You are on page 1of 3

კაცია-ადამიანი?!

— ქართველი მწერლის ილია ჭავჭავაძის სატირული მოთხრობა თავად


ლუარსაბ თათქარიძესა და მის ოჯახზე, რომელშიც გაშუქებულია მარადიული პრობლემა
ადამიანის ცხოვრების არსისა. ერთი გამოგონილი პერსონაჟის მაგალითზე გაკრიტიკებულია
ადამიანის ბიოლოგიური არსებობა. მოთხრობაში, ასევე, გაკრიტიკებული არიან
იმდროინდელი ქართველები, როგორც თავად-აზნაურობა, ასევე გლეხები და მათი
ზოგიერთი ჩვეულება.

მოთხრობა “კაცია-ადამიანი?!” დაწერა 1858-1863 წლებში, ილია ჭავჭავაძის მიერ.რას


მიგვანიშნებს ეს სათაური?რათქმაუნდა ამ სათაურის გააზრებისას უნდა გვახსოვდეს რომ
ყველა კაცი არ იმსახურებს ადამიანის წოდებას თუ კი იგი არ აკმაყოფილებს იმ მოთხოვნებს
რომელიც ღმერთმა ადამიანს დააკისრა. ილია ჭავჭავაძე სასტიკი წინააღმდეგი იყო
ბატონყმობის, მიუხედავად იმისა რომ თვითონაც თავადი იყო.მოთხრობა “კაცია-ადამიანი?!”
არის სატირული ჟანრის. სატირა არის მკაცრი დაცინვა, ლუარსაბი იყო ორმოციოდე წლის
კახელი თავადი, რომელიც ცხოვრობდა კახეთის ერთ მივარდნილ ადგილას, თავის
განუშორებელ ცოლთან კნეინა დარეჯანთან ერთად.თავადი უსაქმური იყო და მარტო ჭამაზე
ფიქრობდა, უყვარდა ჩიხირთმა,ლუკები,ბოზბაში და სხვა. ამდენი ჭამისაგან კოტიტა და
ქონით გატენილი თითები, ბალნით დაფარული ხელები, პატივცემული ღიპი, გაბერილი და
განიერად გადმოკიდებული, წითელი თურაშულის ვაშლივით ხაშხაშა ლოყები, მსხვილი
თავი და მორგვივით სქელი კისერი ჰქონდა. ამ ქონში დაკარგული იყო მისი ცით მონაბერი
სული, ქარისგან მოტანილი ქარს გაატანა. სწავლა ღვთის მადლით არაფრისა ჰქონდა.მისი
აზრით კაცი ძირგავარდნილი ქვევრი იყო, რომელსაც დღე ყოველ უნდა ჩააყარო ხორაგიდა
ჩაასხა სასმელი. იგი იძახდა რომ სწავლა საჭირო არ იყო. ”მე თუ წიგნი არ ვიცი,კ აცი აღარ
ვარ, ქუდი არა მხურავს განა!” მე არ მაკლია ხორცი და ფერი, წიგნი რა ვაჟკაცური ხელობაა, ეგ
ქალის საქმეა.

ჩვენი ბატონი ზარმაციც იყო: მამალი როგორც კი იყივლებდა დარეჯანი წამოფრინდებოდა,


ლუარსაბმა კი ხანდახან განაზება იცოდა. სტუმარიც კი ეჯავრებოდა, იმიტომ რომ უნდა
ამდგარიყო და ტანსაცმელი ჩაეცვა. მთელს ზაფხულს ისე გაატარებდა რომ პერანგისა და
მისი ამხანაგის მეტს არაფერს ჩაიცვამდა. ზამთარში კიდევ პერანგზე ქურქს წამოისხამდა თუ
ვინმე დიდი კაცი ეწვეოდა.

სამწუხაროა, რომ ლუარსაბ თათქარიძესთვის არასდროს არ ყოფილა მნიშვნელოვანი


სრულყოფილებისკენ ლტოლვა. მეტიც, მას ამაზე წარმოდგენაც კი არ ჰქონია. მისი
გარეგნობა, ცხოვრების წესი, შეხედულებები, თვისებები სრულიად საპირისპიროს
მეტყველებდა. მწერალი ამ დამოკიდებულებებს ქართველი კაცის ბუნებით ხსნის,
რომელიც ,,ბედსაც და უბედობასაც თანაბრად ემორჩილება ხოლმე. არც ერთისთვის
გაიხეთქს თავს და არც მეორისთვის დაიწყებს ბრძოლას, არის ასე ყველგან ერთნაირად
გულგრილი და შეუპოვარი. ამ გულგრილობას და შეუპოვრობას კმაყოპილებად ადიდებენ,
კმაყოპილება კიდევ-ვიღაცამა სთქვა ბედნიერება არისო” და იყო ლუარსაბიც ბედნიერი და
თვითკმაყოფილი.

ლუარსაბ თათქარიძის უბადრუკი სახლ-კარის ხილვა ყოველ ნორმალურ ადამიანში ერთ


სურვილს უნდა იწვევდეს: ხელები დაიკაპიწოს, ნებისყოფა მაქსიმალურად დათმოს,
მდგომარეობა გონივრულად დაიჭვრიტოს და არსებობის შესანარჩუნებლად
თავდაუზოგავად იშრომოს. თუმცა თუ გავიხსენებთ, რომ ამ ლოგიკური დასკვნის მაგიერ
ლუარსაბი უზომოდ კმაყოფილი და კვეხნის დაუოკებელი სურვილით სავსე, თანაგრძნობის
სურვილი წამსვე გაიფანტება და თათქარიძეობა ყველასთვის მიუღებელი გახდება. ძნელია
მოიწონო ,,ჩაგოდრებული ჩასორსლებული“ დარეჯანის ცრუსაქმიანობა და კვეხნა.
მართალია, ტახტიდან დილიდანვე შავარდენივით გადმოფრინდებოდა, შუბლსაფენზე
ჩითმერდინსაც წაიკრავდა, სიჩქარის გამო ჩითის კაბას ზოგჯერ უკუღმაც ჩაიცვამდა, ჩუსტს
შიშველ ფეხზე შეიმოსავდა და ჩაილურისკენ დაეშვებოდა, მაგრამ სამწუხაროდ, სწორედ
ახლა იწყებოდა კნეინას უთავბოლო საქმიანობა: ,,იქ მუჯლუგუნს წაჰკრავდა,საკერავზედ
მთვლემარე წირპლიან გოგოსა, აქ თავში ჩაუტყაპუნებდა ძონძებში გახვეულ მურიან ბიჭსა:
აქ იმას გაუწყრებოდა-რაზედ? თვითონ კნეინამაც არ იცოდა-რაზედ; აქ იმას
გამოგილანძღავდა-რისთვის? არც ეს იცოდა კნეინამ; დასწყებლიდა, დაჰქოლავდა,
დასტუქსავდა- ერთი სიტყვით-მთელის ღამის ნაგუბარსა წამოანთხევდა ქვეშევრდომებზედ,-
და მერე დაღლილი და დაქანცული შემობრუნდებოდა; თუ გოგო დახვდებოდა, ვერ
მოითმენდა, რომ ერთი მუჯლუგუნი კიდევ არ ეთავაზებინა, ,,მეხი კი დაგეცა“-საც ზედ
დაატანდა, თუ ქეიფზედ იყო,-და ეგრე ქანცგაწყვეტილი შეგორდებოდა ოთახში.

საინტერესოა დარეჯანის სულიერი სამყაროც. გლეხის ქალი ბაბალესთან საუბრისას


დარეჯანი გულდაწყვეტით ამბობს, რომ მან მხოლოდ შაკიკის და და სუნთქვილის ლოცვა
იცოდა, ელისაბედს კი თუ დავუჯერებთ, დარეჯანმა ჯადოობაშიც გაწაფული იყო და
სოლომონ ბრძენის წიგნიც წაკითხული ჰქონდა.

ლუარსაბისა და დარეჯანის ჰარმონიულ ყოფას ერთადერთი რამ აკლდა – ცოლ-ქმარს შვილი


არ ჰყავდა. ცოლ-ქმარმა მკითხავის რჩევის თელეთის ხატიც მოილოცა, მაგრამ უშედეგოდ.
დარეჯანის მუცელში არც ყმაწვილმა გააჩუჩუნა და არც კაბა დაუვიწროვდა. მიუხედავად
ამისა, დარეჯანი იმედს არ კარგავდა და ქმარს ამშვიდებდა: ,,ვშობავ, შენ ნუ მოუკვდენი ჩემს
თავს, ვშობავ, თუ აგრეა!“

სიზარმაცე, შური, უსაქმურობა, გაუტანლობა…შეიძლება ითქვას, სოციალური და


ეროვნული მანკიერებანი ლუარსაბის სახეშია შერწყმული. უარყოფითი პერსონაჟების
დახატვით ავტორი შეახსენებს თავის თანამედროვე საზოგადოებას, როგორ არ უნდა
იცხოვრონ, სწორედ ამიტომ მიმართავს მკითხველს: ,, ნუ იფიქრებ, რომ ამ მოთხრობას შენი
გაჯავრება უნდა. ამას მარტო ის უნდა, რომ შენ დაგანახვოს-რამოდენადაც შეძლება აქვს-შენი
ცუდი, შენი ავი, რომ იცოდე, რა გაისწორო. მინამ სარკეში არ ჩაიხედავ, ან სხვა არ გეტყვის,
ხომ ვერ გაიგებ, რომ პირზედ ურიგობა რამ გატყვია? ეს მოთხრობა სარკე იყოს და მე-თუ
გინდა-მთქმელი ვიქნები. დააკვირდი, იქნება გეცნოს რამე. ესეც იცოდე: მარტო შენი მტერი
დაგიმალავს, შენს სახეზედ რომ ურიგო ჰნახოს რამე, მოყვარე კი მაშინვე სარკეს მოგიტანს,
რომ გაისწორო და ხალხში არ შერცხვე. მ ეც მოყვარესავით გექცევი, – სარკე მოგიტანე,
ამაზედ როგორ უნდა გამიწყრე?!”

თათქარიძეები ანგარიშიანი, ღირსებადაკარგული პერსონაჟები არიან. ლუარსაბი ვერ


აანალიზებს, ვერ აცნობიერებს ქორწილის მთავარ დანიშნულებას, მასსა და დავითს მხოლოდ
ანგარება ამოძრავებთ. ტექსტიდან კარგად ჩანს, რომ სიყვარული ლუარსაბისთვის უცხოა,
იგი დავითს ეუბნება: „ფულზე დაელაპარაკე, როდისთვის გადაიხდისო“, დავითიც დაბალი
ღირსების მატარებელია, მოთხრობაში არ ჩანს ძმის გულშემატკივრობა, სიხარულის
თანაგანცდა, პირიქით შური, როცა „სარძლო“ დაინახა, მაშინვე მჭლე ცოლი გაახსენდა,
აქედან, გამომდინარე დავითიც ყალბია საკუთარი ძმის მიმართ...

„კაცია-ადამიანში?!“ ილია ჭავჭავაძე საკუთარი სათქმელის უკეთ გამოსახატად იყენებს


სხვადასხვა ტროპულ მეტყველების საშუალებას, როგორიცაა: ეპითეტი: „ჩემო აღმატებულო,
გვაროვანოოო“, მეტაფორა: „ქალი აქა ჰდნება“, ფრაზეოლოგიზმი: „მახეში გააბა“, ანუ
მოატყუა...

ილია ჭავჭავაძე ამ მძიმე ტრაგიკულ ამბავს ირონიული, ტრაგი-კომედიული სტილით წერს.

მხატვრული ხერხებით ილია ჭავჭავაძეს სურს ემოციური ელფერი შესძინოს ტექსტს და ასე
მიიტანოს მკითხველამდე.

You might also like