You are on page 1of 4

განჩინება

საქართველოს სახელით

სარჩელის წარმოებაში მიღების შესახებ

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

მოსამართლეები- მამუკა ქოჩიაშვილი

თათია სიჭინავა

გიორგი მაჩაიძე

მოსარჩელე- ნანა შონია

წარმომადგენლები- ნინო გელაშვილი, მარი გობეჩია, გვანცა ჯაოშვილი

მოპასუხე- სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო

დავის საგანი-ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად


ცნობა და ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის
გამოცემა.

სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა წარდგენილი სარჩელი მიღების


საკითხი და

გამოარკია

2019 წლის ოქტომბერში თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ


საქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმართა ნანა შონიამ მოპასუხე სსიპ საჯარო
რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-
სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობისა და ახალი ინდივიდუალურ
ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების შესახებ
მოთხოვნით.
სასამართლომ განიხილა ნანა შონიას სარჩელის მიღების საკითხი და მივიდა
დასკვნამდე,რომ მისი სარჩელი წარმოებაში უნდა იქნეს მიღებული შემდეგი
გარემოებათა გამო:

სარჩელი აღძვრა არის დარღვეული ან სადავო უფლების სასამართლოს გზით დაცვის


საპროცესო საშუალება.ყოველ პირს აქვს უფლება საჯარო ხელისუფლებისაგან
უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად მიმართოს სასამართლოს.სამოქალაქო
საპროცესო კოდექსი განსაზღვრავს უფლების დაცვისათვის სასამართლოში
მიმართვის ფორმას-სასარჩელო განცხადების სახით.

მოსამართლე სასარჩელო განცხადების შემოსვლიდან ხუთი დღის განმავლობაში


ამოწმებს მის შესაბამისობას სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 177-ე - 179-
მუხლებით დადაგენილ მოთხოვნებთან და გამოაქვს განჩინება სარჩელის მიღების
შესახებ.

საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლის პირველი


ნაწილის თანახმად,სარჩელის მიღება სასამართლოში აჩერებს გასაჩივრებული
ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტის მოქმედებას.

სასამართლო სარჩელის წარმოებაში მიღების ეტაპზე ამოწმებს სარჩელის


დასაშვებობის საკითს.შემოწმება ხორციელდება სასკ-ის 22-25-ე მუხლების
შესაბამისად.

ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგუალად


გამოცხადების მოთხოვნით სარჩელის დასაშვებობა მოწმდება სასკ-ის 22-ე მუხლის
საფუძველზე.სარჩელი დასაშვებია თუ სარჩელის მიზანია ადმინისტრაციული-
სამართლებრვი აქტის ბათილად ცნობა ან ძალადაკარგულად
გამოცხადება,მოსარჩელე ამტკიცებს,რომ ადმინისტრაციული-სამართლებრვი აქტი ან
მისი ნაწილი ზიანს აყენებს მის კანონიერ უფლებას ან ინტერესს ან უკანონოდ
ზღუდავს მის უფლებებს.დაცულია გასაჩივრების ვადები და დაცულია
საქართველოს ადმინისტრაციულ საპროვესო კოდექსის მე-2 მუხლის მეხუთე
ნაწილით გათვალისწინებული საქართველოს ადმინისტრაციულ საპროვესო
კოდექსის დადგენილი წესით ადმინისტრაციული საჩვრის ერთჯერადად
წარდგენის შესაძლებლობა.

მოცემულ შემთვევაში მოსარჩელე დავის არსის მოკლე მიმოხილვაში უთითებს,რომ


2019 წლის 2 სექტემბერს მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და
მოითხოვა, რომ უძრავ ქონებაზე ს/კ 01.18.23.245 მომხდარიყო იპოთეკის ჩანაწერის
გაუქმება.2019 წლის 18 სექტემბერს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს
N0120191745 გადაწყვეტილებით უარი ეთქვა ნანა შონიას მოთხოვნის
დაკმაყოფილებაზე. აღნიშნული გადაწყვეტილება ნანამ 2019 წლის 25 სექტემბერს
გაასაჩივრა ზემდგომ ორგანოში. ადმინისტრაციულმა ორგანომ გამოიკვლია საკითხი,
თუმცა 2019 წლის 22 ოქტომბერს N0120191950 გადაწყვეტილებით უარი უთხრა
მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.

აღნიშნულ საქმეში სასამართლო სარჩელის დასაშვებობის ეტაპის განხილვისას


მივიდა დასკვნამდე,რომ საქმე ეხება ინდივიდუალური-სამართლებრივი აქტის
ბათილობას და მოსარჩელე ამტკიცებს კანონიერი ინტერესის დარღვევის
შესახებ,ხოლო სარჩელის დასაშვებობის დადგენისას საკმარისია იმის ვარაუდი,რომ
ირღვევა მოსარჩელის სუბიექტური უფლება.

სასამართლოსათვის წარმოდგენილი მტკიცებულებების მიხედვით მოსაჩელე მხარეს


დაცული აქვს ერთჯერადი გასაჩვრების შესაძლებლოა და სარჩელის აღძვრის
ვადები,ვინაირადნ მხარემ 2019 წლის 25 სექტემბერს გაასაჩივრა ზემდგომ ორგანოში.
ადმინისტრაციულმა ორგანომ გამოიკვლია საკითხი, თუმცა 2019 წლის 22
ოქტომბერს N0120191950 გადაწყვეტილებით უარი უთხრა მოთხოვნის
დაკმაყოფილებაზე.

სასამართლომ შეამოწმა ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილების


კომპეტანცია მოთხოვნილი აქტის ბათილობის თაობაზე და მივიდა დასკვნამდე,რომ
აღნიშნული ადმინისტრაციული ორგნამო ულფბამოსილია გამოსცეს ან გააბათილოს
ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტი.

შესაბამისად,სასამართლოს მიაჩნია,რომ წარმოდგენილი სარჩელი აკმაყოფილებს


საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლით
გათვალისწინებულ მოთხოვნებს.

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს საპროცესო კოდექსის მე-8, 177-ე-179-


ე,284-ე,285-ე,საქართველოს ადმინისტრაციულ საპროვესო კოდექსის მე-2 პირველი
ნაწილის ა,დ და ი ქვეპუნქტებით ,29-ე მუხლის პირველი,22-ე მუხლებით

დაადგინა

1.ნანა შონიას სარჩელი წარმოებაში იქნეს მიღებული

2.სარჩელი და თანდართული დოკუმენტრები გაეგზავნოს მოპასუხე მხარეს

მოსამართლეები მამუკა ქოჩიაშვილი

თათია სიჭინავა

გიორგი მაჩაიძე

You might also like