You are on page 1of 5

12/13/22, 1:30 AM გადაწყვეტილებების საძიებო სისტემა

მთავარი | სიახლეები | მართლმსაჯულების სასახლე | სტრუქტურა | მოსამართლეები | სისტემა | ბიუჯეტი | კანონმდებლობა | კონტაქტი

<< უკან «წინა    შემდეგი»

საკასაციო საჩივარი
საქმის ნომერი ას-716-1356-03 კატეგორია ვალდებულებითი სამართლებრივი დავა
თარიღი 11/02/2004 სახეობა სესხი
დატოვებულია
შედეგი დავის საგანი სესხის დაბრუნება
უცვლელად

გადაწყვეტილება/განჩინება
<< უკან «წინა    შემდეგი»

prg.supremecourt.ge/DetailViewCivil.aspx 1/5
12/13/22, 1:30 AM გადაწყვეტილებების საძიებო სისტემა

prg.supremecourt.ge/DetailViewCivil.aspx 2/5
12/13/22, 1:30 AM გადაწყვეტილებების საძიებო სისტემა
ას-716-1356-03                        11 თებერვალი, 2004 წ., ქ. თბილისი  
 
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა
პალატა
შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),
ლ. გოჩელაშვილი,
მ. წიქვაძე
 
სარჩელის საგანი: ვალის დაბრუნება.
 
აღწერილობითი ნაწილი:
 
2000წ. 30 აპრილს ნ. და ვ. მ-ეებმა სარჩელით მიმართეს სასამართლოს მოპასუხე მ. ვ-
ის მიმართ ვალის დაბრუნების თაობაზე. სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად ნ. მ-ე
მიუთითებდა, რომ 1985 წელს მოპასუხემ მისი მეუღლისგან ისესხა 1600 მანეთი, ხოლო 1988
წელს მოპასუხის აწ გარდაცვლილმა მეუღლემ ისესხა 15000 მანეთი, სულ მოპასუხის ვალმა
შეადგინა 16600 მანეთი, რომელიც უნდა დაებრუნებინა 1988წ. სექტემბერში, მაგრამ ვადაში
ვერ გადაიხადა და ითხოვდა დროს. 1992წ. 1 ივნისს მოპასუხემ მოსარჩელეს მიუტანა ვალი
30000 მანეთის ოდენობით. აღნიშნული თანხა მან არ მიიღო იმ მოტივით, რომ მანეთი
გაუფასურებული იყო და მოითხოვა კურსის ცვლილების შესაბამისად, ვალის დაბრუნება,
მაგრამ მოპასუხემ თანხა დაუტოვა მაგიდაზე. მოსარჩელემ თავდაპირველად მოითხოვა
მოპასუხეზე 7239 ლარის დაკისრება, ხოლო რაიონული სასამართლოს სხდომაზე გაზარდა
მოთხოვნა და საბოლოოდ მოითხოვა 8260 ლარის გადახდა.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო იმ საფუძვლით, რომ ვალი დაბრუნებული ჰქონდა.
აღნიშნული საქმე მრავალგზის იქნა განხილული და ბოლოს, თბილისის საოლქო
სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ.
1 ივლისის გადაწყვეტილებით გაუქმდა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული
სასამართლოს 2001წ. 7 ივნისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება,
რომლითაც ნ. მ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო.
სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სკ-ის 1507-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად,
მოცემული სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობის მიმართ გამოყენებულ უნდა იქნას
სამოქალაქო სამართლის კოდექსის ნორმები 1964წ. რედაქციით, რომლის 75-ე მუხლის
თანახმად, სასარჩელო ხანდაზმულობის ვადაა 3 წელი. 85-ე მუხლის შესაბამისად, ვადის
ათვლა იწყება იმ დღიდან, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო თავისი უფლების
დარღვევის შესახებ.
მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელემ 1992წ. სექტემბერში უკვე იცოდა, რომ მოპასუხე
აღარ შეასრულებდა ვალდებულებას. პირველი სარჩელი მან შეიტანა 1995წ. 7 აპრილს,
რომელიც 1995წ. 5 ივლისს, მხარეთა გამოუცხადებლობის გამო, დატოვებულ იქნა
განუხილველად.
1997 წელს ნ. მ-ემ კვლავ მიმართა სარჩელით სასამართლოს. 1997წ. 6 ნოემბრის
გადაწყვეტილებით მისი სარჩელი დაკმაყოფილდა და ნ. მ-ეს (მ. ვ-ის მეუღლეს) დაეკისრა
4843 ლარის გადახდა ნ. მ-ის სასარგებლოდ.
1998წ. 17 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს პრეზიდიუმის დადგენილებით
დაკმაყოფილდა პროტესტი, ზედამხედველობის წესით გაუქმდა საბურთალოს რაიონის
სასამართლოს 1997წ. 6 ნოემბრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად
დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
1999წ. 12 თებერვლის განჩინებით, მხარეთა გამოუცხადებლობის გამო, სარჩელი
დატოვებულ იქნა განუხილველად.
2000წ. 5 აპრილს ნ. მ-ემ იგივე სარჩელით მიმართა სასამართლოს.
ამრიგად, 1992წ. სექტემბრიდან ნ. მ-ეს წარმოეშვა სარჩელის შეტანის უფლება. მან
სარჩელი აღძრა 1995წ. 7 აპრილს ანუ სამწლიან ვადაში, სარჩელი კი განუხილველად იქნა
დატოვებული 1995წ. 5 ივლისს. სამოქალაქო სამართლის კოდექსის 83-ე მუხლის
შესაბამისად, სარჩელის აღძვრით სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა შეწყდა, მაგრამ ამავე
მუხლით, თუ სარჩელი სასამართლოს მიერ განუხილველად არის დატოვებული, მაშინ
სარჩელის აღძვრამდე დაწყებული სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა გრძელდება საერთო
წესით. მომდევნო სარჩელი აღიძრა 1997წ. 5 მაისს. ამდენად, იმ მომენტისათვის უკვე
გასული იყო 3 წლიანი ხანდაზმულობის ვადა, ხოლო 84-ე მუხლის თანახმად, სასარჩელო
ხანდაზმულობის ვადის გასვლა სარჩელის წარდგენამდე არის სარჩელზე უარის თქმის
ს ძ
prg.supremecourt.ge/DetailViewCivil.aspx 3/5
12/13/22, 1:30 AM გადაწყვეტილებების საძიებო სისტემა
საფუძველი.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა
სააპელაციო პალატის 2003წ. 1 ივლისის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ნ. მ-
ემ და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლებით:
კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც
უნდა გამოეყენებინა, ნ. მ-ეს მიაჩნია, რომ საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილება,
რომლითაც მისი სარჩელი არ დაკმაყოფილდა ხანდაზმულობის გამო, არის უკანონო.
კასატორმა აღნიშნა, რომ სააპელაციო პალატამ დაარღვია სსკ-ის 117-233 მუხლები
(ძველი რედაქციის სსკ). ნ. მ-ეს არ ჩაბარებია არც უწყება სხდომის დღის შესახებ და არც
სარჩელის განუხილველად დატოვების თაობაზე 1995წ. 7 აპრილის გადაწყვეტილება.
ამრიგად, კასატორს წაერთვა განუხილველად დატოვებული გადაწყვეტილების გასაჩივრების
უფლება.
აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი თვლის, რომ მის მოთხოვნას არ უნდა ეთქვას
უარი ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო და იგი ითხოვს საოლქო სასამართლოს
გადაწყვეტილების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილებით მისი სარჩელის დაკმაყოფილებას,
კერძოდ, მ. ვ-ეზე ნ. მ-ის სასარგებლოდ 7239 ლარის დაკისრებას.
სამოტივაციო ნაწილი:
 
პალატა გაეცნო საქმის მასალებს და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა
დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სსკ-ის 410-ე მუხლით საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს,
თუ კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი.
პალატა თვლის, რომ სასამართლომ სწორად მიიჩნია განსახილველი დავა
ხანდაზმულად, რადგან, დადგენილია, რომ ნ. მ-ეს 1992წ. სექტემბრიდან წარმოეშვა სარჩელის
შეტანის უფლება. მან სარჩელი აღძრა 1995წ. 7 აპრილს და იგი განუხილველი დარჩა 1995წ.
5 ივლისს. იმ დროს მოქმედი სსკ-ის 83-ე მუხლის შესაბამისად, მოთხოვნის
ხანდაზმულობის ვადა გაგრძელდა საერთო წესით, რადგან სარჩელი განუხილველი დარჩა.
მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა კი დასრულდა 1995წ. სექტემბერში. სარჩელი
განმეორებით აღიძრა 1997წ. 5 მაისს, ამდენად, უდავოა, იგი ხანდაზმულია.
პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ
სააპელაციო სასამართლომ დაარღვია სამოქალაქო სამართლის საპროცესო კოდექსის (1964წ.)
117-233-ე მუხლები. სსკ-ის პირველი მუხლის მეორე ნაწილით სამოქალაქო საქმეების
წარმოება ხორციელდება საპროცესო კანონმდებლობით, რომლებიც მოქმედებს საქმის
განხილვისას, ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების ან სასამართლო
გადაწყვეტილების აღსრულების დროს.
აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, მოცემული საქმის განმხილველი სასამართლო ვერ
გამოიყენებდა 1995 წელს მოქმედი საპროცესო ნორმებით დადგენილი წესებს და ვერ
შეამოწმებდა საქმის განხილვის დროს მოქმედი ნორმები შეასრულა თუ არა წინა საქმის
განმხილველმა სასამართლომ, ე.ი. სარჩელის განუხილველად დატოვების თაობაზე
მიღებული განჩინება დროულად გადაეგზავნა თუ არა მხარეს, ამ საკითხის გარკვევა არ
შედიოდა სააპელაციო პალატის განხილვის სფეროში. მიუხედავად აღნიშნულისა,
საყურადღებოა შემდეგი გარემოება: როგორც საქმის მასალებით ირკვევა, 1995წ. 5 ივლისის
სხდომის თაობაზე მხარეებისათვის ცნობილი იყო, მაგრამ ისინი სხდომაზე არ
გამოცხადდნენ. ამასთან, თუ კი ნ. მ-ე სარჩელის განუხილველად დატოვების განჩინებას
გაასაჩივრებდა (კასაციით ან ზედამხედველობის წესით) და დავა განახლდებოდა, მაშინ
ხანდაზმულობის ვადა გაშვებულად არ ჩაითვლებოდა. მხარემ არ გამოიყენა კანონით
მინიჭებული ეს უფლება და 1997წ. 5 მაისს, ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ,
განმეორებით აღძრა სარჩელი.
პალატა მიუთითებს, რომ მოთხოვნის ხანდაზმულობას არეგულირებს მატერიალური და
არა საპროცესო სამართლის ნორმები. სამოქალაქო სამართლის კოდექსის 83-ე მუხლი
ცალსახად მიუთითებს სარჩელის განუხილველად დატოვებისას ხანდაზმულობის ვადის
გამოთვლის წესზე.
ამდენად, გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს მითითებული
კანონდარღვევა, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
 
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 410-ე მუხლით და
 

prg.supremecourt.ge/DetailViewCivil.aspx 4/5
12/13/22, 1:30 AM გადაწყვეტილებების საძიებო სისტემა
 
 
დ ა ა დ გ ი ნ ა :
 
ნ. მ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და
გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 1 ივლისის გადაწყვეტილება.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
განჩინების ასლები გადაეგზავნოს მხარეებს. 
 
 
 

prg.supremecourt.ge/DetailViewCivil.aspx 5/5

You might also like