You are on page 1of 13

22/04/2024, 23:41 გადაწყვეტილებების საძიებო სისტემა

მთავარი | სიახლეები | მართლმსაჯულების სასახლე | სტრუქტურა | მოსამართლეები | სისტემა | ბიუჯეტი | კანონმდებლობა | კონტაქტი

<< უკან «წინა შემდეგი»

კერძო საჩივარი
საქმის ნომერი ას-914-2023 კატეგორია ვალდებულებითი სამართლებრივი დავა
თარიღი 12/09/2023 სახეობა სხვა სახის დავები
დატოვებულია მომსახურების ღირებულების
შედეგი
უცვლელად დავის საგანი ანაზღაურება, პირგასამტეხლოს
დაკისრება, ზიანის ანაზღაურება
გადაწყვეტილება/განჩინება
<< უკან «წინა შემდეგი»

prg.supremecourt.ge/DetailViewCivil.aspx 1/13
22/04/2024, 23:41 გადაწყვეტილებების საძიებო სისტემა

prg.supremecourt.ge/DetailViewCivil.aspx 2/13
22/04/2024, 23:41 გადაწყვეტილებების საძიებო სისტემა

საქმე №ას-914-2023 12 სექტემბერი, 2023 წელი


ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა


შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),


ეკატერინე გასიტაშვილი, მირანდა ერემაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – შპს „ს–ი“

მოწინააღმდეგე მხარე – შპს ,,ა.რ.’

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა


პალატის 2023 წლის 22 ივნისის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – თანხისა და პირგასამტეხლოს დაკისრება, ზიანის ანაზღაურება (თავდაპირველ


სარჩელში) პირგასამტეხლოს დაკისრება (შეგებებულ სარჩელში)

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 02 მაისის


გადაწყვეტილებით შპს ,,ა.რ–ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, შპს ,,ს–ის“ შეგებებული
სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა შპს ,,ს–იმ“.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 01 ივლისის
განჩინებით სააპელაციო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად და დაიწყო საქმის მომზადება
სასამართლოს მთავარ სხდომაზე განსახილველად.
3. სასამართლო მთავარ სხდომაზე შპს ,,ა.რ.’’-ის წარმომადგენელმა დააყენა შუამდგომლობა
სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ, გასაჩივრების კანონით დადგენილი
ვადის დარღვევის გამო.
4. აპელანტის წარმომადგენელი შუამდგომლობას არ დაეთანხმა.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 22 ივნისის
განჩინებით სააპელაციო საჩივარი განუხილველად დარჩა შემდეგ გარემოებათა გამო:
6. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად,
სააპელაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის განმავლობაში სააპელაციო სასამართლომ უნდა
შეამოწმოს, დასაშვებია თუ არა სააპელაციო საჩივარი. თუ შემოწმების შედეგად აღმოჩნდება, რომ
სააპელაციო საჩივარი დასაშვებია, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სააპელაციო საჩივრის
განსახილველად მიღების შესახებ. თუ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ეს თუ ის პირობა არ
არსებობს, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების
შესახებ, რომელზედაც შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა.
7. სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ერთ-ერთ წინაპირობას წარმოადგენს პირველი ინსტანციის
სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საჩივრის წარდგენის კანონით განსაზღვრული ვადის დაცვა.
8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 364-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს
პირველი ინსტანციით გამოტანილი გადაწყვეტილება მხარეებმა და მესამე პირებმა
დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით შეიძლება კანონით დადგენილ ვადაში გაასაჩივრონ
სააპელაციო სასამართლოში.
9. ამავე კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის შეტანის
prg.supremecourt.ge/DetailViewCivil.aspx 3/13
22/04/2024, 23:41 გადაწყვეტილებების საძიებო სისტემა
ვადაა 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის
დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების
გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ
კოდექსის 70- ე–78-ე მუხლების ან 2591 მუხლის შესაბამისად, ასევე, 2591 მუხლის პირველი
ნაწილით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ.
10. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, თუ გადაწყვეტილების
გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი
პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო
გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი
წარმომადგენელი) ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან
არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს
გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება
გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
11. განსახილველ შემთხვევაში დადგენილი იქნა, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების
გამოცხადების თარიღი (2022 წლის 02 მაისი) ცნობილი იყო შპს ,,ს–ის“ უფლებამოსილი
წარმომადგენლების (გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირები, რომლებიც
ირიცხებიან ადვოკატთა ერთიან სიაში) -- ნ.ც–ვასა და შ.ხ–ვასთვის.
12. ამასთან, საქმის ელექტრონული მასალებითა და შპს ,,ა.რ.’’-ის წარმომადგენლის
შუამდგომლობაზე დართული საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წერილით
დადგენილია, რომ გადაწყვეტილება დროულად მომზადდა. მიუხედავად აღნიშნულისა, მოპასუხის
წარმომადგენლები გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20
და არა უგვიანეს 30 დღის შუალედში (2022 წლის 22 მაისი - 01 ივნისი) არ გამოცხადებულან
სასამართლოში და არ ჩაუბარებიათ დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლი; შესაბამისად,
გადაწყვეტილების გასაჩივრების 14-დღიანი ვადის ათვლა დაიწყო 2022 წლის 02 ივნისს და
ამოიწურა იმავე წლის 15 ივნისს.
13. აპელანტის წარმომადგენლებმა -- ნ.ც–ვამ და შ.ხ–ვამ სააპელაციო საჩივარი პირველი ინსტანციის
სასამართლოში 2022 წლის 16 ივნისს წარადგინეს, რითაც დაარღვიეს კანონმდებლობით
დადგენილი ვადა.
14. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით
განსაზღვრულია არა მხოლოდ მხარეთა საპროცესო უფლებები, არამედ – საპროცესო
მოვალეობებიც. მხარის ერთ-ერთი ძირითადი უფლება – სასამართლო გადაწყვეტილების
გასაჩივრებისა, შეიცავს საპროცესო ვალდებულებას, რომ მხარემ ამ უფლების რეალიზება უნდა
მოახდინოს კანონით განსაზღვრულ ვადაში. მოცემულ შემთხვევაში შპს ,,ს–ის“ საპროცესო უფლება
– გაასაჩივროს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით –
რეალიზებული არ იქნა კანონით დადგენილ ვადაში.
15. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის შესაბამისად, საპროცესო
მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე
კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება
კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან
საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
16. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საქმეთა პალატამ მიიჩნია, რომ შპს ,,ს–ის“
სააპელაციო საჩივარი არ უნდა იქნეს მიღებული და იგი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო
კოდექსის 374-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დატოვებული უნდა იქნეს განუხილველად,
რამდენადაც სახეზე არ არის სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის პროცესუალური წინაპირობა.

კერძო საჩივრის მოთხოვნა და საფუძვლები:

17. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე შპს ,,ს–იმ“ შეიტანა კერძო საჩივარი, მოითხოვა
გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის სააპელაციო სასამართლოსათვის განსახილველად
დაბრუნება, შემდეგ გარემოებებზე მითითებით:
18. კერძო საჩივრის ავტორი სადავოდ არ ხდის რომ (ა) არ ესწრებოდა გადაწყვეტილების
სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებას, (ბ) გადაწყვეტილება მომზადდა გადაწყვეტილების
სარეზოლუციო ნაწილის მე-12 პუნქტში მითითებულ ვადაში, (გ) გადაწყვეტილების გასაჩივრების
ვადა უნდა ათვლილიყო გამოცხადებიდან 30-ე დღის მომდევნო დღიდან (2 ივნისი).
19. კერძო საჩივრის ავტორი სადავოდ ხდის იმას, რომ გასაჩივრების ვადა 15 ივნისს ამოიწურა. მისი
მოსაზრებით საააპელაციო სასმართლომ არ გაითვალისწინა 30 დღიან ვადაში საქართველოს
კანონმდებლობით გათვალისწინებული უქმე დღეები. ვადების გამოთვლისას გათვალისწინებული
უნდა იყოს უქმე დღეები. მოცემულ შემთხვევაში, 2 მაისიდან 30 დღიან შუალედში ხვდებოდა სშკ-ის
30-ე მუხლით განსაზღვრული სამი უქმე დღე: 9 მაისი, 12 მაისი და 26 მაისი. შესაბამისად, 30 დღე
prg.supremecourt.ge/DetailViewCivil.aspx 4/13
22/04/2024, 23:41 გადაწყვეტილებების საძიებო სისტემა
ე უ ლ გ ღვ ულ უქ ე დღე , დ ე დ, დღე
იწურებოდა არა 1 ივნისს, არამედ 6 ივნისს (4 ივნისი იყო შაბათი და შესაბამისად, მომდევნო
სამუშაო დღე 6 ივნისი). ამიტომაც, სააპელაციო საჩივრის წარდგენა შესაძლებელი იყო 20 ივნისის
ჩათვლით, სააპელაციო საჩივარი კი შეტანილი იქნა 16 ივნისს.
20. კერძო საჩივრის ავტორი მიუთითებს, რომ სსსკ-ის 374-ე მუხლის შესაბამისად, სააპელაციო
სასამართლომ შეამოწმა სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა, 2022 წლის 01 ივლისის განჩინებით
მიიღო იგი წარმოებაში და მხოლოდ 2023 წლის 22 ივნისს ზეპირ სხდომაზე მოწინაააღმდეგე
მხარის შუამდგომლობის საფუძველზე დატოვა სააპელაციო საჩივარი განუხილველად. კერძო
საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი არ
ითვალისწინებს სარჩელის განუხილველად დატოვებას მას შემდეგ, რაც საააპელაციო
სასამართლო სსსკ-ის 374-ე მუხლით დადგენილ ვადაში შეამოწმებს სააპელაციო საჩივრის
დასაშვებობას და გამოიტანს განჩინებას საააპელაციო საჩივრის განსახილველად მირების შესახებ.
იმ დაშვების შემთხვევაში, რომ სააპელაციო საჩივარი კანონით დადგენილი ვადის დარღვევით იყო
შეტანილი, სააპელაციო სასამართლო ვალდებული იყო დაედგინა დარღვევა სააპელაციო
საჩივრის დასაშვებობის განხილვის ეტაპზე. ( იხ. კერძო საჩივარი, ს.ფ.80-84).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

21. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული


განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა
დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
22. საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს სააპელაციო საჩივრის განუხილველად
დატოვების კანონიერების საკითხი, კერძოდ, გასაჩივრებული განჩინებით სააპელაციო საჩივარი
განუხილველად დარჩა იმ საფუძვლით, რომ აპელანტმა დაარღვია სააპელაციო საჩივრის
წარდგენის კანონით დადგენილი საპროცესო ვადა.
23. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე
სააპელაციო საჩივრის შეტანის დასაშვებ პერიოდს განსაზღვრავს სსსკ-ის 369-ე მუხლი, რომლის
თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა
დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის
მომენტიდან. აღნიშნული ვადის დარღვევის შემთხვევაში მხარე ვეღარ დაეყრდნობა სამართლიანი
სასამართლოს უფლებას და ვერ მოითხოვს მისი საქმის განხილვას, ვინაიდან მის მიმართ დადგება
ის უარყოფითი საპროცესო შედეგი, რასაც ითვალისწინებს საპროცესო კანონმდებლობა კანონით
დადგენილი ვალდებულებებისა თუ სასამართლოს მითითებების შეუსრულებლობისათვის. (შეად:
სუსგ №ას-419-2023 25 მაისი, 2023 წელი).
24. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად
ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე–78-ე
მუხლების ან 2591 მუხლის შესაბამისად, ასევე 2591 მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადის
გასვლის შემდეგ. თუ დასაბუთებული გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება სააპელაციო
საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა იწყება მისი
გამოცხადების მომენტიდან. გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება
ამ გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან მისი
მხარისათვის ამ კოდექსის 70–78-ე მუხლების შესაბამისად გადაგზავნის დრო. ამავე კოდექსის
2591 მუხლის პირველი ნაწილით კი, თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას
ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის
საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების
გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი
წარმომადგენელი) ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის
გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და
ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება
გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
25. მითითებული ნორმების ანალიზიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ იმ
მხარისათვის, რომელიც ესწრებოდა გადაწყვეტილების გამოცხადებას ან თუ ასეთი პირისათვის
საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი
იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, კანონმდებელი განსაზღვრავს ვალდებულებას,
გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არაუადრეს 20 და არაუგვიანეს 30
დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. შესაბამისად,
აღნიშნული ნორმით დადგენილი წესის შესრულებად ვერ ჩაითვლება მხარის მიერ
სასამართლოსათვის გადაწყვეტილების ჩასაბარებლად მიმართვა სარეზოლუციო ნაწილის
გამოცხადებიდან მე-20 დღემდე და 30-ე დღის შემდეგ. აღნიშნული ვალდებულება ფაკულტატურია
და, შესაბამისად, ამ ვალდებულების შეუსრულებლობა აისახება მხოლოდ უშუალოდ მხარის
მიერ გადაწყვეტილების გასაჩივრების წესზე, კერძოდ, განსახილველი ნორმის თანახმად,
წ ტ ბ ს ს ჩ რ ბ ს მს რ მხ რ (მ ს წ რმ მ ნ ) ბ
prg.supremecourt.ge/DetailViewCivil.aspx 5/13
22/04/2024, 23:41 გადაწყვეტილებების საძიებო სისტემა
„გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია,
გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არაუადრეს 20 და არაუგვიანეს 30
დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი“. ამ ვალდებულების
შეუსრულებლობის შემთხვევაში მოქმედებს დანაწესი, რომლის თანახმად „წინააღმდეგ
შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე
დღეს“ (იხ. სუსგ № ას-843-807-2014, 12 იანვარი, 2015 წელი; № ას-1377-2022, 6 დეკემბერი, 2022
წელი).
26. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ზემოთ მითითებული ნორმა, ერთი მხრივ, ადგენს მხარის
ვალდებულებას, მითითებულ ვადაში სასამართლოში გამოცხადდეს გადაწყვეტილების მისაღებად
(გარდა იმავე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული გამონაკლისებისა) და ჩაბარებიდან 14
დღის ვადაში წარადგინოს სააპელაციო საჩივარი, ხოლო, მეორე მხრივ, ითვალისწინებს
სასამართლოს ვალდებულებას, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 21-ე
დღეს მზად ჰქონდეს დასაბუთებული გადაწყვეტილება მხარისათვის გადასაცემად. იმ შემთხვევაში,
თუ სასამართლო ვერ უზრუნველყოფს დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებას ამ ვადაში, ეს
გარემოება მხარის პასუხისმგებლობის საფუძველი ვერ გახდება და ვადის ათვლა
გადაწყვეტილების ჩაბარებიდან მომდევნო დღეს დაიწყება (იხ. სუსგ № ას-1495-2018, 01 ივლისი,
2019 წ; №ას1289-2019, 24 ოქტომბერი, 2019 წ.; №ას-749-2023, 05 ივლისი, 2023 წ.).
27. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო, უპირველესად, აღნიშნავს, რომ კერძო საჩივრის
ავტორს სადავოდ არ გაუხდია შემდეგი გარემოებები: რომ (ა) არ ესწრებოდა გადაწყვეტილების
სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებას, (ბ) გადაწყვეტილება მომზადდა გადაწყვეტილების
სარეზოლუციო ნაწილის მე-12 პუნქტში მითითებულ ვადაში, (გ) გადაწყვეტილების გასაჩივრების
ვადა უნდა ათვლილიყო გამოცხადებიდან 30-ე დღის მომდევნო დღიდან (2 ივნისი).
28. ამასთან, განსახილველ საქმეზე დადგენილი იქნა, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების
გამოცხადების თარიღი (2022 წლის 02 მაისი) ცნობილი იყო შპს ,,ს–ის“ უფლებამოსილი
წარმომადგენლებისათვის (გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირები, რომლებიც
ირიცხებიან ადვოკატთა ერთიან სიაში). საქმის ელექტრონული მასალებითა და შპს ,,ა.რ.’’-ის
წარმომადგენლის შუამდგომლობაზე დართული საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს
წერილით დადგენილია, რომ გადაწყვეტილება დროულად მომზადდა. მიუხედავად აღნიშნულისა,
მოპასუხის წარმომადგენლები გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა
უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღის შუალედში (2022 წლის 22 მაისი - 01 ივნისი) არ
გამოცხადებულან სასამართლოში და არ ჩაუბარებიათ დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლი.
29. შესაბამისად, გადაწყვეტილების გასაჩივრების 14-დღიანი ვადის ათვლა დაიწყო 2022 წლის 02
ივნისს და ამოიწურა იმავე წლის 15 ივნისს, რასაც კერძო საჩივრის ავტორი არ ეთანხმება და
მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, 2 მაისიდან 30 დღიან შუალედში ხვდებოდა სშკ-ის 30-ე
მუხლით განსაზღვრული სამი უქმე დღე: 9 მაისი, 12 მაისი და 26 მაისი. შესაბამისად, 30 დღე
იწურებოდა არა 1 ივნისს, არამედ 6 ივნისს (4 ივნისი იყო შაბათი და შესაბამისად, მომდევნო
სამუშაო დღე 6 ივნისი).
30. საკასაციო პალატა არ იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას და მიუთითებს
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლზე, რომლის შესაბამისად,
საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ
ვადაში. კანონით განსაზღვრულ საპროცესო ვადას წარმოადგენს სსსკ-ის 369-ე მუხლით
გათვალისწინებული სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა (იხ. თ. ლილუაშვილი, სამოქალაქო
საპროცესო სამართალი, მეორე გამოცემა, თბილისი, 2005 წ, გვ. 185). ამასთან, საპროცესო ვადების
გამოთვლის წესი დადგენილია სსსკ-ის მე-60-ე და 61-ე მუხლებით.
31. სსსკ-ის 60-ე მუხლის მიხედვით, საპროცესო მოქმედების შესრულების ვადა განისაზღვრება ზუსტი
კალენდარული თარიღით, იმ გარემოებაზე მითითებით, რომელიც აუცილებლად უნდა დადგეს, ან
დროის მონაკვეთით. უკანასკნელ შემთხვევაში მოქმედება შეიძლება შესრულდეს დროის მთელი
მონაკვეთის განმავლობაში. წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის
დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან,
რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მიხედვით კი, წლებით
გამოსათვლელი ვადა დამთავრდება ვადის უკანასკნელი წლის შესაბამის თვესა და რიცხვში.
თვეებით გამოსათვლელი ვადა გასულად ჩაითვლება ვადის უკანასკნელი თვის შესაბამის თვესა და
რიცხვში. თუ თვეებით გამოსათვლელი ვადის უკანასკნელ თვეს სათანადო რიცხვი არა აქვს, მაშინ
ვადადამთავრებულად ჩაითვლება ამ თვის უკანასკნელ დღეს. თუ ვადის უკანასკნელი დღე
ემთხვევა უქმე და დასვენების დღეს, ვადის დამთავრების დღედ ჩაითვლებამისი მომდევნო
პირველი სამუშაო დღე. საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა,
შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან
ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე,
ვადა გასულად არ ჩაითვლება. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების
შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული
ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის
შ მ ნ ხ რჩ ბ
prg.supremecourt.ge/DetailViewCivil.aspx 6/13
22/04/2024, 23:41 გადაწყვეტილებების საძიებო სისტემა
შემდეგ, განუხილველი დარჩება.
32. სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარის მიერ გადაწყვეტილების
სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 20-დან 30-ე დღემდე დასაბუთებული გადაწყვეტილების
ჩასაბარებლად სასამართლოში გამოუცხადებლობა, წარმოადგენს იმის საფუძველს, რომ
გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო
ნაწილის გამოცხადების 30-ე დღის (მიუხედავად იმისა, უქმე დღეა თუ არა აღნიშნული)
მომდევნო დღიდან, რადგან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის
შესაბამისად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ
კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც
განსაზღვრულია მისი დასაწყისი (შდრ: სუს-ოს დიდი პალატის განჩინება საქმეზე №ას-1161-1106-
2014, 30 დეკემბერი, 2014 წელი). „საპროცესო ვადის დენა განუწყვეტლივ მიმდინარეობს, რაც
ნიშნავს იმას, რომ არასამუშაო დღეების თუ უქმე დღეების გამოკლება არ ხდება. გარდა ამისა, თუ
ვადა იწყება არასამუშაო დღეს, ვადის დენაც ამ დღიდან იწყება“ (იხ: თ. ლილუაშვილი,
სამოქალაქო საპროცესო სამართალი, მეორე გამოცემა, თბილისი, 2005 წ, გვ. 188).
33. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრება, რომ უქმე დღეები არ
უნდა ჩათვლილიყო გასაჩივრების ვადაში, მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნებოდა გასაზიარებელი, თუ
გასაჩივრების ვადის უანასკნელი დღე იქნებოდა უქმე ან არასამუშაო დღე, განსახილველ
შემთხვევაში კი აღნიშნულს ადგილი არ ჰქონია.
34. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით
განსაზღვრულია არა მხოლოდ მხარეთა საპროცესო უფლებები, არამედ – საპროცესო
მოვალეობებიც. მხარის ერთ-ერთი ძირითადი უფლება – სასამართლო გადაწყვეტილების
გასაჩივრებისა, შეიცავს საპროცესო ვალდებულებას, რომ მხარემ ამ უფლების რეალიზება უნდა
მოახდინოს კანონით განსაზღვრულ ვადაში. შესაბამისად, აპელანტისათვის სააპელაციო საჩივრის
შეტანის 14-დღიანი ვადის ათვლა დაიწყო 2022 წლის 2 ივნისს და ამოიწურა ამავე წლის 15 ივნისს.
35. აპელანტის წარმომადგენლებმა სააპელაციო საჩივარი პირველი ინსტანციის სასამართლოში 2022
წლის 16 ივნისს წარადგინეს ანუ, გასაჩივრების 14-დღიანი ვადის დარღვევით, რის გამოც
სააპელაციო საჩივარი სსსკ-ის 59-1, 63-ე, 369-ე და 374-ე მუხლების საფუძველზე მართებულად
დარჩა განუხილველად.
36. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის
პირველი ნაწილით უზრუნველყოფილი სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება არ არის
აბსოლუტური და იგი შეიძლება გარკვეულ ლეგიტიმურ შეზღუდვებს ექვემდებარებოდეს. ამავე
ნორმის მე-2 ნაწილის თანახმად, განცხადების მიღებასა და საქმის განხილვაზე უარის თქმა
სასამართლოს შეუძლია მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლებითა და წესით.
მითითებული ნორმა თანაბრად ვრცელდება როგორც პირველი ინსტანციის, ისე ამ ინსტანციის
გადაწყვეტილების ზემდგომი წესით გასაჩივრების უფლებაზე. სასამართლოსადმი
ხელმისაწვდომობის უფლების შეზღუდვის ერთ-ერთ მაგალითს საპროცესო ვადა წარმოადგენს.
სააპელაციო გასაჩივრების უფლების რეალიზაციისათვის სპეციალურ დანაწესს გვთავაზობს
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლი, რომლის პირველი ნაწილის თანახმად,
სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე. აღნიშნული ვადის დარღვევის შემთხვევაში მხარე
ვეღარ დაეყრდნობა სამართლიანი სასამართლოს უფლებას და ვერ მოითხოვს მისი საქმის
განხილვას, ვინაიდან მის მიმართ დადგება ის უარყოფითი საპროცესო შედეგი, რასაც
ითვალისწინებს საპროცესო კანონმდებლობა კანონით დადგენილი ვალდებულებებისა თუ
სასამართლოს მითითებების შეუსრულებლობისათვის. ადამიანის უფლებათა ევროპული
სასამართლოს განმარტებით, „სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება არ არის
აბსოლუტური და იგი შეიძლება დაექვემდებაროს შეზღუდვებს; აღნიშნული გამომდინარეობს იმ
დასკვნიდან, რომ სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება „თავისი ბუნებით
ექვემდებარება სახელმწიფო რეგულირებას; რეგულაცია შეიძლება განსხვავდებოდეს დროისა და
ადგილის მიხედვით, საზოგადოებისა და ინდივიდების რესურსებისა და საჭიროებების
საფუძველზე“ (იხ. Ashingdane v. The United Kingdom, №. 8225/78, გვ, 20, §57, 28 მაისი, 1985 წელი).
37. კერძო საჩივრის ავტორი ასევე მიუთითებს, რომ სსსკ-ის 374-ე მუხლის შესაბამისად, სააპელაციო
სასამართლომ შეამოწმა სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა, 2022 წლის 01 ივლისის განჩინებით
მიიღო იგი წარმოებაში და მხოლოდ 2023 წლის 22 ივნისს ზეპირ სხდომაზე მოწინაააღმდეგე
მხარის შუამდგომლობის საფუძველზე დატოვა სააპელაციო საჩივარი განუხილველად. კერძო
საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი არ
ითვალისწინებს სარჩელის განუხილველად დატოვებას მას შემდეგ, რაც საააპელაციო
სასამართლო სსსკ-ის 374-ე მუხლით დადგენილ ვადაში შეამოწმებს სააპელაციო საჩივრის
დასაშვებობას და გამოიტანს განჩინებას საააპელაციო საჩივრის განსახილველად მირების შესახებ.
იმ დაშვების შემთხვევაში, რომ სააპელაციო საჩივარი კანონით დადგენილი ვადის დარღვევით იყო
შეტანილი, სააპელაციო სასამართლო ვალდებული იყო დაედგინა დარღვევა სააპელაციო
საჩივრის დასაშვებობის განხილვის ეტაპზე.
38. სააკსაციო პალატა არ იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის აღნიშნულ პრეტენზიას და ყურადღებას
მხ ბს სსს ს 372 მ ხ ზ რ მ ს ნ ხმ ს ქმ ს ნხ ს პ
prg.supremecourt.ge/DetailViewCivil.aspx 7/13
22/04/2024, 23:41 გადაწყვეტილებების საძიებო სისტემა
გააამხვილებს: სსსკ-ის 372-ე მუხლზე, რომლის თანახმად, საქმის განხილვა სააპელაციო
სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა
განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით; სსსკ-ის 187-ე მუხლის მე-2
ნაწილზე, რომლის თანახმადაც, თუ სარჩელის მიღებაზე უარის თქმის საფუძველი გამოვლინდება
ამ სარჩელის წარმოებაში მიღების შემდეგ, მაშინ იმის მიხედვით, თუ როგორია ეს საფუძველი,
სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას ან სარჩელს განუხილველად დატოვებს ; სსსკ-ის მე-7
მუხლის მე-2 ნაწილის დანაწესზე, რომლის თანახმადაც, თუ არ არსებობს სამოქალაქო საპროცესო
ნორმა, რომელიც არეგულირებს სასამართლო წარმოების დროს წარმოშობილ ურთიერთობას,
სასამართლო იყენებს საროცესო სამართლის იმ ნორმას, რომელიც აწესრიგებს მსგავს
ურთიერთობას (კანონის ანალოგია).
39. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საპროცესო კოდექსით დადგენილი მოწესრიგება,
რომელიც იმპერატიულად ადგენს ფორმალურ წესებს, სავალდებულოა არა მხოლოდ
მხარეებისათვის, არამედ სასამართლოსათვისაც და ამ რეგულაციების შეცვლა ან
განსხვავებული ინტერპრეტაცია მხარეთა ნებაზე ან სასამართლოს მიხედულებაზე ვერ იქნება
დამოკიდებული.
40. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს
შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-
ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა)
კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს
გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს
გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო
ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
41. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ
სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ
არსებობს, ხოლო წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო


კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს „ს–ის“ კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.


2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 22
ივნისის განჩინება დარჩეს უცვლელად.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზურაბ ძლიერიშვილი

მოსამართლეები: ეკატერინე გასიტაშვილი

მირანდა ერემაძე

prg.supremecourt.ge/DetailViewCivil.aspx 8/13
22/04/2024, 23:41 გადაწყვეტილებების საძიებო სისტემა

prg.supremecourt.ge/DetailViewCivil.aspx 9/13
22/04/2024, 23:41 გადაწყვეტილებების საძიებო სისტემა

prg.supremecourt.ge/DetailViewCivil.aspx 10/13
22/04/2024, 23:41 გადაწყვეტილებების საძიებო სისტემა

prg.supremecourt.ge/DetailViewCivil.aspx 11/13
22/04/2024, 23:41 გადაწყვეტილებების საძიებო სისტემა

prg.supremecourt.ge/DetailViewCivil.aspx 12/13
22/04/2024, 23:41 გადაწყვეტილებების საძიებო სისტემა

prg.supremecourt.ge/DetailViewCivil.aspx 13/13

You might also like