You are on page 1of 14

22/04/2024, 23:38 გადაწყვეტილებების საძიებო სისტემა

მთავარი | სიახლეები | მართლმსაჯულების სასახლე | სტრუქტურა | მოსამართლეები | სისტემა | ბიუჯეტი | კანონმდებლობა | კონტაქტი

<< უკან «წინა შემდეგი»

კერძო საჩივარი
საქმის ნომერი ას-1442-2023 კატეგორია ვალდებულებითი სამართლებრივი დავა
თარიღი 18/01/2024 სახეობა სესხი
დატოვებულია
შედეგი დავის საგანი ხელშეკრულების ბათილად ცნობა
უცვლელად

გადაწყვეტილება/განჩინება
<< უკან «წინა შემდეგი»

prg.supremecourt.ge/DetailViewCivil.aspx 1/14
22/04/2024, 23:38 გადაწყვეტილებების საძიებო სისტემა

prg.supremecourt.ge/DetailViewCivil.aspx 2/14
22/04/2024, 23:38 გადაწყვეტილებების საძიებო სისტემა

საქმე №ას-1442-2023 18 იანვარი, 2024 წელი


ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა


შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),


ეკატერინე გასიტაშვილი, მირანდა ერემაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ო.ქ–უ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ვ.რ–ა (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა


პალატის 2023 წლის 4 სექტემბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – გარიგების ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სასარჩელო მოთხოვნა:

1. ვ.რ–ამ (შემდგომ – მოსარჩელე) სარჩელი აღძრა სასამართლოში ო.ქ–უს (შემდგომ –


მოპასუხე) მიმართ 2016 წლის 25 აპრილის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების ბათილად
ცნობის შესახებ.

სარჩელის საფუძვლები:

2. მოსარჩელის განმარტებით, 2016 წლის 25 აპრილის მხარეთა შორის გაფორმდა სესხისა


და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლითაც მითითებულია, რომ მოსარჩელემ მოპასუხისგან ისესხა
250 000 აშშ დოლარი. სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა მოსარჩელის კუთვნილი
საცხოვრებელი ფართი.
3. სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების დადება სინამდვილეში არ წარმოადგენდა
მხარეთა მიზანს და მათი ზეპირი შეთანხმების საგანი იყო საქართველოში 250 000 აშშ დოლარის
ღირებულების საყოფაცხოვრებო ტექნიკის შემოტანა, რაც შესაძლებლობას მისცემდა
მოსარჩელეს, დაეფარა მოპასუხის წინაშე 2016 წლიდან არსებული სასაქონლო დავალიანება.
მოსარჩელეს სინამდვილეში არ მიუღია არანაირი თანხა მოპასუხისგან და არც საქონელი.
ზემოაღნიშნული ხელშეკრულების გაფორმებამდე საქართველოს საზღვრის გადმოკვეთისას,
მოპასუხეს ამ მოცულობის თანხა არ შემოუტანია. თანხა მას არც საქართველოში რეგისტრირებული
კომერციული ბანკებიდან მიუღია და ხელშეკრულების გაფორმებამდე არც რომელიმე მათგანში
გადაურიცხავს.

მოპასუხის პოზიცია:

4. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ საქმეზე თანდართული სესხისა და


იპოთეკის ხელშეკრულება შედგენილია ნოტარიუსის მიერ, ინგლისური ენის თარჯიმნის
მონაწილეობით. ნოტარიუსმა მხარეებს წაუკითხა და განუმარტა დადებული ხელშეკრულების
prg.supremecourt.ge/DetailViewCivil.aspx 3/14
22/04/2024, 23:38 გადაწყვეტილებების საძიებო სისტემა
სამართლებრივი შედეგები და დარწმუნდა მათი ნების გამოვლენის ნამდვილობაში.
ხელშეკრულების გაფორმებისას მხარეებმა დაადასტურეს, რომ სახელშეკრულებო პირობების
შეუსრულებლობის შემთხვევაში, იპოთეკარი უფლებამოსილი იყო, სასამართლო დავის გარეშე,
ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე მოეხდინა იპოთეკის საგნის
საკუთრებაში გადაცემა ან მისი რეალიზაცია მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად. ამდენად,
მხარეებმა ხელშეკრულება გააფორმეს ყველა დეტალზე ურთიერთშეთანხმებით.
5. ის ფაქტი, რომ მხარეებმა აღებული სესხის უზრუნველსაყოფად ეს ხელშეკრულება მეორე
დღესვე დაარეგისტრირეს საჯარო რეესტრში, ადასტურებს იმ გარემოებას, რომ მსესხებელმა
სესხის თანხა სრულად მიიღო. ამასთან, მსესხებელს ეს ხელშეკრულება და, შესაბამისად, სესხის
მიღება ხელშეკრულების მოქმედების 3 წლიან ვადაში სადავოდ არ გაუხდია და მხოლოდ მას
შემდეგ, როდესაც გამსესხებელს მიეცა უფლებამოსილება, 2019 წლის 24 აპრილიდან აეღო
ნოტარიუსისგან სააღსრულებო ფურცელი, მაშინ წარადგინა პრეტენზია.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

6. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 29


მაისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, 2016 წლის 25 აპრილის მხარეთა შორის
გაფორმებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება ცნობილ იქნა ბათილად, რაც მოპასუხემ
გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი


დასაბუთება:

7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 4


სექტემბრის განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად შემდეგ
გარემოებათა გამო:
8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ - სსსკ) 369-ე მუხლის
პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ ზემოაღნიშნული ნორმა
იმპერატიულია და გასაჩივრების 14-დღიანი ვადის გაგრძელებას არ ითვალისწინებს.
9. საქმის მასალებით ირკვევა, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება მიღებულ იქნა 2023
წლის 29 მაისს, აღნიშნული თარიღის შესახებ მხარეებისთვის ცნობილი გახდა 2023 წლის 10 მაისის
სხდომაზე, სადაც გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების თარიღი ეცნობათ
მხარეებს და მათვე დაადასტურეს ხელმოწერით ამ ინფორმაციის მიღება. (იხ.ხელმოწერა ტ. 5, ს.ფ
193).
10. სსსკ-ის მე-60 მუხლის მეორე ნაწილისა და 61-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად,
სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების
გასაჩივრების ვადის ათვლა, სსსკ-ის 2591 მუხლის შესაბამისად, დაიწყო 2023 წლის 30 მაისიდან და
ამოიწურა 2023 წლის 12 ივლისს, ხოლო სააპელაციო საჩივარი სასამართლოში გაიგზავნა
დაგვიანებით, ფოსტის მეშვეობით, საფოსტო გზავნილზე, ბარათის ფოსტაში წარმოდგენის
თარიღად მითითებულია 2023 წლის 13 ივლისი (იხ. „მარდი ექსპრესის“ შეტყობინების ბარათი
გზავნილის ჩაბარების შესახებ, ტ. 5, ს.ფ 235).
11. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი შეტანილია
კანონით დადგენილი ვადის დარღვევით და უნდა დარჩეს განუხილველად.

კერძო საჩივრის მოთხოვნა და საფუძვლები:

12. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ შეიტანა კერძო საჩივარი და


მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლებით:
13. კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ
გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადება გადაიდო ერთი თვით. სასამართლოს
დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარების მიზნით, მხარემ სასამართლოს მიმართა სსსკ-ის 369-ე
მუხლით განსაზღვრული ვადის დაცვით, მაგრამ დამოწმებული დასაბუთებული გადაწყვეტილება,
მოპასუხისაგან დამოუკიდებელი მიზეზით, მას გადაეცა 2023 წლის 13 ივლისს. იმავე დღეს მხარემ
წარადგინა სააპელაციო საჩივარი.
14. კერძო საჩივრის ავტორმა მიიჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ სააპელაციო
საჩივრის დასაშვებობა შეამოწმა სსსკ-ის 371-ე, 374-ე მუხლებით განსაზღვრული წესის დარღვევით,
45 დღეზე მეტის განმავლობაში, ვადის დაგვიანებით.
15. კერძო საჩივრის ავტორმა იშუამდგომლა მოცემული კერძო საჩივრის ზეპირი მოსმენით
განხილვა. (იხ. ტ.5. გვ. 248-249.).

prg.supremecourt.ge/DetailViewCivil.aspx 4/14
22/04/2024, 23:38 გადაწყვეტილებების საძიებო სისტემა
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

16. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული


განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ
უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კი დარჩეს
უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
17. საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს სააპელაციო საჩივრის
განუხილველად დატოვების კანონიერების საკითხი.
18. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს
გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივრის შეტანის დასაშვებ პერიოდს განსაზღვრავს სსსკ-ის 369-
ე მუხლი, რომლის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება
და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების
გადაცემის მომენტიდან. აღნიშნული ვადის დარღვევის შემთხვევაში მხარე ვეღარ დაეყრდნობა
სამართლიანი სასამართლოს უფლებას და ვერ მოითხოვს მისი საქმის განხილვას, ვინაიდან მის
მიმართ დადგება ის უარყოფითი საპროცესო შედეგი, რასაც ითვალისწინებს საპროცესო
კანონმდებლობა კანონით დადგენილი ვალდებულებებისა თუ სასამართლოს მითითებების
შეუსრულებლობისათვის (შდრ: სუსგ №ას-419-2023 25 მაისი, 2023 წ; №ას-952-2023, 25 ოქტომბერი,
2023 წ.).
19. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის
მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის
70-ე–78-ე მუხლების ან 2591 მუხლის შესაბამისად, ასევე 2591 მუხლის პირველი ნაწილით
დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. თუ დასაბუთებული გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება
სააპელაციო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა იწყება
მისი გამოცხადების მომენტიდან. გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება
ამ გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან მისი
მხარისათვის ამ კოდექსის 70–78-ე მუხლების შესაბამისად გადაგზავნის დრო. ამავე კოდექსის
2591 მუხლის პირველი ნაწილით კი, თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას
ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის
საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების
გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი
წარმომადგენელი) ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის
გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და
ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება
გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
(შდრ: სუსგ №ას-914-2013, 12 სექტემბერი, 2023 წ.).
20. მითითებული ნორმების ანალიზიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ
იმ მხარისათვის, რომელიც ესწრებოდა გადაწყვეტილების გამოცხადებას ან თუ ასეთი პირისათვის
საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი
იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, კანონმდებელი განსაზღვრავს ვალდებულებას,
გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არაუადრეს 20 და არაუგვიანეს 30
დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. შესაბამისად,
აღნიშნული ნორმით დადგენილი წესის შესრულებად ვერ ჩაითვლება მხარის მიერ
სასამართლოსათვის გადაწყვეტილების ჩასაბარებლად მიმართვა სარეზოლუციო ნაწილის
გამოცხადებიდან მე-20 დღემდე და 30-ე დღის შემდეგ. აღნიშნული ვალდებულება ფაკულტატურია
და, შესაბამისად, ამ ვალდებულების შეუსრულებლობა აისახება მხოლოდ უშუალოდ მხარის
მიერ გადაწყვეტილების გასაჩივრების წესზე, კერძოდ, განსახილველი ნორმის თანახმად,
„გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია,
გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არაუადრეს 20 და არაუგვიანეს 30
დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი“. ამ ვალდებულების
შეუსრულებლობის შემთხვევაში მოქმედებს დანაწესი, რომლის თანახმად „წინააღმდეგ
შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე
დღეს“ (იხ. სუსგ № ას-843-807-2014, 12 იანვარი, 2015 წელი; № ას-1377-2022, 6 დეკემბერი, 2022
წელი).
21. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ზემოთ მითითებული ნორმა, ერთი მხრივ, ადგენს
გასაჩივრების მსურველი მხარის ვალდებულებას, მითითებულ ვადაში სასამართლოში
გამოცხადდეს გადაწყვეტილების ჩასაბარებლად (გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული
გამონაკლისებისა) და ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში წარადგინოს სააპელაციო საჩივარი, ხოლო,
მეორე მხრივ, ითვალისწინებს სასამართლოს ვალდებულებას, გადაწყვეტილების სარეზოლუციო
ნაწილის გამოცხადებიდან 21-ე დღეს მზად ჰქონდეს დასაბუთებული გადაწყვეტილება
მხარისათვის გადასაცემად. იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო ვერ უზრუნველყოფს დასაბუთებული
prg.supremecourt.ge/DetailViewCivil.aspx 5/14
22/04/2024, 23:38 გადაწყვეტილებების საძიებო სისტემა
მხარისათვის გადასაცემად. იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო ვერ უზრუნველყოფს დასაბუთებული
გადაწყვეტილების ჩაბარებას ამ ვადაში, ეს გარემოება მხარის პასუხისმგებლობის საფუძველი ვერ
გახდება და ვადის ათვლა გადაწყვეტილების ჩაბარებიდან მომდევნო დღეს დაიწყება (იხ. სუსგ-ები:
№ას-1495-2018, 01 ივლისი, 2019 წ; №ას1289-2019, 24 ოქტომბერი, 2019 წ.; №ას-749-2023, 05 ივლისი,
2023 წ.).
22. აღნიშნული ვალდებულება ფაკულტატურია და, შესაბამისად, ამ ვალდებულების
შეუსრულებლობა აისახება მხოლოდ უშუალოდ მხარის მიერ გადაწყვეტილების გასაჩივრების
წესზე, კერძოდ, განსახილველი ნორმის თანახმად „გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი
მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის
გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და
ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი“. ამ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში
მოქმედებს დანაწესი, რომლის თანახმად „წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა
დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს“.
23. ამდენად, სასამართლო გადაწყვეტილების მსურველი მხარის მიერ გადაწყვეტილების
სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 20-დან 30-ე დღემდე დასაბუთებული გადაწყვეტილების
ჩასაბარებლად სასამართლოში გამოუცხადებლობა წარმოადგენს იმის საფუძველს, რომ
გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო
ნაწილის გამოცხადების 30-ე დღის (მიუხედავად იმისა, უქმე დღეა თუ არა აღნიშნული) მომდევნო
დღიდან, რადგან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად,
წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული
თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი
დასაწყისი (შდრ: სუს დიდი პალატის განჩინება საქმეზე № ას-1161-1106-2014, 30 დეკემბერი, 2014
წელი).
24. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს,
რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 29 მაისის
გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების თარიღი მხარეებს ეცნობათ კანონით
დადგენილი წესით, რაც დასტურდება მათი წარმომადგენლების მიერ ხელმოწერილი
ხელწერილით (იხ. ტ. 5, ს.ფ 193), ამავდროულად, სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებას
ესწრებოდნენ ორივე მხარის წარმომადგენლები (ტ. 5, ს.ფ 195).
25. საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარების მიზნით,
მოპასუხის წარმომადგენელმა საქალაქო სასამართლოს განცხადებით მიმართა 2023 წლის 10
ივლისს (იხ. ტომი 5, ს.ფ 211), სასამართლო გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის
გამოცხადებიდან მე-20-30-ე დღეების გასვლის შემდეგ.
26. საკასაციო პალატა მიუთითებს სსსკ-ის 59-ე მუხლზე, რომლის შესაბამისად, საპროცესო
მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში.
კანონით განსაზღვრულ საპროცესო ვადას წარმოადგენს სსსკ-ის 369-ე მუხლით
გათვალისწინებული სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა (იხ. თ. ლილუაშვილი, სამოქალაქო
საპროცესო სამართალი, მეორე გამოცემა, თბილისი, 2005 წ, გვ. 185). ამასთან, საპროცესო ვადების
გამოთვლის წესი დადგენილია სსსკ-ის მე-60-ე და 61-ე მუხლებით.
27. სსსკ-ის 60-ე მუხლის მიხედვით, საპროცესო მოქმედების შესრულების ვადა
განისაზღვრება ზუსტი კალენდარული თარიღით, იმ გარემოებაზე მითითებით, რომელიც
აუცილებლად უნდა დადგეს, ან დროის მონაკვეთით. უკანასკნელ შემთხვევაში მოქმედება
შეიძლება შესრულდეს დროის მთელი მონაკვეთის განმავლობაში. წლებით, თვეებით ან დღეებით
გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის
დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამავე კოდექსის 61-ე
მუხლის მიხედვით კი, წლებით გამოსათვლელი ვადა დამთავრდება ვადის უკანასკნელი წლის
შესაბამის თვესა და რიცხვში. თვეებით გამოსათვლელი ვადა გასულად ჩაითვლება ვადის
უკანასკნელი თვის შესაბამის თვესა და რიცხვში. თუ თვეებით გამოსათვლელი ვადის უკანასკნელ
თვეს სათანადო რიცხვი არა აქვს, მაშინ ვადა დამთავრებულად ჩაითვლება ამ თვის უკანასკნელ
დღეს. თუ ვადის უკანასკნელი დღე ემთხვევა უქმე და დასვენების დღეს, ვადის დამთავრების დღედ
ჩაითვლებამისი მომდევნო პირველი სამუშაო დღე. საპროცესო მოქმედება, რომლის
შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის
ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაჰბარდა
ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება. ამავე კოდექსის 63-
ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით
დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები,
რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
28. სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარის
მიერ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 20-დან 30-ე დღემდე
დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩასაბარებლად სასამართლოში გამოუცხადებლობა,
წარმოადგენს იმის საფუძველს, რომ გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყოს
გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების 30-ე დღის (მიუხედავად იმისა, უქმე
prg.supremecourt.ge/DetailViewCivil.aspx 6/14
22/04/2024, 23:38 გადაწყვეტილებების საძიებო სისტემა
გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების 30 ე დღის (მიუხედავად იმისა, უქმე
დღეა თუ არა აღნიშნული) მომდევნო დღიდან, რადგან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60
მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო
ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან,
რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი (შდრ: სუს-ოს დიდი პალატის განჩინება საქმეზე
№ ას-1161-1106-2014, 30 დეკემბერი, 2014 წელი). „საპროცესო ვადის დენა განუწყვეტლივ
მიმდინარეობს, რაც ნიშნავს იმას, რომ არასამუშაო დღეების თუ უქმე დღეების გამოკლება არ
ხდება. გარდა ამისა, თუ ვადა იწყება არასამუშაო დღეს, ვადის დენაც ამ დღიდან იწყება“ (იხ: თ.
ლილუაშვილი, სამოქალაქო საპროცესო სამართალი, მეორე გამოცემა, თბილისი, 2005 წ., გვ. 188).
29. განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებში წარმოდგენილი არ არის უფლებამოსილი
სასამართლო მოხელის ცნობა იმის შესახებ, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს
დასაბუთებული გადაწყვეტილება მომზადდა კანონით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. ასევე,
წარმოდგენილი არ არის წერილობითი დოკუმენტი, გადაწყვეტილების გამოცხადებიდან მე-20-30-ე
დღეების განმავლობაში მოპასუხის მხრიდან დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარების
მოთხოვნით სასამართლოსათვის მიმართვის შესახებ. (იხ. სუსგ № ას-749-2023, 05 ივლისი, 2023 წ,
პ.25.). ამდენად, სააპელაციო საჩივრის შეტანის 14-დღიანი ვადის ათვლა მოპასუხისათვის დაიწყო
გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30-ე დღის მომდევნო დღიდან (იხ.
საქმე № ას-1392-2019, 1.09.2019 წ.). შესაბამისად, გასაჩივრების 14-დღიანი ვადის ათვლა დაიწყო
2023 წლის 29 ივნისიდან და ამოიწურა 2023 წლის 12 ივლისს. აპელანტმა კი სააპელაციო საჩივარი
დაგვიანებით, 2019 წლის 13 ივლისს წარადგინა (იხ.ტ.5. ს.ფ. 235).
30. სსსკ-ის 374-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შემოსვლიდან
10 დღის განმავლობაში სააპელაციო სასამართლომ უნდა შეამოწმოს, დასაშვებია თუ არა
სააპელაციო საჩივარი. თუ შემოწმების შედეგად აღმოჩნდება, რომ სააპელაციო საჩივარი
დასაშვებია, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სააპელაციო საჩივრის განსახილველად მიღების
შესახებ. თუ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ესა თუ ის პირობა არ არსებობს, სასამართლოს
გამოაქვს განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ, რომელზედაც
შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა.
31. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზიას იმის
შესახებ, რომ სააპელაციო პალატამ წინამდებარე სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა შეამოწმა 45
დღეზე მეტი ხნის განმავლობაში, კანონით დადგენილი 10-დღიანი ვადის დარღვევით.
32. საქმის მასალებში წარმოდგენილია საქმის განაწილების დამადასტურებელი დოკუმენტი,
რომლის თანახმადაც, საქმის შემთხვევითი განაწილების პრინციპის მიხედვით, 2023 წლის 24
ივლისს სააპელაციო საჩივარი განსახილველად გადაეცა მოსამართლე გოჩა ჯეირანაშვილს (იხ.
ტ.5, ს.ფ.239). საქმეში წარმოდგენილია საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის 2023
წლის 24 ივლისის ბრძანება მოსამართლე გოჩა ჯეირანაშვილისათვის 2023 წლის 31 ივლისიდან
პირველი სექტემბრის ჩათვლით კუთვნილი შვებულების მიცემის თაობაზე (იხ. ტ.5, ს.ფ. 240).
33. „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 68-ე მუხლის
მეექვსე ნაწილის მიხედვით, მოსამართლეს შვებულება ეძლევა „საჯარო სამსახურის შესახებ“
საქართველოს კანონის 62-ე და 64-ე მუხლებით დადგენილი წესით.
34. „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის
ძალით, მოხელის სამსახურებრივი უფლებამოსილების შეჩერება ნიშნავს მის დროებით
გათავისუფლებას სამსახურებრივი ფუნქციების შესრულებისაგან. ამავე მუხლის მეორე ნაწილის „ა“
პუნქტის მიხედვით კი, მოხელის სამსახურებრივი უფლებამოსილება ჩერდება მოხელის
შვებულების დროს.
35. შესაბამისად, მოსამართლე, შვებულებაში ყოფნის პერიოდში, სამსახურებრივ
უფლებამოსილებას არ ასრულებდა და აღნიშნული დრო სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების ათდღიან საპროცესო ვადას უნდა გამოაკლდეს.
36. როგორც აღინიშნა, მოცემული საქმზე სააპელაციო საჩივარი მოსამართლეს
განსახილველად გადაეცა 2023 წლის 24 ივლისს, მოსამართლე შვებულებაში იმყოფებოდა 2023
წლის 31 ივლისიდან 2023 წლის 01 სექტემბრის ჩათვლით, ხოლო სააპელაციო საჩივარი
განუხილველად დარჩა 2023 წლის 4 სექტემბერს. ამდენად, სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის
საკითხი შემოწმებული იქნა კანონით დადგენილ ვადაში.
37. საკასაციო სასამართლო არ აკამყოფილებს კერძო საჩივრის ავტორის შუამდგომლობას
მოცემული კერძო საჩივრის ზეპირი მოსმენით განხილვის თაობაზე შემდეგ გარემოებათა გამო:
38. სსსკ-ის 419-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების შესაბამისად, კერძო საჩივრის
თაობაზე განჩინება გამოაქვს ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს კერძო საჩივრის მიღებიდან 2
თვის ვადაში. განჩინება გამოიტანება საქმის ზეპირი განხილვის გარეშე. სასამართლოს შეუძლია
დაადგინოს კერძო საჩივრის ზეპირი განხილვაც, თუ ეს საჭიროა და ხელს უწყობს საქმის
გარემოებების გარკვევას.
39. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ კანონმდებლის ნება, სასამართლოს დისკრეციული
უფლებამოსილების თაობაზე, ზეპირი მოსმენის გარეშე საქმის განხილვასთან დაკავშირებით,
ასახულია არა მხოლოდ საკასაციო, არამედ სააპელაციო სამართალწარმოების ეტაპზეც.
prg.supremecourt.ge/DetailViewCivil.aspx 7/14
22/04/2024, 23:38 გადაწყვეტილებების საძიებო სისტემა
ულ ლ დ კ ც , ედ ელ ც ლ ე ეტ ეც
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში „ჰერმი იტალიის წინააღმდეგ“ (დიდი
პალატის 2006 წლის 18 ოქტომბრის გადაწყვეტილება) მიიჩნია, რომ ზეპირი მოსმენის
აუცილებლობა „დამოკიდებულია შესაბამისი სამართალწარმოების კონკრეტულ
მახასიათებლებზე; მხედველობაში უნდა იყოს მიღებული ეროვნული მართლმსაჯულების მთლიანი
სისტემა. როდესაც შესაბამისი განხილვა მხოლოდ კანონის საკითხებს ეხება, ზეპირი მოსმენა,
ზოგადად, არ მოითხოვება (5ECtHR, აქსენი გერმანიის წინააღმდეგ, № 8273/78, 1983 წლის 8
დეკემბრის გადაწყვეტილება, პარ. 32). ევროპულმა სასამართლომ არ ჩათვალა ზეპირი მოსმენის
არ არსებობა მე-6 მუხლის დარღვევად სამოქალაქო საქმეში K. v. SWITZERLAND, no. 15668/89,
ECHR (Plenary), Decision of 06.12.1991. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ,
საფრანგეთის მართლმსაჯულების სისტემაში საკასაციო სასამართლოს განსაკუთრებული როლის
გათვალისწინებით, რომელიც შემოიფარგლებოდა იმის შეფასებით, სწორად იქნა გამოყენებული
კანონი თუ არა, დასაშვებად მიიჩნია საკასაციო სასამართლოებში დამკვიდრებული საჩივრის
განხილვის ფორმალური პროცედურა (ECTHR, ლევაგესანგარიის მომსახურება საფრანგეთის
წინააღმდეგ, №21920/93, 1996 წლის 23 ნოემბრის გადაწყვეტილება, პარ. 48).
40. განსახილველ შემთხვევაში რადგან საკითხი ეხება მხოლოდ სააპელაციო საჩივრის
შეტანის კანონით დადგენილი ვადის შემოწმებას, საკასაციო სასამართლოს მიზანშეწონილად არ
მიაჩნია სასამართლოს ზეპირი სხდომის დანიშვნა. აღნიშნულის საჭიროება ვერც მხარემ
დაასაბუთა.
41. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საპროცესო კოდექსით დადგენილი
მოწესრიგება, რომელიც იმპერატიულად ადგენს ფორმალურ წესებს, სავალდებულოა არა
მხოლოდ მხარეებისათვის, არამედ სასამართლოსათვისაც და ამ რეგულაციების შეცვლა ან
განსხვავებული ინტერპრეტაცია მხარეთა ნებაზე ან სასამართლოს მიხედულებაზე ვერ იქნება
დამოკიდებული.
42. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სსსკ-ის მე-2 მუხლის პირველი ნაწილით
უზრუნველყოფილი სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება არ არის აბსოლუტური და
იგი შეიძლება გარკვეულ ლეგიტიმურ შეზღუდვებს ექვემდებარებოდეს. ამავე ნორმის მე-2 ნაწილის
თანახმად, განცხადების მიღებასა და საქმის განხილვაზე უარის თქმა სასამართლოს შეუძლია
მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლებითა და წესით. მითითებული ნორმა თანაბრად
ვრცელდება როგორც პირველი ინსტანციის, ისე ამ ინსტანციის გადაწყვეტილების ზემდგომი წესით
გასაჩივრების უფლებაზე. სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლების შეზღუდვის ერთ-ერთ
მაგალითს საპროცესო ვადა წარმოადგენს. სააპელაციო გასაჩივრების უფლების
რეალიზაციისათვის სპეციალურ დანაწესს გვთავაზობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე
მუხლი, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე.
აღნიშნული ვადის დარღვევის შემთხვევაში მხარე ვეღარ დაეყრდნობა სამართლიანი
სასამართლოს უფლებას და ვერ მოითხოვს მისი საქმის განხილვას, ვინაიდან მის მიმართ დადგება
ის უარყოფითი საპროცესო შედეგი, რასაც ითვალისწინებს საპროცესო კანონმდებლობა კანონით
დადგენილი ვალდებულებებისა თუ სასამართლოს მითითებების შეუსრულებლობისათვის.
სასამართლოსადმი მიმართვის უფლების შეზღუდვის შესაძლებლობას უშვებს საერთაშორისო
პრაქტიკაც. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, „სასამართლოსადმი
ხელმისაწვდომობის უფლება არ არის აბსოლუტური და იგი შეიძლება დაექვემდებაროს
შეზღუდვებს; აღნიშნული გამომდინარეობს იმ დასკვნიდან, რომ სასამართლოსადმი
ხელმისაწვდომობის უფლება „თავისი ბუნებით ექვემდებარება სახელმწიფო რეგულირებას;
რეგულაცია შეიძლება განსხვავდებოდეს დროისა და ადგილის მიხედვით, საზოგადოებისა და
ინდივიდების რესურსებისა და საჭიროებების საფუძველზე“ (იხ. Ashingdane v. The United Kingdom,
№. 8225/78 , გვ, 20, §57, 28 მაისი, 1985 წელი).
43. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში
წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე
კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო
საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო
სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო
სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების
სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
44. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ
სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ
არსებობს, ხოლო წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო


prg.supremecourt.ge/DetailViewCivil.aspx 8/14
22/04/2024, 23:38 გადაწყვეტილებების საძიებო სისტემა
კ ც ლ ელ ღვ ელ ქ ველ ქ ლ ქ ცე
კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ო.ქ–უს კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.


2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 4
სექტემბრის განჩინება დარჩეს უცვლელად.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზურაბ ძლიერიშვილი

მოსამართლეები: ეკატერინე გასიტაშვილი

მირანდა ერემაძე

prg.supremecourt.ge/DetailViewCivil.aspx 9/14
22/04/2024, 23:38 გადაწყვეტილებების საძიებო სისტემა

prg.supremecourt.ge/DetailViewCivil.aspx 10/14
22/04/2024, 23:38 გადაწყვეტილებების საძიებო სისტემა

prg.supremecourt.ge/DetailViewCivil.aspx 11/14
22/04/2024, 23:38 გადაწყვეტილებების საძიებო სისტემა

prg.supremecourt.ge/DetailViewCivil.aspx 12/14
22/04/2024, 23:38 გადაწყვეტილებების საძიებო სისტემა

prg.supremecourt.ge/DetailViewCivil.aspx 13/14
22/04/2024, 23:38 გადაწყვეტილებების საძიებო სისტემა

prg.supremecourt.ge/DetailViewCivil.aspx 14/14

You might also like