You are on page 1of 2

იმსჯელეთ როგორ ესმის კანტს თავისუფლება ტექსტის მიხედვით: პასუხი კითხვაზე

რა არის განმანათლებლობა?

იმანუელ კანტი გახლავთ გერმანელი ფილოსოფოსი, პროფესორი, რომელიც


ფილოსოფიის თითქმის ყველა სფეროში იყო ჩახედული. ყურად საღები და
დასამახსოვრებელია მისი ნაშრომებიდან ერთ-ერთი კერძოდ „პასუხი კითხვაზე : რა არის
განმანათლებლობა? რადგან კანტი წინა პლანზე აყენებს ადამიანს, ხოლო მის ყველაზე
მნიშვნელოვან უნარად გონებით მოპოვებული ცოდნის სწორად გამოყენებას და მისი
განვითარებისადმი დამოუკიდებლად სწრაფვას მიიჩნევს.
ტექსტში ძირითადად საუბარია იმაზე თუ რა არის განმანათლებლობა. ამ კითხვაზე
კანტის პასუხი მოკლე, თუმცა საკმაოდ ყოვლისმომცველია. ის წერს „განმანათლებლობა -
ესაა ადამიანის გამოსვლა უმქიფრობიდან, რომელიც მისივე ბრალია “(კანტი 2017,312) მის
ამ ცნობილ ფრაზაში ის გულისხმობს, რომ ადამიანების უმრავლესობას შეუძლია შეიძინოს
ცოდნა, დამოუკიდებლად იქონიოს დასკვნები ამა თუ იმ საკითხზე და მის ქცევასა და
აზრზე არ იქონიოს გავლენა არავინ. ჩვდება კითხვა, რატომ არის ადამიანი თავისი
შეზღუდულობის მიზეზი თავადვე? იმიტომ, რომ ისეთი მარტივი მიზეზები როგორიც არის
შიში, გაუბედაობა ან თუნდაც სიზარმაცე, ადამიანი თითქოს თავადვე მიილტვის იმ მწარე
წარსულისკენ, როდესაც მისი უფლებები არ არსებობბდა და მის ქცევებს სხვები
განკარგავდნენ.
ეს შეიძლება ასე პირდაპირ გამოიხატოს, მაგრამ ჩვენს ყოველდღიურობაში ასეთი
ფაქტები ძალიან ხშირია, როდესაც ჩვენ ვყვებით ცხოვრების რითმს, ავტომატურად
ვხდებით დამოკიდებულები სხვაზე, მის გადაწყვეტილებაზე. როდესაც დადგება მომენტი ,
როდესაც ჩვენ დავიწყებთ ფიქრს იმაზე, რომ ეს გადაწყვეტილება , რომლის მიხედვითაც
ჩვენ გვიწევს ნაბიჯების გადადგმა არასწორია, ეს მომენტი გვიბიძგებს
განმანათლებლობისკენ. ეს ყოველივე ერთი სიტყვით მარტივად ჟღერს, თუმცა ძალიან
რთულია და მოითხოვს დიდ ძალისხმევას, რადგან ჩვენ იმდენად ვითვისებთ და ვეჩვევით
ამ უმწიფარ მდგომარეობას, რომ არაფრის შეცვლის სურვილი არ გვეუფლება და ამის
აუცილებლობას ვერც ვამჩნევთ. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ სწრაფვა გონების
თავისუფლებისაკენ და მისი მიღწევა შეუძლებელია. კანტი წერს, რომ მას შემდეგ რაც
ადამიანი დაიწყებს ნელ-ნელა გაცნობიერებას იმისას რასაც არასწორად მიიჩნევს მან
შეიძლება მალევე დააღწიოს თავი ამ მდგომარეობას. კანტის პრიორიტეტი არის ნაბიჯ
ნაბიჯ სწრაფვა თავისუფლებისკენ და არა ერთბაშად, რადგან ის ემხრობა ევოლუციას და
წინააღმდეგია რევოლუციის. სწორედ ევოლუციის მსგავსად თანდათანობითი პროცესია
მიზანშეწონილი მისთვის.

კანტი ასახელებს მეტად საინტერესო მაგალითს იმის შესახებ თუ როგორაა შესაძლებელი


ადამიანისთვის სწრაფვა უმწიფრობიდან გამოსვლასა და თავისუფლების მოპოვებაზე ,
თავისუფალი აზრის ქონაზე.
ის წერს, რომ მოქალაქეს იმის მიუხედავად, რომ არ შეუძლია გადასახადების გადახდაზე
უარი თქვას, შეუძლია თავისი აზრი გამოთქვას ამ მოქმედებაზე. დაწეროს მეცნიერული
ნაშრომი, სადაც გააკრიტიკებს საჯაროდ საგადასახადო სისტემას. სწორედ ამას თვლის
კანტი უმწიფრობიდან თავის დახსნის საშუალებად - თავისუფალი აზრის ქონას.
ბიბლიოგრაფია - იმანუელ კანტი „პასუხი კიტხვაზე: რა არის განმანათლებლობა?“
შესავალი თანამედროვე აზროვნებაში 1, თბილისი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის
გამომცემლობა, 2017.

You might also like