You are on page 1of 2

ტესტი№-I

მე-3 კლასი
სახელი,გვარი: ტელეფონი:

სკოლა:

1)კალათაში იყო 38 ვაშლი, დედამ გიოს მისცა 5 ვაშლი, ხოლო ნიკას 3-ით მეტი ვიდრე გიოს.
რამდენი ვაშლი არის კალათაში, თუ ბებომ 13 ჩაამატა კალათაში?

პას: 38-5-8+13=38 1ქ

2) მარიამს ჰქონდა 12 ფანქარი. ილიკოს მარიამის ფანქრების რაოდენობის ნახევარი, ხოლო


ნინოს 15 ფანქრით მეტი ვიდრე მარიამს, რამდენი ფანქარი აქვს სამივეს ერთად?

პას: 45 3ქ

3) შეადარეთ გამოსახულებები ერთმანეთს:

1. 75+37-19 70+35-12

2 . 65+37-13+5 40-20+15+17 3ქ

3. 57-15+16 80+13-43

4) ერთ ტომარაში არის 31 კგ ფქვილი, მეორეში კი 7-ით ნაკლები, მესამეში კი იმდენი


რამდენიც პირველში და მეორეში ერთად. რამდენი კგ ფქვილია სამივე ტომარაში ერთად?

პას: 100 3ქ

5) გიორგიმ იყიდა 3 რვეული, ერთი ცალი 30 თეთრად. ირაკლიმ იყიდა 2 საწერი კალამი,
თავისთვის და თავისი დისთვის, 1 ცალი 60 თეთრად. გიორგის და ირაკლის ერთად
ჰქონდათ 7 ლარი და 20 თეთრი. ირაკლის თავისმა დამ სთხოვა ნაყინი რომელიც 1 ლარი და
30 თეთრი ღირდა. რა რაოდენობის თანხა დარჩებოდათ ირაკლის და გიორგის ნაყინის
ყიდვის შემდეგ?

პას: 3 ლარი და 80 თეთრი 3ქ

6) იპოვე კანონზომიერება და დაწერეთ მომდევნო ორი რიცხვი: 2,6,10,14,....

პას: 18;22. 2ქ

7) კაკაბს შეუძლია იცოცხლოს 19 წელი, მერცხალს კი 9 წლით ნაკლები, ხოლო ყვავს 57 წლით
მეტი ვიდრე კაკაბს. რამდენი წლით მეტხანს ცოცხლობს ყვავი მერცხალთან შედარებით?
პას: 66 წელი 2ქ

8) საახალწლო ნაძვისხეს სულ 50 ნათურა აქვს. დიდები, პატარები და საშუალოები. დიდი


ნათურები 20 ცალია, საშუალო 13 ცალი, რამდენი პატარა ნათურა ანთია ნაძვის ხეზე?

პას: 17 1ქ

9) სასკოლო ღონისძიებებისთვის უნდა შეეკერათ რამდენიმე პიჯაკი. ორშაბათს შეკერეს 5


პიჯაკი , სამშაბათს 9, ამის შემდეგ შესაკერი დარჩა 7 პიჯაკი. სულ რამდენი პიჯაკი უნდა
შეეკერათ ღონისძიებებისთვის?

პას: 21 1ქ

10) ქალაქში არის 10 თეატრი, ხოლო მუზეუმი -5 ით ნაკლები, ვიდრე თეატრი. შადრევანი კი
იმდენი რამდენიც თეატრი და მუზეუმი ერთად. რამდენი შადრევანია ქალაქში?

პას: 15 1ქ

11) თავდაპირველად ძმას ჰქონდა 7 თხილი, ხოლო დას რამდენიმე. იმის შემდეგ რაც ძმამ
დას მისცა 2 თხილი მათ გაუთანაბრდათ თხილების რაოდენობა. რამდენი თხილი ჰქონდა
დას თავდაპირველად?

პას: 3 თხილი 1ქ

12) ატმის ხის ერთ ტოტზე 20 ატამია, მეორეზე 13-ით მეტი, ვიდრე პირველზე, ხოლო
მესამეზე 5-ით ნაკლები ვიდრე მეორეზე. სულ რამდენი ატამია ხეზე?

პას:81 3ქ

13) გამოიანგარიშეთ:

1) 57+13-10+7=

2) 77-33+25-13=

პას: 2ქ

14) ანა და გიორგი წავიდნენ სოკოს შესაგროვებლად. ანამ შეაგროვა 37 ცალი სოკო ,
გიორგიმ ანაზე 5-ით მეტი, სულ რამდენი სოკო შეაგროვა ანამ და გიორგიმ ერთად?

პას:79 2ქ

15) იპოვეთ ისეთი ორნიშნა რიცხვი, რომელთა ერთეულების ციფრი 8-ით მეტია ათეულების
ციფრზე?

პას: 80;91 2ქ

You might also like