You are on page 1of 7

№080210013353724

საქმე №ას-479-460-2016 29 ივნისი, 2016 წელი


ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა


შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),


ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – ე- ჩ-ე (მოპასუხე, აპელანტი)

მოწინააღმდეგე მხარე – გ-- თ-ი (მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო


საქმეთა პალატის 2016 წლის 28 მარტის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება 6950 აშშ დოლარის


დაკისრების ნაწილში და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის ნაწილობრივ
დაკმაყოფილება

დავის საგანი – ფულადი ვალდებულების შესრულება

აღწერილობითი ნ ა წ ი ლ ი:

I. სასარჩელო მოთხოვნა:

1. ლია თ–მა (შემდეგში: „გარდაცვლილი“) და გ– თ–მა (შემდეგში: „მოსარჩელე“ ან

1
„კრედიტორი“) (ერთობლიობაში: „მოსარჩელეები“) სარჩელი აღძრეს ე- ჩ-ის
(შემდეგში: „მოპასუხე“ ან მოვალე) მიმართ 21000 აშშ დოლარის გადახდის
მოთხოვნით (მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია სსკ-ის 623-ე მუხლი).

2. სარჩელის ფაქტობრივ გარემოებად მითითებულია, რომ 2012 წლის ივლისში


მოპასუხემ ისესხა 18000 აშშ დოლარი 2013 წლის აპრილის ბოლოს 21 000 აშშ
დოლარის დაბრუნების პირობით. ამ გარემოების დასადასატურებლად
მოსარჩელეებმა წარმოადგინეს ხელწერილი.

II. მოპასუხის პოზიცია:

3. მოპასუხემ წარმოადგინა კვალიფიციური შედავება და სადავოდ გახადა


ხელწერილის ავთენტურობა, ასევე, მიუთითა მისი იძულების განხორციელების
შედეგად შედგენის ფაქტზე.

მოგვიანებით, სასამართლოს მთავარ სხომაზე მოპასუხემ 14,050 აშშ დოლარის


ნაწილში, ცნო სარჩელი.

III. პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნებზე მითითება:

4. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 24


თებერვლის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა. მოპასუხეს დაეკისრა
21000 აშშ დოლარის გადახდა მოსარჩელეთა სასარგებლოდ.

IV. სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა:

5. გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი წარადგინა მოპასუხემ, რომელმაც


მოითხოვა გააწყვეტილების ნაწილობრივი გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება
მხოლოდ 14050 აშშ დოლარის ნაწილში.

V. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:

6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 28


მარტის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

7. მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია ფაქტობრივი


გარემოებები იმის თაობაზე, რომ მოპასუხემ 2012 წლის ივლისში მოსარჩელეთაგან
ისესხა 18000 აშშ დოლარი, იმ პირობით, რომ მოსარჩელეებს 2013 წლის აპრილის
ბოლოს დაუბრუნებდა 21000 აშშ დოლარს. ამ გარემოების დასადასატურებლად
მოსარჩელეებმა წარმოადგინეს ხელწერილი.

2
8. მოპასუხემ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ-ის) 102-ე და 137-ე
მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, ვერ დაადასტურა ხელწერილის სიყალბე და მისი
მოპასუხის მიმართ განხორციელებული იძულების შედეგად შედგენის ფაქტი.

9. ამასთან, მოვალემ ვერ წარმოადგინა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის


(შემდეგში: სსკ-ის) 429-ე მუხლის შესაბამისად გაცემული და გაფორმებული საბუთი,
რაც დაადასტურებდა სასესხო ვალდებულების ნაწილობრივ შესრულებას.

10. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 3 თებერვლის განჩინებით,


გარდაცვლილის უფლებამონაცვლედ დაშვებულ იქნა მისი მეუღლე კრედიტორი.

11. სასამართლომ უდავოდ მიიჩნია, რომ მხარეთა შორის არსებობდა ზეპირი


ფორმით დადებული სესხის ხელშეკრულება (სსკ-ის 623-ე და 625-ე მუხლები),
რომლის საფუძველზე გამსესხებელმა გადასცა მსესხებელს 18000 აშშ დოლარი, იმ
პირობით, რომ თანხას დააბრუნებდა 2013 წლის აპრილის ბოლომდე სარგებლით
(პროცენტი), ჯამში, 21000 აშშ დოლარის ოდენობით.

12. მსესხებელმა ვალდებულება არ შეასრულა, რის გამოც, სესხის დაბრუნების


მოთხოვნით წარდგენილი კრედიტორის სარჩელი სწორად დაკმაყოფილდა.

13. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 8 ივნისის განჩინებით,


მოპასუხეს გადაუვადდა სახელმწიფო ბაჟის (618.69 ლარი) გადახდა, საქმეზე
შემაჯამებელი გადაწყვეტილების გამოტანამდე. საქმის განხილვის შედეგის
გათვალისწინებით, აპელანტს დაეკისრა მისი გადახდა საქართველოს სახელმწიფო
ბიუჯეტის სასარგებლოდ.

VI. კასატორის მოთხოვნა და კასაციის საფუძვლები

14. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა


მოპასუხემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივი
გაუქმება და სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილება.

15. კასატორი მიუთითებს კვალიფიციურ შედავებაზე (იხ., წინამდებარე განჩინების


პ:3). ასევე აღნიშნავს, რომ მან თანხა ისესხა ნ. სახვაძისაგან.

მისი მოსაზრებით, სასამართლოს უნდა გამოეყენებინა სსკ-ის 85-ე და 86-ე მუხლები,


რომლებიც არ გამოუყენებია.

16. ამასთან, კასატორს მიაჩნია, რომ მას არასწორად დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის
გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასრგებლოდ.

3
სამოტივაციო ნაწილი:

VIII. საკასაციო პალატის დასკვნები:

17. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის


03 ივნისის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო
საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად,
დასაშვებობის შესამოწმებლად.

18. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის


შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ
იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

19. კასატორი სადავოდ ხდის სასესხო ვალდებულებით სამართლებრივი


ურთიერთიერთობის წარმოშობას და აღნიშნავს, რომ თანხა სხვის საკუთრებას (ნ.
სახვაძე) წარმოადგენდა. სადავოა სესხის ოდენობაც.

კასატორის პოზიციას დადგენილი ფაქტობრივ გარემოებების მიმართ საკასაციო


პალატა არ იზიარებს, რადგან მოცემულ შემთხვევაში, წარმოდგენილი არ არის
დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია (შედავება). კასატორი მხოლოდ
იმ გარემოებაზე მიუთითებს, რომ ხელწერილი, რომელსაც მტიკცებულებითი
მნიშვნელობა მიენიჭა (იხ., ს.ფ. 14) შედგენილია მოვალეზე განხორციელებული
იძულების შედეგად (სსკ-ის 85-ე). საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქმის
მასალებში წარმოდგენილი არ არის კასტორის პოზიციის დასადასტურებლად რაიმე
მტკიცებულება, რაც სასამართლოს მისცემდა წარმოდგენილი ხელწერილის
ბათილობის სსკ-ს 86-ე მუხლით გათვალისწინებული სამართლებრივი შეფასების
საშულებას.

საქმის მასალებით დადგენილია ფაქტობრივი გარემოება იმის თაობაზე, რომ მხარეთა


შორის წარმოშობილია სესხის ზეპირი ხელშეკრულებიდან გამომდინარე
ვალდებულებით სამართლებრივი ურთიერთობა, რომლის საფუძველზე მსესხებელ
წარმოეშვა სესხად მიღებული თანხის პროცენტთან ერთად დაბრუნების
ვალდებულება. გამომდინარე იქიდან, რომ სესხად გაცემული თანხის დაბრუნების
დამადასტურებელი გარემოების მტკიცების ტვირთი ეკისრება მსესხებელს,
შესაბამისი მტკიცებულება სამოქალაქო კოდექსის 429-ე მუხლის საფუძველზე,
შეიძლება იყოს კრედიტორის მიერ გაცემული თანხის გადახდის დამადასტურებელი
დოკუმენტი, რაც, მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებში არ მოიპოვება.

20. კასტორის პრეტენზია არ არის გასაზიარებელი არც სახელმწიფო ბიუჯეტის


სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის დაკისრების ნაწილში, გამომდინარე იქიდან, რომ

4
როგორც ეს საქმის გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილის 4.2 პუნქტით
დგინდება 2016 წლის 28 მარტს აპელანტს დაეკისრა გადავდებული სახ. ბაჟის
გადახდა განჩინებაში მითითებული ოდენობით. ამ დროისათვის კი, საქმის
მასალებში არ იყო წარმოდგენილი კანონით გათვალისწინებული მტკიცებულება,
რაც სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების კანონით
გათვალისწინებულ საფუძველს დაადასტურებდა. ამგვარი მტკიცებულების
წარმოდგენა სსსკ-ის 102-ე მუხლის თანახმად კი, აპელანტის საპროცესო
ვალდებულებას წარმოადგენდა.

საკასაციო საჩივრის განხილვის ეტაპზე კასატორმა წარმოადგინა მტკიცებულება


(ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან),
რომელიც საფუძვლად დაედო მისი ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებას სსკ-ის 46-
ე მუხლის „ვ“ პუნქტის სამართლებრივი საფუძვლით. თუმცა ეს გავლენას ვერ
მოახდებს აპელაციის ეტაპზე დაკისრებული ბაჟის კანონიერებაზე, რადგან როგორც
აღინიშნა, განჩინების გამოტანის დროისათვის შეღავათის დანიშვნის (ქულის
მინიჭების თარიღი: 25.03.2016) შესახებ მხარეს სასამართლოსათვის არ უცნობებია.

21. ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ


შემთხვევაში, არ იკვეთება საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამოქალაქო საპროცესო
კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლის არსებობა,
ვინაიდან ნორმის დანაწესით საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ
დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და
ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო
სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე
საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ)
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო
დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი
გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად
დატოვების თაობაზე.

როგორც საქმის მასალებით ირკვევა, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის


განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს
რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის
განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების
პერსპექტივა.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს


გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების
არსებობის საფუძვლით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული

5
განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე
არსებული პრაქტიკისაგან.

22. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი


გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა
და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის
თვალსაზრისითაც, ვინაიდან სასესხო ურთიერთობებთან დაკავშირებით არსებობს
სასამართლოს მიერ დადგენილი სტაბილური პრაქტიკა.

23. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე


მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას
წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

24. კასატორი გათავისუფლებულია ბაჟის გადახდისაგან.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო


კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ე-- ჩ-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.


2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

მოსამართლეები: პ. ქათამაძე

ბ. ალავიძე

6
7

You might also like