You are on page 1of 3

მამათა და შვილთა ბრძოლა

XIX საუკუნის 60-70-იანი წლები უაღრესადა ნაყოფიერი იყო ქართული


მწერლობის ისტორიაში.
სამოციანელთა შეხედულებები ცხოვრების განვითარების უმნიშვნელოვანეს
საკითხზე ძირფესვიანად განსხვავდებოდა ძველი თაობის წარმომადგენელთა
შეხედულებებისგან. სწორედ ეს იყო მიზეზი იმისა, რომ XIX საუკუნის 60-70-იან
წლებში ფართოდ გაჩაღდა ბრძოლა ძველსა და ახალ თაობას შორის.
ბრძოლის საბაბი გახდა ილია ჭავჭავაძის მიერ ჟურნალ „ცისკარში“
გამოქვეყნებული სტატია „ორიოდ სიტყვა თავად რევაზ შალვას-ძის ერისთავის
კოზლოვიდგან „შეშლილის“ თარგმანზედა“. იგი კარგად ხედავდა, რომ კოზლოვის
„შეშლილისა“ და მის მსგავს ნაწარმოებთა თარგმნა და მათი ჟურნალში დაბეჭდვა
ქართული ლიტერატურის დაკნინებასა და ჩამორჩენილობას მოასწავებდა.
ჟურნალ „ცისკრის“ ირგვლივ შემოკრებილმა ძველმა თაობამ არ დააყოვნა ილიას
წერილზე პასუხის გაცემა. „ცისკარში“ გამოქვეყნდა ბარბარე ჯორჯაძის, გიორგი
ბართოვისა და რევაზ ერისთავის საპასუხო სტატიები.
„მამათა“ და „შვილთა“ პირველი შეტაკება ახალი თაობის გამარჯვებით
დამთავრდა.
XIX საუკუნის 70-იან წლებში ახალი ძალით გაიშალა პოლემიკა, ერთი მხრივ,
ილია ჭავჭავაძისა და აკაკი წერეთელს, მეორე მხრივ, გრიგოლ ორბელიანს შორის.
1871 წელს საქართველოში ჩამოვიდა რუსეთის იმპერატორი ალექსანდრე II.
გადაწყვეტილი იყო, რომ იმპერატორისათვის ერთხოვათ საქართველოში უმაღლესი
სასწავლებლის გახსნა. ძველმა თაობამ ითხოვა სამხედრო სასწავლებლის გახსნა.
ახალმა თაობა არ აპატია ძველ თაობას ღალატი და ორპირობა. ილიამ დაწერა
„გამოცანები“ და „კიდევ გამოცანები“, სადაც სასტიკად იყვნენ გამათრახებულნი
ძველი თაობის წარმომადგენლები. გრიგოლ ორბელიონმა ილიას „გამოცანების“
საპასუხოდ დაწერა „პასუხი შვილთა“. გრიგოლ ორბელიანი უსაყვედურებს ახალ
თაობას „მამებისადმი“ უპატივცემულობას, მათი ღვაწლის დაუფასებლობას.
შეახსენებს მათ, რომ „მამებმა“ ქვეყანა დაიცვეს. იგი უკმაყოფილოა ახალი თაობის
მოღვაწეობით. მისი აზრით ახალგაზრდები ურწმუნოებას სწავლობენ, გრიგოლი მათ
ბრალს სდებს ენის შებღალვაში:
„აღჩანდნენ მწერლები
ჟურნალისტები,
ვაი საბრალოს... ვაი, ჩვენს ენას!
მათ უსწავლელთა,
ცრუ რუსთაველთა,
სრულ წაგვიბილწეს ენა მდიდარი,
ენა მაღალი,
მისი ძალი, მადლი
უწყალოდ წახდა უწმინდურთ ხელში!“

ეს იყო გრიგოლ ორბელიანის დიდი შეცდომა. „თერგდალეულებმა“ კი არ


წაახდინს ენა, არამედ სასიცოცხლო ძალა დაუბრუნეს მას.
ილიამ დაწერა შესანიშნავი ლექსი „პასუხის პასუხი“, რომელშიც უარყო
ორბელიანის ბრალდებები; ილია აღნიშნავს, რომ „მამების“ მსგავსად, მათ არ
გაუყიდიათ თავიანთი ქვეყანა, თავიანთი ერი, პატრიოტობა და ლიბერალობა
სამარცხვინოდ არ მიუჩნევიათ, ადამიანის ღირსება ჩინ-მედლების მიხედვით არ
უზომიათ:
„ჩვენ ვვლეთ რუსეთი,
მაგრამ არც ერთ
ხელობა თქვენი არ გვისწავლია;
ჩვენი ქვეყანა,
მკვდარი თქვენგანა,
თქვენებრ ჩინებზედ არ გაგვიცვლია“.

ილია ძველ თაობას ბრალს სდებს თვალთმაქცობას, უქმად ყოფნას, ორპირობას,


ფარისევლობას, საკუთარი ენისა და ხალხის გმობას. ქართული ენა წაახდინა არა
ახალმა, არამედ ძველმა თაობამ:

„თქვენგან გმობილი,
თქვენით ლტოლვილი
ენა ჩვენს ქოხში ჩვენ შევაფარეთ;
კარგად თუ ავად,
ჩვენ მას ვინახავთ

You might also like