You are on page 1of 2

( 10 ქულიანი კაზუსი)

(დავალებას მიგზავნით მეილზე natia.mogeladze@iliauni.edu.ge მეილის სათაურში მიუთითეთ


თქვენი სახელი, გვარი და სასწავლო კურსის დასახელება)

2010 წლის იანვარში ბათუმის ნავსადგურში თურქეთის რესპუბლიკის სახელმწიფო ალმით


მცურავი გემი ორი დღით გაჩერდა. გემზე მყოფმა სომხეთის მოქალაქემ შენიშნა ამერიკის მოქალაქე
მაქსი, რომელთანაც წარსულში მტრული ურთიერთობა ჰქონდა და მასზე შურისძიება გადაწყვიტა.
მაქსი გემზე მეგობარ ქალბატონთან ერთად იმყოფებოდა. სომხეთის მოქალაქემ, თავისი
ჩანაფიქრის სისრულეში მოსაყვანად, წყალში საწამლავი გაურია, დამლაგებელ ქალბატონს
დამატებითი მომსახურებისათვის ფული გადაუხადა და საწამლავით გაზავებული წყალი მაქსის
საძინებელში შეატანინა. მეორე დილით გემის მომსახურე პერსონალმა მაქსი და მისი მეგობარი
ქალბატონი გარდაცვლილი იპოვეს.

იმ მოტივით, რომ ამ დანაშაულზე ვრცელდებოდა საქართველოს სისხლის სამართლის


კოდექსის იურისდიქცია, გამოძიება ქართველმა გამომძიებლებმა აწარმოეს. გამოძიებამ დანაშაული
მისი ჩადენიდან 5 წლის შემდეგ გახსნა და 2015 წლის აგვისტოში, იმ დროისათვის თბილისში
სტუმრად მყოფი სომხეთის მოქალაქე, მაქსის განზრახ მკვლელობის და მისი მეგობარი
ქალბატონის გაუფრთხილებლობით მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. გამოძიებამ დააკავა ასევე
გემის დამლაგებელიც, როგორც ზემოაღნიშნული დანაშაულის ჩადენაში სომხეთის რესპუბლიკის
მოქალაქის დამხმარე პირი.

სომხეთის რესპუბლიკამ ქართულ მხარეს მოსთხოვა, გადაეცათ დანაშაულში ბრალდებულად


ცნობილი სომხეთის მოქალაქე, რადგან მიაჩნდათ, რომ საქართველო არ იყო უფლებამოსილი
ეწარმოებენა გამოძიება მათი მოქალაქის მიმართ. ბრალდებული პირის გადაცემა მოითხოვა
თურქეთის რესპუბლიკამაც იმ მოტივით, რომ დანაშაული ჩადენილი იყო თურქეთის
რესპუბლიკის სახელმწიფო ალმით მცურავ გემზე, რაც თურქეთის სახელმწიფოს ტერიტორიას
წარმოადგენს და საქართველოს არ ჰქონდა ამ საქმეზე გამოძიების წარმართვის უფლებამოსილება.
ამასთან, ორივე სახელმწიფო, საქმეზე სრულყოფილი გამოძიების ჩატარების მიზნით ითხოვდა
ამავე დანაშაულზე დაკავებული საქართველოს მოქალაქის,- გემის დამლაგებლის ექსტრადიციას.

საქართველოს მთავარმა პროკურორმა განიხილა სომხეთისა და თურქეთის მხარის


შუამდგომლობები და ორივე სახელმწიფოს უარი უთხრა დამანაშავეთა ექსტრადიციაზე იმ
მოტივით, რომ სომხეთის რესპუბლიკაში აღნიშნული დანაშაულისათვის სასჯელის სახით უვადო
თავისუფლების აღკვეთა იყო გათვალისწინებული. თურქეთს კი იმ საფუძვლით უთხრა უარი, რომ
უკვე დაკავებული ყავდა დანაშაულის ჩამდენი პირი და ძირითადი საგამოძიებო მოქმედებები
სწორედ საქართველოში უნდა განხორციელებულიყო.

საგულისხმოა, რომ 2010 წელს, დანაშაულის ჩადენის დროს მოქმედი კანონის მიხედვით
სომხეთის მოქალაქის მიერ ჩადენილი დანაშაული სასჯელის სახით 5 დან 12 წლამდე
თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებდა. 2015 წელს საქმის სასამართლოში განხილვისას კი
კანონი უკვე შეცვლილი იყო და ამ დანაშაულისათვის სასჯელი 7 დან 10 წლამდე ვადით
განისაზღვრებოდა. მოსამართლემ განაჩენის გამოტანისას მთლიანად ახალი კანონით ისარგებლა.

დამხმარე მინიშნებები ძირითად სამსჯელო თემებზე :

- კაზუსის ამოხსნისას გთხოვთ იმსჯელოთ სისხლის სამართლის კანონის მოქმედების


ფარგლებზე დროში სივრცეში და პირთა წრის მიმართ. შეაფასეთ, ვრცელდებოდა თუ არა
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის იურისდიქცია ზემოაღნიშნულ დანაშაულზე

- იმსჯელეთ დანაშაულის ჩადენისას განზრახვისა და გაუფრთხილებლობის ფორმებზე.


შეაფასეთ ჩადენილი დანაშაულის სუბიექტური მხარე.

- ამავე კონტექსტში შეაფასეთ გამოძიების მიერ შერჩეული კვალიფიკაციის სისწორე


განზრახვისა და გაუფრთხილებლობის ნაწილში.

- ექსტრადიციის შესახებ ევროპული კონვენციის შესაბამისად, ჰქონდათ თუ არა


უფლებამოსილება თურქეთისა და სომხეთის რესპუბლიკებს, საქართველოსაგან
მოეთხოვად დაკავებულთა ექსტრადიცია (მათ შორის საქართველოს მოქალაქის).

- ვინ არის უფლებამოსილი განიხილოს ექსტრადიციის დასაშვებობის საკითხი. შეაფასეთ


საქართველოს მთავარი პროკურორის მიერ განხორციელებული ქმედებების
კანონშესაბამისობა.

- ამავე კონტექსტში, შეაფასეთ ექსტრადიციაზე უარის თქმის საფუძვლები. იმსჯელეთ,


როგორც სომხეთის, ისე საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქის ექსტრადიციაზე უარის
თქმის საფუძვლიანობაზე.

- იმსჯელეთ დანაშაულის კატეგორიებზე. დანაშაულის ჩადენის და საქმის სასამართლოში


განხილვისას მოქმედი კანონების გათვალისწინებით, ცალ-ცალკე შეაფასეთ, რომელი
კატეგორიის დანაშაულია აღწერილი კაზუსში.

- იმსჯელეთ კანონის უკუქცევითი ძალის პრინციპზე. რა შემთხვევაში აქვს კანონს


უკუქცევითი ძალა და კონკრეტულ შემთხვევაში, რამდენად სწორად მოხდა მოსამართლის
მიერ მისი გამოყენება.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ კაზუსში დასმულ საკითხებზე დადებითი ან უარყოფითი


პასუხის გაცემა არ არის საკმარისი. აუცილებელია, თითოეული თქვენი პასუხი იყოს
დასაბუთებული და არგუმენტაციისათვის მიეთითოს შესაბამისი საკანონმდებლო მასალა. კაზუსის
მაქსიმალური შეფასება განისაზღვრება 10 ქულით.

You might also like