You are on page 1of 9

Mind42

http://mind42.com/

რას წარმოადგენს Mind 42?

ინფორმაციის ვიზუალურად ორგანიზებისთვის ყველაზე მოსახერხებელი საშუალებაა


აზრობრივი რუკების გამოყენება, რომელიც საკვანძო საკითხის გარშემო მასთან
აზრობრივად დაკავშირებული საკითხების შეგროვებაში გვეხმარება. უმეტეს
შემთხვევაში ის ხელით იქმნება, თუმცა დღეისათვის ბევრი საშუალება არსებობს
ონლაინ სივრცეში აზრობრივი რუკის ვირტუალურად შესაქმნელადაც. მათგან
შეგვიძლია გამოვყოთ Mind 42-ი, რომელიც საკმაოდ მარტივი და პრაქტიკულად
მოსახმარი აპლიკაციაა.

როგორც აღვნიშნეთ, Mind 42-ი არის ონლაინ აპლიკაცია აზრობრივი რუკების


შესადგენად, რომელიც გვეხმარება ჩვენი აზრების ვიზუალიზაციაში. მისი
სახელწოდება კოლაბორაციას უკავშირდება და შეიძლება ითარგმნოს როგორც „ორის
აზრი“ ან „ორის გონება“, რადგანაც მისი საშუალებით შესაძლებელია ერთ რუკაზე ორი
ან მეტი ადამიანის მუშაობა.

მთელი მსოფლიოს მასშტაბით Mind 42-ის აპლიკაციას ძალიან ბევრი მომხმარებელი


ჰყავს და მას რეკომენდაციას უწევენ როგორც დროის მენეჯმენტისა და ორგანიზების
საუკეთესო ხელსაწყოს. Mind 42-ის აპლიკაცია უფასოა და მისი გამოყენებით
შესაძლებელია:

 აზრობრივი რუკის შექმნა


 მასში ფოტოების ბმულების ჩასმა (ვებ-ალბომებიდან (მაგ.: Picasa-დან) ან სხვა
საიტებიდან)
 გარე ბმულების ჩასმა (სხვა საიტებზე გადასასვლელად)
 რეალურ დროში კოლაბორაცია და რედაქტირება (შესაძლებელია Google Talk-ის
აპლიკაციის გამოყენება)
 აზრობრივი რუკის საჯაროდ გამოქვეყნება ან მხოლოდ პირადი მოხმარების
რუკად დატოვება
 შენიშვნების დამატება
 შექმნილი რუკის ექსპორტი სხვადასხვა ფორმატში: Freemind, Mindmanager,
Mind42 XML, PDF, image და rich text
რეგისტრაცია

Mind 42-ის აპლიკაციის გასახსნელად შევდივართ მისამართზე http://mind42.com/.


აზრობრივი რუკის შესაქმნელად კი საჭიროა გვქონდეს ჩვენი ანგარიში. ამისათვის
უნდა დავრეგისტრირდეთ, რომლისთვისაც ძალიან მარტივი პროცედურაა
გასავლელი:

 ვაწკაპუნებთ Sign Up-ზე

 ვავსებთ ქვემოთ მოცემულ ველებს და ვაწკაპუნებთ Sign Up

 რეგისტრაციის ბმული გადმოიგზავნება თქვენ მიერ მითითებულ


ელ.ფოსტაზე და რეგისტრაციის დასასრულებლად საჭიროა ამ ბმულზე
დაწკაპუნებით დაადასტუროთ რეგისტრაცია.
 რეგისტრაციის გავლის შემდეგ ნებისმიერ დროს და ადგილას შეგიძლიათ
აპლიკაციის მოხმარება. ამისთვის მთავარი გვერდიდან აწკაპუნებთ Sign in-ს
და შეგყავთ თქვენი მონაცემები (მომხმარებლის სახელი და პაროლი)
როგორ შევქმნათ აზრობრივი რუკა?

აზრობრივი რუკის შესაქმნელად


 ვაწკაპუნებთ ბრძანებაზე New mind map.

 ვარქმევთ რუკას სახელს (რომელიც ამავე დროს ჩვენთვის საინტერესო და


საკვანძო სიტყვაა) და ვაწკაპუნებთ create.

 განშტოებების დასამატებლად, ვდგებით რუკის სათაურზე და ვაწკაპუნებთ


„+“

 თითოეულ დამატებულ განშტოებას ვარქმევთ თავის სახელს (New nodes-ს


ნაცვლად)

შენიშვნა: ყოველი ახალი განშტოების დამატებისას გასათვალისწინებელია,


რომ რომელ პუნქტსაც ვამატებთ განშტოებას, მის უჯრაში უნდა ვიდგეთ!
„+“ - ახალი განშტოების დამატება
„x” - განშტოების წაშლა

სურვილისამებრ შეგვიძლია იმდენი განშტოების შექმნა, რამდენიც


გვჭირდება!

შენიშვნის დამატება:
დროის მენეჯმენტი და შესრულებული/შესასრულებელი სამუშაოს ორგანიზება:

ბმულის ჩასმა:

ფოტოს ცასმა (საჭიროა ფოტოს URL):


სხვადასხვა სახის ნიშნების მიმაგრება:

სტილის შერჩევა:

რუკის შეკუმშვა და გაშლა:

You might also like