You are on page 1of 9

კონსპექტბარათი#1

მარიამ სანიკიძე

23.03.2020 სათაური და ქვესათაურები-ყვითელი,

მნიშვნელოვანი საკითხები- მწვანე

ციტატები- ცისფერი

ბიბლიოგრაფია: 1.ნინო ჩუბინიძე- ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური


სტილის სახელმძღვანელო გვ:(51-55), (73-75)

2. აკადემიური მუშაობის საფუძვლები: (გვ 9-15); თურაბიანი: გვ(21-29); ეკო:გვ (54-


62), გვ(204-214)

3. აკადემიური მუშაობის საფუძვლები: (15-16); თურაბიანი: (45-48);  ეკო: (80-92);


ჩუბინიძე: (138-139)

4. თურაბიანი: (64-70);  ეკო: (184-200)

თემა: ნაშრომის პრეზენტაციის ფორმები და საშუალებები,სამეცნიერო კვლევა და


სამეცნიერო ლიტერატურის სახეები, აკადემიური წერის სტილი და კონსპექტ-
ბარათები.

საკითხი#1 ნაშრომის პრეზენტაციის ფორმები და საშუალებები

1.4-მადლობა
სადისერტაციო ნაშრომის ეს ნაწილი მკაფიოდ უსვამს ხაზსს ყველა იმ მონაწილის
წვლილს ამ კვლევის ჩატარებასა და მომზადებაში.აუცილებელია მადლობა
განთავსდეს ცალკე გვერდზე,რადგან მკაფიოდ იყოს იგი გამოხატული.

მადლობის დაფორმატებისას გამოიყენება შემდეგი პარამეტრები:1-კოდირებული


შრიფტი Sylfaen

2-შრიფტის ზომა:სათაური-14,გამუქებული და სწორი ტექსტი-12 და სწორი

3-ველები:მარჯვენა-2სმ,მარცხენა-2,5სმ,ზედა-2სმ,ქვედა-2სმ

4-სტრიქონებს შორის დაშორება-1,5სმ


5-სათაურსა და ტექსტს შორის დაშორება-2სტრიქონი

6-ტექსტის კიდეები ორივე მხარეს გასწორებულია

1.5-სარჩევი
სარჩევში აუცილებელია აღნიშნული იყოს ნაშრომის ყველა ნაწილი.თავფურცელის
გარდა,საწყისი გვერდები ინომრება რომაული ციფრებით,ხოლო ნაშრომის შესავალი
და მომდევნო ნაწილის,თავის და ა.შ გვერდები აღინიშნება არაბული ციფრებით

1.6-ცხრილების,გრაფიკებისა და სხვა ილუსტრაციების ჩამონათვალი


როდესაც ნაშრომში გამოყენებულია გრაფიკები,ცხრილები,სურათები და სხვა სახის
ილუსტრაციები,აუცილებელია სარჩევის შემდეგ სრულად იყოს მოცემული მათი
ჩამონათვალი,რომლებიც იქნება დასათაურებული და დანომრილი,ასევე
სასურველია ეს ილუსტრაციები ცალ-ცალკე ჩამონათვალში იყოს მოცემული.

იმ შემთხვევაში,თუ ნაშრომში წარმოდგენილია სხვადასხვა სახის თვალსაჩინოება


მცირე რაოდენობით,შესაძლებელია ამ თვალსაჩინოებების გაერთიანება.

1.7-აბრევიაუტურის ჩამონათვალი
ნაშრომში,სადაც გამოყენებულია აბრევიაუტურები აუცილებელია მისი სრული
ჩამონათვალი და შესაბამისი განმარტებები ნაშრომის ძირითადი ტექსტის
დაწყებამდე იყოს მოცემული.
საკითხი#2- სტატია აკადემიური ჟურნალისთვის

აკადემიურ ჟურნალში წარსადგენი სტატიები ერთმანეთისგან განსხვავდება


შინაარსისა და მიზნის მიხედვით,აქედან გამომდინარე სტატიის ფორმატი და
სტრუქტურა იმის მიხედვით განსხვავდება თუ რა მიზანს ისახავს ეს სტატია.

სტატია უნდა მოიცავდეს შემდეგ ელემენტებს:1-თავფურცელი

2-აბსტრაქტი

3-შესავალი

4-ძირითადი ნაწილი

5-დასკვნა

6-ბიბლიოგრაფია

1-თავფურცელი,რომელიც უნდა მოიცავდეს:1-სტატიის სრული სათაური

2-ავტორის სახელი და გვარი

3-ინსტიტუცია

4-ჟურნალის სახელწოდება

5-ადგილი და თარიღი

2-აბსტრაქტი-არის ინფორმაციული აბზაცი,რომელიც მოკლედ და კონკრეტულად


ასახავს სტატიის თემატიკასა და საკვლევ საკითხს.აბსტრაქტის მოცულობა არ უნდა
აღემატებოდეს 300 სიტყვას და დაფორმატებისთვის გამოიყენება იგივე
პარამეტრები,რაც სადისერტაციო ნაშრომის(მადლობის)დროს
საკითხი#3სამეცნიერო კვლევა და სამეცნიერო ლიტერატურის სახეები

მეცნიერება ლათინური სიტყვისგან მომდინარეობს და ცოდნას ნიშნავს.მეცნიერება


ახალ ცოდნას ქმნის და მისი ძირითადი მიზანია,უცნობი საკითხების
აღმოჩენა,ცოდნის შეგროვება და შემდგომში ამ ცოდნის გაანალიზება და მისი
სარგებლიანად გამოყენება.მნიშვნელოვანია მეცნიერულად მომუშავე ადამიანები
პატივისცემით მოექცნენ უკვე შექმნილ მატერიალურ პროდუქტებს.

მეცნიერული წინსვლის ერთ-ერთი მთავარი წინაპირობა კველევაა. „კვლევა ნიშნავს


კითხვების დასმას და ფაქტების,მონაცემების მოძიებას,მათზე პასუხის
გასაგებად.“(თურაბიანი.2007,25)სწორედ კვლევის საშუალებით იქმნება ახალი ცოდნა
სხვადასხვა სამეცნიერო დოსციპლინაში.კვლევა მეცნიერების წინაპირობაა.

1.1-სამეცნიერო ეთიკა
აღსანიშნავია რომ სამეცნიერო ნაშრომი საყოველთაოდ აღიარებულ კონკრეტულ
მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს.არსებობს კრიტერიუმები და
ესენია:1ორიგინალობა

2-აზრობრივი და ენობრივი სიცხადე

3-ვალიდურობა

4-გამჭირვალობა

5-კეთილსინდისიერება

6-ობიექტურობა

7-მნიშვნელოვნება

კეთილსინდისიერება-იგი სამეცნიერო ნაშრომის ხარისხსის


საფუძველია.დაუშვებელია მონაცემების გაყალბება,სავალდებულოა მკვლევარმა
ყველა გამოყენებული წყარო დაამოწმოს და მკაფიოდ წარმოაჩინოს.

ობიექტურობა-სამეცნიერო ნაშრომი უნდა იყოს ნეიტრალური და მასში არ უნდა


ვლინდებოდეს ავტორის პირადი დამოკიდებულება საკვლევი საკითხის მიმართ.

„ობიექტურობა მიიღწევა საკუთარი თავის კონტროლით“

მნიშვნელოვნება-ეს კრიტერიუმი განაპირობებს ახალი ცოდნის შექმნას და


დისციპლინის წინსვლას.მნიშვნელოვანია ის ნაშრომები,რომლებიც მაღალი
ინფორმაციულობით გამოირჩევიან და სხვადასხვა პრობლების გადაჭრაში შეაქვთ
წვლილი.

ორიგინალურობა-სამეცნიერო ნაშრომში ორიგინალურობა ახალი კონცეფციის


შექმნით,პრობლემის გადაჭრის ახლებური გზით ან კვლევის ახალი მოდელის
დამკვიდრებით მიიღწევა.„ნაშრომში რაღაც ისეთი უნდა ითქვას საკვლევი საგნის
შესახებ,რაც ჯერ არ თქმულა,ანდაც ახლებურად უნდა წარმოჩნდეს უკვე
გამოთქმული შეხედულებები.“(ეკო.2014,57)

აზრობრივი და ენობრივი სიცხადე-სამეცნიერო ნაშრომის ენა უნდა იყოს მარტივი და


ზუსტი.წინადადება უნდა იყოს მკაფიოდ აგებული და მნიშვნელოვანია ყურადღება
დაუთმოთ მართლწერის საკითხებს.

ვალიდურობა-მნიშვნელოვანია აკადემიუ ნაშრომში საკვლევი პრობლემის


სრულყოფილად გააზრება მოხდეს..„ნაშრომში უზრუნველყოფილი უნდა იყოს
წამოჭრილი თვალსაზრისის შემოწმებისა და უარყოფის შესაძლებლობა.“(ეკო.2014,59)

გამჭირვალობა-სამეცნიერო ნაშრომი არა ვარაუდებზე,არამედ დაზუსტებულ


ფაქტებსა და მონაცემებზე დაყრდნობით უნდა აიგოს.

1.2-მეცნიერებათა დაყოფა
მეცნიერება იყოფა დარგებად:1-ჰუმანიტარული მეცნიერებები

2-სოციალური და ეკონომიკის მეცნიერებები

3-საბუნებისმეტყველო მეცნიერებები

4-ფორმალური მეცნიერებები-

5-დისციპლინათშროისი მეცნიერებები

6-საინჟინრო მეცნიერებები

ჰუმანიტარული და კულტურის მეცნიერებები-ამ დარგში საკვლევი ობიექტი


ნებისმიერი კულტურულ-გონებრივი ნამოღვაწარია და ძირითადი მეთოდი ამ
დარგში მუშაობისას არის ინტერპრეტაცია.

საბუნებისმეტყველო მეცნიერებები-აქ საკვლევი ობიექტი სულიერი და უსულო


ბუნებაა.ეს დარგი სტატისტიკურ მონაცემებზე,ექსპერიმენტებზე და გამოკითხვის
შედეგებზე დაყრდნობით მუშაობს.
სოციალური მეცნიერებები-იკვლევენ ადამიანთა თანაცხოვრებას,მათ
ზრახვებს,ქცევებსა და მოტივებს.ამ დარგს მიეკუთნება
სოციოლოგია,ფსიქოლოგია,სამართალმცოდნეობა და სხვა.

საინჟინრო მეცნიერებები-აქ საკვლევი ობიექტები მატერიალური პროდუქტები და


მათი განვითარებაა.ეს დარგი მოიცავს მანქანათმშენებლობას,მშენებლობასა და
ელექტროტექნიკას.

ფორმალური მეცნიერებები-იკვლევენ ადამიანთა მიერ შექმნილ არამატერიალურ


სისტემებსა და სტრუქტურებს,ესენია:მათემატიკა და ინფორმატიკა.

თუ სამეცნიერო დისციპლინებს მათი კვლევის მეთოდების მიხედვით


დავყოფთ,მაშინ გამოვა:1- თეორიული მეცნიერებები-აქ საკვლევი ობიექტების
გააზრება ახლებურად ხდება და ცოდნის შესაქმნელად აუცილებელია მოცემული
საკითხების დამტკიცება.

2-ემპირიული მეცნიერებები-აქ ახალი ცოდნის შექმნა ექსპერიმენტებითა და


დაკვირვებებით მიიღწევა.ემპირიულია სოციალური და საბუნებისმეტყველო
მეცნიერებები.

1.3-ყოველდღიური და სამეცნიერო ცოდნა


სამეცნიერო მუშაობა რთული და კომპლექსური პროცესია.მას განეკუთნება
პრობლემური საკითხების დანახვა,შესაბამისი ლიტერატურის მოძიება და მისი
სწორად დამუშავება,რათა პრობლემა გადაიჭრას.

ყოველდღიური ცოდნა ცხოვრებისეული გამოცდილებით გროვდება.ცოდნა


პირდაპირ უკავშირდება პიროვნებას და ამრიგად იგი მიკერძოებული და
სუბიექტურია.ამ ცოდნის რეპრეზენტაცია იმით ხდება რომ იგი ყოველდღიური
მეტყველების ენით გადაიცემა და იბეჭდება.

სამეცნიერო ცოდნა დაკვირვებების,აღმოჩენების,კვლევისა და ანალიზის შედეგად


მიიღწევა.აქ ცოდნა ინტერსუბიექტურია და იგი საკვლევ საგნებს მიუკერძოებლად
შეისწავლის,ეს ცოდნა კი აკადემიურ გამოცემებში იბეჭდება.

ბევრი თვლის,რომ მეცნიერებაში მხოლოდ საბუნებისმეტყველო მეცნიერებანი ან


ისეთი გამოკვლევები იგულისხმება,რომლებიც რაოდენობრივ საწყისს ეფუძვნებიან
და თუ მათ თან არ ახლავთ ფორმულები და დიაგრამები,მაშინ ეს გამოკვლევა არ
იქნება მეცნიერული.აუცილებელია ვიცოდეთ რას მოიცავს მეცნიერული
ნაშრომი,რათა თავიდან ავირიდოთ ეჭვები კვლევასთან დაკავშირებით.
მეცნიერულია ნაშორმი:1-კვლევის საგანი ყველასთვის გასაგები უნდა იყოს
2-აუცილებელია ნაშრომში რაღაც ისეთი ითქვას,რაც ჯერ არავის უთქვამს

3-აუცილებელია ეს კვლევა იყო სასარგებლო

4-ნაშრომი აუცილებლად უნდა იძლეოდეს განვითარების საშუალებას,ამისთვის კი


საჭიროა:1-მოვიძიოთ მტკიცებულებები

2-მივუთითოთ ამ მტკიცებულებების დამამტკიცებელი მასალები

3-გამოვთქვათ აზრი იმის შესახებ თუ როგორ შეიძლება მოვიძიოთ მეტი ინფორმაცია


ამ საკითხთან დაკავშირებით

4-აღინიშნოს ისიც თუ როდის შეიძლება ჰიპოთეზას საფუძველი გამოეცალოს.

აღსანიშნავია ისიც,რომ აუცილებლად განისაზღვროს თუ რა სახის წყაროების


გამოყენებას მოელიან მკითხველები.ფაქტის მოძიების მიზნით აუცილებელია
გამოვიყენოთ პირველადი წყაროები,რომელთაც წარმოადგენს
მწერლების,მხატვრების და სხვათა მიერ შექმნილი ნაწარმოებები.სწორედ ეს
წყაროები გვაწვდიან იმ მონაცემებს,რომელთაც ვიყენებთ ჩვენი ვარაუდის
გასამყარებლად.

ასევე აუცილებელია გავეცნოთ მეორად წყაროებს,რომელშიც გაანალიზებულია


პირველადი წყაროების მონაცემები.მეორადი წყარო მოიცავს თემატურ
ენციკლოპედიას,რომელიც გვეხმარება ნაშრომის წერისას,იგი არ უნდა ჩამორჩეს
თანამედროვე კვლევებს,რათა გაეცნოთ განსხვავებულ ხედვებს განსხვავებულ
საკითხებზე.აუცილებელია გავეცნოთ მესამეხარისხოვან წყაროებსაც,რათა შეგვექმნას
ზოგადი წარმოდგენა იმაზე რასაც განვიხილავთ.

საჭიროა განვსაზღვროთ გამოყენებული წყაროების მითითების სტილიც:1-


სქოლიოში მითითების სტილი

2-ტექსტობრივი მითითების სტილი,რომელიც საბუნებისმეტყველო მეცნიერებაში


გამოიყენება.

სამეცნიერო სფეროში ყველაზე გავრცელებულია კონცეფტუალური შეკითხვები,


ხოლო სხვადასხვა პროფესიული საკითხების კითხვები მეტად პრაქტიკული
ხასიათით ხასიათდება.კონცეპტუალური შეკითხვაა- თუ პასუხი შეკითხვაზე „მერე
რა?“ ეხმარება მკითხველს საკითხის გაგებაში
პრაქტიკული შეკითხვაა- თუ თქვენი პასუხი შეკითხვაზე „მერე რა?“ მკითხველი
ხვდება,თუ რა უნდა გააკეთოს

რაღათქმაუნდა ყველა ნაშრომს სჭირდება შენიშვნები:მაგალითად: „შეგიძლიათ,


გამუდმებით გამოიყენოთ ფრჩხილებში ჩასმული მითითებები გარკვეული სახის
წყაროებისთვის,რომელთა მოძიება მკითხველს იოლად შეუძლია მხოლოდ
რამდენიმე ელემენტით. ფრჩხილებშ ჩასმული მითითებებ შეგიძლიათ გამოიყენოთ
იმ ტიპის წყაროებისთვის,რომლებიც შეიძლება არ ჩავრთოთ ბიბლიოგრაფიაში:
საგაზეთო სტატია, ადრეული ლიტერატურული ნაწარმოებები, ბიბლია ან სხვა
წმინდა წიგნი, ან წყარო სახვითი და საშემსრულებლო ხელოვნების სფეროდან“
(ჩუბინიძე,2011,137)

ასევე: „ თუ რომელიმე ნაშრომი ხშირად გაქვთ მითითებული, სათაური უნდა


შეამოკლოთ, თუ აბრივიატურა არ არის თვალსაჩინო, უნდა დააკონკრეტოთ ის
პირველი მითითებისას. (თუ იყენებთ ხუთზე მეტ ასეთ აბრივიატურას, ნაშრომს
დაუთმეთ აბრივიატურის ჩამონათვალი)“ (ჩუბინიძე,2011,139)

სამეცნიერო ტექსტის სახეობები:1-საშინაო ნაშრომი 25-30 გვერდ მოიცავს

2-საბაკალავრო ნაშრომი-30-40 გვერდს მოიცავს

3-სამაგისტრო ნაშრომი-50-70 გვერდს მოიცავს

4-სადოქტორო ნაშრომი-120-300 გვერდს მოიცავს

5-სამეცნიერო სტატია- დისერტაციისგან განსხვავებით ოდნავ მცირე ნაშრომია


საკითხი#4 კონსპექტბარათი-ნაშრომებისთვის სავალდებულო ბარათებს შორის
ერთ-ერთი ყველაზე გავრეცებულია კონსპექტბარათი,რომელიც მოიცავს
ბიბლიოგრაფიას,რეზიუმეს,საკუთარ მოსაზრებასა და სხვადასხვა დაკვირვებას.

კონსპექტბარათის შექმნის ზოგადი წესი:1-ბიბლიოგრაფიის ზუსტი მითითება

2-ცნობები ავტორის შესახებ,როდესაც იგი არაა ცნობილი პიროვნება

3-პირადი დაკვირვებები და მოსაზრებები

4-წიგნის/სტატიის მოკლე/ვრცელი რეზიუმე

5-ბარათის ზემოთ მიუთითეთ შრიფტი ან ფერი,რომელიც თვქენი სამუშაო გეგმის


სათანადო პუნქტზე მიუთითებს.

You might also like