადასახადო კოდექსი

მუხლი 1. საქართველოს საგადასახადო კოდექსის რეგულირების სფერო


 
ეს კოდექსი საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად განსაზღვრავს საქართველოს
საგადასახადო სისტემის ფორმირებისა და ფუნქციონირების ზოგად პრინციპებს, გადასახადის
გადამხდელისა და უფლებამოსილი ორგანოს სამართლებრივ მდგომარეობას, საგადასახადო
სამართალდარღვევის სახეებს, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევისათვის
პასუხისმგებლობას, უფლებამოსილი ორგანოს და მისი თანამდებობის პირების
არამართლზომიერ ქმედებათა გასაჩივრების წესსა და პირობებს, საგადასახადო დავის
გადაწყვეტის წესს და არეგულირებს საგადასახადო ვალდებულების შესრულებასთან
დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს.

    მუხლი 2. საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა


1. საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა შედგება საქართველოს კონსტიტუციის,
საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, ამ კოდექსის და მათ შესაბამისად
მიღებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებისაგან.
5. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო
სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის (შემდგომში – შემოსავლების
სამსახური) უფროსი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის აღსრულების მიზნით
გამოსცემს ბრძანებებს, შიდა ინსტრუქციებსა და მეთოდურ მითითებებს საგადასახადო
ორგანოების მიერ საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის გამოყენების თაობაზე.

მუხლი 61. გადასახადის დარიცხვა


1. გადასახადის დარიცხვა გულისხმობს საგადასახადო ორგანოს მიერ კონკრეტული
საგადასახადო პერიოდისათვის გადასახადის თანხის აღრიცხვასა და ასახვას გადასახადის
გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე, რომლის წარმოების წესს განსაზღვრავს
საქართველოს ფინანსთა მინისტრი.
2. გადასახადის დარიცხვის საფუძველია:
გ) საგადასახადო შემოწმების აქტი;

მუხლი 267. საგადასახადო შემოწმების აქტი


საგადასახადო შემოწმების შედეგების შესახებ დგება აქტი, რომელშიც უნდა მიეთითოს:
ა) ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, მტკიცებულება და არგუმენტი, რომელსაც არსებითი
მნიშვნელობა ჰქონდა გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების
განსაზღვრისას. თუ შემოწმება ექსპერტის დასკვნას დაეყრდნო, აქტში მიეთითება ამ დასკვნის
შინაარსი;
ბ) საქართველოს საგადასახადო კოდექსის ან/და საქართველოს საგადასახადო
კანონმდებლობის აქტის ის ნორმა, რომლითაც იხელმძღვანელეს შემმოწმებლებმა გადასახადის
გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრისას;

  მუხლი 268. საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე გადაწყვეტილების გამოტანა


1. საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი იღებს საგადასახადო შემოწმების აქტის
საფუძველზე გადასახადების ან/და სანქციების დარიცხვის ან არდარიცხვის შესახებ
გადაწყვეტილებას, რომლის ასლი წარედგინება გადასახადის გადამხდელს შესაბამის
საგადასახადო მოთხოვნასთან ერთად.

მუხლი 299. საგადასახადო დავის დაწყება


1. საგადასახადო ორგანოს მიერ პირის მიმართ ამ კოდექსის საფუძველზე მიღებული
გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს დავის განმხილველ ორგანოში ამ თავით დადგენილი
წესით.
2. საგადასახადო შემოწმების აქტი და მის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილება
საჩივრდება ამ დოკუმენტების საფუძველზე გამოცემულ საგადასახადო მოთხოვნასთან ერთად.
კაზუსის ამოხსნა:

I. განვსაზღვროთ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2020 წლის 23 ივნისის


#28 ბრძანება „გადასახადების თანხების დარიცხვის შესახებ“, რომლის თანახმად, გადასახადის
გადამხდელს (შპს „სკას“) გადასახდელად დაერიცხა 600 000 ლარი (რომელიც მოიცავდა
ძირითად გადასახადს, ჯარიმას და საურავს), გადაწყვეტილების ფორმა .

(1) ჰიპოთეზა:

სავარაუდოდ შემოსავლების სამსსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2020 წლის 23 ივნისის #28


ბრძანება „გადასახადი თანხების დარიცხვის შესახებ“ არის ინდივიდუალური
ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

(2) სამართლებრივი ნორმა:

სზაკ-ის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად ,ინდივიდუალურ


ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ
ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური
სამართლებრივი აქტი ,რომელიც აწესებს ,ცვლის ,წყვეტს ან ადასტურებს ფირთა შეზღუდული
წრის უფლებებსა და მოვალეობებს.

(3) სუბსუმცია

იმისთვის ,რომ შევამოწმოთ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2020 წლის 23


ივნისის #28 ბრძანების გადაწყვეტილების სამართლებრივი ფორმა უნდა განვიხილოთ
ლეგალური დეფინიციის ცნების ელემენტები:

1. ადმინისტრაციული ორგანო.
2. ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე;
3. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ -სამართლებრივი აქტი ;
4. მოწესრიგება;

1.ადმინისტრაციული ორგანო.

ჰიპოთეზა:

სავარაუდოდ შემოსავლების აუდიტის დეპარტამენტი არის ადმინისტრაციული ორგანო.

სამართლის ნორმა.

სზაკ-ის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად,ადმინისტრაციული ორგანო


არის ყველა სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმართველობის ორგანო ან დაწესებულება.

სუბსუმცია.
საქართველოს შემოსავლების აუდიტის დეპარტამენტი არის კანონის საფუძველზე შექმნილი
მმართველობის ცენტრალური ორგანო,რომელიც სხვადასხვა „შპს“ საქმიენობებს (ამ
შემთხვევაში „სკა“) შესაბამისობას ადგენს საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნების
საფუძველზე .

2.ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე.

ჰიპოთეზა:

შესაძლოა,შემოსავლების აუდიტის დეპარტამენტის 2020 წლის 23 ივნისის # 28 ბრძანება გამოიცა


ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე.

სამართლის ნორმა.

გადაწყვეტილების სამართლებრივი საფუძველია „საქართველოს საგადასახადო


კოდექსი“შესახებ საქართველოს კაონონის 268;61-ე მუხლი.

სუბსუმცია.

ვინაიდან,შემოსავლების აუდიტის დეპარტამენტმა მიიღო გადაწყვეტილება „შპს სკას“თვის 600


000 ლარის გადასახდელად დარიცხვას ,იგი დაეყრდნო ‘საქართველოს საგადასახადო კოდექსის:
საქართველოს კანონის 268;61-ე მუხლს.

დასკვნა.

ამდენად,შემოსავლების აუდიტის დეპარტამენტმა 2020 წლის 23 ივნისის გადაწყვეტილების


მიღების დროს გამოიყენა ადმინისტრაციული კანონმდებლობა .კერძოდ, „საქართველოს
საგადასახადო კოდექსის შესახებ“ საქართველოს კანონის 61-ე მუხლს.

3.ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტი.

ჰიპოთეზა.

სავარაუდოდ,შემოსავლების აუდიტის დეპარტამენტის მიერ 2020 წლის 23 ივნისს მიღებული


გადაწყვეტილება არის ინდივიდუალური შინაარსის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

სამართლის ნორმა.

სზაკ-ის მე-2 მუხლის თანახმად,ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი


არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე
გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ -სამართლებრივი აქტი,რომელიც აწესებს
,ცვლის ,წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და
მოვალეობებს.

სუბსუმცია.
ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი სახეზეა,თუ ადმინისტრაციული
ორგანოს ღონისძიება მიმართულია პირის ან პირთა შეზღუდული წრისკენ .პირთა წრე
კონკრეტულია მაშინ ,როდესაც გადაწყვეტილების მიღების დროს გარკვეულია ,თუ ვის ეხება ის.

ამ შემთხვევაში,შემოსავლების აუდიტის დეპარტამენტის 2020 წლის 23 ივნისის #28 ბრძანება


მიემართება „სპს სკა“-ს.

დასკვნა.

ამდენად,შემოსავლების აუდიტის დეპარტამენტის 2020 წლის 23 ივნისის #28 ბრძანება არის


ინდივიდუალური ხასიათის.

4.მოწესრიგება

ჰიპოთეზა

სავარაუდოდ,შემოსავლების აუდიტის დეპარტამენტის 2020 წლის 23 ივნისის გადაწყვეტილებას


აქვს მომწესრიგებელი შინაარსი.

სამართლის ნორმა

სზაკ-ის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად ,იასა-ი აწესებს,ცვლის
,წყვეტს ან ადასტურებს.

სუბსუმცია

სამართლებრივი მოწესრიგების არსი იმაში მდგომარეობს ,რომ ინდივიდუალური


ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემით განხორციელებული ღონისძიება
,ადმინისტრაციული ორგანოების შესაბამისად იქითკენ არის მიმართული ,რომ ცალმხრივად და
შესასრულებლად სავალდებულო ძალით უშუალო სამართლებრივი შედეგი
წარმოშვას.მოწესრიგება არის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის
ცნების ერთ-ერთი აუცილებელი შემადგენელი ელემენტი.მმართველობით ღონისძიებას მაშინ
აქვს მომწესრიგებელი ბუნება ,როდესაც ის ახდენს მისი ადრესატის სამართლებრივ
მდგომარეობაზე ზეგავლენას ,მისი უფლებებისა და მოვალეობების განსაზღვრას.

შემოსავლების აუდიტის მიერ 2020 წლის 23 ივნისის #28 ბრძანების საფუძველზე „შპს სკა“ს
დაეკისრა 600 000 ლარის გადახდა.აქედან გამომდინარე არის ამკრძალავი ხასიათის აქტი.

დასკვნა

მაშასადამე,შემოსავლების აუდიტის დეპარტამენტის მიერ 2020 წლის 23 ივნისის #28 ბრძანება


არის მომწესრიგებელი ხასიათის შპს „სკა“ს მიმართ.

II.შევამოწმოთ შემოსავლების აუდიტის დეპარტამენტის გადაწყვეტილების კანონიერება

ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების განმსაზღვრელი


ორი კრიტერიუმი არსებობს .
1.ფორმალური კანონიერება;

2.მატერიალური კანონიერება;

ჰიპოთეზა

შესაძლებელია ინდივიდუალრი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი აკმაყოფილებდეს


ფორმალური კანონიერების კრიტერიუმებს ,თუ ის გამოცემულია უფლებამოსილი
ადმინისტრაციული ორგანოს მიერ,მისი გამოცემისთვის კანონის გათავალისწინებული
წარმოების სახის დაცვით.

სამართლის ნორმა

ფორმალური კანონიერება მოწმდება სზაკ-სა და „საქართველოს საგადასახადო კოდექსის“


საფუძველზე.

სუბსუმცია

ა.უფლებამოსილება

შესაძლოა შემოასვლების აუდიტის დეპარტამენტის არის საგნობრივად და ტერიტორიულად


უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანო,რომელმაც 2020 წლის 23 ინისის #28 ბრძანებით
შპს „სკა“სთვის გამოიცა ამკრძალავი ხასიათის აქტი.

სამართლებრივი ნორმა

„საქართველოს საგადასახადო კოდექსის“საქართველოს კანონის 268 მუხლი.

სუბსუმცია

ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უნდა გამოსცეს საგნობრივად და


ტერიტორიულად უფლებამოსილმა ადმინისტრაციულმა ორგანომ.განვიხილოთ თითოეული
მათგანი .საგნობრივი უფლებამოსილება უკავშირდება მოწესრიგების საგანს
(ობიექტს).ტერიტორიული უფლებამოსილების ქვეშ იგულისხმება საგნობრივად
უფლებამოსილი ორგანო .

დასკვნა

შემოავლების აუდიტის დეპარტამენტი არის საგნობრივად და ტერიტორიულად


უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანო ,რომელმაც 2020 წლის 23 ივნისი #28 ბრძანებით
შპს „სკა“ს დააკისრა 600 000 ლარის გადახდის ვალდებულება.

ბ.ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის წერილობითი ფორმა

ჰიპოთეზა

შესაძლოა შემოსავლების აუდიტის დეპარტამენტის მიერ 2020 წლის 23 ივნისი #28 ბრძანება შპს
„სკას“თვის გამოცემულია წერილობით ფორმით.
სამართლის ნორმა

სზაკ-ის 51-ე მუხლის თანახმად,ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის


შეიძლება გამოიცეს წერილობითი ან ზეპირი ფორმით.

სუბსუმცია

ვინაიდან სზაკ-ის 51 მუხლი ადგენს აქტის გამოცემის წერილობით ფორმას ,კაზუსის


შინაარისიდან იკვეთება ,რომ ამ საკითხთან დაკავშირებით პრობლემა არ დგას.

დასკვნა

შემოსავლების აუდიტის დეპარტამენტის მიერ 2020 წლის 23 ივნის გამოცემული ბრძანება შპს
„სკას“თვის არის წერილობითი ფორმის.

გ.დასაბუთებულობა

ჰიპოთეზა:

შესაძლოა შემოსავლების აუდიტის დეპარტამენტის მიერ 2020 წლის 23 ივნისს გამოცემული


ბრძანება შპს „სკას“თვის 600 000 ლარის გადახდის ვალდებულებას შეიცავს დასაბთებულობას.

სამართლის ნომრა:

იასა-ს დასაბუთების საკითხს აწესრიგებს სზაკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილი .წერილობითი
ფორმით გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უნდა
შეიცავდეს წერიოობით დასაბუთებას.

დასკვნა:

შემოსავლების აუდიტის დეპარტამენტის მიერ მირებული 2020 წლის 23 ივნისის


გადაწყვეტილება შპს“სკას“თვის 600 000 ლარის გადახდაზე შეიცავს დასაბუთებას.

დ. გასაჩივრების ვადები და უფლება

ჰიპოთეზა:

შესაძლებელია რომ დაცულია კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნა

სამართლის ნორმა:

სზაკ-ის 180 მუხლი.ადმინისტრაციული საჩივარი წარდგენილი უნდა იქნეს


ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტის გამოქვეყნების ან ოფიციალური გაცნობის წესის
დღიდან ერთი თვის ვადაში,თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი.

სუბსუმცია:
ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში უნდა მიეთითოს მისი გასაჩივრების
ვადა ,ის ადმინისტრაციული ორგანო და მისი მისამართი ,სადაც შეიძლება ამ აქტის
გასაჩივრება.

დასკვნა:

შემოსავლების აუდიტის დეპარტამენტის მიერ 2020 წლის 23 ივნის გამოცემული


ადმინისტრაციულ სამართლებრიცი აქტი აკმაყოფილებს სზაკ-ის 180-ე მუხლის პირპბებს.

საბოლოო დასკვნა:

შემოსავლების აუდიტის დეპარტამენტის მიერ 2020 წლის 23 ივნის გამოცემული #28 ბრძანება არ
ეწინააღმდეგება ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ფორმალურ და
მატერიალური კანონიერების კრიტერიუმებს.შესაბამისად იგი არის კანონიერი.

You might also like