You are on page 1of 8

საგამოცდო დავალება

შუალედური გამოცდა - ადგილობრივი თვითმმართველობის


(მუნიციპალური) სამართალი
იურიდიული ფაკულტეტი ბაკალავრიატი

ლექტორი ირაკლი კახიძე, ასოცირებული პროფესორი

გამოცდის დრო 2 საათი და 30 წუთი

შეფასება 30 ქულა

დავალების შესრულების ინსტრუქცია

 დავალების შესრულებისა და გადმოგზავნისთვის სტუდენტს აქვს 2 საათი და 30 წუთი.


 დავალების შესრულება შეიძლება ორი ფორმით: კომპიუტერით word-ის დოკუმენტში
(სასურველია, შრიფტი - sylfaen) ან ფურცელზე წერილობითი ფორმით (აუცილებლობის
შემთხვევაში). დავალების ფურცელზე შესრულების შემთხვევაში სტუდენტი შესრულებულ
დავალებას გადაუღებს სურათს და აგზავნის ქვემოთ მითითებული ფორმით.
 სტუდენტი ვალდებულია დავალებისთვის განსაზღვრული დროის ამოწურვამდე
შესრულებული დავალება გადააგზავნოს ლექტორის მეილზე: irakli.kakhidze@tsu.ge
 დავალების არაუმეტეს 10 წუთით დაგვიანებით გადაგზავნის შემთხვევაში სტუდენტს
აკლდება 5 ქულა, 10-20 წუთით დაგვიანებისას - 10 ქულა და 20-30 წუთით დაგვიანებისას
-15 ქულა.
 დავალების 30 და მეტით წუთით დაგვიანებით გადაგზავნის შემთხვევაში სტუდენტი
ავტომატურად 0 ქულით შეფასდება.

საგამოცდო დავალება

საკითხი 1 (15 ქულა)

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა


და სოციალური დაცვის სამინისტრომ გადაწყვიტა გადამდები დაავადებების
ეპიდზედამხედველობის ფუნქციის მუნიციპალიტეტებზე გადაცემა მოეხდინა . გთხოვთ ,
ჩამოაყალიბოთ თქვენი პოზიცია:

 რა ფორმის/ფორმების გამოყენებით და რა პრინციპებისა და პროცედურების დაცვით


შეიძლება მუნიციპალიტეტს გადაეცეს ეპიდზედამხედველობის ფუნქცია ?
(მიმოიხილეთ ყველა შესაძლებელი ფორმა);
 თქვენი აზრით რა უპირატესობა შეიძლება ჰქონდეს ფუნქციის მუნიციპალიტეტებზე
გადაცემას?

პასუხი დაასაბუთეთ, იმსჯელეთ!


საკითხი 2 (15 ქულა)

ქუთაისის მუნიციპალიტეტმა შეიმუშავა დასაქმების ხელშეწყობის პროგრამა . პროგრამის


ფარგლებში მუნიციპალიტეტი მოსახლეობას უფასო კომპიუტერისა და უცხო ენების
კურსებს სთავაზობდა.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მიიჩნევს , რომ


მუნიციპალიტეტი გასცდა საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებს. მუნიციპალიტეტი კი
საწინააღმდეგოს ასაბუთებს.

გთხოვთ, განმარტოთ რომელი დაწესებულების პოზიცია შეესაბამება საქართველოს


კანონმდებლობას. იმსჯელეთ თეორიული და ნორმატიული მასალების გამოყენებით .

კაზუსის ამოხსნის ინსტრუქცია:

 მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებების ზოგადი დახასიათება (კაზუსში განხილული


საკითხების ჭრილში);
 მუნიციპალიტეტის უფლებამოსილების განსაზღვრის სამართლებრივი პრინციპები -
კონსტიტუცია, ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ ევროპუილ ქარტია,
ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი (კაზუსში განხილული საკითხების
შესაბამისად);
 შეესაბამება თუ არა კაზუსში განხილული უფლებამოსილება მუნიპალიტეტის
რომელიმე სახის უფლებამოსილებას (თეორიის პრაქტიკული შეფარდება -
დასაბუთება).
 კაზუსში განხილულ რომელი დაწესებულების პოზიციაა სამართლებრივად
დასაბუთებული და რატომ?

1 საკითხი

თავდაპირველად მნიშვნელოვანია განვმარტოთ ზოგადად რას გულისხმობს


დეცენტრალიზაცია. დეცენტრალიზაციის დროს ხდება ცენტრალური
ხელისუფლების საჯარო ფუნქციების მართვის პოლიტიკური და სამართლერბივი
უფლებამოსილებების გადაცემა ავტონომიურ ადგილობრივ ხელისუფლებაზე ან
არასამთავრობო ორგანიზაციებზე სწორედ ამიტომ, დეცენტრალიზებული
უფლებამოსილება აღარ განეკუთვნება სახელმწიფოს გამგებლობის სფეროს. ამ
შემთხვევაში, დეცენტრალიზებული უფლებას საკუთარი პასუხისმგებლობითა და
ადგილობრივი თვითმმართველობის ინტერესების შესაბამისად, სრულად
ახორციელებს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო. იმისათვის რომ
ადგილობრივმა თვითმართველობამ შეძლოს ამ უფლებამოსილების განხორციელება
მათ ესაჭიროებათ მატერიალური და ფინანსური რესურსი, ამიტომაც მათ
საკუთრებაში გადაეცემათ სახელმწიფო ქონების ის ნაწილი რომელიც საჭიროა
შესაბამისი უფლებამოსილებების განსახორციელებლად. ამავდროულად ამ ქონების
გადაცემასთან ერთად ადგილობრივი თვითმმართველობას შეუძლია ამ ქონებიდან
შეუძლია შემოსავლის მიღებაც, და მისი დამოუკიდებლად განკარგვაც. ამისგან
განსხვავებით, მმართველობის სისტემის დეკონცენტრაცია გულისხმობს,
მმართველობითის ცენტრალური ორგანოების უფლებამოსილებების და შესაბამისი
რესურსის გადაცემას ადგილობრივი ორგანოებისთვის, თუმცა შესაბამისი
უფლებამოსილება კვალაც რჩება სახელმწიფო გამგებლობის სფეროში. ასევე
უფლებამოსილების კლასიფიკაცია შეიძლება მოხდეს ნეგატიური და პოზიტიური
გაგებით , პოზიტიური გაგების დროს სახელმწიფო ერევე ადგილობრივი
თვითმართველობის უფლებამოსილების სფეროშ თუკი ამის საჭიროება არსებობს და
ამ ერთეულს არ შეუძლია თავად მოქმედება ხოლო ნეგატიური გაგება პირდაპირ
უკრძალავს ზემდგომ ხელისუფლების ორგანოებს თვითმართველობის საქმიანობაში
ჩარევას.

ადგილობრივი თვითმართველობის უფლებამოსილებების კლასიფიკაციას ასევე


ახდენს ადგილობრივი თვითმართველობის შესახებ ევროპული ქარტიის მე-4 მუხლი

1-ადგილობრივი თვითმმართველობის ძირითადი უფლებამოსილებებისა და


პასუხისმგებლობის კონსტიტუციით ან კანონით განსაზღვრის პრინციპი.
საქართველოს კონსტიტუციის მე-7 მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს
მოქალაქეები ადგილობრივი მნიშვნელობის საქმეებს აწესრიგებენ ადგილობრივი
თვითმმართველობის მეშვეობით, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
სახელმწიფო ხელისუფლებისა და თვითმმართველი ერთეულების
უფლებამოსილებათა გამიჯვნა ეფუძნება სუბსიდიარობის პრინციპს. სახელმწიფო
უზრუნველყოფს თვითმმართველი ერთეულის ფინანსური სახსრების შესაბამისობას
ორგანული კანონით განსაზღვრულ თვითმმართველი ერთეულის
უფლებამოსილებებთან. ასევე მასვე განამტკიცებს საქართველოს ორგანული კანონის
„ადგილობრივი თვითმმართვეკობის კოდექსი“ მე-15 მუხლის პირველი ნაწილი,
რომელიც განსაზღვრავს მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებების სახეებს.
მუნიციპალიტეტის საკუთარი უფლებამოსილებები და მუნიციპალიტეტის
დელეგირებული უფლებამოსილებები. ხოლო ამავე მუხლის მეორე ნაწილის
მიხედივით, მუნიციპალიტეტის საკუთარი უფლებამოსილება არის ამ კანონით
დადგენილი უფლებამოსილება, რომელსაც ის დამოუკიდებლად და საკუთარი
პასუხისმგებლობით ახორციელებს და მესამე ნაწილის მიხედვით,
მუნიციპალიტეტის დელეგირებული უფლებამოსილება არის
სახელმწიფო/ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების ორგანოს
უფლებამოსილება, რომელიც მუნიციპალიტეტს გადაეცა კანონის საფუძველზე ან
საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დადებული ხელშეკრულების
საფუძველზე, სათანადო მატერიალური და ფინანსური უზრუნველყოფით.
აღნიშნული კანონი, აკონკრეტებს თუ რა განეკუითვნება მუნიციპალიტეტის
საკუთარ უფლებამოსილებებს. შესაბამისად, საქართველოს ორგანული კანონის
„ადგილობრივი თვითმმართვეკობის კოდექსი“ მე-16 მუხლში გვხვდება მისი
ჩამონათვალი. ხოლო მე-17 მუხლი განსაზღვრავს, უფლებამოსილებების
დელეგირების წესსა და პირობებს.

სუბსიდიარობის პრინციპი - საჯარო უფლებამოსილებების განხორციელება


უპირატესად უნდა დაეკოსროს მოქალექეებთან ყველაზე ახლოს მდგომ
ხელისუფლების ორგანოს. უფლებამოსილების გადცემა უნდა მოხდეს კონკრეტული
ამოცანის მოცულობისა და ხარისხის გათვალისწინებით. ამ პრინციპის მთავარი
ღირებულება არის იდენტურობის დაცვა, მრავალფეროვნება(იძლევა
ექსპერიმენტების ჩატარების შესაძლებლობას) მოქნილობა(ადგილობრივი
პრობლემები წყდება ადგილობრივ დონეზევე ანუ იმ ხელისუფლების ორგანოს მიერ
რომელიც ყველაზე ახლოს არის პრობლემის წარმოშობის ადგილთან) პოლიტიკური
თავისუფლება და თვითგამორკვევა ანგარიშვალდებულება(მოქალეექები უფრო
აქტიურად არიან ჩართულები პროცესში, უფრო პასუხისმგებლობას გრძნობენ
რადგან მათ მიერ მიღებული ყოველი გადაწყვეტილება ზეგავლენსვე ახდენს პირად
ინტერესებზე).

ადგილობრივი თვითმმართველობის საკუთარი უფლებამოსილებათა


ექსკულიზურობის პრინციპი - ადგილობრივი ორგანოების უფლებამოსილება უნდა
იყოს სრული და ექსკლუზიური. იგი არ შეიძლება შეიზღუდოს სხვა ცენტრალური ან
რეგიუნალური ორგანოებიოს მიერ.

დელეგირებული უფლებამოსილებების განხორციელების ადგილობრივ პირობებთან


მისადაგების პრინციპი - სახელმწიფოს მიერ, უფლებამოსილების დელეგირების
შემთხვევაში, ადგილობრივ ორგანოებს ენიჭებათ თავისუფლება რამდენადაც ეს
შესაძლებელია, მოახდინო ამ უფლებების დელეგირება ადგილობრივ პირობებთან
მისადაგენით.

მოცემულ შემთხვევაში, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა,


შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ გადაწყვიტა
გადამდები დაავადებების ეპიდზედამხედველობის ფუნქციის მუნიციპალიტეტებზე
გადაცემა მოეხდინა. შესაბამისად, საქმე გვაქვს უფლებამოსილების დელეგირებასთან
სახელმწიფოს მიერ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოზე(კონსტიტუციით
განმტკიცებული სუბსიდიარობის პრინციპის მიხედვით გამოდის რომ სახეზეა
უფლებამოსილების დელეგირება). საქართველოს ორგანული კანონის
„ადგილობრივი თვითმმართვეკობის კოდექსი“ მე-17 მუხლის მიხედვით,
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის,
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ მიღებული
გადაწყვეტილება, გადამდები დაავადებების ეპიდზედამხედველობის ფუნქციის
მუნიციპალიტეტებზე გადაცემასთან დაკავშირებით, პირველ რიგში უნდა მოხდეს იმ
მიზნით, რომ აღნიშნული ფუნქცის განხორციელება ადგილობრივ დონეზე უფრო
ეფექტურად მოხდება. ასევე, მან უნდა გადასცეს შესაბამისი მატერიალური და
ფინანსური რესურსი მუნიციპალიტეტს. ასევე, უნდა განისაზღვროს ის სამინისტრო
რომელიც დელეგირებულ უფლებამოსილებაზე განახორციელებს სახელმწიფო
დარგობრივ ზედამხეველობას. მოცემულ შემთხვევაში, რადგან საქართველოს
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და
სოციალური დაცვის სამინისტრომ გადაწყვიტა მის გამგებლობაში შემავალი
გადამდები დაავადებების ეპიდზედამხედველობის ფუნქცია გადაეცა
მ,უნიციპალიტეტისთვის, შესაბამისად ის იქნება ზედამხედველობის
განმახორციელებლი სამინისტრო.
ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, როდესაც ხელისუფლების ორგანოები
აცნობიერებენ და პრაქტიკიდან გამოდინარე ხვდებიან, რომ ესა თუ ის ფუნქცია
ადგილობრივ დონეზე უფრო ეფექტურად მოგვარებადია, პირველ რიგში
მოსახლეობის ეფექტურად მომსახურების კუთხით, როგორ უკვე აღვნიშნეთ, უნდა
მოხდეს მისი გადაცემა ადგილობრივ დონეზე. სწორედ, მოცემულ შემთხვევაში,
როდესაც სამინისტრრომ გადაწყვიტა გადამდები დაავადებების
ეპიდზედამხედველობის ფუქნქცია გადაეცა მუნიციპალური ორგანოებისთის იგი
სწორად მოიქცა. რადგან, ადგილობრივ ორგანოები ყოველთვის უფრო მეტ
ინფორმციას ფლობენ პრობლემების შესახებ(რადგან ყველაზე ახლოს არიან ამ
პრობლემებთან). და გარდა ინფორმაციის ფლობისა თუ ამ პრობლემას გადაწყვეტს
მუნიციპალიტეტი ამით სახელმწიფო შეძლებს ფინანსური რესურსის დაზოგვასაც და
რეალურად უფრო დროულად იქნება პრობლემის მოგვარება შესაძლებელი.
შესაბამისად დასვკნის სახით გამოდის რომ სამინისტრომ სწორი გადაწყვეტილება
მიიღო.

2 საკითხი

მუნიციპალიტეტის უფლებამოსილების სახეებს განსაზღვრავს ადგილობრივი


თვითმართველობის კოდექსი კერძოდ კი მისი მე- 15 მუხლი. გამოიყოფა
უფლევამოსილების ორი ფორმა ეს არის საკუთარი უფლებამოსილებები და
დელეგირებული უფლებამოსილებები. საკუთარ უფლებამოსილებების
განხორციელებისას მუნიციპალიტეტი მოქმედებს დამოუკიდებლად, და ამ
მოქმედებბზე პასუხისმგებლობა ეკისრება თავად მის განმახორციელებელ
მუნიციპალიტეტს. ხოლო დელეგირებული უფლებამოსილების საფუძველი
შეიძლება იყო საკანონმდებლო აქტის საფუძველზე გადაცემული უფლებამოსილება ;
საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დადებული ხელშეკრულების
საფუძველზე გადაცემული უფლებამოსილება. და აქვე კანონმდებელი აკეთებს ესეთ
დათქმას რომ დელეგირებული უფლებამოსილების გადაცემისას ამ
უფლებამოსილების განსახორციელებლად მუნიციპალიტეტის მატერიალური და
ფინანსური უზრუნველყოფა ხდება, ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. იმისათვის
დელეგირებული უფლბამოსილების განცხორციელება შეძლოს მუნიციპალიტეტმა
მას ესაჭიროები მატერიალური და ფინანსური რესურსი, რადგან მის გარეშე ის
ფუნციონირებას ვერ შეძლებს და შესაბამისად დელეგირებულ უფლებამოსილება
იქნება კანონის ის ჩანაწერი რომლის რეალურად მოქმედების შესაძლებლობაც არ
იარსებებს პრაქტიკულად. საკუთარი უფლებამოსილებების ჩამონათვალს იძლევა
ადგილობრივი თვითმართველობის კოდექსის მე-16 მუხლი ხოლო მე-17 მუხლი
განსაზღვრავს, უფლებამოსილებების დელეგირების წესსა და პირობებს.

მუნიციპალიტეტის უფლებამოსილების განხორციელების სამართლებრივ


პრინციპებს განსაზღვრავს ადგილობრივი თვითმართველობის შესახებ ევროპის
ქარტიის მე-4 მუხლი. (სუბსიდიარობის პრინციპი; საკუთარი უფლებამოსილების
ექსკლურზიური პრინციპი; ადგილობრივი გამგებლობის სფეროს ნეგატიური
დორმით შემოსაზღვრის პრინციპი; ადგილობრივი თვითმართველობის ძირითადი
უფლებამოსილებები, პასუხისმგებლობა შემოსაზღვრულია კონსტიტუციით ან
კანონით; დელეგირებული უფლებამოსილებების ადაპტირება ადგილობრივ
პირობებთან).

მოცემულ შემთხვევაში ქუთაისის მუნიციპალიტეტი ანხორციელებდა საკუთარ


უფლებამოსილებებს კერძოდ კოდექსის 16 მუხლის 4 პუნქტით გათვალისწინებულ
დასაქმების ხელშეწყობის ღონისძიებას. აქვე ამავე მუხლის მესამე პუნქტი აკეთებს
დათქმას რომ მუნიციპალიტეტს საკუთარი უფლებამოსილია საკუთარი
ინიციატივით გადაწყვიტოს ნებისმიერი საკითხის რომლის გადაწყვეტაც
საქართველოს კანონმდებლობით არ არის ხელისუფლებას სხვა ორგანოს
უფლებამოსილება და აკრძალულია კანონით. სწორედ პუნტზე მითითებით
შეუძლია მუნიციპალიტეტს დასაქმების ხელშეყობის ღონისძიებების გატარება. აქვე
შეგვიძლია მივუთით საქართველოს კონსტიტუციის 75 მუხლის მეორე პუნქტი
რომელიც კოდექსის 16 მუხლის მესამე პუნქტის მსგავს დათქმას ითვალისწინებს.
დასაქმების ხელშეყობა ზოგადად სოციალური სახელმწიფოს ერთერთი მთავარი
მახასიათებელია რომელიც მოცემულია კონსტიტუციის მე-5 მუხლის მე-4 პუნქტში
თუმცა აქ არ არის განსაზღვრული კონკრეტულად ის ორგანო რომლის
უფლებამოსილებებსაც განეკუთვნება დასაქმების ხელშეწყობის განხორციელება. აქ
ნახსენები არის მხოლოდ სახელმწიფო, მუნიციპილატეტი როგორც ვიცით არის
საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რაც იმას ნიშნავს რომ მას შეუძლია საჯარო
უფლებამოსილებების განხორციელებაც( აქვე შეგვიძლია დავამატოთ ისიც რომ
მუნიციპალიტეტი ითვლება ადმინისტრაციულ ორგანოდ ორგანიზაციული გაგებით,
რომლის მთავარი მახასიათებელიც არის საჯარო უფლებამოსილებების
განხორციელება) და თავის მხრივ სახელმწიფოც ზუსტად ამას აკეთებს
ანხორციელებს საჯარო უფლებამოსილებებს და ამიტომ შეგვიძლია ვივარაუდოთ
ჩავთვალოთ რომ მუნიციპალიტეტს შეეძლო დასაქმების ხელშემყობი ღონისძიებების
გატარება.

ასევე, სახელმწიფოს მიერ უფასო კომიუტერისა და უცხო ენების კურსების


შეთავაზება არ განეკუთვნება სახელმწიფოს რომელიმე სფეროს კომპეტენციას და არ
წარმოადგენს მის ექსკლუზიურ უფლებამოსილებას. ასე, რომ ყოფილიყო შეიძლება
გვემსჯელა უფლებამოსილების დელეგირებაზე და იმ საკითხზე ჰქოდნა თუ არა
ქუთაისის მუნიციპალიტეტის აღნიშნული უფლება სახელმწიფოს შესაბამისი
ორგანოდან დელეგირებული. აქვე შეგვიძლია დავამატოთ ისიც რომ ეკონომიკისა და
მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების მე-2 მუხლის 1-ლი ნაწილის
შესაბამისად, სამინისტროს საქმიანობის სფერო და ამოცანებია: სამინისტროს
საქმიანობის ძირითადი სფეროებია: ეკონომიკური პოლიტიკა; ეკონომიკური ზრდის
ანალიზი; მდგრადი განვითარება; ვაჭრობა და ინვესტიციები; წარმოებისა და
მომსახურების ხელშეწყობა; ტურიზმი; სახელმწიფო ქონების მართვა და განკარგვა;
მშენებლობის პოლიტიკა; ელექტრონული კომუნიკაციები; ინოვაციური
ეკოსისტემისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარება და ხელშეწყობა;
ფოსტა; ტრანსპორტი და ლოგისტიკა; სტანდარტიზაცია და მეტროლოგია;
აკრედიტაცია; კაპიტალის ბაზრის განვითარება; საპენსიო სისტემის რეფორმა;
ქვეყნის ბრენდის განვითარება; წიაღის მდგრადი მართვა; ენერგეტიკის დარგში
სახელმწიფო პოლიტიკის, სტრატეგიისა და სახელმწიფო პროგრამების შემუშავება,
განხორციელება და მონიტორინგი; საქართველოს ენერგეტიკის დარგში
ინვესტიციების მოზიდვის ხელშეწყობა და, თავისი კომპეტენციის ფარგლებში,
შესაბამისი ქმედებების განხორციელება; საქართველოს ენერგეტიკის დარგის,
როგორც ერთიანი კომპლექსის განვითარებისა და მისი ცალკეული დარგების
სტაბილურად ფუნქციონირების, ენერგეტიკული სისტემის უსაფრთხოებისა და
საგანგებო მდგომარეობისათვის მზადყოფნის უზრუნველყოფის მიზნით, შესაბამისი
ღონისძიებების შემუშავება და განხორციელება; სახელმწიფო პოლიტიკის,
სახელმწიფო სტრატეგიისა და პრიორიტეტების შესაბამისად, ენერგიის წარმოების,
ენერგოშემცველების გადაცემის, დისპეტჩერიზაციის, დისტრიბუციის, აგრეთვე
იმპორტ-ექსპორტის ეფექტიანობის ამაღლების მიზნით, შესაბამისი ღონისძიებების
შემუშავება და მათი განხორციელების მონიტორინგი; ქვეყნის ენერგეტიკული
დამოუკიდებლობის, ენერგოსისტემის უსაფრთხოების, მისი ნორმალური
ფუნქციონირებისა და განვითარებისათვის შესაბამისი ღონისძიებების
განხორციელება; სამინისტროს მართვაში არსებული საწარმოების (აქციების ან/და
წილების) პარტნიორის/აქციონერის უფლებამოსილებების განხორციელება,
კანონმდებლობით დადგენილი წესით. ამ ჩამონათვალში ჩანს რომ ეკონომიკის და
მდგრადი განვითარების სამინისტროს უფლებამოსილებებში არ შედის დასაქმების
ხელშეწყობა, ამიტომ უცნაურია თუ რის საფუძველზე აცხადებს მინისტრი რომ
ქუთაისის მუნიციპალიტეტი გაცდა საკუთარ უფლებამოსილებებს, ამიტომ
მინისტრის მოსაზრება არ არის ლოგიკური და მას ვერ გავითვალისწინებთ.
რაც შეეხება მხარეთა მიერ პოზიციების დასაბუთებულობას, შეგვიძლია ვთქვათ რომ
ფაბულაში არ ჩანს არცერთი მხარის მხრიდან საკუთარი პოზიციის დასაბუთება, და
დანამვდილებით შეგვიძლია ვთქვათ ის რომ საქართველოს ეკომოკისა და მდგრადი
განვითარების სამინისტროს კომპეტენციაში არ შედიოდა ამ საკითხის გადაწყვეტა,
ხოლო ქუთაისის მუნიციპალიტეტს შეეძლო დასაქმების ხელშწყობის ღონისძიებების
განხორციელება, რადგან ფაბულაში არ ჩანს ამის გამომრიხველი გარემობები
(მაგალითად ის რომ ხელისუფლების სხვა ორგანოს ჰქონდა აღნიშნული
უფლებამოსილების განხორციელება ან კანონმდებლობა გამორიცხავდა
თვითმართველობის ერთეულისგან ამგვარი უფლებამოსილების განხორციელებას).
საბოლოოდ შეგვიძლია დავასკვნათ რომ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მიერ
შემუშავებული პროგრამა დასაქმების ხელშეწყობის მიზნით და ამ მიზნის
მისაღწევად მოსახლეობისთვის შეთავაზებული უფასო კომიუტერისა და უცხო
ენების კურსები, შეიძლება მივაკუთვნოთ, საქართველოს ორგანული კანონის
„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მესამე და მეოთხე
პუნქტით გათვალისწინებულ საკუთარ უფლებამოსილებას.

You might also like