You are on page 1of 5

 

თუ თემა ''ტყუილს'' შეეხება, შეგიძლიათ, კონტექსტის მიხედვით, შეუსაბამოთ:

➡️''სჯობს ტყუილით ქვე ყოფნასა ზე სიმართლით ავიბარგო''


➡️''ტყუილის მთქმელს ის სარგებელი აქვს, რომ მართალსაც აღარ დაუჯერებენო''
➡️''ტყუილის მთქმელს მართალიც აღარ დაუჯერესო''
➡️''სიცრუე და ორპირობა ავნებს ხორცსა, მერმე სულსა''

✔️ძალიან აქტუალურია თემები საზოგადოების აზრსა და დამოკიდებულებაზე. ამ


შემთხვევაში გამოგადგებათ

➡️ხალხი აგამაღლებს და ხალხივე დაგამაღლებსო


➡️ხალხი თუ გამოგეკიდა, წყალში გადავარდიო.
➡️''ხალხი თუ გაქებს, მაშინ თქვი: დუშმანი(მტერი) მრავლად მყოლია''
➡️''ხალხი მოგცემს აღმატებას, ხალხი მოგცემს დაღმატებას''
➡️ხალხი ქვევრია: რასაც ჩასძახებ, იმას ამოგძახებსო
➡️ხალხის სიყვარულით ბავშვები არ იზრდებიანო.

✔️ ცოდნაზე, სწავლასა და განათლებაზე.

➡️''თუ კაცსა ცოდნა არა აქვს გასტანჯავს წუთისოფელი''


➡️''კაცს სწავლა სიბერემდის არ მოსჭარბდებაო''
➡️''ცოდნა სამოთხეა, არცოდნა - ჯოჯოხეთიო''
➡️''ცოდნა სინათლეა, უცოდინარობა - სიბნელეო''
➡️''განათლება ბნელეთის მოციქულთა მმუსვრელიაო''
➡️''სწავლა გონების საზრდოა და ჭკუის წარმატებაო''
➡️''სწავლა მადლის დედაა, ბედის გასაღებიო''

✔️ძალადობა

➡️ძალადობა და ზეწოლა პიროვნების თავისუფლებას ბორკავს და აკნინებსო.


➡️ძალადობა საპასუხო ძალადობას შობსო.

✔️ფულზე, ქრთამსა და ა.შ.

➡️''არამი ფულით ნაყიდი განძი ვის შერჩენიაო''


➡️''ვინც მდიდარია ფულითა, ის ღარიბია სულითა''
➡️''ზოგი ფულის ბატონია, ზოგიც - ფულის ყმაო''
➡️''სადაც ფული ლაპარაკობს, იქ სიმართლე სდუმსო''
➡️''ფულით შეიძენ ხატს, მაგრამ ვერაფრისდიდებით - რწმენას''
➡️''ფულით შეიძლება ჯოჯოხეთი გაანათო, მაგრამ ვერ დაინახო ედემის ბაღი''

✔️ბრიყვზე

➡️''ბრიყვი კაცისა სიცოცხლე, სიკვდილზე უარესია''


➡️''ბრიყვი მიუშვი ნებასა, თვით შეეყრება სნებასა''
➡️''ზოგი დედა ბრიყვია და შვილსაც ბრიყვულად ზრდისო''
➡️''ჰგავს უხორთუმო სპილოსა ჭკვიანი კაცი, ბრიყვია''
➡️''მცოდნე ჭკუადამჯდარია, უვიცია ბრიყვზე ბრიყვი''

✔️ბოროტებასა და აუგზე

➡️''ბოროტებას კიდე-განი არ გააჩნიაო''


➡️''ბოროტება უთუოდ დაისჯებაო''
➡️''თავის ქება კიტრადა ღირს, სხვის აუგი - არც იმადო''
➡️''ვჰგმობ კაცსა აუგიანსა, ცრუსა და ღალატიანსა''
✔️სიკეთეზე

➡️''კეთილის მქმნელს სიკეთე გვერდს ვერ აუქცევს''


➡️''სიკეთე მზის შუქსა ჰგავს - ანათებს და ათბობსო''
➡️''შურმა შური ვერ იგუა, ორივემ კი - სიკეთეო''

✔️თუ თემა ''აღზრდის'' საკითხს შეეხება, შეგიძლიათ არგუმენტებად შემდეგი


გამონათქვამები მოიყვანოთ.
➡️''ყრმათა აღზრდა დიდი საგონებელიაო''
➡️''აღზრდამ გაზრდას ტოლი არ დაუდოო''

✔️შიში

➡️კურდღელს სანამ დაიჭერდნენ, შიშმა უფრო დალიაო.


➡️მგლის შიშით, ცხვარი ვის გაუწყვეტიაო?
➡️''შიში ვერ იხსნის სიკვდილსა, ცუდია დაღრეჯილობა''
➡️შიში მიჩვენე და გაქცევას გიჩვენებო.
➡️''შიშის დროს კაცს ღმერთი აგონდებოდა''
➡️შიშს დიდი თვალები აქვსო.

თავისუფლებაზე
“სჯობს მონობაში გადიდკაცებულს თავისუფლების ძებნაში მკვდარი”-აკაკი წერეთელი

„ხალხი ყიდის თავისუფლებას წყნარი ცხოვრების სანაცვლოდ.“


ენტონი ბერჯესი - „მექანიკური ფორთოხალი“
 “კაცი თავისუფალია,თუ მას არა პიროვნების, არამედ მხოლოდ და მხოლოდ
კანონის მორჩილება სჭირდება” – იმანუელ კანტი
 ფული არის თავისუფლების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი იარაღი,რომელიც
ადამიანმა გამოიგონა” – ფრიდრიხ ოგიუსტ ფონ ჰაიეკი
 „თავისუფლების დასაცავად ცოდნა უკეთესი იარაღია ვიდრე არმია.“ ედვარდ
ევერეტი
„თავისუფლება თავის არ შეკავებაში კი არ არის არამედ, საკუთარი თავის
ფლობაშია“-ფიოდორ დოსტოევსკი
- თავისუფლება პიროვნებისა და ერისა ერთი ერთმანეთთან მჭიდროდ არის
დაკავშირებული. სადაც პიროვნება არაა თავისუფალი, იქ ერი დამონებულია და
დამონებულ ერში, რა თქმა უნდა, პიროვნებაც მონაა. –ვაჟა- ფშაველა

******************************************************************************

აგორებულ ქვას ხავსი არ მოეკიდებაო.

გზა ვინც იცის, ფეხს არ წაჰკრავსო

ვინც აკაკუნებს, კარს იმას უღებენო.

ვინც ცას ორმოდან უყურებს, ცოტას ხედავსო.

კაცს საქმე გამოსცდის და ცხენს გზაო.

მტერმა მტრის ამბავი თუ იცის, მასთან ბრძოლა არ გაუძნელდებაო.

მტერს მტრულად დაუხვდი და მოყვარეს მოყვრულადო

ქარს დათეს, ქარიშხალს მოიმკი.

"ბუნებაზე რომ იბატონო, მას უნდა დაემორჩილო"-ფრენსის ბეკონი

კაცთა სამსჯავროს ძალუძს გულმოწყალების გამოჩენა,ბუნების კანონებზე კი


თხოვნა-მუდარა არ ჭრის -არტურ კლარკი

„როცა ათასები კლავენ ერთს, ვფიქრობ, რომ ამ ერთმა გაიმარჯვა.“


ლეონიდ ანდრეევი - „შვიდი ჩამოხრჩობილის ამბავი“
„გველი, რომელსაც არ შეუძლია კანის გამოცვლა, უნდა მოკვდეს ისევე, როგორც
გონება, რომელსაც არ შეუძლია აზრების ცვლა. ასეთი გონება წყვეტს არსებობას.“
ფრიდრიხ ნიცშე

„ხშირად უსამართლობას სჩადის არა მარტო მოქმედი, არამედ უქმად მყოფიც.“


მარკუს ავრელიუსი - „ფიქრები“

„არსებობს ზღვარი, რომლის გადაკვეთის შემდეგაც, მოთმინება აღარ არის


ღირსება.“
ედმუნდ ბერკი

„ადამიანები, რომლებიც ვერ იტანენ სიმართლეს, ვერ იტანენ მათ, ვისაც ჰყოფნის
სიმამაცე მის სათქმელად.“
ფრანსუა ფენელონი

ეს შენი გზაა და შენ მარტო ხარ. სხვები შეიძლება დაგემგზავრონ, მაგრამ არავინ
ივლის შენს მაგივრად.“
რუმი

„და ისინი, ვინც ცეკვავდნენ გიჟებად შერაცხეს მათ, ვისაც მუსიკის გაგონება არ
შეეძლო.“
ფრიდრიხ ნიცშე

ადამიანები ძირითადად მეტისმეტად სუსტები არიან, რომ თავიანთ ბედი


საკუთარი ხელით გამოჭედონ. არადა ყველაფერი მათ ხელშია.“
პერ ლაგერკვისტი - „ჯუჯა“

„ვერასოდეს მოეგები გონს, ტკივილის გარეშე.“


კარლ გუსტავ იუნგი

„მშვიდ ზღვას არასოდეს შეუქმნია გამოცდილი მეზღვაური.“


ფრანკლინ რუზველტი

„ბავშვები გასაფერადებელი წიგნები ხომ არ არიან, შენი საყვარელი ფერებით რომ


გააფერადო.“
ხალიდ ჰოსეინი - „ფრანით მორბენალი“
„მონებს სჯერათ, რომ მხოლოდ საკვები და სასმელია საჭირო არსებობისთვის.
თავისუფალმა კაცმა იცის, რომ პირველ რიგში, რაც მას სჭირდება, ეს არის
ღირსება.“
ჰელმუტ შტელრეხტი

მერი ჯეინ ვესთი: “ჩვენ მხოლოდ ერთხელ ვცხოვრობთ, მაგრამ თუ ღირსეულად,


მაშინ ერთხელაც საკმარისია!”

ალბერტ აინშტაინი: “ცხოვრება ველოსიპედის ტარებას ჰგავს. ბალანსი რომ


შეინარჩუნოთ, საჭიროა განაგრძოთ მოძრაობა!”

ალბერ კამიუ: ვაპროტესტებ ე.ი. ვარსებობ

You might also like