You are on page 1of 1

„ოთარაანთ ქვრივში“ ზედმიწევნითაა გამოკვეთილი და ფსიქოლოგიურად

დამაჯერებელი დეტალებით ახსნილ-განმარტებული პიროვნებისა და


საზოგადოების რთული ურთიერთობის ცალკეული ასპექტი. გიორგი რაინდული
ბუნებისაა, რადგან დაჩაგრულს ესარჩლება და სამართლიანობისთვის იბრძვის.
გიოგრის ახალ ყოფაშიც კი არ შეცვლია ,,ზნე და ხასიათი“. ნაწარმოებში არ არის
აღნიშნული რომ გიორგის რაიმე განსაკუთრებული სწავლა ჰქონდეს მიღებლი, ჩანს
მხოლოდ სამეურნეო საქმისა ცოდნა. რომელიც მჟღავნდება მოთხრობის ცალკეულ
ეპიზოდებში მისი საქმიანობის აღწერით. გიორგის სოფელში კარგი სახელი ჰქონდა,
არჩილთანაც დიდი კეთილანწყობა დაიმსახურა. აშკარაა, რომ ვაჟი დედას ჰგავდა
ხასიათში. რაც დაამტკიცა არჩილის ოჯახში, როდესაც უსამართლო მოჯამაგირეს
შეურაცხყოფა არ აპატია და სცემა, მართალიც იყო გიორგი, რადგან მან თავისი
ღირსება, დედის სახელი და ოჯახიშვილობა დაიცვა. მას ეტყობოდა თუ რა დედის
გაზრდილი იყო და როგორი პატიოსანი ოჯახიდან იყო გამოსული. შვილის
საქციელი ხომ ნათლად მეტყველებს მის ოჯახზე. ,,წადიო ვიღაცა მოთრეულხარო
დამიძახა და დედა შემაგინა“.

You might also like