You are on page 1of 2

§35 ბიზანტია მაკედონელთა დინასტიის ხანაში

მაკედონელთა დინასტიის იმპერატორები ყველაფერს აკეთებდნენ იმპერიის


ძველი დიდების აღორძინებისთვის, ამ დროში იმპერიის მართვა კიდევ უფრო
ცენტრალიზებული გახდა, გაიზარდა ეკლესიის პრესტიჯი. ბიზანტიის იმპერატორი
„ღვთის სწორად“ იწოდებოდა.

მაკედონელთა დინასტიის მმართველები მუდმივად ზრუნავდნენ იმპერიის


პრობლემების დაძლევაზე, მსხვილი ფეოდალები ერთიანდებოდნენ საიმპერიო
ხელისუფლების წინაამღდეგ. გაღარიბებულ ხაზინას უჭირდა ჯარის შენახვა,
იმპერატორი საგანგებო ბრძანებებით აძლიერებდა სახელმწიფო არმიას.

X საუკუნეში ბიზანტიის მთავარი მეტოქე ბულგარეთი იყო. მეფე სომონმა


თავი ბულგარელთა მეფედ და რომაელთა იმპერატორად გამოაცხადა.
კონსტანტინოპოლი ბეწვზე გადარჩა დაცემას. ბულგარეთი აღმოჩნდა 50 წლიანი
ხარკის ქვეშ რომლის მოსაშორებლად დაწყებული ბრძოლა წააგო კიევისა და
ბიზანტიის გაერთიანებული ჯარების წინაამღდეგ.

ბულგარეთის და კიევის საკითხი მოაგვარა მაკედონელთა დინასტიის


წარმომადგენელმა ბასილი II-მ. რუსი ვაჭრები კონსტანტინეპოლში დადიოდნენ
ხოლო ბიზანტიის იმპერატორები რუსულ „დრუჯინებს“ ქირაობდნენ.

998 წელს ბასილის გავლენით დიდმა მთავარმა ვლადიმირმა ქრისტიანობა


მიიღო ხოლო მისმა ვაჯმა იაროსლავმა კიდევ უფრო განავრცო ქრისტიანობა.

XI-ს. -ის დასაწყისში ბულგარეთი კვლავ გაძლიერდა და ბასილს 30 წლიანი


ომი დასჭირდა მათი საბოლოოდ დამორჩილებისათვის. გადამწყვეტ ბრძოლაში 1014
წელს მან ბულგარელების ჯარს ზურგში დაარტყა და 14 ათასი ტყვე აიყვანა. მან
ბრძანა ყველას დაბრმავება და ყოველი მეასესთვის ცალი თვალის დატოვება რის
შედეგაც ბასილმა თვალდამწვარი მეომრები ბულგარეთის მეფეს გაუგზავნა , ამის
გამო მას „ბულგართმმუსვრელი“ უწოდეს. ბასილმა ბულგარეთი მიიერთა და
საზღვარი მდინარე დუნამდე გაწია, მან ასევე წარმატებით იმოქმედა სამხრეთ
იტალიაში და იგიც იმპერიის ნაწილად აქცია.

მაკედონელთა დინასტიის ეპოქაში განსაკუთრებით გამწვავდა ურთიერთობა


სალავლეთ და აღმოსავლეთ ევროპას შორის. ჯერ კიდევ 800 წელს კარლოს დიდის
იმპერატორად კურთხევამ და 962 წელს ოტო I-ის იმპერატორად გამოცხადებამ
ბიზანტოოს ბელისუფლების დიდი უკმაყოფილება გამოიწვია.
კიდევ უფრო გაღრმავდა საეკლესიო იერარქთა დაპირისპირება. რომის პაპი არ
ცნობდა კონსტანტინეპოლის პატრიარქის პრეტენზიას მსოფლიო პატრიარქობაზე.
დასავლეთ და აღმოსავლეთ ეკლესიების ჭეს-ჩვეულებებიც დაშორდა ერთმანეთს.
შერიგების მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა. საბოლოოდ ქრისტიანული ეკლესია
დაიყო ორ ნაწილად : მართმადიდებლურად და კათოლიგურად.

ამ მოვლენას დაერთო მაკედონელთა დინასტიის დასასრულიც. პატრიარქი


აქტიურად ერეოდა საიმპერატორო კარზე ატეხილ ინტრიგებში , მსხვილი
ფეოდალური გვარები ეცილებოდნენ იმპერატორის ტახტს. XI ს. შუა ხანებში
იმპერიას ნორმანებმა შეუტიეს და იტალია დაიკავეს და ასევე არაერთხელ ააოხრეს
თურქ-სელჩუკებმა. 1071 წელს კი სელჩუკებთან მანასკერის ბრძოლაში დამარცხებით
ბიზანტიამ სამუდამოდ დაკარგა აღმოსავლეტი მცირე აზია.

ტარყაშვილი ნიკა

You might also like