You are on page 1of 20

აკადემიური წერა

მე-7 ლექცია

ლექტორი-ფილოლოგიის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი


ნინო მინდიაშვილი
ციტატა, პარაფრაზი, პლაგიატი
წყაროს დამოწმება
1)რა არის პლაგიატი და როგორ უნდა აირიდოთ იგი
თავიდან?
2)რატომ და როდის უნდა გამოიყენოთ სხვა ტექსტი
აკადემიურ ნაშრომზე მუშაობისას?
3)როგორ და რა შემთხვევაში მოგყავთ ციტატა, აკეთებთ
პარაფრაზს, რეზიუმეს ან მინიშნებას?
4)როგორ უნდა მიუთითოთ / დაამოწმოთ წყარო ტექსტის
შიგნით და ბიბლიოგრაფიაში?
5)რა არის სქოლიოს დანიშნულება?
პლაგიატი, მისი ფორმები და თავიდან
აცილების გზები
 სამეცნიერო საქმიანობა, კვლევა-ძიება სოციალური პროცესია. ამ
პროცესში გამოყენებული ყველა სამეცნიერო ტექსტის დამოწმება
სხვისი ცოდნის აღიარების, მადლიერების გამოხატულება და იმის
წარმოჩენაა, რომ ამ სივრცეში ადამიანები (ავტორები, მკვლევრები)
ერთმანეთისთვის მუშაობენ და ერთმანეთისგან სწავლობენ. ის,
ვინც წესებს არღვევს და სხვის ინტელექტუალურ საკუთრებას
თავისად ასაღებს, პლაგიატორად მიიჩნევა, მისი ნაშრომი კი —
პლაგიატად. პლაგიატი განიმარტება როგორც „გონებრივ-
შემოქმედებითი ნამოღვაწარის ქურდობა“. ამრიგად, პლაგიატად
კვალიფიცირდება ნებისმიერი მასალა, ინტელექტუალური
პროდუქტი, რომელიც თქვენ არ შეგიქმნიათ და სათანადო
დამოწმების გარეშე გამოიყენეთ თქვენს ნაშრომში.
პლაგიატის ფორმები:
სამეცნიერო სივრცეში გამოყოფენ პლაგიატის ყველაზე
გავრცელებულ რამდენიმე ტიპს:
კლონი
ხელახალი არანჟირება
ჰიბრიდი
მოზაიკა
ხელახალი გამოქვეყნება
პლაგიატური თარგმანი
მაგიერმწერის დახმარება
პლაგიატისგან თავის დაცვა:
 ყოველთვის მკაფიოდ გამოყავით სხვა წყაროდან მოყვანილი
ციტატები და იდეები
 არასოდეს გააკეთოთ ტექსტთან მიახლოებული პარაფრაზი
(როგორც წესი, პარაფრაზირებისას, ორიგინალი ტექსტის 90%
პროცენტს წერთ თქვენი სიტყვებით)
 სათანადო წესების დაცვით და ზუსტად დაამოწმეთ გამოყენებული
წყაროები
 არასოდეს გამოიყენოთ ინტერნეტში განთავსებული მასალა
მითითების გარეშე. მიუხედავად იმისა, მასალა ღიად, საჯაროდ
ხელმისაწვდომია თუ არა, თქვენ ვალდებული ხართ მიუთითოთ
წყარო
წყაროს ტექსტში ჩართვა:
ციტატა, პარაფრაზი, რეზიუმე,
მინიშნება
 ციტატა არის თქვენს ნაშრომში რომელიმე სხვა ტექსტიდან
სიტყვასიტყვით, უცვლელად გადმოტანილი მონაკვეთი. თუმცა,
ციტირებას ექვემდებარება არა მხოლოდ ტექსტობრივი მასალა,
არამედ სხვა ადამიანის მიერ შექმნილი ნებისმიერი
ინტელექტუალური პროდუქტი, რომლის საშუალებითაც
შეგიძლიათ:
 გაამყაროთ თქვენი მოსაზრებები დამამტკიცებელი ფაქტების
ჩვენებით
 გამოიყენოთ დედნის დარგობრივი ლექსიკა, ენობრივი სტილი
 მოიყვანოთ საწინააღმდეგო თვალსაზრისი ობიექტურობის
შენარჩუნების მიზნით
 შექმნათ საფუძველი შემდგომი მსჯელობისთვის
ციტირება
 ციტირება აკადემიური / სანდო წყაროდან: ციტატები უნდა შეარჩიოთ
სიფრთხილით, რადგან რელევანტური და სანდო წყაროდან ციტირება თქვენი
ნაშრომის ღირებულებას განსაზღვრავს, ნაშრომს ხარისხსა და დამაჯერებლობას
სძენს და ამასთანავე, ავტორის მაღალ პროფესიონალიზმზე მიანიშნებს.
 ციტატების რაოდენობა ტექსტში: სამეცნიერო ნაშრომი თქვენი სიტყვებით უნდა
დაწეროთ, ციტატები კი მხოლოდ მაშინ ჩართოთ ტექსტში, თუ მსჯელობის
სხვაგვარად განვითარება გარდაუვალია . სხვათა ნააზრევის დიდი რაოდენობით
და სიტყვასიტყვით გადმოწერა ქმნის შთაბეჭდილებას, რომ ავტორს გაუჭირდა
თავისი მოსაზრებების გადმოცემა და მარტივი გზა იპოვა ნაშრომის დასაწერად .
ბევრი ციტატა მხოლოდ აზიანებს ნაშრომს.
 ბრჭყალები: სხვადასხვაენოვანი ციტატების მოყვანისას ბრჭყალების ფორმატი
განსხვავებულია. ქართული და გერმანულენოვანი წყაროების ციტირებისას
გამოიყენება ორმაგი ბრჭყალები ამგვარი სახით „...“, ინგლისურენოვანი
ციტატებისთვის — “...”, ხოლო ფრანგულენოვანი ტექსტების შემთხვევაში —
კუთხოვანი ბრჭყალები «…».
ციტატა

 მოკლე ციტატა: მოკლეა ციტატა, რომელიც არ აღემატება ოთხ სტრიქონს. იგი


ჩვეულებრივ, განთავსებულია ძირითად ტექსტში და იწერება ბრჭყალებით.
 გრძელი ციტატა: ოთხ სტრიქონზე მეტია და ბრჭყალების გარეშე იწერება.
თვალსაჩინოებისთვის ძირითად ტექსტს გამოეყოფა ქვემოთ და ზემოთ თითო
ხაზით, კიდეები შეწეულია თითო სანტიმეტრით, მცირდება შრიფტის ზომა (11) და
სტრიქონებს შორის ინტერვალი (1,15).
 ფრაგმენტული ციტატა: იმისათვის, რათა მოყვანილი ციტატა ლოგიკურად
გადაებას თქვენს მოსაზრებებს, დასაშვებია, ციტატის შეცვლა, ოღონდ ისე, რომ
ამით არ შეიცვალოს მისი შინაარსი. თუ ციტატაში გჭირდებათ სიტყვის ან
წინადადების გამოტოვება, გამოტოვებულ მონაკვეთს აღნიშნავთ კვადრატული
ფრჩხილებით — […]. თუ ციტატაში რამეს ჩამატება გსურთ (შეიძლება
დაგჭირდეთ ტერმინის ან გარკვეული ფაქტის განმარტება), უნდა აღნიშნოთ
[კვადრატული] ფრჩხილებით. ფრჩხილებში მოთავსდება თქვენი კომენტარი ან
განმარტება.
 ციტატა ციტატაში: თუ მოგყავთ სხვა წყაროში ციტირებული ციტატა, სვამთ
ერთმაგ, მარტივ ბრჭყალებში, ე.წ. აპოსტროფებში (‚…‘ ,’...’, ›…‹). თუმცა
სასურველია, რომ ციტატები ყოველთვის დედნიდან მოიყვანოთ. ვინც ე.წ.
„მეორად“ ციტატებს იყენებს, საფრთხის წინაშე დგება და შეიძლება არასწორად
დამოწმებული ციტატა გადმოიწეროს.
 უცხოენოვანი ციტატა: უცხოენოვან სამეცნიერო წყაროებზე მუშაობისას
სასურველი ციტატები ძირითად ტექსტში ორიგინალის ენაზე უნდა მოიყვანოთ .
ციტატის თარგმანი კი მთარგმნელის მონაცემებთან ერთად განთავსდება
სქოლიოში. თუ თარგმანი თქვენია, მიუთითეთ თქვენი მონაცებები. მაგ.: (აქ და
ქვემოთ თარგმანი ჩვენია — ნ.ქ.). თუ ტექსტს კონკრეტული მთარგმნელი ჰყავს,
მიუთითეთ მაგალითად ასე: (ივანე მაჩაბელის თარგმანი); გაითვალისწინეთ , რომ
მთარგმნელის მონაცემებს უთითებთ მხოლოდ ერთხელ, პირველ თარგმანთან.
 შეცდომა ციტატაში: თუ ციტატისთვის შერჩეულ მონაკვეთში ბეჭდურ ან
ფაქტობრივ შეცდომას აღმოაჩენთ, გადმოიწერეთ უცვლელად, ხოლო შეცდომის
გასწვრივ კვადრატულ ფრჩხილებში ჩასმული ლათინური მინიშნებით [sic!]
მიუთითეთ ამ შეცდომაზე.
 ციტატის დამოწმება: ყველა ციტატას სჭირდება დამოწმება წყაროს ტექსტში
ჩართული ან სქოლიოში მითითების ფორმატით.
 ციტატის ჩართვა მსჯელობაში: ციტატა შეგიძლიათ თქვენს თხრობაში ორი
სახით წარმოადგინოთ: ა) დამოუკიდებელი წინადადების, ნაწყვეტის სახით,
რომელსაც ციტატის თავში ან ბოლოს წაუმძღვარებთ თქვენს განმარტებით
მსჯელობას ან ბ) თქვენს მსჯელობაში ჩართოთ იგი

ციტატა
პარაფრაზი

 არაპირდაპირი ციტატაა. მასში იგულისხმება სხვა ტექსტების


მონაკვეთების გადმოცემა თქვენი სიტყვებით. ამ შემთხვევაში,
წინადადების წყობა (და არა შინაარსი!) იცვლება და სიტყვათა
უმეტესობა სინონიმებით ნაცვლდება. გადმოცემული შინაარსი
ბრჭყალების გარეშე იწერება. პარაფრაზირებისას არ უნდა
დაამახინჯოთ ის ადგილი უცხო ტექსტიდან, რომლის
პარაფრაზირებასაც ახორციელებთ; არ დაუკარგოთ მას მთავარი
აზრი და არ დაშორდეთ ავტორის ძირითად იდეებს. პარაფრაზირების
დასრულების შემდეგ მონაკვეთი ისევე უნდა დაამოწმოთ, როგორც
ციტატას ამოწმებთ და მას თქვენეული შეფასებაც დაურთოთ:
დაეთანხმოთ ავტორს, გააკრიტიკოთ მისი არგუმენტები, ან ახსნათ
ავტორის პოზიცია და დაუკავშიროთ იგი თქვენს იდეებსა და
მოსაზრებებს.
რეზიუმირება
 სამეცნიერო ლიტერატურის მიმოხილვისას ტექსტის ვრცელი მონაკვეთების
თქვენი სიტყვებით გადმოცემა-შეჯამებას რეზიუმირება ეწოდება. პარაფრაზისგან
განსხვავებით, ამგვარი შეჯამება მაქსიმალურად მოკლე უნდა იყოს და შემდეგ
კითხვებს პასუხობდეს:
 ვინ დაწერა / შექმნა ტექსტი?
 სად დაიბეჭდა / გამოიცა იგი?
 რისი გამოკვლევა / დადგენა სურს ავტორს?
 როგორ არის აგებული ტექსტი?
 როგორ წარიმართა კვლევა?
 რა გამოიკვეთა ჩატარებული კვლევის საფუძველზე?
კონკრეტულ ტექსტზე ყურადღების გასამახვილებად,
დაგეხმარებათ შემდეგი სასიგნალო ფრაზები:

 სტატიაში განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს...


 დისერტაცია ასახავს / -ში ასახულია...
 ნაშრომის საფუძველზე შეგვიძლია დავასკვნათ, რომ...
 კვლევა ეხება...
 შრომაში განხილულია...
 კვლევამ გამოავლინა, აჩვენა, ცხადჰყო...
 სტატიდან გამომდინარე, შესაძლებელია დავასკვნათ, რომ ...
 ნაშრომი ეძღვნება X-ის შესწავლას.
წყაროების დამოწმება აუცილებელია, როდესაც:
 მოგყავთ ციტატა
 სხვა ავტორთა იდეებს, მოსაზრებებს, დასკვნებს და ა.შ. გადმოსცემთ თქვენი
სიტყვებით (აკეთებთ პარაფრაზს ან რეზიუმეს)
 მკითხველის ყურადღებას მიაპყრობთ წყაროებზე, რომლებიც შეესაბამება
თქვენს მსჯელობას, არგუმენტებს (აკეთებთ მინიშნებას)
 იყენებთ სხვათა კვლევების სტატისტიკურ მონაცემებსა და ფაქტებს (ამ
შემთხვევაში საჭიროა, მიუთითოთ უშუალოდ სტატისტიკური მონაცემების ავტორი
და არა ის წყარო, რომელშიც ამ ინფორმაციას გაეცანით)
 იყენებთ ზეპირ გადმოცემებს, საჯარო გამოსვლებს, მუსიკალურ ნაწარმოებებს ,
ფოტო- და ვიდეო-მასალას, წერილებს და ა.შ.
 წყარო მოწმდება როგორც ტექსტის შიგნით (ირჩევთ ტექსტში ჩართულ ე.წ.
მოკლე დამოწმებას ან შენიშვნებში, სქოლიოში მითითების ფორმატს), ასევე
ტექსტის გარეთ, ბიბლიოგრაფიაში.
აკადემიური სტილები

 წყაროების დამოწმების სხვადასხვა სტილი


არსებობს, სახელდობრ, ჩიკაგოსა და ჰარვარდის
სტილი, APA (American Psychological Association),
MLA (Modern Language Association) და ა.შ.
მეცნიერების ყველა დარგი, ყველა უნივერსიტეტი
და ზოგჯერ, ერთი უნივერსიტეტის სხვადასხვა
ფაკულტეტი დამოწმების განსხვავებულ სტილს
იყენებს.
ტექსტში ჩართული მითითება

 წყაროს ტექსტში ჩართული მითითებისას (ე.წ. მოკლე დამოწმება)


კონკრეტულ ადგილზე ფრჩილებში უთითებთ მხოლოდ ავტორის
გვარს, წყაროს გამოცემის წელსა და გვერდს, რომლიდანაც ციტატაა
მოყვანილი. წყაროს სრული მონაცემები კი ტექსტის გარეთ,
ბიბლიოგრაფიაში უნდა აღნუსხოთ. ასე, მაგალითად:
 ტექსტში:
ის აცხადებს, რომ „…“ (კუბლაშვილი 2017, 25)
ბიბლიოგრაფიაში:
 კუბლაშვილი, კონსტანტინე. 2017. ადამიანის ძირითადი უფლებები და
თავისუფლებები : იურიდიული სახელმძღვანელო . თბილისი:
ფაუნტან ჯორჯია
შენიშვნებში მითითების ფორმატი
 ტექსტში:
ის აცხადებს, რომ „…“1

 სქოლიოში:
1. კონსტანტინე კუბლაშვილი, ადამიანის ძირითადი უფლებები და თავისუფლებები :
იურიდიული სახელმძღვანელო (თბილისი: ფაუნტან ჯორჯია, 2017), 15.

 ბიბლიოგრაფიაში:
 კუბლაშვილი, კონსტანტინე. ადამიანის ძირითადი უფლებები და თავისუფლებები
: იურიდიული სახელმძღვანელო . თბილისი: ფაუნტან ჯორჯია, 2017.
წყაროს დამოწმება

 ტექსტში:
 კუბლაშვილი აცხადებს, რომ „............”1
 სქოლიოში წყაროს პირველად დამოწმებისას:
1 კონსტანტინე კუბლაშვილი, ადამიანის ძირითადი უფლებები და
თავისუფლებები : იურიდიული სახელმძღვანელო (თბილისი: ფაუნტან
ჯორჯია, 2017), 15.
გამოყენებული წყაროს ხელმეორედ მითითებისას:
5. კუბლაშვილი, ადამიანის ძირითადი უფლებები , 50.
 წინამდებარე წყაროს გამეორებისას:
6. იქვე, 24.
ბიბილიოგრაფია

 ბიბლიოგრაფია ბერძნული სიტყვაა და წიგნების აღწერას ნიშნავს.


სინონიმური მნიშვნელობის სიტყვებად მიიჩნევა: „ლიტერატურა“,
„გამოყენებული ლიტერატურა“, „ლიტერატურის ნუსხა“ და ა.შ.
ბიბლიოგრაფიაში თავს იყრის ყველა ის წყარო, რომელიც
გამოყენებულია ნაშრომში. გაითვალისწინეთ, რომ დაუშვებელია,
მკითხველზე თქვენი ნაკითხობით კარგი შთაბეჭდილების შექმნის
მიზნით ბიბლიოგრაფიაში ისეთი ტექსტები შეიტანოთ, რომლებიც არც
კი გადაგიფურცლავთ.
 ბიბლიოგრაფიაში წყაროს მითითების პრინციპი დამოკიდებულია
იმაზე, რომელი ტიპის დამოწმებას აირჩევთ.
თუ იყენებთ ტექსტში ჩართულ დამოწმებას, ბიბლიოგრაფიაში წყარო
მიეთითება ამგვარად:

მაისურაძე, გიორგი. 2011. ჩაკეტილი საზოგადოება და მისი დარაჯები .


თბილისი: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა.
თუ წყაროს შენიშვნებში ამოწმებთ, ბიბლიოგრაფიაში წყაროს
მითითების ნიმუში ამგვარია:
მაისურაძე, გიორგი. ჩაკეტილი საზოგადოება და მისი დარაჯები :
თბილისი: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, 2011.
გმადლობთ ყურადღებისთვის!

შეკითხვები?

You might also like