You are on page 1of 1

ილია ჭავჭავაძის „კაცია ადამიანის?!

“ მოცემული მონაკვეთის მიხედვით ნათლად


არის წარმოჩენილი ბატონისა და ხალხის ურთიერთობა, თუ როგორ შეუძლია
დაუზუსტებელი და ყურმოკრული ინფორმაციით მოტყუებული დარჩე.

ნაწარმოების ამ ნაწილში ავტორმა აღწერა ამბავი, თუ, როგორ მიუტანეს მკითხავის


ნათქვამი ლუარსაბს ბიჭებმა. ლუარსაბმა კი, როგორც გაუნათლებელმა, სამყაროს
მოწყვეტილმა, მედროვე ადამინმა მოტანილი ამბავი დაიჯერა, რომ ჯადოს ბრალია,
რადგან ბავშვი არ გიჩნდებათო. ლუარსაბის პიროვნებას ცხადია ყველაზე კარგად
ქართველი კაცი წარმოადგენს. იგივე მდგომარეობაში იმყოფებოდა საქართველო;
მოტყუებული, ვითომდა თავისუფალი, არადა ყველაზე მეტად დაპყრობილი, თავისი
თავით შეშინებული. განა არ შეეძლო ლუარსაბს დაეზუსტებინა ინფორმაცია? განა არ
შეეძლო ამდგარიყო და თავისი ფეხით წასულიყო და ენახა რომ იქ არაფერია? არა, მას
ეს არ უნდა! მას ხელს არაფერი უშლიდა წასული და ენახა რა ხდება სინამდვილეში.
ასეა ქართველი კაცის ბუნებაც. შეუძლია იცხოვროს ტყუილში, წუმპეში და
სიბინძურეში, ოღონდ მისი მე არ შეწუხდეს. შეუძლია იცხოვროს ოთახში, სადაც
სიბნელეა, მაგრამ არ აანთოს სანთლი, იმიტომ, რომ ეზარება, მაგრამ მას აქვს ამის
შესაძლებლობა. ილიას ასევე ძალიან საინტერესოდ აქვს ამ ეპიზოდში წარმოჩენილი
მოხუცი გლეხის საქციელი. მან იცოდა, რომ ეს ინფორმაცია სიმართლეს არ
შეესაბამებოდა, მაგრამ იმაზეც კი არ შეიწუხა თავი, მისულიყო და ვაჟკაცურად
ეთქვა, რომ ატყუებენ. ეს კიდევ მეორე უბედურება, რომელიც ქართველ ერს გვჭირს.
სიმართლეც კი ვიცით, საჭიროზე აუცილებელი ინფორმაცია, მაგრამ ერთმანეთს არ
ვეუბნევით, თავის მომატყებელ სიფრთხილეს ვიჩენთ, თავს ზედმეტად
ვუფთხილდებით. ნუთუ ასეთი მოქმედებებით გვინდა განვითარება? ნუთუ ასეთი
უტიფარი და გაზულუქებული მოქმედებით გვინდა, რომ ჩვენ ადამიანებად
ვიწოდებოდეთ? ჩვენი მოთხოვნილებები მხოლოდ ჭამაზე გადის. ასე ვერ წავა ერი
წინ. გონებას სიმართლე, თავისუფლება და განვითარება ესაჭიროება. ილიამ შეძლო
და გალიაში გამომწყვდეულ ფრინველებს ფრენა გვასწავლა. გვასწავლა, რომ
შეგვიძლია გალიის იქეთაც კი გადავიფრინოთ და გავინავარდოთ; მაგრამ რა
გგონიათ, ვინმემ რომ გვკითხოს ხართ თუ არა ბედნიერები ასეთი ცხოვრებით, ასეთ
გულახდილ პასუხს გავცემთ „ჩვენისთანა ბედნიერი განა არის სადმე ერი?“

©ნიკოლოზ ნანუაშვილი 10.III.2022.

You might also like