You are on page 1of 3

მშობელთა კრების ოქმი N 1

                                                         
23.09.2017
მიზანი:
 ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული ახალი სადამრიგებლო მუშაობის
გაცნობა.

განსახილველი  საკითხები:
1) სასკოლო სახელმძღვანელოების მიღება-ჩაბარების აქტების მშობლებისათვის გაცნობა ,
გადაცემა და ხელმოწერებით დადასტურება.

2) სასკოლო შინაგანაწესის გაცნობა.

3) მშობელთა საკონტაქტო მონაცემების დაზუსტება-განახლება.

კრებას ესწრებოდა 22 მშობელი

8 მშობელი საპატიო მიზეზის გამო არ გამოცხადდა

კრება გახსნა კლასის დამრიგებელმა .................მან მშობლებს გააცნო  კრების დღის


 წესრიგი და მიმართა მათ ხომ არ სურდათ რაიმე საკითხის დამატება.

კენჭი ეყარა დღის წესრიგის დამტკიცებას


მომხრე--------22
წინააღმდეგი-----0
თავი შეიკავა-----0

დაადგინეს დღის წესრიგი შემდეგი სახით:


1) მშობელთა კომიტეტის არჩევა

2) მათზე დაკისრებული ვალდებულებების გაცნობა

3) ახალი სადამრიგებლო პროგრამის გაცნობა

      კლასის დამრიგებელმა .........................მშობლებს გააცნო მისი მუშაობის


პრინციპი,აღნიშნა სადამრიგებლო პროგრამის აქტივობების მნიშვნელობა და
მოსწავლეებისა და მშობლების როლი ამ აქტივობების განხორციელებაში, რაც დიდად
შეუწყობს ხელს შემდგომში მოსწავლეთა აკადემიური მოსწრების დონის ამაღლებას და
სწავლის მოტივაციის  გაზრდას.
      ასევე მშობლებს დაურიგდათ სახელმძღვანელოების მიღება-ჩაბარების
ხელშეკრულებები და მიეთითად მისი  შევსების პრინციპებზე.
       მშობლებს განემარტად მოსწავლის ქცევის კოდექსის ის მუხლები, სადაც
აღნიშნულია სკოლის მოსწავლის ჩაცმულობის საკითხი.
      მშობლების გადაწყვეტილებით დიდი ყურადღდება დაეთმობა მათი მხრიდან ამ
საკითხს. ასევე სახელმძღვანელოების მოვლას და მათ აქტიურ მონაწილეობას სასკოლო
ცხოვრებაში

       კრებაზე სხვა განსახილველი საკითხები არ წამოჭრილა.

                   მშობელთა კრების ოქმი N 2

 სსიპ ქალაქ ბათუმის მე-7 საჯარო სკოლასკოლა                        10 დეკემბერი 2018წ.       

კრებას ესწრებოდა 25 მშობელი.

დღის წესრიგი:             
1.      მიმდინარე ნიშნებისა და გაცდენების გაცნობა
2.    მოსწავლეთა ყოფაქცევა  

დღის წესრიგის პირველ საკითხთან დაკავშირებით მოისმინეს:    


კლასის ხელმძღვანელმა  მშობლებს გააცნო მოსწავლეთა მიმდინარე შეფასება და
გაცდენები. მშობლებს დაურიგდათ წინასწარ ამოწერილი ნიშნები და გაცდენები
საგნების მიხედვით.
ისაუბრა მათ ძლიერ და სუსტ მხარეებზე, იმ უნარ-ჩვევებზე რომლებსაც კარგად
ფლობენ ან ვერ ფლობენ.

აზრი გამოთქვა: კრებაზე მშობლებმა გამოთქვეს საკუთარი მოსაზრებები,


პრობლემები. ერთობლივად დავსახეთ ამ პრობლემის გადაჭრის გზები.

დაადგინეს: სკოლის შინაგანაწესის მიხედვით კვირაში გამოვყავით ერთი დღე,


პარასკევი, როდესაც დაინტერესებულ მშბელს შეეძლება მოსვლა და საუბარი
მასწავლებლებთან.

დღის წესრიგის მეორე საკითხთან დაკავშირებით მოისმინეს:    


კლასის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ ამ სასწავლო წელს შეიმჩნეოდა მოსწავლეთა
ყოფაქცევის მკვეთრი ცვლილება. გამოსწორდა დისციპლინა,მაგრამ აკადემიური
მოსწრება კვლავ სავალალო მდგომარეობაში რჩებოდა

აზრი გამოთქვა: კრებაზე მშობლებმა გამოთქვეს საკუთარი მოსაზრებები,


პრობლემები. ერთობლივად დავსახეთ ამ პრობლემის გადაჭრის გზები. 

დაადგინეს:  მოხდებოდა მოსწავლეებთან საუბარი, სადამრიგებლო საათში


ცვლილების შეტანა და ამ საკითხის წინა პლანზე წამოწევა და მუდმივი კონტროლი.
დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების ამოწურვასთან დაკავშირებით
კრება დახურულად გამოცხადდა.

IX ბ კლასის მშობლებთან შეხვედრის


კრების ოქმი N3

     სსიპ ქალაქ ბათუმის მე-7 საჯარო სკოლა                            16 ივნისი 2018 წ.


                                                         

კრებას ესწრებოდა 20 მშობელი.

დღის წესრიგი:             
1.      მეორე სემესტრის დასასრულის  და წლიური ნიშნებისა და გაცდენების გაცნობა;
2.    ექსტერნის ფორმით გამოცდების დაძლევა; მოსწავლეთა ნაწილის პროფესიულ
სასწავლებელში სწავლის გაგრძელება;დარჩენილი მოსწავლეების სწავლის ხარისხის
გაუმჯობესება.

დღის წესრიგის პირველ საკითხთან დაკავშირებით მოისმინეს:    


კლასის ხელმძღვანელმა მშობლებს მიულოცა სასწავლო წლის დასასრული და
გააცნო მოსწავლეთა  შეფასება და გაცდენები. 

აზრი გამოთქვა: კრებაზე მშობლებმა გამოთქვეს საკუთარი მოსაზრებები,


პრობლემები. ერთობლივად გამოვკვეთეთ მე-10 კლასში გადასვლის სავარაუდო
პრობლემები ამ პრობლემის გადაჭრის გზები.

დაადგინეს: მოსწავლეთა ცოდნის ამაღლება არაფორმალური და ინფორმალური


მეთოდით.

დღის წესრიგის მეორე საკითხთან დაკავშირებით მოისმინეს:    


კლასის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ მოსწავლეებისთვის ყველაზე ოპტიმალური და
სასარგებლო გამოსავალი მათთვის საინტერესო ხელობის შესწავლა და დასაქმება
იქნება.

აზრი გამოთქვა: კრებაზე მშობლებმა გამოთქვეს საკუთარი მოსაზრებები და


აღნიშნეს, რომ კარგი იქნებოდა გაგრძელებულიყო მოსწავლეებთან საუბარი .

დაადგინეს: ექსტერნის გამოცდის  დაძლევის შემდეგ ცხრა კლასის ატესტატის აღება


და სწავლის გაგრძელება პროფესიულ კოლეჯში

დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების ამოწურვასთან დაკავშირებით


კრება დახურულად გამოცხადდა.

You might also like