You are on page 1of 5

მექანიკური ფორთოხალი 1

„მექანიკური ფორთოხალი“
სტენლი კუბრიკის ფილმის განხილვა

ნინო ტაბატაძე
სოციოლოგიის შესავალი
მექანიკური ფორთოხალი 2

„მექანიკური ფორთოხალი“ 1971 წლის სტენლი კუბრიკის ფილმი, რომელიც


დაფუძვნებულია ანტონი ბურგსის 1963 წელს დაწერილ იმავე სახელწოდების მქონე
რომანზე. ფილმში ასახულია დანაშაულებით მოცული დისტოპია, სადაც ფილმის
ანტიგმირი ალექსი, მალკოლმ მაკდუელის შესრულებით, ჯგუფთან, "დრუგები," ერთად
გადიან ქუჩებში ღამით, ჩადიან დანაშაულებს სიამოვნებისთვის. "მექანიკური ფორთოხალი"
არ ეხება მხოლოდ ძალადობას, ეს არის ინდივიდუალური თავისუფლების სისუსტე და,
როგორც თემა, დღეს ისეთივე აქტუალურია, როგორც 1971 წელს.

მთელ ფილმში ნაჩვენებია ძალადობრივი, არა სტანდარტული ქცევის ნიმუშები. ფილმი


სავსეა ფიზიკური და სექსუალური ძალადობით, რაც აშკარად ჩანს სცენებში. მოხუცი,
უსახლკარო ადამიანის ცემა, ლიბერალ აქტივისტზე თავდასხმა და ცოლის მის თვალწინ
გაუპატიურება, ყველა იმ ქცევის ნიმუშია, რომელიც ნორმალურ ჩარჩოებში შეუძლებელია
მოვაქციოთ. ფილმში ვხვდებით კანონისა და წესრიგის შენარჩუნების თემებს, კრიმინალის
შემცირება და სასჯელის შესაბამისი ფორმები, სოციალიზაცია. უფრო ღრმა დონეზე, ფილმი
კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს საზოგადოებისა და მთავრობის როლებს იმ სოციალური და
სამართლებრივი რეალობების შექმნისას, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ. ირლანდიურ
ყოველდღიურ გაზეთს „Irish Times” აქვს ერთერთი სტატია სახელად „მექანიკური
ფორთოხლის საზოგადოება“ და მას ასე იწყებს: „მადამ, -გარდავიქმნებით ჩვენ მექანიკური
ფორთოხლის საზოგადოებად?“ ფილმის მთავარი როლის შემსრულებელმა, მალკოლმ
მაქდაუელმა, ფილმის შესახებ ერთერთ ინტერვიუში თქვა: ”ამ ფილმში მონაწილეობამ კინო
ისტორიაში შემიყვანა. ყოველი ახალი თაობა მას აღმოაჩენს - არა ძალადობის გამო, რომელიც
დღევანდელობას შედარებული ძველი ქუდია, არამედ ფსიქოლოგიური ძალადობის გამო. ეს
დებატები, ადამიანის არჩევანის თავისუფლების შესახებ, კვლავ მიმდინარეობს. ”

ფილმი სავსეა სექსუალური ელემენტებით, რომლებშიც ქალია წარმოდგენილი როგორც


სექსუალური ფიგურა, რომელზედაც მამაკაცები აკმაყოფილებენ თავიანთ ფიზიკურ
სურვილებსა და მოთხოვნილებებს. „რძის ბარში,“ პირველივე სცენიდან, ქალის სხეულის
ფორმის ყველანაირი ელემენტი ჩანს, მაგიდებსაც კი შიშველი ქალის ფორმა აქვთ, რძეს კი
ქალის ქანდაკების მკერდიდან ისხამენ ჭიქებში. ძალადობის სცენებში ალექსი და მისი ბანდა
ორჯერ დაესხნენ თავს ქალს და ორივე გააუპატიურეს, თუნდაც ქმრის თვალწინ. მათი
ძალადობრივი დანაშაულების სამიზნე ძირითადად ქალები არიან, საიდანაც შეიძლება
დავასკვნათ, რომ ფილმში ქალს დაბალი სოციალური როლი ენიჭება, იგი განიხილებოდა
როგორც მამაკაცის მხრიდან სექსუალური და ძალადობრივი ქმედებების სამიზნე, ისევე
როგორც სუსტი და დისკრიმინირებული სქესი.

პოლიცია, ციხე და ალექსზე განხორციელებული მთელი ექსპერიმენტი შეიძლება


განიხილებოდეს როგორც კრიმინალების სოციალიზაციის ფორმა. ციხის შიგნით, ყველა
პატიმარი, ალექსის ჩათვლით, ესწრება რელიგიურ გაკვეთლებს, რომლებშიც მათ ასწავლიან,
რომ ისინი ცოდვილნი არიან და ”დიდი წიგნი” საკუთარი თავის გადარჩენის საშუალებაა. ეს
შეიძლება ჩაითვალოს კრიმინალების სოციალიზაციის საშუალებად და შეეცადოს ისევ და
ისევ მათ სწორ გზაზე დააყენებას. მეორე მაგალითად შეიძლება მოვიყვანოთ, ე. წ.
"ლუდოვიკოს" ტექნიკა, ექსპერიმენტი, კრიმინალის „განკურნებისთვის“. ალექსი
მექანიკური ფორთოხალი 3

ნებაყოფლობით ხდება მისი მონაწილე, არ იცის იმ მეთოდებისა და შედეგების შესახებ,


რომლებსაც მოგვიანებით განიცდის. ძალადობრივი ფილმების ჩვენება მისი საყვარელი
ბეთჰოვენის მუსიკის თანხლებით, ერთერთი მეთოდია, რომელსაც ისინი იყენებენ
რეაბილიტაციისთვის. ეს ხერხი ძალადობას აუტანელს ხდის და ეხმარება საზოგადოების
„პროდუქტიულ“ წევრად გახდომაში.

ფილმში ელიტის მაგალითია წარმოდგენილი შინაგან საქმეთა მინისტრის სახით, რომელიც


ცდილობს დაფაროს ყველა ის სკანდალი, რაც მოხდა ექსპერიმენტთან დაკავშირებით.
ალექსთან მიდის და მას გასამრჯელოს სთავაზობს თავისი მარცხის დაფარვის სანაცვლოდ.
დიალოგიდან ჩანს რეალურად ვინ წარმოადგენს საზოგადოების ელიტას, ვინ არის
სოციალური პირამიდის თავზე და ვინ იკავებს ძალაუფლების პოზიციას, აშკარაა. უფრო
მეტიც, ამ მაგალითს აჩვენებს ისიც, თუ ვინ არის პირამიდის მწვერვალზე საზოგადოებაში,
ისინი, ვისაც მედიის მართვის საშუალება აქვთ და თუნდაც საზოგადოებრივი აზრის. ამ
მაგალითიდან აშკარად ჩანს, რომ მთავრობას სურს ალექსის გამოყენება, როგორც
საზოგადოებრივი აზრის შეცვლის ინსტრუმენტი. ეს ნიშნავს, რომ მთავრობები ასევე
აკეთებენ საზოგადოების სოციალიზაციის პროცესს, ძირითადად, იყენებენ მედიას ან სხვა
წყაროებს სასურველი გზების გამოსავლენად, წესებისა და პოზიციების მისაღწევად,
საკუთარი პოლიტიკის შესაბამისად.

„მექანიკური ფორთოხლის“ მთავარი აზრი, პირველ რიგში, სათაურიდან უნდა


გამოვიტანოთ. ფორთოხალი, რაღაც ორგანული, ნატურალური, ბუნებრივი გარდაიქმნება
არაადამიანურ მექანიკურ სხეულად, რომელსაც რაღაც უნდა მართავდეს. ამ ფილმში,
ერთადერთი მექანიკური ფორთოხალი სწორედ ალექსია, რაღაც მექანიკური რაც
ორგანულად გვევლინება. მისი ბუნებრივობა შეგვიძლია ხელოვნების სიყვარულითაც
დავინახოთ. ამით ვგულისხმობ იმას, რომ ალექსი არის ადამიანი, მას შეუძლია მეტყველება,
აქვს ფიქრის უნარი, თუმცა ის იმართება მთავრობის მიერ, როგორც მანქანა, აკეთებს იმას
რასაც ისინი მოისურვებენ. ალექსი კარგავს თავისუფალ ნებას, რაც იმას ნიშნავს, რომ ის
კარგავს ადამიანის ერთ-ერთ ძირითად თვისებას, ის კარგავს ძალას. ალექსის ბოროტება
დამარცხდა ამორალური „ლუდოვიკოს“მეთოდით, რომელსაც სახელმწიფო სიკეთედ
მიიჩნევს, სინამდვილეში კი ის საერთდ კარგავს თავის თავს, როდესაც იგი საზოგადოებაში
სრულიად სხვა სახით ბრუნდება. კონტროლისგან "გაათავისუფლეს", ალექსი
ტვინგამორეცხილი უბრუნდება საზოგადოებას. მას აღარ ჰქვია 655321, მაგრამ ის მაინც არ
არის ალექსი. ფილმი არის დიდი განცხადება კონტროლის წინააღმდეგ და აჩვენებს, რომ
ზედმეტმა კონტროლმა შეიძლება ადამიანურობა დაგვაკარგვინოს. ალექსის
თვითმკვლელობის მცდელობით და კარგ პიროვნებად ჩამოყალიბების შეუძლებლობით,
კუბრიკი ამბობს, რომ ადამიანი, რომელსაც შინაგანი ადამიანური თვისებები არ აქვს,
უბრალოდ არ შეიძლება არსებობდეს.

1971 წელს, ამ ფილმის სცენების ნახვამ აუდიტორია მთლიანად დააშინა. თუმცა,


თანამედროვე აუდიტორიისთვის ეს არც ისე შოკისმომგვრელია. აქ ჩანს კუბრიკის კიდევ
ერთი სიბრძნე. როდესაც ის პირველად გამოვიდა, ეს ფილმი რევოლუციურ ძალადობად
განიხილებოდა, მაგრამ დღესდღეობით ტელევიზიასა და ფილმებში ძალადობის ბევრად
მექანიკური ფორთოხალი 4

მეტ ფაქტს ვაწყდებით ყოველდღიურად. „მექანიკური ფორთოხალი“ არის ყველა მომავალ


ფილმის შედარების საფუძველი. გარდა ამისა, საზოგადოებას ძალადობის აღქმა უმცირდება
და ეს ფილმის ანალოგიურია. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, „მექანიკური ფორთოხალი“ არის
კუბრიკის განცხადება საზოგადოების შესახებ, და ეს საერთოდ არ არის შორს რეალობისგან.
„მადამ, -გარდავიქმნებით ჩვენ მექანიკური ფორთოხლის საზოგადოებად?“

ბიბლიოგრაფია:

 https://www.imdb.com/title/tt0066921/
 https://www.irishtimes.com/
 www.indiewire.com
 https://www.theguardian.com/

You might also like