You are on page 1of 59

აკადემიური წერა

სამაგისტრო საფეხური

მასალა შედგენილია აკადემიური წერის ცენტრის პროგრამის მიხედვით

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი


თბილისი, 2016
აკადემიური წერა

შინაარსი:
შესავალი ...................................................................................................................................... 4
აღწერითი ტექსტი – აბსტრაქტი [1] ............................................................................................. 5
აბსტრაქტის რაობა .................................................................................................................... 5
აბსტრაქტის ფუნქცია ............................................................................................................... 5
აბსტრაქტის ორი მოდელი ....................................................................................................... 8
შედგენის ზოგადი პრინციპები ................................................................................................ 8
აბსტრაქტის ენა......................................................................................................................... 9
ტიპური შეცდომები ............................................................................................................... 10
კრიტიკული ნაშრომი................................................................................................................. 11
ზოგადი განმარტება ............................................................................................................... 11
სტრუქტურა............................................................................................................................ 12
სტრატეგიები .......................................................................................................................... 14
თეზისის ჩამოყალიბება ...................................................................................................... 14
ანალიტიკური კითხვა......................................................................................................... 14
შეფასების კრიტერიუმები................................................................................................... 15
არგუმენტირების აგება ....................................................................................................... 16
ანალიტიკური ნაშრომი ............................................................................................................. 17
განმარტება.............................................................................................................................. 17
ანალიტიკური ნაშრომის შექმნის წინაპირობები და გარემოებები ........................................ 18
სამიზნე აუდიტორია .............................................................................................................. 19
ანალიტიკური ნაშრომის შესაძლო სტრუქტურა .................................................................... 19
დასკვნა ................................................................................................................................... 24
არგუმენტირებული ნაშრომი ..................................................................................................... 25
არგუმენტირებული ნაშრომის სტრუქტურა .......................................................................... 25
შესავალი................................................................................................................................. 26
ძირითადი ნაწილი ................................................................................................................. 27
დასკვნა ................................................................................................................................... 28
არგუმენტირებული ნაშრომის ფორმატი ............................................................................... 29

2
აკადემიური წერა

არგუმენტირების აგების ვარიანტები ..................................................................................... 30


ვარიანტი I - კვლევის არგუმენტის აგება ............................................................................ 30
ვარიანტი II - არგუმენტირებული მსჯელობა ................................................................. 31
კვლევითი სტატია /კვლევის ანგარიში ...................................................................................... 32
განმარტება.............................................................................................................................. 32
კვლევითი სტატიის/ანგარიშის შესაძლო სტრუქტურა .......................................................... 33
ე.წ. IMRAD-ის სტრუქტურა ................................................................................................... 35
კვლევის პროექტის (პროსპექტუსის) შესაძლო სტრუქტურა ................................................. 38
პლაგიატი ................................................................................................................................... 39
ციტატა ....................................................................................................................................... 41
ციტატის მოყვანის წესები: ..................................................................................................... 42
პარაფრაზი ................................................................................................................................. 45
შეჯამება ..................................................................................................................................... 49
დასკვნა....................................................................................................................................... 49
გამოყენებული ლიტერატურა: ................................................................................................... 57

3
აკადემიური წერა

შესავალი

წინამდებარე რიდერი განკუთვნილია სამაგისტრო საფეხურის


სტუდენტებისათვის, რომლებიც გადიან აკადემიური წერის კურსს. ის მოამზადეს
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური წერის ცენტრის პედაგოგებმა
(ელისაბედ ჯიჯავაძემ, ცირა კილანავამ და მადონა გიორგაძემ), რომლებიც
პრაქტიკულად ასწავლიან მაგისტრანტებს.
რიდერში გათვალისწინებულია მაგისტრატურის საფეხურზე აკადემიური
წერისთვის მნიშვნელოვანი ყველა საკვანძო ტერმინი და საკითხი; თარგმნილი და
ადაპტირებულია მათ შესახებ არსებული უახლესი საერთაშორისო სამეცნიერო
ლიტერატურა.
თეორიული მასალისა და თემატური ცხრილების გვერდით, მოცემულია
რამდენიმე სავარჯიშოც. მთელი მასალის სისტემური შესწავლა სტუდენტს
პრაქტიკულად მოამზადებს სამეცნიერო სტატიისა და ბოლოს, სამაგისტრო ნაშრომის
დასაწერად.

4
აკადემიური წერა

აღწერითი ტექსტი – აბსტრაქტი [1]

აბსტრაქტი ძალიან ჰგავს ფილმის სარეკლამო რგოლს: აქ ყველა მნიშნელოვანი


ეპიზოდია ნაჩვენები ისე, რომ მაყურებელმა მიიღოს მთავარი ინფორმაცია და
გადაწყვიტოს, ნახავს თუ არა ფილმის სრულ ვერსიას.

აბსტრაქტის რაობა
აბსტრაქტი სამეცნიერო ნაშრომის (სამაგისტროსი, სადოქტოროსი, საჟურნალო
სტატიისა თუ საკონფერენციო მოხსენების) მნიშვნელოვანი სტრუქტურული
ერთეულია. ესაა აღწერითი ტიპის მტკიცებითი ხასიათის ტექსტი.
დღეს რეალობა ასეთია: საძიებო ბაზებში ყველაზე ხშირად მხოლოდ სათაურებს
ეცნობიან, შემდეგ - აბსტრაქტებს და იშვიათად - თავად ნაშრომებს. ასეთ ვითარებაში
ცხადი ხდება აბსტრაქტის დიდი პრაქტიკული მნიშვნელობა.

აბსტრაქტის ფუნქცია
აბსტრაქტის პრაქტიკული დანიშნულებაა მკითხველის ინფორმირება და
საკვანძო/საიდენტიფიკაციო სიტყვების საშუალებით ნაშრომის მთავარი შინაარსისა და
ღირებულების შესახებ მეტ-ნაკლებად სრული წარმოდგენის შექმნა.
აბსტრაქტს ინტერნეტის მასობრივ გავრცელებამდე, ანუ დიდი ხნის განმავლობაში სხვა
ფუნქციური მნიშვნელობა ჰქონდა: ის მიიჩნეოდა სამეცნიერო ნაშრომის წანამძღვრად,
რომლის ფუნქციაც იყო მკითხველის დაინტერესება, რათა მას გაეგრძელებინა
ნაშრომის გაცნობა. არც ნაშრომის ავტორი და არც მისი მკითხველი აბსტრაქტს ცალკე,
დამოუკიდებელ სტრუქტურულ ერთეულად არ აღიქვამდა; შესაბამისად, მთელი
ნაშრომის გაცნობის გარეშე, მხოლოდ მისი წაკითხვით კვლევის შესახებ მეტ-ნაკლებად
სრულ ინფორმაციას ვერ მიიღებდა.

5
აკადემიური წერა

ინტერნეტმა ეს ვითარება არსებითად შეცვალა. დღეს მეცნიერებს შესაძლებლობა აქვთ,


გაეცნონ არა მხოლოდ მათს სფეროში არსებულ დარგობრივ სამეცნიერო
ლიტერატურას, არამედ - მომიჯნავე დისციპლინებში გამოქვეყნებულ შრომებსაც.
აბსტრაქტები კი იმის საშუალებას იძლევა (განსაკუთრებით, საძიებო სიტყვათა ველის
მეშვეობით), რომ მათი გაცნობის შემდეგ მკვლევარმა გადაწყვიტოს, რომელ ნაშრომს
წაიკითხავს თავიდან ბოლომდე, დეტალურად. ზოგ მკითხველს, უბრალოდ, იმის
გაგება სურს, რა ხდება კონკრეტულ სფეროში და მაინცდამაინც არ ინტერესდება
სპეციფიკური საკითხებით; სხვებს შესაძლოა, სწორედ დეტალები აინტერესებდეთ,
მაგრამ მხოლოდ თავიანთ თემასთან დაკავშირებით. სწორედ ასეთ დროს ეხმარება
მკითხველს აბსტრაქტი.
დღეს აბსტრაქტის ფუნქციაა არა მკითხველის დაინტერესება, რათა მან განაგრძოს
ნაშრომის კითხვა, არამედ - ინფორმირება. შესაბამისად, მისი ღირებულება უკვე
განისაზღვრება იმით, რამდენად დამოუკიდებელი და დასრულებული ერთეულია.
აბსტრაქტით მკითხველი ეცნობა ნაშრომის მთავარ შინაარსს, ძირითად ინფორმაციას,
საკვანძო საკითხებსა და კვლევის შედეგებს. ფაქტობრივად, ესაა ნაშრომის
რეპრეზენტაცია.
აბსტრაქტის ერთი მთავარი ფუნქციაა, ნათლად წარმოაჩინოს კვლევის მნიშვნელოვანი
მიღწევები. შესაბამისად, ყველა აბსტრაქტში გამოყენებულია ამ თვალსაზრისით
პოზიტიური ენა. ეს იმას ნიშნავს, რომ ავტორი ხაზს უსვამს ნაშრომის ღირებულებას,
შედეგების მნიშვნელობას, მაგრამ, რასაკვირველია, ზომიერების ფარგლებში
(სხვაგვარად, ქებითი ინტონაციის, აღმატებული ხარისხის ფორმების გარეშე).
აბსტრაქტის მეორე მთავარი ფუნქცია იმის ჩვენებაა, თუ რა ცოდნა შექმნა კვლევამ
კონკრეტულ სფროში ან რა ეტაპამდე მიიყვანა პრობლემის შესწავლა, წინა კვლევების
ფონზე.
ქვემოთ მოცემული ცხრილი თვალსაჩინოს ხდის აბსტრაქტისა და მთელი აკადემიური
ნაშრომის (მოცემულ შემთხვევაში კი, საჟურნალო სტატიის) სხვაობას:

6
აკადემიური წერა

აბსტრაქტი სტატია

მიზანი: მთელი ნაშრომის მიზანი: სამეცნიერო საზოგადოებაში


რეზიუმირება ინტეგრაცია

იწერება ბოლოს იწერება აბსტრაქტამდე დიდი ხნის


განმავლობაში

იკითხება პირველი იკითხება აბსტრაქტის შემდეგ

მოკლე სიტყვათა ლიმიტი სიტყვათა რაოდენობა არაა


ლიმიტირებული

როგორც წესი, წარმოდგენილია ორ როგორ წესი, ერთ ენაზეა წარმოდგენილი


ენაზე (ერთია ორიგინალი, მეორე (თუ ჟურნალი/ გამოცემა ორენოვანი არაა)
საერთაშორისო; მეტწილად -
ინგლისური)

მკითხველი იგებს ნაშრომის მთავარ მკითხველი სწავლობს, ეცნობა


მიგნებებს/აღმოჩენებს დეტალებს/მაგალითებს/კონკრეტულ
მონაცემებს, თვალს ადევნებს მსჯელობის
განვითარებას.

სხვა მკვლევარი ეცნობა, მაგრამ არ სხვა მკვლევარი ეცნობა და


აკრიტიკებს/არ იმოწმებს აკრიტიკებს/კომენტარს ურთავს, იმოწმებს

7
აკადემიური წერა

აბსტრაქტის ორი მოდელი

არსებობს აბსტრაქტის 2 ძირითადი მოდელი: პირველი ძალიან ჰგავს რეზიუმეს და


მკაცრად სტრუქტურირებულია. ესაა ნაშრომის ყოველი ელემენტის (სამეცნიერო
ლიტერატურის მიმოხილვის, მეთოდოლოგიის, ძირითადი ნაწილის, შედეგების
ინტერპრეტაციის) რეზიუმეები ცალ-ცალკე და ამგვარადვე, თავებად დაყოფილი.
აბსტრაქტის მეორე მოდელი უფრო გავრცელებულია: ესაა მთლიანი ტექსტი, რომელიც
ფოკუსირებულია ნაშრომის ერთ ან ორ მთავარ ასპექტზე (როგორც წესი, ესაა
მეთოდები და შედეგები).

სხვაგვარად, პირველს ასეთი სახე აქვს:


• შესავალი
• მიზანი
• მეთოდები
• შედეგები
• დისკუსია/შეჯამება

მეორის სტრუქტურა კი ასეთია:


• ზოგადი
• სპეციფიკური
• ზოგადი

შედგენის ზოგადი პრინციპები

აბსტრაქტი აკადემიური/სამეცნიერო ნაშრომის პირველი სტრუქტურული ერთეულია;


ფაქტობრივად კი ყველაზე ბოლოს იწერება, ანუ მაშინ, როცა კვლევა და მისი

8
აკადემიური წერა

გაფორმება სრულდება. შესაბამისად, აბსტრაქტის შინაარსი არის ის, რაც მთელ


კვლევაშია გაშლილი და გამომდინარეობს სწორედ მთელი ნაშრომიდან; ლოგიკურია,
რომ აბსტრაქტის ლექსიკური ფონდი მთელი ნაშრომის ენობრივ ერთეულებს
ეყრდნობა, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ დასაშვებია ცალკეულ ფრაზათა „ამოჭრა“ და
„ჩასმა“. მართალია, აბსტრაქტში ისეთი არაფერი წერია, რაც მთელ ნაშრომში არაა
მოცემული, ეს კი იმას ნიშნავს, რომ სრულიად ახალი წინადადებების შექმნა არაა
საჭირო, მაგრამ „ამოჭრა-ჩასმის“ პრაქტიკა აკადემიური სივრცისთვის მიუღებელია; ამ
ფონზე, სრულიად ნორმალურია ცალკეულ მონაკვეთთა ადაპტირება და
მოდიფიცირება. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ აბსტრაქტის ენა ნათელი, არაორაზროვანი
და მარტივად/პირდაპირ აღსაქმელი უნდა იყოს; ტექსტი ინტერპრეტაციების დაშვების
საფუძველს არ უნდა იძლეოდეს.

აბსტრაქტის ენა

აბსტრაქტის ენაში დიდი მნიშვნელობა ენიჭება ზმნებსა და მათი დროის ფორმებს.


აკადემიურ სფეროში მეტად მიღებული/ბუნებრივია ახლანდელი დროის ფორმებით
წერა, მაგრამ შესაძლებელია წარსული დროის ფორმების გამოყენებაც (მაგალითად,
იმის აღსანიშნავად, თუ რა გაკეთდა კვლევისას; წარსულის ფორმებს იყენებენ
სამედიცინო სფეროში). სიტყვათა ოპტიმალური რაოდენობა კი 80-150 (გამონაკლის
შემთხვევაში, 250) ერთეულით განისაზღვრება. ეკონომიურობისთვის დასაშვებია არა
სრული სიტყვათშეთანხმებების, არამედ აბრევიატურების, შემოკლებების გამოყენება
(თუ აბსტრაქტის მკითხველი არა სპეციალისტთა წრე, არამედ ფართო აუდიტორიაა,
მისაღებია განმარტებათა დართვა).
აბსტრაქტის ტექსტს, როგორც წესი, ერთვის საძიებო/საკვანძო სიტყვათა ჩამონათვალი
(მათი რაოდენობა 5-7 ლექსიკური ერთეულია).

9
აკადემიური წერა

იმ შემთხვევაში, თუ კვლევისას ავტორი სერიოზულ წინააღმდეგობას/დაბრკოლებას


წააწყდა, შესაძლებელია აბსტრაქტში ამ ფაქტის აღნიშვნა. აგრეთვე, თუ ეს
კვლევისთვის არსებითად მნიშნელოვანია, შესაძლებელია კონკრეტული
ციფრების/რიცხვების, პროცენტული მაჩვენებლების ჩართვაც. აბსტრაქტში იწერება,
აგრეთვე, ის უარყოფითი შედეგებიც, რომლებიც კვლევით გამოვლინდა (მაგ., არ
დადასტურდა/ არ აღმოჩნდა და სხვ.).

ტიპური შეცდომები

ერთ-ერთი გავრცელებული შეცდომა აბსტრაქტების წერისას ისაა, რომ ავტორები


ბოლომდე არ ამბობენ მთავარს იმ იმედით, რომ მკითხველს დააინტერესებს და
სრულად წაიკითხავს ნაშრომს (ესაა ძველი მოდელის გათვალისწინება); გარდა ამისა,
ხშირად ზოგადი ხასიათის წინადადებებს წერენ და არცთუ იშვიათად აბსტრაქტისა და
შესავლის პირველი წინადადებები იდენტურია.
გარდა ამისა, როგორც წესი, როცა აბსტრაქტის ინგლისურენოვან ვერსიას ქმნიან, ესაა
ორიგინალი ენიდან თარგმნილი ტექსტი, რომელსაც ხელოვნურობის ნიშანი ატყვია.

[1] მასალა მომზადებულია შემდეგი სახელმძღვანელოების/ელექტრონული


რესურსების მიხედვით: Science Research Hilary Glasman-Deal, Writing /For non-Native
Speakers of English (Imperial College Press), UK, 2011; Keith S. Folse, Elena Vestri Solomon
David Clabeaux, From Great Paragraphs to Great Essays, Second Edition, Heinle, Cengage
Learning, 2010; John M. Swales, Vera Irwin, Christine B. Feak, The University of Michigan
Press, 2009; Online Commentary for Abstracts and the Writing of Abstracts,Handbook of
Biomedical Research Writing: The Journal Article Abstract, by Jocelyn

10
აკადემიური წერა

Graf,http://hanyangowl.org/http://hanyangowl.org (Version 1, March 2008); Alice Savage,


Patricia Mayer, Effective Academic Writing 2 (The Short Essay) Oxford University Press, 2005.

კრიტიკული ნაშრომი

ზოგადი განმარტება

კრიტიკული ნაშრომი არის ტექსტი, რომლითაც ავტორი პასუხობს სტატიასა თუ


წიგნში წარმოდგენილ არგუმენტაციას. მას ასევე კრიტიკას, ან გამოხმაურებას
უწოდებენ და იგი წარმოადგენს გამოცემის, ფილმის, სპეკტაკლის, მუსიკალური
შესრულების, სახვითი ხელოვნების ნიმუშის, არქიტექტურული ნაგებობის თუ სხვა
ობიექტის შეფასებას.
წიგნისა თუ სტატიის კრიტიკული ნაშრომის წერის დროს ავტორი შესავალში
წარმოადგენს ზოგად მოსაზრებას და აჯამებს არგუმენტაციას. შემდეგ კი აფასებს
იდეებს, მონაცემებს, თუ შეჯამებებს კონკრეტული კრიტერიუმებით, როგორებიცაა
ლოგიკურობა, სიზუსტე, ობიექტურობა, და დროულობა.
არსებობს კრიტიკული ნაშრომის სხვადასხვა ფორმა, რომლებიც განსხვავდება
ტექსტის ფორმალურობის ხარისხით, მაგალითად მხატვრული ფილმების
არასამეცნიერო კრიტიკული მიმოხილვა, არაფორმალური, უფრო პოპულარული და
ფართო საზოგადოებისთვის განკუთვნილი ტექსტია, ხოლო სამეცნიერო ჟურნალში
კვლევების სამეცნიერო კრიტიკული მიმოხილვა ფორმალური ტექსტია, რომელსაც
სპეციფიკური სამიზნე აუდიტორია ჰყავს აკადემიური საზოგადოების სახით.
აღწერითი წერისგან განსხვავებით ანალიტიკური წერა მოიცავს მიზეზების
აღწერასა და განმარტებებს, არგუმენტირებას, განსახილველი ტექსტის იდეების
შეფასებას, შედარებას და დაპირისპირებას, არგუმენტირების მაგალითებითა და
მტკიცებულებებით გამყარებას, შეჯამებას.

11
აკადემიური წერა

რეზიუმეს მსგავსად კრიტიკული ნაშრომი ახლანდელ დროში იწერება,


ზოგიერთი კონკრეტული მოქმედების გამოხატვის საჭიროების შემთხვევაში
შესაძლებელია წარსული დროის გამოყენებაც.

სტრუქტურა

კრიტიკული ნაშრომისთვის გამოიყენება შემდეგი სტრუქტურა:


1. შესავალი
a. ზოგადი ინფორმაცია ავტორისა და თემის შესახებ
b. თეზისი (სტატიისა თუ წიგნის არგუმენტაციის შეფასება)
2. სტატიისა თუ წიგნის შეჯამება
a. ძირითადი საკითხები
b. დამხმარე საკითხები
3. კრიტიკა
a. გამოცემის არგუმენტაციის ანალიზი
b. არგუმენტაციის დადასტურება ან უარყოფა
4. დასკვნა
a. შეჯამება
b. თეზისის ხელახალი ჩამოყალიბება

აკადემიური სტილი

კრიტიკული მიმოხილვის წერის დროს გამოვიყენებთ აკადემიური სტილს,


რომლისათვისაც დამახასიათებელია სისადავე, ლაკონურობა, აზრის მკაფიოდ
გადმოცემა (ქვეტექსტების გარეშე), მოცემული დარგისთვის დამახასიათებელი
სპეციფიკური ლექსიკა. უნდა მოვერიდოთ ჭარბ ექსპრესიულობას, ხატოვან
გამონათქვემებს და პირველი და მეორე პირის ნაცვალსახელების ხშირ გამოყენებას.

12
აკადემიური წერა

თუ გვერდს ვერ ავუვლით ამა თუ იმ ტექნიკური ტერმინის შემოკლებას, დასაწყისში


მოცემული უნდა იყოს მისი სრული ვარიანტი.
კრიტიკულ ნაშრომში გვხვდება წყაროების და ნაშრომის ციტირება. ციტირების
წესი განსხვავდება აკადემიური სფეროების მიხედვით. ილიას სახელმწიფო
უნივერსიტეტის ციტირების სტილი ეფუძნება ჩიკაგოს თურაბიანის სტილს (იხ.
ილიაუნის აკადემიური სტილის სახელმძღვანელო, http://library.iliauni.edu.ge/product/ilias-
sakhelmtsipho-universitetis-akademiuri-stili/ ), რომლის მიხედვითაც ავტორის გვარისა და

გვერდის მითითება ხდება ტექსტში, ხოლო ტექსტის ბოლოს ბიბლიოგრაფიულ


მონაცემებს მივუთითებთ სრულად.

წარმოგიდგენთ სიტყვების შერჩევის რამდენიმე ნიმუშს:

აკადემიური ტექსტისთვის არააკადემიური ტექსტისთვის

არასაკმარისი, მცირე ცოტა


ასახვა, წარმოდგენა ჩვენება
გადახედვა შემოწმება
გამოყენება ხმარება
განხილვა საუბარი
დასრულება მორჩენა
მიჩნევა ფიქრი
მიწოდება მიცემა
მოდიფიცირებული, შეცვლილი სხვანაირი
მოცულობითი დიდი
მტკიცება თქმა
შერჩევა აღება
შთამბეჭდავი, ეფექტური მაგარი

13
აკადემიური წერა

სტრატეგიები

თეზისის ჩამოყალიბება
როცა წერთ ფილმის, ან წიგნის კრიტიკულ ესეს, თეზისი შეიძლება იყოს
მთლიანი ნაშრომის ზოგადი შეფასება. თუმცა როცა მიმოიხილავთ სტატიას, ან წიგნის
თავს, თეზისი მოიცავს ავტორის არგუმენტაციის, მტკიცებულებისა და ვარაუდის
თქვენს ობიექტურ შეფასებას. ამ შეფასებამდე შესაძლოა მიხვიდეთ დოკუმენტის
კრიტიკული ანალიზით მოცემული და სხვა კრიტერიუმის გამოყენებით: მონაცემთა
შესაბამისობა, მსჯელობის ლოგიკურობა, შეჯამების დადასტურება, ვარაუდის
სიცოცხლისუნარიანობა, შეფასების ობიექტურობა, განაცხადის ორიგინალურობა,
ავტორის სანდოობა...
ცხადად ჩამოაყალიბეთ თეზისის საფუძველი, რომლის მიხედვითაც აფასებთ
დოკუმენტს ისე რომ მკითხველისთვის ნათელი იყოს მსჯელობის მიზანი. დაწერეთ
თეზისი ობიეტურ, ფაქტებზე დაფუძნებულ, ზომიერ რეგისტრში.

ანალიტიკური კითხვა

ობიექტური, დაბალანსებული კრიტიკული ესეს წერა მოითხოვს არა მხოლოდ


წერისა და კრიტიკული აზროვნების, არამედ კითხვის უნარებს. აზრის სწორად
გასაგებად, მასალის გონივრულად გასაანალიზებლად გამოიყენოეთ აქტიური კითხვის
მეთოდი შემდეგი აქტივობების შესრულებით – წინასწარ გადახედვა, კითხვა,
გადახედვა.
წაკითხვამდე წინასწარ გადახედეთ ტექსტს შინაარსისა და სტრუქტურის
შესახებ ზოგადი ინფორმაციის მისაღებად. შემდეგ კითხულობთ დოკუმენტს
გულდასმით, იყენებთ ინტერაქციას იდეებთან მიმართებაში და საპასუხოდ ტექსტის
ანოტირებას ახდენთ. ხაზი გაუსვით ძირითად წინადადებებს, საკვანძო ცნებებს, და

14
აკადემიური წერა

დამხმარე მონაცემებს. დაწერეთ კომენტარები ან შეკითხვები, ჩაინიშვნეთ ტექსტის


კიდეზე რამდენად ეთანხმებით ან ეწინააღმდეგობით ტექსტის იდეებს. საბოლოოდ
მესამედ კითხულობთ დოკუმენტს, ხელახლა გადახედავთ თქვენს კომენტარებსა თუ
შეკითხვებს, მოინიშნავთ ძირითად ცნებებს და ხაზს გაუსვამთ ფრაზებს თუ
წინადადებებს რომლებიც ბუნდოვანია, ან არ არის დამაჯერებელი. ამ ფრაგმენტებს
მიუბრუნდებით მომდევნო მონაკვეთში.
ანალიტიკური კითხვა ორსაფეხურიანი აზროვნების პროცესია, რომელშიც
გამოცდილი მკითხველი იმავდროულად სიტყვების მნიშვნელობის დეკოდირებას
ახდენს და აფასებს შინაარსის მნიშვნელობას, მეთოდისთვის, მონაცემებისა და
შეჯამებისთვის შეკითხვების დასმით. რამდენად კვალიფიციურია გამოცემის ავტორი?
როგორ არის აგებული განსახილველი შემთხვევები ან განაცხადი? რა მტკიცებულებით
არის გამყარებული შეჯამება? რამდენად არის გამოყენებული ფაქტები თუ
მოსაზრებები, განზოგადებულია თუ დაკონკრეტებული? რას ამბობენ საკითხის სხვა
ექსპერტები ამ იდეების შესახებ? არის თუ არა ტექსტში უზუსტობები? დოკუმენტი
რამდენად კარგად დაწერილი, ორიგინალური და ადვილად წასაკითხია? დაფიქრდით
ამ შეკითხვებზე და კითხვის დროს გააკეთეთ ანოტირება.

შეფასების კრიტერიუმები

გამოცემის ძლიერი და სუსტი მხარეების შეფასება რთული ამოცანაა, რომელიც


მაღალი დონის კრიტიკული აზროვნების უნარებს მოითხოვს. საუკეთესო კრიტიკული
ნაშრომი ობიექტური, მიუკერძოებელი მიდგომით იქმნება, რომელშიც ავტორი იყენებს
სხვადასხვა კონკრეტულ კრიტერიუმს და მტკიცებულებაზე დაფუძნებით აფასებს
მიზნის მიღწევის დონეს. შეფასება შესაძლოა იყოს მთლიანად დადებითი, მთლიანად
უარყოფითი ან კომბინირებული. წაკითხულის კრიტიკული გააზრებისთვის:
შეისწავლეთ ტექსტის ლოგიკა, გააანალიზეთ ინფორმაცია და მოახდინეთ მისი

15
აკადემიური წერა

სინთეზი, გამოკვეთეთ დასკვნები, ჩამოაყალიბეთ ინტერპრეტაციები და დაუსვით


შეკთხვები მეთოდებს, დასკვნებს, მოსაზრებებს.
უფრო ეფექტური ფოკუსირებისთვის შეარჩიეთ განსახილველი სტატიისა თუ
წიგნის ძირითადი საკითხი/საკითხები, რომელთა განხილვასაც გეგმავთ. შეაფასეთ
იდეა, მტკიცებულება და ტექსტი, ან ამ ფაქტორების კომბინაცია.

შეაფასეთ კრიტიკულად, რამდენად არის:

იდეა მტკიცებულება ტექსტი

● ლოგიკური ● ამომწურავი ● ცხადი


● რეალისტური ● მიუკერძოებელი ● თანმიმდევრული
● ეფექტური ● უახლესი ● ზომიერი
● დადასტურებული ● დადასტურებული ● ზუსტი
● გამყარებული ● შესაბამისი ● მიზნობრივი
● ორიგინალური ● დამაჯერებელი ● კონკრეტული
● პროფესიონალური ● არაორაზროვანი ● მოცულობითი
● გასაგები ● სწორად ● სტრუქტურირებული
ინტერპრეტირებული

არგუმენტირების აგება

კრიტიკული წერა გულისხმობს ანალიზსა და შეფასებას, რომელიც გამყარებული


არგუმენტაციის სახით არის წარმოდგენილი.

ანალიზი შეფასება არგუმენტირება

დაკვირვება და ინფორმაციის ინფორმაციის, იდეებისა თქვენი მოსაზრების


დანაწევრება: თუ მასალის წარმოდგენა:
ღირებულების

16
აკადემიური წერა

განსაზღვრა მოცემულ
მიზანთან და
კონტექსტთან
შესაბამისობაში:

– მიზეზებისა და შედეგების – ადგენს შესაბამისობას – წარმოადგენს


იდენტიფიცირება – ადგენს მნიშვნელობას მიზეზით
– დასკვნების გაკეთება – ახდენს გამყარებულ
– მტკიცებულებებითა და ინტერპრეტირებას და მოსაზრებას
მაგალითებით გამყარება ასაბუთებს – გამყარებულია
– კავშირების, შედარებებისა და სხვების
დაპირისპირების წარმოდგენა მოსაზრებებთან
– ფაქტებისა და მოსაზრებების შესაბამისობით
გამიჯვნა
– მიზეზების მოძიება

მაგ.: მაგ.: მაგ.:


– რა ურთიერთმიმართება არსებობს – რამდენად ეთანხმებით – წარმოადგინეთ
ორ ობიექტს შორის? ქმედებებს/შედეგებს...? თქვენი მოსაზრება…?
– რაში გამოიხატება ორ ობიექტს – რამდენად – წარმოადგინეთ
შორის კავშირი? მნიშვნელოვანია…? თქვენი გადაწყვეტა…?
– რატომ? რა მიზეზით…?
– როგორ დაამტკიცებთ/უარყოფთ…?

ანალიტიკური ნაშრომი

განმარტება

ანალიტიკური ნაშრომი არის სამეცნიერო-აკადემიური ხასიათის ტექსტი, რომელშიც


გაანალიზებულია ესა თუ ის თეორიული საკითხ(ებ)ი, მოვლენა (მოვლენები),

17
აკადემიური წერა

სტატისტიკური მონაცემები, მხატვრული ან არამხატვრული ტექსტ(ებ)ი,


არავერბალური მხატვრული ნაწარმოებები ან მათი ცალკეული ასპექტები.
ანალიტიკური ნაშრომის უპირველესი ამოცანაა მოცემული საკითხის შესახებ
არსებული სამეცნიერო თვალსაზრისების კრიტიკული მიმოხილვა და
სისტემატიზაცია. ასევე მისასალმებელია სამეცნიერო სიახლის წარმოჩენა და
დასაბუთება, თუ ანალიზის მასშტაბი ამის საშუალებას იძლევა.

ანალიტიკური ნაშრომის შექმნის წინაპირობები და გარემოებები

აკადემიური საქმიანობის სხვადასხვა საფეხურზე სტუდენტს მოეთხოვება


განსხვავებული სირთულის ანალიტიკური ნაშრომის შექმნა. შესაბამისად,
განსხვავდება მასზე მუშაობის პრინციპები, წინაპირობები და გარემოებები. ქვემოთ
მოვიყვანთ ორ შესაძლო ვარიანტს:
ა. სტუდენტს ევალება მასწავლებლის ან გამომცდელის მიერ შერჩეულ საკითხზე
შედარებით მცირე ზომის (მაგ., 4–5 აბზაცის შემცველი) ანალიტიკური ნაშრომის (ესეს)
დაწერა სალექციო/საგამოცდო დროის გარკვეულ პერიოდში. ასეთ შემთხევაში
სტუდენტი ეყრდნობა საკუთარ ცოდნასა და გამოცდილებას გასაანალიზებელი
საკითხის შესახებ და მკაფიოდ გამოხატავს საკუთარ პოზიციას. ამგვარ დავალებას,
ჩვეულებრივ, მიმართავენ სტუდენტის ზოგადი ანალიტიკური და წერითი უნარ–
ჩვევების შესაფასებლად (მაგ., ერთიან ეროვნულ გამოცდებზე).

ბ. სტუდენტს მოეთხოვება შერჩეულ საკითხზე შედარებით ვრცელი


(რამდენიმეგვერდიანი) ანალიტიკური ნაშრომის (მაგალითად, ამა თუ იმ საკითხის
ანალიტიკური მიმოხილვის) დაწერა არასაკლასო სიტუაციაში. ამ ტიპის დავალება
სამეცნიერო მუშაობის ერთ–ერთი სახეა და მისი აუცილებელი წინაპირობაა საკითხის
მეტ–ნაკლებად სიღრმისეული წვდომა. სტუდენტს უნდა ჰქონდეს გარკვეული
თეორიული ცოდნა მოცემულ სფეროში და უნდა შეეძლოს შესაბამისი ბიბლიოგრაფიის

18
აკადემიური წერა

მოძიება. ამ ტიპის ანალიტიკური ნაშრომის შექმნა მეტ დროს მოითხოვს. წერას,


ჩვეულებრივ, წინ უძღვის პირველადი და მეორეული წყაროების ანალიზი და
ანალიტიკური კითხვის პროცესი. წერითი ნაშრომის აუცილებელი კომპონენტია
რეფერირებული წყაროების დამოწმება. რადგან ამ ტიპის ანალიტიკური ნაშრომი
საკითხისადმი სამეცნიერო მიდგომას მოითხოვს, სტუდენტი ბევრად უფრო
ფრთხილად გამოხატავს საკუთარ პოზიციას.
საუნივერსიტეტო საფეხურზე სტუდენტს მოეთხოვება მეორე ტიპის, ანუ სამეცნიერო
ხასიათის ანალიტიკური ნაშრომის შექმნა.

სამიზნე აუდიტორია

სამიზნე აუდიტორია ერთ–ერთია იმ კომპონენტთაგან, რომლებიც აკადემიურ


დისკურსს განასხვავებს სხვა (მაგალითად, პუბლიცისტური) დისკურსისგან და
რომლებსაც აუცილებლად ვითვალისწინებთ, როცა ვირჩევთ წერის სტილს, ნაშრომის
სტრუქტურას, ინფორმაციის დეტალიზაციის ხარისხს, ანალიზის სიღრმეს და ა.შ.
ანალიტიკური ნაშრომის სამიზნე აუდიტორია მეტწილად მოიცავს იმ კვლევითი
მიმართულების სტუდენტებსა და ლექტორებს, რომელსაც ნაშრომში გაანალიზებული
საკითხ(ებ)ი ეხება. შესაბამისად, იგულისხმება, რომ მკითხველი იცნობს მოცემულ
სფეროსა და თემას და არ არის საჭირო ყველა საბაზისო ცნებისა თუ ტერმინის ახსნა.
ამავე დროს, უნდა გვახსოვდეს, რომ სამიზნე მკითხველი შეიძლება სიღრმისეულად არ
იცნობდეს ნაშრომში განხილულ ვიწრო საკითხს ან ანალიზის იმ პერსპექტივას,
რომელსაც ნაშრომში ვიყენებთ.

ანალიტიკური ნაშრომის შესაძლო სტრუქტურა

ანალიტიკური ნაშრომის საბაზისო კომპონენტებია შესავალი, საანალიზო ობიექტის


კონტექსტუალიზაცია, ანალიზი და დასკვნა. თითოეული მათგანი მოიცავს მათი
ფუნქციების შესაბამის ქვეკომპონენტებს, რომელთა შემადგენლობა შეიძლება

19
აკადემიური წერა

განსხვავდებოდეს საანალიზო ობიექტის, დასმული საკითხ(ებ)ისა და მიზნების


მიხედვით. ამდენად, უფრო დეტალური ინვარიანტული მოდელის განსაზღვრა
რთულია და, გარკვეულწილად, გაუმართლებელიც. ქვემოთ გთავაზობთ
ანალიტიკური მიმოხილვის შესაძლო ზოგად მოდელს. როგორც უკვე ითქვა, მისი
შემადგენელი საბაზისო ელემენტების შიდა სტრუქტურა შეიძლება განსხვავდებოდეს
ცალკეული ნაშრომის შემთხვევაში:

შესავალი
სფეროსა და თემატიკის წარმოდგენა, საკითხის დაკონკრეტება და მისი აქტუალობის
წარმოჩენა; ნაშრომის მიზნის განსაზღვრა; საკითხთან დაკავშირებული თეორიული
და/ან ემპირიული კონტექსტის მოკლე აღწერა; ანალიზის ძირითადი სტრუქტურული
კომპონენტების მოკლედ წარმოდგენა

კონტექსტუალიზაცია და ანალიზი
(ძირითადი ნაწილი)
საკითხთან დაკავშირებული თეორიული და/ან ემპირიული კონტექსტის დეტალური
ანალიზი; საკითხის ცალკეული ასპექტების გამოვლენა, მათი ურთიერთმიმართებების
განსაზღვრა, სისტემატიზაცია და დაკავშირება ნაშრომის მიზანთან

დასკვნა
ანალიზის შედეგად გამოვლენილი ძირითადი ასპექტების შეჯამება; მათი მნიშვნელობის
ხაზგასმა საკითხის შესწავლისთვის / პერსპექტივების დასახვა

შესავალი

ანალიტიკური ნაშრომის შესავალ ნაწილში განვსაზღვრავთ ანალიზის სფეროსა და


თემას, ვაზუსტებთ საანალიზო საკითხს, მისი განხილვის მნიშვნელობას და შერჩეულ
თეორიულ და მეთოდოლოგიურ პერსპექტივას. თუ ნაშრომში წარმოდგენილი
ანალიზი ვრცელი და კომპლექსურია, შეგვიძლია შესავალშივე მოკლედ
განვსაზღვროთ მისი სტრუქტურა – რა საკითხებს განვიხილავთ და რა
თანმიმდევრობით.

20
აკადემიური წერა

ანალიტიკური ნაშრომის შესავალი ნაწილის აგებაში დაგვეხმარება შემდეგი კითხვები:


რომელ სფეროსა და თემას განვიხილავთ? უფრო ვიწროდ, რომელ საკითხს
განვიხილავთ? რატომ არის ის მნიშვნელოვანი? როგორ/ რა მეთოდით/ რომელი
თეორიის საფუძველზე/ რასთან მიმართებით წარვმართავთ ანალიზს?;
რომელასპექტებს გამოვყოფთ ანალიზისას და რა თანმიმდევრობით?
თითოეულ კითხვას შეიძლება თითო წინადადებით ვუპასუხოთ, თუმცა ეს არ არის
შესავლის აგების აუცილებელი პირობა. ზოგჯერ ერთი და იმავე წინადადებით
შესავლის ორი ან მეტი კომპონენტი გადმოიცემა, მაგალითად, ანალიზის თემა და
საკითხი; ანალიზის თემა და მისი აქტუალობა; მიზნის ფორმულირება შეიძლება
იმთავითვე მოიცავდეს მეთოდოლოგიურ პერსპექტივას და ა.შ. ასევე შესაძლებელია,
რომ შესავლის რომელიმე ელემენტს ერთზე მეტი წინადადება დავუთმოთ.
მიჩნეულია, რომ შესავალი ნაწილი მთლიანი ნაშრომის მოცულობის საშუალოდ 15%-ს
შეიძლება შეადგენდეს.
ნებისმიერი სხვა აკადემიური ნაშრომის მსგავსად, ანალიტიკური ნაშრომის შესავალი
ნაწილის ცალკეული კომპონენტების თანმიმდევრობა მიმართულია ზოგადიდან
კონკრეტულისკენ და პირობითად შეიძლება გამოვსახოთ, როგორც ე.წ.
ამობრუნებული ტრაპეცია – ანალიზის სფეროს და თემატიკის ზოგად ფორმულირებას
მოსდევს საანალიზო საკითხის დაკონკრეტება. ამავე დროს, პირველივე წინადადებაში
სფეროს და/ან თემატიკის დასახელება უზრუნველყოფს ნაშრომის ფოკუსირებულ
ხასიათს. ისევ და ისევ სამეცნიერო მიმართულებიდან და საკითხიდან გამომდინარე,
ნაშრომის ავტორმა შეიძლება განსხვავებული სტრუქტურა არჩიოს, თუმცა მისი ნაწერი
უნდა შეესაბამებოდეს სამეცნიერო–აკადემიური სტილის ნორმებს.

კონტექსტუალიზაცია და ანალიზი (ძირითადი ნაწილი)

კონტექსტუალიზაცია ნიშნავს ანალიზის ობიექტის ან მასთან დაკავშირებული


საკითხის წარმოდგენას თეორიულ ან ემპირიულ კონტექსტში მისი სრულფასოვანი

21
აკადემიური წერა

წარმოჩენის მიზნით, რაც შედარებით მრავალმხრივი ანალიზის საშუალებას მოგვცემს.


დისციპლინის, თემატიკის, დასმული საკითხისა და მეთოდოლოგიური პერსპექტივის
გათვალისწინებით, კონტექსტი შეიძლება მოიცავდეს
– კვლევით გამოცდილებას – თეორიულ და ემპირიულ კვლევებს,
აპრობირებულ მეთოდოლოგიურ მიდგომებს (ანუ, როგორ განიხილავენ მოცემულ
საკითხს მეცნიერები) ან/და
– ემპირიულ და სტატისტიკურ მონაცემებს – ფაქტებს, გარემოებებს,
რაოდენობრივ მონაცემებს და ა.შ. ან/და
– საკანონმდებლო/მარეგულირებელ გარემოსა და მექანიზმებს – კანონებს,
რეგულაციებს, სანქციებს და ა.შ.
ნაშრომის ამ ნაწილში შეგვიძლია წარმოვადგინოთ კონტექსტის შემადგენელი
ელემენტების (შესაბამისი თეორიების/ ფაქტების/ გარემოებების/ რაოდენობრივი
მონაცემების და ა.შ.) აღწერა, გარკვეული მახასიათებლების გამოვლენა, დაკავშირება
შესავალში დასმულ საკითხთან, ანალიზი და სისტემატიზაცია.
როგორც ზემოთ (განმარტების ქვეთავში) აღინიშნა, გარკვეული გარემოებების
გათვალისწინებით, ანალიტიკური ნაშრომის მიზანი შეიძლება იყოს როგორც
საკითხის ანალიტიკური მიმოხილვა, ისე სამეცნიერო სიახლის წარმოჩენა და
დასაბუთება. შესაბამისად, განსხვავებული იქნება ანალიზისა და სისტემატიზაციის
მასშტაბი. სისტემატიზაციის მინიმალური მოთხოვნა შეიძლება განვსაზღვროთ,
როგორც გაანალიზებული საკითხების ერთმანეთთან დაკავშირება გარკვეული
პრინციპით. ანალიზის სიღრმისა და მასშტაბიდან გამომდინარე, სისტემატიზაციის
შედეგი შეიძლება იყოს კლასიფიკაცია (ტიპოლოგია ან ტაქსონომია) და/ან სხვა სახის
მიმართებების დადგენა – გაანალიზებული საკითხები შეიძლება ქმნიდნენ ბინარულ ან
გრადუალურ ოპოზიციას/ ავსებდნენ ერთმანეთს/ ერთი მეორეს განაპირობებდეს, წინ
უსწრებდეს, ახლდეს, გამომდინარეობდეს მისგან და ა.შ.

22
აკადემიური წერა

მაგალითად, თუ ანალიტიკური ნაშრომი რომელიმე თეორიულ საკითხს ეხება,


საკითხის დასმისა და მიზნის განსაზღვრის შემდეგ შეგვიძლია მოკლედ აღვწეროთ,
როგორ განიხილავენ მოცემულ საკითხს და მასთან დაკავშირებულ ასპექტებს
მეცნიერები, როგორ შეიძლება დავაჯგუფოთ არსებული სამეცნიერო თვალსაზრისები,
რა მსგავსება–განსხვავებაა მათ შორის, ერთმანეთის დასკვნებს ეწინააღმდეგებიან,
ავსებენ, აღრმავებენ და ა.შ. შეიძლება ასევე განვსაზღვროთ შემდგომი ანალიზის
საჭიროება და პერსპექტივები.
ნაშრომის ამ ნაწილის სტრუქტურა შეიძლება იყოს უფრო რთული, საფეხურებრივი.
გაანალიზებული საკითხები თუ ასპექტები შეიძლება ერთმანეთიდან
გამომდინარეობდნენ. ყველა მათგანი შეიძლება უშუალოდ არ უკავშირდებოდეს
შესავალში დასმულ საკითხს და მიზნებს, მაგრამ მათი განხილვის გარეშე
ცენტრალური საკითხის ანალიზი არ იქნება სრულყოფილი.
ანალიზი იმთავითვე გულისხმობს, რომ მის ავტორს აქვს გარკვეული პოზიცია
გაანალიზებული საკითხ(ებ)ის მიმართ. ანალიტიკური ნაშრომი უნდა ასახავდეს
ავტორის თვალსაზრისს, თუმცა ეს არ ნიშნავს ზედაპირული ან საფუძველს
მოკლებული მოსაზრებებისა და „შთაბეჭდილებების“ გადმოცემას. ავტორის
თვალსაზრისი უნდა იყოს ობიექტური, არგუმენტირებული; უნდა ეყრდნობოდეს
საკითხის შეძლებისდაგვარად ფართო ხედვასა და ანალიზს; უნდა იყოს ავტორის
კომპეტენციის შესადრისი. რაც უფრო კომპეტენტურია ავტორი, მით უფრო
სიღრმისეულად შეუძლია საკითხის დანახვა, გაანალიზება და მეტ–ნაკლებად მყარი
დასკვნების გაკეთება. მეორე მხრივ, საკითხის შესწავლის საწყის ეტაპზე არ უნდა
შევეცადოთ ანალიზის ნაძალადევად გართულებას. ნებისმიერ შემთხვევაში,
აკადემიური წერის პრაქტიკაში დამკვიდრდა ნაკლებკატეგორიული, შერბილებული
ტონის გამოყენება - ე.წ. ჰეჯირება („თავის დაზღვევა“). „ჰეჯირება“ საშუალებას
გვაძლებს, თავი ავარიდოთ ცალსახა და კატეგორიულ განაცხადებს, მოვიშველიოთ

23
აკადემიური წერა

ფაქტებითა თუ წყაროებით განმტკიცებული არგუმენტები და ამავე დროს,


გამოვხატოთ საკუთარი პოზიცია.

დასკვნა

დასკვნითი ნაწილი აჯამებს ნაშრომის ძირითად ნაწილში გამოვლენილ მიმართებებს


და მათ კავშირს შესავალში დასმულ საკითხთან/ მიზანთან. დასკვნაში არ უნდა
მოვიყვანოთ ისეთი არგუმენტი, თეორია თუ მონაცემი, რომელიც
კონტექსტუალიზაციისა და ანალიზის ნაწილში არ გვიხსენებია.
ბუნებრივია, დასკვნაში აისახება კომპეტენციისა და ანალიზის სიღრმე. თუ საკითხის
შესწავლის მოცემულ ეტაპზე არ გვაქვს სერიოზული დასკვნების გაკეთების
საშუალება, შეგვიძლია პირდაპირ განვაცხადოთ ამის შესახებ და დავსახოთ ანალიზის
შემდგომი ამოცანები. ნებისმიერ შემთხვევაში, აქტუალურობის ხაზგასმა და
პერსპექტივების დასხვა შეიძლება იყოს ანალიტიკური ნაშრომის დასკვნითი ნაწილის
ბოლო ქვეკომპონენტი.

ანალიტიკური ნაშრომისთვის დამახასიათებელი რიტორიკული ფორმები და


ტექნიკები
ანალიტიკური ნაშრომის წამყვანი რიტორიკული ფორმაა მსჯელობა.
კონტექსტუალიზაციისა და ანალიზის ნაწილში მსჯელობასთან ერთად გამოვიყენებთ
განმარტებას, შეჯამებულ გადმოცემას და ექსპოზიციას („ჩვენებას“).
(ანალიტიკურ ნაშრომთან დაკავშირებული მასალა მოამზადა ელენე ტატიშვილმა)

24
აკადემიური წერა

არგუმენტირებული ნაშრომი

ნებისმიერი სამეცნიერო კვლევა მხოლოდ იმას შეიძლება ისახავდეს მიზნად, რაც


შეიძლება ლოგიკური მსჯელობით დასაბუთდეს და სარწმუნო მონაცემებით
გამყარდეს. მსჯელობის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი კი არგუმენტაციაა, რაც
პოზიციის დასაბუთებას და ადეკვატური დასკვნების გაკეთებას გულისხმობს. ამიტომ
არგუმენტირებული ნაშრომის აგების პრინციპების სწავლებას ცენტრალური ადგილი
უკავია აკადემიური წერის სწავლების პროცესში. არგუმენტირებულ ნაშრომში ავტორი
წარმოაჩენს სუბიექტურ მოსაზრებებს, აფიქსირებს საკუთარ პოზიციას და
არგუმენტების მეშვეობით ცდილობს სათქმელის დასაბუთებას. აქედან გამომდინარე,
არგუმენტირებული ნაშრომის მიზანია:
• საკუთარი პოზიციის დაცვა
• რაიმე აზრის სისწორეში მკითხველის დარწმუნება
• მრავალთაგან ერთი შეხედულების დასაბუთება

არგუმენტირებული ნაშრომის სტრუქტურა

არგუმენტირებული ნაშრომის სტრუქტურა რამდენიმე ძირითად პირობას უნდა


აკმაყოფილებდეს. ესენია:
• კონკრეტულობა და ლაკონურობა - წინადადებები მოკლედ, ზუსტად და
მკაფიოდ უნდა გადმოსცემდნენ ავტორის სათქმელს.
• მთლიანობა - ყოველი წინადადება/აზრი/მოსაზრება ლოგიკურად უნდა
უკავშირდებოდეს თემას და ავითარებდეს ძირითად იდეას/თემატურ
წინადადებას.
• თანმიმდევრულობა - ლოგიკური თანმიმდევრობის დაცვა მნიშვნელოვანია
როგორც მთლიან ნაშრომში აბაზაცებს შორის, ასევე აბზაცში წინადადებებს
შორის. თანმიმდევრული წყობა თითოეულ დონეზე ლოგიკურად
გამთლიანებული უნდა იყოს.

25
აკადემიური წერა

შესავალი

ცნობილია, რომ კარგი შესავალი ზრდის წერილობითი ნაშრომის წარმატების


ალბათობას.
შესავალი აბზაცის მახასიათებლები:
• შესავალმა უნდა შეასრულოს „კაუჭის“ ფუნქცია. შესავალი აბზაცი იმდენად
საინტერესო და გამომწვევი უნდა იყოს, რომ მკითხველს აიძულებდეს კითხვის
გაგრძელებას;
• შესავალი აბზაცი მკითხველს უნდა აწვდიდეს ინფორმაციას თემის შესახებ და
ასევე მიუთითებდეს, თუ როგორ იქნება ნაშრომში თემა გაშლილი;
• შესავალი უნდა მოიცავდეს თეზისს ანუ პოზიციას, რომლის დასაბუთებასაც
აპირებს ავტორი.

თეზისი დებულებაა, რომელსაც დასაბუთება სჭირდება. თეზისი წერილობითი


ნაშრომის მამოძრავებელი ღერძია.
ამიტომ მნიშვნელოვანია:
• თეზისი გადმოსცემდეს პოზიციას, რომელიც შემდგომ ნაშრომში დასაბუთდება;
• თეზისი იყოს საკითხი, რომელიც ეფუძნება მოსაზრებას, შეხედულებას,
რომლის დასაბუთებაც შესაძლებელი იქნება/თეზისი იყოს არგუმენტირებადი;
• თეზისი არ უნდა იყოს თავისთავად ცხადი, წინააღმდეგ შემთხვევაში
დასაბუთება აზრს კარგავს;
• თეზისი იყოს კონკრეტული და სასურველია გადმოცემული იყოს ერთი
წინადადებით.

აკადემიურ წერაში ერთ-ერთი ყველაზე გამოყენებადი და გავრცელებული შესავლის


სტრუქტურა ე.წ. SCQA მოდელს ეფუძნება:

26
აკადემიური წერა

სიტუაცია ავტორი გვაწვდის გარკვეულ საფუძველმდებარე ინფორმაციას, რათა


მკითხველის ყურადღება მოიპოვოს და მომზადებული შეხვდეს
ავტორის პოზიციას.
სირთულე რა პრობლემები და წინააღმდეგობები /აზრთა სხვადასხვაობები
არსებობს საკითხთან დაკავშირებით?რატომ აპირებ ამ საკითხზე წერას?
რატომ დაინტერესდი ამ საკითხით?

შეკითხვა შეკითხვა,რომელიც არსებითია მკითხველისათვისდა რომელსაც


უპასუხებ ნაშრომში

პასუხი თეზისი/დებულება,რომლის დასაბუთებასაც აპირებს ავტორი

ძირითადი ნაწილი

ძირითადი ნაწილი აკადემიური ნაშრომის ყველაზე მნიშვნელოვანი მონაკვეთია.


სწორედ აქ ხდება ტექსტის გაშლა და მსჯელობის განვითარება. ძირითადი ნაწილის
მიზანია კომპეტენტური არგუმენტებისა და სარწმუნო მონაცემების საშუალებით
თეზისის დასაბუთება. ძირითად ნაწილში ავტორი გადმოგვცემს საკუთარ პოზიციას
და უკუაგდებს ოპონენტთა სავარაუდო არგუმენტს. მნიშვნელოვანია, რომ ნაშრომში
ყველა არგუმენტი ავტორის პოზიციის გამყარებას ემსახურებოდეს. მწერალმა ისეთი
არგუმენტები უნდა შეარჩიოს,რომლითაც მკითხველის დარწმუნებას მაქსიმალურად
ეფექტურად შეძლებს.

კონტრარგუმენტის გათვალისწინება

არგუმენტირებულ ტექსტს მეტ დამაჯერებლობას შესძენთ, თუ წერისას


საწინააღმდეგო მოსაზრებას გაითვალისწინებთ.

კონტრარგუმენტი დათმობა/კონსესუსი უარყოფა/გაბათილება


კონტრარგუმენტის ნაწილში ხდება მოსალოდნელი წინააღმდეგობის წარდგენა,
რომელიც შეიძლება მკითხველს გაუჩნდეს.

27
აკადემიური წერა

დათმობის ნაწილში ავტორი ეთანხმება, რომ საწინააღმდეგო მოსაზრება ძალაშია,


თუმცა ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რამდენად უფრო ძლიერია მისი არგუმენტები.
უარყოფის ნაწილი არის ავტორის პასუხი კონტრარგუმენტზე. უარყოფა ძირითადად
მიმართულია იმ ეჭვებისკენ, რაც მკითხველს შეიძლება გაუჩნდეს ავტორის
პოზიციასთან დაკავშირებით. აქ ავტორი აჩვენებს, რატომ არის კონტრარგუმენტი
სუსტი და მისი პოზიცია კი ძლიერი.

დასკვნა

დასკვნა იმეორებს და აჯამებს არგუმენტებს, რომელიც წარმოდგენილი იყო ძირითად


ნაწილში. სასურველია, დასკვნა დასრულდეს პროგნოზირებით ან დამარწმუნებელი
წინადადებით, რათა საბოლოოდ შეძლოთ მკითხველის დარწმუნება თქვნი პოზიციის
მართებულობაში.

28
აკადემიური წერა

არგუმენტირებული ნაშრომის ფორმატი

29
აკადემიური წერა

არგუმენტირების აგების ვარიანტები

ვარიანტი I - კვლევის არგუმენტის აგება

არგუმენტის ბირთვი შედგება სამი ელემენტისგან: დებულება, მის მისაღებად საჭირო


ვარაუდები და მტკიცებულებები, რომლებიც ამყარებს ამ ვარაუდს. ამ ბირთვს ამატებთ
ერთ, შესაძლოა ორ ელემენტს: ერთი პასუხობს შეკითხვებზე, საწინააღმდეგო
თვალსაზრისზე და ალტერნატიულ თვალსაზრისზე; მეორე პასუხობს მათ, ვისაც არ
ესმის, როგორ შეესაბამება თქვენი ვარაუდი დებულებას.
კვლევის არგუმენტი აიგება ხუთი სახის შეკითხვაზე პასუხების გაცემით:
1. რა არის თქვენი დებულება?
2. რა ვარაუდი ამყარებს მას?
3. რა მტკიცებულებები ამყარებს ამ ვარაუდებს?
4. როგორ პასუხობთ საწინააღმდეგო თვალსაზრისს და ალტერნატიულ შეხედულებებს?
5. როგორ შეესაბამება თქვენი ვარაუდები დებულებას?

ნიმუში
ბავშვეზე ორიენტირებულ ტელევიზიას შეუძლია ხელი შეუწყოს მათ ინტელექტუალურ
განვითარებას. თუმცა, ამ წვლილს ანეიტრალებს ფაქტორი, რომელმაც შეიძლება ზიანი
მიაყენოს ბავშვის ემოციურ განვითარებას - მეტისმეტი ძალადობა. (დებულება).
მშობლები თანხმდებიან, რომ მაგალითი წარმოადგენს მნიშვნელოვან ზეგავლენას
ბავშვის განვითარებაზე. სწორედ ამიტომ მშობლები ბავშვებს მოუთხრობენ გმირების
შესახებ. მაშინ დამაჯერებელი ჩანს, რომ როდესაც ბავშვები ხედავენ არასასურველ
საქციელს, მათზე ისიც მოახდენს ზეგავლენას. (განმარტებითი მსჯელობა). ერთი დღის
განმავლობაში ბავშვები ხედავენ უამრავ მაგალითს. (ვარაუდი) ყოველდღიურად ბავშვი
ტელევიზორს უყურებს, საშუალოდ, ოთხი საათის განმავლობაში და ხედავს ძალადობის
დაახლოებით თორმეტ მოქმედებას (სმიტი 1992). (ფაქტი). ტარნოვმა გვიჩვენა, რომ
ბავშვები განასხვავებენ ძალადობას ერთმანეთისგან ნახატ ფილმებში და რეალურ
ცხოვრებაში (ალტერნატიული თვალსაზრისის აღიარება). მაგრამ ასეთი მოქმედებების
ყურებით ბავშვები შეიძლება უფრო დაუცველნი გახდნენ სხვა პროგრამებში ნაჩვენები

30
აკადემიური წერა

ძალადობის წინაშე. თუ ისინი მხოლოდ ნახატ ფილმებს და ადამიანებს განასხვავებენ,


მათ შეიძლება იფიქრონ,რომ რეალური მსახიობები გრაფიკულ ძალადობაში
წარმოადგენენ რეალურ ცხოვრებას. (პასუხი). ჩვენ ვერ უგულებელვყოფთ იმ ალბათობას,
რომ ტელევიზიით ნაჩვენები ძალადობა ხელს უწყობს ძალადობისკენ მიდრეკილი
ზრდასრულების ჩამოყალიბებას. (დებულების ხელახლა წარმოდგენა).

წყარო: თურაბიანი, ქეით ლ. 2007. სახელმძღვანელო რეფერატების, თეზისების და


დისერტაციების ავტორებისათვის. „ჩიკაგოს სტილი“ სტუდენტებისა და
მკვლევრებისათვის. ჩიკაგო: ჩიკაგოს უნივერსიტეტის გამომცემლობა. გვ. 74-91

ვარიანტი II - არგუმენტირებული მსჯელობა

არგუმენტირებული მსჯელობა სხვადასხვა დონის განსხვავებული მოსაზრებებისაგან


შედგება, ამიტომ მნიშვნელოვანია, აზრები ისე უკავშირდებოდეს ერთმანეთს, რომ
მკითხველისთვის ადვილად აღქმადი და გასაგები იყოს. არგუმენტაციული წრე
გვეხმარება ინფორმაციას სისტემური სახე მივცეთ:

1. მტკიცება - რას ვამტკიცებ?


2. დასაბუთება - რა საბუთი მომეპოვება?
3. დამოწმება- რით ამართლებს ეს საბუთი ჩემს თვალსაზრისს?
4. მაგალითი - ...
5. დასკვნა - მერე რა?

31
აკადემიური წერა

ნიმუში
შესაძლოა სარწმუნოდ გვეჩვენოს მოსაზრება, რომ სიკვდილით დასჯის გაუქმებამ
შეიძლება დანაშაულის რიცხვის ზრდა გამოიწვიოს, რამდენადაც ადამიანებს ნაკლები
შიში ექნებათ კანონის წინაშე. მრავალრიცხოვანი კვლევები საწინააღმდეგო სურათს
გვიხატავს. უფრო მეტიც, ისინი გვიჩვენებენ, რომ დანაშაული იქ უფრო ცოტაა, სადაც
სიკვდილით დასჯა გაუქმებულია. აშშ - ში სიკვდილით დასჯის აღდგენის შემდეგ
მძიმე დანაშაულთა რიცხვი 42% - ით გაიზარდა. გარდა ამისა, მასაჩუსეტსა და
ტეხასში, სადაც არ მიმართავდნენ სიკვდილით დასჯას, დანაშაულის კოეფიციენტი
გაცილებით ნაკლები იყო, ვიდრე ნიუ - იორკსა და ფლორიდაში, სადაც სასჯელის ამ
ზომას მიმართავდნენ. არც ერთი კრიმინოლოგიური გამოკვლევა არ ადასტურებს, რომ
სიკვდილით დასჯას შეუძლია დანაშაულის რიცხვის შემცირება. (წულაძე)

წყარო: http://www.lumalo.de/deutsch/texte-verfassen/sachtextanalyse-abitur/argumenttypen/

კვლევითი სტატია /კვლევის ანგარიში

განმარტება
კვლევითი სტატია /კვლევის ანგარიში არის მონოგრაფიასთან შედარებით მცირე
ზომის სამეცნიერო ნაშრომი, რომელიც ფოკურისებულია ერთ კონკრეტულ საკითხზე და
ასახავს ავტორის ან ავტორთა ჯგუფის ორიგინალურ კვლევას და არგუმენტირებულ
მიგნებებს (ანუ, მიმოხილვითი ნაშრომისგან განსახვავებით, მიზნად ისახავს ე.წ. ახალი
ცოდნის შექმნას).
კვლევითი სტატია/ანგარიში მეტწილად იბეჭდება პერიოდულ სამეცნიერო
კრებულებში. ამიტომ, მისი მომზადებისას მაქსიმალურად უნდა გავითვალისწინოთ
სამიზნე ჟურნალის სპეციფიკა - როგორც თემატიკის, ისე გაფორმების თვალსაზრისით.
აუცილებელია, ყურადღებით გავეცნოთ რედაქტორის გვერდს, ჟურნალის რამდენიმე
ნომრის შინაარს, პუბლიკაციების თემატიკას და ავტორებისთვის განკუთვნილ
მითითებებს, სადაც განსაზღვრულია სტატიის შესაძლო სიგრძე, დამოწმების სტილი და
ტექნიკური ხასიათის სხვა დეტალები. აკადემიური წერის კურსისთვის დაწერილი

32
აკადემიური წერა

სტატია/ანგარიში უნდა გაფორმდეს ილიას უნივერსიტეტის აკადემიური სტილის


შესაბამისად.
თუ აკადემიური წერის კურსის განმავლობაში მაგისტრანტი არ არის მზად
კვლევითი სტატიის/ კვლევის ანგარიშის დასაწერად (მაგალითად, არ აქვს საშუალება, რომ
კურსის დასრულებამდე შეაგროვოს და დაამუშავოს პირველადი ემპირიული მანაცემები და
ა.შ.), მას შეუძლია წარმოადგინოს ან კვლევის პროექტი (პროსპექტუსი), ან ე.წ. მეორეული
კვლევის ანგარიში, რომელიც არ მოითხოვს ორიგინალური ემპირიული მონაცემების
დამუშავებას.
ამგვარად, საბოლოო ნაშრომის შეიძლება იყოს
ან ა. კვლევითი სტატია /კვლევის ანგარიში
ან ბ. კვლევის პროექტი (პროსპექტუსი, research proposal)
ან გ. მეორეული კვლევა (ე.წ. სამაგიდო კვლევა)

კვლევითი სტატიის/ანგარიშის შესაძლო სტრუქტურა

სტატიის სავალდებულო კომპონენტებია:

შესავალი ნაწილი - მასში განსაზღვრულია საკვლევი სფერო და საკითხი, შეჯამებულია


მოცემული საკითხის შესწავლის ძირითადი მიმართულებები, გამოვლენილია ის
ასპექტები, რომლებიც საჭიროებს დამატებით კვლევას; ყოველივე ამის გათვალისწინებით,
წარმოდგენილია კვლევის მიზანი, მეთოდოლოგიური მიდგომა და, შესაძლოა, კვლევის
ზოგადი დასკვნა. შესავალი ნაწილის ბოლოს ხშირად შევხვდებით ნაშრომის სტრუქტურის
მოკლე მიმოხილვას, რომელიც ასახავს კვლევის ძირითად საფეხურებს.
ჯ. მ. სუეილზისა და ქ.ბ. ფიკის აკადემიური წერის სახელმძღვანელოში Academic Writing for
Graduate Students. A course for non-native speakers of English (Michigan: 2000, 93-94)
წარმოდგენილია სამეცნიერო ნაშრომის შესავალი ნაწილის ამგვარი სტრუქტურული
მოდელი:

33
აკადემიური წერა

საკვლევი სფეროს და საკითხის დაზუსტება

რომელ საკითხს/ სფეროს ეხება კვლევა


- საკვლევი სფეროს / საკითხის აქტუალურობის ხაზგასმა (არჩევითი)

რატომ არის მნიშვნელოვანი ამ საკითხის კვლევა


- წინა კვლევითი გამოცდილების მიმოხილვა (აუცილებელი)

რა არის უკვე გამოკვლეული


დანაკლისის დადგენა
- რა არ არის გამოკვლეული ან რა მიმართულებით არის საჭირო არსებული
კვლევების გაგრძელება (აუცილებელი)
დანაკლისის შევსება

- კვლევის მიზანი (აუცილებელი)

- კვლევის ძირითადი მიგნების წარმოდგენა (არჩევითი)

- ნაშრომის სტრუქტურის მოკლე მიმოხილვა (არჩევითი)

ძირითადი ნაწილი - ძირითადი ნაწილი, ჩვეულებრივ, შედგება რამდენიმე ქვეთავისგან და


ეთმობა კვლევის ობიექტის სიღრმისეულ განხილვას, მისი სამეცნიერო შესწავლის
აქტუალური ეტაპების კრიტიკულ მიმოხილვასა და სისტამატიზაციას, კვლევის
მეთოდოლოგიური პექსპექტივის ჩამოყალიბებასა და დასაბუთებას, საკითხის შესახებ
საფეხურებრივ მსჯელობას და მიგნებების არგუმენტირებას. ძირითადი ნაწილის
ქვეთავებად დაყოფა და მათი თემატიკა დამოკიდებულია კვლევის მიზანსა და მასშტაბზე.
ქვეთავებში წარმოდგენილია კვლევის ობიექტთან დაკავშირებული თეორიული და
მეთოდოლოგიური საკითხებისა და ემპირიული მასალის არგუმენტირებული ანალიზი.
ჰუმანიტარული დარგების (მაგ., ენათმეცნიერების, ლიტერატურის კვლევის) მაგისტრანტები
ხშირად იყენებენ ამგვარ სტრუქტურულ მოდელს: მათი კვლევითი ნაშრომის ძირითადი
ნაწილის პირველ ორ ან სამ ქვეთავში განხილულია საკვლევ საკითხთან დაკავშირებული
თეორიები ან წარმოდგენილია ემპირიული მასალის შესახებ არსებული ინფორმაცია, ბოლო
ქვეთავი კი, ჩევულებრივ, ეთმობა ემპირიული მასალის ანალიზს და ავტორის ორიგინალურ
მიგნებებს.

34
აკადემიური წერა

დასკვნა - ამ ნაწილში შეჯამებულია კვლევის ძირითადი მიგნებები და ხაზგასმულია მათი


აქტუალურობა. აქვე შესაძლებელია შემდგომი კვლევის პერსექტივების დასახვა.
აბსტრაქტი, საკვანძო სიტყვები
ნაშრომის სათაური

შესავალი

თეორიული მიმოხილვა
(თემატური ქვეთავ(ებ)ი)
ემპირიული მასალის
/პირველადი წყაროების
მიმოხილვა
ემპირიული
მასალის/პირველადი
წყაროების ანალიზი,
მიგნებების
არგუმენტირება

დასკვნა

ბიბლიოგრაფია

სტატიის აგებისას უნდა დავფიქრდეთ, თუ რამდენად კოჰერენტულია ჩვენი ნაშრომი. მისი


ყველა ნაწილი უნდა ემსახურებოდეს საერთო ამოცანას - საკითხის მკაფიოდ განსაზღვრას,
კვლევის ცალკეული ასპექტების სრულყოფილად და ამავე დროს ლაკონურად
წარმოდგენას და ძირითადი მიგნებების არგუმენტირებულად ჩამოყალიბებას. კვლევის
ცალკეული ასპექტების სრულყოფილად წარმოჩენის მცდელობისას არ უნდა გადავუხვიოთ
შესავალში დასმულ საკითხს.

ე.წ. IMRAD-ის სტრუქტურა

ზოგიერთი სამეცნიერო მიმართულების (მაგ., საბუნებისმეტყველო, პოლიტიკისა და


სოციალური მეცნიერებების, ფსიქიკური ჯანმრთელობის, განათლების ადმინისტრირების)
ემპირიული კვლევის ანგარიშები / სტატიები აგებულია ე.წ. IMRAD-ის სტრუქტურული

35
აკადემიური წერა

მოდელის მიხედვით. ხშირად, ამავე პრინციპით იქმნება სტატიების აბსტრაქტებიც.


აკრონიმი „IMRAD“ ასახავს კვლევითი ნაშორმის ცალკეულ ნაწილებს და ასე იშიფრება:
Introduction - შესავალი

Methods (and Materials) - მეთოდები (და მასალები);

Results - (შედეგები)

And - და

Discussion - შედეგების ანალიზი, რომელიც ასევე მოიცავს დასკვნით ნაწილს.

შესავლის შესაძლო სტრუქტურის შესახებ იხ. ზემოთ.

შესავალ ნაწილს, ჩვეულებრივ, მოსდევს საკვლევ საკითხთან დაკავშირებული სამეცნიერო


ლიტერატურის ან სტატისტიკური მონაცემების მიმოხილვა. შესაძლებელია მიმოხილვითი
ნაწილის დაყოფა რამდენიმე თემატურ ქვეთავად. ზოგიერთი სამეცნიერო დარგის
(განსაკუთრებით, სამედიცინო და საბუნებისმეტყველო დარგების) კვლევით ნაშრომებში
მიმოხილვითი ნაწილი მცირე ზომისაა და სტრუქტურულად ერწყმის შესავალს.

აკადემიური წერის კურსისთვის განკუთვნილი კვლევითი ნაშრომისთვის რეკომენდაციას


ვუწევთ მიმოხილვითი ნაწილის ცალკე გამოყოფას და არა შესავალში ინტეგრირებას.

მეთოდების ქვეთავში, წარმოდგენილია კვლევის ზოგადი მეთოდოლოგიური მიდომა,


კვლევის მონაწილეთა ძირითადი მახასიათებლები, აღწერილია კონკრეტული
მეთოდოლოგიური ინსტრუმენტები, გამოყენებული მასალები და აპარატურა (საჭიროების
შემთხვევაში) და კვლევის პროცედურა. აქვე შეიძლება შეგვხვდეს კვლევის
კონტროლირებადი შეზღუდვები (ე.წ. დელიმიტაციები).
შედეგების ნაწილში მოცემულია აღწერილი მეთოდოლოგიის გამოყენებით მიღებული
მონაცემები, რომლებიც კომპლექსურად განხილულია შედეგების ანალიზის ქვეთავში.
ზოგიერთი მიმართულების კვლევის ანგარიშში ამ ნაწილში ასევე წარმოადგენენ კვლევის
არაკონტროლირებად შეზღუდვებს (ე.წ. ლიმიტაციებს). ეს უკანასკნელი სრულდება
დასკვნით, რომელიც შეიძლება სტრუქტურულად ერწყმოდეს ანალიზს, ან ცალკე
ქვესათაურით იყოს გამოყოფილი.

36
აკადემიური წერა

ცალკეული ნაწილების სტრუქტურული სათაურები (შესავალი, მეთოდები, ანალიზი და


დასკვნა) ამ პრინციპით აგებული სტატიის ორგანული ნაწილია. შეიძლება შეგვხვდეს მათი
სხვადასხვა ვარიანტი (მაგ., „მიგნებები“ „შედეგების“ ნაცვლად, ერთ ქვეთავში
გაერთიანებული შედეგები და მათი ანალიზი, მოცემული კომპონენტების განსხვავებული
წყობა, პილოტირება ან ინტერვენცია, როგორც კვლევის დამატებითი ელემენტი და ა.შ.), ან
ქვეთავების თემატური დასახელებები. უნდა გვახსოვდეს, რომ IMRAD არის კვლევითი
ნაშრომის/სტატიის ერთ-ერთი და არა ერთადერთი სტრუქტურული მოდელი.
აბსტრაქტი, საკვანძო სიტყვები აბსტრაქტი, საკვანძო სიტყვები
ნაშრომის სათაური ნაშრომის სათაური
შესავალი შესავალი
(+ლიტ.მიმოხილვა)
ლიტ. მიმოხილვა
მეთოდები
მეთოდები
შედეგები შედეგები
დასკვნა დასკვნა

ბიბლიოგრაფია ბიბლიოგრაფია

აკადემიური სტატიის აგებისას აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ, ზოგადად,


აკადემიური სტილის მოთხოვნები და სამეცნიერო ეთიკის საკითხები, რომლებიც
რიდერის ცალკეულ თავებშია განხილული.

ზოგიერთი (განსაკუთრებით, ჰუმანიტარული) დისციპლინისთვის მისაღებია - და ხშირ


შემთხვევაში, აუცილებელიც - დამატებითი ინფორმაციის სქოლიოში მითითება. მეორე
მხრივ, ტექნიკური და საბუნებისმეტყველო კვლევის ანგარიშებში სქოლიოს გამოყენება
შეზღუდულია. ამდენად, სამეცნიერო-აკადემიური ნაშრომის აგებისას მაქსიმალურად
უნდა გავითვალისწინოთ შესაბამის დისციპლინაში აპრობირებული პრაქტიკა.
გამოქვეყნებულ სტატიას, ჩვეულებრივ, წინ უძღვის აბსტრაქტი (იხ. „აბსტრაქტი“), ბოლოს
კი ერთვის დამოწმებული წყაროების სრული ბიბლიოგრაფიული მონაცემების ამსახველი
სია (სხვადასხვა ჟურნალში ნაშრომის ეს ნაწილი დასათაურებულია, როგორც
ბიბლიოგრაფია, დამოწმებანი ან გამოყენებული ლიტერატურა). სტატია/ანგარიში უნდა
გავაფორმოთ წყაროების დამოწმების იმ წესის მიხედვით, რომელსაც იყენებს სამიზნე
ჟურნალი.

37
აკადემიური წერა

კვლევის პროექტის (პროსპექტუსის) შესაძლო სტრუქტურა

კვლევის პროექტში მკაფიოდ უნდა იყოს წარმოდგენილი საკვლევი საკითხი, მისი


შესწავლის საჭიროება და კვლევის თეორიული და მეთოდოლოგიური ჩარჩო. პროექტმა
ნათლად უნდა დაგვანახოს, რომ მაგისტრანტმა უკვე გააკეთა კონრეტული კვლევითი
არჩევანი, აცნობიერებს მის მნიშვნელობას, გარკვეულწილად იცნობს მის შესახებ არსებულ
სამეცნიერო ლიტერატურას, გააზრებული და დაგეგმილი აქვს კვლევის მეთოდოლოგია,
შეუძლია იმსჯელოს შესაძლო შედეგებზე და მათ აქტუალურობაზე.

კვლევის პროექტის აუცილებელი კომპონენტებია: შესავალი (შესავალი ნაწილის შესაძლო


სტრუქტურა იხ. ზემოთ), ლიტერატურის მიმოხოლვა (საკითხის თეორიული მიმოხილვა),
კვლევის მეთოდოლოგია, მოსალოდნელი შედეგები და მათი თეორიული/პრაქტიკიული
მნიშვნელობა.

კვლევის პროექტის მეთოდოლოგიური ნაწილი დაიწერება მომავალ დროში.

აბსტარქტში უნდა განისაზღვროს საკვლევი საკითხი, მიზანი, კვლევის საჭიროება,


დაგეგმილი მეთოდოლოგია, მოსალოდნელი შედეგები და მათი აქტუალურობა.

ე.წ. მეორეული კვლევა არ მოითხოვს ახალი ემპირიული მონაცემების, სამეცნიერო

სიახლის, ორიგინალური მიგნების წარმოდგენას (ე.წ. „ახალი ცოდნის“ შექმნას). მისი


აუცილებელი პირობაა საკვლევ საკითხთან დაკავშირებული კვლევების შედეგების
ანალიტიკური მიმოხილვა და ერთმანეთთან დაკავშირება. აკადემიური წერის კურსის
მეორე შუალედურ ნაშრომთან (ანალიტიკურ ნაშრომთან) შედარებით, მეორეული კვლევა
მოითხოვს უფრო ფართო თეორიული კონტექსტის გათვალისწინებას და ანალიტიკის
უფრო მაღალ დონეს. მეორეული კვლევის სტრუქტურისთვის იხ. წინამდებარე რიდერის
თავი „ანალიტიკური ნაშრომი“.

38
აკადემიური წერა

კვლევითი სტატიის/ანგარიშის მსგავსად, კვლევის პროექტს (პროსპექტუსს) და მეორეული


კვლევის ამსახველ სტატიას აუცილებლად უნდა ერთვოდეს აბსტრაქტი, საკვანძო სიტყვები
და ბიბლიოგრაფია.

(აკადემიურ სტატიასთან დაკავშირებული მასალა მოამზადა ელენე ტატიშვილმა)

პლაგიატი

პლაგიატის ისტორია საუკუნეებს ითვლის.რომაულ სამართალში ტერმინი


plagium(მოტაცება, ქურდობა) აღნიშნავდა თავისუფალი ადამიანის მონად გაყიდვას,
რისთვისაც დამნაშავე გაროზგვით (ad plagas) ისჯებოდა. 1პლაგიატი, როგორც
ინტელექტუალური სამყაროს მოვლენა, დასაბამს მე-17 საუკუნიდან იღებს. ქართულ
ენაში კი თანამედროვე მნიშვნელობით ფრანგული ენის გავლენით მკვიდრდება.
პლაგიატი აკადემიური სივრცის სერიოზული პრობლემაა. განსაკუთრებულ
სირთულესმაგისტრატურის საფეხურის სტუდენტებთან ვხვდებით. თეორიულად
ყველა სტუდენტმა იცის, რომ პლაგიატი ნებით თუ უნებურად სხვისი იდეების
მითვისებაა, რაც თავისთავად არაკეთილსინდისიერი საქციელი და დანაშაულია,
მაგრამ დაუსჯელობის სინდრომი იმდენად ღრმად არის გამჯდარი სტუდენტის
ცნობიერებაში, პლაგიატის გამო შესრულებული ნაშრომი რომ არ ფასდება და,რიგ
შემთხვევებში,ხელახლაარის საჭირო კურსის გავლა, ჯერ კიდევ ბევრი მათგანის
გაოცებასა და აღშფოთებას იწვევს.
თუ თვალს გადავავლებთ საქართველოს უახლეს ისტორიას, დავინახავთ, რომ
საბჭოთა წარსულმა უარყოფითი გავლენა მოახდინა ინტელექტუალური საკუთრების
დაცვის სფეროზე დასაავტორო უფლებების დაცვისადმი გულგრილობითა თუ

1
Горнфельд А. Г. Плагиат // Энциклопедический словарь Брокгауза и Ефрона : в 86 т. (82 т. и
4 доп.). — СПб., 1890—1907

39
აკადემიური წერა

შესაბამისი მექანიზმების არქონით, უნებურად ხელი შეუწყო პლაგიატის გავრცელებას.


წლების განმავლობაში სასკოლო თუ საუნივერსიტეტო სივრცეში ხშირ შემთხვევაში
ერთი და იგივე ნაშრომები ტრიალებდა, შეცვლილი სახელითა და გვარით.სტუდენტი
თუ მოწავლეპასუხს არ აგებდა მსგავს საქციელზედა ეს კანონზომიერად
ითვლებოდა.არ არსებობდა დამსჯელი მექანიზმი და შესაბამისად, ვერც მისი
აღმოფხვრა ხერხდებოდა. დღეს კი როდესაც ვხდებით ცივილიზებული აკადემიური
სამყაროს ნაწილი, მნიშვნელოვანია ვაღიაროთ, რომ პლაგიატი სენია, რომლისგანაც
უნდა განიკურნოს საზოგადოება და ისწავლოს საავტორო უფლებების პატივისცემა,
რადგან სწორედ საავტორო უფლებების დაცვაა შემოქმედების, გამოგონებისა და
ინოვაციის მოტივატორი.
პლაგიატი სამეცნიერო სფეროში სხვადასხვა ფორმით გვხვდება. მათ შორის
ძირითადია:
სრული პლაგიატი - სხვისი ნაშრომის სრულად მისაკუთრება;
ფრაგმენტული პლაგიატი - სხვისი ნაშრომიდან ცალკეული ნაწილების გამოყენება
წყაროს დასახელების გარეშე;
თვითპლაგიატი - საკუთარი მოსაზრებების გამეორება სხვადასხვა ნაშრომში წყაროს
მითითების გარეშე;
თარგმანი პლაგიატი - უცხოენოვანი წყაროდან ტექსტის ან ტექსტის ნაწილების
გადმოტანა და თარგმნა წყაროს მითითების გარეშე;
სტრუქტურული პლაგიატი - ნაშრომის სტრუქტურის, სარჩევის, თანმიმდევრობის
გადმოტანა;
ვიზუალური მასალის პლაგიატი - სურათების, გრაფიკების, ცხრილების, დიაგრამების
გამოყენება წყაროს მითითების გარეშე.
ციფრულმა ხანამ და ტექნოლოგიურმა პროგრესმასამეცნიერო სფერო ახალი რეალობის
წინაშე დააყენა. თანამედროვე ტექნოლოგიები, ერთი მხრივ, ხელს უწყობს პლაგიატის
გავრცელებას, მეორე მხრივ, სხვადასხვა ანტიპლაგიატი პროგრამების დახმარებით მის

40
აკადემიური წერა

აღკვეთას ემსახურება 2. ამიტომ დღესმთავარიგამოწვევა პლაგიატის პრობლემასთან


დაკავშირებით ცნობიერების ამაღლება, ეფექტური მექანიზმების შემუშავება,
ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვა და მათთან ადაპტაციაა. აღსანიშნავია ის
ფაქტი, რომ 2015 წლიდან ქართულ აკადემიურ სივრცეში ილიას სახელმწიფო
უნივერსიტეტი არის პირველი და ერთადერთი, რომელიც იყენებს პროგრამას (Turnitin)
პლაგიატის პრევენციის მიზნით. პროგრამა ტექსტებს შორის მსგავსების დადგენასა და
პლაგიატის შემთხვევების გამოვლენას უზრუნველყოფს.
ანტიპლაგიატი პროგრამების დანერგვამ და აკადემიურ ნაშრომებზე დაკვირვებამ
ნათლად დაგვანახა, რომ სამეცნიერო ტექსტზე მუშაობის პროცესში პლაგიატის
თავიდან აცილების ერთადერთი გზა კვლევითი უნარ-ჩვევების მაღალ დონეზე
ფლობა, ციტირების, პარაფრაზირებისა და შეჯამების წესების ცოდნა და მათი
მიზნობრივად გამოყენებაა.

ციტატა

ციტატა ლათინური სიტყვაა და საკუთარ ნაშრომში სხვა ადამიანის სიტყვების ან


ორიგინალი ტექსტის ზუსტ, სიტყვასიტყვით გამეორებას ნიშნავს. აკადემიური წერის
სპეციალისტები ციტატის გამოყენებას რამდენიმე შემთხვევაში გვირჩევენ, მათ შორის,
როდესაც
• ციტატა იმდენად ორიგინალურია, რომ შეუძლებელია საკუთარი სიტყვებით
ავტორის მოსაზრების მთელი სიზუსტით გადმოტანა;

2
https://www.welt.de/wissenschaft/article147771071/Neue-Software-spuert-
Plagiate-kuenftig-besser-auf.html

41
აკადემიური წერა

• ციტატაში ჩადებულიასაკვანძო იდეები და კარგ საფუძველს ქმნის მსჯელობის


განვითარებისათვის;
• ციტატას არ ეთანხმებით და გსურთ გააბათილოთ მასში გამოხატული აზრი.

აკადემიურ ნაშრომზე მუშაობის პროცესში ციტატის მოყვანის წესების დაცვას


განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება.
მნიშვნელოვანია იმის ცოდნაც, რომ სამეცნიერო ლიტერატურაში ციტატა და
ციტირება განსხვავებული მნიშვნელობის ტერმინებია და რომ ციტირება (Citatio)
აკადემიურ წყაროს მითითების მნიშვნელობით გამოიყენება, ხოლო ციტატა (Quotation)
კი სხვისი ნათქვამის ზუსტად გამეორების მნიშვნელობით.

ციტატის მოყვანის წესები: 3

ციტატის დასრულების შემდეგ წყარო სათანადო სტილის დაცვით დაამოწმეთ.

დროთა განმავლობაში წყაროების დამოწმების სხვადასხვა სტილი ჩამოყალიბდა.


სამეცნიერო სივრცეში და მოწმების აღიარებული სტანდარტებიდან ირჩევენ
რომელიმეს და მისი წესების დაცვით მიუთითებენ ყველა ტიპის წყაროს. სხვადასხვა
დარგის მეცნიერი თავისი სფეროსათვის შესაფერის ფორმას იყენებს. ერთიანი
სტანდარტის მიხედვით გაფორმებული ნაშრომი ამარტივებს ინფორმაციის მოძიებას,
გადამოწმებას და სხვა ავტორის მიერ მის გამოყენებას. ამასთანავე, სათანადო წესების

3
შედგენილია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური სტილის
სახელმძღვანელოსა და უმბერტო ეკოს წიგნის ,,როგორ დავწეროთ საკვალიფიკაციო ნაშრომი“
მიხედვით;

42
აკადემიური წერა

დაცვით შესრულებული ნაშრომი სტუდენტის პასუხისმგებლობისა და


კომპეტენტურობის მაღალ დონეზე მიუთითებს.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური სტილის წყაროების მითითების
წესები შემუშავებულია ჩიკაგოს სტილზე დაყრდნობით, რაც ციტატის შემთხვევაში
წყაროების მითითების ორფორმატს გულისხმობს:
1) შენიშვნებში მითითების ფორმატი;
2) ტექსტში ჩართული მითითების ფორმატი.

გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ ერთ ნაშრომში მხოლოდ ერთი ფორმატის


გამოყენებაა მიღებული.

ციტატები სანდო, აკადემიური გამოცემებიდან მოიყვანეთ.

სამეცნიერო აკადემიური გამოცემებიდან ციტირება ნაშრომს ხარისხს და


დამაჯერებლობას მატებს და ამასთანავე ავტორის მაღალ პროფესიონალიზმზე
მეტყველებს.მკითხველისათვისკვლევა იმდენად ღირებულია, რამდენადაც სანდოა
მასში გამოყენებული წყაროები.

წყარო გარკვევით და ზუსტად, არაორაზროვნად დაამოწმეთ.

იმავე გვერდზე წყაროს გამეორების შემთხვევაში (რა თქმა უნდა, თუ სხვა წყარო არ
გამოგიყენებიათ) შეგიძლიათ სქოლიოში მიუთითოთ სამეცნიერო პრაქტიკაში
გავრცელებული ,,იქვე“ (ibidem).

ერიდეთ ხშირ და ვრცელ ციტატებს.

43
აკადემიური წერა

მნიშვნელოვანია, რომ სამეცნიერო ნაშრომის უდიდესი ნაწილი ავტორის სიტყვებით


იყოს დაწერილი, ხოლო მოსაზრებებისა და თვალსაზრისების გასამყარებლად
ციტატები, პარაფრაზი და შეჯამება გამოიყენოთ. აკადემიურ ნაშრომში, უმეტეს
შემთხვევაში,ხშირი და გრძელი ციტატებიავტორის უუნარობაზე მიუთითებს და ცუდ
ტონად არის მიჩნეული(გადამწყვეტია ნაშრომის ჟანრი). სასურველია, რომ
ციტატებისამეცნიერონაშრომის 20%-ზენაკლებსშეადგენდეს. გასათვალისწინებელია
ის გარემოებაც, რომ ოთხხაზიანიანნაკლებიმოცულობისციტატატექსტშიმოგვყავს
დაბრჭყალები აუცილებელია, ხოლო ხუთანმეტხაზიანიციტატა
გამოიყოფაშეწეულსტრიქონიანიაბზაცისსახით,ბრჭყალების გარეშე.

ნუ ჩაასწორებთ ციტატაში ავტორის მიერ დაშვებულ შეცდომებს.

ნაშრომში ციტატა უცვლელად გადმოიტანეთ, ხოლო მკითხველს შეცდომის გასწვრივ


ფრჩხილებში ჩასმული ლათინური მინიშნებით [sic!] მიუთითეთ.

უცხოენოვანი წყაროდან ციტატა დედნის ენაზე გადმოიტანეთ, თარგმანი კი,


სასურველია, იქვე, ფრჩხილებში ან სქოლიოში, დაურთოთ.

წყაროს დამოწმება აუცილებელია იმ შემთხვევაშიც, თუ ვიყენებთ ზეპირ


გადმოცემას, კერძო წერილებს ან საჯარო გამოსვლებს.

44
აკადემიური წერა

პარაფრაზი 4

პარაფრაზი (Paraphrasis) ბერძნული სიტყვაა და საკუთარ ნაშრომში სხვა ავტორის


მოსაზრებების საკუთარი სიტყვებით გადმოცემას ნიშნავს.პარაფრაზირების ტექნიკა
კომუნიკაციის პროცესში ინფორმაციის გადაცემის ყველაზე ხშირად გამოყენებადი
ეფექტური საშუალებაა. თუ ციტირების შემთხვევაში ავტორის ფრაზა ზუსტად და
უცვლელადგადმოგვაქვს, პარაფრაზის დროს იცვლება აზრის გადმოცემის ფორმა და
ავტორის სათქმელი საკუთარი სიტყვებით გადმოიცემა.
პარაფრაზირების ტექნიკის გამოყენებისას ხშირად დაშვებული შეცდომებია:
წყაროს მიუთითებლობა - წყაროს მითითება პარაფრაზირებისას ისეთივე
აუცილებელი და მნიშვნელოვანია, როგორც ციტირების შემთხვევაში;
ბრჭყალების გამოყენება - პარაფრაზის შემთხვევაში ბრჭყალების გამოყენება არ არის
საჭირო;
სიტყვების გადაადგილება - შეადარეთ პარაფრაზი დედანს, ციტატას ხომ არ ჰგავს
(ბრჭყალების გარეშე) ანდა მხოლოდ სიტყვები ხომ არ არის გადანაცვლებული.
გაითვალისწინეთ, რომ ორიგინალი ტექსტიდან მხოლოდ მნიშვნელოვანი ტერმინები
შეგიძლიათ გადმოიღოთ უცვლელად, შინაარსი კი თქვენი სიტყვებით უნდა
გადმოსცეთ;
შინაარსის შეცვლა - დარწმუნდით, რომ პარაფრაზრებისას, უნებურად, ტექსტის
შინაარსი/ფრაზის მნიშვნელობა არ შეცვლილა.

ხშირად ისმის შეკითხვა, რომელია სწორი ფორმა პერიფრაზი თუ პარაფრაზი? საგულისხმოა, რომ ეს
4

ორი სიტყვა სხვადასხვა მნიშვნელობის მატარებელია, კერძოდ, პერიფრაზი(Gk. Periphrasis) - ეს არის


რიტორიკული ტროპი, გამოთქმა, რომელიცაღწერითგადმოსცემსსხვაგამოთქმისანსიტყვისაზრს (მაგ.,
"საქართველოსდედაქალაქი" - ნაცვლად "თბილისისა"; "ცხოველთამეფე" - ნაცვლად "ლომისა"; ,,წმინდა
მიწა“ - ნაცვლად ,,ისრაელისა“ და ა.შ. ).პარაფრაზი(Gk.Paraphrasis) - ეს არის შინაარსისგადმოცემა.
http://www.nplg.gov.ge/gwdict/index.php?a=term&d=3&t=29796

45
აკადემიური წერა

განვიხილოთ კონკრეტული მაგალითი:

ორიგინალი ტექსტი

სახელმწიფოს ძლიერების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი მისი


მოსახლეობაა. ეს იმას როდი ნიშნავს, რომ მრავალრიცხოვანი მოსახლეობა ძლიერების
გარანტიაა, მაგრამ ძალზე მრავალრიცხოვან ქვეყანას ძლიერების დიდი პოტენციალი
აქვს როგორც შრომითი რესურსების, ასევე დიდი შეიარაღებული ძალების გამოყვანის
თვალსაზრისით. ნაპოლეონის თქმით, ,,ღმერთი ყოველთვის დიდი ბატალიონების
მხარეზეა“. დიდი მნიშვნელობა ენიჭება ქვეყნის მოსახლეობის საერთო კულტურულ
დონეს, განათლებისა და კვალიფიკაციის დონეს და ა.შ. მორგენთაუ და ზოგიერთი
სხვა ავტორი დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ ეროვნულ ხასიათსა და სულისკვეთებას,
როგორც სახელმწიფოს ძლიერების მნიშვნელოვან კომპონენტებს. დიდი მნიშვნელობა
აქვს, აგრეთვე, მოსახლეობის სამხედრო ტრადიციებს, სამხედრო სამსახურის მიმართ
განწყობას და სამხედრო პატრიოტულ სულისკვეთებას(რონდელი 2006, 80).

ვარიანტი I
რონდელს სახელმწიფოს ძლიერების მნიშვნელოვან შემადგენელ ნაწილად
მოსახლეობა მიაჩნია. თუმცა აქვე დასძენს, რომ ძლიერი მოსახლეობა ავტომატურად
არ ნიშნავს ძლიერ სახელმწიფოს. იგი ხაზს უსვამს დიდი მოსახლეობის რაოდენობრივ
უპირატესობებს და მაგალითად მოჰყავს ნაპოლეონის სიტყვები: ,,ღმერთი ყოველთვის
დიდი ბატალიონების მხარეზეა.“ რაოდენობრივად დიდი მოსახლეობის ფიზიკური
უპირატესობების გარდა, მას ქვეყნის ძლიერების ინდიკატორებად კულტურა,
ერუდიცია და პროფესიონალიზმი მიაჩნია და იმოწმებს მორგენთაუსა და სხვადასხვა
ავტორების ხედვას, რომელთა მიხედვით, ქვეყნის ძლიერების განმსაზღვრელი
მოსახლეობის ტრადიციები, მათი მსოფლმხედველობა და
ეთნოფსიქოლოგიაა(რონდელი 2006, 80).

46
აკადემიური წერა

ვარიანტი II
ავტორისაზრით, მოსახლეობასახელმწიფოს ძლიერებისმნიშვნელოვანი კომპონენტია.
ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს ძლიერ სახელმწიფოს, მაგრამ მას დიდი პოტენციალი აქვს
სამხედრო თვალსაზრისით.ასევე დიდი მნიშვნელობა ენიჭება განათლების დონესაც.
მორგენთაუ და სხვა ავტორები სახელმწიფოს ძლიერების განმსაზღვრელ
მნიშვნელოვან კომპონენტებად მოიაზრებენ ეროვნულ ხასიათს, სამხედრო
ტრადიციებსა და პატრიოტიზმს.

ვარიანტი I - პარაფრაზის ნიმუშია, ხოლო ვარიანტი II - პლაგიატის, რადგან


• არ არის მითითებული წყარო;
• შეცვლილია შინაარსი;
• რიგ შემთხვევებში მხოლოდ სიტყვებია გადაადგილებული.

ძირითადი დამხმარე ფრაზები პარაფრაზირების ტექნიკის გამოყენებისას:

• ავტორი აღნიშნავს ...


• ავტორი ადასტურებს...
• ავტორი ასახელებს...
• ავტორი აყალიბებს ...
• ავტორის აზრით ...
• ავტორი აცხადებს ...
• ავტორი ყურადღებას ამახვილებს...
• ავტორი ეთანხმება ...
• ავტორი წარმოაჩენს ...

47
აკადემიური წერა

• ავტორი შენიშნავს...
• ავტორი იმოწმებს ...
• ავტორს მაგალითად/არგუმენტად მოჰყავს ...
• ავტორის მიხედვით ...
• ავტორის მიზანია ...
• ავტორის არგუმენტები...
• ავტორისთვის მისაღებია ...
• ავტორი უპირატესობას ანიჭებს ...
• ავტორი ფოკუსირებს ...
• ავტორი მიმოიხილავს ...
• ავტორის თვალსაზრისით ...
• ავტორი განსხვავებულად წარმოაჩენს ...
• ავტორი უპირისპირდება...
• ავტორი უარყოფს...
• ავტორი,ერთი მხრივ,... მეორე მხრივ...
• ავტორი ჩამოთვლის ...
• ავტორი მიდის დასკვნამდე, რომ ...
• ავტორი ხაზს უსვამს ...
• ავტორი ფიქრობს ...
• ავტორი იყენებს...
• ავტორი განმარტავს ...
• ავტორი ეყრდნობა ...

48
აკადემიური წერა

შეჯამება

შეჯამება ანუ რეზიუმირება წარმოადგენს საკუთარი სიტყვებით ტექსტის


მნიშვნელოვანი იდეებისა და თვალსაზრისების მოკლეშინაარსის გადმოცემას.
შეჯამების შემთხვევაში ყურადღებას ორიგინალი ტექსტის მხოლოდ ძირითად
საკითხებზე ან ზოგადად ტექსტზე ვამახვილებთ და არა კონკრეტულ დეტალებზე.
ისევე როგორც ციტატის მოყვანისა და პარაფრაზირებისას,შეჯამების შემთხვევაშიც
მნიშვნელოვანია წყაროს/ავტორისდამოწმება.

დასკვნა

ნაშრომის შედგენისას შევეცადეთ სხვადასხვა წყაროდან მოგვეძიებინა


მრავალფეროვანი მასალა და შეძლებისდაგვარად გაგვეთვალისწინებინა ქართულ
საგანმანათლებლო სივრცეში არსებული აკადემიური წერის გამოცდილება და
სამომავლო გამოწვევები. ვიმედოვნებთ, რომ საკითხავი მასალა დაეხმარება
სტუდენტებს წერითი აკადემიური ნაშრომების შესრულებაში და მოკრძალებულ
წვლილს შეიტანს დამწყები მკვლევარისათვის საჭირო აკადემიური წერის უნარ-
ჩვევების გამომუშავებაში.

რადგან მოცემული რიდერისა და მთელი კურსის დახვეწასა და სრულყოფაზე მუშაობა


კვლავაც გრძელდება, ავტორთა ჯგუფი დიდი ინტერესით ელის თქვენს
გამოხმაურებას, რჩევებსა და რეკომენდაციებს.

მოგვწერეთ მისამართზე:
maia.rogava@iliauni.edu.ge

49
აკადემიური წერა

ამონარიდები

ყურადღებით წაიკითხეთ ქვემოთ მოცემული აბზაცები. სქემაზე (ვარიანტი I - კვლევის


არგუმენტის აგება და ვარიანტი II - არგუმენტირებული მსჯელობა) დაყრდნობით
იმსჯელეთ, არის თუ არა მასში წარმოდგენილი არგუმენტირებული მსჯელობისთვის
დამახასიათებელი ყველა ძირითადი ელემენტი.
...
განვითარებული ხელოვნების სფერო და მისი საზოგადოების მიერ აქტიური
მოხმარება ხელს უწყობს არა მარტო ადამიანის განვითარებას, არამედ თვითონ ქვეყნის
ეკონომიკურ განვითარებასა და წინსვლას. საკუთარი ქვეყნის მოქალაქეების გარდა
ხელოვნებაში ფულს ხარჯავენ ასევე ტურისტებიც. მაგ. ცნობილია, რომ 2008წელს
ლუვრის მუზეუმს 8.5 მლნ დამთვალიერებელი ჰყავდა, ეგვიპტეს 2008 წელს ესტუმრა
12.8 მლნ ტურისტი, 2010 წელს იტალიაში 43.6 მლნ (მიღებული შემოსავალი $38.8
მილიარდი), 2013 წელს კი საბერძნეთს 18 მლნ ტურისტი ესტუმრა და 12 მილიარდი
ევრო შეიტანა ქვეყნის ეკონომიკაში (მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის მონაცემები).
ტურისტს უცხო ქვეყანაში სწორედ ადგილობრივი კულტურა აინტერესებს, ტურისტის
ინტერესის ერთ-ერთ მთავარი მიმართულება ტრადიციული, თვითმყოფადი
ხელოვნებაა. მათ აინტერესებთ, ასევე, ადგილობრივი თანამედროვე ხელოვნების
ნიმუშები, რომლებიც მათთვის უცხო შემოქმედებით მიდგომებს მოიცავს. ამდენად,
ტურიზმი ქვეყანაში კულტურის განვითარების ერთ - ერთ მნიშვნელოვან ფაქტორად
განიხილება.
...
სკანდინავიური ქვეყნები ცდილობენ, საერთაშორისო პოლიტიკის წარმოებისას
დაიცვან და შეინარჩუნონ არსებული პოლიტიკა; არ დაუშვან ის, რომ პატარა ქვეყნების
კანონიერი უფლებები შეილახოს. ისეთი ქვეყანა, როგორიც ისრაელია, შვედეთისთვის
სამომავლო საფრთხეს წარმოადგენს, რადგან მას ჰყავს დიდი მეგობრები, ისეთი
თუნდაც, როგორიც ამერიკაა, რის ხარჯზეც ცდილობს, მიისაკუთროს სხვა ქვეყნის

50
აკადემიური წერა

ტერიტორიები, რომლებიც სამართლებრივად მას არ ეკუთვნის, მისი დიდი მეგობრები


კი ხელს უწყობენ იმაში, რომ განახორციელოს ანტიპალესტინური ოპერაციები.
...
„არაბულმა გაზაფხულმა“ ძირეული სოციალური და პოლიტიკური ცვლილებები
განაპირობა რამდენიმე მნიშვნელოვან არაბულ სახელმწიფოში, ხოლო მისგან
წამოსულმა იმპულსებმა თითქმის მთელი ისლამური სამყაროს მასშტაბით ჰპოვა
გამოხმაურება. შექმნილი ახალი რეალობიდან გამომდინარე, ისლამური
ტერორისტული ორგანიზაციები იძულებულნი გახდნენ გადაეხედათ საკუთარი შიდა
ორგანიზაციული სტრუქტურისა თუ საგარეო მიმართულებებისთვის და შეგუებოდნენ
ახალ ვითარებას, რასაც წარმატებით გაართვეს თავი და დღეს „არაბულ
გაზაფხულამდე“ მოქმედი ყველა მნიშვნელოვანი ორგანიზაცია კვლავაც განაგრძობს
საქმიანობას. თუმცა ტერორისტული ორგანიზაციების საქმიანობაში და ზოგადად
ისლამური ტერორიზმის ბუნებაში მნიშვნელოვანი ცვლილებებიც მოხდა.
მაგალითისთვის, 2001 წლის 11 სექტემბერს ამერიკაზე განხორციელებული
ტერორისტული თავდასხმების შემდეგ ისლამური ტერორიზმი ძირითადად
„შორეულ“ სამიზნეზე იყო ორიენტირებული, ხოლო „არაბული გაზაფხულის“ შემდეგ
ეს ტენდენცია შეიცვალა და მთავარი აქცენტი ადგილობრივ, „მოღალატე“
მთავრობებსა და სხვა „მოღალატე“ აქტორებზე გაკეთდა.
...
კულტურის მენეჯერები სტრატეგიულ დაგეგმვას კულტურის სფეროში
მიზანშეუწონლად თვლიან. ისინი ამის არგუმენტირებას ახდენენ იმით, რომ გეგმაეს
მხოლოდ ქაღალდია და შეუძლებელია ხელოვნების დაგეგმვა. ასეთი ფსიქოლოგიური
წინააღმდეგობა შეიძლება გახდეს სერიოზული ბარიერი, რომელსაც მივყავართ
იქამდე, რომ მმართველობითი და შემოქმედებითი პერსონალი არ აზროვნებს და არ
მოქმედებს სტრატეგიულად.
...

51
აკადემიური წერა

მთელს მსოფლიოში არაკომერციული სექტორი ეკონომიკის ერთ-ერთი ყველაზე


ინტენსიურად განვითარებადი სექტორია. თუმცა, ასევე უნდა აღვნიშნოთ, რომ
კომერციული ორგანიზაციები საქართველოში დიდად არ ზრუნავენ საკუთარი იმიჯის
ფორმირებაზე, რაც, რა თქმა უნდა, შემაფერხებელი ფაქტორია, რადგან კულტურულ
ღონისძიებებისა და პროექტების დაფინანსება ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული
ინსტრუმენტია ორგანიზაციის იმიჯის ფორმირებისათვის, რომელსაც განვითარებულ
ქვეყნებში თითქმის ყველა წარმატებული კომერციული ორგანიზაცია მიმართავს.
საქართველოში მსგავსი ტიპის მაგალითად შეგვიძლია დავასახელოთ „თი-ბი-სიბანკი“,
რომელიც საკმაოდ აქტიურადაა ჩართული კულტურული ღონისძიებებისა და
პროექტების დაფინანსებაში და დღეისათვის ერთ-ერთი გამორჩეულია ამ კუთხით.
...
მთელ მსოფლიოში ერთ მილიარდზე მეტი ადამიანისთვის ხელმიუწვდომელია
ხარისხიანი სამედიცინო მომსახურება. პირველ რიგში, ეს აიხსნება პროფესიონალების
დიდი დეფიციტითა და სამედიცინო კადრების არასწორი, გეოგრაფიული
განაწილებით. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო) მონაცემებით, მთელ
მსოფლიოში დამატებით საჭიროა 4,3 მილიონი სამედიცინო კადრი. მილიონობით
ადამიანისთვის კატასტროფული შედეგის მომტანია კადრების კრიზისი ჯანდაცვაში,
მაგრამ, მიუხედავად ამისა, ჯანდაცვის სფეროში მომუშავე თანამშრომლების
მომზადება ამ დეფიციტის აღმოსაფხვრელად, არ არის უზრუნველყოფილი საკმარისი
რაოდენობით.
...
ერთ-ერთი პრობლემა, დაკავშირებული ლექციებთან, არის ის, რომ მათი მოსმენა
რთული საქმეა. იმავე მასალის წაკითხვა სახელმძღვანელოში სწავლის უფრო
ეფექტური გზაა, რადგან სტუდენტებს შეუძლიათ იკითხონ მანამ, სანამ მასალა
მათთვის ნათელი არ გახდება. უბრალოდ, ყურადღების კონცენტრაციაც კი საკმაოდ
რთულია: ადამიანებს შესწევთ უნარი მოისმინონ 400–600 სიტყვა წუთში, მაშინ როცა

52
აკადემიური წერა

ყველაზე მონდომებული პროფესორი ამის მესამედსაც კი ძლივს ახერხებს. ამდენად,


შეუსაბამობა სიჩქარესა და გაგების უნარს შორის, მცონარებაში აგდებს სტუდენტებს.
...
ადამიანში ძილის რეგულარული ციკლიდან ამოვარდნას შეუძლია დროებით
ინტელექტუალური ლაფსუსების გამოწვევა, სტიმულატორებმა კი შეიძლება
გამოიწვიოს მწვავე გვერდითი მოვლენები. რა ელოდება ღამის გამთენებელს, ძნელი
სათქმელია, რადგან უძილობის გავლება ადამიანებზე მრავალგვარია. დევიდ
ბუხჰოლცი, ნევროლოგი და ძილის თერაპევტი ჯონს ჰოპკინსის საავადმყოფოდან,
ამბობს, რომ „ზოგ ადამიანში ძილისათვის განკუთვნილი დროის ოდნავი შემცირებაც
კი სერიოზულ დარღვევებს იწვევს, მაშინ როცა სხვებს შეუძლიათ გაძლონ ძილის
გარეშე რამდენიმე ღამე და ეს არც კი დაეტყობათ“. ადამიანებს, აგრეთვე, სხვადასხვა
მინიმალური მოთხოვნილება გააჩნიათ: ღამის ძილის ხანგრძლივობა რანჟირებს 4-დან
10-საათამდე. ექსპერტები მიიჩნევენ, რომ მნიშვნელოვანია ადამიანმა იცოდეს, თუ რა
რაოდენობით ძილი ესაჭიროება მას.
...
მნიშვნელოვანია, აღვნიშნოთ გლობალიზაციის კიდევ ერთი თანმდევი პროცესი,
რაც ფაქტობრივად სახელმწიფოთა სუვერენიტეტის დაკარგვას ნიშნავს.
სახელმწიფოს სუვერენიტეტის პრინციპი ვესტფალიის სისტემიდან იღებს სათავეს.
Eეს იყო მმართველობის სტრუქტურა, რომლის სათავეებთან
სახელმწიფოებრიობისა და სუვერენულობის პრინციპები იდგა.
სახელმწიფოებრიობა გულისხმობდა მსოფლიოს ტერიტორიულ ერთეულებად
დაყოფას, რომელთაგან თითოეულს ცალკე მთავრობა მართავდა, ხოლო
სუვერენულობა _ თავის კუთვნილ ტერიტორიაზე ყოვლისმომცველ, უზენაეს,
შეუზღუდავ და ექსკლუზიურ კონტროლს. დღეისათვის შეგვიძლია ვამტკიცოთ,
რომ სუვერენიტეტის ძირეული ნორმა აღარ მოქმედებს და მისი აღდგენა
გლობალიზებულ მსოფლიოში შეუძლებელია. როდესაც არსებობს
ზესახელმწიფოებრივი მმართველობის ორგანოები, სახელმწიფოები კარგავენ

53
აკადემიური წერა

უფლებას დამოუკიდებლად წარმართონ თავიანთი საშინაო და საგარეო პოლიტიკა.


მაგალითად, ევროსაბჭო დაჟინებით მოითხოვს საქართველოსაგან თურქი მესხების
ახლო მომავალში დაბრუნებას, რაც მრავალ სირთულესთან არის დაკავშირებული.
....
გლობალისტები მიიჩნევენ, რომ გლობალიზაცია პროგრესის, მოდერნიზაციისა და
განვითარების წინაპირობა და გარანტია, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ ისიც,
რომ, უმეტეს შემთხვევაში, ეს ეხება უკვე განვითარებული ქვეყნების ჯგუფს,
რომლებიც კიდევ უფრო ძლიერდებიან სუსტი და განვითარებადი ქვეყნების
ხარჯზე, მათი ბუნებრივი და შრომითი რესურსების ექსპლუატაციის შედეგად,
რასაც ამ ქვეყნების ეკონომიკა საბოლოო კრიზისამდე მიჰყავს. თანდათან სულ
უფრო აშკარა ხდება ისიც, რომ საერთაშორისო ორგანიზაციები რელურად ვერ
ასრულებენ მათზე დაკისრებულ ფუნქციებს და მხოლოდ განვითარებული
სამყაროს ინტერესებს ემსახურებიან.
...
ყველა კულტურაში ქალებს მიიჩნევენ ბუნებასთან უფრო ახლოს მდგომად, ვიდრე
მამაკაცებს, რომლებიც უფრო მეტად განიხილებიან კულტურაში ჩართულებად.
რადგან კულტურულს ყველგან უფრო მეტ ღირებულებას ანიჭებენ, ვიდრე
უბრალოდ ბუნებრივს, ქალებს, ბუნებასთან სიახლოვის გამო, ნაკლები
ღირებულება ენიჭებათ. ქალებს ბუნებასთან მეტი სიახლოვის მქონედ
განიხილავენ, რადგან რომ მათ სხეულს იგივე რეპროდუქციული ფუნქციები აქვს,
რაც სხვა მდედრობით ძუძუმწოვართა სხეულებს. ეს გულისხმობს მეტ დროს,
ენერგიას და სხეულებრივ რისკს, ვიდრე მამაკაცების რეპროდუქციული როლი.
ამიტომ მამაკაცებს მეტი თავისუფლება და ენერგია რჩებათ ტექნოლოგიის,
ვაჭრობის, ხელოვნების, პოლიტიკის და რელიგიისათვის.
...
ბევრი პედაგოგი ეწინააღმდეგება ნიჭიერთა დაჯგუფების იდეას, რადგან მიაჩნია,
რომ ეს ვერ ახდენს არსებით გავლენას შედეგებზე. პილოტაჟური გამოკვლევა

54
აკადემიური წერა

აჩვენებს, რომ არსებით ცვლილებები არ არის თუ ბავშვები დაყოფილნი არიან


ნელ და სწრაფ კლასებად. ისიც ფაქტია, რომ პილოტაჟურ გამოკვლევათა
უმრავლესობაში ბავშვები დაჯგუფებულ იყვნენ მათი IQ ქულების მიხედვით,
რომლებიც ნაკლებ სანდოა, დასკვნები კი დამყარებულია მიღწევის ქულებზე,
რომლებიც ზომავს მხოლოდ ოსტატობას ან კონკრეტულ დეტალს. სამწუხაროდ,
არ არსებობს რაიმე სანდო ინსტრუმენტი ისეთ სფეროებში განვითარების
გასაზომად, როგორიცაა შემოქმედება, განწყობები, ლატენტური ინტერესი და ნიჭი,
აგრეთვე, შინაგანი უნარი.
...
დღეს, ძალიან ბევრ დიდ ქალაქში, მოსწავლეებს, რომლებიც ჩამორჩებიან
აკადემიურ პროგრამებში, უუნაროდ მიიჩნევენ. სინამდვილეში, მათი უმრავლესობა
ღარიბი, დაბალი კლასის ოჯახებიდანაა. ცხოვრობენ რა იმ ახალგაზრდების
გარემოცვაში, რომელთაც ნაკლებ აინტერესებთ განათლების მიღება, და აქვთ რა
ნაკლები ურთიერთობა მათთან, ვინც სწავლას მოწყურებულია, ამასთანავე, ვერ
ღებულობენ რა მხარდაჭერას ოჯახიდან, ასეთ ბავშვებს უჭირთ იდენტიფიკაცია,
რაც ნაკლებად მოხდებოდა კლასში კარგი მოსწავლეებიც რომ ყოფილიყვნენ.
წარმატების მისაღწევად, ბევრ ბავშვს ეკონომიურად გაჭირვებული ოჯახიდან,
სჭირდება ნიმუში, რომელიც მოტივაციას გაუზრდის. დაჯგუფება კი ტოვებს მათ
ყოველგვარი სტიმულის გარეშე. ისინი უბრალოდ ჩამორჩებიან, რაც
იმედგაცრუებას უფრო გამოიწვევს, ვიდრე აღელვებას შეამცირებს. თუ რომელიმე
მათგანს გამორჩეული უნარი აღმოაჩნდება, მას ნიჭიერთა ჯგუფში გაგზავნიან,

ტოვებენ რა კიდევ უფრო იმედგაცრუებულთ არანიჭიერთა ჯგუფის დანარჩენ


წევრებს.
...
განათლების საკითხი ერთ-ერთი ყველაზე აქტუალურია საზოგადოებისთვის.
დღესდღეობით ყველაზე მწვავე პრობლემას დასაქმება წარმოადგენს. შესაბამისად,
სამსახურის დაწყების მთავარი კრიტერიუმია, თუ როგორი განათლება აქვს

55
აკადემიური წერა

მიღებული ადამიანს. სწორედ განათლებაა პიროვნებისთვის შემდგომი წარმატების


საწინდარი, რის გამოც ხშირია კონკურენცია განათლებულ ადამიანებს შორის.

ამიტომაც აუცილებელია ყურადღება მიექცეს მოზარდთა სწორი და ეფექტური


სწავლა-განათლების ფორმებს.

...
საქართველოში ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების ძირითადი წყარო
სატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვია და მისი წილი ქვეყნის მთლიან
გაფრქვევებში დაახლოებით 71 %-ს შეადგენს . ავტოტრანსპორტიდან ატმოსფერული
ჰაერის დაბინძურების კუთხით ყველაზე მწვავე მდგომარეობა თბილისშია, სადაც
ცხოვრობს ქვეყნის მოსახლეობის დაახლოებით 1/3 და თავმოყრილია მთლიანი
სატრანსპორტო საშუალებების 40 %, რომლის წილი ქალაქის დაბინძურებაში 95 %-ზე
მეტია, რისი მიზეზიც სწორედ ავტომობილების ტექნიკური გაუმართობაა. (pia.ge 2014)
...
ავტოტრანსპორტის დაზღვევა, ავტომფლობელს საშუალებას აძლევს თავიდან
აიცილოს მის მფლობელობაში არსებული ავტოტრანსპორტის დაზიანება-
განადგურების შედეგად წარმოქმნილი ფინანსური დანახარჯები. ავტომობილების
რიცხვი საგრძნობლად მომატებულია ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, მათი
რაოდენობა წარმოადგენს მეტ საფრთხეს, შესაბამისად იმატა ადამიანურმა და
მატერიალურმა დანაკარგებმა ავტოსაგზაო შემთხვევების გამო. საქართველოში
ავტოდაზღვევა ნაკლებად მზარდი ტენდენციებით ხასიათდება. დღეის
მდგომარეობით, რეგისტრირებულია დაახლოებით 900 000-მდე მსუბუქი
ავტოსატრანსპორტო საშუალება, აქედან დაახლოებით 30 000-მდე ავტომობილია
დაზღვეული. ამასთან, აღსანიშნავია, რომ საქართველოში 2013 წელს ავტოსაგზაო
შემთხვევების რეკორდული მაჩვენებელი აღინიშნა. 5510 ავტოსაგზაო შემთხვევის
დროს დაზარალდა 8245 ადამიანი, 514 კი - დაშავდა.
წყარო: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში დაცული ნაშრომები.

56
აკადემიური წერა

გამოყენებული ლიტერატურა:

Analytical vs. Argumentative Research Papers, Writing Guides,


http://www.write.com/writing-guides/research-writing/organization/analytical-vs-
argumentative-research-papers/
Analysis. Writing for College.org
http://www.tc.umn.edu/~jewel001/CollegeWriting/WRITEREAD/Analysis/basics.htm#Org
anize
Campbell, Scott. The Problem of Plagiarism.
http://www-personal.umich.edu/~sdcamp/up540/writingtips.html
Davis, Jason and Rhonda Liss. Effective Academic Writing 3. Oxford: Oxford University Press,
2006.
Dolmage, T. Jay and John Ruszkiewicz. How to write anything. Boston/New-York: Bedford
Bks/St Martin's, 2012.
Essay Writing. Monash University, Language and Learning Online
http://www.monash.edu.au/lls/llonline/writing/general/essay/index.xml
Gillett, Andy, Angela Hammond and Mary Martala. Successful Academic Writing. Edinburgh:
Pearson Education Limited, 2009.
Glasman-Deal, Hilary. Science Research Writing. For Non-Native Speakers of English.
London: Imperial College Press, 2010.
Harris, Robert. Anti-Plagiarism Strategies for Research Papers
http://faculty.ksu.edu.sa/alshayban/Plagiarism/Anti-plagiarism.pdf
Savage Alice and Patricia Mayer. Effective Academic Writing 2 (The Short Essay) Oxford:
Oxford University Press: 2005.
Folse Keith S., Elena Vestri Solomon and David Clabeaux, From Great Paragraphs to Great
Essays, Second Edition, Boston, Mass.: Heinle Cengage Learning, 2010.
Marilyn Patton, Analytical Essay defined, DeAnza College

57
აკადემიური წერა

http://faculty.deanza.edu/pattonmarilyn/stories/storyReader$242
Minto, Barbara. The Pyramid Principle: Logic in Writing and Thinking.
http://www.richardhare.com/2007/09/03/the-minto-pyramid-principle-scqa/
Online Commentary for Abstracts and the Writing of Abstracts, Handbook of Biomedical
Research Writing: The Journal Article Abstract, by Jocelyn Graf,
http://hanyangowl.org/http://hanyangowl.org (Version 1, March 2008).
Shulman, Myra. In Focus: Strategies for Academic Writers. Michigan: University of Michigan
Press, 2008.
Swales, John M. and Christine B. Feak. Academic Writing for Graduate Students. A course for
non-native speakers of English, Michigan: The University of Michigan Press, 2000.
Swales, John M., Vera Irwin, Christine B. Feak, Abstracts and the Writing of Abstracts.
Michigan: The University of Michigan Press, 2009.

Горнфельд А. Г. Плагиат // Энциклопедический словарь Брокгауза и Ефрона : в 86 т. (82


т. и 4 доп.). — СПб., 1890—1907

http://www.nplg.gov.ge/gwdict/index.php?a=term&d=3&t=29796 (25.01.2016)

http://plagiat.htw-berlin.de/ff/definition/was-ist (10.02.2016)

Vey,Birgit.Neue Software spürtPlagiatekünftigbesser auf.


https://www.welt.de/wissenschaft/article147771071/Neue-Software-spuert-Plagiate-
kuenftig-besser-auf.html (15.02.2016)

Plagiat und seine Varianten. https://www.lektorat-unker.de/plagiat (12.02.2016)

ეკო, უმბერტო. 2014. როგორ დავწეროთ საკვალიფიკაციო ნაშრომი. არეტე.

თურაბიანი, ქეითლ. 2007. სახელმძღვანელო რეფერატების, თეზისების და


დისერტაციების ავტორებისათვის. „ჩიკაგოს სტილი“ სტუდენტებისა და
მკვლევრებისათვის. ჩიკაგო: ჩიკაგოს უნივერსიტეტის გამომცემლობა.

58
აკადემიური წერა

ჩუბინიძე, ნინო (რედ.). 2011. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური


სტილი: სახელმძღვანელო წიგნის, სტატიის, დისერტაციისა და სხვადასხვა
აკადემიური ნაშრომის ავტორებისთვის. თბილისი.

აფრიდონიძე, შუქია. 2009. ჩვენი ენა ქართული. ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა.

წულაძე, ლია. 2006. აკადემიური წერა. ინტენსიური სემინარი სოციალური


მეცნიერებების მაგისტრანტებისათვის. თბილისი.

59

You might also like