You are on page 1of 2

??????? HTML-??????

შეუძლია ტურისტული დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციის შექმნა?


- კანონპროექტი

მუნიციპალიტეტებს ტურისტული დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციი


ს(DMO) შექმნის სამართლებრივი საფუძველი მიეცემათ. შესაბამისი ცვლილებები შე
დის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში“.

პარლამენტში ინიცირებულია კანონპროექტი, რომლის მიღების შემდეგ, მუნიციპალ


იტეტებს ექნებათ უფლებამოსილება დააფუძნონ არასამეწარმეო (არაკომერციული) ი
ურიდიული პირი ტურისტული დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაცია.

„კანონპროექტის აღსრულებასთან დაკავშირებული ხარჯი იქონიებს გავლენას სახელ


მწიფო ბიუჯეტის და ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწი
ლზე.

გასათვალისწინებელია, ის გარემოება, რომ წინასწარ ვერ დადგინდება რომელი მუნი


ციპალიტეტი გამოთქვამს სურვილს ზემოაღნიშნული ორგანიზაციის დასაფუძნებლა
დ, ასევე წინასწარ ვერ განისაზღვრება რა ადამიანური რესურსი იქნება საჭირო მისი
ფუნქციონირებისთვის, აქვე გასათვალისწინებელია ის ფაქტორიც, რომ მუნიციპალი
ტეტმა შეიძლება არსებული ადამიანური რესურსის ბაზაზე დააფუძნოს ორგანიზაცი
ა. ხარჯების ოდენობა დამოკიდებული იქნება მუნიციპალიტეტის საჭიროებებზე. ორ
განიზაციის დაფუძნების შემთხვევაში, მუნიციპალიტეტი ხარჯებს საკუთარი ბიუჯე
ტიდან აანაზღაურებს.

კანონპროექტით დანიშნულების მართვის ორგანიზაციის (DMO) სტატუსის გაცემასა


და შეჩერებაზე უფლებამოსილი ორგანოა ადმინისტრაცია, ასევე კანონპროექტის მიხ
ედვით ადმინისტრაციიდან და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოდან თი
თო-თითო წარმომადგენელი მონაწილეობს DMO-ს მართვისა და წარმომადგენლობის
ორგანოებში.

მისი დაფინანსების ერთერთი წყაროა სახელმწიფო ან ადგილობრივი ბიუჯეტიდან გ


ამოყოფილი სახსრები. აღნიშნული ფუნქციის აღსრულებისთვის, 2023-
2024 წლებში ადმინისტრაციის მიერ დამატებითი კადრის აყვანა არ იგეგმება. თუმცა
2025 წლიდან, იმ შემთხვევაში თუ მოხდება DMOების გაძლიერება და მათი აქტივობ
ების გაფართოება ადმინისტრაციას გაუჩნდება დამატებით ერთი კადრის აყვანის საჭ
იროება, რომლის სახელფასო და სხვა ადმინისტრაციული ხარჯი წლიურად მოსალო
დნელია განისაზღვროს 21,390 ლარით(ხელფასების გაანგარიშებულია ადმინისტრაც
იის საშუალო ხელფასიდან გამომდინარე, რომელიც შეადგენს 1680 ლარს.), ხოლო კა
დრის აყვანასთან დაკავშირებული ერთჯერადი ხარჯი (კომპიუტერის, ავეჯისა და ს
ხვა მატერიალურტექნიკური აღჭურვილობის უზრუნველყოფა) დაახლოებით 4,244
ლარით. იმ შემთხვევაში, თუ ეს პირი იქნება დაგროვებითი საპენსიო სქემის მონაწი
ლე, დამსაქმებლისა და სახელმწიფოს მხრიდან (ამ შემთხვევაში ორივე სახელმწიფო
ბიუჯეტის ხარჯია) ასევე იქნება გასაწევი ხარჯი ამ მიმართულებით.

კანონპროექტი გავლენას მოახდენს სახელმწიფო, ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე,


რადგან DMOების გაძლიერებისა და მათი აქტივობების გაფართოების გამო მუნიციპა
ლიტეტს და სსიპ ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას გაუჩნდება დამატებით ერ
თი კადრის აყვანის საჭიროება, რომლის საშემოსავლო გადასახადი მიმართული იქნე
ბა სახელმწიფო ბიუჯეტში“, - ნათქვამია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.

ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას, რადგან საქა


რთველოს პარლამენტში ინიცირებულია კანონპროექტი “ტურიზმის შესახებ“ საქართ
ველოს კანონი, სადაც გაწერილია ტურისტული დანიშნულების ადგილის მართვის
ორგანიზაციასთან დაკავშირებული საკითხები და მიზანშეწონილია აღნიშნული ცვ
ლილება მასთან ერთად იქნეს მიღებული.

კანონპროექტით გათვალისწინებულია, რომ კანონპროექტი ძალაში შევიდეს გამოქვე


ყნებისთანავე, რადგან პროექტი არ საჭიროებს დამატებით დროს ან პირობებს მის
სრულად ასამოქმედებლად, პროექტი არ ითვალისწინებს მისთვის უკუძალის მინიჭე
ბას.

ინფორმაციისთვის აღსანიშნავია, რომ DMO-ები საქართველოში უკვე არსებობს:


ა(ა)იპ − იმერეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაცია, ა(ა)იპ − სამეგ
რელოს დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაცია, ა(ა) იპ − სამცხეჯავახეთი
ს დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაცია, ა(ა)იპ − სვანეთის დანიშნულებ
ის ადგილის მართვის ორგანიზაცია „შანლენდ“ და ა(ა)იპ − კახეთის დანიშნულები
ს ადგილის მართვის ორგანიზაცია „ვიზით კახეთი“. რომელთა მთავარი ფუნქცია რ
ეგიონის, როგორც ტურისტული ბრენდის პოპულარიზაციაა. DMO-
ების საქმიანობას მუნიციპალიტეტები საკუთარი ბიუჯეტიდან აფინანსებენ.

კანონპროექტის ავტორები და ინიციატორები არიან საპარლამენტო უმრავლესობის


დეპუტატები: დავით სონღულაშვილი, ისკო დასენი, ბეჟან წაქაძე, ვასილ ჩიგოგიძე,
გელა სამხარაული, ირაკლი კირცხალია.

You might also like