You are on page 1of 2

პასუხი:

განმანათლებლობა , როგორც კანტი იტყოდა , არის გამოსვლა „უმწიფრობიდან“,


ხოლო უმწიფრობა ნიშნავს ადამიანის ნაკლებ შესაძლებლობას, უუნარობას , ამ დროს
ადამიანს არ შესწევს იმის ძალა, რომ განსაჯოს საკუთარი თავი ან თუნდაც უცხო
ადამიანი. უმწიფრობა არ გამოიხატება მხოლოდ განსჯის სიმცირეში , არამედ
გამბედაობისა და სწორი გადაწყვეტილებების არქონაში. ავტორის მოსაზრებით
ადამიანი განათლებული მაშინ არის , როდესაც შესწევს ძალა გამოვიდეს
უუნარობიდან, უმწიფრობიდან და ისწავლოს საკუთარი თავის განსჯა სწორად ,
როგორც ცნობილი ციტატა გვასწავლის „გაბედე საკუთარი განსჯის გამოყენება “
რაც ნიშნავს რომ უნდა გაიზარდო , ისწავლო რაარის სწორი და რა არასწორი ,
ჰქონდეს მეტი შესაძლებლობა, გადადგას წინ და წინ ნაბიჯები და საკუთარი აზრი თუ
გადაწყვეტილება, რომელიც ჭეშმარიტად მიაჩნია აქციოს რეალობად.

სამწუხაროდ, არსებობს მიზეზები რომლებიც ადამიანს „ უწყობს ხელს“ რომ დარჩეს


უმწიფრობაში, ესენია სიზარმაცე და სილაჩრე. ამ ორი თვისების საშინელი შედეგი
ისაა , რომ ასეთი ცხოვრება უმწიფრობაში დარჩენილთათვის ხდება კომფორტული ,
რადგან სხვები ასრულებენ მათ მნიშვნელოვან მოვალეობებს, ხოლო ზოგიერთები
ასეთ ზარმაც ადამიანებს უდგებიან „მეურვეებად“ რადგან არ განვითარდნენ და
შეშინდნენ სიმწიფისკენ ნაბიჯის გადადგმით. პრობლემა მდგომარეობს სიზარმაცეში ,
ბევრს არ სურს განვითარდეს , მათ უმწიფრობაში დარჩენას კი ხელს უწყობენ ბოროტი
ადამიანები რომლებიც „საკუთარ შინაურ პირუტყვს ჯერ ჭკუა გამოაცალეს და
საგულდაგულოდ უზრუნველყვეს, რომ ეს მშვიდი არსებანი ერთ ნაბიჯსაც კი ვერ
გადადგამენ საბავშვო ეტლის გარეშე“. ცალკეული ადამიანებისთვის რთულდება
კიდეც ასეთი მდგომარეობიდან გამოსვლა , რომელსაც ავტორი უწოდებს „ბუნებად
ქცეულ უმწიფრობას“ , ეს არის მდგომარეობა, როდესაც როგორც ზემოთ აღვნიშნეთ
ადამიანს უვარდება უმწიფრობა , კომფორტული ხდება მისთვის ეს ყველაფერი და
უფრო მეტიც მას არც სურს გამოიყენოს საკუთარი ნამდვილი შესაძლებლობები ,
უნარები , რომ მიიღოს განსჯის უფლება, მეორე მხრივ მისთვის არც მიუციათ ცდის
შესაძლებლობა, თითზე ჩამოსათვლელები თუ შეძლებენ თავისუფლად მოძრაობას .

განმანათლებლობისთვის მხოლოდ თავისუფლებაა საჭირო, უმთავრესი არის


გონების საჯარო მოხმარება, რასაც საზოგადოებაში ხშირად ადამიანები
ეწინააღმდეგებიან მსჯელობას და ყურადღებას ამახვილებენ მეორეხარისხოვან
საქმეებზე. გონების საჯარო გამოყენებას შეუძლია ადამიანებს შორის შეიტანოს და
გაავრცელოს განმანათლებლობა, ხოლო გონების კერძო გამოყენებამ შესაძლოა
შეიზღუდოს მაგრამ დიდად არ შეაფერხოს განათლების წინსვლის პროგრესი .
საჯარო გონების გამოყენება დაფუძნებულია თავისუფლებაზე ხოლო კერძო გონების
გამოყენებისას ადამიანი საკუთარ აზრს უფრო მეტად ანიჭებს უპირატესობას და
საკუთარი მექანიზმებით მოქმედებს პირადი სურვილებისთვის . კანტი ემხრობა
რევოლუციას, იგი ფიქრობს , რომ საზოგადოება უნდა ისწრაფვოდეს ჩაგვრის
დამხობისკენ , ერთპიროვნული მმართველობის გადაგდებისკენ, მხოლოდ საკუთარი
სურვილებისთვის და მოგებისკენ მსწრაფვი ბატონის მოშორებისკენ .

რელიგია განმანათლებლობაში უდიდეს როლს თამაშობს როგორც მორწმუნისთვის


ასევე ურწმუნო ადამიანისთვის, რელიგია სულიერი განათლებაა საკუთრივ
მეცნიერების ნაწილია ხოლო მისი „,მეურვეები“ , სხვა სიტყვებით მეცნიერები არიან
სასულიერო პირები, რომლებიც ვალდებულნი არიან საჯაროდ გამოთქვან საკუთარი
აზრი ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით, ქადაგება არის მისი სამსახური ,
მრევლისთვის , ხალხისთვის ცოდნის გაზიარება , სწავლება იმის თუ რაარის კარგი და
რა ცუდი , სასულიერო პირები გარკვეული თვალსაზრისით არიან
განმანათლებლები, რომლებიც ასრულებენ საკუთარ მოვალეობას როგორც სხვა
მეცნიერები , მაგრამ განსხვავებით მეცნიერებისგან, მათი გონების გამოყენება არის
კერძო, რადგან რამდენადაც დიდი არუნდა იყოს ის ხალხი რომელიც ეკლესიაშია ან
თუნდაც რომელიმე დაწესებულებაში ანუ მრევლი , მაინც ითვლება რომ მქადაგებელი
ასწავლის „ვიწრო წრეში“ ხოლო მეცნიერი გონების საჯაროდ გამოყენებისას
მიმართავს მსოფლიოს და ფლობს შეუზღუდავ ძალაუფლებას.

იმანუელ კანტი განმანათლებლობის ანუ ადამიანის უმწიფრობას თვითონ ადამიანს


აბრალებს , ამისთვის მთავარ საკითხად მიიჩნევს რელიგიას, დიდ მმართველებს არ
აქვთ საკმარისი ინტერესი მეცნიერებისა თუ ხელოვნების სფეროში შეასრულონ
მეურვეების როლი , ხოლო რელიგია ადამიანს ანიჭებს თავისუფლებას და
მმართველებს აძლევს გასაქანს , რომ აზროვნების წესი კიდევ უფრო და უფრო
განავითარონ და საკუთარ ქვეშევრდომებსაც აძლევენ უფლებას საკუთარი გონება
საჯაროდ გამოიყენონ და არ მოერიდონ რამის გაკრიტიკებას თუნდაც ეს იყოს
არსებული კანონები.

რაც შეეხება საქართველოს, ქვეყანა არ არის განმანათლებლობის ეპოქაში . პირველ


რიგში განათლების მიღება იწყება სკოლის პერიოდიდან, სწორედ აქედან ეყრება
საფუძველი , მაგრამ სამწუხაროდ სასწავლო პროგრამები საქართველოს სკოლებში
არის განვითარებადი ქვეყნის დონეზე და არა როგორც მაგალითად ევროპული
განვითარებული ქვეყნის მსგავსად. ხაზგასასმელია რომ საქართველოს ჰქონდა ეპოქა
, როდესაც განმანათლებლები აქტიურად ცდილობდნენ ერში გაევრცელებინათ
განათლება, განმანათლებელთა მიზანი იყო ფართო მასებისთვის არსებული იდეოლოგიის
უარყოფითი მხარეების ჩვენება. უდიდესი მაგალითები არიან იაკობ გოგებაშვილი და
ილია ჭავჭავაძე , რომლებიც თავვდაუზოგავად ცდილობდნენ და შრომობდნენ , რომ
ქართველებს შეენარჩუნებინათ საკუთარი ენა , მამული და სარმუნოება , ილია მართალი
ცდილობდა რომ ერი დღის შუქზე გამოეყვანა და არსებული რეალობის აღსაქმელად
ამისთვის გონების საჯაროდ გამოყენება იყო საჭირო.

You might also like