You are on page 1of 2

გააანალიზეთ მოცემული ტექსტი შემდეგი მითითებების მიხედვით:

• იმსჯელეთ როსტომ ერისთავის მხატვრული სახის შესახებ (ყურადღება


გაამახვილეთ ტექსტში აღწერილ მოქმედებაზე)

• იმსჯელეთ ტექსტის მთავარი სათქმელის შესახებ;

• იმსჯელეთ ავტორის სტილისა და ტექსტის მხატვრულ-გამომსახველობითი


თავისებურებების შესახებ.

თქვენი თვალსაზრისი დაასაბუთეთ!

მოცემული ეპიზოდი აკაკი წერეთლის მოთხრობიდან რაჭის ერისთავი როსტომი, სადაც


კარგად ჩანს ერისთავის მხატვრული სახე. ტექსტში საუბარია მეგობრობაზე, ღალტსა და
მიტევების უნარზე. ტექსტი საინტერესოდაა დაწერილი, მარტივად იკითხება და
მკითხველში მრავალგვარ ემოციას აღძრავს.

მონაკვეთის მთავარი პერსონაჟი როსტომ ერისთავია. დასაწყისიდანვე ჩანს მისი ძალა და


გავლენა, “როსტომ ერისთავი მის დროში გამოჩენილი და სახელოვანი კაცი იყო.” ეს კი
მტრებს აღიზიანებს. ამასთან ერთად მას ერთგული მეგობარი ყავს, რომელიც მისი
საყრდენია, სწორედ ამ საყრდენის მოშლას ცდილობენ მისთვის „…ვერავინ კი რას
აკლებდა, სანამ მისი ერთგული და მისთვის თავდადებული ჯაფარ ჯაფარიძე თან ახლდა.
მოინდომეს მტრებმა მათი დაშორება…“, ამგვარად როსტომი თავიდან თავს იკავებდა
თუმცა საბოლოოდ სუსტი აღმოჩნდა მან მარტივად უღალატა მეგობარს და
„ავისმსურველებს“ დაუჯერა. მიუხედავად იმისა რომ ამ პატარა მონაკვეთში როსტომის
მიმართ დამოკიდებულება მრავალჯერ იცვლება საბოლოოდ მკითხველის გულ მაინც
იგებს მისი ემოციური მონანიებით, ამით კი ამტკიცებს, რომ შეცდა და მიუხედავად იმისა
რომ მეგობარს ზურგი აქცია მის ერთგულებაში ეჭვი დღესაც კი არ ეპარება. „მართალი
ხარ, ჩემო ჯაფარა, ისე, როგორც ყოველთვის; შენ შენი იცი და მე კი სწორედ მაშინ
აღმადგინა მკვდრეთით, როცა უბედურება მომივლინა და თვალები დამთხარეს!...“

მოცემულ მონაკვეთში, როგორც ზემოთ ავღნიშნე, საუბარია ღალატზე, რომელმაც ორი


განუყრელი მეგობარი დააშორა და დააბრმავა, თუმცა ეს გახდა საფუძვლი უკეთესი
მხედველობისა.“მანამდი მე ყველაფერს ვუმზერდი და ვერასა ვხედავდი! ყურს ვუგდებდი
და არა მესმოდა რა!“ ამბობს როსტომი. აკაკი წერეთელი წერს „უდანაშაულო ჯაფარას
თვალები დასთხარა თავმოყვარეობით თვითონაც თვალდამდგარმა როსტომ
ერისთავმა…“ იგი ჯაფარას უდანაშაულოდ ცნობს, რაც ხაზს უსვამს მეგობრის
უსამართლო საქციელს. ბოლოს კი ნამდვილი მეგობრობის მტკიცე მაგალითს გვაძლევს,
მიუხედავად იმ ისტორიისა, სინანულისა და დანაშაულისა ძველი მეგობრები ერთმანეთს
სითბოთი ეხვევიან. სწორედ ამ მომენტში გვეუბნება ავტორი მთავარი სათქმელს, რომ
ყოველთვის უნდა ვიყოთ მიმტევებლები და უნდა ვაპატიოთ შეცდომები სხვებს. ამ
შემთხვევაში ჯაფარა მეგობარს შემდეგი სიტყვებით პატიობს „შენც წახდი, მეც
წამახდინე... ქრისტე აღსდგა, გიხაროდეს!“ . შემთხვევითი არც ისაა რომ ეს ყველაფერი
აღდგომის დღესასწაულზე ხდება, იესო ქრისტე ჯვარს კაცობრობის ცოდვებისთვის აცვეს,
ის კი ამბობს: „მამა, მიუტევე ამათ, რამეთუ არა იციან რასა იქმან“.

მხატვრულ ნაწარმოებში შინაარსზე არანაკლებ მნიშვნელოვანია, თუ როგორაა


ნათქვამი გადმოცემული, რა მხატვრულ მეთოდებსა და საშუალებებს იყენებს
ავტორი. ეს არცთუ დიდი ფრაგმენტი მდიდარია მხატვრულ-გამომსახველობითი
საშუალებებით, ამიტომ მხოლოდ რამდენიმე მათგანზე გავამახვილებ
ყურადღებას. აღსანიშნავია ტექსტის ინტონაცია, რიტმი. ტექსტის დრამატულობის
ზრდასთან ერთად იზრდება რიტმიც ისე, რომ მკითხველი იძაბება და მთლიანად
ერთვება ტექსტში, თითქოს თავად იყოს მოქმედების თანამონაწილე. ავტორი წერს
სადად, მარტივად. აღსანიშნავია გამორჩეული სტილი, თუ როგორ აქვს მწერალს
ტესქტში ჩართული აფორიზმები „რაღაა იგი სინათლე, რასაცა ახლავს ბნელიაო“,
„გასტეხს ქვასაცა მაგარსა გრდემლი ტყვიისა ლბილისაო“. მწერლის თხრობის სტილი
დინამიკურია. გაფაციცებით ვადევნებთ თვალს პერსონაჟების ქმედებებს და
ვხდებით თითოეული მოვლენის მოწმე. ეს განსაკუთრებულ მრავალფეროვნებას
სძენს ტექსტს და მკითხველსაც მეტი ემოციით ავსებს. მთავარი სათქმელის
რეალიზებისათვის, როგორც ზემოთ აღვნიშნე, არაერთი მხატვრულ საშუალებაა
მონაკვეთში ჰიპერბოლა მეტაფორა და სხვა: „გადააჭდეს ყელი ყელს და
აქვითინდნენ... ხალხი სულგანაბული მისჩერებოდა მათ. უცბად მოსხლტა, მოშორდა
ჯაფარა როსტომს“ ამით ავტორი აღწერს პერსონაჟებს, მათ გრძნობებს და აღძრავს
სხვადასხვა ემოციას ჩვენში, მკითხველში. მოცემულმა მხატვრულმა
საშუალებებმა ტექსტი გაამდიდრა და მისი მთავარი სათქმელი მკითხველის
გულამდე მიიტანა.

You might also like