You are on page 1of 9

ნიკოლოზ მჟავანაძე საერ/ურთ.

BS01IN

მექანიკური ფორთოხალი

გამარჯობათ,მოცემული სალექციო კურსის მესამე დავალების შინაარსის


გაცნობის შემდეგ მომეცა საშუალება დამეწერა 5 წარმოდგენილი
მხატვრული ფილმისგან ერთ-ერთი საკუთარი ნება-სურვილით რისი
საშუალებითაც მოვახდენდი ფილმის შინაარსის რეცენზიის სახით
წარმოდგენას და კრიტიკული ესეს ჩამოყალიბებას მოცემული სიუჟეტის
საპირისპიროდ ან პირიქით მისი სიდიადის გადმოსაცემად,რა თქმა
უნდა ამაზე ბევრი ვიფიქრე და მზად ვარ ყველანაირი საშუალებით
წარმოვადგინო ამ შემოქმედების ღრმა და მრავლისმთქმელი სიუჟეტის
დაცვა საკუთარი სუბიექტური თვალთახედვის არეალიდან ობიექტურ
ჭრილში მოქცევა,როგორც ვიცით და ვინც არ იცის მექანიკური
ფორთოხალის გადაღება სანამ მოხდებოდა არსებობდა ამავე
სახელწოდების რომანი რომელიც გამოიცა 1962 წელს ენტონი მერჟესის
მიერ სადაც ასახულია მოქმედებები ინგლისურ
საზოგადოებაში,რომელიც ქმნის ახალგაზრდულ ექსტრემალურ ჯგუფს
ოთხი კაცისგან შემდგარს რომელიც ძალადობს ხალხზე,არბევს
ყველაფერს რისი საშუალებაც მათ ხელთ არსებულ ძალებს
წვდება,უპირისპირდებიან სისტემას და ამორალურად ახდენენ
დემონსტრირებას ულტრა ექსტრემისტული ლოზუნგების მთელს
სიუჟეტში,გარდა ამისა ალექსი მთავარი გმირი მოგვითხრობს საკუთარი
ძალადობრივი საქციელებისა და მისი გამოცდილების სახელმწიფოს
გამოსწორების მცდელობის შესახებ,წიგნი 2005 წელს შევიდა ჟურნალ
,,TIME’’-ის ინგლისურ ენოვან რომანებს შორის დაწერილ 100 საუკეთესო
რომანებს შორის,ხოლო რაც შეეხება ფილმს გადაღებულ იქნა 1971 წელს
გამოჩენილი რეჟისორის სტენლი კუბრიკის მიერ,რომლის
პროდიუსერიც და სცენარის ავტორიც სწორედ ეს უკანასკნელი
გახლავთ,როგორც გაეცანით მოკლე მიმოხილვას სიუჟეტის ერთი
შეხედვით მარტივად აღსაქმელი და სკეპტიკური წარმოდგენა შეიძლება
დაგრჩეს შინაარსის მიმართ,რომელიც უბრალოდ მოკლე მიმოხილვის
სახით დავწერე წიგნის განხილვის პროცესში,ეს ესე რა თქმა უნდა არ
არის,სტენლი კუბრიკმა მოცემულ სიუჟეტში წარმოგვიდგინა გადაღების
ფერების ენითაღუწერელი კორექცია და ტრადიციული სიმეტრიული
ღერძები რომელიც მის შემოქმედებას ახასიათებს,დასაწყისიც უშუალოდ
მეტყველებს ამ ფაქტზე რომ აბსოლიტურად თავისუფლებას აძლევს
მაყურებელს შეიგრძნოს და დაინახოს ის ძირითადი პრობლემატიკა
რისი მიმართულებითაც კეთდება აქცენტი მთელი სიუჟეტის
განმავლობაში,ოთხი მოძალადე ადამიანი რომელიც ბუნებისგან
თანდაყოლილი შეუბრალებელი ცხოველური ინსტიქტებით მოქმედებენ
თავისი დღიური რუტინის განმავლობაში კარგად ჩანს იმ მომენტში
როდესაც დასაწყისში ერთ-ერთ ბარში სხედან და აწყობენ გეგმას თუ რა
ზიანი მიაყენონ გარემოსამყაროს თავიანთი არსებობით,ამის დასტურია
თუმდაც შემდეგი კადრი სადაც მოქმედება გადადის ქალაქის ერთ
გარეუბანში ალექსი თავის სამ დრუგთან ერთად როგორც ის ამათ
უწოდებდა შეუბრალებლივ უსწორდება ერთ-ერთ მოხუცს რომელიც
აბსოლიტურად თავდაუცველია და ძალიან დიდი უსამართლობის
განცდა ტანჯავს არსებული სამყაროს მიმართ,ამაზე მისი სიტყვები
მეტყველებს ფიზიკური ძალადობისგან რამდენიმე წუთით ადრე
თუ ,,ადამიანები დაიარებიან კოსმოსში და მიწიერი სამართალი
აღარავის აინტერესებს’’,გარდა ამისა ქალაქში მათთან ერთად არიან სხვა
დამნაშავეთა ჯგუფი როდესაც ერთ-ერთ მიტოვებულ კაზინოში
მეტსახელად ბილი ბოისგან შემდგარი ბიჭები გოგონას გაუპატიურებას
ცდილობენ მოულოდნელად ჩნდებიან ეს ოთხეული და არა მაგ გოგოს
არამედ მათ მიერ დამყარებული წესრიგის დასაცავად იწყებენ ფიზიკური
ძალის გამოყენებას,ალექსი არ გრძნობს თავს დამნაშავედ ის
დარწმუნებულია იმაში რასაც აკეთებს,მისი საწყისები სწორედ ასხამენ იმ
თეზისს ხორცს რომ ის ბუნებით არის ბოროტი,რომ ძალადობის დროს
ის თავისუფლად გრძნობს თავს და სინდისის ქენჯნაც არ აწუხებს
არანაირად,მის გარშემო მყოფი სამეული კი ნათლად ჩანს თუ როგორ
არიან მისი გავლენის ქვეშ არა როგორც ფიზიკური ასევე ზნეობრივი და
მორალურ ასპექტშიც,ეს კარგად ჩანს იმ ეპიზოდში როდესაც ის მათზე
ზეწოლას ანხორციელებს ფსიქოლოგიურს ბარში ტრადიციულად
დღიური ანარქიის შემდეგ როდესაც ერთ დღეს დაბრუნდნენ უჩვეულო
რამ ხდება მათ გარდა ისხდნენ საშუალო ასაკის მქონე პირები,რომელთაც
თან ახალგაზრდა ლამაზი ქალი ახლდათ,ალექსმა მზერა მისკენ მიმართა
როდესაც ეღიმებოდა ის ზრდილობიანი ჟესტით პასუხობდა,ცოტახანში
ბარში არსებული ქაოსი ირღვევა იმით, რომ ქალი იწყებს ბეთჰოვენის
მეცხრე სიმფონიის შესრულებას მაღალ ხმაზე მელოდიის
თანხლებით,ამაზე ერთ-ერთმა მეგობარმა ალექსის ხმამაღლა სიცილით
შეეგება რაზეც ალექსისგან ფიზიკური დარტყმა მოჰყვა,როდესაც მისგან
მუქარა მიიღო ალექსმა მას ჩხუბი შესთავაზა რაზეც მისგან უარი მიიღო
და აქვე დასძინა,რომ ის ბოდიშს იხდიდა ალექსის წინაშე და მომხდარს
დაღლილობას აბრალებდა,გამოწვევა არ მიიღო სამაგიეროდ ალექსისგან
ვხედავთ დომინანტურ ძალას როგორც თავისუფალს და მისგან
განსხვავებით ყველაზე ნაკლებად გავლენისგან არსებულ
ინფორმაციას,ანუ თუ როგორ არის დარწმუნებული იმაში თუ მართლა
ვინ არის და რა უნდა ცხოვრებაში,ყველაზე ნაკლებად მისთვის
დამახასიათებელია შიში რომელსაც საერთოდ არ ააშკარავებს არცერთ
ეპიზოდში,უკვე ვხვდებით განსხვავებას ალექსსა და მის დრუგებს შორის
ალექსი მათით მანიპულირებს და ზნეობრივ წნეხში ამყოფებს ისინი
თავისუფლები არ არიან,ისინი არ იცნობენ საკუთარ თავს,ისინი მონები
არიან გარემოსამყაროს,ინფორმაციისგან შემდგარი ღორები რომლებიც
გაცილებით უარესები არიან თავიანთი შინაგანი კონსტრუქციით ვიდრე
თუმდაც ალექსია,ეს მომენტი არის ერთ-ერთი საკვანძო რაც შეიძლება
ჩანდეს მთავარი სათქმელის სტრუქტურასთან მიმართებაში,თუ რაარის
ჯერ ადამიანი და რა განსხვავებებია მათ შორის თუმდაც
ძალადობაში,ძალიან საინტერესოა ის ეპიზოდი როდესაც იგი მარტოდ
მარტო მიდის სახლში და ბეთჰოვენის სიმფონიის შესრულებაში იგი
ინსპირაციას ახდენს იმისას თუ რას ფიქრობს ,,ნეტარებაში
ვიხრჩობოდი,ეს საოცრება იყო საოცრება საოცრებათა შორის,სამოთხის
ჩიტების გალობას გავდა,მათ ზეციურ წკრიალს ან კიდევ კოსმოსურ
ხომალდში დაღვრილ ქარვისფერ ღვინოს რომელიც ვარკვლავთა შორის
დარაკრაკებს და გრავიტაციის ყველა კანონზე მაღლა დგას,როცა
ვუსმენდი ერთი მეორეზე საკვირველი სურათები
მიდგებოდა(ძალადობა,მკვლელობა,ანარქია,განადგურება)რაზეც
რეჟისორი მისი ფიქრების პარალელურად ახდენდა გადმოცემას
კადრებით,ჩანს თუ როგორი ინფორმაციული ხაზით არის ის
განვითარებული და რაც მთვარია საკუთარი აბსოლიტური ნება
სურვილით ეს ეპიზოდი მეტყველებს მის პიროვნულ
დამოკიდებულებაზე სამყაროს მიმართ,მაგრამ ამავე დროს ჩანს
მელოდიისგან მიღებული ქაოსი რომელიც ხაზს უსვავს ალექსის
დისწიფლინას სამართლიანობის შესახებ რომელიც მისთვის მხოლოდ
ბუფერული ზონაა სამყაროსთან დამაკავშირებელი.შემდეგი ერთ-ერთი
მნიშვნელოვანი მოქმედება ვითარდება, როდესაც სახლიდან გამოდის და
ხელახლა იწყებს თავისი რუტინის განხორციელებას,სახლიდან
გამოსულს დაბლა სამი დრუგი ხვდება მისი რომელიც სარკაზმითა და
ირონიით მოიხსენიებენ მას,იმიტომ რომ ჩვეულებრივზე უფრო გვიან
გამოვიდა ალექსი სახლიდან,ალექსს ეს არმოწონს და ამაზე
ტრადიციულად პასუხობს თავისი ფხიზელი გონებითა და
დამოუკიდებელი აზრით,თუ რაში იყო საქმე საქმე იმაში იყო, რომ მისმა
სამმა დრუგმა ვინმე ჯორჯ გაიცნეს რომელიც მათ სარფიან საქმეს
სთავაზობდა და რომ ბიჭებს მობეზრდათ ალექსთან ერთად უაზრო
ხეტიალი და ადამიანების ძალადობა,ალექსი ისმენს ამ შეთავაზებას და
თანხმდება კიდეც,მაგრამ გზაში სიარულის დროს ხდება ყველაზე
ღირებული სცენის გადაღება ალბათ ამ ფილმში,როდესაც გზის ნაპირას
ოთხივე მიდიან და ალექსის მონოლოგია ასახული,,ალბათ მე მათ აღარ
ვჭირდები ,ეხლა ეს ჯორჯი ამ სამ იდიოტს დაიბრიყვებს და ჩემი
ადგილი უბრალოდ აღარ იქნება,ამ პროცესში მან დასძინა ,,ბრიყვები
ფიქრობენ,ხოლო ჭკვიანები ღმერთისგან შთაგონებით მოქმედებენ’’ და
მუსიკამ მაშინვე მიკარნახა თუ რაუნდა მექნა,ამ მომენტში ეს ეპიზოდი
თავისი შესრულებით სარეჟისორო თვალსაზრისით ითვლება ერთ-ერთ
ყველაზე ძლიერ შემოქმედებათ, შუძლებელია ამის წერილობით
გადმოცემა თუ როგორი სიმეტრიული პრინციპით ხდება სცენის დადგმა
და ასევე სათქმელის ასე ვერბალურად გადმოცემა,ის მათ წყალში ყრის
ხოლო შემდეგ ერთ-ერთს დანით სერავს,ამ ყველაფრის შემდეგ ის
აცხადებს, რომ უკვე მიხვდენ აქ ვინ იყო უფროსი ,,ცხვრები’’,ასე
უწოდებს მათ.დღიური რუტინა მაინც არ დასრულებულა,ისინი მივლენ
საქმის გასაკეთებლად და სახლში შეუვარდებიან იმ ადამიანს ვისი
გაძარცვაც იყო გეგმაში,ოღონდ ყოველგვარი ლიდერის გარეშე ალექსი
ედგა სათავეში,დასასრულს ისინი მას უღალატებენ და მუხანათურად
რძით სავსე ბოთლს გადაამსხვრევენ თავზე,პოლიცია კი ალექსს იჭერს.
ის გადაყავთ წინასწარ დაკავებულთა განყოფილებაში სადაც ყველა
გაკეთებული საქმის და საშინელების აღიარებას თხოვენ,ძალიან
დამაფიქრებელი და მრავლისმთქმელია ერთ-ერთი განყოფილების
უფროსის სიტყვები იმის საპასუხოდ,რომ ალექსმა თქვა,რომ მან იცის
სამართლი და სანამ ადვოკატი არ გამოჩნდება ის არცერთ სიტყვას არ
დაძრავდა,უფროსმა უპასუხა სამართალი ჩვენც ვიცით მაგრამ კანონის
ცოდნა ბევრს არაფერს ნიშნავს,ნათლად და კარგად ჩანს რეალური
სიტუაცია იმ სისტემის რა სისტემაშიც არსებობდა ის და ასევე ის
ფაქტი,რომ კანონის ძალა მხოლოდ ფორმალური იყო ძირითადი აქცენტი
კი ფოკუსირდებოდა ძალაზე,რისი გამოხატულება იყო თუმდაც ეს
ფაქტი მოძალადეზე ძალადობით ახდენდნენ ზემოქმედებას,ანუ
არსებული სიტუაცია არ იცვლება ფილმის ერთ-ერთი კარგი ეპიზოდი
რომელიც წევს იმ საკითხებს წინ რაც ყოველთვის იყო აქტუალური და
რის გარეშეც წარმოუდგენელია სისტემის არსებობა,ძალა ყოველთვის
არის მთავარი შემადგენელი სუბსტანცია ნებისმიერი ძალაუფლების
განხორციელებაში ,,ძალადობა შობს ძალადობას’’.როგორც ვიცით ეს იყო
ალექსის მრავალ საქმიანი დანაშაულების დისკოგრაფიიდან პირველი
მკვლელობა,კარგად ჩანს ფსიქოლოგიური ზემოქმედება თუ რაში
იმყოფებოდა ის წინასწარ დაკავების ოთახში,შემდეგ ის პატიმრობაში
აღმოჩნდა სადაც ყოველკვირეულ წირვას და საღვთო თეოლოგიის
სწავლას გადიოდა რა თქმა უნდა ღვთის საზარელი სამჯავროსა და
ღმერთის როგორც ბოროტი მსაჯულის როლის ამპულაში,რაც
ფუნდამენტურად უპირისპირდება საღვთო სიტყვას
მსოფლმხედველობას და ხაზს უსმევს ეს ეპიზოდი იმაზეც თუ არამარტო
იმ დღოში დღესაც როგორი არასწორი მიდგომით ხორციელდება
ღმერთის შემეცნება ადამიანისთვის,ეს მომენტი ძალიან მნიშვნელოვანია
და შემდეგ ალექსი ორწლიანი პაუზის შემდეგ მეტყველებს ,,შეგონებები
ჩემზე არ მოქმედებდა,ამ ჯოჯოხეთში და ადამიანთ ზოოპარკში
ორიწელი გავატარე,ვიტანდი გამხეცებულ ზედამხედველებს,ღვარძლიან
კრიმინალებს,ათასგვარ მათ გარყვნილ ძრახვებს რომლებსაც
ანხორციელებდნენ პატიმრების მიმართ,დგება ყველაზე მთვარი მომენტი
ფილმში როდესაც ციხეში შემოდის ახალი პროექტი რომელიც
ადამიანების გაკეთილშობილებას ემსახურება,ეს არის ტექნოლოგია
რომელიც ექსპერიმენტისათვის ითხოვს სწორედ ალექსი და ციტირებს
მას უნდა მთელი დარჩენილი ცხოვრება სიკეთის კეთებაში
გაატაროს,რაზეც მოძღვარი პასუხობს მთავარი არ არის ტექნიკა
მთავარია არჩევანი და ნება თუ რაუნდა გააკეთოს ადამიანმა,რომ იყოს
თავისუფალი მისი მიზნის განხორციელებაში,ეს იყო ლუდოვიკოს
სამედიცინო ცენტრი რომელიც ცუდის კარგისკენ შეცვლის პროგრამით
იყო შექმნილი,ალექსის გამოსასწორებელი მკურნალობა დაიწყო
სხვადასხვანაირი საშუალებებით ხდებოდა მასზე ფსიქოლოგიური
ზემოქმედება,მათგან ყველაზე ეფექტური და ძლიერი ალბათ სკამი იყო
სადაც აბავდნენ და ძალით აყურებინებდნენ ძალადობის ამსახველ
კადრებს,თვალებს სპეციალური ხელსაწყოთი არახუჭინებდნენ ეს
გრძელდებოდა დაუსრულებლივ ,,ვუყურებდი და ვგრძნობდი აღარ
მომწონდა’’ ამბობს ის,ის უკვე ცუდად ხდებოდა გული ერეოდა
ჩვენებაზე მას სძულდებოდა ყველანაირი ძალადობა,ის უკვე ბოლოს
საკუთარი საშუალებით მოწამლეს ბეთჰოვენის მუსიკის თანხლებით
ანახებდნენ იგივე სახის ძალადობას რა სახითაც იგივეს მოქმედებდა
წლების წინ,ის უკვე ყვირილითა და პროტესტით ხვდება ცოდვას
უწოდებს ის რაც ეკრანზე ხდება და ბავშვივით ტირის.სესიების
დასრულების შემდეგ მას გამოცდა უნდა ჩაებარებინა,რომ იგი მართლა
გამოსწორდა და მასში სიკეთის სხივი შემოვიდა ამისათვის
ზედამხედველობამ შიშველი ქალი სცენაზე გამოუშვა იმის მოლოდინში
თუ ალექსი რას ჩაიდენდა,მაგრამ მას ამ ყველაფერი გული
ერეოდა,ყოველგვარ ძალადობაზე გული ერეოდა.მას აღნიშნული
კონტრაქტიდან გამომდინარე ციხიდან უშვებენ და გამოდის
საზოგადოებაში შეცვლილი,გზაზე მას ხვდება ყველა ის ადამიანი ვინც
წლების წინ მას გამწარებული ჰყავდა ისინი მას სცემდნენ,შეურაწყოფას
აყენებდნენ მაგრამ ალექსი მათ არ პასუხობდა.ერთ დღეს მას გადაეყრება
ის სამი დრუგი ვისთანაც ერთადაც ეწეოდა ძალადობას,ისინი მას
საშინელებებს უკეთებენ და ბოლომდე აყენებენ შეურაწყოფას
ყველაფრის გამო რაც მან გაუკეთა ოდესღაც მათ.ერთ დღეს იგი ერთ
სახლს შეაფარებს თავს სადაც ბეთჰოვენის სიმღერას სპეციალურად
რთავენ ყოველდღე რაც ალექსში იწვევს გულისრევას,კარებს უკეტავენ
მაგრამ იგი ვერ უძლებს და ხტება მეორე სართულიდან,დასასრულს
ხდება ყველაზე მთავარი ფილმის სათქმელი და მთავარი კვანძი რაც
გააჩნია მექანიკურ ფორთოხალს ეს ის ეპიზოდია როდესაც ექიმები მას
ამოწმებენ საბოლოოდ როგორ იყო ის გამოჯანმრთელდა თუ არა
საბოლოოდ,ბოლო მომენტში მასთან სტუმარად მოდის მინისტრი
რომელსაც უშუალოდ აინტერესებს შედეგი ლუდოვიკოს პროგრამის და
ასევე შეთავაზებას უკეთებს რომ გახდეს პარტიის დამხმარე და
შეუცვლოს გაუზიაროს ხალხს ის გამოცდილება რაც მან მიიღო
ცხოვრებისგან.ალექსი გამოწვევას იღებს და თანახმაა
თანამშორმლობისთვის,ამ პროცესში ხდება ყველაზე საინტერესო და
ღრმა სათქმელი ნამუშევარის როდესაც ოთახში ყვავილები,მორთული
ხელნაკეთი ნივთები,მუსიკა,რეპორტიორები შემოდიან და ალექსი
გრძნობს ძალაუფლების მოხვეჭას ხდება საოცარი რამ ფიქრებში მას ისევ
უჩნდება ძალადობის მიმართ ლტოლვა,წარმოუდგენელია ამ ემოციის და
სიტყვების გადმოცემა ფურცელზე,თუ როგორი სიძლიერით აქვს
გადმოცემული კუბრიკს მთავარი სათქმელი ნამუშევრის,რომ ადამიანის
შეცვლა ფუნდამენტურად შეუძლებელია,ეს ფილმი არის იმის დასტური
თუ ვინ არის ადამიანი და რამხელა მნიშვნელობა გააჩნია
გარემოსამყაროს ინფორმაციულ ველს პიროვნების ჩამოყალიბებაში,ამის
არგუმენტია თუმდაც ის ფაქტი რომ ალექსი არიცვლება მაგრამ მისი
დრუგები იცვლებიან ახალ ცხოვრებას ერგებიან განა იმიტომ,რომ ისინი
არარიან ძალაუფლების ქვეშ არამედ ისინი თავისუფლები არასდროს
ყოფილან,მათ არჩევანის და საკუთარი აზრის გამოხატულება არ
გააჩნიათ,ისინი ინფორმაციისგან არსებული ტომრები არიან რომელსაც
ცხოვრება სადაც მიაჭედებს იქ გაჩერდებიან,წიგნში არის ერთ-ერთი
მომენტი როდესაც ციტირებს,,თავისუფალი ნებით არჩეული ბოროტება
უკეთესია,ვიდრე ძალით და გავლენის ქვეშ არჩეულ სიკეთეს’’ რაღა თქმა
უნდა ამ სიტყვებში ვერბალურად არის ნაგულისხმები ის სიტყვები რა
აზრიც ჩამოვაყალიბე ორიოდე წინადადებით ადრე.
რა დამოკიდებულებაშია ამ შემოქმედების არსი და ჩემი პროფესია,რა
თქმა უნდა ამაზე პასუხი მზად მაქვს ძალიან დიდი ხანია,სათქმელი ის
არის რომ ადამიანი უნდა იყო ის რაც ხარ,ეს არის ყველაზე ძლიერი ძალა
რაც შეიძლება ადამიანს გააჩდეს,ანუ დამოუკიდებელი პოლუსი
ცხოვრების საკუთარი მიზნისკენ მიმავალი რუტინით,ის რაც მე ამ
ფილმმა მასწავლა გაცილებით დიდია ვიდრე ნებისმიერი სახის
გამოცდილებით მიღებული ცოდნა,იმიტომ რომ დავინახე
თვითრეალიზაციის საშუალებით ვინ ვარ რამინდა და საით მივდივარ,ეს
არის უმნიშვნელოვანესი ასპექტი ადამიანის ცნობიერებაში.ამ ფილმმა
ჩემზე მოახდინა დიდი გავლენა როგორც ცხოვრებისეული ასევე
ფსიქოლოგიური,მე ვამართლებ მასში ჩადებულ ძალადობას იქიდან
გამომდინარე რომ ადამიანს ვერაფერს ვერასდროს შეუცვლი მითუმეტეს
მის ძირითად მიმართულებას თუ ის არ არის ბოლომდე ჩახედული
თუმდაც რა არის ძალადობა?რა არის სიკეთე?რა არის თავისუფლება?მე
ვამართლებ და უფრო მეტიც ფუნდამენტური პრინციპით თუ
ვიმსჯელეთ,ლიბერალური მსოფლმხედველობა რომელიც გამოხატულია
მედლის აქეთა მხრიდან არის გასაღები ჭეშმარიტად განვითარებული
ადამიანის შესაქმნელად,სწორედ ამას გულისხმობს
მართლმადიდებლობა იმ თვალსაზრისით რაღა თქმა უნდა,მე არ
ვმკრეხელობ როდესაც ადამიანს აძლევს აბსოლიტურ თავისუფლებას და
ეგზისტენციალურად მოუწოდებს ადამიანს თავისუფლებაში იპოვოს
ღმერთი,ეს არის ყველაზე დიდი ნაბიჯი ჩემი აზრით ადამიანის
თვითგამორკვევისთვის და რა თქმა უნდა პიროვნებად ჩამოყალიბების
პროცესსში.დასკვნის სახე უკვე ჩამოვაყალიბე და დეტალურად
განვიხილე მისი შინაარსის ის რესურსები რომლებიც კვანძურად
იხსნებიან მთავარ სათქმელთან მიმართებაში და დამავიწყდა ერთ-ერთი
უმთავრესი მომენტი ის ფაქტი, რომ სტენლი კუბრიკმა არანორმალურად
საოცრად გადაიღო ეს სიუჟეტი,შესრულების ტექნიკი თვალსაზრისით
ითვლება ერთ-ერთ ურთულეს შემოქმედებათ კინოსამყაროში და გარდა
ამისა ფილმმა გაცილებით მეტად გადააჭარბა თუმდაც შინაარსიდან
გამომდინარე ვიდრე წიგნმა,ტრადიციული სიმეტრიული
კონბინაციებით,ფერთა მაღალი კორექციით მაყურებელს გასაქანს
არაძლევს, რომ მისცეს სიამოვნება და რა თქმა უნდა მთავარი სათქმელი
რომელიც არამარტო ადრე დღესაც ძალიან აქტუალურია და აწუხებს
ძალიან ბევრ ადამიანს მთელს მსოფლიოში,ის კითხვა თუ ვინ არიან
რეალურად რა უნდათ და საით მიდიან,ამ უნიკალურ კითხვებზე პასუხს
და ადამიანის პრობლემატიკის შესახებ იპოვით მექანიკური
ფორთოხალის ყურების პროცესში,ეს ხომ ნამდვილი ფსიქოლოგიური
ბლოგბასტერია!.

You might also like