You are on page 1of 4

1863 წელს დაწერილ ნაწარმოებში, ილია ჭავჭავაძემ განიხილა თათქარიძეობა

როგორც საერთო ქართული მოვლენა. მწერალი მაწარმოებშივე აღნიშნავს, რომ მე


პირთან საქმე არამაქვს, საზოგადო ჭირზე ვწერ. მწერალმა ისიც იცის რა
დამოკიდებულება ექნება საზოგადოებსა მისი მართალი სიტყვის მიმართ , რომ ან გიჯიას
დაუძახებენ ან ლაფის სროლას დაუწყებენ. სიმბოლურია თვითონ ნაწარმოების სათაური ,
რომელშიც მწერალმა ორი სასვენი ნიშანი გამოიყენა. რაც თავისთავად გულისხმობს
უდიდეს ზღვარს ადამიანობასა და კაცურ ღირსებას შორის. ყველა ადამის მოდგმისანი
ვართ მაგრამ ვინ რამდენად შეძლებს სათანადოდ ფორმირებას საკითხავი ესაა.
მაცხოვრისთვის უკითხავს რჯულის მცოდნეს როგორ დავიმკვიდრო საუკუნო სიცოცხლეო
მსა რჯულის კანონიდანვე ამოუკითხავს: „შეიყვარე უფალი ღმერთი შენი მთელი შენი
გულით ძალითა და გონებითა“ მოყვასად ყოფნა კი მაცხოვარმა სამარიტელის იგავით
ახსნა, რომელიც ლევიანისა და ბერისგან უარყოფილი კაციც სამარიტელისგან ხსნას
გულისხმობს [რომელიც რეალობაშიც კაცის] რასაც თავისი ახსნა აქვს. მიუხედავად იმისა
რომ სამარიტელი იუდეველის მტერია ის მაინც დაეხმარა რაც მოიაზრებს მაცხოვრის
ჭეშმარიტებას: „გიყვარდეთ მტრები თქვენი“ ანუ ,მათეს სახარების მიხედვით , იყავით
სრულყოფილნი ისევე როგორც თქვენი ზეციური მამაა ან ყველაფრის მიღმა იმალება ის
ჭეშმარიტება ადამიანებმა იცხოვრონ მაღალზნეობრივ სამყაროში . ნაწარმოების სათაური
ვეფხისტყაოსნის ალუზიაა, როდესაც ავთანდილი ასმათს ეუბნება „სულე რამც გიყავ კაცი
ვარ ადამიანი“ ასევე რუსთაველი შეგვაგონებს: “კაცი არ ყველა სწორია დიდი ძეს კაცით
კაცამდის“ ნაწარმოების მთავარი პერსონაჯი ლუარსაბ თათქარიძე საძაგელი სურათია
საძაგელი მიწისა. ილია გურამიშვილის გზას მიჰყვება ,როგორც მოყვასმა, ყველა
მანკიერება სააშკარაოზე გამოიტანოს და საკუთარ ხალხს მართლი სიტყვის
მქადაგებლად მოევლინოს ამიტომაც აქვს წამძღვარებული ნაწარმოებს გონიერი ანდაზა
„მოყვარეს პირში უძრახე მტერს პირს უკანაო“. პირფეროფა და მლიქვეური საუბარი
გურამიშვილმაც დაგმო: „ფირფერობა უკან ძრახვა არა თქმულა საფარსაგო“ ილია
მართალი სიტყვის მთქმელს ხალხის გენიას უწოდებს. ექსპოზიცია დეტალურად აღწერს
თათქარიძის ცხოვრების წესს ჩინოვნიკის გულივით უწმინდური ეზო, უბადრუკი და
ცალთვალა სასიმინდე, გვერძე წამოწეული ჩარირი, დარღვეული ტყრუშულის ღობე
ვიალისტური სურათია იმ შედეგისა რასაც იმსახურებს უსაქმური კაცის კარმიდამო .
მწერალი სულისა და ხორცის ურთიერთ მიმართებაზე საუბრობს , რომელშიც იკითხება ის
შედეგი რაც მოსდევს უსაქმო კაცის ცხოვრებას რომელიც ყოველმხრივ გამიჯნულია
ადამიანურობის არსისა და მისიურობისაგან. ლუარსაბს ცით მონაბერი სული სამუდამოდ
ჩაჰკარგვია ხორცის ტყვეობაში თურაშაულის ვაშლივით ღაჯღაჯა ლოყები , ტრფიალების
ამღჯნევი სამკეცად ჩამოსული ღაბაბი, ბალნიანი კოტიტა თითები, მისი ცით მონაბერი
სულის უმთავრესი სამკაულებია. ერთ სულ და ერთ ხორც არიან ლუარსაბი და დარეჯანი
ერთმანეთისთვის, თუმცა მათ შორისაც არის განსხვავება რადგან დარეჯანი ცრუ საქმიანი
და ცრუ აქტიურია იმდროს როცა ლუარსაბს ადგომაც კი ეზარება, ჩითმებით წაკრული
დარეჯანი კნეინას იმიჯის შენარჩუნების მიზნით ხან წირპლიან გოგოს წამოარტყავს თავში
ხელს ხან მურიან ბიჭს. ბატონსა და ყმას შორის შიშის დამკვიდრებას უჭერენ მხარს
ლუარსაბიცა და დარეჯანიც, ისინი თავიანთი უსაქმურობით, სახარების მიხედვით , იმ კაცს
ემსგავსებიან ბატონი რომ ტალანტს აძლევს ის კი გამრავლების ნაცვლად მიწაში
მარხავს.

თათქარიზეების უმთავრესი მანკება კვეხნა და ტყუილია. მათი არსებობა ფუჭ


სიტყვაობასა და სიცრუეს ემყარება, უძირო ქვევრის პრინციპით ცხოვრება კუჭის
მიმაძღრესა და კმაყოფილებაზე დაფუძნებული არსებობა, მათ ავიწყდებათ რომ
სიზარმაცე და უსაქმურობა დედაა ყოველგვარი ბოროტებისა კეთილი საქმე {შრომა } კი
იგივე ლოცვა ვედრებააო. ლუარსაბი და დარეჯანი კმაყოფილნი არიან თავიანთი
ცხოვრების, ფაქტია რომ, მათ თავიანთ არსებობაზე უკეთესი ცხოვრება ვერ
წარმოედგინათ, ილიამ დაგმო ეს თვითკმაყოფილება და მომაკვდინებელი სენი უწოდა .
ასეთ არსებობას ვერასოდეს ექნება ნაყოფიერი შედეგი ამიტომაც მწერალი
უშვილძირობისთვის წირავს, ისე როგორც მიხეილ ჯავახიშვილმა გაწირა თეიმურაზ
ხევისთავი და მარგო ყაფლანიშვილი. მართალია ლუარსაბი და დარეჯანი ცდილობდნენ
ამ არასახარბიელო შედეგიდან თაბის გათავისუფლებას , ქელეთშიც კი წავიდნენ ხატის
მოსალოცად მაგრამ ეს ჩანაფიქრი ჩანასახშივე განწირული იყო. მომავლის ყოფნა
ლუარსაბსა და დარეჯანს სხვა თვალსაზრისით სჭირდებათ, ელუსაბედსა და დავითს მათი
ქონება არ დარჩეთ. ნაწარმოებში ჩვენ ვხედავთ ძმებსა და რძლებს შორის ტყუილსა და
კვეხნაზე დაფუძნებულ ურთიერთობას. თათქარიძეობის უმთავრესი მანკიერებაა ასევე
“შენ რას“ პრინციპი. ჩვენ ვხედავთ 10 თუმნის სანაცვლოდ საკუთარი ძმა როგორ ყიდის
ლუარსაბს და ლამაზი ქალის ნაცვლად მახინჯ ქალს როგორ შერთავენ ცოლად.
ლუარსაბს სუტ-კნეინა და საკუთარი ძმა ატყუებს, მოსე გრძელაძე მაჭანკალ სუტ-კნეინას
რომელსაც არათუ სამაშვლოს აძლებს, ფეხის ქირასაც ართმევს და ხულაში ამწყვდევს .
შენ რას პრინციპი განსაკუთრებით მტკივნეულად გადმოიცემა იმ ეპიზოდში როდესაც
უფროსი თაობის წარმომადგენელი პატარა ყვაწვილს აიძულებს ბატონის მამემობლის
თვალსაზრისით ტყუილი იკადროს და არარსებულ ორმოსა და ჯადოზე დააჯეროს რომ
ნამდვილად იყო, ეს ,რა თქმა უნდა, მომავლის პრობლემაა ისე როგორც სოფლის
დედაკაცმა მისცა საკუთარ შვილებს სულის მომაკვდინებელი გამოცდილება . ამ
ნაწარმოებში ყველა ცრუ და მატყუარაა, თვალთმაქცობასა და პირფერობას საზღვარი არ
აქვს, დარეჯანი და ლუარსაბი უზომოდ ტკბებიან დავითისა და ელისაბედის აუდით .
ლუარსაბი ნიღბით არსებობს თუმცა ამ ნიღაბს არ ღალატობს არც ბატონი და არც ყმა .
ლუარსაბის არგუმენტით უფროს უმცროსობა ყოველთვის უნდა იყოს როდესაც მოურავი
დავითი ეუბნება რომ ბატონებისთვის ყმები ჩამოურთმევიათო ლუარსაბი აიძულებს
გააჟღეროს რომ ტყუილია რაც თავისთავად ხაზს უსვამს ფარისებლურ არსებობას.
თათქარიძეების ცხოვრების სურათი ნათელია იმათი აზრის აღებ მიცემა კუჭის სიმაძღრეა .
მუდმივი ზრუნვა კუჭის მინაძღრეზე იმაზე მსჯელობაში თართი სჯობია თუ კალმახი,
ბოზბაში თუ ჩიხირთმა. ილიამ ასეთი არსებობის {?} ჩვენ ვისმენთ ლუარსაბის
თვითჩარღმავებას რომ კაცი არ მოუკლავს, არ უმრუშვია და რატომ გაიწირა ღვთისგან
რასაც პასუხად მოსდევს მწერლის სიტყვები რადგან ამ ნაწარმოებში ხშირად ვხვდებით
მწერლის ლირიკულ გადახვევებს ხან პერსონაჯებს რომ ელაპარაკება , ხან კი მკითხველს .
ვერ ჩაითვლება პერსონაჯის ღირსებად ის რომ 10 მცნებიდან რამდენიმე არ დაურღვევია
რადგან მას არც არაფერი არ გაუკეთებია, მწერალი შენიშნავს : „ერთხელ მაინც თუ
გიფიქრია ჩემო ლუარსაბ ყოფილიყავი ისეთი სრული როგორც მამა შენი ზეციერია “
ლუარსაბისა და მისი თანამედროეობის სახით ჩვენ ვნახეთ პირველსახის დაცემული ხატი
ღვთივ მიმსგავსებულობის პრობლემაა დასმული ნაწარმოების ბოლოში და მწერალი ამ
გროტესკული ? გმობს უაზრო ცხოვრების წესს რომელიც კონტრასტულია საქმით
მეტყველი სულისა, ნაწარმოები სატირული ეპოპიაა ბატონყმობის ნიადაგზე
დაფუძნებული, ირონიზებულია რეალურ ცხოვრებაში ამ ორთა გვამთა სიკვდილიც ,
რომელთაც არც თავიანთი არსებობით შეუმატიათ ქვეყნისთვის რაიმე და არც თავიანთი
სიკვდილით დაჰკლებია რაიმე. სამი ადლი მიწისა და ოთხი ფიჭვის მეტი არაფერი
წაუღიათ, სიმბოლურია მათ საფლავზე წარწერა: „შენდობა გვიბრძანეთო“ რადგან
მწერალმა ნაწარმოებშიბვე გაანალიზა რომ ადამიანებს ნამდვილად სჭირდებათ ,
თავიანთი უარსო ცხოვრებიდან გამომდინარე, საზოგადოებისგან შენდობა . ილიამ ამ
ნაწარმოებს ლაქებიანი სარკის ფუნქცია დააკისრა, რათა ერმა ლუარსაბის სახეში თავისი
სახე ამოიცნოს და დაფიქრდეს. მართალი სიტყვის მიმართ საზოგადოების
დამოკიდებულებაც არაერთგვაროვანია. რის მაგალითადაც მწერალს ქალაქში ორიოდე
გროშის სანაცვლოდ გაპამპულებული ქალის ისტორია მოჰყავს, რომლის პრობლემაზე
ზოგი იცინოდა ზოგი კი ტიროდა. მწერალმა ზუსთათ იცის რომ მის ნაწარმოებსაც
არაერთგვაროვნად შეაფასებს მის მოთხრობას, ვინც იცინის ფაქტია რომ მხოლოდ
თვალით ხედავს პრობლემას და ზედაპირულია ვინც ტირის გულით აღიქვავს პრობლემას .
მწერალი საკუთარ სათქმელს მამლის ყივილს ადარებს იმ რწმენით რომ შეიძლება
გათენდეს: „იმ მამლისა არ იყოს მე მიყივლია და გათენდება თუ არა ეს ღმერთმა უწყის “.
ამ გათენების მომლოდინე მწერალი ოციოდე წლის შემდეგაც განთიადს ელოდება.

ამ გროტესკუ ნაწარმოებში ქართული სინამდვილე იკითხება, დარეჯანის დათოს


სუტ-კნეინასა და ლამაზისეულის საქართველო რომელშიც ყველა ყრუ და ყველა ცრუა.
სიმბოლური სურათია თითქმის ყოველი ქართული წამოწყობისა და ქართული
საქმიანობისა. ნაწაროები სატირალია ირონიული საფუძველი კი იდეალისა და
საფუძველის შეპირისპირებაა.

ესე
სამართლიანობა ზნეობრივი კატეგირიაა
თაობები შეეწირა სამართლიანბისთვის ბრძოლას

მისცემია

მომინდვია

მიუძღოდა

გადამხდარ ამბებზე

გაუტაცია

დარიდებია

ერთბაშად

აღუკვეთია

გაუტარებია
7.

ერთი და იმავე

,კერძო,

გადაწყვიტა

გაჰყოლოდა

,რათა

მეგობარი იყო,

მოიხსნა

გკალაკურად,

აღმოვჩნდი

დასავლელ

აღკვეთეს

8-9 ჰომე

You might also like