You are on page 1of 3

რომი იმპერიის ეპოქაში

(ძვ.წ. I – IV )

როგორ გადავიდა რომი იმპერიულ მმართველობაზე და იმპერიის ზოგადი დახასიათება.


ძვ.წ. 44 წელს მოკლეს იულიუს კეისარი, რომელიც რომში საკმაოდ დიდ ძალაუფლებას
ფლობდა. ეს კი სენატორთა უკმაყოფილებას იწვევდა. ამ ფაქტის შემდეგ რომში მალევე
დამყარდა იმპერიული მმართველობა. ეს კი ნიშნავს იმას, რომ ქვეყანაში რესპუბლიკური
ელემენტები შემცირდა. იმპერიულ რომს კი სათავეში ოქტავიანე ავგუსტუსი ჩაუდგა,
რომელიც იყო იულიუსის დისშვილი. იულიუსის ნათესავის მმართველად დანიშვნა
შეიძლება იმაზე მეტყველებდეს, რომ იულიუსი რომაელთა დიდ ნაწილს მოსწონდა და მის
მიმართ ნეგატიურად არ იყვნენ განწყობილნი. სხვა შემთხვევაში მის ნათესავს მმართველად
ნაკლებად თუ დაისვამდნენ.

იმპერიულია სახელმწიფო, რომელიც აქტიურად იერთებს ახალ ტერიტორიებს. თუ


გავიხსენებთ რომის რესპუბლიკას, ეს უკანასკნელი სწორედ მსგავსად იქცეოდა : გადაიხადა
სამი პუნიკური ომი კართაგენთან და მის ტერიტორიები მიიერთა, რომი კავკასიაშიც
გაბატონდა და სხვ. ფაქტობრივად ამგვარი სახელმწიფოს მმართველობის ფორმა ხშირად
გადაიზრდება იმპერიულში, როცა ამ სახელმწიფოს სათავეში უდგება იმპერატორის
ტიტულის მქონე ადამიანი. თუმცა აქ საინტერესოა ერთი მომენტი - ოქტავიანე რომს
მართავდა არა, როგორც იმპერატორი, არამედ პრინცეპსი, რაც ნიშნავს იმას, რომ ის რომის
მმართველი იყო როგორც „პირველი სენატორი“ და არა როგორც“იმპერატორი“. ეს ალბათ
იმით იყო გამოწვეული, რომ ტერმინი იმპერატორი თავის თავში ძალაუფლების ერთი პირის
ხელში კონცენტრაციას გულისხმობს და გავიხსენოთ,რომ მსგავსი ერთპიროვნულობისთვის
მოკლეს სწორედ იულიუს კეისარი. ამდენად, ოქტავიანე მართავდა როგორც პირველი
სენატორი და ამ მმართველობას პრინციპატი ეწოდა. პრინციპატი გულისხმობს
რესპუბლიკური და იმპერიული მმართველობის შერევას. ანუ ოქტავიანე ერთი შეხედვით
რესპუბლიკური იდეების მომხრე იყო, თუმცა რეალურად მისი ძალაუფლება
განუსაზღვრელი იყო.

რომის იმპერატორები. რომს არაერთი იმპერატორი ჰყავდა. მათგან პირველი იყო ოქტავიანე
ავგუსტუსი, რომელიც ზემოთ უკვე ვახსენეთ. მასზე ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ მისი
მმართველოობა რომისთვის იქცა „ოქროს ხანად“, თუმცა არა იმის გამო, რომ მან ბევრი
ბრძოლა აწარმოა და ტერიტორიები შემოიერთა, არამედ იმის გამო, რომ მის დროს კულტურა
აყვავდა. ზოგადად, ოქროს ხანას იმ პერიოდს უწოდებენ, როცა შედარებითი მშვიდობიანობაა
და კულტურა - ეკონომიკაც ყვავის. გავიხსენოთ, რომ ოქტავიანეს კარზე მოღვაწეობდნენ
ცნობილი პოეტები ვირგილიუსი და ოვიდიუსი.

ცნობილი იმპერატორები იყვნენ ტრაიანე და მარკუს ავრელიუსიც. მათგან მეორე, ანუ


მარკუს ავრელიუსი ფილოსოფოსიც გახლდათ, მას ეკუთვნის ცნობილი ნაშრომი „ფიქრები“.
ტრაიანე იმით გამოირჩევა, რომ მან რომი აღმოსავლეთის მიმართულებით ყველაზე შორს
განავრცო. მათზე ერთი ფაქტიც უნდა აღინიშნოს. ორივე მათგანი იყო ნაშვილები. შვილად
აყვანის ტენდენცია რომში იყო, ისევე როგორც საქართველოში. გავიხსენოთ, რომ ბაგრატ III
სწორედ დავით კურაპალატის მიერ იყო ნაშვილები. შვილად აყვანა შეიძლება უშვილობის
გამო მოხდეს, ან უკეთესი მმართველის ძიების მიზნით.

აღსანიშნავია იმპერატორ კარაკალას მმართველობაც. ის იმითაა გამორჩეული, რომ 212 წელს


გამოსცა ედიქტი, რომლითაც რომის იმპერიაში მცხოვრებ ყველა თავისუფალ ადამიანს
რომის მოქალაქეობა მიენიჭა. ამ ედიქტის მიზანი იყო სეპარატიზმის აღმოფხვრა, რასაც
დამორჩილებული ხალხების რომაულ საზოგადოებაში ასიმილიცაია/გათქვეფა გამოიწვევდა.
ზემოთ შევეხებით მილანის ედიქტსაც, რომელიც არ უნდა აგვერიოს კარაკალას ედიქტში.

მესამე საუკუნის რომში კრიზისი სუფევდა. ამის გამომწვევი მიზეზი იყო ქრისტიანების
მასობრივი დევნა და გერმანული ტომების აქტიურობა რომის იმპერიის საზღვრებში.
საუკუნის ბოლო იმპერატორი დიოკლეტიანე ეცდება, მდგომარეობის გამოსწორებას. მან,
უპირველეს ყოვლისა, თავი გამოაცხადა დომინუსად, ანუ ერთპიროვნულ მმართველად
( აქედან მომდინარეობს ტერმინი დომინატე. შევადაროთ პრინცეპსის წოდებას. თუ
პრინცეპსი იყო რესპუბლიკური ელემენტის მქონე, დომინუსმა მცირე რესპუბლიკური
ელემენტიც გააქრო და ამდენად, დიოკლეტიანემ პირდაპირ განაცხადა, რომ ის იყო
ყველაფრის მმართველი ყოველგვარი სენატების გარეშე ). დიოკლეტიანემ ასევე იმპერია
დაყო ოთხ ნაწილად და 12 ოლქად. თითოეულ ნაწილს მართავდა ერთი ადამიანი, ჯამში
ოთხი ( აქედან მოდის ტერმინი ტეტრარქია, ანუ ოთხთა მმართველობა).

როდესაც რომის იმპერატორებზეა საუბარი, უპირველეს ყოვლისა, იმპერატორი


კონსტანტინე დიდი ახსენდებათ ხოლმე. სწორედ კონსტანტინე დიდის სახელთანაა
დაკავშირებული : (ა) 313 წლის მილანის ედიქტი, რომლითაც ქრისტიანებს თავისუფალი
აღმსარებლობის უფლება მიეცათ. ეს კრიზისიდან გამოსვლის ერთ - ერთი გზა იყო (ბ) 325
წელს პირველი მსოფლიო საეკლესიო კრების მოწვევა ნიკეაში (გ) 330 წელს ქალაქ
კონსტანტინოპოლის დაარსება, რომელიც მოგვიანებით ბიზანტიის იმპერიის დედაქალაქად
იქცევა (დ) ხშირად ეშლებათ, რომ მან ქრისტიანობა რომის სახელმწიფო რელიგიად
გამოაცხადა, თუმცა ეს მას არ უქნია, ქრისტიანობა რომის სახელმწიფო რელიგიად
თეოდოსიუს დიდმა გამოაცხადა 381 წელს, ამავე იმპერატორმა 395 წელს რომი მის ორ
შვილს გაუყო, რის შემდეგაც ჩამოყალიბდა აღმოსავლეთ და დასავლეთ რომის იმპერიები.
აღმოსავლეთ რომის იმპერიას მეორენაირად ბიზანტიას უწოდებენ.

ეკონომიკა,მონობა,კულტურა. რომში ეკონომიკის მთავარი დარგები ვაჭრობა და სოფლის


მეურნეობა იყო. სოფლის მეურნეობაში აქტიურად იყვნენ ჩართულნი მიწათმოქმედები და
მონები. ვაჭრობა კი ვაჭრების საქმე იყო.

მონებს რომში გარდა მეურნეობაში მუშაობისა საცირკო სანახაობებისთვისაც იყენებდნენ.


ერთმანეთთან აბრძოლებდნენ, ასევე ბრძოლას მხეცებთანაც აიძულებდნენ. რომში იმდენად
გაიზარდა მონების რაოდენობა და ამ უკანასკნელთა უკმაყოფილება, რომ ძვ.წ. 73- 71 წლებში
მოეწყო მონა სპარტის მეთაურობით ცნობილი აჯანყება, რომელიც მართალი ჩაახშეს და
ყველა აჯანყებული ჯვარს გააკრეს, თუმცა ამ მოვლენის შემდეგ მონებს უფრო ლმობიერად
ეპყრობოდნენ. მეტიც, მონათა გათავისუფლების ტენდენციაც გამოიკვეთა -
გათავისუფლებულ მონებს ლიბერტინებს უწოდებდნენ.
რომის კულტურა კი უპირველესად რომაული სამართლია.

You might also like