You are on page 1of 4

გაკვეთილის გეგმა მათემატიკაში

კლასები მე-11 და მე-12


მასწავლებელი ზაურ პაპიაშვილი
ჩატარების დრო 16 თებერვალი 2016 წ.
გაკვეთილის თემა ორ წერტილს შორის მანძილის გამოთვლა სივრცეში
გაკვეთილის ხანგრძლივობა 45 წუთი

ძლიერი მხარეები - მოსწავლეებს აქვთ ძლიერი სურვილი მიაღწიონ წარმატებებს მათემატიკაში.


კლასის
სუსტი მხარეები - მოსწავლეებს არა აქვთ მტკიცე საფუძველი მათემატიკის საწყისებში. მათ უჭირთ დაბალი კლასების
დახასიათება
მასალის გახსენება.
მიზანი - მოსწავლეები მართკუთხა კოორდინატთა სისტემაში კოორდინატების გამოყენებით შეძლებენ ორ წერტილს
სასწავლო შორის მანძილის გამოთვლას სივრცეში. განუვითარდებათ სივრცული აზროვნება.
მიზნები და მოსალოდნელი შედეგები - მოსწავლეებს შეუძლიათ სივრცეში ორიენტირება. შეუძლიათ სივრცეში ორ წერტილს შორის
მოსალოდნელი მანძილის გამოთვლა. ფლობენ მართკუთხა კოორდინატთა სისტემას სივრცეში.
შედეგები მათ.XI.8 მოსწავლეს შეუძლია ვექტორებზე ოპერაციების შესრულება და მათი გამოყენება გეომეტრიული და
საბუნებისმეტყველო პრობლემების გადაჭრისას.
აქტივობა № 1. დრო - 10 წთ. (მუშაობა კლასთან)
მოსწავლეებთან ერთად ვიხსენებთ სიბრტყეზე მართკუთხა კოორდინატთა სისტემაში ორ წერტილს შორის
გამოსათვლელ ფორმულას AB = √(X2-X1)2+(Y2-Y1)2 და ვპოულობთ მანძილს ორ წერტილს შორის ამ ფორმულის
გამოყენებით. ამასთან მოსწავლეებს ვეკითხები თუ როგორ მიიღება ეს ფორმულა (იხსენებენ პითაგორას თეორემას).
შემდეგ, მოსწავლეებს ვაძლევ ორ წერტილს კოორდინატებით და ისინი დამოუკიდებლად ითვლიან მანძილს ამ
წერტილებს შორის. ბოლოს ფორმულის სისწორის შესამოწმებლად საზომი რულეტის გამოყენებით ვზომავთ მანძილს A
გაკვეთილის და B წერტილებს შორის და მას ვადარებთ თეორიულად გამოთვლილ შედეგს.
მსვლელობა/ აქტივობა № 2. დრო - 20 წთ. (ჯგუფური მუშაობა)
საკლასო მოსწავლეებს მივანიშნებ - რადგან სიბრტყეზე ნებისმიერ წერტილს შეესაბამება ორი კოორდინატი, ამიტომ სიბრტყე
მენეჯმენტი ორგანზომილებიანია. ამის მსგავსად, ვეკითხები - რამდენგანზომილებიანი შეიძლება იყოს სივრცე და შესაბამისად
რამდენი კოორდინატი იქნება საჭირო წერტილის საპოვნელად სივრცეში. აქვე მოსწავლეებს მოვუთხრობ მცირე ამბავს
დამალული განძის შესახებ (ერთ-ერთ ხევში, მუხის ხის ძირიდან, სადაც ჩამოედინება ნაკადული, გარკვეულ მანძილზე
დამალულია განძი, რომელიც ბავშვებმა უნდა იპოვონ. მუხის ძირიდან ნაკადულის გასწვრივ 10 მ, მარჯვნივ 7 მ და
სიღრმეში 1,5 მ). ისმევა კითხვა: რა არის საჭირო ნივთის საპოვნელად სივრცეში? ნივთის საპოვნელად ბავშვებს
დასჭირდათ ათვლის სათავე და სამი პარამეტრი (კოორდინატი). მოსწავლეები ლოგიკურად მიდიან იმ დასკვნამდე, რომ
ნებისმიერი წერტილის მოსაძებნად სივრცეში საჭიროა ათვლის სათავე და სამი კოორდინატი, რისთვისაც უნდა
გამოვიყენოთ მართკუთხა კოორდინატთა სისტემა სივრცეში.
AB = √(X2-X1)2+(Y2-Y1)2 - ის ანალოგიურად მოსწავლეებს ვთხოვ, თუ შეუძლიათ გამოთქვან მოსაზრება როგორი სახე
ექნება AB მანძილის გამოსათვლელ ფორმულას სივრცეში, რა განსხვავებაა სივრცესა და სიბრტყეს შორის. საბოლოოდ
მივდივართ იმ დასკვნამდე, რომ სივრცის შემთხვევაში შემოდის დამატებით კიდევ ერთი კოორდინატი z. ფორმულა კი
მიიღებს შემდეგ სახეს:
AB = √(X2-X1)2+(Y2-Y1)2+(Z2-Z1)2

მოსწავლეები A (x1,y1,z1); B (x2,y2,z2) კონკრეტული შემთხვევისათვის AB = √(X2-X1)2+(Y2-Y1)2+(Z2-Z1)2 ფორმულის


გამოყენებით ითვლიან AB მანძილს. განსაკუთრებულად უნდა განვიხილოთ x=0 ან y=0 ან z=0 შემთხვევები.

შემდეგ მოსწავლეებს ვყოფ ჯგუფებად და საკლასო ოთახში, რომელსაც მართკუთხა პარალელეპიპედის ფორმა აქვს
განვალაგებ A და B ვაშლებს. მოსწავლეებს წარმოვუდგენ პირობას - ოთახის (მართკუთხა პარალელეპიპედის) ერთ-ერთი
გაკვეთილის ქვედა წვერო არის ათვლის სათავე და მისგან გამომავალი სამი წვერო კი შესაბამისად x,y,z ღერძები. მათი ამოცანაა -
მსვლელობა/ მანძილის საზომი რულეტის და წერტილების კოორდინატების დახმარებით, ფორმულის გამოყენებით გამოთვალონ A
საკლასო და B წერტილებს შორის მანძილი. ამისათვის ეძლევათ განსაზღვრული დრო და რომელი ჯგუფიც პირველად მზად
მენეჯმენტი იქნება და სწორედ ამოხსნის ამოცანას, ის იქნება გამარჯვებული. შედეგის სისწორის შესამოწმებლად მოსწავლეები
მანძილის საზომი რულეტის გამოყენებით ზომავენ მანძილს A და B წერტილებს შორის.
აქტივობა № 3. დრო - 15 წთ. (დამოუკიდებელი მუშაობა და შეჯამება)
კიდევ ერთხელ, მიღებული ცოდნის შესამოწმებლად მოსწავლეებს ვაძლევ წერტილებს კოორდინატებით და ვთხოვ
დამოუკიდებლად გამოთვალონ მანძილი წერტილებს შორის ნასწავლი ფორმულის გამოყენებით. ვაჯამებ რა
გაკვეთილს, ხაზს ვუსვამ, რომ სივრცეში წერტილის საპოვნელად საჭიროა ათვლის სათავე და სამი კოორდინატი.
ბოლოს მოსწავლეებს ვაძლევ დავალებას შესწავლილ საკითხთან დაკავშირებით.
მოსალოდნელი
პრობლემები და რადგან გაკვეთილი ტარდება ორ კლასში, არსებობს რისკი ჯგუფური მუშაობის არაორგანიზებულობისა. ვფიქრობ, ამის
შესაძლო თავიდან აცილება შეგვიძლია შემდეგნაირად: მუშაობის დაწყების წინ მოსწავლეებს მივცეთ მათთვის გასაგები და
პრობლემის ზუსტი ინსტრუქციები.
გადაჭრის გზები
მოსწავლეთა სახელმძღვანელო - გოგიშვილი, ვეფხვაძე, მებონია, ქურჩიშვილი, მათემატიკა XI,
გამომცემლობა „ინტელექტი“, თბილისი 2012 წ. გვერდი 201, 2) კოორდინატები სივრცეში;
სასწავლო
მოსწავლეთა სახელმძღვანელო - გოგიშვილი, ვეფხვაძე, მებონია, ქურჩიშვილი, მათემატიკა XII,
რესურსები
გამომცემლობა „ინტელექტი“, თბილისი 2012 წ. გვერდი 209, 1) კოორდინატები სივრცეში;
ორი ვაშლი - A და B; დაფა და ცარცი; მანძილის საზომი რულეტი.
რამდენად გავიდნენ მოსწავლეები შედეგზე, გავზომავ ჯგუფური მუშაობის შეფასების სქემით (აქტივობა № 2) და
შეფასება და
დამოუკიდებელი მუშაობის შეფასების სქემით (აქტივობა № 3).
თვითშეფასება
ჯგუფური და დამოუკიდებელი მუშაობების შეფასების სქემები იხილე დანართის სახით.
გაკვეთილის რეფლექსია
მოსწავლეებმა მიაღწიეს გეგმით განსაზღვრულ შედეგებს - მათ გაიაზრეს რა განსხვავებაა
სიბრტყესა და სივრცეს შორის, რომ სივრცეში წერტილის საპოვნელად გვჭირდება სამი
კოორდინატი. მართკუთხა კოორდინატთა სისტემის გამოყენებით გამოთვალეს მანძილი ორ
წერტილს შორის სიბრტყეზე და სივრცეში. თეორიული გამოთვლები შეადარეს პრაქტიკულ
გაზომვებს. იმსჯელეს მიღებულ ცდომილობაზე.
კმაყოფილი ვარ იმ ფაქტით, რომ მოსწავლეებს განუვითარდათ საკითხისადმი მეცნიერული
მიდგომის უნარი. მათ თეორია შეადარეს ექსპერიმენტს.
გაკვეთილზე გამოვიყენე სწავლა კეთებით. ამ დროს მოსწავლეები
აწარმოებენ გაზომვებს, იყენებენ ფორმულებს და მიდიან სწორ
შედეგამდე. ამ მეთოდის გამოყენებით მოსწავლეებს აღარ
დაავიწყდებათ შესწავლილი მასალა და უვითარდებათ ცოდნის გამოყენების უნარი პრაქტიკაში. შეეძლებათ
მათ ხელთ არსებული რესურსები გამოიყენონ წარმოქმნილი პრობლემის შესაბამისად მისი გადაწყვეტის
მიზნით.
გამოყენებული სტრატეგიით მოსწავლეთათვის გაკვეთილი გახდა საინტერესო, შესაბამისად ამაღლდა მათი
მოტივაცია, რამაც დადებითი გავლენა იქონია მათი ცოდნის გაღრმავებაზე და პრაქტიკაში გამოყენების
უნარის განვითარებაზე.
გაკვეთილის ხელმეორედ ჩატარების შემთხვევაში გამოვიყენებდი ელექტრონულ რესურსებსაც
პროექტორით, სადაც წარმოდგენილი იქნებოდა მართკუთხა კოორდინატთა სისტემა სიბრტყეზე და
სივრცეში და მათემატიკურ სიმულაციებს.

მოსწავლეები მუშაობენ ჯგუფურად გამარჯვებული გუნდი აწარმოებს გაზომვებს


დანართი
ჯგუფური მუშაობის შეფასების სქემა
კრიტერიუმი 10-9 ქულა 8-7 ქულა 6-5 ქულა 4-1 ქულა
ჯგუფის მიერ სამუშაო ჯგუფმა სამუშაო მიზანი ჯგუფმა სამუშაო მიზანი ჯგუფმა სამუშაო მიზანი ჯგუფმა სამუშაო მიზანი ვერ
მიზნის გააზრება კარგად გააცნობიერა გააცნობიერა ნაწილობრივ გააცნობიერა გააცნობიერა
სამუშაო კარგად სამუშაო არ იყო
სამუშაო ორგანიზებული იყო, სამუშაო ნაწილობრივ იყო
ჯგუფის მიერ სამუშაოს ორგანიზებული იყო. ორგანიზებული, წევრებს
მაგრამ ფუნქციები ორგანიზებული, ფუნქციები
ორგანიზება ფუნქციები სწორად და შორის ფუნქციები არ
არათანაბრად გადანაწილდა. არათანაბრად გადანაწილდა.
თანაბრად გადანაწილდა. გადანაწილდა.
შედეგი არასწორი იყო,
ჯგუფმა მიიღო უნაკლო მიიღო შედეგი, მაგარმ ჯგუფმა ვერანაირი შედეგი
სამუშაოს შედეგი თუმცა მისკენ სავალი გზა
შედეგი. ხარვეზებით. ვერ მიიღო.
სწორად იყო მოძებნილი.
საუკეთესოდ იცავენ დროის საკმარისად იცავენ დროის უჭირთ დროის ლიმიტის
დროის ლიმიტი ვერ იცავენ დროის ლიმიტს
ლიმიტს ლიმიტს დაცვა
წევრებს შორის იყო წევრებს შორის ძირითადად
ზოგჯერ ურთიერთობები არ იყო თანამშრომლობითი
თანამშრომლობა პოზიტიური და საქმიანი პოზიტიური ურთიერთობები
იძაბებოდა გარემო
ურთიერთობები იყო
დამოუკიდებელი მუშაობის შეფასების სქემა
შედეგები 1 - 4 ქ. 5 – 6 ქ. 7 – 8 ქ. 9 – 10 ქ.
მათემატიკური დახმარების გარეშე ვერ არასრულყოფილად აყალიბებს ძირითადად აყალიბებს
ყოველთვის იცის ცნებები,
ცნებების აყალიბებს მათემატიკურ მათემატიკურ ცნებებს. უჭირს მათემატიკურ ცნებებს,
განმარტებები.
ტერმინების ცნებებს, ვერ მოჰყავს მაგალითებისა და ფორმულების მოჰყავს ფორმულები და
მოჰყავს მაგალითები
ცოდნა მაგალითები დასახელება მაგალითები
დახმარების გარეშე ვერ
არასრულყოფილად პოულობს ძირითადად პოულობს ყოველთვის პოულობს ამოცანის
ცოდნის პოულობს ამოცანის
ამოცანის ამოხსნის გზას. ვერ ამოცანისადმი ამოხსნის ამოხსნის გზას,  იშვიათად უშვებს
გამოყენება რომელიმე გზას, ვერ მიდის
ასრულებს მას გზას, მაგრამ ხარვეზებით შეცდომებს (9ქ); იყენებს ცოდნას
ცოდნის გამოყენებამდე
დახმარების გარეშე ვერ ყოველთვის ამყარებს  კავშირს
კავშირი არასრულყოფილად ამყარებს ძირითადად ამყარებს 
ამყარებს კავშირს სხვადასხვა ობიექტებს შორის;
მათემატიკურ კავშირს სხვადასხვა ობიექტებს კავშირს სხვადასხვა
მათემატიკურ ობიექტებს იშვიათად უშვებს შეცდომებს (9ქ);
ობიექტებს შორის შორის ობიექტებს შორის 
შორის შედეგი მიღწეულია
გამოთვლები სწორია, თუმცა
გამოთვლები არ მეტყველებს არასრულყოფილად აკეთებს გამოთვლები მეტნაკლებად შეიცავს მექანიკურ შეცდომებს (9ქ);
გამოთვლები ამოცანის გაგებაზე. შედეგი გამოთვლებს, შედეგი სწორია, თუმცა შეიცავს არჩეული და გამოყენებული აქვს
არაადეკვატურია არასრულყოფილია ტექნიკურ ხარვეზებს გამოთვლების ოპტიმალური ხერხი

You might also like