You are on page 1of 3

ნენე ბურდული

მეცხრამეტე საუკუნის ერთერთი გავლენიანი ინგლისელი საზოგადო მოღვაწე ჯონ


სტიუარტ მილი შეეხო ისეთ საჭირო და მნიშვნელოვან თემას, როგორიც
თავისუფლებაა. მის ნაწარმოებში თავისუფალება არ არის განხილული ისე, როგორც
ტირანიისგან თავის დაღწევა ან რაიმე მსგავსი. მილი ფიქრობს, რომ ადამიანებმა უკვე
დააღწიეს თავი სახელმწიფოსგან მონობას და მიაღწიეს იმას, რომ მმართველი ძალა
გახდა ხალხის მართული. მაგრამ ყველაზე მთავარი ინდივიდის თავისუფლება ისევ
დაუცველი რჩება.

მილი თავისუფლების სამ სფეროს გამოყოფს. ერთია სინდისის თავისუფლება. ის


მოიცავს პირველი რიგში აზროვნებისა და გრძნობების თავისუფლებას.
შეხედულებების ქონა და აზრის გამოხატვის თავისუფლება ხელშეუხებელია.
ადამიანმა უნდა გააკეთოს ის, რაც მას სურს. მილი გვეუბნება, რომ შეხედულებების
დევნა ბოროტებაა. არა აქვს მნიშვნელობა ეს შეხედულება მცდარია თუ სწორი.
კაცობრიობის ისტორიას არაერთი მაგალითი ახსოვს, "როდესაც ზნეობრივმა და
პატივსაცემმა ადამიანებმა დარწმუნებულებმა იმაში, რომ ჭეშმარიტებას იცავდნენ
მცდარ და მავნე შეხედულებას ებრძოდნენ, ახალი ჭეშმარიტების მღაღადებლები
გაანადგურეს და დიდი ხნით დააბრკოლეს კაცობრიობის მიერ ამ ჭეშმარიტების
აღიარება." (გვ375) და იმ შემთხვევაში თუ ჭეშმარიტება მცდარია, მაინც არ უნდა
ვდევნოთ ის, რადგან "ჭეშმარიტება, რომლის მიმართ ეჭვის გამოთქმაც აკრძალულია
იქცევა მკვდარ დოგმად." ( გვ374)

მილი საუბრობს ასევე მოქმედებს თავისუფლებაზე. ადამიანმა უნდა გააკეთოს ის,


რაც მას სურს. შესაბამისად უნდა აიტანოს ამ ქმედებით გამოწვეული შედეგები.
მაგრამ მისმა თანამოძმეებმა ამ ქმედების განხორციელებაში ხელი არ უნდა
შეუშალონ. იმ შემთხვევის გარდა, თუ ამ ადამიანის ნამოქმედარი მათ ზიანს არ
აყენებს. თუნდაც ისინი ფიქრობდნენ, რომ ამ ადამიანის მიერ ჩადენილი საქციელი
არასწორია ან შეცდომაა. შეხედულების თავისუფლების სასარგებლოდ
გამოყენებული არგუმენტი ამ შემთხვევაშიც მოქმედებს. ადამიანები ვერ იქნებიან
შეუცდომლები და შესაბამისად არ შესწევთ უნარი სწორად შეაფასონ სხვისი
ცხოვრებისა და ქმედებების სისწორე და სიჯანსაღე. გარდა ამისა, მილი უცხო
ქმედებებს უწოდებს ცხოვრების ექსპერიმენტებს. უცხო ქმედებები არის სიახლეების
აღმოჩენების შესაძლებლობა და კიდევ ადამიანის განვითარებსთვის ქმედების
თავისუფალება აუცილებელია. "ერთი და იგივე ცხოვრების წესი ერთს ჯანსაღი
ენთუზიაზმით აღავსებს და ქმედებისა და სიამოვნების მიღების ყველა მის უნარს
საუკეთესო სახით აწესრიგებს, ხოლო სხვისთვის შემაწუხებელი ტვრთია, რომელიც
მთელ მის შინაგან ცხოვრებას აყოვნებს ან თრგუნავს." ამ მაგალითით მილი
გვაჩვენებს რაოდენ შეიძლება უბედური იყოს ადამიანი თუ მხოლოდ სხვისი
ცხოვრებით იცხოვრებს, შესაბამისად, ადათების ბრმად შესრულების ნაცვლად
ადამიანებმა უნდა იკისრონ ქმედების გამო პასუხისმგებლობის ტარება.

თავისუფალლებას მივყავართ ინდივიდუალიზმამდე. ჭკვიანი ადამიანები


ხვდებიან, რომ განსხვავებულად მოაზროვნე ინდივიდი კი არ უნდა დავრთგუნოთ,
არამედ პირიქით წავახალისოთ და ეს ინდივიდუალიზმი მიგვიყვანს
მრავალფეროვნებამდე. მილი ამბობს, რომ ის რაც ევროპას იცავდა, ის რამაც
ევროპულ ოჯახს მისცა უნარი სრულყოფისა, არის მათი კულტურისა და ხასიათის
გამორჩეული მრავალფეროვნება. "მრავალფეროვნება, რომელიც თითოეული რაღაც
ღირებულისკენ მიდიოდა", ხოლო რაც შეეხება ერთფეროვნებას, ერთფეროვნება
ყოველთვის აბრკოლებს და ხელს უშლის საზოგადოების განვითარებას ახალ
მიღწევებს და საერთოდ სიახლეების აღმოჩენას. მაგრამ რამდენად ვუწყობთ
ადამიანები მრავალფეროვნების განვითარებას ხელს? განვიხილოთ მილის მიერ
მოყვანილი მაგალითი. ადამიანები ვართ განსხვავებულები თითქმის ყველაფერში,
ტკვილის მიმართ ბედნიერების მიმართ, მგრძნობელობაში და თუ ჩვენი შესაბამისი
მრავალფეროვნება არ იქნება ჩვენს ცხოვრებაში ჩვენ ვერც ბედნიერები ვერ ვიქნებით.
ადამიანს შეიძლება მოსწონდეს, მაგალითად ნავით გასეირნება, ან არ მოსწონდეს და
ამის გამო არავინ გაააკრიტიკებს. რადგან ძალიან ბევრი არიან იმისთვის, რომ ერთმა
ჯგუფმა მეორე გააკრიტიკოს. მაგრამ ადამიანი რომელიც "აკეთებს იმას, რასაც არავინ
აკეთებს" ან პირიქით, არ აკეთებს იმას, რასაც სხვები აკეთებენ, ხდება კრიტიკის
მსხვერპლი და მისი მიმართულებით ისმის დამამცირებელი შენიშვნები მაშინ, როცა
არ აფასებს საზოგადოება მრავალფეროვნებას და ინდივიდუალიზმს მყარდება
უმრავლესობის ტირანია, უმრავლესობა გვიწყვიტავს ყველაფერს რა მოგვწონდეს,
სად წავიდეთ, რა ვჭამოთ, რა გვძულდეს და ასე შემდეგ. უმრავლესობის ტირანიის
მაგალითად შეიძლება საბჭოთა ხელისუფლების დროს მომხდარი გახმაურებული
ამბავი მოვიყვანოთ. როცა ადამიანები იმდენად დაიღალნენ ყველაფრის
კონტროლით და საბჭოთა რეჟიმით, რომ თავის დაღწევა თვითმფრინავის გატაცებით
სცადეს. მართალია, ამ ტრაგედიამ ადამიანების სიცოცხლე შეიწირა, თუმცა უნდა
ვაღიაროთ, რომ ამ ტირანიის დამხობაში რაღაც როლი ითამაშა.

პირველ რიგში ტირანიის დასამარცხებლად არ უნდა შევუშინდეთ ტირანებს. მათ


ვერ უნდა მოახერხონ ის, რომ ჩვენ საკუთარი განსხვავებულობის გამო შეგვრცხვეს
და თავი დამცირებულად ვიგრძნოთ, არ უნდა მოვერიდოთ საკუთარი აზრის ღიად
გასაჯაროებას და არ მივცეთ მათ უფლება აკონტროლონ ჩვენი ქმედებები. შემდეგ
მნიშვნელოვანია, რომ ერთმანეთს დავუჭიროთ მხარი. დავიცვათ არა მხოლოდ
ჩვენნაირები, არამედ ჩვენგან განსხვავებული ადამიანებიც უსამართლობისგან.

საბოლოო ჯამში, მრავლფეროვნება არის ის, რაც სამყაროს აძლევს განვითარების


ყველაზე დიდ შესაძლებლობას. მრავალფეროვნებამდე ინდივიდუალიზმს,
ინდივიდუალიზამდე კი თავისუფლებას მივყავართ, ამიტომ უნდა
გავუფრთხილდეთ ჩვენს თავისუფლებას.

ბიბლიოგრაფია

შესავალი თანამედროვე აზროვნებაში ჯონ სტიუარტ მილი გვ 367-446

You might also like