You are on page 1of 1

კანტი და მილი

კანტის და მილის ნაწარმოებში ერთ-ერთი მთავარი თემა სწორედ ადამიანთა აზრის


გამოხატვის თავისუფლებაა. კანტი წერს, რომ გონების საჯარო გამოყენებისას
ადამიანს აქვს სრული, შეუზღუდავი თავისუფლება ისაუბროს იმის შესახებ, რაც მას
მოუნდება. განიხილოს ნებისმიერი საკითხი ისე, როგორც ფიქრობს და გაუზიაროს
თავისი აზრი სხვებს. მაგალითად: მღვდელს წირვის დასრულების შემდეგ აქვს
სრული თავისუფლება, რელიგიურ საკითხებზე გამოხატოს თავისი აზრი, რამდენად
სწორი და დამაჯერებელია ისინი. თუმცა ამის უფლება არ აქვს წირვაზე რადგან ეს
უკვე კერძო გამოყენებას ეხება. კანტის აზრით გონების საჯარო გამოყენება ადამიანთა
განვითარების წინაპირობაა და მისი შეზღუდვის უფლება არავის არ აქვს.

რაც შეეხება მილს, ის წერს რომ თითოეულ ადამიანს უნდა ჰქონდეს სრული
თავისუფლება, დისკუსიისა და თავისი შეხედულებების გამოხატვისას. ყველა
ინდივიდს უნდა ჰქონდეს შეხედულებები და მათი საჯაროდ გამოთქმის საშუალება.
უმრავლესობის მიერ არ უნდა იყოს ჩახშობილი უმცირესობის შეხედულებები, რადგან
ხშირად გაბატონებული მომავალში შესაძლოა სწორად ეს შეხედულება გახდეს.
ადამიანთა დისკუსიის და თავისუფალი აზრის გამოხატვის ჩახშობა არის ინდივიდის
თავისუფლების დანგრევა, რაც მილის აზრით კაცობრიობის განმანათლებლობასა და
განვითარებას აჩერებს.

სწორედ ამაშია ამ ორი ავტორის მსგავსება. მათი აზრით საკუთარი შეხედულების


დაფიქსირება საჯაროდ, დისკუსია და ზოგადად საკუთარი აზრების გაზიარება
კაცობრიობისთვის ძალზედ მნიშვნელოვანია.

You might also like