You are on page 1of 3

შესავალი თანამედროვე აზროვნებაში

საშინაო ნაშრომი

ილია ჯავახიშვილი

ლექტორი : თინათინ ქავთარაძე

იმანუელ კანტი

მეთვრამეტე საუკუნე ძალიან მნიშვნელოვანი იყო მსოფლიო ისტორიისთვის.


სწორედ ამ ეფოქას ეწოდება განმანეთლებლობის ეპოქა. იმანუელ კანტი სწორედ ამ
ეპოქას ეკუთვნის, რომელიც გერმანელი ფილოსოფოსი იყო და ამ ეპოქის ერთ-ერთი
მნიშვნელოვანი ფიგურაა, იმანუელ კანტის აზრით, განმანათლებლობა არის
ადამიანის უმწიფობიდან გამოსვლა, რომელიც მისივე ბრალია. ასევე მეტად
მნიშვნელოვანია ეს წინადადება „გაბედე საკუთარი განსჯის გამოყენება!“ ეს
განმანათლებლობის სიმბოლოა ის გულისხმობს, რომ ყველა ადამიანს აქვს გონების
გამოყენების საშუალება და სჯელობის თავისუფლება. ყველა ადამიანს აქვს უფლება
თავისი აზრიდან გამომდინარე მიიღოს გადაწყვეტილებები. ყველა ადამიანი უდნა
იყოს თავისუფალი უდნა გააჩნდეს თავისუფალი აზრი და არავის უნდა ჰქონდეს
უბლება მის საქმეში ჩაერიოს ან მის მაგივრად მიიღოს ესა თუ ის გადაწყვეტილებები.
სწორედ ასეთმა ადამინებმა უნდა დაამარცხონ სტერეოტიპები და დაბრკოლებები.
რომლებიც მას ბოჭავს და სწორ აზროვნებაში უშლის ხელს. უმწიფობა, სილაჩრე და
სიზარმეცე, ეს ის თვისებებია, რაც ხელს უშლიას ადამიანს საკუტარი აზრი თამამად
და ხმამაღლა გამოთქვას.

განმანათლებლობისთვის საჭიროა ადამიანის თავისუფლება, თუმცა ჯერ თავი


უდნა დააღწიოს უმწიფობასს და შიშს, რადგან ყოველივე ეს უშლის ხელს ადამიანს
იყოს თავისუფალი. თუ ადამიანს სურის იყოს თავისუფალი არავის არ უნდა მისცეს
უფლება მის პირად სივრჩეში შეიჭრას და მის საქმეებში ჩაერიოს. ავტორი მიიჩნევს
რომ ადამიანმა გონება საჯაროდ უნდა გამოიყენოს. გონების საჯარო გამოყენება
ნიშნავს, რომ განიხილო გარკვეული საკითხები რაც ხალხის ცოდნას განვითარებას
და თავისუფლების მოპოვებას შეუწყობს ხელს. იმანუელ კანტს სწორედ ამის
მაგალითზე მოჰყავს მღვდელი მას მხოლოდ მრევლებთან იმ თემაზე დალაპარაკებისა და
განხილვის უფლება აქვს, რაც ეკლესიასა და მის საქმიანობას შეეხება, დანარჩენი სხვა
მისთვის არაა მნიშვნელოვანი. თუმცა მღვდელს უნდა ჰქონდეს საუბარი დამიანებთან
სხვადასხვა საკითხებზე რომელიც მათ განვითარებას და მათი მსოფმხედველობის
ამაღლებას მოხმარდება და მხოლოდ ერთი კონკრეტული საკითხით არ უნდა
შემოიფარგლებოდეს. თავისუფლება , გონების საჯაროთ გამოყენება ხელს შეუწყობს
ადამიანის უმწიფობიდან გამოსვლას.

იმანუელ კანტის ნაწარმოებში ვკითხულობთ: „ იმსჯელეთ, იაზროვნეთ, მაგრამ


დამმორჩილდით“ ეს ყველაფერი კი იმას გულისხმობს რომ ადამიანს აქვს შესაძლებლობა
გამოთქვას პროტესტი გარკვეულ საკითხებთან მიმართებაში, მაგრამ კანონს აუცილებლად
უნდა დაემორჩილოს. მე ვეთანხმები ავტორს ჩვენ უნდა გამოვთქვათ ჩვენი აზრი და ამისი არ
უნდა შეგვეშინდეს თუ საჭირო გახდება გავაპროტესტოთ, მაგრამ ჩვენი გამოხატვის
თავისუფლებით კანონი არ უდნა დავარღვიოთ და ზიანი არ უნდა მივაყენოთ სხვას.
იმანუელ კანტს ამასთან დაკავშირებით მოჰყავს მაგალითი ოფიზერზე, რომელიც ნებისმიერ
ბრძანებას ემორჩილება ზემდგომი პირებისგან, ანუ ოფიზერი ვალდებულია ყველა
ვარიანტში შეასრულოს ეს ბრძანება მოსწონს თუ არა მას ეს მეორეხარისხოვანია. მართალია
ის უდნა დაემორჩილოს კანონს, მაგრამ მას ვერავინ აუკრძალავს თავისი აზრის გამოხატვის
თავისუფლებას. რომ არა ბრძანებები ყველა იმას გააკეთებდა რაც მოესურვებოდა და თუ ეს
ასე იქნებოდა, ქვეყანაში განხეთქილება და არეულობა შეიქმნებოდა. კანტს მოჰყავს მეორე
მაგალითიც, სახელმწიფო გადასახადებთან დაკავშირებით, ქვეყნის ნებისმიერი მოქალაქე
ვალედებულია გადაიხხადოს დაწესებული გადასახადები, მაგრამ მათ აქვთ აზრი გამოთქვან
ამ საკითხთან დაკავშირებით. ჩემი აზრით უნდა გავაპროტესტოთ თუ არმე არ მოგვწონს თუ
რაიმე ჩვენთვის მიუღებელია და თუ რაიმე სწორად არ მიგვაჩნია, არ უნდა გავჩუმდეთ.

იმანუელ კანტი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს რელიგიას, რადგან იმ დროს მმართველები


ნაკლებ ყურადღებას იჩენდნენ მეცნიერებისა და ხელოვნების მიმართ. ავტორი მიიჩნევს, რომ
ის მმართველი, რომელიც მოსახლეობას თავისუფლებას ძლევს რელიგიის საკითხებში, მას
საზოგადოება განმანათლებლობამდე მიჰყავს. შესაძლოა კითხვა გაგვიჩნდეს თუ რატომ არის
რელიგია დაუძლეველი ავტორიტეტებისა და მეურვეების სივრცე. რელიაგას არ აქვს უფლება
დააკნინოს ხალხის შეხედულებები და დააკნინოს ის. რათქმაუნდა ამას არააქვს დიდი
მნიშვნელობა ის სასულიერო პირია თუ ჩვეულებრივი მოქალაქე. ავტორიტეტებისა და
მეურვეების სივრცე, რომ ის ვრცელ ასპექტს მოიცავს მას დიდი ავტორიტეტი აქვს
მინიჭებული. იმანუელ კანტის აზრით მონარქს არ აქვს უფლება ის კანონი დაუწესოს
მოსახლეობას, რომელის დაწესების უფლება ხალხს საკუთარი თავისთვის არ აქვს. მონარქის
ავტორიტეტი ხალხის სურვის და აზრს საკუთარში აერთიანებს.

ჩემი აზრით იმანუელ კანტის ეს ტექსტი ხელს უწყობს სზოგადოების განვითარებს, რადგან
ეს ყველაფერი ხელს უწყობს იმასრ რომ ადამიანებმა შეძლონ გამოხატონ აზრი თავისი
შეხედულებები და პროტესტი გამოხატონ საჯაროთ იმ პრობლემებთან დაკავშირებით,
რომელებიც მათ გარშემო პირად სივრცეში თუ საზოგადოდ ხდება, ამას არააქვს
მნიშვნელობა ადამიანებმა უნდა შეძლონ რომ გამოვიდნენ უმწიფობიდან, როგორც ამას
კანტი ამბობს და მოგვიწოდებს.
ბიბლიოგრაფია:

წიგნი - შესავალი თანამედროვე აზროვნებაში 1.

იმანუელ კანტი - „ რა არის განმანათლებლობა ? „ ( 2019 )

თბილისი . ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი .

You might also like