You are on page 1of 2

დავალება:

ბედნიერება – რევაზ ინანიშვილი


ჩვენი სახლის წინ ჯერ სხვა სახლები და ხეებია, მერე – ვენახები, მერე – მთა.
მთის აქეთა ფერდობზე აქა-იქღა შერჩენილა ბუჩქები, მთის იქით ტყეა, დიდი ტყე.
საღამოობით, როდესაც წვიმს, ან ნაწვიმარია და ცივა, ვეხვევი მამაჩემის თბილ პალტოში,
ფეხებმოკეცილი ვჯდები აივნის კუთხეში მიდგმულ ტახტზე, ნიკაპით ვებჯინები მუშტებს,
ვუყურებ ნაოჭებში ნისლაჩედედებულ, ჩაბუნტებულ მთას და ვფიქრობ:
მთის იქით წვიმის წვეთებით ტოტებდამძიმებული, ძირს დაშტერებული შავი ხეები
დგანან, იმ ხეებს სცივათ.
სცივათ დანაღვლიანებული თვალებით მომზირალ ციყვებსა და კვერნებს.
სცივათ ბუჩქნარში გავლისას გაწუწულ შვლის ნუკრებს.
სცივათ თავდაღუნულ, ქეჩოაჯაგრულ მგლის ლეკვებსაც.
მე თბილად ვარ,
რომ შეიძლებოდეს და მამაჩემის თბილ პალტოში შემომაყუჟებინა კვერნები, ციყვები,
შვლის ნუკრები, თვით მგლის ლეკვებიც კი, – იყვნენ შემოყუჟულნი ჩემი მკლავების ქვეშ და
იყურონ გარეთ მარტო ცხვირგამოყოფილებმა, – მეცა და ისინიც ნამდვილად ბედნიერები
ვიქნებოდით.
მართლა, რა არის ეს ბედნიერება, ასე ხშირად რომ ვნატრობთ?
ალბათ სითბოსავით კარგი რაღაც, არა?
რა თქმა უნდა, როცა ცივა.
1. რამდენი აბზაცია?----------------------------------
2. რამდენი სტრიქონია?---------------------------------------
3. ამოწერე რთული სიტყვები. (სადაც ორი სიტყვაა გაერთიანებული .
დაიმახსოვრე როგორ
იწერება)-----------------------------------------------------------------------------
----------------------------------------------------------------------------------------
-------------------------------------------------------------ხაზი გაუსვი
მოქმედების აღმნიშვნელ სიტყვებს.
4. გადაიყვანე 1 პირში დაწერილი სიტყვები მეორე და მესამე პირში. ( აარჩიე
6 სიტყვა ტექსტიდან.)
ნიმუში:

1პირი -- III პირი--------- 1პირი


ვეხვევი 1პირი --------- ------------
II პირი -- ეხვევი II პირი -------- II პირი ----------
III პირი-- ეხვევა III პირი-------- III პირი---------
1პირი 1პირი --------- 1პირი ----------
------------ II პირი -------- II პირი ----------
II პირი --------- III პირი --------- III პირი--------
წაიკითხეთ ზღაპარი ჯანი როდარის ,, ტელეფონით მოყოლილი ზღაპრიდან’’ და ჩამიწერეთ
ტელეფონით ვიდეოში შთაბეჭდილება. ნიმუში: https://www.youtube.com/watch?v=pEkfJl3WUwc

You might also like